შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 4 თავი

13-01-2022, 10:45
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 142

ისევ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა გადაჭარბეული სიჩქარით მიმავალ მანქანაში, რომელიც სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდა ტაბახმელადან კოჯორში.
თათია საშინლად დაიძაბა, როცა ისევ ლაშას დაჟინებული მზერა იგრძნო სარკიდან, ამიტომ მაქსიმალურად დააიგნორა ის და საქარე მინას გაუშტერა მწვანე ჩამუქებული სფეროები. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც იოანეს ხმამ გაფანტა
-შემდეგი შესახვევი ხომ? -დაბნეული თათია წამიერად ვერ მიხვდა რა კითხა მან, ამიტომ კარგა ხნის სიჩუმის მერე, როცა დაფანტულ აზრებს როგორც იქნა თავი მოუყარა ხმა დაბალი ტონით თქვა
-დიახ- შესაბამისად ლაშამ სიჩქარეს უკლო, თუმცა მითითებულ მოსახვევში მაინც სწრაფად შევიდა და შავი, საღებავაყრილი, რკინის კარის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა.
-მადლობა დახმარებისთვის-უმისამართოდ თქვა დაძაბულმა გოგონამ და მანქანის კარი გააღო გადასასვლელად, შეკრთა, როცა დაინახა, როგორ შემოვარდა ქუჩის საპირისპირო მხრიდან მოსახვევში მამამისის ,,პრიუსი"-ღმერთო-აღმოხდა შეშინებულს და მაშინვე გადავიდა შავი ლექსუსის ჯიპიდან
-მგონი ჩვენც უნდა გადავიდეთ-უცნაური მზერით გახედა ლაშამ იოანეს და ცივი მზერა ფარდალეწილ პრიუსზე გადაიტანა, რომელიც მათ წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით
-მეც ასე ვფიქრობ-უმალ დაეთანხმა იოანე მეგობარს და მანქანიდან პირველი გადავიდა. ლაშა, ამღვრეული ჩამუქებული სფეროებით ,,პრიუსის" ახალგაზრდა მძღოლს მიაჩერდა, შემდეგ კი ცივი მზერა, მის გვერდდით მჯდომ შუახნის მამაკაცის ალეწილ სახეზე გადაიტანა. კარხა ხანს უყურებდნენ ლაშა და ჭაღარათმიანი, ნასვამი მამაკაცი ერთმანეთს თვალებში, ბოლოს ისევ ლაშამ აარიდა მოკრძალებულად მზერა მას და მანქანიდან სწრაფად გადავიდა, უნებურად სახეგადაფითრებული თათიასკენ გაიხედა, რომელიც შეშინებული, ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა
-მამაშენია?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ მის ოდნავ უკან მდგომ გოგონას, რომელმაც შეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად მას, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ,,პრიუსისთვის" რომლიდანაც იმ წამს გადმოვიდნენ მისი ნასვამი მამა და ძმა
-მამაჩემი და ჩემი ძმა-დაიჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს
-დამშვიდდი მოვგვარდებით-დარწმუნებით უთხრა ლაშამ და ასაკოვან მამაკაცს სწრაფად მიუახლოვდა ხელის ჩამორთმევით მიესალმა და გაეცნო. ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ საჩხუბრად გამზადებული მამა-შვილი მაშინვე დააშოშმინა. თუმცა გიგა მაინც უნდობლად უყურებდა უცნობებს და დროდადრო შვილის აწყლიანებული თვალებისაკენ გადაქონდა ცივი მზერა. ლაშას დაწვრილებითმა ახსნა-განმარტებამ, თუ რატომ ჩაუჯდა მანქანაში თათია მათ, ოდნავ დააწყნარა სახე მონგრეული მამაკაცი და მშფოთვარე ახალგაზრდა, თუმცა მათ სახეზე აღბეჭდილი უარყოფითი ემოციების ფონზე, ლაშასთვის აშკარა იყო რომ ამ ყველაფერის გამო თათიას პრობლემები მაინც შეექმენბოდა.
-სახლში შედი-მბრძანებლური ტონით უთხრა გიგამ უკვე თითქმის ატირებულ გოგონას და ამრეზით გახედა მოლაპარაკე ლაშას, რომელიც მაშინვე მიხვდა, რომ ამ მკვლელი მზრის მიზეზი ჯერ კიდევ უნდობლობა იყო, რის გამოც ვალდებული იყო კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით აეხსნა ამ ცივსახიანი მამაკაცისთვის მომხდარი.
.... ატირებული თათია სახლში შევიდა და ცრემლიანი თვალბით მიაჩერდა თიკას
-მოხდა რამე?-დაიძაბა გოგონა და ინტერესით მიაჩერდა დას თვალებში, თათიამ მოკლედ მოუყვა მას და ბებოს მომხდარი და მოუსვენარი ნიცა ძირს დასვა
-ავადმყოფი! შეშლილი!-ზიზღით თქვა თიკამ ყოფილ ქმარზე და ხელში აიყვანა უკვე მონატრებული პატარა
-თავის დროზე ხომ გაფრთხილებდა მამაშენი იმ ნაძირალასგან თავი შორს დაიჭირეო?-გაბრაზდა თინა
-არასდროს დასრულდება ხომ?-ნაწყენი ტონით უთხრა თიკამ ბებოს და ძლიერად ჩაიკრა გულში შვილი-ახლა მთელი ცხოვრება უნდა ვისმინო ეს საშინელი სიტყვები
-მამაშენისთვის რომ დაგეჯერებინა ახლა ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი და არც ამ სიტყვების მოსმენა მოგიწევდა!
-ბებო გთხოვ-შეეხვეწა თათია აფორიაქებულ ქალს-მამა ისედაც გაბრაზებულია ჩემზე, ძალიან გთხოვ ახლა თიკას გამო ნუღარ გააღიზიანებ ზედმეტად
-მთვრალია არა?
-ნასვამია
-შენი ძმა?
-ისიც-გაფითრებული სახით შეხედა გოგონამ დაძაბულ ქალს და სევდიანი მზერა შეშინებულ თიკაზე გადაიტანა, რომელიც მაშინვე ოთახში შეიკეტა თავის პატარასთან ერთად როგორც კი სახლში გიგა და ნიკა შევიდნენ
-მამა მე-საუბრის დაწყება სცადა დამფრთხალმა თათიამ, მაგრამ გიგამ უფლება არ მისცა
-მაგ ნაბ.ჭვრებს არ იცნობ და დღეს პირველად ნახე ორივე ხომ ასე? -ინტერესით ჰკითხა გიგამ თვალებაწყლიანებულ გოგონას და სწრაფად მიუახლოვდა
-ასეა მამა-დაეთანხმა ხმა აკანკალებული თათია გაგიჟებულ კაცს და სულ ერთი წმაით შეხედა თვალებში
-და ამ ყველაფერის მიუხედვად მაინც ჩაუხტი მანქანაში -ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა გიგამ ატირებულ გოგონას
-ნუ უყვირი- გაუბრაზდა თინა შვილს
-შენ ნუ ერევი!-მბრძანებლური ტონით უთხრა გიგამ დედას და მიღებული ალკოჰოლის ჭარბი დოზისგან ჩაწითლებული თვალების გამყინავი მზერა ისევ თათიაზე გადაიტანა
-საერთოდ რაზე ფიქრობდი, როცა პირველივე შემხვედრ ვიღაც ს.რ პიტებს მანქანაში უხტებოდი გოგო-მხარი აუბა მამას ნიკამ და თავზე წამოადგა დამფრთხალ გოგონას, თათიამ არაფერი უპასუხა, ვერ შეძლო, ძალა არ ეყო, იცოდა მისი ყოველი სიტყვა უარესად იმოქმედებდა სასმლისგან გონება მოწამლულ მამა-შვილზე, ამიტომ გაჩუმება და მათი უსამართლო ბრალდებების, დამცირების და ჩხუბის მოსმენა არჩია. ყველაფერი როგორც ყოველთვის ისევ მუქარით და ქუჩაში მარტო გასვლის აკრძალვებით დასრულდა.
.....ლაშა, ღვინით სავსე ჭიქით ხელში სავარძელში ჩაეშვა და ფიქრებში წასულმა, გარინდებულმა ერთ წერტილს გაუშტერა ჩამუქებული თაფლისფერი სფეროები
-ისევ თათიაზე ფიქრობ არა?-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა იოანემ და ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი მოიყუდა
-ჰო მასზე ვფოქრობ-არ უარყო მისი ნათქვამი ლაშამ
-არ გადაეკიდო რა ხატიასთან მსგავსების გამო
-ესე იგი შენც შეამჩნიე რომ საოცრად ჰგვანან ერთმანეთს-გატაცებით თქვა ლაშამ
-თავს აღარ დაანებებ ხომ ასეა?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა იოანემ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-დამისხი-სიტყვა ბანზე აუგდო ლაშამ და იმ წამს დაცლილი ჭიქა გაუწოდა შესავსებად.
თამუნამ გაბრაზებული სახით გახედა კედლის საათს რომელიც შუაღამის სამს უჩვენებდა. იმის მიუხედავად რომ უკვე შეეჩვია გაურკვეველი მიზეზების გამო ზურას დაგვიანებებს და ხშირ სმას, მაინც ძალიან ღელავდა მასზე, ამიტომ ძილი არფრით მიეკარა მის დაღლილ სხეულს და ფაქტიურად მთელი ღამე გაათენა მის ლოდინში. გამთენიისას, დივანზე მჯდომი ახლად ჩაძინებული შეკრთა, როცა კარის ხმა გაიგო, დაფეთებული, მაშინვე ფეხზე წამოვარდა და უცნაური მზერით მიაჩერდა ქმრის წაშლილ სახეს
-მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა
-განსაკუთრრბული არაფერი-მომაბეზრებლად უთხრა კაცმა და გვერდი აუქცია
-ისევ გოგასთან ერთად იყავი?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თამუნამ და ცარიელი არაფერისმთქმელი თვალებით მიაჩერდა საყვარელი მამაკაცის ზურგს
-არა-ისე უპასუხა ზურამ რომ მისკენ არ მიუხედია და საძინებლის კართან მისული გაჩერდა- არ შემოხვალ?-ინტერესიტ ჰკითხა ცოლს და სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ
-აღარ მეძინება-მაქსიმალურად მშვიდი ტონოთ უთხრა თამუნამ და როგორც კი ზურა საძინებელში შევიდა სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა წაშლილ სახეზე.
უნივერსიტეტიდან გამოსული დაღლილ-დაქანცული თათია გაოცებული სახით მიაჩერდა ლაშას, რომელიც იქვე შორი-ახლოს გაჩერებულ საკუთარ მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი, ფეხებგადაჯვარედინებული იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, თან განზრახ ჯიუუტად პირდაპირ თვალებში უყურებდა მწველი მზერით. დაბნეული და გაოგნებული გოგონა ერთ ადგილს მიეყინა, რადგან ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ თითქმის უცნობმა, ზე სიმპათიურმა ბიჭმა უნივერსიტეტში მიაკითხა იმ ყველფერის მიუხედავად რისი გადატანაც მისი მამის, ძმის და ყოფილი სიძის გამო მოუწია... ამ უაზრო ფიქრების აყოლილი გარინდებული გოგო ვერც კი მიხვდა როგორ სწრაფად და ზედმეტად მიუახლოვდა ლაშა, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა მისი ცხელი სუნთქვა საფეთქელზე მიეფრქვია

№1 სტუმარი ანისია

წინა ისტორიაში ვენესუელური სერიალის სცენარი დაწერე და აქ ერთი ლაშაას მორჯულება რაგაგიხდება

№2 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო.რაც შეხება თაათიას მგონი ხვდები რატო გაყვება ლაშას ცოლად.არ ვიცი მარტო ის გიწერია რო ქმარს დაშორებულია და მიზეზი არ ვიციათ მაგრამ ადე მგონია რო ეს არის ნაადრევი ვითომ სიყვარულის ამბავი და ა.ს.შ.რაც შეეხება თათიას მამას და ძმას ტიპიური დღევანდელი რეალობაა ცხოვრების.ბეცრი ოჯახი ვიცი ასე როგირც თათიას ოჯახია მკაცრი მამა და ძმა რომლებიც აკონტროლებენ შვილის და დის ცხოვრებას სად წავა რას გასჯეთებს და ეჯრება მათ ცხოვრებაში.ასე მგონია სწორედ ამიტომ უნდა თათიას ამ სახლიდან გაგცევა და ამიტომ დათანხმდება ლაშას ცოლოვას +ამას ყოფილი ქმარი არ მოსხემს მოსვენებას.ლაშას რას შეეხება თათიას იმიტომ მოიყვანს ცოლად რო ძალიან გავს ასე ხატიას არ ვიცი ეს არის ხემი აზრი ორივე როგორ ვთქვათ თავის თავზე იფიქრებენ და არა სხვაზე.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს.პ.ს .არ მინდა ლაშას შეცვლა იმიტომ რო ლაშას ნაური კაცები არასოდეს შეიცვლებიან მარტო თავისთავზე რო ფიქრობენ და არა საყვარელ ადამიანებზე

№3  offline მოდერი ნეაკო

არ იხედება სხვა ქალისკენ-მეთქი უნდა დამეწერა ზემოთ :(

№4 სტუმარი გიორგი.არშბა

შემოვედი, მეთქი ეს ისტორია მაინც იქნება შედარებით მსუბუქი წასაკითხი-თქო.
მაგრამ არა, აქაც მოღალატეებზე წერთ. თითქმის ყველა ისტორია მოღალატე კაცებზეა.(ქალებზე არა, მხოლოდ კაცებზე)
რა ხდება? ბოიკოტია?
რაიმე პროტესტს გამოთქვამთ ამით ქალები თუ თვალების ახელას ცდილობთ სხვა ქალებისთვის?
რაც არ უნდა" ძნელი დასაჯერებელი "იყოს, ქალების ღალატი უფრო მოხშირდა ვიდრე კაცების. ოჯახების უმეტესობა სწორედ ქალების გამო ინგრევა.
მიყავთ შვილები და საყავრლებთან გარბიან სადღაც მიკარგულში, ან საზღვარგარეთ. ან უარესი, ბავშვებს უტოვებენ უპატრონოდ ქმრებს.
კაცებს უფრო მეტი მოთმინების უნარი გვაქვს ვიდრე ქალებს.
ქალების ღალატი კიდევ მხოლოდ მოჭარბებული ჰორმონების და სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ბრალი არ არის.ა
ახლანდელი გოგონები მატერიალისტები და მანიპულატორები არიან. თხოვდებიან მდიდარ ქმრებზე, გამოძალავენ ფულს და მერე საყვარლებთან გარბიან.
აი ეს არის დღევანდელი რეალობა და აქ მყოფი ქალიდან ან გოგოდან რომელიმეს მაინც ექნება მსგავსი ქმედება ჩადენილი. ვინც მართლა იცით სიყვარული ,ერთგულება და მატერიალურ მხარეებს ყურადღებას არ აქცევთ,იმათ არ გეხებათ ეს და არ განაწყენდეთ.
ძალიან მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრი მსგავსი შინაარსის ისტორია შემხვდა და უბრალოდ გაუსაძლისი გახდა, ამის ასე უბრალოდ გატარება.

№5 სტუმარი სტუმარი ელენე

გიორგი.არშბა

გაქრი ახლა აქედან შენი მიზოგინური ფანტაზიებიანად და სხვაგან ანთხიე ეგ ქალთმოძულე ფანტაზიები.

№6 სტუმარი ელა1

სტუმარი ელენე

ელე გეთანხმეჰი 100%❤❤❤

№7 სტუმარი სტუმარი მანო

ერთხელ ძლიერ ქალებზეც დაწერე, რატოაა ქალები ისტორეიებში სულ დაჩაგრული????????

№8 სტუმარი სტუმარი ლიკო

ეხლა აღარც დადებთ დროულად, დაგვტანჯავტ კარგი რაა

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მანო
ერთხელ ძლიერ ქალებზეც დაწერე, რატოაა ქალები ისტორეიებში სულ დაჩაგრული????????

რაც გულიდან და გონებიდან მოდის იმას ვწერ, განზრახ არ ვწერ დაჩაგრულ და სუსტ ქალებზე.

სტუმარი ლიკო
ეხლა აღარც დადებთ დროულად, დაგვტანჯავტ კარგი რაა

შესაძლებლეობა არ მაქვს სამწუხაროდ რომ უფრო ხშირად და დიდი თავები ავტვირთო :(

№10 სტუმარი სტუმარი ელენე

რამდენ თავიანია ეს ისტორია, დაახლოებით ხომ არ იცი?

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
რამდენ თავიანია ეს ისტორია, დაახლოებით ხომ არ იცი?

ზუსტად არ ვიცი რამდენი თავის დაწერა მომიწევს, რადგან პატარა თავების ატვირთვას ვახერხებ მხოლოდ ამ ეტაპზე და სავარაუდოდ 20 თავს გავცდები ამ ტემპით :(

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent