უსათაურო(ჯერ - ჯერობით)1 თავი
თვალები გავახილე, და ოთახში ჩამოკიდებულ საათს გავხედე, 6 საათი დაიწყო. ავდექი და ფეხშიშველა სამზარეულოში გავედი, ჩაიდანში წყალი ჩავასხი, და დაველოდე ადუღებას. ფანჯარასთან ვიჯექი და ვაბოლებდი ტელეფონმა რომ დარეკა, ქეთო იყო -ბატონო -აუ დღეს შენთან მოვალ კარგი? - მითხრა დაღლილი ხმით -რა თქმა უნდა, რა საჭიროა კითხვა - მიზეზი არ მიკითხავს, მაგრამ ვიცოდი რომ ისევ გიორგისთან იკამათა - დღეს ადრე ვრჩები 6-ზე, ხოდა მოდი კარგი - დაკიდებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა -მაკ? -ბატონო -მადლობა - ვიცოდი რომ აქ გაეღიმა, მეც გამეღიმა არაფერი ვუპასუხე დავუკიდე. მე მაკრინე ვარ, მაკრინე ჯავახიშვილი. ბევრი არც მაქვს მოსაყოლი, ან რა უნდა მოვყვე რომ? მარტო ვცხოვრობ,ზემოთ ხსენებული, ჩემი გარყვნილი, გიჟი მეგობარია, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, რომელსაც იმედი არ გაუცრუებია ჩემთვის, ის იყო ყოველთვის, და იქნება. ფიქრებიდან ჩაიდანის ხმამ გამომარკვია, ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავაჭყლიტე, და ჩაის სმას, ტელევიზორის ყურებასთან ერთად შევუდექი. ახალ ამბებში, ჟურნალისტები ასხივებდნენ კადრებს თუ როგორ ჩასვეს, პოლიციელებმა მანქანაში თორნიკე დვალი, ეგრედწოდებული ნიკოლოზ დვალის შვილი, ეს კადრები სამი დღის წინ მომხდარ მკვლელობაზე იყო, ტელევიზორს ავუწიე,ჟურნალისტი საუბრობდა “27 აპრილს, ღამის სამ საატსა და თხუთმეტ წუთზე დაიჭირეს, ცნობილი ბიზნესმენის ნიკოლოზ დვალის შვილი, თორნიკე დვალი დაიჭირეს, მას ადანაშაულებენ თემურ კახიძის მკვლელობაში.” შემდეგ პირდაპირი ეთერი, აეროპორტიდან გამოსულ მამაკაცს აშუქებდნენ, ეს მამაკაცი კი დიმა ვიბლიანი იყო. ბევრი საქმე თუ სასამართლო ამ პიროვნების შესახებ, მაგრამ ვკვლავ თავისუფალი, ზემოდან ათასი ბრძანება იყო იმის რომ გამოეშვათ, ამიტომ ციხეს ყოველთვის უსხლტებოდა.ერთი წელი იტალიაში იყო გადახვეწილი, ახლა კი 30 აპრილს საქართველოში, და ერთ - ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი დაბრუნდა, რომელსაც როგორც ბიზნესმენს ისე იცნობენ. ათზე მეტი ჟურნალისტი, მივარდა ვიბლიანს, ცოტა ხანში ჟურნალისტის წიკვინი გაისმა: -თემო კახიძის მკვლელობაზე რას იტყვით? ეს არის თქვენი ჩამოსვლის მიზეზი? -შეიძლება - უთხრა ირონიულად და დამცინავი ტონით ტელევიზორი გამოვრთე. დილიდ “საუზმის” შემდეგ, მოვწესრიგდი ჩავიცვი და სახლიდან გავედი. მანქანას ვატარებდი, ტელეფონმა როპმ დამირეკა გისმენთ? -მაკრინე ჯავახიშვილი? - გაისმა მამაკაცის ხმა -დიახ -თქვენზე გამიწიეს რეკომენდაცია, თუ თავისუფალი ბრძანდებით შევხვდეთ -დიახ, თავისუფალი ვარ - ვუპასუხე, ეს ახალი საქმე იყო -კარგით მაშინ მისამართს გამოგიგზავნით - მითხრა და დაკიდა. ესემესი მოვიდა, მისამართ დავხედე, საკმაოდ ელიტარულ რესტორანში “მეპატიჟებოდა” უცნობი, საჭე მოვაბრუნე, და გეზი შევცვალე. გზაში თამთას დავურეკე -დიახ ქალბატონო მაკრინე - გაისმა ჩემი ასისტენტის ხმა -დღეს არ მოვალ, ყველაფერი გადადე -კარგით - მითხრა და დაკიდა. მანქანა გავაჩერე, და რესტორანში შევედი. თვალებით ვეძებდი ჩემთვის უცნობ პიროვნებას, მომსახურე პერსონალი რომ მოვიდა და მაგიდისკენ მანიშნა. მაგიდასთან დაახლოებით 50-60 წლის მამაკაცი დამხვდა, მკრთალად მიღიმოდა, ფეხზე წამოდგა -გამარჯობა, ნიკოლოზ დვალი - ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი, გონებაში მისი გვარი მიტივტივებდა “დვალი” , გონება მეუბნებოდა რომ ეს საქმე ისეთი არ იქნებოდა როგორიც სხვები. სკამზე მიმითითა, მეც დავჯექი. მიმტანი მოვიდა -რას ინებებთ? -ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ქალბატონისთვის… - შემომხედა -იგივე, ქინძმარაული თუ შეიძლება კაცს გაეღიმა. მიმტანმა დაგვტოვა. -ბევრი მიკიბ - მოკიბვის გარეშე გეტყვით თქვენს ახალ საქმესთან დაკავშირებით - დაიწყო ბატონმა ნიკოლოზმა - ჩემი შვილი, თორნიკე, თორნიკე დვალი გუშინ დაიჭირეს, ალბათ თვითონაც იცით. ზუსტად ვიცი თორნიკე ამას არ გააკეთებდა, უბრალოდ ის… უბრალოდ ჩემმა მტრებმა ამით გადაწყვიტეს ჩემი შეშინება, ალბათ მიხვდებით, აქ ბევრი ჩაერევა, ძალიან რთული საქმეა, თუ წინააღმდეგი იქნებით, ახლავე მითხარით -თანახმა ვარ - ორი სიტყვა, რომელიც ერთდრეულად სახიფათო იყო, ვიცოდი რომ მთელი ჩემი ღონე და გონება უნდა ჩამერთო ამ საქმეში. ნიკოლოზმა, ოფიციანტს რაღაც ანიშნა, ცოტა ხანში ახალგაზრდა ბიჭი, საქაღალდით ხელსი მოვიდა, მამაკაცმა მადლობა გადაუხადა, და გაუღიმა. -ეს კონტრაქტია, იმის რომ თანახმა ხართ, იმის თქმა არ მომიწევს იმედია რომ ანაზღაურება დიდია - გამიღიმა -რა თქმა უნდა. საბუთს ხელი მოვაწერე, -კარგით, მაშინ ხვალ ისევ შევხვდეთ, საქმის ფაილებსგამოგიგზავნით ფოსტით - მითხრა და დამშვიდოებებისას ხელი ჩამოვართვი, კარი უნდა გამომეღო, როცა დამიძახა -ქალბატონო მაკრინე - თავი შემოვატრიალე - მადლობა - გამიღიმა, საპასუხოდ მეც გავუღიმე, და “სიახლით” გაგებულმა სახლში წასვლა გადავწყვიტე. სახლის კარი გავაღე, და დაღლილმა, ფეხსაცმელი შესვლის თანავე მივყარე, და ფეხშიშველა გავედი სამზარეულოში. საკრავში, ფირი ჩავდე და საყვარელი მელოდიის გაგებისას გამეღიმა, ნელი ტანის რხევით შევუდექი, ვახშმის მომზადებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.