შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 21 თავი

23-04-2022, 12:14
ავტორი ნეაკო
ნანახია 8 448

-ამის დედაც, ამის დედასა შევ.ცი- იყვირა გაცოფებულმა ზურამ და განქორწინების საბუთები მაშინვე დახია-ვაიძულებ! ვაიძულებ რომ დაბრუნდეს!-მუქარით თქვა და ძირს დაყრილ ნაკუწებად ქცეულ ფურცლებს ზიზღით დააცქერდა ზემოდან, შემდეგ, აკანკალებული ხელით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა. მთელი ეს დრო თათია ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ურიაქციოდ უყურებდა მამათილის სიგიჟეებს, რომლის ყვირილმა ახლადგაღვიძებული, მარიამი ისე შეაშინა და აატირა, რომ ვერაფრით დააწყნარა დედის მოულოდნელი წასვლით გაღიზიანებულმა ნინიმ რის გამოც გაღიზიანებულმა ლაშამ უმისამართოდ შეიგინა. შეშინებული მარიამი უფრო მეტად მიეკრა თვალებაწყლიანებულ მამიდას და ტირილი შეწყვიტა. წამიერად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მარიამის აჩქარებული სუნთქვის ხმამ დაარღვია
-ჩემო პატარა-აღმოხდა ძლივს აზრზე მოსულ თათიას და სწრაფად მიუახლოვდა უხმოდ ატირებულ მულს, ბავშვი გამოართვა, ხელში აიყვანა და მაშინვე მეორე სართულზე წაიყვანა დასამშვიდებლად, კიბეზე ასვლისას კი წამიერად მკვლელი მზერა ესროლა ქმარს.
მთელი დღე თავს საშინლად გრძნობდა თამუნა რადგან რამდენიმე საათიანი განშორების მიუხედავად უკვე ძალიან ენატრებოდა მარიამი... თუმცა ამ განშორების, მონატრების და ტკივილის მიუხედავად ოდნავადაც არ ნანობდა მიღებულ გადაწყეტილებას რადგან ზურას სახლში ცხოვრება, მისი ძალდატანებული შერიგების მცდელობები, ვნებიანი კოცნის და უხეში შეხების ატანა უბრალოდ აღარ შეეძლო. თუმცა მის ამ მტკიცე და ურყევ გადაწყვეტილებას თან სდევდა სინანული, საშინელი სინანუილის განცდა, რადგან ზუსტად იცოდა რომ ზურა დასჯიდა და მარიამის მონატრებით დატანჯავდა. ამ საშინელ ფიქრებს აყოლილმა დამაშვიდებელი დალია და დაძინება სცადა, რადგან უნდოდა ცოტა აზრზე მოსულიყო, დაწყნარებული და უაზრო ფიქრები თავიდან მოეშორებინა მაგრამ იმდენად იყო გაღიზიანებული აფორიაქებული და დაძაბული რომ ვერაფრით შეძლო დაძინება, ამიტომ საწოლიდან ადგა წამლის კოლოფი გახსნა და კიდევ ერთი აბის დალევა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა, სამზარეულოში გავიდა და გვირილის ჩაი გაიკეთა. კარგა ხნის ფიქრის მერე ტელეფონი ჩართო და ყურადღებით გადაავლო თვალი შემოსულ ზარებს, რომელთა შორის მხოლოდ ნინის ნომერი არ ფიქსირდებოდა, გული ეტკინა ძალიან ეტკინა, თუმცა არ გაჰკვირვებია მისი ეს ქცევა და მაშინვე დაურეკა, სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა რადგან ცხოვრებაში პირველად, მას გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ბევრი ფიქრის მერე გაბედა და თათიას დაურეკა რომელიც მისმა მოულოდნელმა ზარმა ძალიან გაახარა
-თათია შვილო როგორ ხართ? ლაპარაკი შეგიძლია?
-დიახ შემიძლია, კარგად ვართ თქვენ?
-ვცდილობ კარგად ვიყო-მოწყენილო ხმით უთხრა თამუნამ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა-უბრალოდ მარიამი მენატრება ძალიან
-როგორც კი შესაძლებლობა მექნება თქვენთან მოვიყვან
-არა, გთხოვ ეს არ გააკეთო-იუარა თამუნამ- არ მინდა ჩემს გამო ლაშასთან ურთიერთობა უარესად დაგეძაბოს
-მეტად ვეღარ დაგვეძაბება დამიჯერეთ- მოწყენილი ხმით უთხრა თათიამ დედამთილს და სევდით სავსე მზერით დააცქერდა მისი საწოლში მძინარე პატარას
-მარიამთან დაკავშირებით ლაშასთან მეთვითონ მოვგვარდები, გთხოვ შენ არ ჩაერიო-შეეხვეწა აფორიაქებული თამუნა რძალს
-გგონია გაგიგებთ?-უცნაური ტონით თქვა თათიამ და ოდნავ ათრთოლებული თითები ნაზად ჩააყოლა მძინარე პატარას ოქროსფერ თმას
-ვიცი რომ თავიდან ზურას მხარს დაუჭერს როგორც ადრე და ეცდება მარიამის მონატრებით დატანჯულს სახლში დაბრუნება მაიძულოს მაგრამ, როგორმე ვაიძულებ რომ მომისმინოს და გამიგოს
-ხომ იცით მისთვის სულ ერთია რას გრძნობენ და განიცდიან მის გარშემო ადამიანები...
-დამიჯერე ასე არაა-აღელდა თამუნა
-მთელი დღე ტიროდა თქვენს გამო მარიამი, მან კი თქვენთან დარეკვაც კი ამიკრძალა-ბრაზნარევი ტონით თქვა თათიამ და ფეხზე წამოდგა გაღიზიანებული
-ახლა? ახლა როგორაა ჩემი პატარა
-კარგა ხნის წინ ტირილში ჩაეძინა
-ნინი?
-ოთახში ჩაიკეტა და არავის გვეკონტაქტება-თამუნაზე ისე ძალიან იმოქმედა რძლის სიტყვებმა რომ უმალ ცხვირო აეწვა და ცრემლები მოეძალა
-მოგვიანებით დაგირეკვა-სლუკუნით უთხრა რძალს და გაუთიშა.
საღამოს, როცა ნინიმ საძინებლის კარი რამდენიმე წუთით გააღო, გამოვიდა და უკან წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა, სახეზე აშკარა უკმაყოფილო გამოეხატა რადგან მის საწოლზე მჯდომი თათია დაინახა რომელიც ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე
-თუ შეიძლება მარტო დამტოვე-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა რძალს და ტირილისგან ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა სახეში, რომელმაც ტელეფონი მოულოდნელად ხმამაღალ კავშირზე ჩართო
-ნინი-ყურმილს მიღმა მოესმა დაძაბულ გოგონას მონატრებული დედის ნაზი ხმა
-არ მინდა შენთან ლაპარაკი-სლუკუნით უთხრა გაბრაზებულმა გოგონამ და მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მოწოლილ ცრემლებს
-ვიცი რომ გული გატკინე ასე მოულოდნელად და სიტყვის უთქმელად რომ წავედი სახლიდან მაგრამ მამაშენმა სხვა გზა არ დამიტოვა... ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ვერასდროს შევძლებდი მაგ სახლიდან წამოსვლას და ცხოვრების თავიდან დაწყებას
-ახლა ბედნიერი ხარ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ნინიმ აფორიაქებულ ქალს და სევდით სავსე მზერა თათიას ტელეფონს მიაყინა
-შენი აზრით?-გაბრაზდა თამუნა
-რადგან წახვედი ალბათ კი
-ცდები!
-მაშინ რატომ წახვედი? რატომ მიგვატოვე უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა- იცი რისი გადატანა მოგვიწია მე და მარიამის იმის გამო რომ შენ ასე მოულოდნელად და სიტყვის უთქმელად წახვედი სახლიდან?
-არ მიმიტოვებიხართ-ჩამწყდარი ხმით თქვა თამუნამ და გადმოცურებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან- უბრალოდ სახლიდან წამოვედი გესმის? ეს კი არაფერს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობაში
-ასე გგონია?-ირონიული ტონით უთხრა ნინიმ და მაშინვე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-როცა მოისურვებ მაშინ შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად, ზურა პრობლემებს ვერ შეგვიქმნის
-და მარიამი? მასზე გიფიქრია საერთოდ?- აფეთქდა ნინი -იცი რა მდგომარეობაშია ახლა?
-ლაშას დაველაპარაკები...
-ლაშა ისე აზროვნებს როგორც ზურას უნდა! ზურა კი მარიამის ნახვის უფლებას არსდროს მოგცემს
-ვიცი! მაგრამ ლაშას მაინც ვაიძულებ რომ მომისმინოს და გამიგოს
-შენი არც მე მესმის და რატომ გგონია რომ ლაშა შეძლებს შენს გაგებას.?- მოიღუშა ნინი
-ზურა მიყვარს... მაგრამ გული ძალიან მატკინა, იმდნად რომ მისი პატიება არ შემიძლია... თუ ვაპატიებ საკუთარ თავს დავკარგავ... მე კი არ მინდა რომ ისევ მსხვერპლად შევეწირო საკუთარ ცალმხრივ სიყვარულს, რომელმაც მაიძულა მთელი ეს წლები, იმედგაცრუებაში, სიცარიელეში, მარტოობაში და ილუზიებში მეცხოვრა...
-ესე იგი უკან აღარ დაბრუნდები?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ასლუკუნებულმა გოგონამ
-აღარასოდეს!-მშვიდი ტონით თქვა თამუნამ და რაღაც არანორმალური ძალის მოზღვავება იგრძნო გაყინულ სულში
-მარიამი დაიტანჯება უშენოდ!-გაბრაზდა ნინი
-ვიცი რომ პატარა გულს ძალიან ვატკენ ჩემი სიშორით, მაგრამ არ შემიძლია... უკან ვერ დავბრუნდები...გთხოვ გამიგე
-კარგი როგორც გინდა... მაგრამ იცოდე მე აქ დავრჩები მარიამთან, რადგან არ მინდა რომ მეც ვატკინო-ნაწყენი ტონით უთხრა ნინიმ დაძაბულ ქალს და მშვიდად გავიდა საძინებლიდან თუმცა როგორც კი სააბაზანო ოთახში შეიკეტა ხმამაღლა ატირდა.
თამუნას ნინისთან საუბრის მერე კიდევ უფრო გაუფუჭდა ხასიათი და სინანულის მწარე შეგრძნებამ მთელი სხეული მოუწამლა რის გამოც წამლის კოლოფს ეცა და იქინდა ორი აბი ამოიღო, დალევას აპირებდა რომ მისი ტელეფონი აწკრიალად. ეგონა ნინი ურეკავდა, ამიტომ ისე უპასუხა რომ ეკრანისთვის არც დაიხედია
-თამუნა... როგორ ხარ?-ყურმილს მიღმა გაისმა მამაკცის მჭახე ხმა
-შეეენ?-აღმოხდა განცვიფრებულ ქალს რომწლმაც გაოცება ვერ დამალა ზაზას ხმის გაგონებაზე
-როგორც ჩანს ჩემზე ხშირად ფიქრობდი-კმაყოფილი ტონით უთხრა აივანზე მდგომაა მომღიმარმა კაცმა, რომელმაც სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-საიდან მოეტანე!-უეცრად გაბრაზდა წყობრიდან გამოსული ქალი
-იმის მიუხედავად რომ შენს ცხოვრებაში დიდი ხანია არ გამოვჩენილვარ ხმაზე ეგრევი მიცანი
-ჩემი ნომერი საიდან გაქვს?-ყველაზე ბანალური კითხვა დაუსვა ზაზას, მისი სიმშვიდოთ გაღიზიანებულმა ქალმა
-ამას რამე მნიშვნელობა აქვს?-ინტერესით ჰკითხა კაცმა და ტუჩებშოროს მოქცეული სიგარეტის ლურჯი კვამლო ღრმად ჩაუშვა ფილტვებში
-არანაირი-უღიმღამოდ უპასუხა თამუნამ და ერთწერტილს მიაშტერდა გარინდებული
-თუ გაინტერესებს გეტყვი რომ შენი ვინაობა მისამართი და ტელეფინის ნომერი ჩვენი პირველი შეხვედრიდან რამდენიმე წუთში გავარკვიე
-რატომ?-გაუაზრებლად ჰკითხა დაბნეულმა ქალმა
-იმიტომ რომ დანახვის წამიდან საშინლად მომეწონე-დაუფარავად უთხრა ზაზამ და ქალის სუნთქვა აჩქარებული ხმა რომ მოწვდა მის დაძაბულ სმენას კმაყოფილების ღილილმა გადაურბინა სახეზე
-აღარ დამირეკო!-მბრძანებლური ტონით უთხრა უეცრად წყობრიდან გამოსულმა ქალმა და გაუთიშა. ზაზას გაეღიმა მის ქცევაზე და მაშინვე გადაურეკა, თუმცა თამუნამ რა თქმა უნდა მეორე ზარზე აღარ უპასუხა, რისი მოლოდინი ისედაც ჰქონდა კაცს, ამიტომ ამჯერად მის სურვილს დანებდა მეტჯერ აღარ შეუწუხებია.
გვიან ღამით დაბრუნდნენ შინ ნასვამი ლაშა და უზომოდ მთვრალი ზურა, რომელიც იქვე მისაღებში, დივანზე, ძლივს დააწვინა გაღიზიანებულმა ბიჭმა
-ტელეფონი რატომ გქონდა გათიშული?- პირველივე ეს კითხა ხმაურზე, მარიამის ოთახიდან გამოსულმა გოგონამ ქმარს
-შენი აზრით?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ლაშამ და მაგიდაზე ხმაურით დააგდო დამტვრეული ტელეფონი
-რა მოხდა?
-თავისი ეგონა-ზურაზე მიანიშნა დაბნეული გოგონა და კარადიდან ვისკის ბოთლი გამოიღო
სწრაფად შეივსო ჭიქა და მაშინვე მოიყუდა, თათიამ მაშინვე მკვლელი მზერა ესროლა-რაა?- უკმყოფილო ტონით ჰკითხა აფორიაქებულ ცოლს და მეორე ჭიქაც ჩაცალა, თათიამ არაფერი უპასუხა და მაშინვე კიბეები აირბინა. საძინებელში სწრაფად შევიდა, იქვე დადებულ შორტს და მაისურს ხელი წამოავლო და გასასვლელ კართან მივიდა სადაც ლაშას შეეფეთა- საით?-ინტერესით ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა და ზემოდან დააცქერდა ცოლს ამღვრეულ მწვანე სფეროებში, სასმლისგან ჩაწითლებული თაფლისფერი ჩამქრალი თვალებით
-ამაღამ მარიამის ოთახში ვიძინებთ მე და ნინი- მშვიდად აუხსნა გოგონამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა
-ჭირვეულობს პატარა ქალბატონი?- ინტერესით ჰკითხა ცოლს და უცნაურად გაეღიმა
-უფრო მეტად რომ ინტერესდებოდე შვილის მდგომარეობით უკეთესი იქნებოდა- ვეღარ მოზომა თათიამ და პირდაპირ მიახალა ის რასაც ფიქრობდა
-სიტყვებს დაუკვირდი!-უეცრად აფეთქდა ლაშა
-შენ კი ქცევებს
-გგონია მარიამი და მისი გრძნობები მკ.დია?
-ასე რომ არ იყოს მას და თამუნას ერთად ყოფნის უფლებას მისცემდი და ერთმანეთის მონატრებით არ დატანჯავდი
-თუ მარიამთან ყოფნა უნდა უკან დაბრუნდეს, ეს მისი სახლიცაა
-არაფერი გესმის-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა მაგრამ ლაშამ მაშინვე წელზე შემოაჭდო უხეში ხელები და ტანზე მიიწება
-არც შენ გესმის-გამომწვევი ტონით უთხრა და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა
-გამიშვი უნდა ჩავიდე ბავშვები მელოდებიან- უკმაყოფილო ტონით უთხრა თათიამ და სცადა ხელიდან გასხლტომოდა
-მერე...გვიან ამოდი
-ვერ ამოვალ-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ
-იცოდე გელოდები!-თვალები დაუბრიალა ლაშამ აფორიაქებულ ცოლს და წასვლის უფლება მისცა. დილით კი საშინლად იჩხუბეს იმის გამო რომ თათიამ მისი ბრძანება არ შეასეულა

№1  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნინიც კი წნეხის ქვეშ აქცევს. საერთოდ არავინ უდგას გვერდში შინაურებიდან. მე თუ მკითხავ, ადამიანი ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდება უკან კი არ უნდა დაბრუნდეს დათრგუნული, პირიქით, უნდა მიხვდეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი უსულგულო ადამიანებისგან რომ წამოვიდა.
ზუსტად მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ უნდა დაარწმუნოს გადაწყეტილების სისწორეში.

აბსოლუტურად გეთანხმები ნენე.
თამუნა ყველამ გარიყა, არავისთვის აქვს მნიშვნელობა იმას თუ, ის რას გრძნობს და განიცდის, შესაბამისად მათი არსწორი ქცევები კიდევ უფრო დაარწმუნებს მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში❤❤❤

№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან კარგია რომ თამუნა თავის გდაწყვეტილება სმყარად მიჰყვება, დროა ნინიმ და თათიამაც მიბაძონ, მარიამი ყველაზე ცოდოა ამ სიტუაციაში, ნეტა თუ დადგება ისეთი დრო ლაშა რომ შვილს ისე მოექცევა როგორც შვილს

№3  offline წევრი Soraya

შვილების დამოკიდებულება თამუნას მიმართ არის ძალიან ცუდი. ვერ გავიგე მათ უნდათ რომ თამუნა სახლში დაბრუნდეს და ზურა ღალატის შემდეგ აიტანოს? აიტანოს მისი ბრძანებები და ეს რაღაც სულელური გამოხტომები.
საქმე მაგაშია რომ თამუნას არავის ესმის. ლაშას კარგი ზურა ახდენს გავლენას, მაგრამ ნინი? ხომ შეუძლია მან მაინც გაუგოს. ბრძანება არ შეუსეულა, ამ სიტყვებმა გამაღიზიანა.
წარმატებები!

№4  offline წევრი Marikagogolqdze

2 ცხოველი. ნინის უნდა ესმოდეს დედის ტკივილი და განცდები. ლაშა იარესია ვიდრე მამამისი

№5  offline მოდერი ნეაკო

ablabudaa
ძალიან კარგია რომ თამუნა თავის გდაწყვეტილება სმყარად მიჰყვება, დროა ნინიმ და თათიამაც მიბაძონ, მარიამი ყველაზე ცოდოა ამ სიტუაციაში, ნეტა თუ დადგება ისეთი დრო ლაშა რომ შვილს ისე მოექცევა როგორც შვილს

❤❤❤ ლაშას და მარიამის ურთიერთობის გამოსწორებას ვერავინ ვერ შეძლებს. ეს იმდენად სენსიტიური თემაა რომ თათია მხოლოდ გაამწვავებს ყველაფერს. თამუნას ბევრის გადატანა მოუწევს იმის გამო რომ ცხოვრების თავიდან დაწყება გადაწყვიტა

Marikagogolqdze
2 ცხოველი. ნინის უნდა ესმოდეს დედის ტკივილი და განცდები. ლაშა იარესია ვიდრე მამამისი

სამწუხაროდ ლაშა და ზურა ერთნაირად, არასწორად მოაზროვნეები არიან. გეთანხმებით, ნინის თამუნასი უნდა ესმოდეს ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ისიც ხომ ზურას შვილია

Soraya
შვილების დამოკიდებულება თამუნას მიმართ არის ძალიან ცუდი. ვერ გავიგე მათ უნდათ რომ თამუნა სახლში დაბრუნდეს და ზურა ღალატის შემდეგ აიტანოს? აიტანოს მისი ბრძანებები და ეს რაღაც სულელური გამოხტომები.
საქმე მაგაშია რომ თამუნას არავის ესმის. ლაშას კარგი ზურა ახდენს გავლენას, მაგრამ ნინი? ხომ შეუძლია მან მაინც გაუგოს. ბრძანება არ შეუსეულა, ამ სიტყვებმა გამაღიზიანა.
წარმატებები!

თამუნასი არავის რომ არ ესმოდა სწორედ ამიტომ მიიღო ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება და სახლიდან სიტყვის უთქმელად წავიდა. ზუსტად იცოდა რომ ნინიც ვერ გაუგებდა, იმის მიუხედავად რომ პირველად ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე გაჰყვა სახლიდან მარიამთან ერთად.
ლაშას არასწორი ქცევები შესაბამის შედეგს მოიტანს მისსა და თათიას ურთიერთობაში ❤

№6 სტუმარი სტუმარი თიკო

ამ ყველაფერზე გამახსენდა, ვაპირებ რომ ტირანის ისტორიას გადავხედო ამ დღეებში.

№7 სტუმარი ელა1

რასაც მამა შვილი აკეთებს ჩემთვის მიუღებელია ასე მარტო უჟმური კაცები იქცევიან რომლებიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ და გონიათ რომ რასაც იტყვიან კანონია.

№8 სტუმარი ელა1

თამუნა კარგად მოიქცა რო სახლიდან წამოვიდა .ძალიან ბევრის გადატანაოუწევს ზურა და ლაშას ხელში

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ამ ყველაფერზე გამახსენდა, ვაპირებ რომ ტირანის ისტორიას გადავხედო ამ დღეებში.

❤❤❤❤❤❤❤❤❤

ელა1
რასაც მამა შვილი აკეთებს ჩემთვის მიუღებელია ასე მარტო უჟმური კაცები იქცევიან რომლებიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ და გონიათ რომ რასაც იტყვიან კანონია.

ელა მიხარია რომ ისევ გამომეხმაურე ❤❤❤
სწორედ მათი ეს საშინელი ქცევა გახდება მიზეზი მათი ოჯახიების ნგრევის

ელა1
თამუნა კარგად მოიქცა რო სახლიდან წამოვიდა .ძალიან ბევრის გადატანაოუწევს ზურა და ლაშას ხელში

გეთანხმები თამუნა სწორად მოიქცა, მაგრამ კიდევ ბევრის გადატანა მოუწევს იმის გამო რომ მომავალში დამოუკიდებლად და მშვიდად ცხოვრება შეძლოს

№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
გავიდა შვიდნახევარი წელი expressionless მივალთ ოდესმე ირაკლიმდე ნეტა?
"მიდიოდა მატარებელში" რომ არის, "ხაშურში ვართ?", ბოლოს ეგეთი აგონია დამეწყება ვატყობ laughing "ირაკლისთან ვართ?"- დავიწყებ მეც ასეთ შეკითხვებს.

გადავწყვიტე რომ დეპრესიაში ვარ joy როცა აზრზე მოვალ და ჩემს არეულ გონებაში აზრები დალაგდება ალბათ ამ ისტორიის დასასრულამდეც მივალ ოღონდ როდის აზრზე არ ვარ... :( ირაკლიმდე მივალთ ოდესმე რამენაირად joy

№11  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო

და აუცილებელია რომ აქ და ახლავე ეს ისტორია დაასრულო? არ შეიძლება რომ დროებით დატოვო ასე, გადახვიდე ირაკლიზე და მერე მოუბრუნდე "არეულ გრძნობებს"? ხომ ხედავ შენთვითონაც დეპრესიაში ჩაგაგდეს ამათ და გაეშვი რა joy ირაკლიზე ხომ ეგ არ დაგემართებოდა არა?!

მაინც დავწერ !!! joy ამ არეულმა გრძნობებმა როგორ უნდა გამადეპრესიულოს და უკან დამახევინოს? შანსი არაა მაინც მო არჯულებ ლაშა თათია გიგა ზაზაიანად joy
აუ ჩემი ირაკლი როგორ მომენატრა❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ ძააან მიყვარს

№12  offline მოდერი ნეაკო

ვაიმე დაწერე ადამიანო, ვინ დაგიშალა? smiley მაგრამ აუცილებელია რომ ახლავე დასრულდეს? თუ ასე გენატრება ირაკლი დაწერე ჯერ ის და მერე მოუბრუნდი ამას. ამოგვეხადა სული. :დ

დასრულებულ იტორიასთან დაბრუნება როგორ ძალიან მიჭირს ხომ იცი შენ? ნუ შენსა და ირაკლის გამო კი ვარ ყველაფერზე წამსვლელი joy მაგრამ მერე უფრო ვეღარ მოვაბავ თავს და ვერ მივიყვან ამ ისტორიას ბოლოში. მითუმეტეს ამ ბოლო დროს უფრო ნაკლებად მრჩება დრო საიტზე აქტიურობისთვის. მოკლეთ მეც დავიტანჯე და თქვენც დაგტანჯეთ ვიცი მაგრამ რა ვქნა :( ❤❤❤❤❤❤

№13 სტუმარი Keira.კირა

რა გოთვერანია ეს მამა-შვილი რაა grimacing
ეს ფოტოზე "michele morrone" ლაშას პროტოტიპია? ვგიჟდები ამ მსახიობზე და რატომ უნდა იყოს ეს დაცემა კაცი ლაშას პროტოტიპი????? tired_face

№14 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
Keira.კირა
რა გოთვერანია ეს მამა-შვილი რაა grimacing
ეს ფოტოზე "michele morrone" ლაშას პროტოტიპია? ვგიჟდები ამ მსახიობზე და რატომ უნდა იყოს ეს დაცემა კაცი ლაშას პროტოტიპი????? tired_face

ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა, ნახე? smile

აი პირველი ნაწილი ვუყურე ნახევრად რასაც ქვია, თავი ვაწამე მხოლოდ იმისთვის, რომ მაინტერესებდა იმ ,,დიდ აზრს" თუ ვიპოვიდი მაგ ფილმში. აი ხალხი რომ იშველიებდა მარტო იმიტომ მათი პო*ნოებისადმი სიყვარული რო გადაეფარათ smiley ვერაფერიც ვეე ვიპოვე, ყველაზე საცოდავი სცენარით დაწერილი ფილმია. აბა რა ვიცი, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გსიამოვნებდეს სტოკჰოლმით დაავადებული, დებილი გოგოსა და მუსკულებიანი ტიპის სექსის ყურება. ვერც კარგი enemies to lovers გამოვიდა, ჩვეულებრივი გარომანტიზირებული, იაფფასიანი პორნოა და კინომატოგრაფიის ჩვეულებრივი მარცხი და შეცდომა ეგ ფილმი smiley ცუდად გავხდი ლამის მეორე ნაწილის გამოსვლა რომ გავიგე laughing და ეს ბიჭიც ძალიან მაღიზიანებს. ალბათ ის პერსონაჟი ჩამრჩა მაგრამ ისედაც არ ,,მევასება" ეგეთი ტიპები რაც სინამდვილეშია (თუ მხოლოდ იმ ცოტა და პატარა ვიდეოებით ვიმსჯელებთ, რაც ვნახე).

№15  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ისე ირაკლიც დასრულებულია, მაგრამ ეჭვი მაქვს დრო რომ მოვა იმასთან დაბრუნება არ გაგიჭირდება. joy

მეც ეგრე მგონია რომ ირაკლისთან დაბრუნება არ გამიჭირდება. joy

შეყვარებული ვარ მასზე ხომ იცი

სტუმარი თიკო
nene gelovani
Keira.კირა
რა გოთვერანია ეს მამა-შვილი რაა grimacing
ეს ფოტოზე "michele morrone" ლაშას პროტოტიპია? ვგიჟდები ამ მსახიობზე და რატომ უნდა იყოს ეს დაცემა კაცი ლაშას პროტოტიპი????? tired_face

ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა, ნახე? smile

აი პირველი ნაწილი ვუყურე ნახევრად რასაც ქვია, თავი ვაწამე მხოლოდ იმისთვის, რომ მაინტერესებდა იმ ,,დიდ აზრს" თუ ვიპოვიდი მაგ ფილმში. აი ხალხი რომ იშველიებდა მარტო იმიტომ მათი პო*ნოებისადმი სიყვარული რო გადაეფარათ smiley ვერაფერიც ვეე ვიპოვე, ყველაზე საცოდავი სცენარით დაწერილი ფილმია. აბა რა ვიცი, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გსიამოვნებდეს სტოკჰოლმით დაავადებული, დებილი გოგოსა და მუსკულებიანი ტიპის სექსის ყურება. ვერც კარგი enemies to lovers გამოვიდა, ჩვეულებრივი გარომანტიზირებული, იაფფასიანი პორნოა და კინომატოგრაფიის ჩვეულებრივი მარცხი და შეცდომა ეგ ფილმი smiley ცუდად გავხდი ლამის მეორე ნაწილის გამოსვლა რომ გავიგე laughing და ეს ბიჭიც ძალიან მაღიზიანებს. ალბათ ის პერსონაჟი ჩამრჩა მაგრამ ისედაც არ ,,მევასება" ეგეთი ტიპები რაც სინამდვილეშია (თუ მხოლოდ იმ ცოტა და პატარა ვიდეოებით ვიმსჯელებთ, რაც ვნახე).

ამ ფილმზე მე არაფრის თქმა არ შემიძლია, თან მომწონს თან არა. ნუ კაი ვაღიარებ რომ მსახიობის გამო მოვიხიბლე ფილმით და არა სცენარით joy

№16 სტუმარი Keira.კირა

nene gelovani
Keira.კირა
რა გოთვერანია ეს მამა-შვილი რაა grimacing
ეს ფოტოზე "michele morrone" ლაშას პროტოტიპია? ვგიჟდები ამ მსახიობზე და რატომ უნდა იყოს ეს დაცემა კაცი ლაშას პროტოტიპი????? tired_face

ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა, ნახე? smile

პირველ ნაწილს ძლივს ვუყურე გადახვევებით და მეორე ნაწილზე არ ვიცი რას ვიზამ smiley
მხოლოდ morroneს გამო ვუყურე მაგ ფილმს და ვერანაირი შთაბაჭდილება ვერ დატოვა, სისულელეა რაა. კიდევ კარგი გადახვევებით ვუყურე, თორემ ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. ის ქალი კიდევ ძაან მაღიზიანებს.

№17 სტუმარი Keira.კირა

სხვათაშორის ის ქალი(სახელი არ მახსოვს პერსონაჟის) შეუფერებელია მასიმოსთვის, თან ძალიან. რეალურადაც ასაკით ქალია უმცროსი, მაგრამ უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს და რავი რაა, ვერ აღვიქვამ მაგათ როგორც წყვილად. laughing
მთავარი სათქმელი რა აქვს მაგ ფილმს ვინმემ ხომ არ იცით? :დ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent