არეული გრძნობები 10 თავი
-ხელი გამიშვი-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ ქმარს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ჩაწითლებულ თვალებში -მჭირდები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა მამაკაცმა გაღიზიანებულ ქალს და ცხელი ტუჩები ყელზე მიაწება -არ მინდა რომ შემეხო-ზიზღით უთხრა ურეაქციოდ მდგომმა თამუნამ და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში -ჩემი გაგიჟება გინდა?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა კაცმა და იმავე წამს უღონოდ დაუშვა ხელები დაბლა -ხვალ განქორწინებაზე განცხადებას ისევ შევიტან-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ სახე წაშლილ კაცს და კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად დაამატა- მინდა რომ ხელი მოაწერო -არ განვქორწინდებით!-კბილებში გამოსცრა გაგიჟებულმა კაცმა და სანამ კიდევ რამეს იტყოდა კარის სახელურის დაქაჩვის ხმა მისწვდა მის დაძაბულს სმენას, რის გამოც უმალ დაშოშმინდა. თამუნა მაშინვე კართან მივიდა გასაღები გადაატრიალა და გააღო -ბებოს სუნთქვა-აღმოხდა შვილიშვილის დანახვით აღფრთოვანებულ და მაშინვე ხელში აიყვანა ნახევრად მძინარე პატარა -შენთან მინდა-სლუკუნით უთხრა მარიამმა და მაშინვე ყელზე შემოხვია თავისი პაწაწინა თბილი ხელები -ჩემო პატარა-უმალ ცხვირი აეწვა თამუნას და ცრემლები მოეძალა, მაგრამ როგორღაც მოახერხა გაღიმება, სწრაფად გამკლავება მოწოლილ მძიმე ემოციებთან და შეშინებული პატარას დამშვიდება, როგორც კი თამუნა და მარიამი ოთახიდან გავიდნენ მაშინვე აივანზე გავარდა გაგიჟებული ზურა და რამდენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია დასამშვიდებლად, მაგრამ ამანაც რომ ვერ უშველა, სახლში შევარდა გაცოფებული მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და გასასვლელ კარს ეცა, გამოაღო, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა წასვლა და ისევ დაკეტა. საფულე, სიგარეტი, სანთებელა და მანქანის გასაღები იქვე ტუმბოზე, სანათის გვერდით, უწესრიგოდ დააყარა და ბევრი ფიქრის გარეშე მარიამის ოთახის კარი მოურიდებლად შეაღო და ცივი მზერა მიაყინა საყვარელი ქალის ჩამქრალ თვალებს -მეგონა წახვედი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა, შემდეგ კი აკანკალებული თითებით მარიამს თმაზე მოეფერა, რომელსაც მასთან ჩახუტებულს მშვიდად ეძინა -მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ შევძლი-გულწრფელად უთხრა კაცმა და ნელა მოუახლოვდა საწოლს -რას აკეთებ?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ როცა ზურა ზურგს უკნიდან აეკრო, ძლიერად შემოაჭდო მძიმე ხელი მუცელზე და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი გაყინული, უგრძნობი სხეული -განსაკუთრებულს არაფერს-ყურს უკან დაუჩურჩულა მომღიმარმა კაცმა აფართხალებულ ცოლს და შიშველ მხარზე ნაზად აკოცა -მორჩი სისულელეების კეთებას- გაბრაზდა თამუნა და მისი მძიმე ხელის მოშორება სცადა მუცლიდან -ტყუილად ფართხალებ ხომ იცი რომ მაინც არ გაგიშვებ-გამარჯვებულის ხმით ჩასჩურჩულა ზურამ და კიდევ უფრო მეტად მიიწება ძლიერ, უხეშ და მხურვალე სხეულზე საყვარელი ქალის უგრძნობი სხეული -მაღიზიანებს შენი შეხება-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ, იმის იმედად რომ მარტივად გამოიყვანდა წყობრიდან თავისი მწარე სიტყვებით ქმარს და სწრაფად დააღწევდა თავს მის ძლიერ მკლავებს -დაიძინე!-მბრძანებლურტი ტონით უთხრა ზურამ და ცხვირი მის ოქროსფერ ტალღებში ჩამალა -გთხოვ-ისევ შეეწინააღმდეგა თამუნა, რადგან საშინლად აღიზიანებდა მისი ზედმეტი სიახლოვე, შეხება და სურნელი -ჩშშ-ჩასჩურჩულა ზურამ ყურში და თვალები დახუჭა, თამუნაც მალევე დაშოშმინდა და გაჩუმდა რადგან დარწმუნდა რომ ახლა ზურასთვის წინააღმდეგობს გაწევა უაზრობა იყო, რადგან ამ კონკრეტულ სიტუაციაში მხოლოდ მარიამი ზარალდებოდა, რომელსაც მათი ყოველი მკვეთრი მოძრაობა და ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა ძილს უკრთობდა, ამიტომ ამჯეადაც დანებება ამჯობინა. თუმცა ვერაფრით შეძლო დამშვიდება რადგან საშინლად აღიზიანებდა ზურას სუნთქვის ხმა, უხეში შეხება, ალკოჰოლის და სიგარეტის მზაფრი ნაზავის საზიზღარი, ნაცნობი და უკვე მობეზრებული მწველი სურნელი. თამუნას ამ აუტანელმა მდგომარეობამ კარგა ხანს გასტანა, თუმცა როგორც კი ზურას ჩაეძინა როგორღაც მოახერხა მისი ძლიერი მკლავებიდან თავის დაღწევა და ისე ადგომა რომ არც ის და არც მარიამი არ გაეღვიძებინა, ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა, მაშინვე სამზარეულოში შევიდა და ყავის მომზადებას შეუდგა -მეც გამიკეთებ?-ინტერესით ჰკითხა იმ წამს შესულმა ნინიმ -შემაშინე-შეკრთა თამუნა -მამას შენთან და მარიმთან ერთად ეძინა? -ჰო-ისე უპასუხა დაბნეულმა ქალმა რომ მისკენ არ მიუხედია -დედა-ნელა მიუახლოვდა დაძაბული გოგონა აფორიაქებულს ქალს და ჩაეხუტა-მასთან ყოფნა აღარ გინდა? -არა-დაუფიქრებლად უპასუხა თამუნამ და ზემოდან დააცქერდა თვალებაწყლიანებულ გოგონას -რატომ?-ასლუკუნდა ნინი და სათვალე შეისწორა -ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და ყავის ჭიქა გაუწოდა -აღარ გიყვარს?-ინტერესით ჰკითხა ნინიმ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში გაღიზიანებულ ქალს -ნინი... ამაზე ლააპარაკი არ მინდა -ვხედავ როგორ იტანჯები მის გამო... მინდა ვიცოდე რა ხდება თქვენს შორის -როცა დრო მოვა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა... -განქორწინება გინდა მასთან?-ასლუკუნდა გოგონა -გთხივ არ იტირო-შეეხევეწა თამუნა შვილს და მაშინვე გულში ჩაიკრა -არ მინდა რომ დაშორდეთ-ამოილუღლუღა თვალებაწყლიანებულმა გოგონამ და ძლიერად ჩაეხუტა -ეს არც მე მინდა... მაგრამ არ შემიძლია ვაპატიო ის რაც ჩაიდინა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და მისი სახე ხელებშორის მოიქცია -დედა -ნინი გთხოვ-მკაცრი ტონით უთხრა აღელვებულმა ქალმა და სევდიანად გაუღიმა. დილით ყველამ ერთად ისაუზმეს მშვიდად, ისე თითქოს არაფერი განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა სახლში. მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალი თინა მთელი გზა ბუზღუნებდა -იქამდე არ მოისვენა შენმა ძმამ სანამ ეს მანქანაც არ დაამტვრია -მერე მე რატომ მეჩხუბები ბე?-სიცილით ჰკითხა თათიამ და ფეხს აუჩქარა რომ ახლა ამაზე არ ესაყვედურა მისთვის თინას -ნეტა იცოდე როგორ დავიღალე-ჩამწყდარი ხმით უთხრა თინამ და უკმაყოფილო სახით ახედა გვერდით მიმავალ შვილიშვილს- შენ მაინც მოიქეცი წესიერად, თიკასავით ვინმე არანორმალურს არ გადაეყარი და ბავშვით ხელში არ მოგვადგე უკან, თორემ ალბათ მართლა ჭკუიდან გადავალ -არ ინერვიულო ბე ჭკვიანად ვიქნები გპირდები-აკისკისდა თათია -იმ ლაშასგან თავი შორს დაიჭირე, გიგასავით და ნიკასავით, მეც საშინლად არ მომწონს ეგ ბიჭი -რატომ?-გაღიზიანდა თათია -რადგან შვილი ჰყავს ამის გამო არ აქვს უფლება, რომ ვინმე უყვარდეს? -გგონია უყვარხარ?-გამომცდელი მზერით შეხედა თინამ დაბნეულ გოგონას, რომელიც მისმა მზერამ, ტონმა და გამოხედვამ ისე დააბნია რომ ხმის ამოღება ვერ შეძლო, ამიტომ მთელი დარჩენილი გზა უხმოდ იარეს. ორივე შეკრთა როცა სახლთან მისულებმა იგრძნეს მათ უკან, ძალიან ახლოს, როგორ გაჩერდა მკვეთრი დამუხრუჭებით სწაფად მომავალი მანქანა. საჩხუბრად გამზადებული, თინა მაშინვე მიტრიალდა, მაგრამ სახეზე უმალ ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა რადგან მანქანიდან გადმოსული მომღიმარი მძღოლის მაღალი სილუეტი, მათი კარის მეზობელი გიორგი დადეშქელიანი აღმოჩნდა, რომელიც მთელი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა ერთ ადგილზე მიყინულ თათიას -გიორგი შვილო როდის ჩამოხვედი?-ინტერესით ჰკითხა თინამ მომღიმარ მიახლოებულ ბიჭს და გადაკოცნა -გვიან ღამით-ხმა დაბალი ტონით უთხრა აღელვებულმა ბიჭმა და მასთან ძალიან ახლოს მდგომ გოგონას უცნაური მზერით შეხედა, დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -წარმომიდგენია მაიას რა რეაქცია ექნებოდა, ასე მოულოდნელად რომ დაადგებოდი თავს დილაადრიან-გაეღიმა თინას და აივნისკენ გაიხედა საიდანაც მოუსვენარი ნიცა ეძახდა-მოვდივარ ბებოს სიხარულო-გასძახა ქალმა შვილთაშვილს და დაბნეულ თათიას პარკები გამოართვა, ეზოს რიკინის, ძველი, მძიმე და საღებავაყრილი კარი წვალებით გააღო და შიგნით შევიდა. გიორგისთან, პირისპირ მარტოდ დარჩენილი გოგონა საშინლად დაიძაბა და აღელდა, წამიერად ისევ გაექცა მზერა მისი მომღიმარი სახისკენ თუმცა, ვერ შეძლო გამკლავებოდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას, ამიტომ მაშინვე აარიდა თვალი და მის ცისფერ უძირო სფეროებს, თავი დახარა და მიტრიალება გადაწყვიტა რადგან ძალა არ ეყო მისთვის რამის სათქმელად -თათია-შეეხმიანა ბიჭი მიბრუნებულ გოგონას და უცნაური მზერა ააყოლა მის ზედმეტად გამხდარ სხეულს -რა?-უკმაყოფილო ტონით უთხრა გოგონამ და მისკენ მიტრიალდა -მომენატრე-ირონიული ტონით უთხრა ბიჭმა და ფეხებ გადაჯვარედინებული ზურგით მიეყრდნო მანქანას, შემდეგ სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მშვიდად მოუკიდა და გააბოლა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია თათიას ალეწილი სახისთვის -ეწევი?-რატომღაც გაუკვირდა გოგონას -შენ? არ მოგენატრე?-გამომწვევი ტონით ჰკითხა გიორგიმ და თავხედური მზერა ააყოლა მის სუსტ, გამხდარ სხეულს -ისევ ისეთი აუტანელი ხარ!-თვალები აატრიალ გაღიზიანებულმა გოგონამ და მიტრიალდა -სერიოზულად-ცინიკური ტონით ჰკითხა გიორგიმ და სწრაფად მიუახლოვდა ზურგით მდგომ, ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და ძალიან გამაღიზიანებელი ტონით ყურეს უკან ჩასჩურჩულა-საერთოდ არ მოგენატრე?- გაბრაზებული გოგონა მაშინვე მისკენ მიტრიალდა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -არა!- მკაცრი ტონით უთხრა და ოდნავ უკან დაიხია რადგან მისმა ზედმეტმა სიახლოვემ თავისდაუნებურად ააფორიაქა -სულ ოდნავ მაინც?-არ ეშვებოდა გიორგი და მის გაღიზიანებას განაგრაძობდა -ღმერთო რა ცინიკოსი ხარ-საბოლოოდ მაინც წყობრიდან გამოვიდა თათია და მკვლელი მზერით მიაჩერდა თვალებში. მისი ალეწილი სახის შემხედვარე ბიჭს ირონიულად გაეღიმა და როცა სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია, ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის წაშლილ სახეს. თათიას მის მოულოდნელ შეხებაზე ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დენმა დაარტყაო, უნებურად გააჟრჟოლა, შეხების ადგილას კი კანი საშინლად აეწვა, ამიტომ მაშინვე უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან და ოდნავ უკან დაიხია- საშინლად აუტანელი ხარ-მკაცრი ტონით უთხრა და რამდენიმე წამის განმავლობაში სრულიად გაუაზრებლად მის ცისფერ უძირო სფეორებში ჩაიკარგა -იცი? გაბრაზება საშინლად გიხდება- ცინიკური ტონით უთხრა გიორგიმ და სიგარეტია ლურჯი კვამლი მისი სახისკენ მიმართა -ვერ გიტან- გულწრფელად უთხრა გოგონამ და უცნაური მზერა მიაყინა მის სიგარეტიან ხელს -ვერც მე-დამცინავი ტონით უთხრა გიორგიმ დ ნაზად ჩააყოლა ხელი მის ოქროსფერ, ნაზ ტალღოვან თმას, თან ისე რომ წამით თვალს არ აშორებდა მის ამღვრეულ მწვანე ჩამუქებულ სფეროებს, შემდეგ უმისამართოდ მოისროლა სიგარეტის ბოლომდე ჩამწვარი ღერი და მეორეს მოუკიდა მომღიმარი სახით -ჩემს თმას აღარ შეეხო გიკრძალავ-მბრძანებლური ტონით უთხრა თათიამ, თან მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და არ გასცინებოდა -რა მკაცრი ხარ-გიჟივით გაეცინა გიორგის, მის ისტერიულ სიცილზე კი თათიასაც გაეღიმა -სერიოზულად გეუბნები თმაზე აღარ შემეხო! -აკრძალვებს ნუ მიწესებ!-უცებ დასერიოზულდა გიორგი, წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, თავზე წამოადგა მისი უხეშობით დაბნეულ გოგონას, სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია და თმები აუჩეჩა ორივე ხელით -დამპალო-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ზურგი აქცია -კიდევ შევხვდებით-მუქარით უთხრა გიორგიმ და მაშინვე საჭეს მიუჯდა მომღიმარი სახით, მანქანა უკუსვლით გაიყვანა ჩიხიდან, ადგილზე მოატრიალა და გაზს ბოლომზე მიაჭირა. -რას გავხარ-სახლში შესვლისთანავე ეს უთხრა აკისკისებულმა თიკამ, თათიას -იმ იდიოტმა ამიწეწა-მომაბეზრებლად თქვა გოგონამ და სარკის წინ დადგა -მივხვდი-ნიშნის მოგებით უთხრა თიკამ -ისევ ისეთი აუტანელია-თვალები აატრიალა თათიამ და მაგიდასთან მის პირდაპირ დაჯდა -ნეტა რატომ არ ბეზრდებე ამ ბიჭს შენი წვალება?!- შეიცხადა თიკამ -იდიოტია და იმიტომ -ძალიან კარგი ბიჭია-გამოსძახა გოგონებს სამზარეულოდან მომღიმარმა თინამ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.