შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 22 თავი

1-05-2022, 14:05
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 493

-უკვე ხომ აგიხსენი არა?-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ ქმარს და უკმაყოფილო სახით მიაჩერდა სახეში გაღიზიანებულ ბიჭს, რომელიც აივნის ღია კართან სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას- ფაქტიურად მთელი ღამე ტირილში გაათენა... ვერაფრით დავამშვიდეთ მე და ნინიმ... დილითღა ჩაეძინა ტირილისგან დაღლილს... თამუნა საშინლად ენატრება- დანანებით თქვა და მიტრიალდა, ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ლაშას მბრძანებლურმა ხმამ ადგილზე გაყინა
-თამუნასთან მისი წაყვანა არ გაბედო!
-როგორ შეგიძლია საკუთარ შვილს ასე სატიკად მოექცე?!- უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული გოგონა და მისკენ მიტრიალდა არეული სახით
-ჩემი და მარიამის ურთიერთობა შენ არ გეხება!- დაუღრინა გაბრაზებულმა ბიჭმა ცოლს და სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა
-რადგან მარიამი, შენი და ხატიას შვილია ფიქრობ რომ უფლება არ მაქვს ჩავერიო თქვენი, როგორც მამა-შვილის ურთიერთობაში?- ავარდა თათია და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ, სიმწრის ცრემლებს
-მე ეგ არ მიგულისხმია-მოიღუშა ლაშა და მაშინვე მეორე ღერს მოუკიდა აკანკალებული თითებით
-ჯერ კიდევ... ხატია უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე მე!- აღმოხდა აღელვებულ გოგონას და იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა, მაინც გადმოუცირდა გაფითრებულ სახეზე სიმწრის ცრემლები
-შენ ანიჭებ ხატიას ზედმეტ მნიშვნელობას და არა მე!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, ზედმეტად მიუახლოვდა უკვე სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა
-გგონია ვერაფერს ვხვდები?- ნაწყენი ტონით უთხრა თათიამ და ასლუკუნდა -ჩემი და ხატიას უცნაური მსგავსება...
-ჩშშ!-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა გაღიზაიანებულმა ბიჭმა ცოლს და ვნება მორეული ნაზ წითელ, სავსე, ტუჩებზე დააცხრა. კოცნა წამიერი მაგრამ ვნაბიანი იყო, ამიტომ თათია ოდნავ დაშოშმინდა თუმცა მის არეულს სახეზე აშკარად იკითხებოდა უკმაყოფილება რის გამოც ლაშას გაეღამა და სიტუაცია მარტივად განიმუხტა. მაგრამ როცა მომღიმარმა ბიჭმა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებსშორის მოიქცია, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ლურჯი, მწველი კვამლი თათიას ალეწილი სახისკენ მიმართა, გოგონა ისევ გაბრაზდა
-არანორმალურო!-უყვირა ქმარს და მიტრიალდა, თუმცა ლაშამ მაშინვე მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა
-ამჯერად ვერ გამექცევი!-გამომწვევი ტონით უთხრა და მაშინვე წელზე შეუცურა მეორე ხელი, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სუსტი, გამხდარი სხეული და ჩაწითლებული თვალებით ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში
-ლა შა-აღმოხდა აფორიაქებულ გოგონას, მაგრამ ვნება მოერეულმა ბიჭმა, ხმის ამოღების უფლება არ მისცა და მაშინვე ტუჩებზე დააცხრა. ნელ-ნელა უკუსვლით წაიყვანა საწოლისკენ, ფრთხილად გადააწვინა და ზემოდან მოქცეული სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა
-მჭირდები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა დაბნეულ ცოლს და ამჯერად ყელზე შეაწება მწველი ტუჩები.
კოცნის, ვნების, ბრძანების, ყვირილის და ცრემლების გამო გაწყვეტილი დიალოგები კიდევ უფრო მეტ კითხვას და ეჭვს იწვევდა ორივე მათგანში ერთმანეთის მიმართ, რაც უარესად ართულებდა და ძაბავდა მათ ისედაც დაულაგებელ ურთიერთობას ისე რომ ამას თავადაც ვერ ხვდებოდნენ. ხშირ შემთხვევაში მათი საუბრები ძირითადად მხოლოდ ყოველდღიურ რუტინას ეხებოდა: ფულს, ბანკს, სახლს, უნივერსიტეტს, სამსახურს, ბაღს, სკოლას, გზას, კომუნალურ გადასახადებს და მეტს არაფერს, რადგან ორივეს აშინებდა ერთმანეთთან წარსულზე, საკუთარ რეალურ გრძნობებზე, განცდებზე, შიშებზე და მწუხარებაზე საუბარი. ორივე მარტო ცდილობდა გამკლავებოდა საკუთარ სულის ჭრილობებს რომელბიც ერთმანეთთან სიშორის გამო კიდევ უფრო ღრმავდებოდა, მწვავდებოდა და აუტანელი ხდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედადავად ლაშას სიამაყის გრძნობა და თათიას შიშის განცდა, უფლებას არ აძლევდათ ერთმანეთთან გულწრფელად ესაუბრათ, ამიტომ მათი ყოველდღიურობა ერთფეროვანი, მოსაწყენი და დამთრგუნველი გახდა.
გვიან ღამით, უძილობისგან გაწამებული თამუნა დივანზე დაჯდა ანერვიულებული და ამღვრეული მწვანე სფეროები ერთ წერტილს გაუშტერა, კარგა ხანს იჯდა ასე გარინდებული და ფიქრობდა თუ არა დაელია წამალი რომელიც აკანკალებულ თითებშორის ჰქონდა მოქცეული, შეკრთა როცა ტელეფონის ყრუ ხმა მის დახშულ სმენას მიწვდა, ეკრანისთვის არ დაუხედია ისე უპასუხა
-დედა-ყურმილს მიღმა გაისმა ნინის ტირილნარევი ხმა
-მოხდა რამე?-მაშინვე აზრზე მოვიდა თავგზააბნეული ქალი
-მამას უნდა რომ მე და მარიამი თურქეთში წაგვიყვანოს 1 თვით
-რააა?-შეყვირა გაგიჟებულმა ქალმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა აფორიაქებული
-ლაშაც თანახმააა-აღმოხდა უკვე ატირებულ გოგონას და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩავარდნილი ხმით დაამატა-თათია ზურასთან შეკამათდა და ლაშამ უყვირა... საშინლად იჩხუბეს, ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან... თათიამ მარიმის ოთახში დაიძინა
-რის გაკეთებას ცდილობს მამაშენი...-აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა, რადგან არ უნდოდა ნინი უარესად შეეშინებინა
-მამას ვუთხარი, მე არ წამოვალ-მეთქი და- ხელახლა ასლუკუნდა ნინი და ხმა ჩაუწყდა რადგან ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად
-რით დაგემუქრა?-უემოციო ტონით ჰკითხა თამუნამ ატირებულ გოგონას და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს
-მთვრალი იყო...-ჩამწყდარი ხმით თქვა გოგონამ და გაჩუმდა
-მითხარი!-მაქსიმალურად მშვიდი ტონით მიმართა გაღიზიანებულმა ქალმა შეშინებულ შვილს
-მითხრა რომ ასეთ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება მომიწევდა თქვენს შორის
-ნაძირალა... არაკაცი-ზიზღით თქვა თამუნამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე უფრო თავისთვის ვიდრე ნინის გასაგონად დაამატა-ახლა უნდა რომ მარიამის მეშვეობით შენზე მოახდინოს ზეწოლა
-იქნებ გადავაფიქრებინო-ჩამწყდარი ხმით თქვა ნინიმ
-ტყუილად ნუ ეცდები-ბრაზნარევი ტონით უთხრა თამუნამ და ფეხზე წამოდგა აფორიაქებული- არ გადაიფიქრებს! ჩემი დასჯა უნდა თქვენი საზღვარგარეთ წაყვანით...რადგან მარიამი ასე თუ ისე უჩემობას შეეჩვია და ერთმანეთის მონატრებით აღარ ვიტანჯებით ოსე როგორც თავიდან... თან როგორღაც ვახერხებ მის ბაღში ნახვას ზურასგან და ლაშას მალულად...
-იცის-ჩამწყდარი ხმით თქვა ნინიმ
-რააა?-აღმოხდა გაოგნებულ ქალს
-მამამ იცის რომ მარიამს ბაღში ნახულობ ხოლმე...
-მაშინ რატომ არაფერს აკათებს?
-არ ვიცი
-ხვალ შენ და თათია ჩემთან მოდით აუცილებლად უნდა დაგელაპარაკოთ ორივეს
-კარგი
-არაფერზე ინერვიულო დე
-მომენატრე
-მიყვარხარ
-მეც-ასლუკუნდა ისევ ნინი და სწრაფად გაუთიშა რადგან ზუსტად იცოდა კიდევ რომ დალაპარაკებოდა დედას თავს ვერ შეიკავებდა და ატირდებოდა.
იმის მიუხესავად რომ ძალიან ეცადა თამუნა თავს მაინც ვერ მოერია და ატირდა, ბოლოს იმდენად აიყოლიეს უაზრო დამღლელმა და მტანჯველმა ფიქრებმა რომ წამალი დალია და დაძინება სცადა, მაგრამ ამაოდ ვერაფრით დამშვიდდა, ამიტომ მეორეს დალევა გადაწყვიტა. შეკრთა როცა კარზე ბრახუნის ხმა შემოესმა, შეშინებული მაშინვე ფეხზე წამოხტა და ჰოლში გავიდა
-თამუნა-მოესმა კარს უკან ზურას არეული ხმა რასაც ისევ ბრახუნის საზარელი ხმა მოჰყვა. ბევრი ფიქრისთვის დრო არ ჰქონდა შეშინებულ და დაბნეულ ქალს რადგან ზურა საშინლად ხმაურობდა, რაც ზუსტად იცოდა ცნობისმოყვარე და ჭორიკანა კეთილისმოსურნე მეზობლების ინტერეს და უკმაყოფილებას გამოიწვევდა, ამიტომ მაშინვე გააღო კარი და ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა ქმარს ჩაწითლებულ თვალებში. ზურამ უცნაურიზერით შეხედა ცოლს და დაუპატიჟებდლად შევიდა სახლში
-რა გინდა? რისთვის მოხვედ?-ღია კართან მდგომმა ქალმა მაქსიმალურად შვიდი ტონით ჰკითხა სასმლისგან გონება ამღვრეულ კაცს რომელიც ზედმეტად მიუახლოვდა მას და ზემოდან დააცქერდა ჩაწითლებული თვალებით. თამუნა საშინლად დაძაბა მამაკაცის ზედმეტმა სიახლოვემ, ამიტომ ოდნავ უკან დაიხია მასთან დისტანციის გასაზრდელად, მაგრამ გაღიზიანებულმა კაცმა მაშინვე კედელს მიანჯინა ორივე ხელი და შუაში მოიმწყვდია დაბნეული ქალი- ზურა გთხოვ წადი- აღმოხდა აფორიაქებულ ქალს და შეშინებული თვალებით მიაჩერდა სახეში სუნთქვა აჩქარებულ კაცს რომელმაც ყურს უკან გამომწვევი ტონით დაუჩურჩულა მაა
-მომენატრე- და ცხვირის წვერით ოდნავ სულ ოდნავ შეეხო საფეთქელზე
-მინდა რომ წახვიდე
-შენ ჩემი ცოლი ხარ!-დაუღრინა უეცრად წყობრიდან გამოსულმა კაცმა და იმდენად მიეკრო გაყინულ სხეულზე უკვე სუნთქვა შეწყვეტილს ქალს რომ ფაქტიურად მოძრაობის უნარი მთლიანად შეუზღუდა
-აღარ ვარ!-მტკიცედ უთხრა თამუნამ იმის მიუხედავად რომ სასოწარკვეთილი და ძალიან შეშინებული იყო
-ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ!- მბრძანებლური ტონით უთხრა ზურამ და სრულიად მოულოდნელად ტუჩებში აკოცა. გაგიჟებულმა ქალმა მაშინვე მკერდზე მიანჯინა ხელები და უკან დახევა აიძულა ცინიკურად მომღიმარ კაცს
-არ გაბედო და არ შემეხო-ზიზღით უთხრა და განზრახჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-თუ შეგეხები რა მოხდება?!-ცინიკური ტონით ჰკითხა მომღიმარმა კაცმა თავგზააბნეული ქალის და სანამ გაგიჟებული თამუნა რამეს ეტყოდა კარი გამეტებით მიაჯახუნა, შიგნიდან გასაღებით დაკეტა
-შენ რა გაგიჟდი? ახლავე გააღე!- უეცრად აყვირდა წყობრიდან გამოსული ქალი
-გგონია რადგან სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანე ჩემგან წასვლის უფლებას მოგცემ?-ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ ცოლს და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-ზურა გთხოვ წადი-შეეხვეწა თამუნა თან უკან დაიხია
-არასდროს? გესმის? არასდროს მოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას!-დაუღრინა სასმლისგან გონება არეულმა კაცმა შეშინებულ ქალს და მაჯაში უხეშად წაავლო ხელი თავისკენ მიიზიდა და მეორე ხელი წელზე შემოხვია
-გამიშვი-მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა სასოწარკვეთილმა ქალმა
-სხვა გყავს?-ინტერესით ჰკითხა ზურამ და ზემოდან დააცქერდა უკვე თვალებაწყლიანებულ ქალს
-რას ბოდავ-აყვირდა ისევ გაღიზიანებული ქალი და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ამაოდ
-მაშინ ჩემი შეხება რატომ გაღიზიანებს?!
-ამ ყველაფერის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ! და შენ ეს კარგად იცი!
-იცოდე თუ არსებობს ვიღაც სხვა... სხვა ვის გამოც...
-არ გაბედო! არ გაბედო კიდევ რამის თქმა!
-მაშინ სახლში დაბრუნდი!
-ამას არასოდეს გავაკეთებ
-შენი ნებით დაბრუნდი... თორემ იცოდე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემთან დაბრუნება გაიძულო!-მუქარით უთხრა ზურამ და კიდევ უფრო მეტად მიიწება მხურვალე სხეულზე საყვარელი ქალის სიფრიფანა სხეული
-მეზიზღები, მეზიზღები გესმის?-აყვირდა ისევ წყობრიდან გამოსული ქალი და იმდენად შეეწინაადეგა ცინიკურად მომღიმარ კაცს რომ როგორღაც მიახერხა და ხელიდან გაუსხლტა- გაეთრიე ჩემი საზლიდან!-ზიზღით უთხრა ქმარს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში რადგან არ უნდოდა ეგრძნო მას რამდენად შეშინებული სასოწარკვეთილი და განადგურებული იყო.
-ცდები...ჯერ კიდევ გიყვარვარ-გამარჯვებულის იერით უთხრა ზურამ ახლოს მდგომ ქალს და სახეზე ნაზად ჩააყოლა ცივი თითები. თამუნამ, წამიერად თავი გვერდზე მიატრიალა და ისევ ზიზღით მიაჩერდა ქმარს სახეში
-წადი!- მბრძანებლური ტონით უთხრა ამაყად გაუსწორა მზერა
-ვგრძნობ-ცინიკური ტონით უთხრა ზურამ და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი- ჩემი შეხების როგორ გეშინია-ყურს უკან დაუჩურჩულა გამომწვევად და იგივე ტონალობით გააგრძელა საუბარი-უნდა გეშინოდეს! იმიტომ რომ ყველაფერზე წავალ იმისთვის რომ დაგიბრუნო! რადგან შენ ჩემი საკუთრება ხარ! იცოდე, სხვას არასდროს დავუთმობ შეს თავს!- შემდეგ ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა და მშვიდად დატოვა სახლი. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა, თავს მაინც ვერ მოერია თამუნა და ხმამაღლა ატირდა. იცოდა, იცოდა რომ ასე მოხდებოდა... ზურა თავს არასდროს დაანებებდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემდა. არა იმიტომ რომ მას ის უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ის უბრალოდ ეგოისტი მესაკუთრე იყო, რომლისთვისაც მნიშვნელობა არასდროს ჰქონდა სხვის განცდებს, გრძნობებს და ემოციებს. ამ საშინელი ფიქრებით დაღლილი და თავგზააბნეული ქალი ქუჩაში გავიდა. უმიზნოდ, უაზროდ დაეხეტებოდა თბილისის განათებულ ქუჩებში, ვერაფერს გრძნობდა საერთოდ ვერაფერს გარდა სინანულისა... გონს მხოლოდ ტელეფონის ზარის ხმამ მოიყვანა. ეკრანს დახედა. უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები. იმის მიუხედავად რომ ზაზას უდროო ზარმა ძალიან გააღიზიანა რატომღაც მაინც მოუნდა რომ მისთვის უპასუხა და მისი ხმა გაეგო
-იცი რომელი საათია?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა მომღიმარ კაცს რომელიც აივნის მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილი და ფეხებ გადაჯვარედინებული სიგარეტს მშვიდად ეწეოდა
-რატომ არ გძინავს?-ინტერესით ჰკითხა კაცმა და მოთმინებით დაელოდა დაბნეული ქალის პასუხს რომელმაც კარგა ხნის ფიქრის მერე მშვიდად უპასუხა
-შენ?
-სად ხარ?-ხმა გაიმკაცრა ზაზამ როცა მანქანების ხმა შემოესმა
-ქუჩაში
-ამ შუაღამისას გარეთ რას აკეთებ?!
-უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოსვლა მომინდა-დაუფიქრებლად უპასუხა ქალმა და მერე საკუთარ თავზე გაბრაზებულმა სწრაფად დაამატა- ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო?
-ესე იგი წამლებს აღარ სვამ-კმაყოფილი ტონით უთხრა ზაზამ და ყურადღებაც მარტივად გადაატანინა საჩხუბრად გაზადებულ ქალს
-ვსვამ
-მაშინ ქუჩაში რატომ ხარ ახლა?!- ზაზამ კითხვა იმდენად მშვიდი და უცნაური ტონალობით დასვა თამუნას, რომ მან გადაწყვიტა გულწრფელად ეპასუხა მისთვის
-არ იმოქმედა
-მოხდა რამე?
-საიდან მოიტანე?
-სხვა შემთხვევაში იმოქმედებდა
-ახლა შენთან ლაპარაკის და მითუმეტეს რამის ახსნის თავი არ მაქვს-უკმაყოფილო ტონით უთხრა თამუნამ და მაჯის საათს დახედა რომელიც შუაღამის ორს უჩვენებდა
-ისევ პრობლემებს გიქმნის შენი ჯერ არ, ყოფილი ქმარი?
-ჩემი და ზურას ურთიერთობა შენ არ გეხება
-უკვე მეხება!
-უნდა წავიდე...
-არ გამითიშო-დაიძაბა ზაზა
-თავი დამანებე-გაებუტა თამუნა
-სად ხარ მითხარი და მოგაკითხავ
-მარტო ყოფნა მინდა
-მითხარი!-არ მოეშვა ზაზა
-ზუსტად არ ვიცი
-დაახლოებით ხომ იცი სადაც ხარ? მითხარი და მე თვითონ გიპოვი-გაბრაზდა ზაზა და სახლში შესულმა მაშინვე მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი.
ყველაფერი კიდევ უფრო აირია მაშინ როცა თამუნაზე დაბოღმილმა ზურამ ნინი და მარიამი თურქეთში წაიყვანა დასასვენებლად გაურკვეველი ვადით, რასაც ლაშას და თათიას ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა რომ თათია საბოლოოდ მარიამის ოთახში გადაბარგდა რამაც ლაშას ქცევები უკონტროლო გახადა. მან გაბრაზებული და ნაწყენი ცოლის შემორიგება ძალდატანებით სცადა, საბოლოოდ კი იქამდე მივიდნენ რომ თათია სახლში გამოკეტა და უნივერსიტატეში წასვლა აუკრძალა.
ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მაშინ როცა თიკამ, თათიას დაურეკა მოსაკითხათ და ლაპარაკში წამოსცდა რომ გიორგი ჩამოვიდა
-საქართველოში დაბრუნდა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა დაძაბულმა გოგონამ დას და აწყლიანებული თვალები ერთ წერტილს გაუშტერა
-არა, მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვიდა, დედამისის დაბადების დღის გამო...
-ნახე?
-კი
-ელაპარაკე?
-რამდენიმე წუთით
-რა გითხრა?
-მხოლოდ მე და ბავშვი მოგვიკითხა
-როგორ გამოიყურებოდა?
-ძალიან შეცვლილი მომეჩვენა
-ალბათ სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებს- ჩამწყდარი ხმით თქვა თათიამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-როგორც მივხვდი არა
-გული საშინლად ვატკინე
-შეცდომები თავადაც დაუშვა
-კარგი უნდა წავიდე-ვეღარ გაუძლო ამ მძიმე საუბარს თათიამ და მოულოდნელად ტელეფონი გაუთიშა დას.

№1 სტუმარი Keira.კირა

გაუშვით თათია გიოსთან confused
თამუნა ზაზასთან და მთელი დარჩენილი ცხოვრება ტანჯეთ ეს ჩვენი "მამაკაცი" პერსონაჟები smiling_imp
ლაშა ვერასდროს ეღირსება შვილის სითბოს და ყურადღებას, როცა მარიამი გაიზრდება. დამმ, ეგ იქნება მისი ყველაზე დიდი სასჯელი :
ხატია სჯობს ყველას, მკვდარი რომ გაჯობებს smiley

№2  offline მოდერი ნეაკო

Keira.კირა

ასე მარტივად ვერ დალაგდება სიტუაცია. შემდეგ თავებში ძალიან გართულდება სიტუაცია და ყველაფერო უფრო ჩაიხართება joy

№3  offline წევრი Soraya

ზურას საქციელები მარაზმობას იქით სცდება, მგონია რომ ზურას თამუნა კი არ უყვარს არამედ ვერ ეგუება ვიღაცა რომ არ დაემორჩილა.(ეს თუ ასეა მაშინ მითხარით)
ლაშა და ზურა რით განსხვავდებიან? ორივე ერთნაირი ა რომლებმაც არ იციან ცოლად როგორ მოექცნენ.
რაც შეეხება თათიას და ლაშას, ლაშას თათია კი არა ხატია უყვარს, ეს არის და ეს.
წარმატებები!
კითხვა:ოდესმე ზურა და ლაშა გონს მოვლენ?

გამოკეტვა ეს ჩემი აზრით უკიდურესი რამეა რის გამოც თათია უნდა გათავისუფლდეს ლაშასგან.
რა თქმა უნდა ლაშაც ზურასავით მოიქცევა, ისე როგორც ბოლო დონის არ იქცევა ასე, მაგრამ გამოკეტვა? ლაშას თათია რამე ნივთში ეშლება და არ ვიცი?

№4 სტუმარი ანისია

ტელემუნდო პრესენტა

№5  offline მოდერი ნეაკო

ანისია
ტელემუნდო პრესენტა

joy მქონდეს პრეტენზია?

Soraya
ზურას საქციელები მარაზმობას იქით სცდება, მგონია რომ ზურას თამუნა კი არ უყვარს არამედ ვერ ეგუება ვიღაცა რომ არ დაემორჩილა.(ეს თუ ასეა მაშინ მითხარით)
ლაშა და ზურა რით განსხვავდებიან? ორივე ერთნაირი ა რომლებმაც არ იციან ცოლად როგორ მოექცნენ.
რაც შეეხება თათიას და ლაშას, ლაშას თათია კი არა ხატია უყვარს, ეს არის და ეს.
წარმატებები!
კითხვა:ოდესმე ზურა და ლაშა გონს მოვლენ?

გამოკეტვა ეს ჩემი აზრით უკიდურესი რამეა რის გამოც თათია უნდა გათავისუფლდეს ლაშასგან.
რა თქმა უნდა ლაშაც ზურასავით მოიქცევა, ისე როგორც ბოლო დონის არ იქცევა ასე, მაგრამ გამოკეტვა? ლაშას თათია რამე ნივთში ეშლება და არ ვიცი?

სწორად აღნიშნე, ზურას პრობლემა ისაა რკმ თამუნა არ ემორჩილება და არა ის რომ საყვარელ ქალს კარგავს.
შეიცვლებიან თუ არა ზურა და ლაშა ეს მომდევნო თავებში გამოჩნდება.❤❤❤❤❤

№6 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო მე მომეწონა ყოჩაღ შენ

რაც შეეხება თათია ლაშას და თამუნას და ზურას ასე ვიტყვი .თამუნამ უკან არ უნდა დაიხიოს და ყველანაირი შიში გადალახოს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.აუცილებელი არ არის ვინმე ყავდეს .ზურას ნაირი კაცი არასოდეს არ შეიცვლება ესეთი კაცები მანიაკები არიან და მარტო თავის თავზე ფიქრობენ

№7 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
nene gelovani
Keira.კირა
რა გოთვერანია ეს მამა-შვილი რაა grimacing
ეს ფოტოზე "michele morrone" ლაშას პროტოტიპია? ვგიჟდები ამ მსახიობზე და რატომ უნდა იყოს ეს დაცემა კაცი ლაშას პროტოტიპი????? tired_face

ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა, ნახე? smile

აი პირველი ნაწილი ვუყურე ნახევრად რასაც ქვია, თავი ვაწამე მხოლოდ იმისთვის, რომ მაინტერესებდა იმ ,,დიდ აზრს" თუ ვიპოვიდი მაგ ფილმში. აი ხალხი რომ იშველიებდა მარტო იმიტომ მათი პო*ნოებისადმი სიყვარული რო გადაეფარათ smiley ვერაფერიც ვეე ვიპოვე, ყველაზე საცოდავი სცენარით დაწერილი ფილმია. აბა რა ვიცი, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გსიამოვნებდეს სტოკჰოლმით დაავადებული, დებილი გოგოსა და მუსკულებიანი ტიპის სექსის ყურება. ვერც კარგი enemies to lovers გამოვიდა, ჩვეულებრივი გარომანტიზირებული, იაფფასიანი პორნოა და კინომატოგრაფიის ჩვეულებრივი მარცხი და შეცდომა ეგ ფილმი smiley ცუდად გავხდი ლამის მეორე ნაწილის გამოსვლა რომ გავიგე laughing და ეს ბიჭიც ძალიან მაღიზიანებს. ალბათ ის პერსონაჟი ჩამრჩა მაგრამ ისედაც არ ,,მევასება" ეგეთი ტიპები რაც სინამდვილეშია (თუ მხოლოდ იმ ცოტა და პატარა ვიდეოებით ვიმსჯელებთ, რაც ვნახე).

ვიცი რომ არანაირი დიდი აზრი ფილმში არ დევს. ისიც ვიცი, რომ არა მარტო სცენარი, რეჟისურაც არ უვარგოდა. თუ კი რამე ცუდი სჭირს მაგ უდღეურ ფილმს ყველაფერი ვიცი და მესმის...
მაგრამ!
იცი როგორ ველოდებოდი მეორე ნაწილს? joy joy
ის ბიჭი მომწონს, გოგოც მომწონს (მიუხედავად იმისა რომ ბევრმა დაიწუნა), ის ქართველი "ვაშკაციც" მომწონს joy სცენარის ავტორი, გადარეული პოლონელი ქალიც მომწონს joy
მე კარგ ხასიათზე მაყენებს და რეჟისურიც დედაც... joy

აუ არ ვიცი, არ მომწონს ეგ ბიჭი, თან ძალიან. გამაღიზიანებლად ქარიზმატულია. არა, ის მაღიზიანებს ხოლმე ამ შტერული გამოხედვებით რომ ცდილობენ ქალების დაცვენას. არ მომწონს! მაღიზიანებს ეგეთი ტიპები! smiley

№8  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო მე მომეწონა ყოჩაღ შენ

რაც შეეხება თათია ლაშას და თამუნას და ზურას ასე ვიტყვი .თამუნამ უკან არ უნდა დაიხიოს და ყველანაირი შიში გადალახოს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.აუცილებელი არ არის ვინმე ყავდეს .ზურას ნაირი კაცი არასოდეს არ შეიცვლება ესეთი კაცები მანიაკები არიან და მარტო თავის თავზე ფიქრობენ

აბსოლუტურად გეთანხმები ელა, ზოგადად ადამიანები არ იცვლებიან, ისინი ან ისეთები უნდა მიიღო როგორებიც არიან ან უნდა გაეცალო მათ.

იმაშიც გეთანხმები რომ მარტოც შეიძლება იყო ბედნიერი და აუცილებელი არაა გვერდით მეორე ნახევარი ანუ მეუღლე გყავდეს. თუმცა თავისუფალ ადამიანს ვფიქრობ უფლება აქვს გვერდით ჰყავდეს ის ადამიანი ვისთანაც თავს კარგად იგრძნობს და საჭირო სულაც არაა ოდესმე გაოფიციალურდეს ეს ურთიერთობა. ზოგჯერ წყიველი ასე უფრო მშვიდად, ჰარმონიულად და ბედნიერად ცხოვრობენ.

მე იმაზე მეცინება, ის გოგო ძაან შმექსუალურად რომ დადის და "იყურება" ხოლმე joy
მოკლედ, მე ველოდები მესამე ნაწილს laughing

მეორე ნაწილს რომ ვნახავ ჩემს აზრს მერე გაგიზიარებთ, ისე ეგ გოგო სულ არ მესექსულურება joy რასაც ბიჭზე ვერ ვიტყვი joy

№9  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო

არავის არ ესექსუალება, იმიტომ რომ ფეხები კისრიდან არ ეწყება. სტერეოტიპია ჩვეულებრივი.
ამიტომ ასმაგი პატივისცემა ჩემგან იმას, ვინც ეგ გოგო მაგ როლზე აიყვანა.

ჩემი მოკრძალებული აზრით ფეხების სიგრძე არ განსაზღვრავს სექსუალურობას. ეგ გოგო ზედმეტად ჩვეულებრიავია, არაფრით გამორჩეული, უფრო სწორად უღიმღამო. მაგალითისთვის შორენა ბეგაშვილს მოვიყვან რომელიც ჩვენ ქვეყანის სექს სიმბოლოდ ითვლება უკვე ძალიან დიდი ხანია joy ( ნუ გააჩნია ვისთვის როგორ) მაგრამ შორენას ტელევიზიები ასე აპიარებენ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არც შორენას ეწყება ფეხები კისრიდან, არც მაღალია და არც სიფრიფანა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეშხიანია.

№10  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ფეხების სიგრძე ნამდვილად არ განსაზღვრავს სექსუალურობას. თუმცა ეჭვი მაქვს, გაცნობიერებულად თუ გაუცნოიერებლად იმ გოგოს ზუსტად მაგ ნიშნით იწუნებენ. აბა უღიმღამობა მე ვერ შევატყვე.

შორენა ორჯელ მყავს ნანახი და ჩემდა გასაკვირად მართლა დაბალი აღმოჩნდა. მანამდე გამაფრთხილეს ძალიან დაბალიაო და არ დავუჯერე, ტელევიზორს ვენდე laughing

მეც ძალია გამიკვირდა როცა ახლობელმა მითხრა პირადად ვნახე შორენა და ძალიან დაბალიაო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იყოს საქართველოში N 1 სექს სიმბოლო joy ნუ თვითონაა რაღაცნაირი ეს შორენა, ყოველთის ეფექტურია და მომხიბვლელი.
აი იმ გოგოზე იგივეს თქმა ნამდვილად არ შემიძლია. მაგ. თამო ვაშალომიძე და ნუკი კოშკელიშვილიც ძაან იქაჩებიან მაგრამ შორენამდე ვერ მივა ვერცერთი, იმიტომ რომ ის ხიბლი აკლიათ რაც შორენას აქვს. joy
მოკლეთ მე მაინც არ მომწონს ის გოგო და რა ვქნა joy ბიჭის სიმაღლე კი არა ქარიზმა და სითავხედე მომწონს joy

№11 სტუმარი სტუმარი თიკო

ბიჭი რომ მაღიზიანებს ისე გოგო საერთოდ არ! მაგ გოგოს გარეგნობას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, ნუ ლამაზი არის, კი, მაგრამ ფილმში ძალიან შტერი პერსონაჟი ჰყავს და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ შეიძლება ბო*ად ვთვლიდე. არა, ინტიმური ცხოვრება ფილმის პერსონაჟისიც კი არ მეხება, უბრალოდ ფილმში რაღაც მომენტია, რაც მართლა ძალიან უაზრო იყო. ანუ არც უაზრო, სიტყვას ვერ ვუძებნი სწორად smiley და ბიჭი საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ვიცი რომ ფილმს სხვანაირი სცენარი რომ ჰქონოდა და არა ასეთი სისულელე, მომეწონებოდა, კი. უბრალოდ ის პერსონაჟი იმდენად ჩამრჩა, თვითონ მსახიობიც მაღიზიანებს smiley

№12 სტუმარი Keira.კირა

ეეე, მეც მეუბნებოდა მეგობარი დაბალია შორენაო, არაფრის დიდებით არ ვუჯერებდი laughing დაახლოებით რამდენი იქნება?
კესარია აბრამიძე ტრანსგენდერია, მაგრამ შორენაზე ბევრად დახვეწილი და ლამაზია, ჩემი აზრით smiley თან ძალიან ბევრი ამსგავსებს ერთმანეთს.

№13 სტუმარი სტუმარი თიკო

ელენე სადაა?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent