ყეყეჩების ბაღი (ეპიზოდი 04)
04x01 ლამარა. ლამარა. კიკი. მესამე დღე საშადიმნეში. მეოთხე სართულზე. არეულობა. ლამარა თავისი პატარა ჩანთიდან ტანსაცმელს ალაგებს. კიკი გაუჩერებლად ყველაფერს ხელს ჰკიდებს. კიკი: არა მგონია, ეგ ტანსაცმელი და ვადაგასული სახის ფუნჯები რაიმეში დაგჭირდეს! ლამარა: ამ ფუნჯებს ვერ გადავაგდებ... ამოიხვნეშავს. გგრძლბ: ვერც ამ ტანსაცმელს. ამათ გარდა არაფერი მაქვს. კიკი: ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ გარაჟის კარი სათანადოდ გამოკეტე! ხომ დარწმუნდი, რომ შიგნით ვერავინ შევა? ლამარა კიკის დანბეულად უყურებს. მის სარკაზმს ხვდება და ეცინება. ლამარა: არც კი ვიცი, რატომ? კიკი: საკმარისია! გეყო ამდენი დრამის დადგმა! თვალები ცრემლით ამევსო! ნივთებს ლოგინზე დებს და მას უახლოვდება. გგრძლბ: გგონია, ვერავინ გამჩნევს ან აქამდე ვერავინ შეგამჩნია? ლამარა: ჰო, ვერავინ მამჩნევს! კიკი: ირგვლივ მოიხედე! ჩვენ, აქ ერთმანეთს ვეხმარებით! ერთი წამითაც არ გაიფიქრო, რომ ვინმესთან ვალში ხარ, ან - იქნები! ლამარა: მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე... კიკი: გაუგებარი რა არის, სრულყოფილო?! ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ! ეს არის და ეს! ჩვენც შენნაირები ვართ... ლამარა: ბატონი შადიმანი ისეთი კეთილია... პარალელურად კიკი ლამარას ხელიდან ტუჩსაცხს ართმევს. კიკი: იმედია, არ ფიქრობ, რომ ამის დატოვების საშუალებას მოგცემ? კი, შადიმანი კეთილი ნამდვილად არის. ლამარა ტუჩსაცხს მოწყენილი უყურებს. თვალებს მიღმა დიდი ისტორია ირეკლება. ტუჩსაცხი და ლამარა. ლამარა და ტუჩსაცხი. გგრძლბ: ჩვენთან არ მოგიწევს მსგავს რაღაცებზე გონების დაღლა. ჩვენ ყველაფრით უზრუნველგყოფთ! ერთადერთი რაც გევალება, სითამამე და გულწრფელობაა. ლამარა: რომ ვერ გავამართლო? კიკი პარალელურად კარადასთან სკამს ადგამს და მასზე დგება. გგრძლბ: ბატონ შადიმანს იმედი რომ გავუცრუო? შემდეგ რა იქნება? აქედანაც გამაგდებთ? კიკი: (იცინის) ნუ ხარ ასეთი გულუბრყვილო, სრულყოფილო! შეგიძლია, ეგ მაისურები მომაწოდო? ლამარა დგება და მას მაისურს აწვდის. გგრძლბ: მგონი, შენი პარიკებისთვის ცალკე კარადა დაგვჭირდება! ლამარას ეღიმება. გგრძლბ: სიმართლე გითხრა, ბატონს შადიმანს ეგ ბიზნესი არ აქვს. კარგი იქნებოდა, გოგონები ახალი აქტივობით რომ დაეკავებინა... ეს რა არის? წამლები? ლამარა: ჰოო, ალერგიის წამლები! საშინელად ალერგიული ვარ! კიკი: მართლა? ცუდია. რაზე? ლამარა: მტვერზე, ცხელ ამინდზე, ბეწვზე, თხილიან საკვებზე, ზოგიერთ ხილზე, განსაკუთრებით - ჟოლოზე. ატამზეც... ტაბლეტები რომ არ მივიღო, ან ქავილით და ხველით მოვკვდები, ანდა თვალები ჩამიწითლდება და ვერავინ მიხვდება, რომ მოვკვდი! კიკი: რა საშინელება... მკურნალობას ვერ ჩაიტარებ? ლამარა: არ იკურნება. ან თავისით გადავა ან უბრალოდ შეგიძლია, დროებით მისგან თავი დააღწიო! ლამარა წამლის ფირფიტას თითებში ათამაშებს. კიკი უეცრად სკამზე ბარბაცდება და კარადას სწრაფად ეჭიდება. კიკი: დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი წამოიღე? ლამარა: (იცინის) დარწმუნებული ვარ! კიკი: შეგეძლო, საყოფაცხოვრებო ნივთებიც წამოგეღო: კბილის ჯაგრისი, ჭიქები, წიგნები, სკამი... არ ვიცი, ნებისმიერი რამ. ლამარა: სკამი? კიკი: ჰო! ხომ შეიძლება, არა, გქონდეს საყვარელი სკამი, რომლის გარეშეც ვერსად წახვიდოდი?! ლამარა: როგორ არ შეიძლება, მაგრამ... ეგეც დიდი უპირატესობაა, როდესაც სკამი გაქვს! კიკი: გეთანხმები! კიკი უეცრად სკამიდან ხტება და დალაგებულ კარადას კმაყოფილებით ათვალიერებს. გგრძლბ: იმედია, წინააღმდეგი არ ხარ, რომ ფანჯრის მხარეს დაიძინო! მე ვერ ვიტან სინათლეს და ზედმეტ ხმაურს, განსაკუთრებით - დილით! მხრებს იჩეჩავს. ლამარა: არა, მნიშნვნელობა არ აქვს! იმითაც მადლიერი ვარ, რომ საწოლი მექნება! კიკი ხვნეშის. შემდეგ, ლამარას უახლოვდება და სევდიანი სახით უყურებს. კიკი: გთხოვ, ნუ ხარ ასეთი გულუბრყვილო და დრამატული! ლამარა ცოტა ხნით არაფერს ამბობს. კიკის სევდიანად უღიმის. ლამარა: არ ვარ გულუბრყვილო და დრამატული. საერთოდ არ ვარ. პირიქით. ეს უბრალოდ ერთგვარი ნიღაბია. პირველი შთაბეჭდილების. კიკი ლამარას დაბნეული უყურებს. არ იცის, რა უპასუხოს. გგრძლბ: ჩვენ ხომ ათასობით გვაქვს ასეთი ნიღბები? ორმოცდაათი ათასობით კი სხვადასხვა პიროვნებები. ჩვენში. ცოცხლობენ. პარიკიანი და უპარიკო. მოწყენილი ან დრამატული. სრულყოფილი და შერყეული. ველური. ცეცხლოვანი და მხდალი. უბრალო. ცინიკური. (მხრიალურად) ჩამოთვლა გავაგრძელო? რა დაგემართა, ვხუმრობ?! ხომ გითხარი, არა, არ ვარ მეთქი დრამატული?! კიკი: ჰოო... შევნიშნე... თუმცა არა, არა... ლამარა აწყვეტინებს. ლამარა: მართალია! სადღაც ალბათ დრამატული ლამარაც გამოიძებნება ჩემს პიროვნებაში, ისევე როგორც - მოუხერხებელი და სრულყოფილი! კიკი: ერთდროულად?! კარგი რა, ყველას გვაქვს ცუდი და კარგი პერიოდები! დამიჯერე, დრამა არც მე მაკლდა, მაგრამ მოვახერხე და გადავლახე! ლამარა: აქარუობას როდის დამათვალიერებინებ? კიკი: ოჰო! უკვე მომწონს ენთუზიაზმი! ამას შენი სამოცდამეათე პიროვნება მეუბნება? ლამარა: არა, მაქამდე ჯერ არ მივსულვართ! ეცინებათ. კიკი: ყველაფერს გაუმკლავდები ნუ გეშინია! თავიდან იდეალურები არც ჩვენ ვიყავით! ისწავლი და შეეჩვევი. მთავარია, კლიენტი ასიამოვნო და დააკმაყოფილო! ამისთვის სითამამე და თავდაჯერებულობაც კმარა. თანაც გარეგნობა ხელს ნამდვილად გიწყობს... ლამარა: პირველ ეტაპზეც მომიწევს იმის გაკეთება? კიკი ლამარას დაბნეული უცქერს. კიკი: იმის? ლამარას არ სურს იმის მნიშნელობა სიტყვებით გააჟღეროს. ლამარა: პროსტიტუცია! იმის გაჟრერება მაინც მოუწია. კიკი: ღმერთო! ეს ბორდელი არ არის, სრულყოფილო! ამის შესახებ ბატონმა შადიმანმაც მოგახსენა! აქაურობა მხოლოდ გასართობი დაწესებულებაა. მსგავი რაღაცები არასოდეს გინახავს? ლამარა: რა მნიშვნელობა აქვს? კიკი: დეტალებს მაშინ გაგაცნობ, როცა საქმეზე გადავალთ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვი, რომ აქ ძალადობის მსხვერპლი არასოდეს იქნები. აქ არ მოკვდები შიმშილით და ხვალინდელ დღეზე ფიქრით... რაშიც ალბათ უკვე ქუჩაში ცხოვრება დაგარწმუნებდა... შენ აქაურობას სარგებელს მოუტან. აქაურობა კი - შენ. ლამარა: მაგრამ თქვენ ახსენეთ ეტაპები... თვეები... გამოცდილებები... კიკი: ეგ არც დამიმალავს. შეგიძლია, ხელშეკრულება გამოწვლილვით წაიკითხო! იმის გაკეთება, რასაც შენ ფიქრობ, აქ არ მოგიწევს! პროსტიტუცია. არ მოგიწევს, რადგან, ალბათ, უკვე მესამოცედ გავიმეორე - აქაურობა ბორდელი არ არის! ლამარა ხელშეკრულების ფურცლებს დაშტერებია. ტუჩს იკვნეტს. ლამარა: მასაჟი? ეგ ნამდვილად არ მეხერხება... კიკი: ნუ გლოვობ! ხელშეკრულების ფურცლებს ხელიდან ართმევს. რამდენიმე გვერდით უკან ფურცლავს და ისევ გაუწოდებს. გგრძლბ: ეგ მეექვსე გვერდია... მეექვსე ეტაპი, და როგორც თქვი, მეექვსე გამოცდილება. ლამარა: საპირფარეშოში შეიძლება? კიკი: (მყისიერად) რა თქმა უნდა! წამომყევი! ნელ-ნელა ყველაფერს დაგავთვალიერებინებ და გასწავლი. ხვალიდან თუ არა ზეგიდან, შეგიძლია უკვე დამოუკიდებლადაც სცადო... შემდეგ გოგონებსაც გაგაცნობ, თუმცა გაფრთხილებ, შენი სამოცდამესამე პიროვნება მათ არ დაანახო! ლამარა: სამოცდამესამე? ანუ დრამატული ლამარა? კიკი: აი, ხედავ? ერთმანეთის უკვე იდეალურად გვესმის! იცინიან. გგრძლბ: შეიძლება ითქვას დრამატულიც, გულუბრყვილოც და რაც მთავარია, მაინცდამაინც არვის ენდო! არც მე... იცინის. ლამარა: კეთილი, გენდობი სიტყვაზე, რომ არ უნდა გენდო! იცინიან. 04x02 ლემარი. ლემარი. ბაღში. საღამო. დემნა მოშორებით. დანგრეულ შადრევანთან. ყველაფრის კონტროლი საკუთარ თავზე აქვს აღებული. ლემარი ღელავს. ყოველ წუთში სმარტფონს ამოწმებს. დემნაც ღელავს. შორიდან. თუმცა შადრევნიდან ფეხს არ იცვლის. ლემარი იცდის. უკვე ნახევარი საათია. ვეღარ ითმენს და ნომერზე რეკავს. ლემარი: (Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს) სად ხარ? უკვე ნახევარი საათია გელოდები. ჩამოსვლა გადაიფიქრე? უსმენს. გგრძლბ: ვიცი... ვიცი, რომ აქედან შორს ცხოვრობ, მაგრამ დროზე შეთანხმებული ვიყავით... არაუშავს... შეგიძლია, ჩემთან დარჩე და ხვალ წახვიდე... რა თქმა უნდა... დემნა მეორე მხრიდან ლემარს მიმიკებით რაღაცას ეკითხება. ლემარი აიგნორებს. გგრძლბ: არანაირი პრობლემა არ არის... ჰოო... კარგი, მიდი, არსად მივდივარ. იმედია, აქ იქნები, ვეღარ ვითმენ, ისე მინდა შენი ნახვა. ლემარი მუშტებს კრავს და გადაფურთხება უნდება. ყურმილს თიშავს. აფურთხებს. დემნას თითებით უჩვნებს „10“-ს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple 10 წუთში ბაღში იქნება. ათი წუთი იწელება. თითქმის არც გადის. დემნა იქით-აქეთ დაბოდიალობს. ლემარი შფოთავს. ის მოხუცი იასონის შეტყობინებებს კითხულობს. შეფარული მუქარის შეტყობინებებს. იცდის. იცდის. ბუუმ. ზარი ტელეფონზე. Youll_never_fuckme_coz_youre_simple ლემარს ატყობინებს, რომ უკვე ბაღს უახლოვდება. ლემარი დემნას ხელით ანიშნებს. ლამპიონთა სუსტ ნათებაში სილუეტი ჩნდება. მათკენ მოიწევს. დემნა დანგრეულ ფანტანს შორდება და სილუეტისკენ მიდის. გეგმის მიხედვით. ლემარი შორიდან უყურებს, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. დემნა მას გადაჰკოცნის. მოტრიალდებიან და მისკენ მოდიან. ლემარი ხის უკან იმალება. სასურველ მომენტს ელის. Youll_never_fuckme_coz_youre_simple: იცი, ტელეფონში სხვანაირი ხმა გქონდა! იმდენად მოვიხიბლე, რომ... დემნა: (შეშინებული) ააჰმ... ჰოო? უხერხული პაუზა. გგრძლბ: სხვათაშორის, ყველა მაგას ამბობს. შემდეგ, ყველა შედეგითაა გაოცებული! Youll_never_fuckme_coz_youre_simple: სამაგიეროდ, გარეგნობას ვერ გიწუნებ! წარბებს ათამაშებს გამომწვევად. გგრძლბ: შეიძლება, ჩამოვჯდეთ? ძალიან დაღლილი ვარ... დემნა: საკმაოდ დიდი ხანი დაგაგვიანდა... Youll_never_fuckme_coz_youre_simple: ჰო, მაპატიე. გზაში ფოტოების გადაღებას გადავყევი. ეცინება და ამთქნარებს. დემნა გრძელ სკამზე ანიშნებს. ლემარი იმ სკამთან ახლოს, მოშორებით, ხეს ეფარება. დემნა: რა გქვია? ნამდვილი სახელი... Youll_never_fuckme_coz_youre_simple: ხომ გითხარი? ასე უცებ დაგავიწყდა? ბუუმ. დემნა ხურს. ცდილობს, ეჭვის გასაფანტად რაიმე სისულელე მოიმოქმედოს. დემნა: ისე, გჯერა, რომ სახელები ასოციაციებია? ყურადღება გადააქვს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple: რასაკვირველია! ლემარი ალბათ ჩემთვის პირველი ასოციაციაა! დემნას სიმწრით ეღიმება. დემნა: და მაინც რისი ასოციაცია? Youll_never_fuckme_coz_youre_simple: ჰმმ... სექსუალური ხმის, რომელიც აღგაგზნებს. დემნა: ანუ ჩემი ხმა აღგაგზნებს? Youll_never_fuckme_coz_youre_simple: აჰა! მაგრამ როგორც გითხარი, ტელეფონში უფრო მეტად სექსუალური მეჩვენა! ანუ უფრო მეტად აღვიგზენი... ამთქნარებს. გგრძლბ: (მთქნარებით) მგონი, ძალიან მეძინება. დემნა იქით-აქეთ იყურება. გრძნობს, რომ ლემარის გამოჩენა უკვე აუცილებელია. დემნა: შეგვიძლია, ჩემთან ავიდეთ! ლემარი: საკმარისია, საკმარისი ამდენი ლაყბობა! დემნა შიშისგან ფეხზე ხტება. Youll_never_fuckme_coz_youre_simple არ ინძრევა. მშვიდად ზის და სიბნელიდან მომცურავ ფიგურას ნახევრად თვალდახუჭული უცქერს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple: (დემნას) აი, აი, ეს ხმა. ეს ხმა იყო - ყველაზე სექსუალური! ლემარი: (Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს) ყეყეჩო, რაიმე მოწეული გაქვს თუ ჯერ კიდევ ვერაფერს მიხვდი? ლემარი სიბნელიდან გადმოაბიჯებს. ხელში ბეისბოლის სისხლიანი ბიტი უჭირავს. ათამაშებს. გრძელი სკამის წინ დგება და მას თვალებში უცქერს. ცხვირიდან ორთქლს უშვებს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple ჯერ დემნას უყურებს, შემდეგ - ლემარს. არაფერს ამბობს. მათ მშვიდად უყურებს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple: ჯგუფურზე არ შევთანხმებულვართ! ლემარს სიმწრით ეცინება. ხელებს ასავსავებს. ცოტაც, და ბიტს პირდაპირ სახეში დაჰკრავს. გგრძლბ: (სერიოზული ხმით) კარგით რა... გგონიათ, არ ვიცი, აქ რატომ მომიყვანეთ? პაუზა. ბუუმ. ლემარის დემნას უყურებს. დემნა: (ლემარს / ჩურჩულით) დააჩქარე! აღარ შემიძლია... Youll_never_fuckme_coz_youre_simple: ბიჭებო, ჰეი... არ არის აუცილებელი ჩემი დასახიჩრება. შეგვიძლია, ცივილურად ვისაუბროთ! ლემარი: (გაცოფებული) ვისაუბროთ, რაზე? Youll_never_fuckme_coz_youre_simple: (ლემარს) ჰომოფობიაზე! დარწმუნებული ვარ ამ სიტყვის გაგონებაც კი გაშინებთ. დემნა: (ლემარს) მოიცა, მოიცა, არ დაარტყა! (Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს): ანუ ჩვენ შესახებ იცოდი? იცოდი, შეხვედრა რის გამოც დაგინიშნეთ? Youll_never_fuckme_coz_youre_simple: (მთქნარებით) ნაწილობრივ... თუმცა არ მეგონა, რომ ასე შევცდებოდი! დემნა: (Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს) შეცდებოდი რაში? Youll_never_fuckme_coz_youre_simple: თქვენს გარეგონობაში, ხმაში და აზროვნებაში. სამწუხაროდ, სამივე ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით თანაარსებობს. ლემარი: (დემნას) საკმარისია, დროა, მოვაკეტინო! დემნა: (ლემარს) შეჩერდი! აქ მოსვლამდე ჩვენ შესახებ ყველაფერი იცოდა... ეს უცნაურად არ გეჩვენება? ლემარი დუმს. ლემარი: ფეხებზე იცოდა თუ არა... მთავარია, ახლა აქ არის! დემნა: იქნებ, თავზე პოლიცია დაგვაყენა?! ლემარი Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს უყურებს. პასუხს მისგან ელის. Youll_never_fuckme_coz_youre_simple გრძელი სკამის საზურგეს მიყრდნობილია. თვალები დახუჭული აქვს. ლემარი: მერე რა? გგონია, პოლიცია, იგივეს არ გააკეთებს? დემნა: რას გულისხმობ? ლემარი: იმას, რომ პოლიცია მოგვეშველება კიდეც ამ საქმის დასრულებაში! ვინც უნდა თავზე ის დამაყენოს, არ მეშინია! დემნა: მაგრამ... თუ ჩვენზე იცოდა, აქ რატომ მოდიოდა? ლემარი: საიდან უნდა ვიცოდე? მე რატომ მეკითხები?! დემნა: უცნაურად არ გეჩვენება-მეთქი, ამას გეკითხები? ლემარი: (Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს) ჰეი, შენ, პიდარასტო! შენ გელაპარაკებით! იცოდი, რომ აქ ძვლებში დასამტვრევად მოგიყვანეთ? Youll_never_fuckme_coz_youre_simple გრძელი სკამის საზურგეს მიყრდნობილია. თვალები ისევ დახუჭული აქვს. დუმს. დემნა: (ლემარს) დაეძინა? ლემარი: (დემნას) არ მაინტერესებს, დაეძინა თუ გაითიშა! იმ გამოთაყვანებულებს ამ პიდარასტის დაჟეჯილი ფოტოები უნდა გავუგზავნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს! დემნა Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს უალხოვდება, მის გვერდით ჯდება და ცალი ხელით ბეჭზე ეხება. Youll_never_fuckme_coz_youre_simple თვალს არ ახელს. არ ირყევა. ლემარი: მაგ ხელით არ შემეხო! დემნა: რა დაემართა? ლემარი: ალბათ, თამაშობს. რა დაემართა და შიშისგან გული წაუვიდა... ჩემი აზრით, სწორი გამოსავალია, მაგრამ გადაეცი, ვერაფერში გამოადგება! დემნა მას ამჯერად ორივე ხელს ჰკიდებს. ანჯღრევს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს რეაქცია არ აქვს. თითქოს არც სუნთქავს კიდეც. გგრძლბ: ამდენი ხანი რას აკეთებ? გამოაღვიძე, უნდა ვცემო! დემნა: რად უნდა გამოღვიძება? ცემე და ცემის დროს გამოფხიზლდება... ლემარი: (კბილებდაკრეჭილი) თვალები დახუჭული აქვს! მძინარე მდგომარეობაში როგორ ვცემო? დემნა: არ ვიცი! აჰა, საკუთარი თვალით ნახე, ჩქმეტაზეც კი არ ეღვიძება! დემნა მას კისერზე ჩქმეტს. არანაირი რეაქცია. ბუუმ. ლემარი უეცრად ბეისბოლის ბიტს დემნას ურტყამს მხარზე. ლემარი: გა*ვი, მიმიშვი! უსარგებლო ჯართი ხარ და მეტი არაფერი! დემნა ფეხზე დგება და შეშინებული იქით-აქეთ იყურება. დემნა: შევეშვათ და წავიდეთ! ლემარი დუმს და Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს სახეზე დაშტერებია. გგრძლბ: ხომ თქვა, რომ აქ მოსვლამდე ყველაფერი იცოდა? იქნებ, ესეც თამაშიც ნაწილია? იქნებ, უნდა, რომ ვიძალადოთ... შემდეგ კი, თავზე პოლიცია დაგვაყენოს? ლემარი: (ზიზღით) პოლიციას აქამდეც ჩაგვაბარებდა! სადმე ხედავ პოლიციას? დემნა შიშით ისევ ირგლივ იყურება. რწმუნდება, რომ მახლობლად არავინაა. დემნა: მაშინ რა სჭირს? რატომ არ იღვიძებს? ლემარი მას ცხვირთან ყურს მიუტანს. ცდილობს, სუნთქვის ხმა გაიგონოს. გგრძლბ: სუნთქავს? ლემარი: მოკეტე და მომასმენინე! ლემარი მას კიდე უფრო უახლოვდება. შემდეგ-- მარცხენა ხელით პულსაციას უსინჯავს. დემნა თრთის. ლემარს ცნობისმოყვარედ მისჩერებია. ლემარი Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს გააფთრებით ორივე ხელს ჩასჭიდებს. მთელი ძალით ანჯღრევს. ბუუმ. გგრძლბ: ამის დედაც... მგონი, მკვდარია! ბუუმ. დემნას ისტერიული შეტევა აქვს. მუხლები ეკვეთება. ნიკაპი უკანკალებს. დემნა: წეღან ხომ ცოცხალი იყო? ბლუკუნებს. ლემარი შოკშია. დემნას თვალს ვერ უსწორებს. გგრძლბ: იქნებ, რაიმე ჰქონდა დანალევი ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო? ლემარი: ჰოო, ალბათ რაღაც მაგდაგვარი... ლემარი უეცრად სკამიდან ფეხზე იჭრება. გგრძლბ: აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ! ისე რომ, საერთოდ ვერავინ შეგვნიშნოს... დემნა: რა? ღმერთო, გაგიჟიდი? მის აქ დატოვებას აპირებ? აქაურობას რომც გავეცალოთ - მესიჯები? შეტყობინებები? მისი ტელეფონი? დარწმუნებული ხარ, რომ მკვადრია? იქნებ, გათიშულია... ლემარი: არ სუნთქავს! დემნა: ღმერთო! ღმერთო! ღმერთო! დემნა ბოლთას სცემს. ფრჩხილებს იკვნეტს. გგრძლბ: დავიღუპეთ! დავუღუპეთ! დავიღუპეთ! ადრე თუ გვიან, ხომ გაიგებენ, რომ გარდაცვლილია... ღმერთო! გარდაცვლილია? ლემარ?! ყველაფერს იპოვნიან... ღმერთო, ყველაფერს გამოაშკარავებენ... ყველას დაგვიჭრენ, ლემარ! ლემარი: ოუ, ოუმ ოუ, მშვიდად, მოთოკე საკუთარი თავი! ვერავინ დაგვიჭერს! დემნამ არ იცის რა ქნას. ხელები უკანკალებს. ნაბიჯს ვერ დგამს. შემდეგ, იქვე, მიწაზე ჯდება და ტირილს იწყებს. ლემარი ცოტა ხნით არაფერს ამბობს. ჯერ დემნას, ხოლო შემდეგ - სკამის საზურგეზე მიწოლილ სხეულს უყურებს. გგრძლბ: ქალაჩუნავ, ტირილი შეწყვიტე, მკვლელობას ვერავინ დაგვაბრალებს, იმიტომ რომ არაფერი ჩაგვიდენია, გესმის? დემნა: (გულამოსკვნილი / ნაწყვეტ-ნაწყვეტ) მაგრამ... ის... ლემარი: (ხმა აწევით) გესმის-მეთქი, რასაც ვამბობ? დემნა: ის... ჩვენი მიმოწერა... ყველაფერი... რას... ნახავენ... მე და შენ... თავს ვერ ვიმართლებთ... ფოტოები... მართლა მკვდარია? ასე უცებ... რა... დაემართებოდა? ლემარი: შესაძლოა, გულის შეტევა! საუბარზე ეტყობოდა, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო... თან მგონი, მონაწევიც აქვს... სუნით ვიგრძენი... დემნა სლუკუნს აგრძელებს. ხმას უმატებს. დემნა: სუნით? მე... არ ვიცი... რა უნდა ვქნათ... ცუდი... საშინელი... საშინელი იდეა იყო... ლემარი: დემნა, მომისმინე... დემნა მოთქმას განაგრძობს. დემნა: ჩვენი ბრალია მისი... სიკვდილი... ჩვენ... ვერაფერს ვიზამთ... ლემარი: დემნა, მომისმინე! დემნა: თავიდანვე არ უნდა... ჩვენ იასონის გეგმას არ უნდა დავთახმებულიყავით... ლემარი: თავი ხელში აიყვანე და შემომხედე! შემომხედე-მეთქი, ქალაჩუნავ! ჩვენ არ დაგვიჭერენ, გასაგებია, იმიტომ რომ არაფერი ჩაგვიდენია! დემნა: რა უნდა ვუყოთ? სად... აქ ხომ ვერ დავტოვებთ... ლემარი ირგვლივ იხედება. ფიქრობს. ხურს. სისხლი ვულკანივით უდუღს. გგრძლბ: პოლიციაში, რომ... ლემარი: პოლიცია მეორედ არ ახსენო, თორემ ენას ამოგგლეჯ! დემნა: (ცრემლიანი თვალებით) მაგრამ აქ ხომ ვერ დავტოვებთ მკვდარს... ჩვენ... ისიც ხომ მიუხედავად ყველაფერისა, ადამიანია? ლემარი თავს გამეტებით აქნევს. დუმს. სადაცაა, ამოიფრქვევა. ბეისბოლის ბიტს გრძელ სკამს მთელი ძალით ურტყამს და ყვირის. ბუუმ. ლემარი: ამის დედაც! ამის დედაც! ამის დედაც! 04x03 ლამარა. მეხუთე დღე საშადიმნეში. პირველი სამუშაო დღის ბოლო. საღამო. ლამარა დაღლილი. თავის ოთახში. შემოდის კიკი. აღფრთოვანებული. კიკი: ნებას არ მოგცემ, რომ ასეთი წარმატებული და საოცარი პირველი სამუშაო დღის ბოლო, აქ ჯდომაში და ფანჯარაში ყურებით გაატარო! ლამარა კიკის არაფერს პასუხობს. გამომეტყველებით აგრძნობინებს, რომ დაღლილია. გგრძლბ: არ მაინტერესებს, დაიღალე თუ არა! ქვემოთ გოგონები პატარა წვეულებას მართავენ. თანაც რახანია შენს გაცნობას მევედრებიან. მამა შადიმანი აღფრთოვანებულია. ასეთი რა გააკეთე? თან დღეს სამი კლიენტი გყავდა, არა? პირველ დღეს სამი კლიენტი? ბრავო! მშურს... კიკი აღტაცებისაგან ტაშს უკრავს. გგრძლბ: მართალი იყავი! შენს პიროვნებაზე ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამომეტანა! ლამარა უხმოდ მხრებს იჩეჩს და ისევ არაფერს ამბობს. გგრძლბ: არაფერს იტყვი? ცოტა არ იყოს, შეშინებულიც კი ვარ! ჰო, ჰო, გოგონებს გვეშინია, რომ დიდ კონკურენციას გაგვიწევ! კიკის მხიარულად ეცინება. ლამარა: მამა შადიმანმა ჩემზე რამე თქვა? კიკი: ჰოო! შენთან პირადი მადლობა დამაბარა! პირველი დღის ფონზე, მეტისმეტად არაჩვეულებრივიც კი იყოო. ლამარა კმაყოფილებისგან არაფერს ამბობს. გგრძლბ: ყველაზე დამაინტრიგებელი მაინც ის არის, რომ კლიენტმა აბონემენტი გააკეთა! ლამარა: ეგ რაღაა? კიკი: გონება დაძაბე! შენი აზრით, რა უნდა იყოს აბონემენტი? ლამარა გონებას ძაბავს. უშედეგოდ. კიკი: სრულყოფილო, ამას მაშინ გაიგებ, როდესაც ეგ შენი დღევანდელი მამიკო კვირაში რამდენჯერმე დაგიჯდება ვიტრინაში. კვირაში რამ-დენ-ჯერ-მე. ლამარა: ხუმრობ? აბონემენტი ჩემზე გააკეთა? კიკი: ჰოო... ზოგიერთისთვის ეს უბრალო ტკბილი ოცნებაა... არც კი ვიცი, როგორ გადაიტანენ. შენ კი პირველივე დღესვე კლიენტს აიძულე, აბონემენტი გაეკეთებინა! ლამარა: კვირაში რამდენჯერ? კიკი: თუ არ ვცდები - სამჯერ! შადიმანი გაოგნებული იყო! გონს მაშინ მოვიდა, როდესაც კლიენტმა ჩეკი მაგიდაზე დაუდო! კიკი ცოტა ხნით ლამარას უყურებს. პასუხის მოლოდინში. გგრძლბ: კი მაგრამ, არ მეტყვი, ასეთი რა გაუკეთე? ლამარა: არაფერი... საერთოდ არაფერი! როგორ მასწავლე, ზუსტად ისე მოვიქეცი! კიკი: წარმოუდგენელია... კვეთა: უკან-- მეხუთე დღე საშადიმნეში. შუა დღე. პირველი სამუშაო დღე ლამარასთვის. ლამარა ვიტრინაში. ემზადება. კიკი თავს დატრიალებს. მაკიაჟს უსწორებს. ამშვიდებს. დედური მზრუნველობით არიგებს. გამოცდილებიდან ყველა დეტალს უზიარებს. ლამარა ღელავს. კიკი: აბა, შენ იცი! რაც არ უნდა იყოს, აქ არავინ შემოგივარდება! იქიდან კი ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. როგორც გასწავლე... შემომხედე! ლამარა ღრმად სუნთქავს და კიკის თვალებს უსწორებს. გგრძლბ: კარგია... ყოველგვარი შიში განაგდე, დამიჯერე, არაფერში დაგეხმარება! ლამარა: ვერაფერი რომ ვერ გავაკეთო? კიკი: არაფერიც არ უნდა გააკეთო იმის გარდა, რომ მანდ იჯდე და კლიენტი აღაგზნო! თანაც მან არც კი იცის, ვინ არის ამ მასკის უკან! კიკი ლამარას მასკას უსწორებს. გგრძლბ: არც აინტერესებს... შენი მიზანია, ვიტრინიდან მაქსიმალურად სექსუალურად გამოიყურებოდე! ამისთვის არ არის საჭირო გაშიშვლდე! პირველ დღეს ამას არავინ გთხოვს! ლამარა: რომ მოინდომოს? კიკი: დააიგნორებ! ლამარა: მაგრამ... კიკი: არ მოინდომებს! წითელი ღილაკი არ დაგავიწყდეს - დააჭერ და დაცვის თანამშრომელი რამდენიმე წამში აქ გაჩნდება! აბა შენ, იცი... მშვიდად და თავდაჯერებულად! მერწმუნე, ყველა ასე ვიყავით! იმდენად მოგეწონება... ლამარა: კარგი, კარგი, საკმარისია, კიკი! მარტო დამტოვე! უნდა ვიფიქრო... კიკი: აჰაა, სრულყოფილო! უკვე მომწყონხარ... აბა შენ იცი! წარმატებები! ჰაეროვან კოცნას უგზავნის და გადის. ლამარა ღელავს. მინის უზარმაზარი ვიტრინა დახურულია. იცდის. ხმა ესმის. მოპირდაპირე მხარეს ვიღაც მოძრაობს. ის აქ არის. კლიენტი ვიტრინის მოპირდაპირე მხარესაა. ლამარა ღელავს. ლამარა ღრმად სუნთქავს და ცდილობს, კიკის ყველა დარიგება გაიხსენოს. კლიენტი საკრედიტო ბარათს ტერმინალზე ადებს. მინის უზარმაზარი ვიტრინა მოძრაობას იწყებს. იწევა. ნელ-ნელა შუქი შემოდის. ლამარა თვალნათლივ ხედავს მის წინაშე უცნობ მამაკაცს. შუა ხნის. წვერიანს. არც თუ ისე სიმპათიურს. მაღალს. მამაკაცი მეორე მხარესაა. ლამარას უცქერს. პირს ვერ მუწავს. აღფრთოვანებულია. მათ ერთმანეთთან მხოლოდ უზარმაზარი მინა აშორებთ. მხოლოდ. ლამარა დუმს. ნერწყვს ყლაპავს. გაშეშებულია. უცნობი მამაკაცი მას უყურებს. შარვლისკენ ხელი მიაქვს. გასახსნელს იწევს. შემდეგ შარვლს. სკამზე ჯდება. მარცხენა ხელში საკუთარ პენისს იკავებს. და ლამარას უცქერს. ლამარა გაშეშებულია. იცდის. მამაკაცი მარცხენა ხელს ამოძრავებს. ამოძრავებს. ამოძრავებს. თვალებს ლულავს. ლამარას უცქერს. ხელს ისევ ამოძრავებს. უფრო ძლიერად. უფრო ველურად. ლამარას სითამამე ემატება. მკერდზე ხელს იდებს. შემდეგ ფეხებზე. უცნობსაც ემატება სითამამე. ხმამაღლა ხვნეშის. უმატებს. უმატებს. თუმცა ლამარას მხოლოდ დაგუდულად ესმის მოპირდაპირე სამყაროდან გამომავალი ბგერები. სიამოვნების. ბგერები ფერადი. ბგერები ბევრი. ბგერები ბედნიერების და კვდომის. სიამოვნებად კვდომის. თეთრად კვდომის. კვეთა: აწმყო-- მეხუთე დღე საშადიმნეში. პირველი სამუშაო დღის ბოლო. საღამო. ლამარა და კიკი ოთახში. კიკი: ცხადია, პირველი კლიენეტი ეგეთი იქნებოდა... მე ის ახალგაზრდა მაინტერესებს! ლამარა: ააჰ, იმ ახალგაზრდამ გააკეთა აბონემენტი? ვიფიქრე... კიკი: არც თუ ისე ახალგაზრდა იყო. ლამარა: შენ საიდან იცი, უკვე გამოკვლევაც მოასწარი? კიკი: ხომ არ გავიწყდება, რომ მამა შადიმანის მარჯვენა და მარცხენა ხელი ვარ? ლამარა მიმიკით ანიშნებს, რომ ამ უკანასკნელი ფაქტის შესახებ დაავიწყდა. გგრძლბ: ააჰა, ანუ მაინც არ გინდა მომიყვე, რა მოხდა იმ ახალგაზრდასთან, რომელიც არც თუ ისე ახალგაზრდა იყო... ლამარას ეცინება. ხელებით თავს იმართლებს, რომ არაფერი მომხდარა. გგრძლბ: გასაგებია, გასაგებია... არ გინდა, რომ შენი პატარა სრულყოფილების საიდუმლო სააშკარაოზე გამოიტანო! ლამარა: რა სისულელეა? არაფერი გამიკეთებია... როგორც მასწავლე - უბრალოდ ვიჯექი. კიკი: რა დაგემართა? ვხუმრობ... იმას ვამბობდი, სრულყოფილო, რომ აწი აღარც კი მოიწყენ! შენ კი წუწუნებდი: ღმერთო, ღმერთო, ვერაფერს ვიზამ, მოუქნელი და მოუხერხებელი ვარო?! კიკი დაწვრილებული ხმით ლამარას იმიტაციის გაკეთებას ცდილობს. ლამარას მორცხვად ეღიმება. გგრძლბ: ჰმ?! სამი კლიენტი... მშურს კიდეც შენი სრულყოფილების საიდუმლოსი... ლამარა: გოგონებს მართლა უნდათ ჩემი გაცნობა? კიკი: ჰოო, ღმერთო, ამდენ ჭორაობაში ეგ სულ გადამავიწყდა! კიკი ოთახში დატრიალდება. გგრძლბ: რამდენიმე წუთს მოგცემ! თავი მოიწესრიგე და ქვემოთ გელოდებით, პირველ სართულზე, პაბში... იქაც ვიჭორაოთ... კიკი კარს აღებს და გადის. ლამარა: (მიძახებით) კი მაგრამ, სტუმრები წავიდნენ? კიკი შორიდან პასუსხს აბრუნებს, თუმცა ლამარას არ ესმის ეს უკანასკნელი. ლამარა დგება და მომზადებას იწყებს. 04x04 ლემარი. ლემარი. დემნა. ბაღში. საღამო. ისინი ცდილობენ, Youll_never_fuckme_coz_youre_simple სკამიდან ასწიონ და ხელში აიყვანონ. ლემარი: (დემნას) გამოთაყვანებულო! მეორე მხრიდან... ხომ ხედავ, არა, ამ მხრიდან მე მივედი? დემნა მარცხენა მხრიდან დგება. გულშემოყრილია. დემნა: დარწმუნებული ხარ, რომ კარგი იდეაა? ლემარი: რა თქმა უნდა! სხვა ალტერნატივა არ გვაქვს! დემნა: ხომ მაგრამ პოლიცია? ლემარი: ვერ იპოვიან! რა გადაეკიდე ამ პოლიციას? შენ არ გაიძახდი, აქ ვერ დავტოვებთო? ჰოდა ახლა გაინძერი და მომეხმარე! დემნა არაფერს პასუხობს. გგრძლბ: სახლში ავიყვანთ, დავმშვიდდებით, ყველაფერს დავალაგებთ და საქმეს მივხედავთ. დემნა: იქნებ ამასობაში ვინმემ მოიკითხოს? ოჯახის წევრმა... ლემარი: ჰო, და სწორედ ამიტომაც უნდა გავანადგუროთ მისი სმარტფონი და ყველა მონაცემი ჩვენ შესახებ! დემნა: მაინც არ მომწონს ეგ იდეა, რომ სახლში უნდა ავიყვანოთ. სხვა გამოსავალიც უნდა არსებობდეს! ლემარი: ვერაფერი გავიგე! ხან ერთს გაიძახი, ხან მეორეს?! წეღან სლუკუნებდი, რომ ეს პიდარასტი აქ არ უნდა დაგვეტოვებინა! ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე, რომ ჩემს ბინას მისით წავბილწავდი, შენ კი ამაზეც პროტესტს აცხადებ... პოლიცია, პოლიცია... რა გინდა, რომ გავაკეთო? ვერაფერს შეცვლით! ის გარდაიცვალა. მორჩა ეს ასეა და ჩვენ ამაში გარეულები ვართ! გინდა არ გინდა, ამას უნდა შეეგუო! დემნა: წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ... ლემარი: შენი აზრით, ყველაფერზე არ ვფიქრობ? დემნას ისევ ეტირება. გგრძლბ: სახლში ავიყვანთ. ჩვენზე ეჭვს ვერავინ მიიტანს. როგორც ვთქვი, ჩვენზე ყველა მონაცემს გავანადგურებთ და შემდეგ ჩუმად დავმარხავთ... დემნა: ღმერთო... დემნა ისევ ტირილს იწყებს. ლემარი მობეზრებისგან ხვნეშის. ლემარი: რაიმე უკეთესი იდეა გაქვს, ჰა? ამოღერღე! რაიმე სხვა გეგმა გაქვს? აქ რომ დავტოვოთ და მხოლოდ მისი სმარტფონი წავიღოთ, ეგრევე გაგვშიფრვენ! ყველაფერს ამოქექავენ, ჩვენს თითის ანაბეჭდებს იპოვნიან... დემნა ხელის გულებზე იყურება. შემდეგ მაისურზე იწმენდს. გგრძლბ: მოიკითხავენ... მოძებნიან... საღად იაზროვნე! ხოლო როდესაც მის კვალს უგზოუკვლოდ გავაქრობთ, ვერავინ გაიგებს მის გაუჩინარებას! ქუჩაში ნაპოვნი გვამი უფრო მეტად ყურადღება მისაპყრობი იქნება, თუ გაუჩინარებული? დემნა: ამას როგორ ვაპირებთ? ლემარი: მის გაუჩინარებას? როგორღაც მოვახერხებთ, ისე, რომ ვერავინ შენიშნოს. დემნა: მაინც რომ მოგვაგნონ? იქნებ, კიდევ ვინმემ იცოდა, რომ აქ მოდიოდა, ჩვენთან შესახვედად? ლემარი: ჰოო, და თუ ვინმემ ეს იცოდა, სწორედ ეს მტკიცებულებბი უნდა მოვპოთ! მის სმარტფონში ყველაფერი უნდა გავანადგუროთ, რომ ვერავინ ვერაფერი იპოვოს! სხვანაირად არავის არაფერი ეცოდინება, ჩვენ შესახებ. მხოლოდ რამდენიმე ფოტო - რომელსაც გავაქრობთ! დემნა: ჩემი ფოტოები... ჩემი სახის ფოტოები, ღმერთო... ლემარი: დამშვიდდი და შეწყვიტე ეს ტირილი! ეგ ფოტოები გაგზავნისთანავე წავშალე! დემნა: (შედარებით მშვიდად) რომ შეენახა? ლემარი: ამიტომაც უნდა შევაღწიოთ მის სმარტფონში! დემნა: რომ აღადგინონ? ფოტოები და მიმოწერა რომ აღადგინონ? ჩვენამდე რომ მოვიდნენ? თანაც ის უცხო ქალაქიდან ჩამოვიდა! ლემარი: ამ ქალაქში ათასობით ადამიანი ცხოვრობს, დემნა! და მაინცდამაინც ჩვენ რატომ მოგვადგებიან? იაზროვნე! თუ მის გვამს ჩუმად მოვიშორებთ და ყველა ნივთმტკიცებას პროფესიონალურად გავანადგურებთ, ჩვენს დასადანაშაულებლად პოლიციას არაფერი ექნება! მეტიც - ჩვენამდე ვერც კი მოვლენ, რადგან დაგავიწყდა, რომ შენ დემნა არ ხარ, მე კი - ლემარი? როდესაც საჭირო გახდება, ჩვენ ჩვენივე ნამდვილ ვინაობას დავუბრუნდებით! დემნას და ლემარის კი ვერავინ ვერსად იპოვის... რადგან ისინი არც არსებობენ და არც არასოდეს არსებობდნენ! დემნა: დაბნეული ვარ... ეგ ხომ გეგმა Z იყო? ლემარი: იდიოტო, შენი აზრით, გეგმა Z-ს ზღვარზე არ ვართ? დემნა: ფოტოები მაინც მაშინებს... ლემარი: ხომ გითხარი, რომ შენი ფოტოები გაგზავისთანავე წავშალე?! დემნა: იქნებ, ვინმეს აჩვენა? იქნებ, უკვე იციან ვინც ვართ? ფიზიკურად? ლემარი: შენი აზრით, ეს პიდარასტი მხოლოდ ჩვენ გვწერდა და სხვას არავის? ამავდროულად? დემნა: წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა შეგვხვედროდა! თანაც თუ კარგად გახსოვს, იცოდა, რასაც ვუპირებდით... იქნებ, მოგზავნილი იყო?! ლემარი: მოგზავნილი! იცინის. სიმწრით. ცინიკურად. გგრძლბ: ვისი მოგზავნილი? პიდარასტების? დემნა: მე მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ გარდაცვლილთან სიახლოვე და შემდგომი ოპერაციები უფრო მეტად გვაახლოებს მორიგ პრობლემებთან! ლემარი: მაშინ რა გავაკეთოთ, მითხარი? თავად შემომთავაზე. პაუზა. დემნა ვერაფერს ამბობს. გგრძლბ: მისი ბაღში დატოვება და სმარტფონის უბრალოდ წაღება მორიგ პრობლემებს წარმოქმნის, დემნა. ეს თავადაც იცი... დემნა დუმს. გგრძლბ: შემომხედე და მომისმინე! დემნა ლემარს თვალს უსწორებს. გგრძლბ: მას და თითოეულ ნივთმტკიცებას ოსტატურად გავაქრობთ! შემომხედე! ჩვენამდე არანაირი კვალი არ მოვა, გესმის?! ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ აქედან საღსალამათები გამოვძვრებით! დემნა: არ ვიცი, არ ვიცი, ლემარ... არ ვიცი, რა გითხრა... ახლა... ლემარი: გვამს გავაუჩინარებთ! დარწმუნებული ვარ, რომ არავინ მოიკითხავს! შეგვიძლია, მისი სმარტფონი ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ... დემნა: ეგ როგორ? ლემარი მზაკვრულად იღიმის. მას ახალი იდეა აქვს. ლემარი: შენი აზრით? ხომ გეშინია, არა ნივთმტკიცებების? ჰო, და ახლა სწორედ ის დროა, რომ ამ ნივთმტკიცებებს მიმართულებები შევუცვალოთ... დემნა: ვერაფერს მივხვდი! აპირებ, რომ მისი სმარტფონით ვინმესთან კონტაქტზე გახვიდე? ცნობისმოყვარედ. ლემარი: ჰოო, დაახლოებით ეგრე... მის ყველა მიმოწერას ამოვქეავთ და შევისწავლით! საეჭვოს პოვნის შემთხვევაში, ჩვენივე სცენარით ვიმოქმედებთ! თუ ვინმე მისიანი, ჩვენს შესახებ ოდნავ მაინც ფლობს ინფორმაციას, ყველას ვაფიქრებინებთ, რომ მისი გეგმები შეიცვალა... მან ჩვენთან შეხვედრა გადაიფიქრა, ან სხვა გეგმა დასახა, სხვაგან წავიდა, ქალაქში დარჩა, სხვას შეხვდა! არ ვიცი, არ ვიცი, დემნა! ჩვენი სცენარი... მთავარია, ყველა დეტალი ზედმიწევნით გავთვალოთ! დემნა: (გაოცებული / ცრემლიანი ღიმილით) გენიოსი ხარ, ლემარ, ნამდვილი გენიოსი! ლემარი კომპლიმენტს დუმილით იფერებს. ლემარი: ამისთვის კი საჭიროა, სწრაფად ვიმოქმედოთ და მის სმარტფონში დროულად შევაღწიოთ! მომეხმარე! პირველ რიგში, მისი სმარტფონი ჯიბეში ჩაიდე... ლემარი Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ის მობილურს დემნას აწვდის. შემდეგ გვამს მარცხენა მხრიდან ხელს ჰკიდებს და ბეჭზე იგდებს. დემნაც იგივეს აკეთებს მარჯვენა მხრიდან. ლემარი: რომელი საათია? დემნა: შუა ღამეა... ლემარი: სახლამდე ისე უნდა მივიყვანოთ, რომ ვერავინ შეგვნიშნოს! დემნა: გავალ, ბაღის ტერიტორიას გადავამოწმებ! ლემარი: ჰოო... ყოველ შემთხვევაში, ისე მოვიქცევით, თითქოს მთვრალია და ვეხმარებით... დემნა: იდეალურია! ვინმემ კიდევაც რომ დაგვინახოს, საეჭვოს ვერაფერს შენიშნავს! ლემარი: აქამდეც დაუნახავთ, როგორ ვეზიდები მარტოდმარტო ჩემს სახლში მთვრალ გამოთაყვანებულებს. დემნას არ ეცინება. დემნა: შეტყობინებას გამოგიგზავნი, როცა დავწრმუნდები, რომ ტერიტორია სუფთაა... ლემარი: შენ რა, იდიოტო, უკან დაბრუნებას არ აპირებ? გგონია, მის წამოყვანას მარტო შევძლებ? დემნა: წეღან არ თქვი, რომ მთვრალ გამოთაყვანებულებს მარტოც გამკლავებიხარ? ლემარი ხვნეშის. გგრძლბ: კარგი, რა დაგემართა, ვხუმრობ! დავბრუნდები, მაგრამ შეტყობინებასაც გამოგიგზავნი! დემნა ჩქარი ნაბიჯებით მიდის. ლემარი მარტო რჩება. გვამთან. 04x05 ლამარა. მეხუთე დღე საშადიმნეში. პირველი სამუშაო დღის ბოლო. საღამო. პირველი სართული. პაბი. ლამარა. კიკი. გოგონები ირგვლივ. იცინიან. ჭორაობენ. სვამენ. ეწევიან. ჟღალთმიანი: წარმოუდგენლად გაოგნებული ვარ! იმდენად გაოგნებული, რომ თმაც შევიკარი! გოგონები იცინიან. ლამარაც შეთამამებულია. ხუმრობს. წითელთმიანი: (ლამარას) სიმართლე გითხრა, პირველად რომ დაგინახე, მეგონა, სამი თვის მანძილზე ვერაფერს გახდებოდი. არ გეწყინოს რა... ლამარა მორიდებული ღიმილით თავს აქნევს. კიკი: (წითელთმიანს) მე მთლად ეგრეც არ მეგონა, თუმცა, ეშმაკმაც დალახვროს, ვერაფრით ვიფიქრებდი... ლურჯთმიანი: აბონემენტი? ხუმრობთ, არა? რა აბონემენტი? შავთმიანი: ცია, ალბათ ყველაფერს დაიგლეჯს... კიკი: (ლამარას / ჩურჩულით) ცია, ჩვენი ყველაზე გამოცდილი თანამშრომელია. ახლა შვებულებაშია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჯერ კლიენტებს მასთან აბონემენტი არასოდეს ჰქონიათ. ლურჯთმიანი: გაჩუმდით! ხომ იცით, რომ ყურები ყველგან აქვს დატოვებული? (ერთდროულად / (ლურჯთმიანს) კიკი: მართალი ხარ! წითელთმიანი: და, მარტო ყურები? ჟღალთმიანი: (ლამარას) სრულყოფილო, მაშ მოგვიყევი, აქ როგორ მოხვდი? კიკი: (ჟღალთმიანს) ოჰ, კარგი ახლა... დრამა ისედაც ბევრი ჰქონდა ამ დღეებში! ჟღალთმიანი: (კიკის) შენ არაფერს გეკითხები! მე მას ველაპარაკები! ლამარა: ჩვენ უბრალოდ შემთხვევით შევხვდით... ქუჩაში... კიკიმ მე გადამარჩინა. ლურჯთმიანი: ნაცნობი სიტუაცია... წითელთმიანი: (ლურჯთმიანს) იმავეს თქმა მინდოდა, დამასწარი... პარალელურად წითელთმიანი ფეხზე დგება და რამდენიმე წუთში შამპანურის კიდევ ერთი ბოთლი მოაქვს. კიკი: გაიხსენეთ, რომ ხვალაც ვმუშაობთ! წითელთმიანი: (კიკის) ოოჰ, მოკეტე რა და გართობა გვაცადე! კიკი: (ხელების აწევით) კეთილი... არ ვერევი, თუმცა მამა შადიმანთან შესულ საჩივრებს მე არ გავამართლებ! წითელთმიანი კიკის ენას და შუანა თითს უყოფს. ერთდროულად. ლურჯთმიანი: (ლამარას) რამდენი წლის ხარ? მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ! წითელთმიანი: (ლურჯთმიანს) რა მოხდა, მისი უკანალის შეგშურდა? ჟღალთმიანს ბოლო ხმაზე ეცინება. ლურჯთმიანი: (ლამარას) შეგიძლია, მისი ცნობისმოყვარეობა არ დააკმაყოფილო! ამის სრული უფლება გაქვს! მეტიც... წითელთმიანი: (ლურჯთმიანს) მოკეტე და მასთან საუბარი მაცადე! ლურჯთმიანი: (წითელთმიანს) შენს ჩაფუშულ უკანალს მიხედე! (ლამარას / ჩურჩულით) უკეთესიც იქნება, თუ საერთოდ არაფერს ეტყვი. ბოღმისაგან გაიბერება და გასკდება. ჩვენ კი მსგავს სანახაობას ვერც ვინატრებთ! ლამარა არაფერს პასუხობს. იღიმის. კიკი: (ლურჯთმიანს) იმედი მაქვს, დღესვე არ გადააფიქრებინებთ გარაჟში დაბრუნებას! (ერთდროულად / ლამარას) წითელთმიანი: გარაჟში ცხოვრობდი? ლურჯთმიანი: ღმერთო ჩემო, გარაჟში? ჟღალთმიანი: (ლამარას) არ მიკვირს... მე საერთოდ ქუჩაში ვათენებდი... კიკი: კარგი რა, ხომ შევთანხმდით, რომ მსგავს რაღაცებზე... ლურჯთმიანი: (ჟღალთმიანს / ჩუმად) უარესის ღირსი იქნებოდი... წითელთმიანი: (კიკის) ადამიანის გაცნობა გვინდა, შენ კი ერთ სიტყვის თქმის საშუალებასაც არ აძლევ! მისი ხმა არც გაგვიგონია! ლურჯთმიანი: მართალია, დააცადეთ, თავად გადაწყვიტოს, რისი თქმა უნდა და რისი - არა! უეცრად ყველა ჩუმდება. მზერები ლამარასკენ. მზერები ცნობისმოყვარე. ლამარა გრძნობს. მისგან რაიმეს გაგონებას ელიან. ლამარა: (ყველას / სათითაოდ) ჩემგან რისი მოსმენა გინდათ? კონკრეტულად? კიკი: (ლამარას) ძვირფასო, შეგიძლია, არაფერი თქვა! ლურჯთმიანი: (ლამარას) ნამდვილად! არავინ გაძალებს! ლამარა: არაფერია... უბრალოდ დავინები... მეგობრები არასოდეს მყოლია... ამდენი... ასე ერთდროულად, რომ... (ერთდროულად) ჟღალთმიანი: საბრალო... შავთმიანი: როგორი მორიდებულია და გულწრფელია... წითელთმიანი: (ლამარას) აქამდე რას საქმიანობდი? რითი იყავი დაკავებული? ლურჯთმიანი: (წითელთმიანს) აჰა, ისევ მოფრინდა მისი ცნობიმოყვარეობის მტრედი. წითელთმიანი ამ რეპლიკას აიგნორებს. ლამარა: წინა წელს საკონდიტროში ვმუშაობდი, თუმცა დაიხურა. შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი, მეპოვა რაიმე ხელსაყრელი, რომ არსებობა გამეგრძელებინა, მაგრამ... წითელთმიანი: (ლამარას) ოჯახი? მათთან კონტაქტი არ გაქვს? კიკი: (წითელთმიანს) ღმერთო, დიდებულო! ლურჯთმიანი: საკმარისია, თამაშიდან გავდივარ! ლამარა: არა, არაფერია... შეგიძლია, ნებისმიერი რამე მკითხოთ. მე... ჩემზე ცუდად არ მოქმედებს. დასამალიც არაფერი მაქვს! პირიქით - კიკის მადლობელი ვარ, რომ თავშესაფარი მომცა! კიკი თბილად იღიმის. შავთმიანი: (ლამარას) ეგ ძვირფასო, მამა შადიმანი იყო, ვინც თავშესაფარი მოგცა! კიკი შავთმიანის რეპლიკაზე შუანა თითს წევს. იცინიან. წითელთმიანი: ოჯახისთვის დახმარება არასოდეს გითხოვია, თუ... თუ ოჯახი არ გყავს? ლამარა: არა, როგორ არა, ისინი... მაგრამ მე მათთან აღარ ვცხოვრობ... ლურჯთმიანი: თავი დაკითხვაზე მგონია... ჟღალთმიანი: მეც! წითელთმიანი მათ კომენტარებს აიგნორებს და ლამარასთან საუბარს განაგრძობს. წითელთმიანი: (ლამარას) რატომ? რამე მოხდა? მოგვიყევი... ჩვენ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ! ლურჯთმიანი: (წითელთმიანს) ჰო, არა? მაშინ სად წავიდა ჩემი ვიბრატორი? მთელი შეხუთე სართული გადავატრიალე და ვერსად ვიპოვე... წითელთმიანი: (ლურჯთმიანს) შენ ვიბრატორს თავადვე უნდა გაუფრთხილდე და მერე იქნებ, შეძლო კიდეც გახსენება, სად დატოვე შედებული! იჯღანებიან. იცინიან. კიკი: ნამდვილი ძუკნები ხართ... თქვენთან არასოდეს ვიწყენ! კიკი ლამარას თვალს უკრავს. წითელთმიანი: (ლამარას) იმას ვამბობდი, რომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ... ვიბრატორზე საუბარი არ მაქვს... აქ უსაფრთხოდ ხარ! იმაზე მეტად უსაფრთხოდ, ვიდრე წარმოგიდგენია! შავთმიანი: (ლამარას) ჩვენ ერთი, დიდი ოჯახი ვართ! ჟღალთმიანი: (ლამარას) შენ კი ახალი ოჯახის წვერი... ლამარა: მადლობა, რომ ჩემ მიმართ ასე კეთილად განეწყვეთ... ამას ძალიან ვაფასებ! არც კი ვიცი, რა გითხრათ?! ლურჯთმიანი: (ლამარას) შეგიძლია, არაფერიც არ თქვა! ლამარა ლურჯთმიანს უცინის. წითელთმიანი: (ლამარას) სახლიდან გამოგაგდეს? ლამარა: (წითელთმიანს) ვერ ვიტყოდი... უბრალოდ წამოვედი... საკმაოდ ჩახლართულია... გოგონები ღლიცინს წყვეტენ და ლამარას აჩერდებიან. ჟღალთმიანი: (ლამარას) რა მოხდა? ქუჩისთვის როგორ გაგიმეტეს? ლამარა: არასასიამოვნო ისტორიაა... ახლა არ მინდა... კიკი: (ლამარას) სრულყოფილო, შეგიძლია... ლამარა: (კიკის) არა, არაფერია... კარგად ვარ! კიკი: (ლამარას) ამაზე საუბარს არავინ გაიძულებს! წითელთმიანი: (კიკის) ამოუშვას, იქნებ გათავისუფლდეს! ლამარა: მე... ჟღალთმიანი: (წითელთმიანს) ჰოო, ეგ დაეხმარებოდა... შავთმიანი: სავალდებულო ხომ არ არის, რომ... ლურჯთმიანი: ჭორიკნები ხართ! წითელთმიანი: (ლურჯთმიანს) უბრალოდ ვცდილობთ, გავიცნოთ... თანაც ერთმანეთთან დასამალი რა გვაქვს? ლამარა: (მყისიერად) მე საკუთარმა მამამ გამაუპატიურა. უცერად ყველა ჩუმდება. ბუუმ. გაოცებისაგან მიმიკები ეყინებათ. ისინი ხმას ვერ იღებენ. ყველა ლამარას მიშტერებია. გგრძლბ: უფრო სწორად... ალბათ, აქედან დაიწყო დიდი უბედურებაც. დედა ბავშვობაში გარდამეცვალა, ეს ცალკე ტრაგედიაა... ძალიან ადრე მოხდა. ჩვენ... მაგრამ ოჯახიდან გაქოქცევის მიზეზი ეს არ ყოფილა. ის ღამე... ის ღამე იყო... მე იმ დღის თითოეული დეტალი იმდენად ცხადად მახსოვს, რომ მინდა, ჩემს გონებას ეს საზარელი ფირები განშორდეს! განშორდეს! უბრალოდ გაქრეს! არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მახსოვდეს... არ მინდა! ის საზარელი ღამე, როდესაც... რატომ? რატომ შეიძლება ადამიანი ასეთი საშინელი არსება იყოს? მე... ამ კითხვას ჩემს თავს ყოველთვის ვუსვამ! რატომ? ლამარა თავს ვერ იკავებს და გულამოსკვნილი ტირილს იწყებს. გოგონები ხმას ვერ იღებენ. სიბრალულით შესცქერიან. გგრძლბ: მან... ღმერთო, რომ შემეძლოს, იმ ღამეს ალბათ ჩემი ცხოვრებიდან საერთოდ გავაქრობდი, თუმცა ის კადრები... ის საშინელი, შემზარავი, ტრაგიკული ფირები არსად მიდიან... მე უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებ ამის წინააღმდეგ! ხანდახან საკუთარ თავს ვუღრმავდები, ვფიქრობ, ვაანალიზებ, ვიხსენებ... იქნებ, ჩემი ბრალი იყო? იქნებ, მე დავუშვი სადღაც ის გამოუსწორებელი შეცდომა? იქნებ, ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, ბოდიში რომ მომეხადა? მაგრამ რატომ? საკუთარ თავს ყოველ ღამე ვეკითხები - რატომ? ამის შემდეგ, სად არის ღმერთი? მე... რწმენაც კი დავკარგე. სისულელეზე ოცნების იმედიც დავკარგე. ჩემში ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ იქნებ... იქნებ, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი არაფერი მომხდარიყო? ჩემი უკან დახევით, იქნებ, ყველაფერი მოგვარებულიყო? შეცვლილლიყო? იქნებ, საკუთარი ეგოიზმი არც მიღირდა ოჯახის ფასად. ერთადერთი მამის ფასად... იქნებ, არ უნდა გამოვქცეულიყავი და ყველაფერი ამეტანა? ახლა ხომ მეყოლებოდა ის. ახლა ხომ მის გვერდით ვიქნებოდი? დამეთმო... საკუთარი თავი დამეთმო... იქნებ, იქნებ, იქნებ... ეს იქნებ ბოლოს მიღებს. ამ იქნებს ბოლოს მაინც იქამდე მივყავარ, რომ არ უნდა დავბადებულიყავი! საერთოდ არ უნდა გავჩენილიყავი და იქნებ, არც არაფერი მომხდარიყო... იქებ... მჭამს. თითოეული ეს გრძნობა მჭამს. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან ამოვიგდო და ამაზე აღარ ვიფიქრო?! მაშინ საკუთარი თავი უნდა გავანადგურო, რომ ეს ტრაგედია ჩემში გაქრეს... ჩემში ჩაილექოს და წაიშალოს... სხვანაირად შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელი! ლამარა ჩუმდება. ტირილაც უკლებს. გოგონები ხმას ჯერ კიდევ ვერ იღებენ. რამდენიმე მათგანი თვალებიდან ცრემლს იწმენს. ბუუმ. გგრძლბ: კმაყოფილი ხართ? ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის ისტორია. ისინი ჩემთვის აღარ არსებობენ - მე მათთვის არ ვარსებობ! დასკვნა შეგიძლიათ, თავად გამოიტანოთ - საკუთარი ნებით წამოვედი თუ გამომაგდეს! 04x06 ლემარი. ლემარი. დემნა. ბინაში. მეორე დილა. 7 საათი. დემნას სავარძელში სძინავს. ლემარი ფეხზეა. თვალები ჩაწითლებული აქვს. Youll_never_fuckme_coz_youre_simple-ს სმარტფონი ისევ ხელში უჭირავს. ამოწმებს. ამოწმებს. მასში ყველაფერს ანადგურებს. დემნა სავარძელში იზმორება. ლემარი: ეი, ეი, გაიღვიძე, გამოთაყვანებულო! დემნა ცალ თვალს ახელს და დამანჭული სახით იზმორება. გგრძლბ: კარგი ამბები მაქვს... სანამ შენ გეძინა, მისი ექაუნთზე აბსოლუტურად ყველანაირი საეჭვო მტკიცებულება დავაფორმატე! დემნა: რა? ხუმრობ? მართლა? ყველაფერი? გონს მოდის და წელში სწორდება. დემნას თმა აჩეჩილი აქვს. მაისური დაჭმუჭნილი. თვალები ნახევრად დახუჭული. ლემარი: აბსოლუტურად ყველაფერი! ისე, ნამდვილი გაიძვერა ყოფილა! სხვას არც მოველოდი... აღმოვაჩინე, რომ Recorder-ით თურმე ჩვენს საუბარს იწერდა, გუშინ... დემნა: ტელეფონში როგორ შეაღწიე? ლემარი: გაგვიმართლა, პაროლი არ ჰქონდა... დემნა: მოიცა, მოიცა... რას იწერდა? ლემარი: საუბარს. იმ მომენტიდან, როდესაც ბაღში შეგვხვდა. წინა დღის ხმოვან ჩანაწერებსაც მოვუსმინე, თუმცა საშიში არაფერია. დემნა: ხომ ვთქვი, არა, რაღაცას აპირებდა-მეთქი? ალბათ, პოლიციაში მივიდოდა ჩვენს დასასმენად. როგორ აღმოაჩინე, რომ იწერდა? ლემარი: სულელი გგონივარ? სმარტფონში შეუმოწმებელი არაფერი დამიტოვებია! დემნა დგება საპირფარეშოში გასასვლელად. დემნა: ის, საპირფარეშოშია? ლემარი: ჰოო, აბა ლოგინში ხომ არ ჩავიწვენდი?! დემნა: მე იქ არ შევალ! ლემარი: არ შეხვიდე! დემნა: არა, უბრალოდ იქ არ შევალ! დემნა ერთ ნაბიჯს დგამს. ლემარი: გეშინია, ქალაჩუნავ? კეთილი, შეგიძლია, აქ დარჩე და დამეხმარო... დემნა ხმას არ იღებს. ოთახში რჩება. დემნა: კიდევ რა იპოვე? ლემარი: უამრავი რამ! ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ამ ეტაპისთვის ყველას ცოცხალი ეგონოს. თუ სმარტფონი პოლიციას ოდესმე ხელთ ჩაუვარდება (ხაზს ვუსვამ - ოდესმე), ვერავინ იფიქრებს, რომ ის ამ დროს მკვდარი იყო. რადგან ის უბრალოდ ამ დროს პოსტავდა... სოციალურ საიტებზე... რაც იმას ნიშნავს, რომ მკვდარი სულაც არ იყო... დემნა: მართალი ხარ... მკვდარი ამას ვერ გააკეთებდა! ლემარი სმარტფონს ხელებში ატრიალებს. გგრძლბ: ჩვენი მიმოწერებიც გაანადგურე? ლემარი: (დაცინვით) შენი აზრით? ზედმიწევნით გადავამოწმე სხვა მიმოწერებიც. ჩვენი ფოტოები არსად გაუგზავნია. მის რამდენიმე მეგობარს გავუგზავნე კიდეც SMS შეხვედრასთან დაკავშირებით... დემნა: ეჭვის გასაფანტად... BINGO! არაჩვეულებრივი სტრატეგიაა! ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ დაღუპულები ვიყავით! ლემარი: ჯერ კიდევ გუშინ, მეც მეგონა, რომ პიდარასტივით ადგებოდი და მიმატოვებდი. დემნა: კარგი რა, ლემარ... მე არასოდეს... ეს სტრესული იყო ჩემთვის! ლემარი: რას ამბობ, მართლა? ოხრავს. გგრძლბ: არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი! ჰოო, მართლა, იასონსაც მივწერე... დემნა: მოიცა, იასონს მიწერე? უკვე? რა? უთხარი? უთხარი, რომ ის გარდაიცვალა? ლემარი: არა, ჯერ არა.. დემნა: მაშ, რა მიწერე? ლემარი: თავის დაზღვევის მიზნით... ცხადია, მას ნამდვილი ექაუნთიც ექნება, რომელზე წვდომაც ახლა არ გვაქვს! იქნებ, იმ ექაუნთზეც იყოს რაიმე ისეთი, რომელიც ჩვენს გეგმას ჩაშლიდა... დემნა: მოიცა, მოიცა... იასონისთვის ხომ არაფერი გითქვამს? ლემარი: ჯერჯერობით - არაფერი! იასონს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია გვჭირდება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. მასზე - როგორ ყალბზე და მასზე -როგორც ნამდვილზე! და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილი ექაუნთის გატეხვაც მოვთხოვე! დემნა: ნამდვილი ექაუნთიდან არავის მიწერდა... ვგულისხმობ, ასეთ მიმოწერებს... ლემარი: საიდან იცი? დემნა: ეგენი ეგრე აკეთებენ, თავდაცვის მიზნით... მაშინ რატომ ექნებოდა ყალბი პლატფორმა? ყალბი პლატფორმები ხომ პაემნებზე დასაყოლიებლადაა? ლემარი: მართალია, მაგრამ მაინც ბოლომდე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყველაფერი განადგურებულია! წინააღდეგ შემთხვევაში, გვამის მოშორებას ვერ შევძლებთ! დემნა: იასონთან მიმართებაში რას აპირებ? აპირებ, სიმართლე უთხრა? ლემარი: არ ვიცი. მაგაზე ჯერ ვერ ვფიქრობ... დემნა: ხო მაგრამ ადრე თუ გვიან თქმა ხომ მოგვიწევს? როდესაც ის დანაპირებ ფოტოებს ვერ მიიღებს... ლემარი: ალბათ, სიმართლეს ვეტყვით, მაგრამ ჯერ არა! ჯერ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს! როცა დრო მოვა, ყველაფერს ავუხსნით! დემნა: რა ერქვა? იქნებ, პლატფორმის გატეხვა ჩვენც მოვახერხოთ? ლემარი: როგორც თავად მითხრა - აკა ერქვა, მაგრამ ამ სახელით ვერსად ვერაფერი ვიპოვე. დემნა: შეიძლება, არც აქვს რეალური ექაუნთი. მობილურში საეჭვოს ვერაფერს წააწყდი? ლემარი: უკვე ათასჯერ გითხარი, რომ მობილურში ყველა საეჭვო დეტალი სათითაოდ ამოვძირკვე. ღმერთო ჩემო, ამავდროულად გული მერეოდა... დემნა: ასეთი რა იპოვე? ლემარი: ვერც კი წარმოიდგენ, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ ისეთი რაღაცები... ღმერთო... ლემარს ზიზღისაგან გადაფურთხება უნდება. გგრძლბ: თავად თუ იციან, რა არსებები არიან? როგორ ეგუებიან საკუთარ თავებს? ან საერთოდ... ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ადამიანები იყვნენ. დემნა: ფაქტია, რომ მოკვდავები არიან. ლემარი: გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში. მისი ყალბი ექაუნთი მთლიანად ჩვენ მხარესაა! წერტილი! შენგან განსხავებით, უსაქმოდ არ ვმჯდარვარ... დემნა: მაპატიე, რომ აზროვნებით ვერ გეწევი... ჩემთვის საკმაოდ სტრესული იყო გუშინდელი ღამე. ყავა გაქვს? ლემარი თავს უქნევს. გგრძლბ: ტუალეტშიც მინდა... ლემარი: მერე, რას მიყურებ? გგონია, თავისით მოვა? დემნას ტუალტში შესვლა ეთაკილება. ყოყმანობს. ეშინია. გგრძლბ: მშიშარა ქალაჩუნა! ცოცხალმა ვერაფერი დაგვაკლო და მკვდარმა რა უნდა გიქნას, შე გამოთაყვანებულო?! დემნა: კარგი ჰოო, ნუ გადამაყოლე... მივდივარ! დემნა ფეხის თრევით გადის. ლემარი სმარტფონში ჩიჩქვნას კიდევ განაგრძობს. ასუფთავებს ფაილებს, ამოწმებს მონაცემებს. რწმუნდება, რომ ყველაფერი რიგზეა და მათ შესახებ ყველაფერი განადგურებულია. რამდენიმე წუთში აბაზანიდან დემნას ყვირილის ხმა ისმის. უეცარი. შემზარავი. ლემარი ფეხზე ხტება შიშისაგან. გგრძლბ: აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა... ლემარი: რა ჯანდაბაა, იდიოტო? რა მოხდა? გაპიდარასტდი და აღარ გიდგება? დემნა ყვირილს არ წყვეტს. აბაზანა ჩაკეტილია. ლემარი სახელურს აჯაჯგურებს, ცდილობს, გააღოს. დემნა ყვირილს ისევ არ წყვეტს. პანიკაშია. გგრძლბ:
რა ჯანდაბაა, შემომიშვი?! დემნა: გაცოცხლდა! გაცოცხლდა, ღმერთო! ღმერთო! ლემარ, ის გაცოცხლდა... კარი გამიღე! ვაიმე... ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.