შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმით შეცვლილი ცხოვრება (2 თავი)


3-05-2022, 08:34
ავტორი Rozanjela
ნანახია 1 799

შუა პროცესში როცა ტელეფონს დავხედე,ქეთოსგან 6 ზარი იყო შემოსული, გადავურეკე.
- ბატონო
- სასმელიგაქ თუ წამოვიღო? - კითხვაზე გამეღიმა
- მაქვს- ვუპასუხე და სასმელის კარადისკენ გავიხედე
- კარგივახშმის კეთებას მოვრჩი, ისევ ფანჯარასთან დავჯექი, კოლოფიდან ღერი ამოვიღე თითებს შორის, მოვიქციე, მოვუკიდე, და მომწამლავი ნივთიერება ფილტვებთან მივუშვი.იისფერი კვამლი, რომელსაც ლურჯი დაჰკრავდა გაიფანტა და მთელ ოთახს მოედო.
ფინქრები ახალ საქმესთან გამეფანტა.დიდ საიდუმლოს მალავდა ეს საქმე, ვიცოდი რომ ამ საქმესთან ვიბლიანსაც ჰქონდა კავშირი.
ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე.
შვიდის თხუთმეტ წუთზე ზარის ხმა გაისმა, მისაღებში გავედი, კარები გამოვაღე. წინ ქეთო იდგა, სასმლით ხელში, რომელსაც სახე წაშლილი ჰქონდა.
გვერდზე გავიწიე, სახლში შევიდა, სასმელი მაგიდაზე დადო, ფეხზე გაიხადე და ფეხმოკეცილი დივანზე დაჯდა.
- ისევ, დაიწყო, როგორც მაშინ ისევ გადამალვები, ისე რომ არც მირეკავს, არ ვთხოვ ანგარიში ჩამაბარე თქო, უბრალოდ ვამბობ რომ ერთი, ერთადერთი მესიჯი მომწეროს რომ უბრალოდ კარგად არის.ერთი კვირა, დაწყევლილი შვიდი დღე ტელეფონზე ვიყავი შემჯდარი, იმის გამო რომ მომწერდა, ორადორ სიტყვას. - და გგონიათ ტიროდა? ან ყვიროდა, არა უბრალოდ ერთი ბოთლი მოიყუდა და სმა დაიწყო.მეც უბრალოდ ვუსმენდი.
მასთან ერთად მეც ვსვამდი, არ ვთვრებოდი, ის კი მესამე ბოთლს ამთავრებდა, უკვე დიდი ხნის მთვრალი იყო.
ბოლოს ჩემს მხარზე ედო თავი, და რაღაცეებს ბურტყუნებდა, კარზე ზარი რომ გაისმა. წამოვდექი, კარი გამოვაღე და ხელში გიორგი შემრჩა, რომელსაც გაბრაზებისგან, კისერზე ძარღვები დასჩნეოდა.
- სად არის?
თავით ოთახისკენ ვანიშნე
სახლში შემოვიდა, როცა დივანზე წამოწოლილი ქეთო დაინახა, დამშვიდდა, მასთან მივიდა სახეზე და თმაზე მოეფერა, გაეღიმა, მეც გამეღიმა.
ხელში აიყვანა, და მე გამომხედა
- მადლობა- პირის მოძრაობით მითხრა,
გავუღიმე.
ცარიელი ბოთლები ავალაგე, და ემოცებით, ფიზიკურად დაღლილმა დავიძინე.
…სიბნელე, წუთიერი სინათლე, შემდეგ სისხლი, ორი სხეული უსულოდ წევს, ცივ მიწაზე, და სისხლისგან იცლება, მე კი ვერაფერს ვაკეთებ, გაშეშებული ვარ და ვუყურებ როგორ მეცლებიან ხელიდან მშობლები….შემდეგ ისევ სიბნელე
ღამე, ვიღვიძებ სველი ვარ, და პირი მიშრება.
საწოლიდან ავდექი, და ისევ ფეხშიშველა გავედი სამზრეულოში, წყლიანი ჭიქით ოთახში შევედი, შუქი ავანთე, და სავრძელში მჯდომი ვიბლიანი დავინახე.
წყალი დავლიე მაგიდაზზე დავდგი, და ზერიოზული სახით მჯდომ ვიბლიანს მივუბრუნდი
- შენნაირი აქ რას აკეთებს?
რამოდენიმე წამი უხმოდ მიყურა
- გავიგე დვალის ადვოკატი ხარ - ირონიული ხმით მითხრა
- აჰ...უკვე შენმა ფინიებმა ენა მოგიტანეს? - ირონია არ დავაკელი
- ქალბატონო ადვოკატო, ჩემი რჩევა იქნება საქმეს გაერიდოთ, თორემ ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვება - მკაცრი სერიოზული სახიტ მიყურებდა, შემდეგ სავარძლიდან ადგა, ნელ-ნელა მომიახლოვდა, ჩაიცინა.
შემდეგ წავიდა, ადგა და წავიდა. წასვლის შემდეგ გავიაზრე, მხოლოდ მაიკისა და ტრუსის ამარა ვიყავი, თავი გავაქნიე და ისევ დავიძინე.
ისევ დილით გავიღვიძე, მოვწესრიგდი,გასვლას ვაპირებდი, ზარის ხმა რომ გასიმა, კარი გავაღე, და ბიჭი დავინახე, რომელსაც ერთ ხელსი კონვერტი, მეორეში კი კალამი და ხელის მოსაწერი ფურცელი ეკავა
- გამარჯობათ მაკრინე ჯავახიშვილი? - მკითხა
-დიახ
ეს თქვენთვისაა - კონვერტი გამომიწოდა - თუ შეიძლება აქ მომიწეროთ ხელი - ფურცლის ბოლოში მანიშნა
ხელი მოვუწერე,გასაღები და ჩანთა ავიღე, კონვერტიანად გარეთ გავედი.
მანქანაში ჩავჯექი თუ არა კონვერტი გავხსენი.
“თუ გინდა რომ იცოცხლო, დვალის საქმეს შეეშვი”
ზიზღის გრძნობა დამეუფლა.
მანქანა დავძარი, გზაში ბატონ ნიკოლოზს დავურეკე
-გამარჯობა, ბატონო ნიკოლოზ, დღესვე უნდა შევხვდე თორნიკეს, უნდა დაველაპარაკო
-დიახ, რა თქმა უნდა.
ცოტა ხანში მე და ბატონი ნიკოლოზი ციხის ჭიშკართან ვიდექით.
-თუ შეგიძლიათ პირადობის მოწმობა რომ მაჩვენოთ - მითხრა დაცვამ.
ჩანთიდან ამოვიღე და ვაჩვენე.გამომართვა, მაკვირდებოდა ჯერ მე შემდეგ პირადობას.
ბოლოს ოთახში ვიჯექი, და ველოდებოდი თორნიკეს შემოსვლას
10 წუთის შემდეგ კარი გაიხსნა და დაცვასთან ერთად მაღალი სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც სახეზე არაფერი ეტყობოდა, სკამზე დაჯდა და შემომხედა.
-მამაჩემს, კარგად უმუშავია - ცინიზმით შემომხედა, მეც შევხედე, და ცინიკური ღიმილით დავიწყე
-მომისმინე, საქმე იმაზე რთულად გაქვს ვიდრე გგონია, არც იმის გჯეროდეს რომ რადგან ბატონი ნიკოლოზი ბიზნესმენია და მილიონები აქვს, აქედან მარტივად გამოძვრები, ყველაფერი შენს წინააღმდეგაა. ანაბეჭდები,დრო, ხალხი… მგონი საკმარისია, შენ კი იმის მაგივრად რომ უკვე იწყებდე იმის მოყოლას რა როგორ მოხდა,დამპლური ცინიზმი გაქვს აკრული და მაგარ ბიჭობას თამაშობ.
-ამას არ ველოდი - მითხრა
პასუხი არ გამიცია.
ჩანთიდან საბუთები ამოვიღე, სიგარეტის კოლოფთან ერთად, კოლოფი მას გავუცურე.
-შეგიძლია, მითხრა სად იყავი ორ საათსა და 15 წუთზე?
-სახლში, ჩემს ძმაკცთან ლაშასთან ერთად.
-როგორ აღმოჩნდი, მკვლელობის ადგილას?
-დაახლოებით ორის ნახევარზე მესიჯი მომივიდა, რომ მას მოკლავდნენ თუ…თუ მკვლელობის ადგილას არ მივიდოდი
-ვის მოკლავდნენ? - პასუხი არ გაუცია - კიდევ გიმეორებ საქმე რთულადაა, თუ რამეს მაინც დამიმალავ, ვერ შევძლებ დაგეხმარო
ვხედავდი როგორ ყოყმანობდა, ნერვიულად ეწეოდა
-როგორც გითხარი მესიჯი მომივიდა, ფოტოსთან ერთად…მასთან ახლოს იყვნენ, სხვა გზა არ მქონდა, წავედი.
-სახელი მჭირდება
-ნანო მაისურაძე - გაეღიმა
-შემდეგ?
-მივედი, ყოფილი ქარხანა იყო, ნახევრად დანგრეული, რომ მივედი, ის იქ არ იყო, თუმცა ორი მისიანი იყო, რომელსაც მკლავებში მოექციათ ვიღაც - აქ შეჩერდა, მეორე ღერის მოწევა დაიწყო, ღრმა ნაპასი დაარტყა და გააგრძელა - რომელსაც თავზე ტომარა ეცვა, მოხადეს და ჩემს პირდაპირ ესროლეს იმ ნაბიჭვრებმა,ისე მოხდა რომ ის იარაღი ჩემი იყო, რომელიც ჩემი სახლის კარადაში მქონდა ჩაკეტილი. - მორჩა. მხოლოდ იმის ტქმა შემეძლო რომ მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი.
-იცი ვინ დარეკა პოლიციასთან? საბუთებში წერია რომ მოხუცმა კაცმა დარეკა
-არ ვიცი - მითხრა
-კარგი, თუ რამე მოხდება ისევ მოვალ.
არაფერი უთქვამს, დაცვამ გაიყვანა, მეც გამოვედი ციხიდან.
მანქანასტან ბატონი ნიკოლოზი დამხვდა
-ბატონო ნიკოლოზ, საქმე ძალიან რთულადაა, არ გვაქ მარტივ ადამიანთან საქმე, ასეთი მკვლელობის დაგეგმვას დიდი ხანი სჭირდება.
-ვიცი, ჩემო გოგო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თორნიკე იმ დამპალი ადგილიდან გამოვიდეს.
-ძალიან კარგი ბატონო ნიკოლოზ, ახლა კი მე დაგტოვებთ. - გავუღიმე, და გავეცალე.
სახლში სესვლისას, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე დავტოვე, და ოთახში შევედი, დივანზე დავჯექი, ფეხები მაგიდაზე შემოვდე და საქმის საბუთებს თვალი გადავავლე
საეჭვო ის იყო რომ ის კაცი ვინც პოლიციაში დარეკა, 60 წელს გადაცილებული, იყო და უნდოდა ამ კაცს ღამის ორ საათზე მიყრუებულ ადგილას? თანაც დანგრეულ ქარხანაში.
ფიქრებში გასულს, რეალობაში ტელფონის ხმამ გამომაფხიზლა, ქეთო იყო:
ბატონო
-გცალია?
-კი, რა იყო?
-დღეს საღამოს რესტორანში წავიდეთ, ადგილები უკვე დავჯავშნე ამიტომ უარი არ მიიღება
-ქეთო, ახალი საქმეა…
-ხო და სანამ მთლიანად არ გადაეშვები, მაგ საქმეში მანამ წამოდი, 5-ზე ვამთავრებ სამსახურს, ხოდა 7-ზე გამოგივლი
კარგი.
ტელფონი დაკიდა, მე კიდევ ისევ საქმეს მივუბრუნდი, შეიძლებოდა თუ არა კავშირი ჰქონოდა ვიბლიანს ამ საქმესთან? რატომაც არა, მაგრამ მიზეზი?
თავი გავაქნიე,ცოტა ხანში კი გონებას მივეცი უფლება რომ დამეძინა.
რომ გამომეღვიძა უკვე საღამო იყო, წამოვჯექი როცა ისევ ტელფონმა დარეკა,ქეთო იყო ისევ
-უკვე მოვდივარ - და გათიშა
წამოვდექი, აბაზანაში შევედი,შხაპი მივიღე.
შავი,სიფრიფანა, თხელი, გრძელი კაბა ჩავიცვი. ფეხზე კი დაბალი, წვრილ ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი.
მომზადებას მოვრჩი, სარკეში ვიხედებოდი, კარზე კაკუნი რომ გაისმა,გავაღე.
-მომენატრე - ჩამეხუტა, ხელები მოვხვიე და ჩავიხუტე
ბოდისი გუშინდელისთვის - მითხრა
-ნუ სულელობ.
ოთახში შევედი, პატარა ჩანთა ავიღე და გავედით.
ზუსტად რვაზე რესტორნის კართან ვიყავით.
მაგიდასთან მომსახურე პერსონალი გაგვიძღვა, მაგიდა ფანჯარასთან იყო, დავჯექით.
შევუკვეთეთ და ველოდით კერძს.
-არ გიყვარს ეს კითხვა, ვიცი, მაგრამ, რა არის ახალი საქმე?
-ყველგან გამოაცხადეს, არ ნახე?
-კი ვნახე, მაგრამ არ ვიცოდი თუ შენ იქნებოდი ადვოკატი.
-არც მე ველოდი…ძალიან ჩახლართული საქმეა
-მაკრინე…რამე
-ხო, ხო ათასჯერ მომისმენია ეგ სიტყვები რომ რამეში არ გავეხვიო,ეს ჩემი სამსახურია ქეთო, ვერაფერს გააწყობ
-ვიცი - ღრმად ამოისუნთქა
ვგრძნობდი ვიღაც მიყურებდა, გარშემო მიმოვიხედე, თვალმა კი ადვილად შეამჩნია, მეორე კუთხის მაგიდასთან მჯდომი დიმა ვიბლიანი.ცისფერი პერანგი, მუქი ჯინსები და კედები ეცვა. ბიჭებთან ერთად იჯდა.ისევ ის მკაცრი სახე ჰქონდა.
თვალებში შევხედე, მაგრამ შემდეგ ოფიციანტის მოსვლამ მომიყვანა გონს
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? - მკითხა სასიამოვნო ღიმილით გოგონამ
-დიახ, ერთი ბოკალი,ქინძმარაული თუ შეიძლება
-რა თქმა უნდა.
და გაგვეცალა.
…რამდენიმე ხანში ჭიქით ხელში ვიჯექი, და ქეთოს ვუყურებდი.
მოულოდნელად ნელი მუსიკა ჩაირთო, ზოგი წამოდგა, მათ შორის იყვნენ ელიტარული ფენის წარმომადგენელი ბიზნესმენები და მათი ცოლები, არ გამომპარვია შუა ხნის ქალი და მამაკაცი, რომლებიც ჩახუტებულები ცეკვავდნენ.
დავინახე, როგორ წამოდგა ვიბლიანი, და ჩემს მაგიდასკენ წამოვიდა, მოულოდნელად გული ამიჩქარდა,
სიტყვის უთქმელად უხეშად დამავლო თითები მკლავზე წამომაყენა, და რესტორნის შუა გულში დავდექით, მთელი ძალიტ მიჭერდა თითებს, მე კი ირგვლივ მყოფებს ვუყურებდი, სახეზე კი არ ვიმჩნევდი მკლავის ტკივილს
-რჩევა არ მიიღე, არა?
-ისეთი არა კაცისგან როგორიც შენ ხარ რჩევებს არ ვიღებ - თვალებში შევხედე, თითები კი უფრო მომიჭირა, უეცრად სახე დავმანჭე
-როცა არაფერი იცი, ნუ ლაპარაკობ - ჩემზე ერთი თავიტ მაღალი, მიყურებდა, და მესაუბრებოდა.
-ისე ნუ მოგაქვს თავი, თიტქოს მფარველი ანგელოზი იყო - ცინიზმი შევაპარე - ერთი ,კაცის მკვლელი ხარ აი ვინ ხარ - ნიშნის მოგებით გავუღიმე
ხელი გავინთავისუფლე ზურგი ვაქციე, და მაგიდას დავუბრუნდი.
-შენ ახლა… - დაბნეული ქეთო მიყურებდა
-მე ახლა იმ ნაბიჭვარს ვეცეკვე - ვუთხარი
კიდევ ერთი საათი დავრჩიტ, მე და ქეთო, ვიბლიანი იქ აღარ იყო
-მაკ, არ წავიდეთ?
-შენ თუ გინდა წადი მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები - გავუღიმე
-კაი - მანაც გამიღიმა, გადამკოცნა და წავიდა.
მე კი ისევ წითელი ღვინით ხელში ვოჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი.
თერთმეტზე სახლში მივედი, შესვლისთანავე დავიწყე გახდა, ბრეტელებიანი მაიკის ამარა ვიყავი, ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ სტუმრების ოთახში გავედი, შუქი ავანთე და სავარძელში ისევ ვიბლიანი იჯდა, ვისკის ჭიქით ხელში, დავიფიცებ იმ წამს შეხსნილი პერანგი უხდებოდა.ჩვეულებრივ ეცვა, მაგრამ ისიც კი უხდებოდა, ჯდმოის მანერაც კი რაღაც ემოციას იწვევდა, პირველად ვიყავი ასე.
-დეჟა ვუ - ჩავიქირქლე ჩემთვის, შემდეგ კი მას ავხედე - სატქმელი კიდევ დაგრჩა?
-ეს რა არის? - თავით დაბალ მაგიდაზე, არსებულ კონვერტზე მანიშნა, გამეცინა
აჰ…ეს? ეს მუქარა, რომელიც შენ მომწერე, მოიცა მოიცა როგორ იყო? თუ გინდა რომ იცოცხლო დვალის საქმეს შეეშვი, ნამდვილი ხარ - ზიზღით ჩავილაპარაკე
-ეს მე არ გამომიგზავნია - ბოხი ხმით მითხრა - ჯანდაბა ამის დედაც მოვტყან - დაიღრიალა და ჭიქა კედელს მიანარცხა, უეცრად შევხტი მოულოდნელობისგან - როდის გამოგიგზავნეს? - მოულოდნელად მწვდა მხრებში და შემანჯღრია, მე კი თვალებ გაფართოებული ვუყურებდი
-დილას, მაგრამ რას ნიშნავს შენ არ გამომგიგზავნია ან რატომ ყვირი?

-ჯანდაბა, გიპოვეს, გიპოვეს - თავისტვის ჩურჩულებდა, მოულოდნელად კი წავიდა.
მე კი გახევებული, ვიყავი და დაბნეულს ფიქრები უფრო მაბნევდა,
-ჯანდაბა - ჩემთვის ჩავიჩურჩულე, აივანზე გავედი, თვალები დავხუჭე, სასიამოვნოდ ჩავისუნთქე გრილი ნიავი, და სახლში შევედი.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

საინტერესოა თან ძალიან...მიყვარს კრიმინალი როა გარეული...იმედია მალ მალე დადებ ახალ თავებს...მაგრამ ამ ისტორიას პორველი თავი არ აქვს??თუ ესე იწყება??

 


№2  offline წევრი Rozanjela

სტუმარი ნათია
საინტერესოა თან ძალიან...მიყვარს კრიმინალი როა გარეული...იმედია მალ მალე დადებ ახალ თავებს...მაგრამ ამ ისტორიას პორველი თავი არ აქვს??თუ ესე იწყება??

მიხარია რომ აზრი გამიზიარეთ...პირველი თავი დევს, რადგანაც სათაური მოფიქრებული არ მქონდა დავაწერე "უსათაურო(ჯერ-ჯერობით) 1 თავი

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საინტერესოა ნამდვილად ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მოვლენები ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

2 თავით იწყება თუ 1 თავი არის სადმე?

 


№5  offline წევრი Rozanjela

სტუმარი ლელა
2 თავით იწყება თუ 1 თავი არის სადმე?

დიახ აქვს პირველი თავი “უსათაურო (ჯერჯერობით თავი 1) აწერია.
მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent