შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 8 )


24-04-2022, 12:16
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 599

ვუყურებდი მომღიმარ კაილს და იმაზე უფრო მეტად რომ ახლა და აქ ჩემს წინ იდგა დანიელის რეაქცია მაკვირვებდა, მოგონებებიდან მახსოვდა რომ არასდროს არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა ანას ანუ მე არასდროს მომწონდა იმის მიუხედავად რომ ვიცოდი ვუყვარდი და ჩემზე დაქორწინებას გეგმავდა, კრისისგან და ლევინისგანაც მხოლოდ ის მესმოდა თუ როგორ ვერ იტანდნენ, სანი და სონია მტერს და მოღალატეს ეძახიან, ის კი ისე დგას ჩვენს წინ და ისე გულითადად გვიღიმის თითქოს არასდროს არაფერი დაეშავებინოს და ჭიანჭველისთვისაც კი არ დაედგას ფეხი, დანიელს შევხედე რომელიც უმეტყველო სახით შეჰყურებდა მომღიმარ კაილს, ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული?
- შენს ახალ მეგობარს არ გამაცნობ დანიელ? -კაილმა ისეთი მზერა შემავლო და ისე თბილად გამიღიმა რომ ცოტა დამაკლდა და თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი, მასზე ცუდად რომ ვფიქრობდი.
- გეყოფა თამაში მშვენივრად იცი ვინც არის, -ჩაიღრინა დანიელმა და ისე მომიჭირა წელზე ხელი ტკივილისგან ტუჩებზე მომდგარი კვნესა ძლივს შევიკავე, კაილი მოგვიახლოვდა და ხელი გამომიწოდა.
- გამარჯობა ბიძაშვილო, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ აქ, ახლა და ასეთ სიტუაციაში შეგხვდებოდი, თუმცა უნდა ვაღიარო რომ შენი ნახვა გამიხარდა, -მშვიდად წყნარად თბილად მესაუბრებოდა და მიღიმოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი მის კეთილგანწყობაში ეჭვი უნდა შემეტანა თუ არა, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ სანამ ხელს ჩამოვართმევდი დანიელს ავხედე თითქოს ვეკითხებოდი, თითქოს ნებართვას ვთხოვდი მივსალმებოდი თუ არა, კაილის რეაქცია არ გამომპარვია, ირონიულად ჩაიღიმა თუმცა გამოწვდილი მარჯვენა უკან არ წაუღია, მოთმინებით მელოდებოდა, ხელი შევაგებე და შევეცადე მისთვის გამეღიმა, არ ვიცი რამდენად გამომივიდა და თუ გამომივიდა ჩემი ღიმილი მისი ღიმილისნაირი გულწრფელი ნამდვილად არ იქნებოდა, სულ რამდენიმე წამით შემეხო, საოცრად თბილი ხელები ჰქონდა, მიყურებდა ულამაზესი ცისფერი თვალებით და საერთოდ არ ჰგავდა კაილს ჩემი მოგონებებიდან.
- რა ხდება არ მელაპარაკები თუ ლაპარაკისთვისაც ნებართვას ელი? -ჯერ მე შემომხედა შემდეგ დანიელს და გრძელი თითებით მომხიბვლელად გადაიყარა სწორი ქერა თმა შუბლზე.
- სიმართლე რომ გითხრა მე თვითონაც მიკვირს ამას რომ ვამბობ მაგრამ სასიამოვნოა შენი ნახვა, -კაილს გავუღიმე და დანიელს მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი, ვგრძნობდი რომ სადაც იყო აფეთქდებოდა.
- რა გინდა კაილ, შენი მოსვლა ჯერ ადრე იყო, ტყუილად არ მოხვიდოდი, -დანიელი ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
- ჰოო, მე ხომ ცუდი ბიჭი ვარ რომელიც ტყუილუბრალოდ არასდროს არაფერს აკეთებს, არ მოგბეზრდათ ყველაფერში ჩემი დადანაშაულება და ჩემს ყოველ ნაბიჯში ეჭვის შეტანა, უბრალოდ მინდოდა საყვარელი ბიძაშვილი მენახა ეს არის და ეს, -დავიფიცებდი რომ მის ხმაში აშკარა წყენა და გულისტკივილი ისმოდა.
- კარგი რა ვიღაც გარეშე რომ გვისმენდეს იფიქრებდა რომ უსაფუძვლოდ გჩაგრავთ, -საიდანღაც გამოჩენილმა სონიამ კაილს მხარზე ხელი დაჰკრა და შესცინა, -ნუ წუწუნებ, ყოველთვის შენი თავქარიანობის გამო გვიფუჭდება საქმეები.
- სახლში შედით მე და ანა ცოტა ხანში შემოგიერთდებით, -დანიელმა ისეთი ხმით მიმართა ორივე მაშინვე შებრუნდნენ და სახლისკენ გაუყვნენ ბილიკს, დანიელი იქვე ჩამოჯდა და მეც მის გვერდით მიმითითა, ერთხანს ღიმილით მიცქერდა და ელოდა როდის დავიწყებდი.
- აბა, მიდი მკითხე რაც გაინტერესებს, ასე ნუ მიყურებ, სახეზე გაწერია რომ უამრავი კითხვა გაქვს, თუნდაც კაილთან დაკავშირებით.
- არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ბოლოს და ბოლოს მომიყევი ყველაფერი ამიხსენი რა ხდება თორემ უკვე თავში ყველაფერი ამერია, ჩემს მოგონებებში კაილი სულაც არ ჩანდა ასეთი კეთილი და საყვარელი...
- საყვარელი? ფიქრობ რომ საყვარელია? -სიტყვა შემაწყვეტინა, გაფართოებული თვალებით მიყურებდა და ტუჩს იკვნეტდა.
- შენ რა ეჭვიანობ? -სიცილი ძლივს შევიკავე.
- არა, სულაც არა, რატომ უნდა ვიეჭვიანო, -მაშინვე იუარა და ეცადა ისევ სერიოზული და არაფრისთმქმელი გამომეტყველება მიეღო, პატარა შეყვარებული ბიჭივით იქცეოდა და ისეთი საყვარელი იყო რომ ძლივს შევიკავე თავი რომ არ დავტაკებოდი და მის იდეალურ სხეულზე აქვე არ შემომეგლიჯა ტანსაცმელი.
- ჰოდა თუ არ ეჭვიანობ მაშინ ამიხსენი რა ხდება და რას აკეთებს აქ კაილი.
- კაილი არასდროს ყოფილა მამამისის მხარეს, უბრალოდ ყველანი ისე ვიქცეოდით რომ მისი ჩვენთან კავშირი რაც შეიძლება ძნელი შესამჩნევი ყოფილიყო, ის ჩვენზე ბევრად უფროსია, მამამისის საქმეებში არასოდეს ერეოდა თუმცა შენმა დაღუპვამ ყველაფერი შეცვალა, კაილს უყვარდი, ისე უყვარდი როგორც პატარა ბიძაშვილი შეიძლება გიყვარდეს, შემდეგ აზადმა დაიჟინა რომ უნდა დაქორწინებულიყავით...
- ანა როგორ დაიღუპა დანიელ? ამაზე არავინ არაფერს მეუბნება.
თვალი ამარიდა, სახეზე ხელები აიფარა და ერთხანს ღრმად სუნთქავდა, თითქოს ცდილობდა ერთბაშად მოწოლილ მოგონებებს როგორმე გამკლავებოდა.
- ჩემი ბრალი იყო, ამის დედაც, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ვერ გავთვალე რომ ეს მოხდებოდა, -ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა, -მხოლოდ მე შენ და კაილმა ვიცოდით ჩვენი შეხვედრის ადგილი, კაილი გვეხმარებოდა რადგან საერთოდ არ უნდოდა დაქორწინება მითუმეტეს ბიძაშვილზე, იმ დღეს საბოლოოდ ვაპირებდით ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევას, ცოტა ხნით დედამიწას შევაფარებდით თავს, მაშინ მამაშენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედამიწა არ კონტროლდებოდა, ახლაც კი თავისუფლად შეგვიძლია აქ დამალვა და მაშინ უფრო ადვილი იყო, კაილს სიმთვრალეში ყველაფერი თავის საყვარელთან წამოცდა რომელიც მამამისის ჯაშუში გამოდგა, აზადმა ყველაფერი ისე მოაწყო თითქოს მამაშენის გამოგზავნილმა მცველებმა მოგკლეს და შემდეგ მამაშენმა დანაშაულის გრძნობას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა, დიდი ხანი დამჭირდა, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის რომ სიმართლე გამეგო, კაილი მეხმარებოდა, შენმა სიკვდილმა ძალიან იმოქმედა მასზე დღემდე საკუთარ თავს ადანაშაულებს, არ ვიცი, შეიძლება ამ დანაშაულის გრძნობის გამოა რომ მამამისის წინააღმდეგ წავიდა და მეამბოხეებს ჩვენთან ერთად ჩაუდგა სათავეში...
- აშკარად მხოლოდ კაილს არ აწუხებს დანაშაულის გრძნობა, წარმოდგენაც არ მინდა ამ დროის განმავლობაში თავს როგორ გრძნობდი, -კალთაში ჩავუჯექი ხელები კისერზე მოვხვიე და სახე მის მხრებზე ჩამოყრილ თმებში ჩავრგე, შეცბა ჩემგან ასეთ საქციელს არ ელოდა, გაკვირვებისგან დამრგვალებული, ხშირი წამწამებით დაჩრდილული შავი თვალებით მიყურებდა, რამდენიმე წამის შემდეგ თვითონაც მომხვია ხელები და მაგრად მიმიკრა სხეულზე.
- როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო, იმის მერეც კი რაც მოგიყევი მაინც ჩემზე ფიქრობ.
- შენ არაფერ შუაში ხარ დანიელ, ამას ვერავინ გათვლიდა, ყველაფერი ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო, მთავარია რომ ახლა ერთად ვართ.
- ვგიჟდები შენზე, -ვნებიანი დაბოხებული ხმით ჩაიჩურჩულა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ხარბად დამეწაფა ტუჩებზე, ყელის დაგემოვნებაზე რომ გადავიდა თავი ვეღარ შევიკავე და კვნესა აღმომხდა, ამან უფრო გაახელა, ერთი მარტივი მოძრაობით გადამაძრო მაისური და ამჯერად ჩემი გამაგრებული კერტები მოიქცია ტუჩებში, კოცნა არ შეუწყვეტია ისე ჩამიცურა თითები საცვლის შიგნით და სისველე რომ იგრძნო ამოიგმინა.
- დანიელ, ასე არ შეიძლება ბაღში ვართ, -თვითონაც არ ვიცოდი რას ან რატომ ვამბობდი, ისე მეფერებოდა ჭკუას მაკარგვინებდა, მისი თითები და ტუჩები ყველაფერს მავიწყებდა, საერთოდ არ მაინტერესებდა ვინმე დაგვინახავდა თუ არა, გავგიჟდებოდი ზუსტად აქ და ახლავე დანიელი ჩემში რომ არ მეგრძნო...
- შემომხედე, ანა თვალებში მიყურე, -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა, ზანტად გავახილე თვალები, ხელი კერ კიდევ ჩემს საცვალში ჰქონდა მოფერებას არ წყვეტდა, თვალს არ აშორებდა ჩემს სიამოვნებისგან შეშლილ სახეს და ნეტარებდა.
- მიყურე და არ შეგეშინდეს კარგი? -ჩაიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ გამკვრივდა ჩვენს გარშემო ჰაერი, მერე თითქოს გათხევადდა გამსუბუქდა, ნელ-ნელა ნაცრისფერი ნისლის კედელი შემოგვერტყა გარს რომლის შიგნითაც ვარსკვლავები ელავდნენ და კიაფობდნენ, მიწას მოვწყდით...
- უწონადობა, აი თურმე როგორი ყოფილა, -აღმომხდა და აღფრთოვანებულმა მიმოვიხედე, -მითხარი ამას როგორ აკეთებ?
- ვაკეთებთ, ჩვენ ვაკეთებთ ანა, აქამდე ასე სრულყოფილად არასოდეს გამომსვლია.
- მე კი არასოდეს მიფიქრია იმაზე რომ უწონადობაში მექნებოდა სექსი, თანაც შენნაირ არანორმალურად სიმპათიურ ბიჭთან, -ღიმილით გადავაძვრე მაისური და შარვლის სათავეს წავეტანე.
- სითამამე გიხდება, პირდაპირობაც, ნამდვილი სრულყოფილება ხარ, ის რასაც შენი ყურებისას, შენთან სიახლოვისას განვიცდი, აქამდე არასდროს მიგრძვნია, არც ადრე, ეს რაღაც სხვაა, -ჩურჩულებდა და უკვე მთლიანად შიშველ სხეულს მიკოცნიდა, მერე ზურგზე გადაწვა, თეძოებში ხელი ჩამავლო და ასო*ზე შემომისვა,
- ააჰ ჯანდაბა, -ამოვიკვნესე სასიამოვნო სისავსის შეგრძნებისას და მოძრაობა დავიწყე.
- - - - - - -
- რა ხდება როგორი ნეტარი სახეები გაქვთ, -ჩაიფხუკუნა კრისმა და ლევინს გაკრა მხარი რომელიც აშკარად ძლივს იკავებდა თავს რომ გულიანად არ გადაეხარხარა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე სირცხვილისგან, ჯერ კიდევ არ ვიყავი მიჩვეული მათ ხუმრობებს, დანიელმა ხელი მომხვია, მკერდზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა.
- გეყოფათ, ჩემს გოგოს ნუ აბრაზებთ, ხომ ხედავთ როგორი მორცხვია, -ღიმილით გადახედა ბიჭებს, სავარძელში ჩაეშვა და ძალაუნებურად მეც მის კალთაში აღმოვჩნდი.
- რას ვიფიქრებდით ანა ასე თუ დაგატკბობდა თორემ მე და სონია ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის რომ უფრო ადრე დაბადებულიყო, -სანიმ ისეთი სახით გადმოგვხედა წამით ეჭვი შემეპარა იმაში ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა, მაგრამ როცა სონიამ გემრიელად ჩასცხო ბეჭებში და თვალებიდან ნაპერწკლები წამოაყრევინა მეც ვეღარ შევიკავე სიცილი, ერთადერთი კაილი იჯდა ჩუმად, არაფერს ამბობდა უბრალოდ გვიყურებდა და იღიმოდა.
- ალბათ დანიელმა მოგიყვა კაილის შესახებ, გითხრა რომ ჩვენ მხარეს არის და გვეხმარება? -სონიამ სიტუაციის განსამუხტად სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა.
- სად ეცლებოდათ კაილზე სალაპარაკოდ თორემ კი, -ამჯერად კრისმა გამაწითლა და მართლა გავბრაზდი როცა დავინახე როგორ დაურტყა ლევინმა ზურგს უკან გაშლილ ხელზე ხელი.
- მშვიდად პატარავ ხომ გაგაფრთხილე რომ უბრალოდ ასე ხუმრობენ და შენს გაბრაზებას და გამოწვევას ცდილობენ, -ჩემდა გასაოცრად უჩვეულოდ მშვიდმა დანიელმა მხრებზე თმა შემისწორა და ლოყაზე მომაკრო მხურვალე ტუჩები.
- ნერვებს მიშლიან, მინდა რომ ორივე მოვგუდო და სანიც ზედ მივაყოლო, -ჩავიბურტყუნე და ღრმად ამოვისუნთქე რომ დავმშვიდებულიყავი.
- ნუ გეშინია მაგის დროც მოვა, ცოტა ხანში შეძლებ რომ ორივე მაგრად დაბეგვო, -კაილმა როგორც იქნა ხმა ამოიღო, შეთქმულივით ჩამიკრა თვალი და გამიღიმა.
- რას გულისხმობ?
- კაილი ჩვენთან ერთად იცხოვრებს და შენი მწვრთნელი იქნება, -უემოციოდ ჩაილაპარაკა დანიელმა.
- სერიოზულად? წეღან ისე შეხვდით ერთმანეთს ვიფიქრე რომ...
- უბრალოდ ასე ადრე არ ველოდი.
- შენ რატომ არ შეგიძლია რომ მასწავლო?
- შენს სიახლოვეს ყურადღების მოკრება მიჭირს, -უხერხულად გაიღიმა და ისე საყვარლად მოილოკა ტუჩები რომ საერთოდ დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდით, ის იყო მისი ტუჩებისკენ დავიხარე რომ სონიას ჩახველებამ მომიყვანა გონს.
- მგონი პასუხი მიიღე იმაზე თუ რატომ ვერ იქნება შენი მწვრთნელი დანიელი, ყოველ შემთხვევაში საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი ნამდვილად ვერ იქნება, სხვა რამეზე ვერაფერს ვიტყვი, -ეშმაკურად ჩაიღიმა.
- კარგი რა სონია, შენგან მაინც არ ველოდი ამას, -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე.
- უნდა მიეჩვიო რომ მინიმუმ მომდევნო ასი წელი თქვენზე ვიხუმრებთ.
- ასი წელი? მე... გინდა მითხრა რომ...
- ალბათ აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი რომ უკვდავი ხარ ისევე როგორც ჩვენ, შენი მოკვლა რათქმაუნდა შესაძლებელია მაგრამ თუკი არაფერი შეგემთხვევა ათასობით წელი იცოცხლებ.
- ოჰო, მართლაც ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
- ჰოდა ამ ყველაფერში კაილი დაგეხმარება, -დანიელი ფრთხილად მომეფერა ლოყაზე და ისეთი მზერა შემომანათა მივხვდი აშკარად არ ეპიტნავებოდა ჩემი კაილთან ერთად ვარჯიში თუმცა იცოდა რომ ასე უკეთესი იყო და ცდილობდა ისე მოქცეულიყო მისი ეჭვები არ დამენახა, იცოდა რომ მისი ეჭვები უსაფუძვლო იყო თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა, არ ვიცი ჩვენი კავშირის გამო იყო თუ იმის გამო რომ სიგიჟემდე მიყვარდა მაგრამ ახლა დანიელი ჩემთვის გადაშლილი წიგნივით იყო და ეს ძალიან მომწონდა.
- კაილი ჩვენს შორის ყველაზე უფროსია, ყველაზე გამოცდილი და თანაც მისი ერთ-ერთი უნარი სხვათა უნარების აღმოჩენა და განვითარებაა, ასე რომ ის შენთვის საუკეთესო მასწავლებელი იქნება, სამი კვირა გვაქვს, ყოველდღე ივარჯიშებთ ხოლმე, დროდადრო მეც შემოგიერთდებით.
- მერე რა მოხდება?
- როცა მზად იქნები გაჩვენებთ როგორია ნამდვილი სამყარო, ახლა კი წამოდი, წყალი გადავივლოთ და დავიძინოთ, -ჩემთან ერთად წამოდგა, ხელში ამიტაცა და ჩემი პროტესტის მიუხედავად ასე ხელში ატატებული, სიცილ-ხარხარის თანხლებით წამიყვანა გასასვლელისკენ.
- - - - - - -
თვალი რომ გავახილე და ჩემს გვერდით ვერ დავინახე, უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე, მისი ბალიში ჩავიხუტე და ჩემი საყვარელი სურნელი ღრმად შევისუნთქე, მგონი დანიელი აკვიატებად მექცა, ვატყობდი რომ უკვე მანიაკივით ვიქცეოდი, ერთი წუთითაც რომ ვერ ვხედავდი მენატრებოდა, მისი სიახლოვე არ მყოფნიდა და ალბათ არც არასოდეს მეყოფოდა, ეგოისტურად მინდოდა რომ მუდამ ჩემს გვერდით ყოფილიყო, -უნებურად გამეღიმა როცა გავიაზრე რომ მთელი ღამე უსიზმროდ მეძინა, აშკარად კარგად მოქმედებდა ჩემზე, თავს კარგად ვგრძნობდი, დასვენებული, ენერგიით სავსე და კმაყოფილი ვიყავი, პირველად ვგრძნობდი თავს ასე სავსედ და ბედნიერად, წამოვდექი, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და საძინებლიდან გავედი, სახლში უცნაური სიჩუმე იყო გამეფებული, არავინ შემხვედრია, ბოლოს როგორც იქნა ვერანდაზე კაილს მივაგენი, სარწეველა სავარძელში იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული, ერთ ხელში ჩაის ფინჯანი ეკავა მეორეში გაზეთი, ისეთი უბრალო იყო, ისეთი ჩვეულებრივი... დამინახა თუ არა გაზეთი გვერდზე გადადო და წამოდგა
- სანამ მკითხავ სად არიან გეტყვი რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდათ, გავიდნენ და საღამომდე არ იქნებიან, დღეს სახლში მხოლოდ ჩვენ ვართ.
- ისე ეჩქარებოდა რომ შეტყობინებაც ვერ დამიტოვა? -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, კაილს გაეღიმა.
- მართლა ძალიან სასწრაფო საქმე ჰქონდათ, ეპატიება, რომ მოვა ყველაფერს აგიხსნის, სხვათაშორის შენი თავი მე ჩამაბარა და დღეს შენს განწყობაზე მე ვზრუნავ, მიდი ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ, ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვიცი არაჩვეულებრივ დარიჩინიან ფუნთუშებს ამზადებენ, ჩაიზე და ფუნთუშებზე რას იტყვი?
- ფუნთუშები კარგი იქნებოდა მაგრამ ასე წამოსვლა მომიწევს, სხვა ჩასაცმელი არაფერი არ მაქვს,
-უხერხულად გავიღიმე, -დღეს უნდა წავსულიყავით მე და სონია საყიდლებზე მაგრამ როგორც ჩანს გადადება მომიწევს.
- რატომ უნდა გადადო? ჯერ ვისაუზმოთ და მერე შენთვის რაღაც-რაღაცეები შევარჩიოთ.
- კარგი რა, არ მითხრა რომ საყიდლებზე სიარული მოგწონს, -ეჭვით შევხედე.
- ზოგადად არ მომწონს მაგრამ შენთვის როგორმე ავიტან, -მივხვდი რომ შეამჩნია სულ რაღაც ერთი წამით როგორ შემეცვალა სახე, ღიმილით მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო.
- მისმინე ანა, არ ვიცი წინა ცხოვრებიდან რა გახსოვს ან ახლა რას ფიქრობ ჩემს შესახებ მაგრამ მინდა აქედანვე გარკვეული გვქონდეს ყველაფერი, ჩვენ ბიძაშვილები ვართ და მამაჩემის აკვიატების მიუხედავად არასდროს შემომიხედავს შენთვის როგორც ქალისთვის, მიყვარხარ როგორც პატარა დაიკო რომელიც არასდროს მყოლია და როცა შენ დაიბადე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ერთი დღისაც კი არ იყავი როცა პირველად ხელში აგიყვანე, თვალებში ჩაგხედე და მივხვდი რომ ამ უკიდეგანო სამყაროში მარტო აღარასოდეს ვიქნებოდი, კინაღამ მოვკვდი როცა ჩემი სისულელის გამო დაგკარგეთ, ახლა კი ყველანაირად ვეცდები მეორე შანსი გამოვიყენო და ყველასგან და ყველაფრისგან დაგიცვა, იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს...
კიდევ რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ უკვე აღარ მესმოდა, მთელი ძალით ვეხუტებოდი და ხმამაღლა ვტიროდი, დიდხანს მამშვიდებდა, თავზე ხელს მისვამდა და მეჩურჩულებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- არ ვიცოდი ასეთი გულჩვილი თუ იყავი, -ღიმილით მომაწოდა ცხვირსახოცი როცა უკვე დამშვიდებული ჩამსვა სავარძელში და თვითონ ჩემს მოპირდაპირედ მოკალათდა.
- უბრალოდ არ ვარ მიჩვეული ამდენ სიყვარულს, მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვისმენდი რომ არავის ვუყვარდი და არავის ვჭირდებოდი, ყველასთვის არასასურველი არსება ვიყავი რომლის თავიდან მოშორებასაც ცდილობდნენ, არასოდეს მყოლია ოჯახი და მეგობრები, ყოველთვის მარტო ვიყავი, მერე კი ასე ერთბაშად დამატყდით თავს, დანიელი, სანი და სონია, კრისი და ლევინი, ახლა კი შენც, არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ხდება, მე ოჯახი მყავს, თქვენ მყავხართ...
- დღეისთვის ამდენი ცრემლის ფრქვევა საკმარისია, ადექი მივდივართ, -ხელი გამომიწოდა რომ წამოდგომაში დამხმარებოდა, -ცდილობდა გრძნობები არ შეტყობოდა თუმცა მის თვალებში ვხედავდი რომ ჩემზე არანაკლებ აღელვებული იყო.
- - - - - - -
- ეს ფუნთუშები მართლაც არაჩვეულებრივია, მართალი იყავი, -მეოთხე ფუნთუშას დავწვდი და ცარიელ თეფშს ისეთი თვალებით დავხედე რომ კაილი უსიტყვოდ მიმიხვდა, მიმტანს უხმო და კიდევ შეუკვეთა.
- მიხარია რომ მოგეწონა, აი სწორედ ასეთი თითქოსდა უმნიშვნელო დეტალების გამო მიყვარს დედამიწა.
- მოიცა, რა გინდა მითხრა რომ დედამიწა დარიჩინიანი ფუნთუშების გამო გიყვარს?
- იმ ადამიანების გამო მიყვარს რომლებიც ასეთ საოცრებებს ქმნიან.
- ეს მგონი ერთი და იგივეა, უცნაური ვინმე ხარ, შენი ვერაფერი გამიგია, რომში ვართ სადაც კოლოსეუმია, წმინდა პეტრეს ტაძარი, სიქსტეს კაპელა, ტრევის შადრევანი და შენ ამბობ რომ დედამიწა ფუნთუშების და კონდიტერების გამო გიყვარს?
ერთხანს უხმოდ მიცქერდა და მერე ისე გულიანად გადაიხარხარა რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა თუმცა კაილს ეს ნაკლებად ადარდებდა.
- ჩემი ასაკის რომ იყო და იმდენი რამ გქონდეს ნანახი რაც მე მინახავს მაშინ რაღაც-რაღაცეებს სხვანაირად შეაფასებდი და ისეთ მნიშვნელობას აღარ მიანიჭებდი როგორსაც ახლა ანიჭებ.
- რამდენი წლის ხარ კაილ?
- იმდენის რომ ხანდახან ვფიქრობ აქამდე როგორ არ შევიშალე, -უდარდელად გაიცინა, საზურგეს მიეყრდნო და ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები კეფაზე შემოიჭდო.
- ასეთი ძნელია უკვდავობა?
- ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი დედამიწაზე მაქვს გატარებული, ყოველთვის მამაშენთან უფრო კარგი ურთიერთობა მქონდა ვიდრე მამაჩემთან, მამაშენს კი ძალიან უყვარდა აქაურობა, მეც შემაყვარა, აქაურობას ისე შევეთვისე, როგორ გითხრა, წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ ერთ დღეს დედამიწამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს, ალბათ დედამიწაზე რომ არ მეცხოვრა, ადამიანებთან ურთიერთობა რომ არ მქონოდა ბევრად გამიადვილდებოდა ათასწლეულობით ცხოვრება თუმცა აქ მართლაც ძალიან ძნელია, ადამიანები ისეთი უცნაურები და ამოუცნობები არიან...
- სასტიკები, სუსტები და უგულოები, -მოკლედ მოვჭერი.
- ჰო და ამავდროულად კეთილები, ძლიერები და მგრძნობიარეები.
- კარგი ერთი, -ირონიულად ჩავიცინე.
- უამრავი რამ მინახავს, ყოფილა დრო როცა მათი სისასტიკის და უმეცრების გამო მიტირია და ისეც მომხდარა რომ მათი უზომო სიკეთის და თანაგრძნობის გამო მიღვრია ცრემლი, ხანდახან მინატრია რომ შემძლებოდა მეხსიერებიდან რამდენიმე ასეული წელი წამეშალა, არადა ვერ წარმოიდგენ როგორი კარგი მეხსიერება მაქვს, -მწარედ ჩაიცინა და აწყლიანებული ცისფერი თვალები მომაპყრო, ახლა უკვე მეშინოდა იმის რომ უკვდავი ვიყავი, წარმოდგენაც კი არ მინდოდა რას მალავდა მისი მრავალწლიანი მეხსიერება.
- ალბათ რაღაც მხრივ საინტერესოც კია, ალბათ რამდენ ცნობილ პიროვნებას შეხვედრიხარ.
- ჰო რათქმაუნდა ასეა, თუმცა მირჩევნია თუ ამაზე არ ვისაუბრებთ.
- რატომ?
- არ მინდა მთელ რიგ საკითხებზე წარმოდგენა შეგეცვალოს, ხანდახან უმჯობესია რაღაცეები ისე დარჩეს როგორ არის.
- კარგი რა, ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ, ბოლოს და ბოლოს აქაურობა მამაჩემმა შექმნა, ისეთი რა უნდა მითხრა რომ გამაკვირვო.
- ხანდახან ძნელია მიხვდე და გაითავისო რომ ის რაც მთელი ცხოვრება ჭეშმარიტებად მიგაჩნდა ჩვეულებრივი ფარსია, თუმცა მართალი ხარ შენ ხომ შენ ხარ და ჩვეულებრივი ადამიანივით არ ხარ დამოკიდებული დოგმებზე ლეგენდებზე და ფსევდო სასწაულებზე, შენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს იმას სიკვდილის შემდეგ სად წახვალ და საერთოდ წახვალ თუ არა, არც იმის გამო ჩავარდები დეპრესიაში და ს არ გადაწყვეტ თუ გეტყვი რომ ყველა ლოცვა ვედრება ამაოა და თუ ტვინს და თავს არ გაანძრევ იქ ზემოთ, -საჩვენებელი თითით სადღაც უსასრულობაში მიმითითა და უმისამართოდ გაიღიმა, -იქ ზემოთ ყველას მაგრად კიდია ფეხებზე რა მოგივა.
- ემოციური გამოსვლა იყო დამბურძგლა, შეხედე, -მკლავზე ვანიშნე და ისევ ფუნთუშებს მივუბრუნდი, გაეცინა და ერთხანს დუმდა თუმცა ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- კარგი რა ასე უემოციოდ როგორ შეგიძლია ეს ყველაფერი მიიღო, ბოლოს და ბოლოს აქ დაიბადე და გაიზარდე როგორც ადამიანი, მორწმუნე ადამიანების ოჯახში, -თვალწინ ბებიაჩემი დამიდგა, კისერზე ჩამოკონწიალებული უზარმაზარი ჯვრით და შიშით და ზიზღით სავსე თვალებით...
- ხშირად მიფიქრია ხოლმე ამაზე, მაშინ როცა ბებიაჩემი ეშმაკით შეპყრობილს მეძახდა, მაშინ როცა მეზობლების, ნაცნობების, კლასელების თვალებში ვხედავდი როგორ ეშინოდათ ჩემი, მაშინ როცა თვეობით ოთახში ჩაკეტილს, ხვეწნა მუდარის მიუხედავად დედა ქუჩაში სათამაშოდ გასვლის უფლებას არ მაძლევდა, მაშინ როცა ვოცნებობდი რომ ჩემი საძინებლის კარი გაიღებოდა და მამა შემოვიდოდა რომ ძილის წინ ეკოცნა ჩემთვის, ჩამხუტებოდა და საინტერესო ამბები მოეყოლა, თუმცა არასდროს შემოსულა, მერე კი როცა წამიყვანეს და უპატრონო ლეკვივით დამტოვეს მონასტერში საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ადამიანებს ღმერთი მხოლოდ საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად სჭირდებათ, ხანდახან ცოდვების გადასაბრალებლად, ხანდახან შიშის დასათრგუნად, ხანდახან უბრალოდ სჭირდებათ რაღაცის იმედი ჰქონდეთ რომ ცხოვრება გააგრძელონ, ისე იყენებენ როგორც აწყობთ, მავანნი ხალხის სამართავად, მავანნი სიმდიდრის მოსაპოვებლად, მავანნი ხოცვა ჟლეტის გასამართლებლად... ისე ძალიან მაინტერესებს ბებიაჩემს რისი იმედი აქვს, რატომ სჯერა რომ იმის შემდეგ რაც გამიკეთა სამოთხეში მოხვდება.
- გეყოფა დამშვიდდი, -ხელზე შეხება ვიგრძენი და გამოვფხიზლდი, ახლაღა მივხვდი რომ სიბრაზისგან ვცახცახებდი, ხელი მოვაფათურე და ჭიქა რომ არ მომყვა გაოცებულმა დავხედე მაგიდას, ჩემი ფინჯნის ადგილზე ოქროსფერი მტვრის გროვა იყო დარჩენილი
- ჯანდაბა, ეს მე გავაკეთე? -გაოცებულს აღმომხდა.
- ჰო შენ გააკეთე და პირველს რასაც გასწავლი როცა ვარჯიშს დავიწყებთ სიბრაზის კონტროლი იქნება, ახლა არავის დაუნახავს რაც მოხდა და შემდეგშიც ფრთხილად უნდა იყო, -მიღიმოდა და მშვიდად მესაუბრებოდა, მისი თბილი ხმა მამშვიდებდა, ფრთხილად გადაატარა ხელი ლამბაქზე დაგროვილ მტვერს, თვალებგაფართოებული ვუყურებდი როგორ გაჩნდა ჩემს წინ ფინჯანი თანაც ჩაით სავსე.
- ეს როგორ გააკეთე? ჯადოქარი ხარ? -იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ნანახი მქონდა მაინც ვერ ვწყვეტდი ასეთი სასწაულების ნახვით გამოწვეულ აღფრთოვანებას.
- ჯადოქრები არ არსებობენ სულელო, -კაილმა თმა ამიჩეჩა და ლოყაზე მომეფერა, -მაგრამ არსებობენ სხვადასხვა სახის არსებები რომელთაც ადამიანები დემონებს უწოდებენ.
- კარგი რა, გინდა რომ ეს სისულელე დავიჯერო?
- როგორ ფიქრობ რისთვის არის საჭირო არმია, უამრავი ჯარისკაცი გვყავს ანა სწორედ იმიტომ რომ ის პლანეტები რომლებიც არსებობისთვის გვჭირდება იმ არსებებისგან დავიცვათ რომლებიც სხვადასხვა სამყაროებიდან დროსა და სივრცეში არსებული ხვრელებით ახერხებენ შემოპარვას.
- და რა უნდათ მათ?
- სხვადასხვა მიზანი ამოძრავებთ, ზოგიერთს ყველას და ყველაფრის განადგურება უნდა, ზოგიერთს უბრალოდ ენერგია სჭირდება იმისთვის რომ არსებობა გააგრძელოს, ზოგიერთი კი უბრალოდ ერთობა, ჩვენ კი უბრალოდ ვნადირობთ მათზე და ვანადგურებთ.
- დემონი რატომ არასდროს არ მინახავს?
- ასე უბრალოდ არ ჩდებიან ყველგან, თანაც სულელები არ არიან რომ ჩვენ გამოგვეცხადონ და ამით თავიანთ სასიკვდილო განაჩენს მოაწერონ ხელი, მაგრამ თუ ასე ძალიან გაინტერესებს როგორები არიან, შეგიძლია დანიელს სთხოვო რომ დღეს ღამით პატარა ექსკურსია მოგიწყოს ქალაქში.
- რატომ მაინცდამაინც ღამით?
- იმიტომ რომ ღამე უყვართ, მზეს და დღის სინათლეს ვერ იტანენ, იყო დრო როცა დედამიწაზე რამდენიმეთვიანი წყვდიადი სუფევდა და მაშინ ადამიანები კინაღამ გადაშენების პირას მივიდნენ, მამაშენს მთელი დანაყოფების დედამიწაზე გადმოსროლა მოუხდა რომ აქაურობა დემონებისგან გაგვეწმინდა.
ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ თვალწინ ნამდვილი სასწაული მეჯდა, ისე უბრალოდ საუბრობდა ამ ყველაფერზე... ალბათ რამდენი რამ უნახავს, რამდენ ვინმეს შეხვედრია...
- არ მჯერა რომ მართლა ამდენი ხნის ხარ, რაღაც მინდა გკითხო.
- როგორც ვხედავ ვერ მოისვენებ რომ არ მკითხო, მიდი დაიწყე გელოდები, -იდაყვებით მაგიდას დაებჯინა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ზედ ნიკაპით დაეყრდნო, აშკარად იცოდა რაც მაინტერესებდა და რაც უნდა მეკითხა თუმცა მოთმინებით ელოდა როდის ვკითხვდი.
- მას იცნობდი? -ახლა მე მივუთითე თითით ზემოთ, ჩემს თითს თვალი გააყოლა და გაეღიმა.
- ვიცნობდი.
- ესე იგი მართლა არსებობდა?
- არსებობდა და ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო მათ შორის ვისთანაც კი ახლო ურთიერთობა მქონია.
- ჰმ, ესე იგი ადამიანი.
- ჰო ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი, სისხლისგან და ხორცისგან შექმნილი, დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რომ მისნაირს ვეღარავის შევხვდებოდი სანამ ერნესტო არ გავიცანი.
- ერნესტო?
- ჩე გევარა, ახლა შეიძლება გიკვირს რომ მათ ერთმანეთს ვადარებ მაგრამ მართლაც გავდნენ, ორივეს გულწრფელად სწამდა იმის რასაც აკეთებდა, არანაირი გათვლები და ქვენა გრძნობები არ გააჩნდათ, უბრალოდ იმას აკეთებდნენ რისიც სჯეროდათ და რაც სწორად მიაჩნდათ, მათი გულები სიყვარულით იყო სავსე...
- ორივე ტრაგიკულად დაიღუპა.
- ჰო ასეა, ისინი გამოიყენეს და გაწირეს...
- თუ მათ იცნობდი, თუ მათთან ერთად იყავი, ამ ყველაფერს ხელი რატომ არ შეუშალე.
- არ შემეძლო, ამის უფლება არ გვაქვს, თანაც შეიძლება ცუდად მიიღო რასაც ახლა ვიტყვი მაგრამ იქ და მაშინ ის ყველაფერი რაც მოხდა საჭირო იყო და ისე უნდა მომხდარიყო, ადამიანებს სიმბოლოები სჭირდებოდათ და ეს სიმბოლოები მიიღეს, სიმბოლოებს დიდი ძალა აქვთ ანა...
მიყურებდა აწყლიანებული ცისფერი თვალებით და ვიცოდი, ვგრძნობდი თვითონაც არ სჯეროდა იმის რაშიც ჩემს დარწმუნებას ცდილობდა, ალბათ თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო რომ მათ გადასარჩენად არაფერი გააკეთა, ნეტავ რა მოხდებოდა იუდას რომ ვერცხლი არ ჰყვარებოდა ან პილატეს ასე უბრალოდ რომ არ დაებანა ხელები...
- ამ ყველაფერზე ფიქრს აზრი არ აქვს, ერთადერთი რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ეს დროის უკან დაბრუნებაა, -ამოიოხრა კაილმა და უცბად თვალი გაუშტერდა, სახე შეეცვალა, ოდნავ გაპობილი ტუჩებით და აციმციმებული თვალებით სუნთქვაშეკრული მიშტერებოდა რაღაცას ჩემს ზურგს უკან, მის მზერას თვალი გავაყოლე და შევბრუნდი, კაფის ღია კარში სოფი იდგა და იქაურობას ათვალიერებდა, როცა დამინახა ერთხანს გაშეშებული მიმზერდა თითქოს არ ჯეროდა რომ მხედავდა, მერე მთელი ხმით იკივლა და გახარებული, ხელებგაშლილი სირბილით წამოვიდა ჩემსკენ...



არა რა ვიცოდი კაილი "ცუდი ბიჭი" რომ არ იყო :დ და სოფის დანახვისასაც უჩვეულო რეაქცია ქონდა ❤ მომწონს ეს ბიჭი❤
და საერთოდ სოფი საიდან გაჩნდა იტალიაში?
რა სასწრაფო საქმე ქონდა იმ ხუთეულს ისეთი, რომ დაბიელი ანას არ დაემშვიდობა?
ველოდები შემდეგს????

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
არა რა ვიცოდი კაილი "ცუდი ბიჭი" რომ არ იყო :დ და სოფის დანახვისასაც უჩვეულო რეაქცია ქონდა ❤ მომწონს ეს ბიჭი❤
და საერთოდ სოფი საიდან გაჩნდა იტალიაში?
რა სასწრაფო საქმე ქონდა იმ ხუთეულს ისეთი, რომ დაბიელი ანას არ დაემშვიდობა?
ველოდები შემდეგს????


თავიდან სხვანაირად მქონდა ჩაფიქრებული მაგრამ მერე რატომღაც დამენანა კაილი
ცუდი ბიჭობისთვის smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent