შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმით შეცვლილი ცხოვრება (თავი 3)


4-05-2022, 04:43
ავტორი Rozanjela
ნანახია 10 083

მზის სხივებმა გამაღვიძეს, საწოლიდან ავდექი თუ არა აივანზე გავედი, სავარძელში მოვკალათდი, სიგარეტის კვამლი ჩავისუნთქე, და შემდეგ გარეთ გამოვუშვი. ვაბოლებდი და ვფიქრობდი, დაბნეული ვიყავი, საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობდი გონებაში უცბად ამომიტივტივდა ნანო მაისურაძე…უნდა დავლაპარაკებოდი, მისამართი არ ვიცოდი, თორნიკეს კი დღეს ვერ ვნახავდი… ბატონი ნიკოლოზი, ის შეძლებს გაარკვიოს სად შეიძლება ვნახო ნანო
ტელეფონზე ნომერი ავკრიფე და დაველოდე
-გამარჯობათ, ბატონო ნიკოლოზ
-დიახ, მაკრინე, რამე მოხდა?
-თუ შეგიძლიათ გაარკვიოთ სად შეიძლება ვნახო ნანო მაისურაძე? - მორიდებით ვკითხე - უნდა გავესაუბრო - დავამატე
-რა თქმა უნდა - ერთ საათში დაგირეკავთ - მითხრა მშვიდი ხმით და დაკიდა.
მანამდე კი ფიქრებმა ვიბლიანისკენ წამიღო, გუშინდელ ღამეს ვიაზრებდი და მეცინებოდა, შემდეგ გამახსენდა მისი სიახლოვე, თითები, მზერა და თვალები. ზედმეტად ბევრი ემოციაა, არა?
-ჯანდაბა - თავი გავაქნიე და მეორე ღერს მოვუკიდე, ფეხები აივნის მოაჯირზე დავაწყე, თვალები დავხუჭე, და მშვიდად მოწევა განვაგრძე.
ზუსტად ერთ საათში ზარი შემოვიდა ნატონი ნიკოლოზისგან:
-გავიგე ყველაფერი მასზე, მისამართს გამოგიგზავნი
-მადლობა
-რას ამბობ, არაფერია
მისამართთან ერთად მისი ბიოგრაფიაც ეწერა, ბებიასთან და მამასთან ერთად ცხოვრობს, დედა გარდაცვლილი ჰყავს, არ ეწერა მიზეზი.
ამ ინფორმაციასთან ერთად დართული იყო სახელები და ფოტოები, ლამაზი გოგო იყო, ფითქინა კანით, ქერა თმებით და მწვანე თვალებით, გამეღიმა, გემოვნებას თორნიკე არ უჩივის. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, ფინანსებზე სწავლობს, ყველაფერი გადავიკითხე. სავარძლიდან ავდექი და სახლში შევედი.
ჩავიცვი, და გავედი. სადარბაზოსთან მანქანა შევნიშნე, საეჭვო მანქანა იყო, შავი, მინები დაბურული ჰქონდა. ყურადღება არ მივაქციე მანქანაში ჩავჯექი და წავედი.
სარკეში ყურებისას ისევ დავინახე ის მანქანა, ნომერს შევხედე, გონებაში ვიმეორებდი რომ არ დამვიწყებოდა.
მანქანის რულს ხელი დავარტყი ჯანდაბა. სიჩქარეს მოვუმატე, და თითქმის ცარიელ გზაზე, მივაქროლებდი მანქანას.
შემდეგი ჩახვედისას ის მანქანა აღარ იყო.
მანქანა ერთ-ერთი კორპუსის წინ გავაჩერე.
სადარბაზოში შევედი, სადაც მტვრის სუნი იდგა, კიბეები ავიარე, და რკინის დიდ კარზე დავაკაკუნე.
კარი შუა ხნის ქალმა გამიღო, რომელიც სანდომიანი ღიმილით მეგებებოდა
-გამარჯობათ, მე ნანოს მეგობარი ვარ - სიმართლეს ვერ ვეტყოდი - სახლშია? - გულწრფელი ღიმილით ვუღიმოდი ჭაღარა შეპარულ ქალს, რომელსაც წინსაფარი მოერგო, და მწვანე თვალების შემომცინებდა
-კი ჩემო გოგო, შემოდი დავუძახებ - გვერდზე გაიწია, და სახლში შემატარა, სახლის პირდაპირ სამზარეულო იყო, პირდაპირ თვალებში მოგხვდებოდა. მყუდრო სახლი იყო, სიმყუდროვის სურნელით.სიმყუდროვეზე ოჯახი გამახსენდა, ოჯახი რა კარგი სიტყვაა არა? ერთ დროს მეც მყავდა ოჯახი, ლამაზი ოჯახი, მყუდრო სახლიც. - ნანო…ნანო.. შენთან არიან - ფიქრებიდან ქალბატონის ყვირილმა გამომარკვია - ახლავე გამოვა - შემომხედა
რამდენიმე წუთში კი, ოთახიდან გოგო გამოვიდა ჩემზე ნახევარი თავით დაბალი, ულამაზესი ნაკვთებით ჰქონდა სახე დამშვენებული, რომ დამინახა ღიმილი სახეზე შეახმა
-გამარჯობა ნანო
-ვინ ხარ?
-დრო თუ გაქვს სადმე დავჯდეთ და ვისაუბროთ
-კი მაქვს, რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ საქმე მაქვს - ვატყუებდი, როგორ უნდა მეთქვა საფრთხეში ხარ თქო?
-ირა…-დაელოდა როდის გამოვიდოდა ქალი - ირაჩკა ჩვენ გავალთ კარგი? მალე დავბრუნდები არ მოიწყინო - სხარტად აკოცა ლოყაზე და გაუღიმა
-უკვე მიდიხარ შვილო, ვიფიქრე სადილზე დაგვეწვეოდი - გამიიღიმა, გოგონას ქალის თვალები ჰქონდა
-არა მადლობა, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
-ჩემთვისაც…
-მაკრინე…მაკრინე მქვია - გავუღიმე
-ლამაზი სახელი გქვია - გამიღიმა
მადლობის ნიშნად თავი დავუკარი, ქალს დავემშვიდობეთ
-აქვე ახლოს კარგი ადგილია, სიწყნარე თუ გინდა იქ წავიდეთ
-კარგი.
ფეხით მივედით ადგილამდე, მყუდრო ადგილი იყო, წყნარი მუსიკით
-პირველ რიგში, ბოდიში ამ მოულოოდელობისთვის, მე მაკრინე ვარ, თირნიკე დვალის ადვოკატი - სახე მოეღუშა - შეგიძლია მითხრა საიდან იცნობ?
-კარგად არის? - ხმა ჩამწყდარმა მიპასუხა
-მისი საქმის თაობაზე კი - ვუთხარი დარწმუნებით - კითხვაზე პასუხი არ გაგიცია
-თორნიკეჩემი მეგობრის ძმის დაბადების დღეზე გავიცანი - გაეღიმა, მე კი გონებაში ლაშა ამომიტივტივდა - შემდეგ…შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრები დავიწყეთ - შეჩერდა - ერთ საღამოს კი მითხრა რომ…რომ ყველაფერი დასრულდა, ძალიან გავბრაზდი, მიზეზი არც მაინტერესებდა წამოვედი, ვიცოდი რომ ამ ყველაფრისმუკან რაღაც იდგა, რადგან ასე უმიზეზოდ არავინ არაფერს აკეთებს - ჩამქვრალი თვალებით მიყურბედა.
-იმ დღის შემდეგ არ გინახავს?
-არა, უბრალოდ მოულოდნელად დამირეკა, კარგად ხარო? აღელვეული მომეჩვენა-განაგრძო - შემდეგ კი ეს მოხდა
-შეშინება არ მინდა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო, თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ შეგიძლია დამირეკო - ხელსახოცზე ნომერი დავუწერე, ვიცოდი რომ ამით საფრთხეში ვაგდებდი, მაგრამ…სიმართლე უნდა დავადგინო
-რა უნდა შევამჩნიო?
-არ აქვს მნიშვნელობა თუ რამე საეჭვოს შეამცნევ დამირეკე - მოვუჭერი - თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ეგეც შემატყობინო, ახლა კი დაგტოვებ, მადლობა რომ მომისმინე - თავი დამიქნია, მე წამოვედი ის კი იჯდა ნიკაპ ქვეშ ხელით ამოდებული და მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული.
სახლის კარებთან ვიდექი, კარის ქვეშ დადებული დიდი კონვერტი შევნიშნე, ავიღე, მორგი მუქარა იქნებოდა, ვიცოდი, ამჯერად კონვერტში ფოტოები იდო, როგორ გამოვედი ჩემი სადარბაზოდან, როგორ შევედი ნანოს სადარბაზოში, მე და ნანო ერთად გამოვდივართ სადარბაზოდან, ერთად იმ ადგილას…ვირაც მეთამაშება,მითვალთვალებს, შეშინება უნდა, ვირაცას თორნიკეს ამოლპობა უნდა…ფიქრები იყრიდნენ თავს ჩემს თავში…ფოტოებთან ერთად წერილიც იდო “ ჭკვიანი ქალი მეგონეთ,დრო სასამრთლომდე გაქვთ”
წერილი დავხიე, და ბადავყარე.
უკვე საქმეში ვიყავი გარეული, უკან დახევას არ ვაპირებდი.
ფიქრებისგან დაღლილს, დივანზე დამეძინა.
ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა, უცხო ნომერი იყო, ნამძინარევი ხმით ვუპასუხე:
-გისმენთ
-მაგრინე, ნანო ვარ - აღელვებული ხმიტ მითხრა - ვიცი რომ სასამართლო კვირის ბოლოს არის, მანამდე ვიცი რომ ნახავ, ამუტომ გადაეცი რომ ზალიან მიყვარს, ხო გადაცემ?
-გადავცემ, მაგრამ დამიჯერე მას შენი ნათქვამი უფრო გაუხარდება ვიდრე ჩემი
-ვიცი, მაგრამ მას მე ვერ ვნახავ - და გათისა
ღრმად ამოვისუნთქე, და დივანზე გადავწექი.
თორნიკესთან მივედი, ამ ორ დღეში დაკლებული იყო, უძილობისგან თვალები ჩაცვენილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა ის ხიბლი რომელიც დიდი ალბატობით მამისგან ჰქონდა მემკვიდრეობით.
სიგარეტს მოუკიდა და სემომხედა
-ნიკოლოზმა მითხრა რომ ნანოს შეხვდი
-კი შევხვდი
-რატომ? - დაეჭვებით შემომხედა - ახლა იცი რომ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება> - მაგიდას მუსტი დაარტყა
-ვიცი
-და ეხლა… ეხლა რა იქნება? - მეკითხება
-მომისმინე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ ციხეს აგარიდო, ისეთი რაღაცეებიც მაქვს რითაც 80 პროცენტია შანსი რომ სასამართლო მოვიგო - ვუთხარი დარწმუნებით, და მეც მოვუკიდე სიგარეტს
-ის 20 პროცენტი?
-ის ოცი პროცენტი, იმ ს როგორც შენ თქვი, ის ყველაფერს იზამს რომ ციხეში ამოგაყუდოს, გაგიმართლა მოსამართლე სამართლიანი კაცია, არავის მონა არ არის.
-კარგი - ხელები გადაპარსულ თმაზე გადაისვა
-მე ახლა წავედი, და ჩემი იმედი გქონდეს - ოდნავ გავურიმე
-მადლობა - მომაძახა გასვლისას
-ნანომ გადმოგცა რომ…-გამომცდელად შევხედე
-რომ…-გარიზიანებულმა გამომხედა
-უყვარხარ - თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ თავი გვერდზე გაწიე, რომ არ დამენახა, მის საქციელზე გამეღიმა. ჩემს საქმიანობაში პირველად ვიყავი ასე ჩემს დაცვის მყოფ ადამიანთან.

***
ს ა ს ა მ ა რ თ ლო

სასამართლო ასე მალე განზრახ დაგეგმეს, ამ ყველაფრის უკან ვიღაც იმალებოდა.
თორნიკეს გასამართლება 11-ზე იწყებოდა.
მოვემზადე, და სახლიდან გავედი. მიუხედავად იმისა რომ ბევრი საქმე მომიგია, წამიგია კიდეც რამდენიმე, მაინც ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად და მორალურად მოვემზადე ბრძოლისთვის, ვიცოდი მტელი ჩემი ყველაფერი უნდა ჩამექსოვა ამ ყველაფერში, რომ იქიდან მე გამარჯვებული ტორნიკე კი თავისუფალი გამოსულიყო. ღრმად ამოვისუნთქე და სახლიდან გავედი.
ამ დღეების მანძილზე ვიბლიანი არ გამოცენილა ან რას ველოდებოდი რომ? ამ ტემასთან დაკავშირებიტ ისევ არეული ვიყავი.
დარბაზში შესვლისას ჩავისუნთქე ჰაერი, და შევაბიჯე ფეხი, ჩემთვის კარგად ნაცნობ ადგილას.
ბრალდებულის დაცვის ადგილზე დავჯექი, დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა, ბევრი იყო ამ საქმეში ჩართული. ბატონი ნიკოლოზი შემოვიდა, დაზაბული, არელვებული და ამავდროულად ნაღვლიანი სახით.
გამაოგნა იმ ფაქტმა რომ ნანოც მოვიდა, თავი ამაყად ეჭირა, ნიკოლოზის გვერდზე დაჯდა, და ხელი ჩაკიდა. გამეღიმა მის ამ საქციელზე.
ცოტა ხანში ბრალდებულიც შემოიყვანეს. ნანოს თორნიკეს დანახვისას ცრემლი ჩამოუგორდა, ნიკოლოზი კი თვალს ვერ აშორებდა შვილს.
-ფეხზე წამოდეწით, მოსამართლე მობრძანდება. - ყველა ფეხზე წამოდგა.
დარბაზში სანდომიანი კაცი შემოვიდა.
და სასამართლო სხდომაც დაიწყო.
შუა სხდომაში ჩემმა მოწინააღმდეგემ, წარმოადგინა მოწმე,ამ მომენტს ველოდი,კითხვა წინასწარ მქონდა გამზადებული
-დაიფიცეთ რომ სიმართლეს იტყვით
-ვფიცავ - დაემორჩილა 60 წელს გადაცილებული მამაკაცი
-გვიამბეთ, რა როგორ მოხდა
-სროლის ხმა გავიგონე…მერე…მერე…- თანდათან ენა ებმვოდა, შუბლზე მომდგარი ოფლი ხელის უკანა მხრით მოიშორა - მერე საიდანაც გავიგე იქ მივედი..და..და შემდეგ პოლიციას დავურეკე
-ვაპროტესტებ - წამოვიძახე
-მიღებულია
-ბატონო ავთო, შეგიძლიათ მითხრათ რას აკეთებდით სამის 25 წუთზე ღამიტ, ქუჩაში, ქუჩაც არ არის, ყოფილ ქარხანაში, სადაც მტვრის, ნანგრევების და ვირთხების გარდა არაფერი არ არის?
-ვაპროტესტებ - წამოიძახა მოწინააღმდეგემ, მე კი კაცისგან მასზე გადავიტანე მზერა
-პროტესტი არ მიიღება - უპასუხა მოსამართლემ - ბატონო ავთო შეკითხვას უპასუხეთ
-მე…მე…მე - მამაკაცი ნერვიულობისგან ბლუყუნებდა - გამარჯვებული სახე მქონდა, და დარბაზში სხდომებისკენ გავიხედე, კედელზე ერთი მხრიტ მიკრული ვიბლიანი რომ დავლანდე სახე მომეღუშა, ყურადღება არ მივაქციე ისევ მამაკაცს მივუბრუნდი
-პასუხი არ გაქვთ, მარტივი გამოსაცნობია, ეს ყველაფერი დაგეგმილია. პირველი ის რომ მოკლულის სხეულში ტყვია აღმოაჩინეს, რომელიც არ ეკუთვნის ისეთ სასიკვდილო იარაღს, რომეელიც გასვრისას ხმას გამოსცემს. გარდა ამისა თქვენი პასუხები დაუჯერებელია. იარაღს რაც შეეხება, ბატონო მოსამართლე მე მაქვს საბუტი იმისა რომ ეს იარაღი იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის რომ კამერებმა დაადასტურეს რომ თორნიკე დვალს კორპუსიდან გამოსვლისას იარაღი თან არ ჰქონდა, მოგეხსენებათ ისიც რომ იგი საზოგადო ტრანსპორტით წავიდა დანიშნულ ადგილას. ამ ყველაფრის დამადასტურებელი საბუტები, ვიდეოები სეგიძლიათ ნახოთ - ამ პასუხის შემდეგ, ტელეფონი მოსამართლეს მაგიდაზე დავუდე, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი სარჩელი გამოტანის დრო იყო
-სასამართლო იწყებს სარჩლის გამოტანას - დაიწყო - ჩემი სრული უფლებიტ თორნიკე დვალს ვათავისუფლებ ყოველგვარი, ცხოვრების ტავისუფლების აღკვეთით.
დასრულდა, გახარებული ვიყავი, გამოსვლისას ბატონი ნიკოლოზი გადამეხვია, ნანოც.
გახარებული გამოვდიოდი ხმამ რომ შემაჩერა
-თავი შარში ჩაიგდე, ცხვირი ისეთ საქმეში ჩაყავი რაშიც არ უნდა ჩაგეყო - ბოხი ნელი ხმიტ მესაუბრებოდა - ახლა რა ვქნა? - მკითხა - გეკითხები ახლა რა უნდა ვქნა? - იღრიალა, მკლავში ხელი წამავლო და მაგრად მომიჭირა.
-ხელი გამიშვი მტკივა - ვუთხარი
არ გაუშვია, უფრო მეტად მომიჭირა, და მისი მანქანისკენ წამათრია.
-რას აკეთებ? - ვკითხე მკაცრი ხმით
-იმას რასაც საჭიროდ ვთვლი ჩაჯექი - მანიშნა მანქანისკენ
-არსადაც არ ჩავჯდები - გათავისუფლება ვცადე, მაგრამ მანქანაზე ამაკრო და კბილებში გამოსცრა
-ჩაჯექი თორემ პასუხს აღარ ვაგებ საკუთარ თავზე
-არა - გამოვცერი, ისე ახლოს იდგა მილიმეტრები გვაშორებდა
მანქანაში ჩამტენა, თვითონაც დაიკავა ადგილი, და მტელი სიცქარით გააქროლა მანქანა.

იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ესე გააგრძელე...ყოჩაღ...სულმოუთქმელად გელოდები...

 


№2  offline წევრი Rozanjela

სტუმარი ნათია
ესე გააგრძელე...ყოჩაღ...სულმოუთქმელად გელოდები...

მადლობა რომ კითხულობთ!

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა. ,
ძალიან მომეწონა არ შრეყვიტოთ გააგრძელებს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგრამ პირველი ნაწილი ვერსად ვიპოვე კითხვა მეორედან დავიწყე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent