შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყეყეჩების ბაღი (ეპიზოდი 03)


20-04-2022, 22:38
ავტორი ტანგ.ფ
ნანახია 815

03x01
ლამარა.



ლამარა. ქუჩაში. ტროტუარზე.
უნივერსიტეტის შემთხვევიდან მეორე დღე.
ირგვლივ მანქანები. ლამარა მოწყენილი. უნივერსიტეტის ეზოსთან ახლოს.
ლამარას ფერადთმიანი გოგონა უახლოვდება, სიგარეტით ხელში.

ფერადთმიანი:
გამოვიცნობ, საყვარელო! უნივერსიტეტის ეზოდან კინწისკვრით გამოგაგდეს, ასეა, არა?


ლამარა დუმს. ფერადთმიანს ეჭვის თვალით უყურებს. კიდევ დუმს.

გგრძლბ:
ენა გადაყლაპე? თქვი რამე!


ლამარა:
ვინ ხარ?

ფერადთმიანი:
ის, ვინც შენ!

ლამარა:
სრულყოფილი?

ფერადთმიანი:
ჰაჰაჰა... მე - კიკი მქვია, მოფერებით - ეკატერინე!


ფერადთმიანი ტროტუარზე ჯდება. ლამარას გვერდით.

გგრძლბ:
საყვარელო, არაფრის დამალვას აზრი არ აქვს! ისედაც ვხედავ... აქაურობას მოეკედლე?

ლამარა:
რა? რას გულისხმობ ან რას ხედავ?

კიკი:
კარგი, რა... გგონია, მეც იგივეს არ ვაკეთებდი?

ლამარა:
შენ?

კიკი:
ნუ გაქვს ისეთი სახე, თითქოს მოჩვენება დაინახე! არ ვარ მოჩვენება! თუმცა ვიყავი... ზუსტად ისეთი, როგორიც შენ ხარ, ახლა!

ლამარა:
მე მოჩვენება არ ვარ, მე სრულყოფილი ვარ და ვიღაცებთან უაზრო საუბარში დროის დაკარგვა არ მსურს!

კიკი:
კეთილი, სრულყოფილო მოჩვენებავ, მე მხოლოდ შენი დახმარება მინდოდა...


კიკი დგება. იმედგაცრუებული. ლამარა საკუთარ სიტყვებს ნანობს.

ლამარა:
(მყისიერად)
მოიცადე!


კიკი ტრიალდება.

გგრძლბ:
სიგარეტი გაქვს?

კიკი:
რა თქმა უნდა! აი, აიღე!


სიგარეტს აწვდის. და ისევ ჯდება.

ლამარა:
მადლობა!

კიკი:
არაფრის! იცი, იმას ვამბობდი, რომ ცხოვრება რთულია. ადრე არც მე მქონდა იმის ფუფუნება, რომ საკუთარი თავი დამოუკიდებლად მერჩინა, მაგრამ ახლა... ახლა საქმე სულ სხვანაირადაა.

ლამარა:
შენ რა, შენც უნივერსიტეტში დადიოდი?

კიკი:
არა მხოლოდ უნივერსიტეტში, სრულყოფილო მოჩვენებავ! ნებისმიერ ადგილზე, სადაც საკუთარი თავის მოწესრიგება შემეძლო.

ლამარა:
აეროპორტშიც?


კიკი:
ხუმრობ? აეროპორტი ძალიან შორსაა, თანაც ვერ გავრისკავდი... შენ? ანუ მანდაც ყოფილხარ?!

ლამარა:
რამდენჯერმე, როდესაც გამჭირვებია.

კიკი:
ფანტასტიკურია! სრულყოფილება მსხვერპლს მოითხოვს! ერთხელ სკოლის დარაჯს დავუმეგობრდი. იმდენად შემიყვარდა ის მელოტი მოხუცი, რომ არ ვიცი... ერთმანეთზე ვგიჟდებოდით. ხანდახან ნებას მრთავდა, მის ოთახში დამეძინა, თვითონ კი ოთხფეხა სკამზე ნახევრად ჩამომჯდარი, ღამეს თეთრად ათევდა. მისთვის თითქმის ქალიშვილით ვიყავი... ნამდვილი ოჯახის წევრი...

ლამარა:
ახლა სად არის ეგ მოხუცი?

კიკი:
საბრალო რამდენიმე წლის წინ დაითხოვეს ასაკის გამო. მას შემდეგ, სკოლაში სიარული შევწყვიტე. ვიღაც ახალი თანამშრომლები აიყვანეს, შემდეგ მანდატურებიც დაამატეს და შენობები კამერებით გაავსეს!

ლამარა:
ნაცნობი სიტუაციაა!

კიკი:
ჰო, არა? შიგნით შესასვლელად ათასნაირი მოწმობა მოგთხოვეს?


ფერადთმიანი უნივერსიტეტის კამპუსისკენ თითს იშვერს.

ლამარა:
მხოლოდ სტუდენტური ბარათი ან საშვი!

კიკი:
აქამდე როგორ ახერხებდი?

ლამარა:
ვთქვათ, და მეც მყავდა ვიღაც, ვისთანაც გარიგებას ვაწარმოებდი?!

კიკი:
ვთქვათ... და რა ბედი ეწია მას?


ლამარა:
წარმოდგენაც არ მაქვს - გაუჩინარდა, ისევე როგორც შენი სკოლის მელოტი! აქ ორი დღეა ვყარაულობ, თუმცა ტყუილუბრალოდ.

კიკი:
სხვა ადგილები არ გიცდია?

ლამარა:
დავიღალე სხვა ადგილების ძებნით და შენარჩუნებით! როდესაც ახალი გამოჩნდება, შემდეგ რაღაც ცუდი ხდება! აუცილებლად ხდება რაღაც ცუდი, აუცილებლად! სტაბილურად ვერაფერს ვერ ვერგები, თითოქოს ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ ტრიალებს... რამდენიმე დღის წინ იქაურობას ძლივს დავეხსენი...

კიკი:
ანუ შეგიშვეს?

ლამარა:
შემიშვეს? შევვარდი და უკან ძლივს გამოვაღწიე, ისე რომ არ დავეჭირე...

კიკი:
საქმე ასე რთულად იყო?!

ლამარა:
უარესად! პოლიციაში დარეკეს კიდეც, მაგრამ... აახ, მგონი, ტერფი ძალიან ცუდად დავარტყი გადმოხტომისას. მიხურს!

კიკი:
გაგივლის! მთავარია, მოტეხილი არ გაქვს!

ლამარა:
არ გაივლის! ეს შაშინელება არსად წავა! ორი დღეა საპნის ჩამორცხვას ვცდილობ სხეულიდან და ვერ ჩამოვირეცხე! შეხედე! ამას შეხედე! ახლა კიდევ ფეხიც დამემატა. აღარაფერს ვამბობ კბილების გამოხეხვაზე! ეს ხომ ელემენტარული ჰიგიენაა?! მეტს ხომ არაფერს ვითხოვ? მე მხოლოდ დაბანას ვითხოვ, მხოლოდ დაბანას ამ წყეულ უნივერსიტეტში!

კიკი:
ვიცი, შენი მთლიაად მესმის, რადგან ეგ ყველაფერი მეც გამომივლია!

ლამარა:
ეგ არაფერს ცვლის...

კიკი:
როგორ, არა? მგონია, რომ ყველაფერს ცვლის!


კიკი ფეხზე დგება. ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ძირს აგდებს და ფეხის წვერით ტკეპნის.
ლამარა მას ქვემოდან უყურებს. კიკი ლამარას ხელს უწვდის ღიმილით.

კიკი:
წამომყევი, ვიღაცას გაგაცნობ და იმედია, ახალ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვი!

ლამარა:
რაა? რა შემოთავაზებაზე?

კიკი:
ადექი, ადექი! იმაზე უარესი არაფერი დაგემართება, რაც ახლა გჭირს, სრულყოფილო!


ლამარა კიკის გამოწვდილ ხელს ჰკიდებს.
დგებიან. მიდიან.


03x02
ლემარი.


საღამო. ლემარი. დემნა. იასონი. ბაღში. ტირიფის ხესთან.
ორი მაღალი ბიჭი იასონის უკან დგას. საჩხუბრად გამზადებულნი.

დემნა:
ოუ, ოუ, ოუ... აქ რაღაც გაუგებრობა, ბიჭებო, ნამდვილი გაუგებრობა.

იასონი:
(დემნას)
სულაც არ დავარქმევდი გაუგებრობას.

მაღალი ბიჭი 1:
(იასონს)
ეს, ის ორია?

იასონი:
(მაღალი ბიჭი 1-ს)
კი. ჯგუფურის ორგანიზატორები.

ლემარი:
თქვენ რა, აქ მოსვლას იმიტომ დათანხმდით, რომ მახეში გაგებით?

იასონი:
(მზერით მაღალ ბიჭებს)
ყოჩაღ, ყოჩაღ! პიდარასტებს აზროვნებაც შეგძლებიათ!


ლემარი:
(იასონს)
ჩვენ პიდარასტები არ ვართ!

დემნა:
(იასონს)
მართალს ამბობს!


იასონი ირონიულად იცინის.
ბიჭები ხელებს ასავსავებენ.

იასონი:
მაშ, ვინ ხართ? რას აკეთებთ ჩემს ტერიტორიაზე?

დემნა:
(იასონს)
მოდი ვთქვათ, ჩვენც...

ლემარი:
(დემნას)
მოკეტე და საუბარი მაცადე!

(იასონს და ბიჭებს)
ჩვენ პიდარასტები არ ვართ! თქვენ მსგავსად ჩვენც ყალბი სოციალური საიტები გვაქვს, რომლითაც...

იასონი:
(ლემარს)
მოიცა, მოიცა, ჩვენ მსგავსად? საიდან იცი, ჩვენ რა გვაქვს?

ლემარი:
თავად არ გვითხარით, რომ აქ მოსვლით მახეში გაგვაბით? ჩვენც ზუსტად იგივე განზრახვა გვქონდა...

იასონი:
სისულელეა!

დემნა:
(იასონს)
მართალს ამბობს! ჩვენ პარტნიორები ვართ, ისევე როგორც თქენ, ბიჭებო! შემოგვხედეთ, პიდარასტების რაიმე გვცხია?


ისინი დემნას თავიდან ბოლომდე ათვალიერებენ.
დემნა ვარდისფერი მაისურით, მოტკეცილი, მწვანე შარვლითა და თავზე ცისარტყელას ბენდენით.

ლემარი:
(იასონს)
მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ ამ საქმით დიდი ხანია დაკავებულნი ვართ!

იასონი:
(ლემარს)
და მაინც როგორ დაგვიმტკიცებთ? ამ ტერიტორიაზე პირველად გხედავთ...

დემნა:
(იასონს)
ბლოკნოტით!

ლემარი:
(თვალებით დემნას)
ეს, უბრალოდ... ჩვენ აღრიცხვას ვაკეთებთ.

იასონი:
ჰმ. საინტერესო მიდგომაა.

ლემარი:
მათზე ყველა საჭირო ინფორმაცია შეგროვებული გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ცუდად წაუვათ.

იასონი:
და ამას სად და როგორ აკეთებთ... ამ ყველაფერს?

ლემარი:
გულისხმობთ, მათ მახეში გაბმას? აქ. ბაღში. ეს ხომ მარტივია?

დემნა:
(იასონს)
ჩემი ფოტოებით... ამიტომ ვარ მისი პარტნიორი.

იასონი:
(ლემარს)
გამოდის, რომ ყველას ამ პიდარასტის ფოტოებს უგზავნი და ეუბნები, რომ ის თავად შენ ხარ?!


ეთანხმება.

გგრძლბ:
შემდეგ, როგორღაც მათ ითანხმებ და აქ მოგყავს...


კვლავ ეთანხმება.

გგრძლბ:
და მერე რას უშვები? აუპატიურებ?


ლემარს თვალები უფართოვდება.
არ ეთანხმება.

ლემარი:
ვასახიჩრებ!


იასონი აღფრთოვანებულია. ტაშს უკრავს.

იასონი:
ბრავო, ბრავო, მოხიბლული ვარ ამ ზიზღით, რომელსაც დაატარებთ. თუმცა მაინც არის ერთი რაღაც...
პირველი ის, რომ როგორც ვთქვი, ეს ტერიტორია მე მეკუთვნის და თქვენ უფლება არ გქონდათ მე ჩაგენაცვლებინეთ, ხოლო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი: როდესაც პირველად შეტყობინება გამოგვიგზავნე, შენი სასაუბრო არ დაწყებულა სიტყვებით: „იყო და არა იყო, რა...“ ხომ ასეა?


ლემარი იასონს დაბნეული უყურებს.
ბიჭები წარბებს ათამაშებენ.

ლემარი:
კი, ეგრეა. არ მახსენდება, რომ ეგრე დაწყებულიყო.

იასონი:
ჰო, და პრობლემაც სწორედ ეგ არის, ძმაო!

დემნა:
(იასონს)
მოიცა, მოიცა... თქვენ რა, მათ ასე აბამთ? ვგულისხმობ... ზღაპრებს უყვებით?


ბიჭები მობეზრებისაგან ხვნეშიან.
ისინი ერთი ნაბიჯით წინ მიიწევენ დემნასკენ.

გგრძლბ:
(ბლუკუნით / შიშით)
მე-მე, უბრალოდ იმას ვამბობდი, რომ ბრწყინვალე ტაქტიკაა ზღაპრების წაკითხვა. ალბათ, ეგრე გაცილებით მეტს გამოიჭერდით! პიდარასტებს მართლაც უყვართ ზღაპრები და პრინცები, ასე არ არის? უფრო მეტად - პრინცები!

იასონი:
(მაღალ ბიჭ 1-ს)
გააჩუმე!


მაღალი ბიჭი 1 იასონს მორჩილდება და დემნას სახეში მუჭს ურტყამს.
ბუუუმ.
დემნა მოულოდნელობისაგან ძირს ეცემა.
ბუუმ.
ლემარი ერთი ნაბიჯით უკან იხევს.
დემნას ცხვირიდან სისხლი სდის.

გგრძლბ:
(ლემარს)
სად გავჩერდით? „იყო და არა იყო, რაზე...“

ლემარი:
(შიშით / იასონს)
ვერაფერი გავიგე... მახსოვს, რომ დიალოგი მაგ სიტყვებით დაიწყეთ, თუმცა... თუმცა შემდეგ მითხარით, რომ რაღაც შეგეშალათ.


მოხუცი დუმს.
ღრმად სუნთქავს და მყისიერად ლემარს მაისურში ხელს ავლებს.

იასონი:
როგორც ვხედავ, არაფრის აზრზე არ ყოფილხართ, პარტნიორებო!


შემდეგ იასონი დემნას ზიზღით დასცქერის.

გგრძლბ:
ირწმუნებით, რომ ამ საქმეში დიდი ხანია ხართ, თუმცა არც ერთი თქვენგანი, აზრზე არ არის, რას ნიშნავს სიტყვები: „იყო და არა იყო, რა...“! ვშიშობ, მხოლოდ ამის გამო უნდა მოგტეხოთ ცალი ხელი, დანარჩენს კი მოგვიანებით მოვადგებით!


იასონი ლემარს ხელს უშვებს.
ამასობაში სისხლიანი დემნა ფეხზე ბორძიკით დგება.

დემნა:
(იასონს)
გვაპატიეთ, გვაპატიეთ, მაგრამ ამ საქმეში თქვენნაირი პროფესიონალები არ ვართ! მართალია, ჩვენ ერთი და იმავე მიზნები გვამოძრავებს, თუმცა ალბათ გამოცდილებით, შესაძლებლობებითა და მონაცემებით თქვენ ვერ შეგედრებით, ბიჭებო!


იასონი კმაყოფილი სახით უცქერს დემნას.

გგრძლბ:
მსგავსი დეტალები, როგორიცაა „იყო და არა იყო, რა...“ და ალბათ კიდევ ათასი, მათ შესახებ, სამწუხაროდ, არაფერი გვსმენია! იქნებ, დაგვეხმაროთ და გაგვიზიაროთ?


იასონი:
(დემნას)
ეს კოდია, გამოტვინებულო!

დემნა:
მართალია, კოდია! როგორ ვერ მივხვდით?!

იასონი:
თუ ვინმე საუბარს ამ სიტყვებით იწყებს, ჩვენთვის უკვე ყველაფერი ნათელი ხდება.

დემნა:
ანუ ეს ნიშნავს, რომ პიდარასტები არ ხართ!

ლემარი:
(დემნას)
ეს ნიშნავს, რომ ისინი უმრავლესობა არიან!

იასონი:
(ლემარს)
ყოჩაღ, ლემარ, უკვე ძალიან მომწონხარ!


ახალგაზრდა ბიჭები იასონს თვალებით რაღაცაზე ანიშნებენ. მოხუცი ირგვლივ იხედება.
ლემარი დუმს. დემნას სხეული უკანკალებს.

გგრძლბ:
მიუხედავად ამისა, ნდობის მოპოვებაა საჭირო!

ლემარი:
(დაუფიქრებლად)
რა თქმა უნდა!


დემნა:
კონკრეტულად? კარგით რა, ბიჭებო... ხომ გითხარით, რომ პიდარასტები არ ვართ? ამდენი ხანია მათ დასდევთ... იმის გარჩევა გიჭირთ, რომ ჩვენ მათ რიგს არ მივეკუთვნებით?

ლემარი:
(დემნას)
მოკეტე, იდიოტო!

იასონი:
(დემნას)
შენი პარტნიორი მართალია! კიდევ ერთი სიტყვა და კბილებს ხელში დაგაჭერინებთ!


დემნა მწარედ იღიმის და უკან იხევს.

გგრძლბ:
პირველ რიგში, აქაურობა ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენთან შეთანხმების გარეშე მსგავსი საქმიანობები გეკრძალებათ! მეორე რიგში, თქვენ სიმართლეს არაფრით დავიჯერებთ, სანამ საპირისპიროს არ დაგვიმტკიცებთ. მანამდე კი უმრავლესობის რიგებიდან საკმაოდ მოშორებით მოგიწევთ დგომა... მეტიც - შესაძლოა, ოდესმე ვეღარც შეძლოთ კიდეც ამის გაკეთება. დგომა.

ლემარი:
(იასონს)
და რა უნდა დაგიმტკიცოთ? როგორ?

იასონი:
(ლემარს)
რასაც აკეთებთ, ჩვეულებრივ! თქენი ნაამბობის მიხედვით - ნადირობა!

დემნა:
(იასონს)
მაგრამ ჩვენ არ ვნადირობთ!

იასონი:
(მაღალ ბიჭ 2-ს)
გააჩუმე!


მაღალი ბიჭი 2 დემნას წიხლს ურტყამს მუცელში.
დემნა ტკივილისაგან იკრუნჩხება, წელში იხრება და ისევ ეცემა.
ლემარი. შეშინებული. ნერწყვს ყლაპავს.

გგრძლბ:
(ლემარს)
ექაუნთს და ყველა მონაცემს მომდევნო დღეებში მიიღებთ მობილურით! ის აქაური არ არის. სხვა ქალაქიდანაა, თუმცა ძალიან ჯიუტია. ძალიან. საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს...

ლემარი:
რამდენი წლისაა?

იასონი:
22.

ლემარი:
ფოტოები გაქვთ? რეალური ფოტოები?


მოხუცი:
კი... რამდენიმე! ნამდვილი ექაუნთი - არა! თუმცა როგორც გითხარი, ძალიან ჯიუტია! ვცდილობთ, დავიყოლიოთ, მაგრამ ამაოდ. ჩვენით ერთობა. ვფიქრობ, ხვდება კიდეც რაღაცას და ამიტომ მინდა, შენ სცადო... იქნებ, დაყოლიება და მახეში გაბმა მოახერხო!


პაუზა.
ლემარი იასონს უხმოდ ეთანხმება.

გგრძლბ:
მონაცემებს ისინი გამოგიგზავნიან! დავალებისთვის დიდი დრო არ გაქვთ! მაქსიმუმ - ერთი კვირა.

დემნა:
(იასონს)
ერთი კვირა?


ისინი დემნას რეპლიკას აიგნორებენ.

იასონი:
მომდევნო კვირაში, ჩვენს ყალბ ექაუნთზე მისი დასისხლიანებული, დაჩეჩქვილი, გაუბედურებული, ჩასიებული, დალურჯებული და ნაწამები სხეულის ფოტოები არ იქნება და... ალბათ უკვე შეამჩევდით, რომ მსგავს მდგომარეობაში თქვენი ჩაგდება არ გაგვიჭირდებოდა. თუ უფრო უარესში - არა... ან დაგვარწმუნებთ, რომ ჩვენიანები ხართ, ანდა უბრალოდ ჯობს, ქალაქიდან საერთოდ აორთქლდეთ თქვენივე ბედნიერებისთვის!


ლემარი:
(იასონს)
კეთილი!
(დემნას)
წავედით, იდიოტო, საქმეს მივხედოთ.


იასონი აღფრთოვანებისგან ტაშს უკრავს.
ლემარი მათ თვალებში სათითაოდ უყურებს და მიდის.

იასონი:
(მიძახებით)
წარმატებები, კურდღლებო!


მიდიან.


03x03
ლამარა.


ლამარა. კიკი. დიდ, სართულებიან შენობაში.
პირველ სართულზე პაბი.
მეორე სართულზე სტრიპტიზის დარბაზი.

კიკი:
ნულ სართულზე ბილიარდის ოთახია!


მესამე სართულზე უცნაური ოთახები. წითელი ნათება. ფარდები.

გგრძლბ:
ეს სართული ყველაზე მეტად მიყვარს.


ლამარა. გაოცებული. კიკის უკან მიჰყვება. თვალებცეცებით.

გგრძლბ:
ახლა კი, კეთილი იყოს შენი მობრძანება მთავარ სართულზე!


კიბით.

ლამარა:
ლიფტი არ მუშაობს?

კიკი:
როგორ არა? უბრალოდ მინდოდა, ცალი თვალით ყველაფრის დანახვა მოგესწრო.

ლამარა:
რა ადგილია აქაურობა?

კიკი:
საშადიმნე! აქაურობას საშადიმნე ჰქვია, სრულყოფილო!

ლამარა:
??

კიკი:
რა დაგემართა? მისი მფლობელი მამა შადიმანია... აქაურობის მეპატრონე. ძალიან მოგეწონება, ახლა მასთან მიდვივართ... ყველა ძალიან ვუყვარვართ, თუმცა განსაკუთრებით, ალბათ, უფრო - მე.

ლამარა:
ყველა? მოიცა, მეხუთე სართულიც აქვს?


კიკი უეცრად კარს აღებს და ხელებგაშლილი ყვირის.

კიკი:
(მამა შადიმანს)
ბატონო შადიმან, გაიცანით!
(ლამარას)
უი, სრულყოფილო! შენი სახელი არ ვიცი.

ლამარა:
(კიკის)
ლამარა!

კიკი:
(ბატონ შადიმანს)
ბატონო შადიმან, გაიცანით - ლამარა!


შადიმანი მაგიდიდან დგება. სტუმარს თვალებამდე უღიმის და კიკის გადაკოცვნით ესალმება.
ლამარა ისევ გაშტერებული. დანბეული.


მამა შადიმანი:
(ლამარას)
მაშ, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?


პაუზა.
ლამარა პირველად კიკის უყურებს, შემდეგ - ბატონ შადიმანს.

ლამარა:
(მამა შადიმანს)
მე? იცით, მე... დახმარება არ მჭირდება.


მამა შადიმანი დუმს. შემდეგ მთელ ხმაზე იცინის.
ლამარა უხერხულობისგან იღიმის.

მამა შადიმანი:
კარგი, მაშინ მე გამოვიცნობ - ქუჩაში ცხოვრობ!


ლამარა ყელს ჩაიწმენდს.

ლამარა:
მე... არა!

მამა შადიმანი:
სადგურებზე?


ლამარა უარის ნიშნად თავს აქნევს.

გგრძლბ:
ტყეში?!

ლამარა:
ვერაფერი გავიგე...

მამა შადიმანი:
მაშინ, ქოლგის ქვეშ?


მამა შადიმანს საკუთარ ხურობაზე ეცინება.
კიკიც მხიარულადაა.

მამა შადიმანი:
(კიკის)
კატრინა, ტკბილო... ეს სიმორცხვის და დაბნეულობის ევერესტი სად იპოვე?

კიკი:
უნივერსიტეტის ეზოსთან!

მამა შადიმანი:
(ლამარას)
ნუ გეშინია, ძვირფასო, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვასწორებთ!
(კიკის)
ხელშეკრულებას ახლავე უნდა მივხედოთ, რადგან მოგვიანებით დრო არ მექნება... თანაც ხომ იცი, როგორი გულმავიწყი ვარ?!

კიკი:
(მამა შადიმანს)
რა თქმა უნდა!

ლამარა:
(მამა შადიმანს)
რა ხელშეკრულებას? თქვენ სამსახურს მთავაზობთ?

მამა შადიმანი:
(სერიოზული სახით / ლამარას)
არა!


იცინის. მთელი სხეულით. სახე უწითლდება. ახველებს.
ლამარა მის წითელ სახეს თვალს არ აშორებს.

გგრძლბ:
რა თქმა უნდა, სამსახურს გთავაზობთ. თანაც უფასოდ... სხვანაირად როგორ?

ლამარა:
მაგრამ მე გამოცდილება არ მაქვს...


მამა შადიმანი:
კონკრეტულად რისი გამოცდილება არ გაქვს?

ლამარა:
არანაირი! მე... მე არ მიმუშავია მსგავს დაწესებულებებში და ვფიქრობ, რომ...

მამა შადიმანი:
მსგავს დაწესებულებებში?


მამა შადიმანი გაოცებული კიკის უცვლის მზერას.
კიკი დუმს.

ლამარა:
დიახ... მე არ ვარ...


ბლუკუნებს.
მამა შადიმანი ცდილობს, ლამარას სიტყვები შეაკოწიწოს.

მამა შადიმანი:
ვინ?

ლამარა:
(მორიდებულად)
მსუბუქი ყოფა-ქცევის.

მამა შადიმანი:
(კიკის)
კატერინა, აქ მოყვანამდე, აუხსენი ვისთან მოდიოდა?

კიკი:
(მამა შადიმანს)
სიმართლე გითხრათ, ბატონო შადიმან, არა! არა, რადგან ვიფიქრე, რომ მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაფერზე თანახმა იქნებოდა.

ლამარა:
(მამა შადიმანს)
ცუდად არ გამიგოთ, ყველა პროფესიას პატივს ვცემ, თუმცა...

მამა შადიმანი:
(ლამარას)
საყვარელო, ეს ბორდელი არ არის და შენ არავინ გაიძულებს ბო*ობას!


ლამარას უხერხულობისგან ნერწყვი ეყლაპება.

გგრძლბ:
ნაძლევს ჩამოვალ, ბოლოს მშვიდად და ყოველგვარი შიშის გარეშე, ბავშვობაში გეძინა. ჩვენ კი სახლს გთავაზობთ, ოჯახს, ჭერს, მეგობრებს, სამსახურს! თანაც რის ფასად?

ლამარა:
კარგი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო?


მამა შადიმანი უეცარი აღტაცებით მაგიდასთან მიდის და ფურცლებს იღებს.

მამა შადიმანი:
ხელშეკრულებას გაეცანი. თუ რაიმეს ვერ გაიგებ, მას ჰკითხე.

ლამარა:
თუ პროსტიტუცია არა, მაშინ რა? რა უნდა გავაკეთო?


მამა შადიმანი ხვნეშის. დამორცხვეულ ლამარას უახლოვდება, მის ხელებს ხელებში იჭერს და თბილად უღიმის.

მამა შადიმანი:
იგივე, თუმცა მსუბუქ ფორმებში!

კიკი:
(საკუთარ თავს)
ყოველთვის ვაფასებდი გულწრფელობას.

მამა შადიმანი:
(ლამარას)
პირველი ერთი თვის, ანუ სტაჟირების მანძილზე, მხოლოდ ვიტრინის თოჯინად ყოფნა გევალება, რომელიც, ალბათ, ყველასთვის ყველაზე საყვარელი დასაწყისი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ...
(კიკის)
მარიტა ჯერ კიდევ მაგას მისტირის, ჰო?

კიკი:
(მამა შადიმანს)
ჰოო. უკვე რამდენი ხანია თქვენთვის მუშაობს და ვიტრინაში ჯდომა ვერაფერს ამჯობინა! შეპყრობილია!

მამა შადიმანი:
(კიკის)
იმედია, თავიდან ავიცილებთ იმ იდეის განხორციელებას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გააჟღერა - საკუთარი ვიტრინის გახსნას ვგულისხმობ!

კიკი:
კონკურენციას ნამდვილად გაგიწევდათ, ბატონო შადიმან, უნდა დააფასოთ!

მამა შადიმანი:
არც იოცნებოთ! მე მხოლოდ ერთადერთი ვარ!

კიკი:
და განუმეორებელი!

ლამარა:
(მამა შადიმანს)
და ვიტრინაში გამომწყვდეულს, რისი გაკეთება მომიწევს?


მამა შადიმანი:
(ლამარას)
ვფიქრობ, უკვე მარტივი უნდა იყოს მაგის მიხვედრა. თანაც შეხედე შენს თავს?! მართლაც როგორი სრულყოილი და დახვეწეილი ხარ...
(კიკი)
კატერინა, საყვარელო... გემოვნებას ვერასოდეს დაგიწუნებ.


ლამარა. ისევ დაბნეული და შეშინებული.
კიკი მამა შადიმანის კომპლიმენტს დუმილით და მსუბუქი თავის დაკვრით ირგებს.

გგრძლბ:
(ლამარას)
თუმცა თუ წუწუნსა და დაკითხვას გააგრძელეებ, კარგად არაფერი იქნება.

კიკი:
(მამა შადიმანს)
ის ხომ ახალია, ბატონო შადიმან?! თავიდან ყველა ასე ვიყავით.

მამა შადიმანი:
(ემოციურად / საკუთარ თავს)
მართალი ხარ! ბო*ად არავინ იბადება, ბო*ობა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა დახვეწო და სრულყო, არ მეთანხმებით?!


ისევ იცინის მთელ ხმაზე. კედლები ზანზარებს.

გგრძლბ:
(ლამარას)
მოკლედ, ხელშეკრულებას გადახედე, ტკბილო, დაფიქრდი, გაანალიზე. როდესაც მზად იქნები, პასუხი მაშინ გაგვიზიარე. გაითვალისწინე ისიც, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ! აქ მოსულებს უკან არ ვაგდებთ!

ლამარა:
მაგრამ რატომ?

მამა შადიმანი:
რატომ არ ვაგდებთ? რატომ უნდა გავაგდოთ?

ლამარა:
რატომ მეხმარებით?! რატომ გადარდებთ ვიღაც უცნობი და მოუხერხებელ გოგონას ბედი, რომელსაც ქუჩაში შემთხვევით გადაეყარეთ?


მამა შადიმანი რამდენიმე წამით დუმს. უსმენს.

გგრძლბ:
მე ხომ თქვენთვის არავინ ვარ და არაფერი გამიკეთებია? მაშინ რატომ?

მამა შადიმანი:
ძვირფასო!


ის ლამარას კიდევ უახლოვდება და თმაზე ხელს უსვამს.

გგრძლბ:
იმიტომ, რომ თავის დროზე მეც ქოლგის ქვეშ ვცხოვრობდი და კარგად ვიცი რას ნიშნავს...


უეცარი ბუუმ. პაუზა. უსიამოვნო.
ლამარას სადაცაა ცრემლი უნდა მოადგეს.
მამა შადიმანი მყისიერად წამოიყვირებს.
ბუუმ.

გგრძლბ:
წმინდა ქსენოფონტე, დღეს ახალი ფარდები არ უნდა მიგვეღო?! იმ გამოთაყვანებულს კი არ დაურეკავს!
(კიკის)
გამეცალეთ, გამეცალეთ!


ლამარას ფურცლებს ხელებში აჩეჩებს.

გგრძლბ:
სამუშაო თავზე საყრელად მაქვს!

კიკი:
(ზღურბლიდან)
მეხუთე სართულის გოგონებთან ადგილი აღარ გვაქვს, სად დავაბინაო?

მამა შადიმანი:
(კიკის)
ცოტა ხნით შენთან და მერე რაიმეს მოვუფიქრებთ!


კიკი შადიმანს თავს უქნევს და კარიდან გადის.
ლამარას ხელში ფურცლები უჭირავს. პარიკი კი ყალყზე უდგას.


03x04
ლემარი.


ლემარი. დემნა. მესამე დღე იასონთან შეხვედრის შემდეგ. კაფეში. ფანჯარასთან.
ლემარი ღელავს. დემნას ბენდენაში გახვეული ყინულები უჭირავს და ცხვირზე იდებს.

დემნა:
იმ ტიპის რეალური ექაუნთი დაძებნე?

ლემარი:
ვერსად ვნახე. ხომ გვითხრეს, რომ არც თვითონ ჰქონდათ ნამდვილი გვერდი. მხოლოდ რამდენიმე ფოტო გვაქვს და მონაცემები.

დემნა:
და ყალბი ექაუნთი მოგცეს? უკვე მისწერე?

ლემარი:
რა თქმა უნდა, მაგრამ თითქმის ერთი დღეა არ უნახავს.


ლემარი სმარტფონს კიდევ ამოწმებს. იმედგაცრუებული ხვნეშის.
ამასობაში მიმტანს შეკვეთილი ლუდი მოაქვს. და მიდის.

დემნა:
დრო გადის... ერთი კვირა იწურება!
ღმერთო, ღმერთო, ნამდვილ შარში ვართ! წარმოდგენაც არ გვაქვს, იმ ღორებს რისი გაკეთება შეუძლიათ!

ლემარი:
ამ ტიპს აუცილებლად დავითანმებთ შეხვედრაზე!


მტკიცედ.
დემნა ნერწყვს ყლაპავს.

დემნა:
ისიც გაითვალისწინე, რომ აქაური არ არის.

ლემარი:
(ზიზღით)
მახსოვს, რომ აქაური არ არის, ამიტომაც სხვნაირად უნდა ვიმოქმედოთ!

დემნა:
რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვს? სტრატეგია?

ლემარი:
ჯერ არა... მაგრამ...

დემნა:
რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ. საერთოდ რომ არ მოგწეროს? დავიღუპებით. იასონი რაღაც საშინელებას გაგვიკეთებს!

ლემარი:
შენ რა, ჩხუბის გეშინია?

დემნა:
(მწარე სიცილით)
გგონია, მხოლოდ ჩხუბს დაჯერდებიან? ნეტა ეგრე იყოს... ჩვენი ვინაობა და საცხოვრებელი უკვე იციან. ინტერნეტშიც მოგვძებნიდნენ...

ლემარი:
საიდან იციან ჩვენი საცხოვრებელი?

დემნა:
რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ბაღთან ახლოს ვცხოვრობთ!


ლემარი გაბრაზებისაგან კბილებს აკრაჭუნებს.

გგრძლბ:
თანაც...


ლემარი თითქმის ყვირილით--

ლემარი:
მოკეტე და კონცენტრაცია მაცადე!


დემნა შიშისაგან კრთება. ირგვლივ მსხდომნი, მათ მაგიდას უყურებენ.
ლემარი უხერხულად დუმს.
უეცრად შეტყობინება. ხმა.
ბუუმ.

გგრძლბ:
(აღტაცებული / შეშინებული)
ის არის!

დემნა:
ის არის?!


რამდენიმე წამის შემდეგ.

გგრძლბ:
ვინ, ის?


ლემარი:
გამოტვინებულო, ჩვენი ახალი სამიზნე!

დემნა:
მაჩვენე!


ლემარს ტელეფონს ართმევს. ეკრანზე შეტყობინება ციმციმებს.
ადრესანტი - Youll_never_fuckme_coz_youre_simple

ლემარი:
ხელი გაუშვი, დამიბრუნე!


ლემარი სმარტფონს იბრუნებს.
მიმოწერას იწყებს.

დემნა:
მადლობა ღმერთს, რომ კონტაქტზე გამოვიდა! რას გწერს?


პაუზა.
ლამარი დუმს.
წერს...
დემნა ღელავს. ინტერესისგან კვდება.
ბუუმ.

გგრძლბ:
რაო? დაგთანხმდა?


ლემარი ისევ დუმს და მიმოწერას აგრძელებს.
დემნა ცნობისმოყვარეობისგან გაბერილ კომბოსტოს ემსგავსება.

გგრძლბ:
(ხვეწნით)
ერთ სიტყვა ამოღერღე!

ლემარი:
ჩემი ფოტო სჭირდება!

დემნა:
იმის?


დემნა თავის შარვალზე იყურება.

ლემარი:
არა, მხოლოდ ფოტო. სახის.

დემნა:
მოიცა, მოიცა, მოიცა, ჯერ ხომ ადრეა?!

ლემარი:
ერთი შეცდომა რომ დავუშვათ, ვეღარ დავიყოლიებთ! შენი ფოტო უნდა გავუგზვნოთ, ხომ იცი, რომ მე... აჰა, სმარტფონი გამომართვი და რაიმე სპონტანურად გადაიღე!

დემნა:
მაგრამ ჯერ ხომ... ლემარ, ჩემი სახის ფოტოს ხომ უკიდურეს შემთხვევაში ვაგზავნით?

ლემარი:
დამეხმარები, თუ გინდა, რომ ამ ოპერაციის წარუმატებელი შედეგი მთლიანად შენ დაგაბრალო?


ბუუმ.
მუქარა.

გგრძლბ:
ვიცი, რომ შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ შენი სხეულის ფოტოებს ვგზავნიდით... აქამდე... თუმცა... თუმცა ახლა საქმე გაცილებით რთულადაა, დემნა!


ლემარი პარალელურად დემნას ჩაწითლებულ ცხვირს უყურებს.
რაღაცაზე მიანიშნებს.

გგრძლბ:
ერთი შეცდომა და ამ პიდარასტს სამუდამოდ დავკარგავთ!

დემნა:
მხოლოდ სახის ფოტოს ითხოვს? მეტს არაფერს?

ლემარი:
ჯერჯერობით - ჰო!

დემნა:
რომ არ მოვეწონო?

ლემარი:
გამორიცხულია! გადაიღე!


ლემარი დემნას სმარტფონს აძლევს. ფოტოს იღებს და მობილურ უბრუნებს.
ლემარი ფოტოს აგზავნის.
ბუუმ.
სიჩუმე.

დემნა:
(ცნობისმოყვარედ)
მოვეწონე?


ლემარი დემნას შეკითხვას აიგნორებს. და მიმოწერას განაგრძობს.
ლემარი წერს...
ბეჭდავს...
ბეჭდავს...
დუმს.
ბუუმ.

ლემარი:
დარეკვას აპირებს!


ბუუმ.

დემნა:
ახლა?!

ლემარი:
ჰოო, იდიოტო, ახლა! რა ვქნათ?

დემნა:
უთხარი, რომ ხალხმრავალ ადგილზე ხარ.


ლემარი ხვნეშის.

ლემარი:
არ დაიჯერებს!

დემნა:
მაგრამ მართლაც ხომ ხალხმრავალ ადგილზე ხარ?


დემნა ირგვლივ იხედება.

გგრძლბ:
მომეცი... ფოტოს ისევ გადავიღებ და გაუგზავნე!

ლემარი:
საუბარი სურს, დემნა, საუბარი! ხმის გაგონება...


დემნა:
მაგრამ...
პაუზა.
ბუუმ.
ლემარი ბეჭდავს...

გგრძლბ:
რა მისწერე?


ლემარი დუმს.

ლემარი:
რომ სამ წუთში გადავურეკავ!

დემნა:
რა? გაგიჟდი? ახლა? ახლა სამ წუთში?


ლემარი დემნას რეპლიკას კვლავ აგნორებს და ფეხზე დგება.

გგრძლბ:
სად მიდიხარ?


ლემარი:
საპირფარეშოში!


ლემარი მიდის. დემნა გაოცებული მარტო რჩება.
1 წუთი.
3 წუთი.
ლემარი არ ჩანს.
დემნას ღელვა ემატება.
ცხვირი ეწვის.
5 წუთი.
კაფეში ხალხი მიდი-მოდის.
დემნა სმარტონს იღებს და ლემარს SMS შეტყობინებას უგზავნის.
7 წუთი.
ლემარი არ ჩანს.
დემნა კიდევ უფრო ღელავს.
ლემარი ისევ არ ჩანს.
დემნას ცნობისმოყვარეობა კისერში აქვს. ფერად ბურთად. ბენდენის ცისარტყელად.
და შემდეგ--
ლემარი მოდის.
დემნა პარალიზებული, ლემარს მიშტერებია. ლემარს კმაყოფილი სახე აქვს. მზაკვრული. იდუმალი.

დემნა:
დაითანხმე?

ლემარი:
დღეს საღამოს, 10 საათზე, მას ერთად ბოლოს მოვუღებთ!

დემნა:
(პირდაღებული)
ხუმრობ? როგორ? რა? როგორ მოახერხე? ანუ შეხვედრაზე დაითანხმე?!


ლემარი მის შეკითხვას ცინიკური ღიმილით აიგნორებს.
ლემარი პასუხს ჩუმად, თავდაკვრით ადასტურებს.

გგრძლბ:
ქედს ვიხრი!


დემნა ქედს იხრის.

გგრძლბ:
ვამბობ, რომ საოცარი ხმის იოგების წყალობით ნებისმიერის დაყოლიება შეგიძლია! შენ კი არ მიჯერებ... მეჩხუბე კიდეც...

ლემარი:
ცხვირი გატეხილი რომ არ გქონდეს, ვფიცავ, მეორედ გაგიტეხდი!

დემნა:
კარგი, რა იყო... უბრალოდ კომპლიმენტი იყო, ამჯერად არ გეფლირტავებოდი! გასაკვირია უბრალოდ, ასე მარტივად?!


ლემარი თავს აქნევს და კმაყოფილებისგან ჩუმდება.
შემდეგ მორჩენილ ლუდს სვამს და სმარტფონს ამოწმებს.

გგრძლბ:
მაგრამ რატომაც არა? ჩემი ფოტო, შენი ხმა... საოცარი კომბინაცია! ვის არ მოუნდებოდა შეხვედრა? ეშმაკსაც ამოვიყავნდით პაემანზე...

ლემარი:
რატომღაც მგონია, რომ ისევ...

დემნა:
კარგი რა, ძმაო... მოდუნდი და ხუმრობა ხუმრობად მიიღე!


დემნა ლემარს მხარზე მსუბუქად ურტყამს ხელს.

ლემარი:
წამოდი, წამოდი! დღეისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, სისხლისგან უნდა დავცალოთ ის პატარა !


ლემარი დგება.

დემნა:
ისე, საინტერესოა, ეშმაკს მართლაც თუ მოუნდებოდა...

ლემარი:
(შეღრენით)
მოკეტე და გაინძერი!


დემნაც დგება. ანგარიშს ასწორებენ. და მიდიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent