შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 20 თავი

20-04-2022, 09:30
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 128

ნინი!
-დედა გთხოვ თავი დამანებე-სლუკუნით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და მაშინვე ყურსასმენები მოირგო, საწოლზე გადაწვა და სასურველი მუსიკის არჩევის მერე ჭერს გაუშტერა ტირილისგან ჩაწითლებული თვალები
-არ იცვლები!-ბუზღუნით უთხრა თამუნამ და ოთახიდან გავიდა. ამ დროს ნინის გაფითრებულ სახეზე ისევ დაცურდნენ სიმწრის ცრემლები
-ასე ძალიან რატომ განიცდი შენთვის უმნიშვნელო ადამიანების დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვებს?-ინტერესით ჰკითხა თათიამ და მასთან ახლოს ჩამოჯდა საწოლზე
-მთელი ეს დრო ვცდილობდი მათი მწარედ ნათქვამი სიტყვები გულგრილად გამეტარებინა- ჩამწყდარი ხმით თქვა ნინიმ და მუსიკა გამორთო- ზოგჯერ მე თვითონაც მიხუმრია საკუთარ წონაზე, რომ მათ გული ვეღარ ეტკინათ... მაგრამ... ხანდახან ძალიან მტკივნეულია იმის მოსმენა ბიჭებისგან თუ რამდენად ლამაზები არიან ვიკა და დანარჩენები, რომ ჩვენი კლასის გოგონები სკოლაში ყველაზე ლამაზიები, დახვეწილები და უბრალოდ არაჩვეულებრივები არიან... მე კი როგორც ყოველთვის საერთოდ არ მოვიაზრები ამ საერთო სილამაზეებში, რადგნ სათვალიანი და პუტკუნა ვარ...
-ეს შენთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა თქვა? იმიტომ განიცდი ასე ძალიან?
-ის მე ვერასდროს შემამჩნევს-ბრაზნარევი ტონით თქვა ნინიმ და საწოლზე წამოჯდა
-გთხოვ ასე ნუ განიცდი... ერთ დღეს აუცილებლად შეგამჩნევს ვინმე...ის ვისთვისაც შენი წონა, სათვალე და ხვეული თმა უმნიშვნელო იქნება... ვისთვისაც შენ იქნები მნიშვნელოვანი და არა შენი ვიზუალური მხარე...
ვინც ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ იმიტომ რომ სიყვარულს სილამაზის სტანდარტები არ აქვს!
-მართლა ასე ფიქრობ?-ინტერესით მიაჩერდა სახეში, ნინი რძალს
-ვიცი რომ ძალიან ძნელია გარშემომყოფების დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ნათქვამ მწარე სიტყვებთან გამკლავება, რომლებიც საბოლოო ჯამში თვითშეფასებას გიქვეითებენ, ცრემლების ღვრას და სასოწარკვეთას გაიძულებენ, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ვისაც გულწრფელად უყვარხარ მათთვის სრულიად უმნიშვნელოა შენი ვიზუალური მხარე.
ასე იქნება იმ ერთადერთთანაც როცა შეხვდები, მას ეყვარები ისეთი როგორიც ხარ... თუ შენს შეცვლას ეცდება იცოდე რომ მას არ უყვარხარ.
-როგორც იქნა დამშვიდდი-ბუზღუნით შევიდა თამუნა ოთახში და ყავის ჭიქები გაუწოდა გოგონებს
-აუ ახლა შენებურები თავიდან არ დაიწყო რა- შეეხვეწა ნინი
-უკვე მერამდენედ უნდა აგიხსნა დედა რომ ლამაზიც ხარ, მშვენიერიც და არაჩვეულებრივიც? რა მნიშვნელობა აქვს წონას, სათვალეს და გაწეწილ თმას? მთავარი ადამიანობაა- ღიმილით უთხრა თამუნამ შვილს და როცა ნინიმ თვალები აატრიალა, გულიანად გაეცინა და თავზე აკოცა- მუშაობის დაწყება გადავწყვიტე- მოულოდნელად თქვა თამუნამ რის გამოც ნინის ყავა გადასცდა
-რაა?-შეიცხადა გაოგნებულმა გოგონამ
-ჩვენი სკოლიდან ქიმიის მასწავლებელი კერძო სკოლაში გადავიდა და ვიფიქრე, რომ რატომაც არა...
-მამა მუშაობის უფლებას არ მოგცემს ხომ იცი- დანაღვლიანებული ხმით უთხრა ნინიმ გაღიზიანებულ ქალს
-მამაშენის აზრი არ მაინტერესებს!
-არ მინდა რომ ისევ იჩხუბოთ
-მე და მამაშენი ვეყრებით ასე რომ ჩემთვის სულ ერთია რა რეაქცია ექნება ზურას ამ საკითხთან დაკავშირებით
-ლაშამ იცის?
-ჯერ არა
-არც მას ენდომება რომ იმუშაო ხომ იცი რანაირია
-არც მისი აზრი მაინტერესებს-ბრაზნარევი ტონით თქვა თამუნამ და ოთახიდან გავიდა
-მამა-შვილს რატომ არ ენდომება რომ თამუნამ სკოლაში იმუშაოს?-დაინტერესდა თათია და კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა მულს
-მამა ყოველთვის წინაადეგი იყო რომ დედას ემუშავა. ადრე კი მუშობდა მაგრამ ამის გამო გამუდმებით ჩხუბობდნენ... ბოლოს იმდენი ქნა მამამ რომ დაანებებინა, მერე მარიამი დაიბადა და ამ საკითხზე საუბარი აღარ ყოფილა, შესაბამისად ჩვენს ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა.
-მამაჩემიც ყოველთვის წინაადეგი იყო რომ დედას ემუშავა-ჩამწყდარი ხმით თქვა თათიამ
-ყველა კაცი ერთნაირია!-დაასკვნა ნინიმ და თავის სულელურ ნათქვამზე ორივეს გულიანად გაეცინა.
იმის მიუხედავად რომ ზურამ საშინელი წინააღმდეგობა გაუწია თამუნას და ლაშაც მის წინააღმდეგ განაწყო, მაინც ვერაფერს გახდა და თამუნამ სკოლაში მუშაობა დაწყო.
-ასე ჩემს გასაღიზიანებლად იქცევი?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ზურამ პირველივე დღეს, სამსახურიდან შენ დაბრუნებულ დაღლილ ქალს. თამუნა გაოგნებული სახით მიაჩერდა ქმარს, მის სახლში დახვედრას მითუმეტეს ფხიზელ მდგომარეობაში ნამდვილად არ ელოდა- მუშაობას შეეშვი, თუ ფული გჭირდება მე მოგცემ იმდენს რამდენიც...-დაიწყო ზურამ მაგრამ გაბრაზებულმა ქალმა წინანადების დამთავრრბის უფლება არ მისცა
-ეს ჩემი ცხოვრებაა, ამიტომ მე გადავწყვეტ ვიმუშავებ თუ არა
-შენ ჩემი ცოლი ხარ!-წამოენთო ზურა
-მხოლოდ ფურცლებზე-ცინიკური ტონით უთხრა თამუნამ და გვერდის ავლა სცადა მისთვის მაგრამ გაბრაზებული კაცი მაშინვე წინ აესვეტა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა მწვანე დანისლულ სფეროებში
-ეს დროებითია-გადაჭრით უთხრა ზურამ და ჭელზე ძლიერად შემოაჭდო ძლიერი ხელები
-რაც არ უნდა გააკეთო რასდროს გაპატიებ იმას რაც გააკეთე -მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ ქმარს და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში
-აზრი არაფერს აქვს ხო?-ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ და ცხვირის წვერით საფეთქელზე შეეხო
-რის მიღწევას ცდილობ!-გაბრაზდა თამუნა და წინაადეგობის გაწევა სცადა მისთვის
-მინდა რომ შეხების უფლება მომცე-დაუფარავად უთხრა ზურამ და აციმციმებული თვალებით მიაჩერდა სახეში გაბრაზებულ ქალს
-შენთან ყოფნა აღარ მინდა! რატომ არ გესმის?- ავარდა თამუნა
-ჩემი შეხება რატომ გაღიზიანებს?- მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული კაცი და ხელები გაუშვა ანერვიულებულს ქალს
-თვითონ მიიყვანე ჩვენი ურთიერთობა აქამდე!
-ამ ყველაფერის მიზეზი რაღაც სხვაა-ივარაუდა ზურამ და კარგა ხნის სიჩუმერე ზიზღით თქვა- რაღაც სხვა ან ვიღაც სხვა-მრისხანებით წარმოსთქვა და ზედმეტად მიუახლოვდა სახე წაშლილ ქალს, რომელმაც სრულიად გაუაზრებლად სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი
-რას ბოდავ-მკაცრი ტონით უთხრა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-იცოდე თუ არსებობს ვიღაც, ვიღაც სხვა- მუქარით გააგრძელა ზურამ საუბარი-ვის გამოც ჩემი უბრალო შეხებაც კი გაღიზიანებს...
-შენს თავში ნუ გეშლები-უემოციო ტონით უთხრა თამუნამ- მეცოდები- ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით წარმოსთწვა და მარიამის ოთახში შეიკეტა. ზურას და თამუნას დაძაბულ ურთიერთობას ისიც დაემატა რომ რაღაც მიზეზით ნინი უარესად გადაპრესიულდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და თითქმის აღარ კონტაქტობდა არავისთან. სკოლასაც ხშირად აცდენდა და მთელს დღეებს საკუთარ ოთხაში მუსიკის მოსმენაში ატარებდა. მისი ეს ქცევა უჩვეულო არ იყო ოჯახისთვის ამიტომ ყურადღება დიდად არ გაახვილებით ამ თემაზე, როგორც ადრე ახლაც ერთობლივად გადაწყვიტეს რომ თავისით გადაუვლიდა რადგან როგორც ყოველთვის ნინი ფსიქოოგის დახმარების შეთავაზე უარესად ითრგუნებოდა.
ზურამ ისევ სასმელს მიყო ხელი რადგან გრძნობდა რაც მეტად ცდილობდა თამუნასთან მიახლოებას მით მეტად შორედებოდა მას. მის ამ არამდგრად მდგომარეობას ისიც დაემატა რომ სამსახურში სერიოზული შეცდომები დაუშვა რის გამოც გამოგდებაც კი დაუპირეს, რაც უარყოფითად აისახა მისი თამუნასთან და ოჯახის სხვა დანარჩენ წევრებთან ურთიერთობაში.
-გთხოვ მამაშენს დაელაპარაკე- ერთ საღამოს ნასვამ ლაშას თავზე წამოადგა გაღიზიანებული ქალი
-უკვე ხომ გითხარი-ავარდა ლაშა -რომ არ მინდა განქორწინდეთ!
-ძალიან დავიღალე უკვე ამ ყველაფერით- ასლუკუნდა თამუნა
-ჰოდა შეურიგდი, ნუ გახადე ერთღამიანი გართობა პრობლემად
-განქორწინება მინდა
-რატომ?- წამოენთო ლაშა და ფეხზე წამოვარდა გაავებული -ისევ ამაზე რატომ დაიწყე საუბარი?
-იმიტომ რომ არ შემიძლია იმის პატიება რაც მან ჩაიდინა
-რა ჩაიდინა?!-შეიცხადა ლაშამ
-შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?- მოულოდნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი
-განქორწინება დაივიწყე!-მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა ასლუკუნებულ ქალს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში- თორემ ხომ იცი რაც მოხდება- ხმა დაბალი ტონით უთხრა და ცივი მზერა ბნელ სივრცეს გაუშტერა
-მასთან ყოფნა აღარ მინდა- ზიზღით თქვა თამუნამ და შვილის პროფილს მიაყინა ჩამქრალი თვალები
-აპატიებ უბრალოდ მეტი დრო გჭირდება- მზრუნველი ტონით უთხრა გაბრაზებულმა ბიჭმა დედას და მისკენ მიიხედა
-ჩემი რატომ არ გესმის? რატომ არ გინდა გაიგო რომ ასთან ყოფნა აღარ მინდა?
-მიზეზი?-საქმიანად ჰკითხა ლაშამ
-ის არ კმარა რომ მიღალატა?-გაოგნდა თამუნა
-კარგად დაფიქრდი იქნებ პრობლემა შენშია და არა ზურას ერთღამიან გართობაში!-აგრესიული ტონით უთხრა ლაშამ და სახლში შესვლისას კარი ისეთი ძალით მიიჯახუნა რომ ერთა ადგილზე მიყინული ქალი ადგილზე შეხტა შიშისგან.
ნინის, თამუნას და ზურას პრობლემების გამო ლაშას ძალიან ჰქონდა თავგზა არეული, ამას ისიც ემატებოდა რომ თათია ისევ წამლებზე და თავის დაცვაზე ელაპარაკებოდა რაც მის გაღიზიანებას იწვევდა. ბოლოს იმდენად დაეძაბათ ურთიერთობა რომ სერიოზულად იჩხუბეს, ამიტომ იმ ღამე სახლში არ მივიდა. რის გამოც თათია რამდენიმე დღე არ ელაპარაკებოდა. ამ ქაოსურ მდგომარეობს ისიც დამატა რომ სრულიად მოულოდნელად, შუაღამისას თამუნა სახლიდან წავიდა მცირე ბარგით. მისი სახლიდან წასვლა კი მაშინ აღმოაჩინეს ოჯახში როცა დილით მისულმა კურიერმა სასამრთლოს უწყება გადასცა ზურას განქორწინებაზე თამუნას განცხადების შეტანის თაობაზე

№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მგონი თამუნა გამოფხიზლდა და იწყებს ბრძოლას,იმედია ნინი და თათიაც მოხვდებია ამას, ლაშა მგონი მამამისზეუარესია … :(

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ლაშა ჩვეულებრივი ნაბი*ვარია. რა ვქნა, სხვა რამეს ვერ ვფიქრობ მაგ ბიჭზე. არანაირი თანაგრძნობა, სიყვარული, გაგება მისი მხრიდან არავის მიმართ. არის და მისტირის ე.წ. საყვარელ ქალს, რომლის სიკვდილშიც თავად არის ყველაზე დიდი დამნაშავე. შვილს არ ეკარება, მიზეზად ის აქვს რომ არ შეუძლია, არადა თურმე ,,უყვარს", დედაზე ,,ზრუნავს" და ამის გამო ნაბი*ვარ მამამისთან ერთად მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. თათიაში ისევ ის ხატია უყვარს ვიდრე თავად თათია და ამის მიუხედავად მაინც ისე საშინლად ექცევა როგორც ალბათ თავის დროზე ხატიას ექცეოდა. შევცდი, როცა ვიფიქრე რომ თათიასთან მაინც გამოასწორებდა დაშვებულ შეცდომებს. არც ხატიას ,,გაცოცხლებამ" და მისმა სახლში მოყვანამ არ უშველა, ისევ ისეთია. ნაბი*ვარი, ვიტყოდი. დიდი ალბათობოთ. და თუ თამუნა რაიმე მიზეზით სახლში დაბრუნდება, საერთოდ არანაირი აზრი არ ექნება ამ ისტორიას. საერთოდ არ ვარ მომხრე ზურასა და მისი შერიგების, პირიქით, მათი შერიგების სასტიკად წინააღმდეგი ვარ. არ იმსახურებს ის ცხოველი თავისი სიტყვის გატანას და თამუნას მის გვერდით ყოფნას. სიამოვნებით ვნახავდი გამწარებულს და გაგიჟებულს. შემდეგ თავს პოპკორნით ჩავუჯდები❤ ამ ნინიზე არაფერი ვიცით და უკვე მაღიზიანებს თავისი დეპრესიებით. იმ ზაზამ მაინც გამოანათოს. ამ ეტაპზე მირჩევნია ის ვიკითხო როგორ ,,ეჩალიჩება" თამუნას და უშლის ნერვებს მას, ვიდრე ის, თუ როგორ ძალადობს ზურა მასზე.

№3  offline წევრი Marikagogolqdze

როგორ მეზიზღება ლაშა სა მამამისი
.თამუნას ცოტა მეტი თავმოყვარეობა ხა თათიას ხასიათის სიმტკიცე რა

№4  offline წევრი გ უ გ უ

დიდი იმედი მაქვს რომ თამუნა ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს.
და ხო რა სამწუხაროა რომ კაცის ღალატი არაფერს ნიშნავს და ვსიო მერე რა მოხდა.."ეპატიება".
სამწუხაროა რომ მსგავსი ადამიანები არსებობენ..
წარმატებები ნეაკო, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები❤️

№5  offline მოდერი ნეაკო

ablabudaa
მგონი თამუნა გამოფხიზლდა და იწყებს ბრძოლას,იმედია ნინი და თათიაც მოხვდებია ამას, ლაშა მგონი მამამისზეუარესია … :(

სწორედ ასეა, თათიას და ნინის ჯერ კიდევ ბევრის გადატანა მოუწევთ მანამ სანამ საკუთარი თავის ფას მიხვდებიან ❤

სტუმარი თიკო
ლაშა ჩვეულებრივი ნაბი*ვარია. რა ვქნა, სხვა რამეს ვერ ვფიქრობ მაგ ბიჭზე. არანაირი თანაგრძნობა, სიყვარული, გაგება მისი მხრიდან არავის მიმართ. არის და მისტირის ე.წ. საყვარელ ქალს, რომლის სიკვდილშიც თავად არის ყველაზე დიდი დამნაშავე. შვილს არ ეკარება, მიზეზად ის აქვს რომ არ შეუძლია, არადა თურმე ,,უყვარს", დედაზე ,,ზრუნავს" და ამის გამო ნაბი*ვარ მამამისთან ერთად მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. თათიაში ისევ ის ხატია უყვარს ვიდრე თავად თათია და ამის მიუხედავად მაინც ისე საშინლად ექცევა როგორც ალბათ თავის დროზე ხატიას ექცეოდა. შევცდი, როცა ვიფიქრე რომ თათიასთან მაინც გამოასწორებდა დაშვებულ შეცდომებს. არც ხატიას ,,გაცოცხლებამ" და მისმა სახლში მოყვანამ არ უშველა, ისევ ისეთია. ნაბი*ვარი, ვიტყოდი. დიდი ალბათობოთ. და თუ თამუნა რაიმე მიზეზით სახლში დაბრუნდება, საერთოდ არანაირი აზრი არ ექნება ამ ისტორიას. საერთოდ არ ვარ მომხრე ზურასა და მისი შერიგების, პირიქით, მათი შერიგების სასტიკად წინააღმდეგი ვარ. არ იმსახურებს ის ცხოველი თავისი სიტყვის გატანას და თამუნას მის გვერდით ყოფნას. სიამოვნებით ვნახავდი გამწარებულს და გაგიჟებულს. შემდეგ თავს პოპკორნით ჩავუჯდები❤ ამ ნინიზე არაფერი ვიცით და უკვე მაღიზიანებს თავისი დეპრესიებით. იმ ზაზამ მაინც გამოანათოს. ამ ეტაპზე მირჩევნია ის ვიკითხო როგორ ,,ეჩალიჩება" თამუნას და უშლის ნერვებს მას, ვიდრე ის, თუ როგორ ძალადობს ზურა მასზე.

აბსოლუტურად გეთანხმები ლაშას და ზურას შეფასებაში თიკო, ოროვე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობს და არ აინტერესებთ გარშემომყოფების აზრი, მითუმეტეს განცდები.

თამუნას ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს ❤

nene gelovani
სულ რომ მართლა გაცოცხლდეს ხატია, ზუსტად ისე მოექცევა ლაშა, როგორც სიკვდილამდე ექცეოდა. ნოლია მისი სინანული წარსულისადმი. ვერაფერი ტკენია და ვერაფერი უსწავლია.

ლაშა მხოლოდ მაშინ მოვა აზრზე როცა ყველას და ყველაფერს დაკარგავს

Marikagogolqdze
როგორ მეზიზღება ლაშა სა მამამისი
.თამუნას ცოტა მეტი თავმოყვარეობა ხა თათიას ხასიათის სიმტკიცე რა

თამუნა ნამდვილად შეიცვლება მაგრან თათიას წინ ჯერ კიდევ ბევრი განსაცდელი ელოდება ❤

გ უ გ უ
დიდი იმედი მაქვს რომ თამუნა ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს.
და ხო რა სამწუხაროა რომ კაცის ღალატი არაფერს ნიშნავს და ვსიო მერე რა მოხდა.."ეპატიება".
სამწუხაროა რომ მსგავსი ადამიანები არსებობენ..
წარმატებები ნეაკო, მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები❤️

მიხარია რომ გამომეხმაურე და ამჯერადაც გამიზიარე შენი აზრი.
სრულად ვიზიარებ შენს აზრს, მართლა ძალიან სამწუხაროა რომ კაცის ღალატი არაფერს ნიშნავს და გარშემომყოფები ხშირად აიძულებენ ქალებს აპატიონ კაცებს მსგავსი სისაძაგლე

№6 სტუმარი Keira.კირა

ნაგვები ორივე მამა-შვილი."დაჟე" ლაშა უფრო უარესი. საცოდავი, "ცხოვრებისგან დაჩაგრული", ზერელე, უემოციო, შეუგნებელი და რავი... ხატიას სიკვდილი უნდა ყოფილიყო მისთვის მწარე გაკვეთილი,მაგრამ როგორც ჩანს, საერთოდ არ იდანაშაულებს თავს და ამ საცოდავ, მართლა ახლობლებისგან დაჩაგრულ გოგოსაც იგივენაირად ექცევა. ასეთი არაკაცებისთვის ცალკე ჯოჯოხეთი უნდა არსებობდეს.
არც ზურას ნაირი მამები და ქმრები იცვლებიან და არც ლაშასნაირები, ყოვლად შეუძლებელია, იმდენად აქვთ უკვე გამჯდარი ეს თვისებები unamused
ამაზე კიდევ ნერვები ამეთხარა "რა ჩაიდინაო" რომ შეიცხადა. რაღაც გამახსენდა ამაზე. ქუჩის გამოკითხვას ატარებდნენ და კითხვა იყო ასეთი, "არის თუ არა ქალის და მამაკაცის ღალატს შორის რაიმე განსხვავება" ერთმა რესპოდენტმა "კაცმა უღალატოს კაცო, რა პრობლემააო,კაცი ყოველთვის მაღლა დგას, ქალს არ სჭირდება ღალატი, კაცი ისედაც გვერდით ყავს, თან მისი შვილის დედა უნდა გახდესო" smiley
აი სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანე, ზუსტად ასე თქვა. თან კევს "ღლოჭნიდა" და ჩაცუცქული იყო ამაღლებულ ადგილას laughing

№7  offline წევრი Soraya

ნინის ნათქვამი რა უბედურება იყო “მამა მუშაობის უფლებას არ მოგცემს ხომ იცი” უფლებას გავუსვათ ხაზი, რას ქვია იფლებას არ მისცემს, თუ მამა - შვილს არ უნდა მუშაობის “უფლება” არ აქვს?
ზურას ცოლი რომ არის მერე რა? არ უნდა იმუშაოს? უბრალოდ ვერ ვხვდები ზურას მიზანს.
ზურას მიზანი რა არის?
შვილებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ დედ-მამის ურთიერთობაში. აქ ლაშას “რა უნდა” მე თუ მკითხავთ თამუნამ ფეხებზე უნდა დაიკიდოს.ან ვთქვათ ლაშა “დათანხმდა” და დაელაპარაკა ზურას რა ხეირი? ვინმეს მოუსმენს? არამგონია.
თამუნა მიხვდა, მიხარია რომ გადაწყვიტა.
ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის.
წარმატებები!

№8  offline მოდერი ნეაკო

Keira.კირა

საუბედუროდ ლაშასნაირად, არასწორედ მოაზროვნე ჯერ კიდევ ბევრია ჩვენს გარშემო. ზოგადად მე ვფიქრობ რომ ეს აღზრდის პრობლემაა. ლაშას შემთხვევაში რაც მამა ის შვილი joy

Soraya
ნინის ნათქვამი რა უბედურება იყო “მამა მუშაობის უფლებას არ მოგცემს ხომ იცი” უფლებას გავუსვათ ხაზი, რას ქვია იფლებას არ მისცემს, თუ მამა - შვილს არ უნდა მუშაობის “უფლება” არ აქვს?
ზურას ცოლი რომ არის მერე რა? არ უნდა იმუშაოს? უბრალოდ ვერ ვხვდები ზურას მიზანს.
ზურას მიზანი რა არის?
შვილებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ დედ-მამის ურთიერთობაში. აქ ლაშას “რა უნდა” მე თუ მკითხავთ თამუნამ ფეხებზე უნდა დაიკიდოს.ან ვთქვათ ლაშა “დათანხმდა” და დაელაპარაკა ზურას რა ხეირი? ვინმეს მოუსმენს? არამგონია.
თამუნა მიხვდა, მიხარია რომ გადაწყვიტა.
ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის.
წარმატებები!

აბსოლუტურად გეთანხმები, მშობლების ურთიერთობაში შვილები არ უნდა ჩაერიონ. თამუნასთვის ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას თუ რა უნდათ ლაშას და ნინის. ეს მისი ცხოვრებაა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.
ზურას თამუნას დაკარგვა რომ არ უნდა არ გასაკვირი. როგორც წესი მისნაირ კაცებს ოჯახში, წესიერი და პატიოსანი ქალი უნდათ რომ ჰყავდეთ ცოლად. მშვიდი და სტაბილური ოჯახობანას თამაში მოწონთ ცოლებთან ერთად, პარალელურად კი მოვლილ ქალებთან გართობა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent