შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.! (დასასრული)


1-05-2022, 20:29
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 990

***
გრძელ ნატით თითებში მოექცია უკვე მერამდენედ დაწყებული სიგარეტის ღერი. ჩაფიქრებულს უამავჯერ ჩაეფერფლა ხელებში და ბოლომდე ვერც ახლა მიიყვანა საქმე . წელს ზემოთ შიშველი იჯდა სავარძელში, წინ ვისკით სავსე ბოთლი ოდნავ მოკლებული პირით და ჭიქა სადაც ის მოკლებული სითხე ესხა. ამღვრეული მზერით დაჰყურებს გადახეხილ ხელებს.
-შენს გამო შური ვერ ვიძიე.-ჩამქრალი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და მხოლოდ შემდეგ გაიაზრა რომ ისიც ჩამწვარი იყო. უგულოდ მოისროლა, საზურგეს მიეყრდნო მტევნებით დაიფარა შუბლი და კიდევ ერთხელ დადუმდა. გული და გონება ერთმანეთს სასიკვდილოდ ებრძოდნენ. ნაწილს სწორად არ მიაჩნდა იმ „ადამიანის“სასიკვდილოდ მიტოვება იქ სადღაც, ხოლო დარჩენილი ნაწილი ამართლებდა თაბაგარის საქციელს. -უარესი უნდა გამეკეთებინა. უნდა მომეკლა. თვალის დაუხამხამებლად უნდა მომეკლა..-კარის ხმამ ოდნავ მოიყვანა გონს.
-როგორც კი დამირეკე ეგრევე გამოვედი.. რა დაგემართა შე**მა. -წარბთან ოდნავ სიწითლეზე ანიშნა მეგობარს.
-ის ნაბი*ვარი ვნახე.
-ვინ?
-აი.. თებეაზე..
-კაი გასაგებია.-მიხვდა უჭრდა ამის თქმა და გააზრება ამიტომ არ გააგრძელებინა ლუკამ.-როგორ დემნა?
- მაგრად დაგვცინის ყველას ეს დედამო**ნული ცხოვრება.-სიმწრით ჩაეღიმა და ავსებული ჭიქა გამოცალა. მთელი საყლაპავი ჩაუჭვა მაღალ პროცენტიანმა ალკოჰოლმა.-იმენა ყველას დედა გვიტირა, აი ბოლომდე მიჰყავს საქმე.. აღარ ვიცი საერთოდ რამის იმედი თუ უნდა მქონდეს..
-კი მაგრამ რა მოხდა ასეთი?
-ანი ხომ გახსოვს იაკობიძე..
-კი როგორ არა.
-ჰოდა ის ყ*ე ანის შეყვარებული აღმოჩნდა, დღეს გოგო გაგიჟებული იყო სიხარულისგან ჩვენთვის უნდა გაეცნო.. სახლში შემოვიდა თუ არა თებეა..-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -კინაღამ მოვკვდი ლუკა.. რო ვუსმენდი ჩემს ქალს. ჩემ კუთვნილ ნაწილს.. მკლავდა ყოველი მისი სიტყვა. შეხებას თხოვდა... იმ დედამოტ**ნულს შეხებას თხოვდა.-დამძიმებული უსმენდა ჯიბუტი მეგობრის ტკივილს. -ერთადერთი კაცი ხარ ვისიც არ მეშინიაო.. გაიგე ბიჭო ჩემი ეშინია. ჩემი როგორ ეშინია?! მე რა უნდა დავუშავო ჩემს სიყვარულს. ქალღმერთივით მყავს და ჩემი ეშინია გესმის?-სასოწარკვეთით ელაპარაკებოდა მთელი ემოციით ჯიბუტს და დაცლილ სასმის უკვე მეოთხეჯერ ავსებდა.-არ მინდა შემზიზღდეო.. კოცნას ვევედრებოდი.. უღმერთოდ მჭირდებიო.. -ხელის გულებით დაიფარა თვალები..-უღმერთოდ მჭირდებიო და მაინც ხელი მკრაა...ვეღარ შევძლებ. მე მის გამო ვეღარ შევძლებ ბრძოლას.
-დემნა...ძმაო.
-აი ხომ ხედავ შენც ვერ მეუბნები რა უნდა გავაკეთო.
- იქნებ ცოტა ხნით მოშორდეთ ამ ადგილს? სადმე წადით, რამდენიმე დღით სიმშვიდეში და ისაუბრეთ. იქნებ შეძლოს და მობრუნდეს შენსკენ.
-ბიჭო სიახლოვეს არ მოდის და სადმე გამომყვება?! არადა ხომ ვიცი როგორ უნდა ჩემთან..-სიყვარულით გაჟღენთილი გული ისე სწრაფად აუჩქარდა, ყური რომ დაგეგდოთ მიხვდებოდით რომ უამრავი დარტყმა გამოტოვა. ქალის ყველა გამოხატული ემოცია კადრებივით დატრიალდა. გახსნილი, ლამაზი მოყვანილობის, ატმისფერი ბაგეები, ამღვრეული ქალის მზერა რომელიც ხან თაბაგარის ნაცრისფერ იმ დროისთვის წყლისფერს თვალებს მიჩერებული და ხანაც ვნებით ალაპარაკებულ ბაგეებს. – რომ იცოდე რა ლამაზია, ყველაზე ლამაზი ქალია, ისეთი დიდებულია..მის ცხოვრებას რომ ვიხსენებ ვერ ვხვდები როგორ დაუშვა... რომ მისნაირ ადამიანს ამდენი შემთხვეოდა. ან თვითონ თებემ როგორ გაუძლო...
-დემნა საერთოდ ვეღარ გცნობ.. შენშია გამჯდარი ეს ქალი და ბოლოს გიღებს უკვე.. მისი ტკივილი განადგურებს ბიჭო..
-მე რომ მასთან ვყოფილიყავი ახლა ყველაფერი უკეთესად ექნებოდა.
-მორჩი თვითგემას დემნა და გააძლიერდი. მას ასეთი არ სჭირდები... ცოტა გონს მოდი და ფარ-ხმალი არ დაყარო. იბრძოლე ბოლო ამოსუნთქვამდე. არ შეწყვიტო და არ ანანებინო რომ ამდენი წელი შენს სიყვარულში ტყუილად გალია. დაუმტკიცე რომ მისი ღირსი ხარ. გესმის?
-არ მიკარებს ლუკა..
-ხოდა აიძულე შენთან ყოფნა.!
-მისი სურვილის საწინაღმდეგოდ ვერ წავალ. მეც იმ არაკაცებს ვერ დავემსგავსები.
-ნუ გამოყ**ვდი. აიძულე გაუმკლავდეს შიშებს. შენი სითბო დაანახე, აგრძნობინე.. ხომ ადექი და შეაგრძნობინე რამდენად გწვავს მისი ცეცხლი. -გაჩუმებული ნახევრად ჩაცლილ სასმელს იყო მიჩერებული და არეული მზერით შუშის ანარეკლშიც კი თებეა წერეთელს ხედავდა.
-დემნას თებე.. დემნასი.. ჩემი თებე.. მხოლოდ ჩემი თებე! -თავისთვის ჩურჩლებს.

***

არცერთი წამით არ მოუხუჭია თვალი, გათენებამდე ფანჯარასთნ იჯდა და მთელ მის სცოვრებას ნაწილ-ნაწილ იხსენებდა. მისი პირველი ემოციიდან დაწყებული უკანასკნელის ჩათვლით. მუხლებზე პატარა ძალიან ძველი, დედის ნაქონი ზარდახშა ედო.. თითები ძლიერად ჰქონდა ჩაწიდული და გაქვავებული მზერით იხსნებდა იმ მომენტებს რომელიც ამ ვერცხლისგერ ზარდახშაში იყო გამომწყვდეული. შეუხედავად ამოაძვრინა დაჟანგებული, დეფორმირებული რგოლი და ცერათითის ნახევარზე ჩამოიცვა. არ უყურებს. შეხედვაც კი არ უნდა, მხოლოდ გრძნობს ამ პატარა, დიდი მოგონებების რგოლს. მისგან გამოწვეულ პირველ უცნობ ემოციებს.. ფანჯრის რაფას იდაყვებით დაეყრდნო. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა ალბათ ვიღაც გამვლელი მისნაირ მშვიდ ცხოვრებასაც შენატრიდა.
-აღარ გინდა გაჩერდე?
-რატომ? მწარე სიმართლე რომ არ მოისმინო?! ისევ შენ დრამატულ თეატრში გამოიკეტო და საყვარელი კაცი არ მიიკარო?! ყველაზე ცუდი ადამიანი ხარ.
-შენ, არანაირ გრძნობებს არ განიცდი, ერთი გამოგონილი არსება ხარ უსულო.!
-მართლა ასე ფიქრობ? იქნებ მე ის თებეა ვარ ვინც უნდა ყოფილიყავი ის დღე რომ არა?! იქნებ მე ის თებეა ვარ ვისაც კლავ საყვარელი კაცის გარეშე.. რატომ არ ფიქრობ რომ თებეას ბედნიერება უნდა? რატომ არ დარდობ მის გულზე?რატომ კლავ სითბოს და სიყვარულის გარეშე?! რატომ გადარდებს ის სული რომელიც არ არსებობს და შენ გამოიგონე?!
- შენ მხოლოდ ვნება გადარდებს?! რატომ მალაპარაკებ ერთი და იგივეს? ხომ ხედავდი არა?! ხომ ხედავდი როგორ დამიბინძურეს სხეული.. შენი თვალით უყურებდი რას მიშვებოდნენ და ამის მერე მთხოვ დავივიწყო ყველაფერი და საყვარელ კაცს უფლება მივცე შემეხოს?! უნდა გაგაქრო ჩემი გონებიდან.! -ფეხზე სწრაფად წამოდგა, იქვე მიყრილი ტანისამოსი ჩაიცვა და სახლიდანაც გიჟივით გავარდა..
შესასვლელთან ცოტახანი შეყოვნდა, ბოლოს სწრაფად ჩამოწია კარის სახელური და თითრ კაბინეტში შევიდა.
-გაბარჯობა ბატონო ზურა.-მშვიდი ტონით მიმართა ზურგით მდგარ კაცს.
-გამარჯობა თებეა, გამიხარდა სიანსებზე სიარულს რომ მოუხშირე.
-საკუთარ თავს ვეღარ ვშველი.- დაუკითხავად ჩამოჯდა კუთვნილ სავარძელში.
-გისმენ.
-უამრავი წელი ვაკონტროლებდი ჩემ თავში არსებულ რაღაც ძალას, მხოლოდ მაშინ გამოდიოდა სააშკარაოზე როცა სულიერად სუსტად ვიყავი.მაგრამ ახლა სულ გარეთ არის.. ისე მმართავს რომ ვერც კი ვიგებ...
-თებეა, მის დაძლევას მხოლოდ შენ შეძლებ. ზოგადად ადამიანის გაორების მიზეზები ხდება მძიმე ემოციური ტრამვები, სექსუარული ან ემოციური ძალადობა.. ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია, როდესაც ადამიანი ცდილობს მის თავს დამტყდარი რაიმე მოვლენა აღიქვას ისე თითქოს სხვას გადახდა თავს.დაიცვას თავი ძნელად ასატანი ემოციისგან.
-ანუ რა გინდათ მაგით რომ თქვათ?! -თვალები გაუფართოვდა.. -ანუ? ღმერთო რა ხდება ჩემს თავს? -ფეხზე წამოდგა, საფეთქელთან დაიწყო ორივე მტევანი და თავის ტკივილის გასაქრობად ძლიერად მიიჭირა. -ანუ მე ვარ გამოგონილი?!
-არა ამის თქმა არ მინდოდა თებეა, უბრალოდ უნდა გაუსწორო თვალი ყველაფერს რაც მოხდა, უნდა შეეჯახო შენს პრობლემას და გადაწყვიტო ვინ გინდა დარჩე? მსხვერპლი რომელსაც ყველაფერი ახსოვს ცოცხლად თუ ჭურჭელი რომელსაც მსხვერპლის როლი ხვდა წილად.

***
უნდა დასრულდეს, უნდა დასრულდეს ეს ცხოვრება. -ფრაზა რომელიც რამდენი ხანია უტრიალებს გონებაში და ვერ ბედავს შესრულებას. და რა არის მისი ცხოვრება?! და საერთოდ ამას სიცოცხლე ჰქვია თუ უფრო არსებობა?! როცა არაფერი არ გაბედნიერებს.. ზიხარ სახლში და ხანდახან ისიც კი გავიწყდება, რომ ცოცხლებში წერიხარ. საერთოდ ღირს რამედ ეს უბადრუკი ცხოვრება როცა ამდენი წელი გავიდა და ყველაზე მნიშვნელოვან ხალხს ერთხელაც არ გახსენებიხარ?! მშობლები.. თითქოს უმტკივნეულო თემაა თებეა წერეთლისთვის მაგრამ მაინც ძალიან სათუთად ეხება მათ. წლებია მათ შესახებ არაფერი გაუგია.. იმედი ჰქონდა წიგნის წერის პროცესში, რომ წაიკითხავდნენ სულის სიკვდილამდე ეტკინებოდათ დაკარგული ქალიშვილი და მოძებნიდნენ.. თქვენც არ მომიკვდეთ, როგორც მანამდე ახლაც ისე არიან აორთქლებულები თითქოს შვილი სახელად თებეა არასდროს ყოლიათ. ყელაფერი ამის გააზრება სრულიად აქრობს იმ პატარა ნაპერწკალს სიცოცხლის რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს.
***
სახლისკენ მიმავალი კიბეები მშვიდი ნაბიჯით აიარა, ბოლო კიბეზე ჩამომჯდარი თაბაგარი დაინახა და შეცერდა. თავჩახრილი, წელში მოხრილი იჯდა კაცი და სიგარეთს მშვიდად ეწეოდა.
- საშინლად უთავმოყვარეო ვარ ხომ? მაგდებ და არ განებებ თავს. -არ მიუქცევია კაცის სიტყვებისთვის ყურადღება. ჯიბიდან სახლის გასაღები ამოაძვრინა და ფრთხილად გახსნა საკეტი.
-არ შემოხვალ?- ხმა საოცრად შეცვლილი ჰქონდა წერეთელს. ბოლო ნაფაზი დაარტყა ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს და კიბის ზედაპირზე უგულოდ დაასრისა. - დამელოდე, გამოვიცვლი და მოვალ. თუ გინდა ჩვენთვის ყავა გააკეტე. -ჭკუიდან გადაჰყავდა ქალის აუღელვებელი ტონი, მაგრამ ჯერ არაფერს ამბობს. ჩუმად ემორჩილება და ორი კაცისთვის განკუთვნილ ყავას აკეთებს. იქვე ჩამოჯდა, ფეხი ნერვიულად აუთმაშდა.
- რაზე ნერვიულობ თებეას დემნა?-ამ მიმართვაზე სრულიად აფეთქდა.
-შენ რა მეთამაშები?!
-არა.. -დარეგულირებული სუთქვით მშვიდად ჩამოჯდა თაბაგარის წინ. ფინჯანი ყავა ხელებს შორის მოიქცია და აუჩქარებლად მოსვა.
-თებეა..
-მზად ხარ მოისმინე ყველაფერი ის რაც 28 ნოემბერს მოხდა გამთენიისას? თუ შენ ამ ყველაფერს მოისმენ და კვლავ გენდომება დარჩენა, გპირდები მოვიჭრი წარსულს და ვეცდები ვიყო ბედნიერი.
-თებე..
- გეყო ჩემი სახელის ასჯერ გამეორება.. ველოდები პასუხს! ბოლომდე მომისმენ?
-მოგისმენ.-სრულიად გააზრებული ჰქონდა ის ფაქტი რომ ქალის მონაყოლი ჭკუიდან შეშლიდა. ადვილი არ იქნება. მონაყოლი ცოცხლად შეჭამს თაბაგარს.!
-ეს არც ჩემთვის იქნება მარტივი.. მაგრამ ყველაზე მეტად შენ გეტკინება..-ერთი ამოისუნთქა, ხელებით სახე მოისრისა და დაიწყო. -მთელი ტანით ვგრძნობდი ცივ, ძალიან ბინძურ ზედაპირს. აკრული ვიყავი და ვერ ვმოძრაობდი. არავინ მიჭერდა. იმდენად ვიყავი შეშინებული და გაბრუებული კიდურებს ვერ ვიმორჩილებდი. ერთადერთი რაც მოძრაობდა ჩემი თვალები და იქიდან გადმოცვენილი ცრემლები იყო. აი ის.. თემო ზევიდან მიყურებდა.. თვალებში მიყურებდა და არაფრად აგდებდა იმ სიტყვებს, იმ მუდარას რომელიც ჩემგან უსიტყვოდ გამოდიოდა. ხელები, ხელები რომლებიც ჯერ თეძოებზე შემეხო, ძლიერად მიჭერდა..მტკენდა იმდენად რამდენაც მას შეეძლო. მაგრამ წამითან არ მოუშორებია მზერა თვალებიდან. მხოლოდ ჩემს სულში იხედებოდა და ბოლომდე.. ბოლოს მიღებდა მისი ბიინძური თვალები.-სფეროები ცრემლებით აევსო, ხმაც გაებზარა.- არც გაკავებული მტევნები მტკიოდა, არც პირველი უხეში ბიძგით შემოსული სხეული ჩემში. ყურებში წუილით მესმოდა მისი ხვნეშა. მისი ოხშივარი რომელიც სხეულზე მეცემოდა და ისე ვისრუტავდი თითქოს ღრუბელი ვიყავი. არაფერი არ მტკიოდა. მხოლოდ სულის სიკვდილს ვგრძნობდი დემნა.. ყელში მიჭერდა საკუთარი სული და გაძრომა უნდოდა.. უნდოდა სამუდამოდ წასულიყო მაგრამ მე არ გავუშვი. არ დავანებე თავი და ბოლომდე მთელი ძალით ვაიძულე ცოცხლად ეყურებინა რას მიშვებოდნენ. არ დამიხუჭავს თვალები, მისი ბინძური ხელების ყველა სურვილს შეწინააღმდეგების გარეშე ვასრულებდი. არც მაშინ მიგვრძვნია არაფერი როცა თმებში მწვდა და საკუთარი თვალით მაყურებინა სისხლში ამოსვრილი ლაჯებით როგორ ხმარობდა სხეულს. ბოლოს იყო ზედ შეწმენდილი უკვე ჩამდგარი „მამაკაცური ღირსება“. მთელი მონდომებით გადმომაფარა კაბა... სხვები არ მახსოვს.. ალბათ უსულოდ დარჩენილ სხეულს რას უზამდნენ აღარ მაინტერესებდა...-თაბაგარი დუმდა. გაშლილი მტევანით ფარავდა ნახევარ სახეს. -და შენ მზად ხარ აიტანო ასეთი სულის პატრონი? მზად ხარ დემნა შენად მიიღო ასეთი სხეული? დემნა მზად ხარ ჩემთან ერთად იბრძოლო? გადასარჩენად? მე მარტო ვეღარ შევძლებ.. მერევა.. მისი სისუსტე მერევა და არ მაძლევს შენთან ყოფნის საშალებას. მერევა და მალე ბოლოსაც მომიღებს ამ აუტანლად ძლიერი სისუსტით.
მდუმარედ უყურებდა თვალებში წერეთელს და სიტყვის ამოღბას ვერ ბედავდა. გული ძლიერად იყო შეკუმშული ტკივილისგან და ფილტვებს გადადებული შიში არ აძლევდა სუნთქვის საშუალებას. ტკიოდა ქალი, მისი ლამაზი ცხოვრება. მათი დანგრეული მომავალი. ტკიოდა ქალის ყოველი სიტყვა რომელიც ასე სასიკვდილოდ ესობოდა სხეულში თაბაგარს. ბოლომდე სპობდა თებეას სასოწარკვეთილი თითქოს და სიკვდილს დანებებული ხმა. უსიტყვოდ ადგა. ერთ ადგილს რამდენიმე ხანი იყო აკრული და გატოკებას ვერ ბედავდა. ბოლოს სუნთქვა ისე გაუჭრდა სახლი გიჟივით დატოვა.
გაშტერებული მზრით მართავს მანქანას და თვალის დაუხამხამებლად იყურება სივრცეში. ჯერ კიდევ წერეთლის სამზარეულოში ზის და უკვე მეათასედ ისმეს ისტორიას. დაძაბული მზერიდან ჩამოგორებული ერთი ცალი ცრემი რომელიც მალევე ხელის ზურრგით ააორთქლა და მეორე თვალიდანაც გადმსაპარებლად გამზადებული კურცხალიც მუჭით გააქრო.
***
ტელევიზორის წინ მდგარ სავარძელში იყო მშვიდად მიწოლილი, თხელი პლედი წელამდე ჰქონდა დაფარებული. სრულიად შეუცვლელი გამომეტყველებით ადევნებდა თვალს ახალ ამბებს, თითქოს უსმენდა კიდეც მაგრამ გონებაში არცერთი ინფორმაცია არ მიდიოდა. ბოლოს ხმაურისგან დაღლილმა გამორთო მოლაპარაკე ყუთი და მთლიანად ჩააბნელა ოთახი.გვერდით მიგდებული ტელეფონი მოიმარჯვა და მეგობარს დაურეკა.
-ანო..
-გისმენ თებე.
-წამო თბილისსში ვიბოდიალოთ. ორივეს გვჭირდე.
-ბნელა თებე.
-როდის იყო სიბნელე გაბკროლებდა, შეიცვალა რამე?
-კაი, ჩავიცვამ და..
-საბაგიროსთან შევხდეთ. -უპასუხოდ გათიშა იაკობიძემ ტელეფონი. ახლა უკვე ორივე მათგანი შეცვლილი იყო. ორივე მათგანმა თავისდაუნებურად გაითავისა სიცოცხლის ყველაზე ბოროტი ხუმრობა. არა ორივეს ერთი და იგივე ტკივილი აერთიანებს. სპორტულად გამოწყობილი უკვე რამდენიმე წრეს არტყავდა პატარა მონაკვეთს და იაკობიძეს ელოდა.
-თებე..-ზურგს უკან მეგობრის ხმა გაიგო. ნელა შებრუნდა მისკენ და თვალებში ჩააშტერდა. აღარაფერი იყო შემორჩენილი ძველი ანო იაკობიძისგან. უსიტყვოდ გადაეხვია და ძლიერად მოხვია მკლავები. საბაგიროთ ავიდნენ ნარიყალაზე.
-გახსოვს „შატალოზე“ რომ ვიყავით აქ? გოგოების ბანდა რომ აგვეკიდა.
-მახსოვს, როგორ შეგვეშინდა მაგრამ რა გმირულად ვიდექით.-სევდიანი სიცილის ნოტები წასკლდა იაკობიძეს და ცივ ბეტონს მკლავებით დაეყრდნო, ოდნავ აიწია და ჩაბნელებულ მაგრამ ლამპიონებით აკაშკაშებულ ქალაქს აცრემლიანებულმა გახედა.-თებე, ხომ იცი ახლა აღარაფერი იქნება ისე..
-ვიცი ანო. მითხარი რამე, მელაპარაკე..
- რა გითხრა თებე მეც კი დავცარიელდი. გააზრება მიჭირს იმ ყველაფრის.. მაგრამ შევეგუები. ახლა ვხვდები როგორ გიჭირდა...ახლა ვხვდები რამდენად მტკივნეული იყო შენთვის დემნას დაკარგვა. გთხოვ აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი რა. უბრალოდ დავტკბეთ.-სივრცეს გახედა.-ნახე რა ლამაზია ეს თბილისი სადაც თემოს ნაირი ნაბი*ვრები დადიან.. -ხმა არ ამოუღია თებეა წერეთეს. ეს ის სიტუაცია იყო როცა სათქმელს თავს ვერ უყრიდა. უჭირს მეგობრის გამხნევება. -მე უნდა წავიდე.
-რა?
-ცოტახნით შვებულებას ავიღებ ოფისსში და წავალ სადმე. არ მინდა აქ ყოფნა. სული მეხუთება.
-ეს შენ დაგეხმარება?
-იმედი კი მაქვს და ვნახოთ.
-ასეთი უიმედო ხმა ნუ გაქვს გთხოვ. ცხოვრება ასეთი საშინელიც არაა.
-და ამას შენ ამბობ? გთხოვ ასეთი ბანალური ტექსტით ნუ გამამხნევებ რა. ისევ მირჩევნია ძველებურად მელაპარაკო.
-მართალია.-ნერვიულად ამოიხვნეშა.- სჯობს გაეცალო აქაურობას და გიშველის მარტო ყოფნა. წავიდეთ?
-ჰო. აგრილდა უკვე.- გზა მშვიდი ნაბიჯით გააგრძელეს.- სანამ დავიშლებით რაღაცას გთხოვ რა?!
-გისმენ ანო.
-იბრძოლე შენი წილი ბედნიერებითვის რა. არ გაუშვა დემნა შენი ცხოვრებიდან. შენ ნამდვილად იმსახურებ მისსნაირ კაცს გვერდით. -იმედიანად გაუღიმა და ნაოჭების შერხევამ ცრემლებს მოძრაობა აიძულა.
- არ ვიცი, იმის მერე რაც მას ყველაფერი მოვუყევი უსიტყვოდ წავიდა. არ ვიცი რა იქნება. მაგრამ ვეცდები.- ჩუმად მიდიოდა ორივე გვერდიგვერ, არცერთი აპირებდა რამის თქმას. რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩენილი ანო გაჩერდა. მისკენ მიტრიალებულ წერეთელს სევდიანად გახედა.
-ძალიან მიყვარდა..-ვერ შეძლო თავის კონტროლი, მხრებში მოიხარა და აქვითინდა. -ცხოვრებაშ პირველად შემიყვარდა ასე ძალია.. -სხეულზე შეგრძებული მეგობრის მკლავები უფრო ათამამებდა.-როგორ ვერ ამოვიცანი მასში ბოროტება. როგორ შეძლო ასე თამაში? როგორ მოვტყუვდი და.. სიცოცხლეზე მეტად შემაყვარა თავი.-წერეთლის ყელში დამალული სახე მთლიანად ასველებდა მეგობრის კანს.
-ღმერთო როგორ მესმის შენი ტკივილის რომ იცოდე. ანო როგორ მესმის შენ ვერც კი დაიჯერებ.. შემომხედე.-მტევნებით ააწევინა სახე.-ნახე მე გადავრჩი, ყველა სიკვდილს ვაჯობე და დღეს ასე თუ ისე ფეხზე ვდგავარ შენი დახმარებით. ჩემი საყრდენი იყავი ყოველთვის. არასდროს მეშინოდა შენი ჩამოშლის და იცოდე.. რომ მე ახლა შენს გვერდით ვარ.მართალი ხარ აღარაფერი იქნება ისე როგორიც იყო, შენც შეიცვლები.. ყველაფერს სხვანაირად დაუწყებ ყურებას. ეს ტკივილი გასწავლის ყველაზე რთულის და გაუსაძლისის ატანას. დამიჯერე შენ ისე გაგაძლიერებს როგორც მე გავძლიერდი. როგორც ყველა ჩავლილი ტკივილი გადამატანინე ისე დაგეხმარები მეც. ოდესმე დაუშვებს ღმერთი ჩვენს ბედნიერებასაც..
-შენ გჯერა ამის თებე?
-არ ვიცი, აღარ ვიცი რისი უნდა მჯეროდეს ყველაფერი იმის მერე რაც გადამხდა. ხანდახ, ისიც კი მავიწყდება როგორია იყო ბედნიერი, ან რას ნიშნავს გულწრფელი სიცილი. ვეღარც ვიხსენებ ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი.. მაგრამ ახლა შენთან ერთად მექნება იმედი რამე კარგის. იქნებ ჩვენთვისაც გათენდეს..
-გვწამდეს რა.. -დაბრეცილი ტუჩებით შეევედრა.
-კაი, გვწამდეს.-მკერდძე მიიკრა მეგობარი, ძლიერად მოხვია მკლავებ. ჩუმად ჩამოგორებული ცრემლი აბრჭყვიალდა მის კანზე.
***
ქალი.. გაცვეთილი ფრაზით რომ ავღწეროთ, სუსტი სქესის წარმომადგენელი, მაგრამ ყველაზე ძლიერი არსება, არსებათა შორის. მინახავს უამრავი მათგანი სხვადასხვა სახის.
ქალი, ლამაზი ქალი.
ქალი, თვალებში შიშჩამდგარი მაგრამ ამაყად მიმავალი.
ქალი, პატარა ბავშვივით ათრთოლებული.
ქალი, ბოროტებით ავსებული.
ქალი, რომლის გულიც მიწის ქვეშ არის დამარხული.
ქალი, ცხოვრებისგან გატეხილი, დამონებული ბედისწერას.
ქალი, ათას ქარიშხალ გადატანილი.რომელიც ვერანაირმა უბედურებამ ვერ გატეხა.
ისინი არაფრით გვანან ერთმანეთს. განსხვავებული სიარულის მანერა, სახის ნაკვთები, ხასიათი. წარსულის ჭრილობები, რომლებიც სხვადასხვანაირად არიან შეხორცებულები.ზოგ მათგანს იარად დარჩენილი, რომელიც მუდამ თავს ახსენებს. ზოგს კი ნაწიბურიც კი არ აქვს შემორჩენილი. საერთო კი ერთია: ისინი ყველაზე ძლიერი „სუსტი“ სქესის წარმომადგენლები არიან!
***
გზის ნაპირზე იდგა, თითქოს და მშვიდი გამომეტყველებით. წლებია ამ ქუჩაზე გავლითაც კი არ ყოფილა. რთულია ერთიანად შეასკდე წარსულს. ყურებში ზუზუნით ესმოდა მანქანების ხმა რომელსაც ბუნდოვნად ხედავდა. ფრთხილად გადაკვეთა გზა, ეზოში მშვიდი თავდაჯერებული ნაბიჯით შევიდა. კუთხეში მჯდარ ხალხს მოავლო მზერა, რამდენიმე მთაგანი იცნო კიდეც და სწრაფად აარიდა თვალი. გულის რითმი ისე ჰქონდა აჩქარებული ყურებში გრძნობდა მისი ფეთქვის ხმას. მშვიდი, სწრაფი ნაბიჯით აიარა რამდენიმე სართული და კარების წინ დადგა. გულ-მუცელი ჰქონდა ამოტრიალებული შიშისგა. ტუჩებზე ჩაფრენილი კბილები, რომელიც გამეტებით აცლიდა ნერვიულობისგან გამშრალ კანს. მუშტად შეკრული მტევანი ნელა აამოძრავა რკინის ზედაპირზე. მძიმედ გადაყლაპული ნერწყვი და წლების უნახავი დედის სახე შეხვდა.
- გამარჯობა მაკა.-სრულიად შეცვლილი ხმა.
-თებეა..-ჩურჩულს ამოყოლებული სახელი. უნებართოდ შევიდა სახლში სადაც ყველაზე მეტად ატკინეს გული.
-მაკა... ვინ არის?-ოთახიდან გამოსული მიხეილს შვილის დანახვაზე ხმა ჩაუვარდა და ბოლო ბგერები თავისთვის ჩაილაპარაკა. აკანკალებული, დაბერებული ხელით მოიხსნა საკითხავი სათვალე. მზერა გაუშეშდა გაზრდილ შვილზე.
- გელოდებოდით როდის მოინდომებდით ჩემს ნახვას.- ხმა საოცრად ცივი ჰქონდა. მზერა დარდით სავსე. -მინდოდა მოგეძებნეთ..-ჩაეღიმა. -მოსულიყავით ჩემამდე, ჩამხუტებოდით და გეთქვათ, რომ წუხართ ყველაფრის გამო,შეცდომა დაუშვით. მაგრამ ამდენი წლის განმავლობაშეი ერთხელ არ გაგხსენებიათ შვილი.
-თებეა..-გამწყდარი ტონით წარმოთქვა ატირებულმა მაკამ.
-რატომ არაფერს მეუბნებით, რატომ არაფერს ამბობთ? თქვენი სისხლი და ხორცი ვიყავი, ასე როგორ შეგეძლოთ? ასე როგორ მომწყვიტეთ გულიდან?! მამა..- აცრემლებული მზერა სავარძელში ჩამჯდარ მიხეილს მიაპყო. ყავისფერი თვალები აწითლებული ჰქონდა და სფეროებს აქეთ-იქით აცეცებდა, მხოლოდ შვილს ვერ უსწორებდა მათ. ტუჩები ძლიერად მიკრული ჰქოდა ერთმანეთთან.- ამდენი ხანია საკუთრ თავს ვარწმუნებდი, ოღონდ მოსულიყავი... ჩემამდე მოსულიყავი და ყველაფერს გაპატიებდი მამა. მაშინვე გაპატიებდი..- მოთმინების ბოლო ძაფიც გაწყდა და ცრემლების შეკავება უკვე არც უნდოდა. ემოციებს აყოლილი უყურებდა იქვე სიბერისგან დაპატარევებულ კაცს და გულის შერჩენილი ნაწილები ეფლითებოდა. -საერთოდ არ გყვარებივართ თურმე..
-არა.. შვილო ჩვენი შენდამი სიყვარული ტყუილი არ არის. უბრალოდ..
-უბრალოდ ვერ შეძელით ჩემი პატიება ხო? ან რა იყო საპატიებელი?! როგორ არ დამიჯირეთ? როგორ არ შეგეცოდეთ ამხელა ტკივილისთვის. ყველაზე მეტად თქვენ ორმა მომიღეთ ბოლო. იმის მაგიერ რომ დაგემშვიდებინე დედა, გულში ჩაგეკარი და გეთქვა ყველაფერი კარგად იქნება მე შენს გვერდით ვიქნებიო შენს კალთას მომწყვიტე, გადამაგდე. როგორ არ შეგებრალე დედა?! როგორ გაგიძლო გულმა ამდენი წელი რატომ არ მომძებნე?! როგორ გაგიძლო გულმა..-ატირებული კედელს აეკრა. საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში ემოციების გამოხატვა. ბოლომდე ჯეროდა ,რომ ისინი აღარაფერს ნიშნავდნენ. სათქმელს ეტყოდა და ცივი მზერით გამოიხურავდა იმ კარებს. -ყველა ტკივილის მიზეზი თქვენ ხართ.
-შვილო მე..- ატირებული წავიდა მაკა შვილისკენ
- არ მომეკარო..ხელი არ მახლო.- მუჭით მოიწმინდა ცრემლები. -თქვენი სიყვარული ტყუილი იყო. შეგეშინდათ.. შეგეშინდათ თქვენზე ალაპარაკებული ხალხის. თქვენთვის ხომ მხოლოდ სამეზობლოს აზრი იყო მთავარი, გერჩივნათ ჩემგან შორს გეცხოვრათ ვიდრე ჩემთან ერთად გებრძოლათ სიმართლის დასამტკიცებლად. გერჩივნათ კვლავ კარგი სახელი გქონოდათ ვიდრე მე გყოლოდით გვერდით.. ოდნავ მაინც რომ გყვარებოდით ასე არ დავიტანჯებოდი, გესმით? ასე არ მეტკინებოდა გული...-ყვირილმა მთლიანად აუწითლა სახე, სიბრაზე შუბლზე გამობერილ ძარღვზე ემჩნეოდა, ყელთან დასკდომამდე მისული არტერიები იოგებს სტკენდა. - თქვენ რომ ჩემ გვერდით ყოფილიყავით იქნებ მთლიანად არ დამეკარგა იმედი.. იმედი ბედნიერი ცხოვრების რომელიც არასდროს მქონია.. რატომ მამა? გამაგებინე რატომ არ შემიბრალე? რატომ.. რატომ.. -ძლიერად ურტყავდა ხის მაგიდას ხელებს. სიამოვნებდა ფიზიკური ტკივილი რომელიც სულიერს ფარავდა. -შემეშვით.. არ მომეკაროთ.-დამშვიდებულმა, სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები.
-დამშვიდდი შვილო, დამშვიდდი გევედრები.. -ატირებული მაკა ხმას ვერ იღებდა ისე შეჰყურებდა ტკივილისგან დაღლილ შვილს. -მაპატიე გევედრები, გემუდარები მაპატიე შვილო.. მაპატიე ასეთი უგულობა, რომელც შენზე გამოვავლინე. გემუდარები დედი მაპატიე.. -მუხლებში ჩავარდნილი ხავილით ეხვეწებოდა.
-თქვენ გამანადგურეთ,თქვენ... ჩემმა მშობლებმა ყველაზე მეტად მატკინეთ გული.-ჩუმად საუბრობდა. ხან სევდით გავსებულ მამას შეხედავდა, ხან დედის ფხჩხილებით დახოკილ სახეს. - ვერ დამავიწყებთ იმ ტკივილს რომელიც გადამატანინეთ..არ ვიცი აქ რატომ მოვედი. ალბათ უკანასკნელად რომ მენახეთ და დამეცალა ეს გული.. -გასასვლელისკენ გაემართა.
-გემუდერები თებეა, გემუდარები არ წახვიდე შვილო.. გვაპატიე, გეხვეწები.. უთხარი მიშა..-ქმარს დაეჯაჯგურა ისტერიკაში ჩავარდნილი ქალი.-უთხარი რამე, ნუ ხარ ჩუმად.
-ჩვენ მისი ღირსები არ ვართ მაკა. ჩვენ შვილის ღირსები არ ვართ. არ იმსახურებს თებეა აქ ყოფნას. -იატაკიდან მზერა თებეასკენ გადაიტანა და ცრემლებით ავსებული თვალები მიაპყრო.-არც პატიების ვიმსახურებთ შენგან ჩემო გოგო.. წადი.-ტირილის ნოტები გაერია ხმაში კაცს. სლუკუნით გამოიხურა მშობლების კარი და ხმით ატირებული დაეშვა კიბეებზე, სირბილით დატოვა ეზოც.
მირბის.. მთელი ძალით მირბის და გაურბის იმ აზრებს რომელიც მშობლებთან დარჩენას სთხოვს...
იმ ნაწილს ემალება რომელიც მშობლების სიყვარულს სთხოვს...
-არ დაბრუნდე თებეა, არ დაბრუნდე იმ ბუდეში..-გონებაში საკუთარი ხმა უგუგუნებდა.
***
აწითლებული თვალებით შეაღო სახლის კარები. სულიერად ცარიელი, მძიმე ნაბიჯით მოარა
ოთახები და ბოლოს აივანზე ხის დაწნულ სკამზე ჩამოჯდა. თვალის უპეები დასიებული ჰქოდა, ნატიფი თითებით მოისრისა ქუთუთოები და სახით მტევნებს დაეყრდნო.სიჩუმეს მისი ღრმა სუნთქვა არღვევდა..
-ღმერთო როგორ დავიღალე..-სუნთქვას ამო....ბული სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვები, რისი მოსმენაც კი გულს შეგიკუმშავდათ. ყველაზე რთული დანგრეული ადამიანის ყურებაა, რომელსაც სიცოცხლის არანაირი სურვი და რესურსი აღარ გააჩნია. უნდა გაგაჩნდეს რაიმე, რამე პატარა რის გამოც ოდნავ მაინც შეძლებ ცხოვრების გაძლებას. -რთულია ასე. ყველაფრისგან დაღლილს, რთულია სიცოცხლის გაგრძელება. აღარ შემიძლია გესმის? აღარ მაქვს ძალა.. -მის წინ წარმოსახულ ღმერთს მთელი გულით ესაუბრებოდა. იმ მომენტში ყველაზე მეტად მისი არსებობა სწამდე.-დავეცი. ათას ნაწილად დავიმსხვერი.. ძალა აღარ მაქვს ეს გაფანტული ნაწილაკები მოვკრიბო და დავემსგავსო ადამიანს. როგორ არ გესმის.. არ ვარ ძლიერი ასე მარტოდ მიგდებულს სიცოცხლე განვაგრძო.. -თვალებიდან წამოსულ ცრემლებს იქვე იმშრალებდა.- მეშინია.. ცხოვრების მეშინია.. გეხვეწები მიშველე რა. შემიბრალე, გეყოს ჩემი ტანჯვა.-ძლიერად დაარტყა ზედაპირს ხელი და სივრცეს გამჭოლი მზერა მიაპყრო.-გეყოს რა... გეყოს ჩემით გართობა...- სიბრაზიზგან დაჭიმული ჰქონდა ყბის ძვალი. კბილები ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილი, ცხვირის ნესტოები დაბერილი...-მორჩი ჩემით თამაშს. მაღირსე ბედნიერება, ან მშვიდი ცხოვრება... მე ეს დავიმსახურე!
***
მოჩვენებითად მშვიდი სიტუაცია იყო ლუკა ჯიბუტის სახლში. უკვე საათია მასთან არის ასული თაბაგარი და სმის მეტს არაფერს აკეთებს. ჯიბუტი კი მშვიდი ნერვებით ელოდება როდის ამოეწურება სიჩუმის ფიალა და ალაპარაკდება უკვე კარგად შემთვრალი დემნა თაბაგარი..ნახევრად ჩაცლილი ვისკის ბოთლით ხელში წრეებს არტყავს ოთახს.. წამიერად ეცვლება მზერა და მხოლოდ მაშინ აგრძელებს სმას როდესაც, გონებაში ქალის ხმა ჩაესმის.. ბოლო ყლუპი სასმელი ჩაუშვა სასულეში..
-გუშინ ვნახე.-როგორც იქნა გაეხსნა კრიჭა.
-მერე?-სავარძელში გასწორდა ლუკა ჯიბუტი.
-ყველაზე არაკაცურად მოვიქეცი... ყველაფერი მომიყვა, ყველა დეტალი ჩემს გამო გაიხსენა... მე კი უსიტყვოდ დავტოვე და წამოვედი.
-რატომ დემნა?
- ტირილი მინდოდა. ხმა რომ ამომეღო ალბათ მოვკვდებოდი იმდენად გამანადგურა მისმა სიმართლემ. იმდენად მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა, რომ თურმე მე მზად არ ვყოფილვარ ამისთვის.. ჯანდაბა..-სიმწრის ოფლმა დაასხა შუბლზე. -ყოველ სიტყვას ვხედავდი.-ცარიელი ბოთლი აათამაშა ხელში და მთელი სიბრაზით შეალეწა კედელს. ხელის გულები თვალებზე აიკრა.- დახუჭული თვალებით ყოველი მისი ბგერა ცხადად მედგა.- მოუვლელ წვერზე ჩამოისვა ძარღვებ დაყრილი მტევანი და ღიმილის დახმარებით მის ღაწვებზე დაეშვნენ ცრემლები. -ჩემი სიწმინდეა.. ჩემი სულის ნაწილია.. დემნას თებეა.. დემნასი გესმის.. -სიმთვრალე ჩამდგარი თვალებით გულწრფელად გაეღიმა.
-კი მაგრამ რატომ მოაყოლე დემნა?-დაბნეული უყურებდა მეგობარს.
-თვითნ მითხრა, ყველაფერს გეტყვი და ამის შემდეგ თუ გენდომება ჩემთან დარჩენა წარსულს დავივიწყებო.. ასეთს მიმიღბო ისე მეკითხებოდა თითქოს რამე ჰქონდა დაშავებული.
-რას აპირებ ახლა?
-როგორ შეიძლება მასზე უარი ვთქვა?! ყველაზე არასწორი ვიქნები მის წინაშე. ახლა მე ის რომ დავტოვო და წავიდე იმათზე ნაბი*ვარი ვიქნები... ჩემი ადამიანია გესმის?! ერთხელ უკე დავტოვე მარტო და მთელი სამი სიცოცხლე არ იქნება საკმარისი ჩემი ლაჩრული საქციელის გამოსასწორებლად! ახლა უნდა ვიბრძოლო ლუკა, ახლა მაქვს შანსი ჩვენი ცხორება უკეთესი გავხადო! ჩემი თებეა მუდამ ჩემთან იქნება. ჩემი ქალი! ჩემი სიწმინდე!- ხავერდოვანი გაუხდა ხმა მაშინვე როგორც კი თებეა წარმოიდგინა.- წავალ ცოტას გამოვფხიზლდები და დავურეკავ. -ძლიერად ჩაეხუტა ჯიბუტს და მისი სახლიც დამშვიდებულმა დატოვა. ქუჩაში მიმავალი არეული მზერით იყურებოდა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა დამალული.გონება კი სულ არეული. მთელი ძალით ცდილობდა ქალის სიტყვების დავიწყებას. აღერ შეეძლო უკვე მისი ტკივილიანი ხმის მოსმენა. ყურებში ძლიერად უყვიროდა ხმა და არ ანებებდა თავს.
-რანაირი უნდა ვიყო ახლა შენგან გაქცევა რომ მოვიდომო თებეა. რა ადამიანი უნდა ვიყო?!-საკუთარ ეგოს გამოეხმაურა და დაღმართზე დაეშვა. გრძნობა, რომელსაც გრძნობს ქალის მიმართ?! დამანგრეველ მიწისძვრას გავს. ისეთი ბიძგებით იჭრება კაცის ძლიერ სხეულში, რომ არა რწმენა ალბათ ბოლომდე ისე გაასწორებდა , თითქოს ცხოვრებაში მისი კვალიც არსად ყოფილიყოს.
იცნობდეთ დემნა თაბაგარს. კაცს რომელმაც ბავშვობაში დადებული ფიცი, მარადიულ სიყვარულზე კბილებით დაიჭირა. დაკარგული იმედი გრძნობაზე დაიბრუნდა და ახლა ვენებში მოსიარულე სისხლივით ატარებს. მისი სიყვარული თებეა წერეთლის მიმართ მანამ იარსებებს სანამ დრო მნიშვნელობას არ დაკარგავს.
***
„ დემნას თებე... ხვალ თორმეტ საათზე ჩვენს ადგილას დაგელოდები! დაგელოდები უსასრულობამდე. მოდი ჩვენი, ახალი ცხოვრება იმ ეტაპიდან დავიწყოთ საიდანაც დასრულებული გვეგონა.“- ამღვრეული მზერით კითხულობდა ტექსტ და გული იმაზე მეტად უცემდა ვიდრე ამ ორგანოს ჩვეოდა. ისე მოულოდნელად გადაურბინა უცნობმა ემოციებმა სახეზე, ვერც კი გააცნოვიერა. მზერაში კი ბედნიერების ცრემლები მოუჩანდა. თლილი თითები ეკრანზე აამოძრავა.
„ თებეს დემნა...“-დაიწყო მაგრამ ვერ შეძლო. უამრავჯერ დაწერა ეს ორი სიტყვა და ამდენჯერვე წაშალა. ბოლოს ჩვეულებრივი, გრძნობით ცარიელი სიტყვების წყვილი გაუგზავნა.
„თორმეტსაათზე ჩვენს ადგილას მოვალ.!“- ყველაზე ცარიელ სიტყვებშიც კი დაინახავდით ქალის დამალულ ბედნიერებას.
უკვე კარგად დაბნელებულ ზეცას ახედა, მადლიერების გრძნობით. ბედნიერება ქონდა მოწოლილი ყელზე და ლამის არტერიებს უხეთქავდა. აცახცახებული მტევნები ამოძრავებულ ტუჩებზე აიფარა და სიხარულის ყვირილი კვლავ იოგებში დატოვა. ის მომენტი დადგა ქალის ცხოვრებაში,როცა უბრალოდ საჭიროა ხანდახან გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნებ.

***
ბევრი ფურცლის იქითაც ვთქვი, ამომავალი მზესავით გაბრწყინდება სასწაული მის ცხოვრებაშითქო... ჯერ ისევ უჭირს საკუთარ თავთან ბედნიერების აღიარება მაგრამ მის თვალებში მუდამ სევდა, ტკივილი, რომ ჩანდა ახლა ყვეაზე ლამაზი გამხდარიყო. ყავისფერ სფეროებს ასე არასდროს მოხდენიათ ბედნიერება. წლების წინ დამმონებულმა გრძნობამ თავი გაინთავისუფლა და ახლა მთელი ძალით შეუტია წერეთელს. თაბაგარის მონატრებამ სული აუწვა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სხეულში შეუძვრნენ და უხეშად უფათურებენ ხელებს.
მოეწონა!
მოეწონდა და მაზოხისტურად მეტი მოითხოვა!
სჭირდება, სიამოვნებს, იზიდავს, იმდენად მისია დემნა თაბაგარი, სასრუველია...
გონება ფორსმაჟორულად მოძრაობს და ნელ-ნელა იმ ფიქრებთად მიდის სადაც საკუთარ თავს დემნას იმ ერთ ცალი ნეკნის ფლობელად თვლის.
***
შემოდგომის პირველი დღეების დამახასიათბელი სითბოშეპარული ნიავი ტალღოვან თმას სასიამოვნოდ არხევდა. წლების წინანდელი იტალიური ეზო ახლა მრავალსართლიანი კორპუსი გამხდარიყო. პატარა ბავშვების სამალავს აღარაფერი ეტყობოდა სიძველის, ახლა შიგნით ხალხსითვის მოწყობილი მყუდრო კაფე გამხდარიყო. იქ მსხდომთაგან ვერავინ წარმოიდგენდა რამდენად დიდ ამბავს ინახავა ეს ადგილი ორი ადამიანური, ემოციეების მქონდე ადამიანებისთვის.!
ჩიხთან იდგა წერეთელი, კედლისკენ შეტრიალებული და ღმერთმა იცის მხოლოდ ზუსტად რასაც ის განიცდიდა. შიში, ბედნიერება, სირცხვილის გრძნობა, სიხარული ერთმანეთის მოყოლებით უტევდნენ და ლამაზ ნაკვთებზე მონაცვლეობით გადადიოდნენ.
დასრულდა!
შემზარავად ლამაზი, ქაოტური ცხოვრებისგან მიღებული დარტყმების სიძლიერე ნელ-ნელა შემცირდა.
-თებე!- ფიქრებში გართულს ზურგს უკან ხმა რომ მოესმა იქ დაკარგა გონიერება! მექანიკურად შემობრუნდა. გარშემო ყველაფერმა დაკარგა ფერები. დედამიწაზე მხოლოდ ეს ორი დარჩა.-დემნას თებე...- ხავერდოვანი ხმა შორიდან უახლოვდებოდა და ქალის სმენას სასიამოვნოდ ედებოდა. ემოციებმა ცხვირის წვერი აუწვა, თვალებზე მომდგარი ცრემლი ახლა ტკივილის არ იყო. -მოხვედი! -მიახლოვებულმა ნელ-ნელა დაუთვალიერა სახის ნაკვთები.-ახლა იმხელა გრძNობას ვგრძნობ თებე, ასე მგონია მომკლავს. თქვი რამე, ნუ ხარ ჩუმად.
- დრო დაუმარცხებელი ურჩხული მეგონა, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე თუ შევძლებდი შენს წინ დგომა. მთელი ცხოვრება შენი მონატრებისგან ტანჯვას ვაპირებდი. ჩემი მოთმინება ოკიანედ ვაქციე და იქიდან თავის დაღწევას არასდროს მოვინდომებდი რომ არა...-თითის ბალიშებით ფრთხილად შეეხო კაცის მტევანს, იგრძნო როგორ დაუარა ტალღამ სხეულში და რამხელა სიძლიერით გადაეცა ქალის სხეულს. -რომ არა შენი სიყვარული, საკუთარ გულს ვმართავდი! დედას გეფიცები მანამ შეეძლო მართვა სამან არ დაგინახე. არა გთხოვ ბოლომდე მომისმინე... მეგონა შეძლებდა, დარწმუნებულიც კი ვიყავი მაგრამ, დანახვის წამიდან დავიბრუნე მართვის უნარი... ვერ მიხვდები ახლა რას ვამბობ, მაგრამ იცოდე ჩემ სხეულშ არსებულ მეორე თებეაზე ძლიერი აღმოჩნდა ეს გრძნობა. მინდა! ღმერთო როგორ მინდა შენთან ერთად ბედნიერება...-გაიცინა, აი ისე გულწრფელად როგორც ბავშვობაში იცოდა. წლების წინ დაკარგული ნოტები დაიბრუნა! - ჯანდაბას! თანახმა ვარ ყველაზე ბანალურ დასასრულზეც კი !-აბრწყინებულ თვალებს ცრემლიც შეერია.
- წლების წინ, აქ...-გარემოს მოავლო მზერა.- აქ დავდე პირობა რომ ჩემი ცოლი იქნებოდი! ყველაზე წმინდა გრძნობით მიყვარხარ თებეა! ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ჩემს ცხოვრებაში და გპირდები...
-ჩუ...- ნატიფი თითის ბაგეზე მიდებით გააჩუმა. - დაპირება არა საჭირო! ვიცი, მჯერა შენი! დემნა... -მზერა თვალებზე გადაიტანა, მონატრებულ სფეროები უღმერთოდ ლამაზი მოიეჩვენა. ონდავ კეხიანი ცხვირი ისე მამაკაცურ და მკაცრ გარეგნობას სძენდა თაბაგარს, მოზრდილი წვერი და მასში მედიდურად გამოყვანილი მსხვილი ბაგეები. მტევანით ნაზად მოეალერსა...-დემნა მიყვარხარ! - ნერწყვი მძიმედ გადაუშვა სასულეში, ნერვიულობით გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა. გაბედულად ფეხის წვერებზე შედგა და ბაგეებზე მთელი მონდომებით შეეხო. თაბაგარს სხეული დაუმძიმდა, გახელილი თვალები სიამოვნებისგან დაეხუჭა, წვრილ წელს ხელი შემოხვია სურასავით და სხეულზე ძლიერად აიკრა ზღვარს გადასული მონატრებით ავსებული სხეული!
ფეიერვერკივით აფეთქდა მატი სიყვარული!
***
ესაა, სწორედ ესაა ცხოვრების წყეული სიძლიერე! დაუმსახურებლად დაგაჩოქებს, ისე დაგამარცხებს რომ თავს წებოვანი ლენტებითაც ვერ შეაკოწიწებ. წაგართმევს საკუთარ ადამიანებს და ხელიდან გაუშვებ უამრავ შანს, მისი უდიდებულესობის ბრძანებით ვიღაცა ამასაც კი წამოგაძახებს.
„ცხოვრებ ხომ ხელიდან გაშვებული შანსების ერთობაა“-ო.
აღარაფერს ექნება აზრი ისეთი დამანგრეველ ტკივილს მოგივლენს, გულს გაგიქვავებს,ფრთებს მოგამტვრევს და მიწაზე დაგანარცხებს.
მხოლოდ ასეთ ქარიშხალგამოვლილ ადამიანებს შეუძლით ბედნიერების დაფასება.
გჯეროდეთ... არასდროს დაკარგოთ იმედი, ამომავალი მზესავით გაბრწყინდება ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში!
რაც მთავარია არ დაკარგოთ თქვენი ადამიანები!

****
გასრულდა მათი ამბავი.
როგორც იქნა დაამარცხა თებეამ სისუსტე და ბედნიერებისკენ თამამად გადადგა ნაბიჯი. მიხარია თქვენი კომენტარები და გთხოვთ თამამად გამიზიარეთ თქვენი აზრი. მალე დავიწყებ "ჩემი ედემის" დადებას და იმედია კვლავ იქნებით ჩემი მკითხველები.
მადლობა დიდი ასეთი სიყვარულისთვის და იმედია დასასრული იმედებს არ გაგიცრუებთ.



№1 სტუმარი სტუმარი კესო

ამხელა გრძნობით და ემოციით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, დიდი მადლობა საოცარი ისტორიისთვის, რომელსაც დიდი მისია აქვს <3

 


№2 სტუმარი one

საოცრად წერთ, ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ❤️
გეტყვით რომ ძალიან ემოციური იყო , მაგრამ იმდენად სწორად და ბუნებრივად იყო გადმოცემული ეს ემოცია.
მადლობა და მალე დაგვიბრუნდით)

 


№3  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი კესო
ამხელა გრძნობით და ემოციით დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს, დიდი მადლობა საოცარი ისტორიისთვის, რომელსაც დიდი მისია აქვს <3

მადლობა თქვენ და იმედი მაქვს კვლავ ჩემს მკითხველად დარჩებით❤️

one
საოცრად წერთ, ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ❤️
გეტყვით რომ ძალიან ემოციური იყო , მაგრამ იმდენად სწორად და ბუნებრივად იყო გადმოცემული ეს ემოცია.
მადლობა და მალე დაგვიბრუნდით)

კი აუცილებლად დავბრუნდები❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

მითხარით რომ კარგად მთავრდება, თორე 1 თავის ბოლოს ისეთი შესავალი აქვს შემეშინდა

 


№5  offline მოდერი Phoenix..

სტუმარი ნინა
მითხარით რომ კარგად მთავრდება, თორე 1 თავის ბოლოს ისეთი შესავალი აქვს შემეშინდა

კი კარგად მთავრდება❤️

 


№6 სტუმარი Ana-maria

ძალიან ემოციური ისტორია იყო. სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე.შემეცოდა დემნას თებეა. გული მეტკინა თებეას ანოზეც.ყველამ ძალიან რთული გზა გაირა,მაგრამ სიყვარულმა და მეგობრობამ გაიმარჯვა. წარმატებები და დაველოდები ახალ საოცარ ისტორიებს.( იმედია გაგვახარებთ ერთგულ მკითხველს და ისტორია "ჩემი ედემი" გააგრძელებთ).

 


№7  offline მოდერი Phoenix..

Ana-maria
ძალიან ემოციური ისტორია იყო. სუნთქვა შეკრულმა წავიკითხე.შემეცოდა დემნას თებეა. გული მეტკინა თებეას ანოზეც.ყველამ ძალიან რთული გზა გაირა,მაგრამ სიყვარულმა და მეგობრობამ გაიმარჯვა. წარმატებები და დაველოდები ახალ საოცარ ისტორიებს.( იმედია გაგვახარებთ ერთგულ მკითხველს და ისტორია "ჩემი ედემი" გააგრძელებთ).

აუცილებლდ შემდეგი ისტორია დათას და ელენას გაგრძელება იქნება❤️

 


№8 სტუმარი An.

როდის დებ წინა ისტორიას?

 


№9 სტუმარი სტუმარი sofi

ემოციური, საშინლად მტკივნეული და უზომოდ რეალური ისტორიაა, მიხარია რომ კარგად დაასრულე, სულ მეშინოდა რომ თავს მოიკლავდა და ამდენ ტკივილს ვეღარ გაუძლებდა, დიდ ხან გამყვება ამ ისტორიის წაკითხვით მიღებული განცდები

 


№10 სტუმარი სტუმარი .....

აუცილებლდ შემდეგი ისტორია დათას და ელენას გაგრძელება იქნება❤️[/quote]
როდის დადებთ ამ ისტორიას?

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგად დამთავრდა მიხარია წყვილი ერთად რომ დარჩა მაგრამ ანო შემეცოდა ძალიან...ძალიან კარგად წერთ თითოეული სიტყვა კარგად არის გათვლილი მიხარია შეძელით თებეას და დემნას სიყვარულის გადარჩენა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი meri

ეხლაც კი ცრემლები მომდის.ძალიან ღრმა და ემოციური ისტორიაა რომელშიც ძალიან ღრმა აზრი დევს.ვისურვებდი ასეთი გააზრებული და ჩამოყალიბებული ისტორიების სიმრავლეს.გისურვებთ წარმატებებს heart_eyes

 


№13  offline წევრი ელენე1511

სიტყვები არ მყოფნის

 


№14 სტუმარი ნანამია

რამდენი ემოციაა... თითქოს თებეასთან ერთად გავიარე ტკივილით დატვირთული რამდენიმე წელი...არ ვიცი ეს როგორ შეძელი ავტორო??? მადლობა...ემოციები ,, ფეიერვერკიებად"...

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

რამე ახალი რომ შემოგვაშველო არა? :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent