ყეყეჩების ბაღი (ეპიზოდი 02)
02x01 ლამარა. დილა. მეორე დღე. 9 საათი. ლამარა. გარაჟში. Home Sweet Home. ლამარა: (საკუთარ თავს) ღმერთო, დამაგვიანდა! მისამართი... აჰ, შორს არ ყოფილა... თანაც, მგონი... იცმევს. ჩანთაში პირსახოცს, საპონს და კბილის ჯაგრისს აგდებს. ახალ პარიკს ირგებს და სახლიდან გადის. გგრძლბ: (სმარტფონით) გუშინ... ჰოო, ერნესთ, გუშინ დამიკავშირდნენ... ჯერ მხოლოდ 9 საათია... აქვეა, ერთ კილომეტრში... რა თქმა უნდა... მომზადებაც ხომ უნდა მოვასწრო?! დილა. ქუჩა. მზის გაზმორება. ნახევრად-სასიამოვნო დილის ნიავი. გგრძლბ: წარმოიდგინე, როგორ გამიმართლა... ჰოო, ჰოო... უნივერსიტეტამდე მისვლაში ალბათ დროს დავკარგავდი, ეს დაწესებულება კი ინტერენეტში ისე მდიდრულად გამოიყურება, რასაკვირველია, აბაზანაც ექნება... ჰოო, წარმოგიდგენია? ამიტომაც... თორემ გასაუბრება 10-ზე დამინიშნეს... ყველაფერი წამოვიღე, ყველაფერს მოვასწრებ... არ ვიცი, რატომ გავრბივარ, მაგრამ მგონი, ზედმეტად აღელვებული ვარ... მეც მაგას ვამბობ... ჰოო, მართალი ხარ, დიდი მოლოდინები, ჯობს, რომ არ მქონდეს... სადაცაა, მალე მივალ... კარგი... Love-Love ერნესთ... დაგირეკავ... სამ სართულიანი შენობა. აეროპორტის ერთ-ერთი ფილიალი. ლამარა რამდენიმე წუთით თვალს ვერ აშორებს. მდიდრული. ბაღით. აუზით. Airbaloonlines. ლობის ასისტენტი: (თვალებგაფართოებული / ლამარას) კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Airbaloonlines-ის ცენტრალურ ფილიალში! რით შემიძლია, დაგეხმაროთ? ლამარა: დღეს გასაუბრება მაქვს, დაახლოებით 10 საათზე. გუშინ დამირეკეს... ლობის ასისტენტი: გასაგებია... გთხოვთ, აქვე მოიცადოთ. ლამარა: კეთილი, მაგრამ, იცით... ვიფიქრე, საპირფარეშოთი ვისარგებლებ-მეთქი. ლობის ასისტენტი: იცით... დაბნეული. გაოცებული. გგრძლბ: კარგი... საპირფარეშო მეორე სართულზეა, მარჯვნივ, ბოლოში... ლამარა: უღრმესი მადლობა! ლამარა სწრაფი ნაბიჯებით მეორე სართულის კიბეზე არბის. დერეფანი. მდიდრული. თეთრი. ნაცრისფერი. ცისფერი. მშვიდი. საპირფარეშო. გგრძლბ: (საკუთარ თავს) დღეს ნამდვილად იღბლიანი დღე მაქვს! ლამარა კარს კეტავს, ჩანთიდან ნივთებს იღებს და წესრიგდება. კბილის ჩაგრისი. გგრძლბ: დავიწყოთ! სამწუხაროა, რომ კბილის პასტა არ აქვთ... კიდევ კარგი, წამოვიღე... ესეც მითავდება. იმედია, ცხელი წყალი ფუნქციონირებს. ტანსაცმელს იხდის. შემდეგ-- საპონი და სამართებელი. გგრძლბ: Timer-ი ზუსტად დავაყენე... 20 წუთში, როგორც წესი, ყველაფერი უნდა მოვასწრო. ცხელი წყალი. ორთქლი. საპონი. სამართებელი. გგრძლბ: ღმერთო ჩემო, რა კარგია, რომ ეს სიბინძურე მილებს გაყვება... საპონი. სამართებელი. ისევ. გგრძლბ: თმის საშრობიც რომ ჰქონოდათ, ალბათ ყველაზე მაგარი ადგილი იქნებოდა... მოსვლას სხვა დროსაც გავრისკავდი. არაუშავს, პარიკს სუნამოს დავაპკურებ. ორთქლი. სიამოვნება. სისუფთავე. Timer-ი. გგრძლბ: ცოტაც და გამოვდივარ... ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბაა? ლამარა ონკანს ხელს ურტყამს. გგრძლბ: გაიჭედა? წყალი რატომ აღარ მოდის? ლამარა ონკანს ხელს გამალებით ურტყამს. ამაოდ. გგრძლბ: ამის დედაც... ტანზე საპონი ბოლომდე არ ჩამომირეცხავს... ლამარა ცივ წყალს უშვებს. გგრძლბ: არც ეს მუშაობს... ოოოოჰ, არა, არა, არა, არა! ახლა რა ვქნა? იქნებ, უნიტაზის წყალი? ღმერთო, რას ვბოდავ... 8 წუთი გასაუბრებამდე. გგრძლბ: ნამდვილად იღბლიანი დღეა. შინ რანაირად წავალ, ტანზე საპონი მაქვს?! უნივერსიტეტის შენობა? გგრძლბ: უნივერსიტეტის შენობამდე კი ძალიან შორი მანძილია... ვერ მოვასწრებ... გასაუბრება?! ჯაკუზიდან გამორბის. სხეულზე საპონი აქვს. სველი. ნახევრად მშრალი. ორთქლი. ქაღალდი. ქაღალდებს ცხოველივით გლეჯს და მათი მეშვეობით ტანიდან შერჩენილი საპნის მოშორებას ცდილობს. გგრძლბ: ვერ მოვასწრებ, ვერ მოვასწრებ! ნამდვილი იდიოტი ვარ! სხვა გზა არ მაქვს... ნახევრად საპნიან ტანს პირსახოცით იმშრალებს, კაბას იცმევს, პარიკს ისწორებს და საპირფარეშოდან გარბის. 02x02 ლემარი. ლემარი. ბინაში. მეორე დღე. ლემარი სავარძელში. სიგარეტითა და სმარტფონით ხელში. მოპირდაპირე მხარეს დემნა. მისი მეგობარი. პატარა რვეულითა და კალმით ხელში. დემნა: მერამდენეა? ლემარი: მე მეკითხები? მეგონა, შენ ითვლიდი. ალბათ, უკვე მე-12. ჩაინიშნე... დემნა: ნამდვილი ხარ. შენს ადგილზე, ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი... ლემარი: ჯობს, მოკეტო და სიას მიამატო... დემნა: გუკა, არა? ლემარი: ჰოო, გუკა... კიდევ ერთი პიდარასტი. უნდა გენახა, რა მშიშარა და მხდალი იყო. წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო... დემნა: მის ადგილზე, მეც შემეშინდებოდა. ლემარი: სიმართლე გითხრა, კარგად მოვიფიქრეთ, ფოტოების იდეა. უფრო მარტივად დავიყოლიე... დემნა: ჰოო... ახლა მთელმა ფერადმა სამყარომ იცის, რომ ვიღაც დემნა მათნაირია... ლემარი: ხომ გითხარი, რომ შენი სახის ფოტოებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვაგზავნი? თითქმის არც არასოდეს... გუშინ იმ გამოთაყვანებულს, მხოლოდ შენი სხეულის ფოტოები გავუგზავნე და ზუსტად 3 წუთში შეხვედრა დამინიშნა. დემნა: ვერაფერს ვიზამთ იმ ფაქტის შესახებ, რომ ასეთი სიპმათიური ვარ! წარბების აწევით იღიმის. შემდეგ-- ლემარს ჰაეროვან კოცნას უგზავნის. ხელით. ლემარი: ეი, ეი, ეი... ხომ არ გინდა, რომ იმ უბედურთა სიას შენც შეგამატო, შენივე ხელით? დემნა: ვხუმრობ, შე ტ*აკო, რა დაგემართა? ლემარი სმარტფონში აგრძელებს თვალიერებას. გგრძლბ: იმედია, უკვე დაბლოკე. ლემარი: ვინ? დემნა: ვინ და ეგ გუკა... ლემარი: არა, რატომ უნდა დამებლოკა? მიმოწერა და ჩვენი ფოტოები წავშალე. დემნა: არ გეშინია, რომ მოგაგნოს ან პოლიციაში დარეკოს? ლემარი: კარგი რა... ლემარი ცინიკურად იცინის და დგება. გგრძლბ: მაგ პიდარასტებს, არაფრის ტ*აკი არ აქვთ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ღამით და ტირილია... დემნა: საიდან იცი? ლემარი: საიდან ვიცი? აახ... ფეხსაც ვერ მომჭამს ეგ ცალსქესა, იმბეცილი... ან რა უნდა მიქნას? ჩემ წინააღმდეგ არაფერი აქვს. ნამდივლად არ გარისკავს საკუთარი თავის გამოაშკარავებას. დემნა: ჰო, მაგრამ მაინც ფრთხილად ვიქნებოდი. როგორც შევთანხმდით, მათ დასაყოლიებლად ჩემი ფოტოების გაგზავნის უფლება გაქვს, თუმცა არა - სახის, ისე რომ ვინაობა აშკარა იყოს... ლემარი: ეი, ეი, ძმაო, ვიცი... არ მჭირდება ეს პიდარასტული მორალის კითხვა! არ გამიგზვნია-მეთქი, ხომ გითხარი? დემნა: მშვიდად, მშვიდად! არ გეჩხუბები, უბრალოდ შეგახსენე... ლემარი: გაა*ვი! პაუზა. ლემარი დგება. გგრძლბ: ცივი თუ ცხელი? პაუზა. დემნა: ცივი... ლემარი სამზარეულოში გადის ცივი ყავის მოსამზადებლად. 02x03 ლამარა. ლამარა. აეროპორტის ერთ-ერთი ფილიალში. Airbaloonlines. პირველ სართულზე. აფორიაქებული. ლობის თანამშრომელი: (ლამარას) უკაცრავად, გასაუბრებაზე იმ ოთახში... მოიცადეთ... ოთახი 014. ლამარა: მადლობა! დერეფანი ცარიელი. ლამარა ოთახში შედის. ოთახი ოდნავ ბნელი. დარაბებით. მრგვალი მაგიდა. სკამები ირგვლივ. მაგიდის ირგვლივ ორი მანდილოსანი და ერთი შუა ხნის მამაკაცი. ლამარა მოწიწებით ჯდება. იცდის. პირველი მანდილოსანი: (ლამარას) უკაცრავად, თქვენ... გასაუბრებას ელოდებით? ლამარა: (პირველ მანდილოსანს) დიახ, იცით, მეც გასაუბრებაზე ვარ. მეგონა, ხალხმრავლობა იქნებოდა. მხოლოდ ოთხნი ვართ? რაღაცნაირი ჩახუთულობაა, არა? პირველი მანდილოსანი: ალბათ... თუ გსურთ, ფანჯარას შევაღებ. ლამარა: არა, არა არ შეწუხდეთ. იმედია, ამასობაში მოვლენ... პაუზა. ლამარა სმარტფონში საათს ამოწმებს. გგრძლბ: ხუთი წუთი უკვე დააგვიანეს. ცოტა არ იყოს, სასაცილოა, არა? მეგონა, მე დავაგვიანე... ჩემი აზრით, გასაუბრების ორგანიზატორები ერთი საათით ადრე მაინც უნდა იყვნენ პოსტზე. მეორე მანდილოსანი: (ლამარას) ასე ფიქრობთ? ერთი საათით? ლამარა: (მეორე მანდილოსანს) რასაკვირველია... სულ მცირე... იცით, ალბათ საშინელი შეგრძნებაა... ჩემთვის არა - თავად მათთვის. მეორე მანდილოსანი: კონკრეტულად რას გულისხმობთ საშინელ შეგრძნებაში? ლამარა: თუმცა ალბათ ესეც ინდივიდუალურია... ვგულისხმობ, ლოდინს. მირჩევნია ორი საათი ველოდო, ვიდრე ალბათ თავად მელოდონ თუნდაც ხუთი წუთი. შუა ხნის მამაკაცი: (ლამარას) არაჩვეულებრივი დამოკიდებულებაა, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ - ინდივიდუალური! ამჟამად რისი გასაუბრება გაქვთ? ლამარა მუხლებს იფხანს. ლამარა: თავად მე მგაზვრების გამცილებლის პოზიციაზე მოვედი. ძალიან მიყვარს აეროპორტები! პირველი მანდილოსანი: რა გქვიათ? გაოცებით. ლამარა: (პირველ მანდილოსანს) ლამარა! ლამარა იფხანს. გგრძლბ: (შუა ხნის მამაკაცს) და თავად თქვენ რომელმა ვაკანსიამ მოგხიბლათ? შუა ხნის მამაკაცი: (ლამარას) აააჰ... არ ვიცი, პილოტობაზეც არ ვიტყოდი უარს. რატომ გადაწყვიტეთ ეს კომპანია? ლამარა: ააჰ, სამსახური არ მაქვს! ლამარა იფხანს. მუხლებს. ბეჭებს. მეორე მანდილოსანი: (ლამარას) მხოლოდ ამიტომ? ლამარა: (მეორე მანდილოსანს) მხოლოდ მაგიტომ - არა! ფულიც არ მაქვს და შიმშილით ვკვდები! შუა ხნის მამაკაცი: (ლამარას) ეგ ლოგიკურია... არ გაქვთ სამსახური, არ გაქვთ ფული, შესაბამისად შიმშილით კვდებით. ლამარა: (შუა ხნის მამაკაცს) ასეც ვიცოდი... თქვენც გამოგიცდიათ, არა? შუა ხნის მამაკაცი: უმუშევრობა? ლამარა იფხანს. გამალებით. ლამარა: შიმშილით სიკვდილი! თანაც როგორც ვთქვი, აეროპორტები ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენ შორის დარჩეს, სხვადასხვა ეროვნების ხალხზე გართულება მაქვს. განსაკუთრებით - მონღოლებზე. პირველი მანდილოსანი: (ლამარას) ეგ ყველაფერი გასაგებია, თუმცა როგორ აპირებთ გასაუბრების წარმატებით გავლას? მსგავს სამსახურში ხომ სხვადასხვა ადამიანებთან უშუალო კონტაქტსა და ურთიერთობას მოითხოვენ? ამისთვის სათანადოდ მზად ხართ? უნივერსტიტეტში რაზე სწავლობდით? ლამარა: (პირველ მანდილოსანს) ააჰ, რა თქმა უნდა მზად ვარ! უნივერსტიტეტში არც ჩამიბარებია. პირველი მანდილოსანი: ეგ როგორ? გამოცდილება არ გაქვთ? თქვენს პერსონალურ მონაცემებში რა მიუთითეთ? როგორ მოგიწვიეს გასაუბრებაზე უმაღლესი განათლების ხარისხის გარეშე? ლამარა: მოვიტყუე... CV-ში საერთაშორისო ურთიერთობები და სოციალური სწავლებები მივუთითე. ვის აინტერესებს უნივერსიტეტის ლურჯი ქაღალდი? ნახევარზე მეტს, მსოფლიოში, ისინი უნიტაზზე უდევს. ისედაც კარგად ვიცი, რომ ვიღაც არაკომპეტენტურ, გაყეყეჩებულ და ოფისში ჯდომისაგან ტ*აკდაბრტყელებულ ხალხთან მექნება საქმე. ზოგადად ასე არ არის ხოლმე? ასეთ სამსახურებში, ასეთ პოზიციებზე მხოლოდ ასეთი ხალხი ზის. ჩემი აზრით, მათი მოხიბლვა საერთოდ არ უნდა იყოს რთული! მეორე მანდილოსანი: (ლამარას / ცინიკურად) ასე ფიქრობთ? და ასეთი ხალხის მოხიბვლას თქვენი ასეთი პარიკით აპირებთ? ლამარა იფხანს. მკედრს. ხელებს. ჭიანჭველები. მთელ ტანზე. შუა ხნის მამაკაცი: (მეორე მანდილოსანს) მე კი ვიფიქრე, ნამდვილი იყო... ლამარა: (მეორე მანდილოსანს) რა მნიშნველობა აქვს პარიკს ან თმას? მეორე მანდილოსანი: (ლამარას) წეღან არ თქვით, რომ მათ მოხიბლვლას სხვა გზებით შეეცდებოდით? ამ შემთხვევაში - ალბათ აქვს. თქვენი საუბრის მანძილზე, მომიტევეთ, მაგრამ უნებურად დავასკვენი, რომ არა მხოლოდ ამ თანამდებობისთვის, არამედ საერთოდ არც ერთი სოციალური სფეროსთვის არ ხართ კომპეტენტური/შესაბამისი/მისაღები/სათანადო/კვალიფიცირებული და ალბათ, სამწუხაროდ, ვერც ვერასოდეს იქნებით! შეურაცხყოფად არ მიიღოთ, ეს უბრალოდ მეგობრული საუბარია. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე ასევე უნებურად მივხვდი, რომ მათი მოხიბვლა თქვენი მხრიდან მ ხ ო ლ ო დ ამ პარიკით იქნებოდა შესაძლებელი, რომელსაც ნახევარი მეტრის მოშორებითაც კი მძაფრი, სარეველას ბალახის სუნი აქვს. ლამარა. გაოგნებული. შეურაცხყოფილი. ჭიანჭველები ირგვლივ. ტანში. თმაში. პარიკში. ლამარა: და თავად თქვენ როგორ გგონიათ, მსგავსი სახის გამომეტყველებით ვინმეს მოხიბვლას მოახერხებთ? შუა ხნის მამაკაცი: (მეორე მანდილოსანს) ლამარა მართალია. მგონი, ზედმეტი მოგივიდათ! მეორე მანდილოსანი: (ლამარას) და თქვენი მხრიდან ის შეურაცყოფა არ არის, როდესაც კომპანიის თანამშრომლებს ზურგსუკან, (ააჰ, ზურგსუკან) ტ*აკდაბრტყელებულ და გაყეყეჩებულ პიროვნებებს უწოდებთ? მეტიც, დარმუწნებული ვარ, მათზე მცირედითაც კი არაფერი გსმენიათ. ეს დასკვნები უბრალო სტერეოტიპებია, რომლებსაც ვერასოდეს დააღწევთ თავს! რატომ ფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე მაინცდამაინც თ ქ ვ ე ნ უნდა აგიყვანონ? ლამარას ქავილისაგან უკვე სხეული უთრთის. ლამარა: (მეორე მანდილოსანს) იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილად არ აგიყვანენ! პირველი მანდილოსანი: საკმარისია კამათი და შეურაცხყოფა! ლამარა, რა გჭირთ, ალერგია გაქვთ? რაც შემოხვედით, ვამჩნევ, რომ მთელი სხეული გექავებათ. ლამარა: (პირველ მანდილოსანს) ჰოო, ალერგია მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც ტუჩსაცხით შემთხვევით კბილებსაც ილამაზებენ. მეორე მანდილოსანი: (ლამარას) და თავად თქვენ გგონიათ, რომ ლამაზი ხართ? მოიცადეთ, კიდევ გკითხავთ! თქვენს თავს, რომ უყურებთ სარკეში, დარწმუნებული ხართ, რომ... აწყვეტინებს. ლამარა: (მეორე მანდილოსანს) საკუთარ თავზე რატომ მიიღეთ? პირველი მანდილოსანი: (ლამარას) მორჩა! დასრულდა ეს ცირკი! გთოხვთ, გაბრძანდეთ... ლამარა: (პირველ მანდილოსანს) უკაცრავად? პირველი მანდილოსანი: (ძახილით) გთხოვთ, შემდეგი შემოუშვით! ლამარა იფხანს. იფხანს. იფხანს. ლამარა: ვერაფერი გავიგე. რა უფლება გაქვთ აქედან გამიშვათ? შუა ხნის მამაკაცი: (ლამარას) სამწუხაროდ, არ ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციისთვის სათანადო ადამიანი ხართ! ლამარა: (შუა ხნის მამაკაცს) არ ფიქრობთ? თქვენთვის აზრი არავის უკითხავს! ჯობს, სასწრაფოდ ერექციის წამლების მიღება დაიწყოთ, თორემ თქვენი სახის გამომეტყველება მაუწყებს, რომ მეუღლესთან საკმაოდ დაძაბული და არასასიამოვნო კომფლიქტი უნდა გქონდეთ! შუა ხნის მამაკაცი: აქედან მიბრძანდით! პირველი მანდილოსანი: (ძახილით) შემდეგი შემოუშვით! ლამარა: როგორ ბედავთ და მიმითითებთ, რა უნდა გავაკეთო? პირველი მანდილოსანი: (ლამარას) აქედან მიბრძანდით-მეთქი, სანამ დაცვის თანამშრომელს დავუძახებ! ლამარა იფხანს. ლამარა იფხანს. ლამარა იფხანს. ლამარა: (პირველ მანდილოსანს) არსად მივდივარ! ჯერ გასაუბრება არც კი დაწყებულა! სიცილი. საშინელი სიცილი. გროტესკული. პაუზა. ბუუმ. მეორე მანდილოსანი: (ლამარას) ღმერთო ჩემო, საბრალო... გასაუბრება უკვე დასრულდა და ვშიშობ, თანაც საკმაოდ წარუმატებლად! ლამარა კიდევ უფრო მეტად იფხანს. გაოცებული. გგრძლბ: შეგიძლიათ, მომდენვო მცდელობაზე სხვა ვინაობით გამოგვეცხადოთ. ამაში პარიკიც დაგეხმარებოდათ და უნარ-ჩვევებიც... ლამარა: (მეორე მანდილოსანს) მე... ვერაფერი გავიგე?! დანბეული. მანდილოსანი დგება. ლამარას ნელი მოძრაობით უახლოვდება. სახეში უყურებს. მეორე მანდილოსანი: აქედან გ ა ე თ რ ი ე თ და უკან აღარ დაბრუნდეთ, თორემ პარიკიანად თვითმფრინავის პროპელერზე გამოგაბამთ და ატლანტის ოკეანის ფსკერზე ზვიგენების საკვებად გაქცევთ! პაუზა. ბუუმ. გგრძლბ: (სიცილით) ვხუმრობ, რა დაგემართათ, რატომ გაფითრდით? პარიკს არ უხდება! (ძახილით) შემდეგი... შემდეგ-- ლამარას მშვიდად უღიმის და კარს ცხვირწინ უჯახუნებს. ლამარა იფხანს. ლამარა იფხანს. ლამარა იფხანს. ლამარა გაოცებული. აღარაფერი ექავება. 02x04 ლემარი. ლემარი. დემნა. ბინაში. ცივი ყავა. საწრუპავები. სმარტფონებით ხელში. დემნა: იცი, მაგარი იდეა მომივიდა. გინდა, ვირტი ვცადოთ? ლემარი ფიქრობს. ლემარი: ეგრე უფრო აშკარა არ იქნება ჩვენი ვინაობა? მითუმეტეს შენი ლამაზი სახის გამოჩენა, რაც ძალიან სულაც არ უნდა გინდოდეს. დემნა: კამერის გარეშე-მეთქი... ფსიქოპატთა უმეტესობამ უკვე ისედაც იცის ჩემი სხეულის პარამეტრები. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ზოგიერთი თავად მიგზავნის ჩემს ფოტოებს. ჰა, რას ფიქრობ? იქნებ, გვეცადა? გავერთობოდით... ლემარი ისევ ფიქრობს. გგრძლბ: თანაც შეიძლება, ვინმე ჯგუფურზეც დავიყოლიოთ, როცა დაგვინახავს, რომ ორნი ვართ? ლემარი: ამბობ, რომ ორივე დავრეკავთ? დემნა: ჰოო, ასე უფრო მიმზიდველი არ არის? ლემარი: და მერე? ლემარი: რა, მერე? ლემარი: როგორ ვაპირებთ მათ აქ შემოტყუებას? ხომ იცი, რომ სახლში არავის მოვიყვან?! მითუმეტეს - მაგათ! დემნა: არავის უთქვამს, რომ აქ მოვიყვანთ. ქვემოთ, ისევ ბაღში მოვიტყუებთ, როგორც აქამდე. ლემარი: არავინ დაგვთანხმდება ჯგუფურზე, თანაც ბაღში! პირდაპირ ოთახის და საწოლის ფოტოების გადაგზავნას მოითხოვენ, რაც არ მინდა! დემნა: არაფერს გადაუგზავნი! ზუსტად ისე მოვიტყუებთ, როგორც აქამდე... ლემარი: არ დაგვიჯერებენ! როდესაც დანიშნულების ადგილს შევატყობინებთ და ეს უკანასკნელი ბაღი აღმოჩნდება, არ დაგვიჯერებენ! არც მოვლენ და კარგად იცი, რომ სახლის მისამართს არავის გავუზიარებ! დემნა: გასაგებია! სხვა გზაც არსებობს! მაშინ, ისე გავაკეთოთ, თითქოს ჩვენ ორი ერთმანეთს არ ვიცნობთ. ლემარი: ეგ როგორ? თუ ერთად დავრეკავთ და დავენახებით, ე.ი. იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვიცნობთ! დემნა: ძმაო, ტვინი სულ გაგეთიშა? ლემარი: (გაბრაზებული) სიტყვებს დაუკვირდი... ლემარი თვალებს ქაჩავს. დემნა: მე, საკუთარი კამერით ჩაგერთვები, ჩემი ექაუნთიდან! ისე გავაკეთებთ, თითქოს სამივე უცნობები ვართ ერთმანეთისთვის. ვხვდები, რას ამბობ? ლემარი: ჰო, დაახლოებით ვხვდები, რასაც ბოდავ, მაგრამ დარეკვის იდეა არ მომწონს! ლემარი დუმს. დგება. ცარიელი ყავის ჭიქები სამზარეულოში გააქვს და უკან ბრუნდება. ლემარი: რასაც მე ვიტყვი, მხოლოდ იმას ვაკეთებთ! დემნა: რასაკვირველია. როგორც ვთქვი, ჯობს, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, თითქოს... ლემარი: ეგ შენ თქვი - მე ჯერ არაფერი მითქვამს! დემნა: კარგი, მაპატიე... გისმენ! ლემარი: მაშასადამე, ვეცდები, პირველ რიგში, ვიღაც სანდო ტიპი ვიპოვო, დავიყოლიო, შემდეგ, ნელ-ნელა შევაპარებ შენ შესახებ... ოღონდ ვიტყვი, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ... დემნა: არაჩვეულებრივი იდეაა, შემდეგ? ლემარი: შემდეგ, ჩვენს სასაუბროში დაგამატებ და ეგ იქნება... თანაც აქ არ იქნები? ყველაფერს ერთად ვაკონტროლებთ! დემნა: ანუ დარეკვას არ აპირებ? დამიჯერე, გაცილებით მარტივად დავიყოლიებდით! ლემარი: ჯერ ხომ უნდა მივწერო, რომ დარეკვამდე საქმე მივიყვანო? დემნა: მხოლოდ ზარი... VideoCall-ზე საუბარი არ მაქვს! ლემარი: მადლობა, რომ დამიკონკრეტე, მაგრამ ჯერ მაინც უნდა მივწერო! დემნა: იმდენად სპეციფიური ხმა გაქვს, მგონი, შეხვედრაზე მეც დაგთანხმდებოდი! პაუზა. ლემარი დემნას ზიზღით უყურებს. ლემარი: სპეციფიური? სპეციფიური ანუ როგორი? დემნა: არ ვიცი... როგორ გითხრა? სპეციფიური... რაღაცნაირად მიმზიდველი. ლემარი: მიმზიდველი, ანუ როგორი? როგორ შეიძლება, ხმა მიმზიდველი იყოს? დემნა: როგორ არ შეიძლება? მაგალითად, შენი ხმა! გაგონებისას აშკარად წარმოგიდგება ვიღაც სიმპათიური ტიპის სახე! ლემარი: შენ რა, მეფლირტავები? დემნა: ჰოო! ახლახან არ დავგეგმეთ ჯგუფური? ლემარი: ბოლო დროს ზედმეტ კომპლიენტებს ისვრი ჩემი მიმართულებით! გაითვალისწინე, რომ ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ! დემნა: მაგ ადამიანებს ახლა ჰომოფობებს ეძახიან და ფსიქიურად საერთოდაც არ თვლიან ჯანმრთელ ადამიანებად. თვალს უკრავს. ლემარი: გამოთაყვანებულები! მაშინ ვინ არიან ფსიქიურად ჯანმრთელები - ეგ პიდარასტი ნაბი*ვრები? ყველანი ხეზე თავდაყირა უნდა ჩამოკიდო, უკანალში ცოცხები გაუყარო, პირში კი - მკვდარი ლოკოკინები მისცე! დემნა: ეგ არის შენი შავი გეგმა ფერადების წინააღმდეგ? ლემარი: ჰო, ჯერჯერობით ამაზე უკეთესი არაფერი მაგონდება. ლემარი ფიქრობს. დემნა: მკვდარი ლოკოკინები გასაგებია, თუმცა ცოცხები? ცოცხები... ლემარი: და რატომ არის ცოცხები გაუგებარი? დემნა: არ მითქვამს, რომ გაუგებარია! იმას ვამბობ, რომ ცოცხები მათთვის, პირიქით, უფრო სასიამოვნოც კი იქნებოდა! პაუზა. ლემარი ისევ ფიქრობს. ლემარი: მგონი, ჰო... ცოცხებით მართლაც სიამოვნებას მიიღებდნენ, მაგრამ თავდაყირა? დემნა: რა მნიშვნელობა აქვს? თუნდაც თავდაყირა ყოფილიყვნენ დაკიდებულნი? ცოცხები ხომ ისედაც უკანალშ... ლემარი: სამაგიეროდ, პირს მკვდარი ლოკოკინებით გადავუვსებდით, რაც საერთოდ დაავიწყებდათ ცოცხებისგან გამოწვეული სიამოვნების განცდას... შეტყობინება. უცერად. წითლად. ლემარს თვალები უფართოვდება. დემნა: ვინ არის? შანსი გვაქვს? ლემარი: არ ვიცი, ახლავე გავიგებთ! 02x05 ლამარა. ლამარა. უნივერსიტეტის ეზო. შუა დღე. კამპუსი. სკვერი. სტუდენტები ირგვლივ. ლამარა ჭიშკრის წინ. იფხანს. დაცვის თანამშრომელი: (ლამარას) უკაცრავად, თქვენი სტუდენტური ბარათი, თუ შეიძლება! ლამარა: რა? თქვენ ვინ ხართ? დაცვის თანამშრომელი: დაცვის თანამშრომელი! ლამარა: კი მაგრამ... თქვენ? ბატონი... აქ, ახალი ხართ? დაცვის თანამშრომელი: უკაცრავად? თქვენ ვინ ხართ? ლამარა: ვგულისხმობდი, პირველად გხედავთ-მეთქი! მე? მე - ლამარა! დაცვის თანამშრომელი: თქვენი სტუდენტური ბარათი მომაწოდეთ, ლამარა! ეჭვის თვალით. ლამარა: რა თქმა უნდა! უღიმის და ჩანთაში იჩიჩქნება. ლამარა იფხანს. გგრძლბ: ღმერთო, ვერსად ვპოულობ! დღეს დილით თვალთახედვაში მეჩხირებოდა! შიგნით მართლა ვერ შემიშვებთ, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს?! დაცვის თანამშრომელი: მაპატიეთ, მაგრამ სტუდენტური ბარათის წარდგენის გარეშე, უფლება აღარ გვაქვს უცხო პირი შენობაში თავისუფლად შევუშვათ! ლამარა: ეს ახალი კანონია? აქამდე ასე არ იყო... ამასთან, მე უცხო პირი არ ვარ! თავად თქვენ გამოიყურებით ჩემთვის უცხოდ! დაცვის თანამშრომელი: როგორც გითხარით, ახალი კანონი გვაქვს ჩვენი სტუდენტების თავდაცვის მიზნით! ლამარა: მეც გითხარით, რომ თქვენი სტუდენტი ვარ! დაცვის თანამშრომელი: დიახ, და ამიტომაც გთხოვთ, ან სტუდენტური ბარათი, ან ერთჯერადი საშვი წარმომიდგინოთ! წინააღმეგ შემთხვევაში, უფლება მაქვს კამპუსში არ შეგიშვათ! ლამარა იფხანს. ლამარა: მემუქრებით? ლამარა იფხანს. გგრძლბ: კარგით რა... ლექტორთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს! არ ვიცოდი, რომ საშვი დამჭირდებოდა, თანაც ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ სტუდენტური ბარათი თან არ მექნებოდა. დაცვის თანამშრომელი: ძალიან ვწუხვარ... ლექტორთან რომ დაგაკავშიროთ? ლამარა: არა მგონია, მიცნოს! ლექციებზე იშვიათად დავდივარ! დაცვის თანამშრომელი: თუმცა იმის დადასტურებას მაინც შეძლებდა, სტუდენტი ხართ თუ არა?! ლამარა: ამის დადასტურება ნემისმიერს შეუძლია! მოდი, ახალგაზრდებს ვკითხოთ! ხვნეშა. ირონიული. გგრძლბ: კარგით რა... საპირფარეშოთი სარგებლობაც არ შეიძლება? ცუდად ვარ! ლამარა ლამის მიწაზე ჯდება. ხელოვნურად იკრუჩხება. დაცვის თანამშრომელი: გამონაკლისის შემთხვევაში, შეგვიძლია, დაცვის სამსახურის საპირფარეშოში შეგიშვათ! ლამარა: აბაზანა გაქვთ? ნაბიჯს დგამს. დაცვის თანამშრომელი: აბაზანა? უკაცრავად, მაგრამ ეს მხოლოდ საპირფარეშოა... ლამარა თრთის. იფხანს. ლამარა: იმედი გამიცრუეთ... დამწუხრებით. მას ზურგს აქცევს და ნაბიჯს დგამს. გგრძლბ: რა გაეწყობა... ლამარა იფხანს. ზოზინით. გგრძლბ: თუმცა შიგნით მაინც უნდა შევიდე! კაპმუსში შერბის. თვალისდახამხამებაში. დაცვის თანამშრომელი უკან მისდევს. მირბიან. ლამარა იფხანს. ლამარა გარბის. ის მესამე კამპუსში შერბის, დერეფანს გაირბენს და საპირფარეშოში იკეტება. დაცვის თანამშრომელი ვერ ეწევა. გგრძლბ: მადლობა ღმერთს! იდიოტები! კარს კეტავს. ტანზე იხდის. სხეულზე თეთრი, შემხმარი საპონი ქერცლივით უჩანს. ლამარა ცხელ წყალს უშვებს. მის ქვეშ დგება. შვება. შვება. და კაკუნი საპირფარეშოს კარზე. დაცვის თანამშრომელი 2: (ლამარას / გარედან) უკაცრავად, ახალგაზრდავ! ვიცით, რომ შიგნით იმყოფებით! ლამარა: მართლა? საიდან? დაცვის თანამშრომელი 2: გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ სტუდენტური ბარათი ან ერთჯერადი საშვი! ლამარა: უკაცრავად, მაგრამ ხელები სველი მაქვს და თქვენი ხმაც სუსტად მესმის. დაცვის თანამშრომელი 2: იძულებულს ნუ გაგვხდით, რომ კარი გავაღოთ! ლამარა: ბოდიში, მაგრამ არაფერი მესმის, შიშველი ვარ! ლამარა სხეულს სწრაფად იბანს. გგრძლბ: თქვენს კოლეგას უკვე ვუთხარი, რომ სტუდენტი ვარ! დაცვის თანამშრომელი 2: რამდენიმე წუთს გაძლევთ... ჩვენ გარეთ გელოდებით თქვენი ვინაობის გადასამოწმებლად! ლამარა: არ მესმის, რა მითხარით? დაცვის თანამშრომელი 2: გარეთ გელოდებით-მეთქი, თქვენი ვინაობა ონლაინ პლატფორმაზე უნდა გადავამოწმოთ! ლამარა: ბანაობა? დაცვის თანამშრომელი 2: (მაღალი ტონით) თქვენი ვინაობა! ლამარა: არ ვბანაობ... ონკანი იმიტომ ჩავრთე, რომ მოსაქმებისას გამოწვეული უსიამოვნო ხმები გადაეფარა! ამასობაში ლამარა შხაპიდან გამოდის და სხეულს იმშრალებს. დაცვის თანამშრომელი 2: აახ, გარეთ გელოდებით! ხუთი წუთი გაქვთ! ლამარა დუმს. ლამარა იცმევს. ლამარა წყალს უსმენს. და ფანჯარას უყურებს. გგრძლბ: (საკუთარ თავს) არა მგონია, აქედან გადახტომა უსაფრთხო იყოს! 02x06 ლემარი. საღამო. ლემარი. დემნა. ბაღში. დემნა მოშორებით. მოპირდაპირე მხარეს. ლემარი ტირიფის ხესთან. ლემარი: (დემნას) ფს! ფს! ეი! დემნა (პასუხად) ხელებს და პირს უხმოდ ამოძრავებს. გგრძლბ: არ მესმის, რას ბოდავ?! შეტყობინებით გამომიგზავნე! დემნა სმარტფონს იმარჯვებს, შემდეგ ისევ ჯიბეში აბრუნებს და დანებებული, ლემართან მიდის. გგრძლბ: გაგიჟდი? შენს ადგილს დაუბრუნდი, გამოთაყვანებულო! წუთი წუთზე შესაძლოა აქ გაჩნდეს. ხომ არ ვაფიქრებინებთ, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო? დემნა: ბაღში ჩვენ გარდა არავინაა, თუ არ ჩავთვლით იმ წირტლიან, ღიპიან მოხუცს... ლემარი მექანიკურად მოხუცისკენ უყურება. ლემარი: ჰო, და დაუბრუნდი შენს ადგილს, სანამ ტვინი მიგასხმევინე! არანაირი მოწმე არ გვჭირდება. ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივიქციოთ, გაიგე? ლამარი მაჯის საათს უყურებს. გგრძლბ: წესით უკვე უნდა მოსულიყო... დემნა: უკეთესი არ იქნებოდა... ლემარი: არა, არ იქნებოდა! უკან დაახვიე, სასწრაფოდ! დემნა: რატომ? ჩვენი აქ, ერთად ყოფნა უფრო მეტად რეალურად გამოიყურება, ვიდრე ჩემი შემდეგ გამოჩენა. ლემარი: ეს შენ გგონია, ეგრე! თუ სწორად გახსოვს, გეგმის შედგენა მე მევალებოდა! დემნა: მაგრამ, ლემარ... ლემარი: ნუ მეკამათები! კბილებში გამოცრით. დემნა: როდესაც ის ორს, ერთად დაგვინახავს, სითამამე მიეცემა და კონტაქტშიც მარტივად შემოვა... ლემარი: პირიქით, ჩერჩეტო იდიოტო! დემნა: პირიქით, რა? ლემარი: დაფრთხება, უკან გაბრუნდება და გეგმას ჩაგვიგდებს! დემნა: შენს შავ გეგმას, არა?! ლემარი: ჰოო, ჩემს შავ გეგმას და საერთოდ რატომ არასოდეს ისმენ რას ვამბობ? ყოველთვის რაღაც უნდა... მოხუცი: (უკნიდან) უკაცრავად, ბიჭებო! შეგიძლიათ, ჩემს ნომერზე ზარი გამოუშვათ, ტელეფონს ვერსად ვპოულობ?! მგონი, ბაღში სადღაც დამივარდა და რახანია ვეძებ... ლემარი. დემნა. შეშდებიან. მოხუცი მათკენ მიდის. დემნა: (მოხუცს) ს-სმარტფონი? ნერწყვის ყლაპვით. გგრძლბ: მგონი, მე ვერაფრით დაგეხმარებით. ანგარიშზე თანხა არ მაქვს! მოხუცი: (ლემარს) იქნებ შენ, შავტანსაცმლიანო?! რა გქვია? ლემარი თრთის. ლემარი წითლდება. ლემარი: (მოხუცს) მე? მოხუცი: ჰოო, შენ! რა გქვია? ლემარი: მე - იასონი! ტყუილი. ლემარი. 24 წლის. უმუშევარი. პროფესიით ინჟინერი. მოხუცი: (აღტაცებული) მართლა? ხუმრობ, არა? აახ, აქ მოდი, სასწრაფოდ მომიახლოვდი! მოხუცი აღფრთოვანებისგან ხელებს შლის. ლემარს უწვდის და მთელი ძალით აჯანჯღარებს. ოფლი. ღელვა. შფოთი. სიცხე. გგრძლბ: საოცარი დამთხვევაა, მეც იასონი მქვია! ლემარი: (სიმწრით) სასიამოვნოა! მოხუცი: იასონ, ნომერს გიკარნახებ და იქნებ, ზარი გაგეშვა? ლემარი და დემნა მზერებს ცვლიან. დემნა თვალებით უარისკენ მიანიშნებს. ლემარი: კეთილი, მიკარნახეთ! მოხუცი ნომერს კარნახობს. ლემარი ზარს უშვებს. უეცარი ზარის ხმა. შორი-ახლოს. მოხუცი: ახ, მგონი, ჩემი ტელეფონი უნდა იყოს? თქვენც გესმით, ჰო? კი მაგრამ, სად არის? მოხუცი ჯიბეზე ხელებს ირტყამს. ლემარი შფოთავს. გგრძლბ: უი, აქ ყოფილა, იასონ! თუმცა რაღა იასონ? აბონენტს სახელად ლემარი აწერია! ლემარს სისხლი ეყინება. ლემარი: რა? რას... მოხუცი: იმას ვამბობ, რომ ის ორი პიდარასტი თქვენ ხართ, დღეს ჩემს შებმას, რომ ცდილობდა ჯგუფურად! ხომ ასეა? ასეა! ჰოო, თუ უკვე აღარ გახსოვთ? ხროხინებს. იცინის. და ჯიბიდან სასტვენს იღებს. გგრძლბ: ვერსად გაიქცევით! სასტვენს მთელი ძალით ბერავს. გგრძლბ:
ბიჭებო, აქეთ! კიდევ ორი პიდარასტი დავიჭირე! სასწრაფოდ, ტირიფის ხესთან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.