შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 11 )


6-05-2022, 14:38
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 436

- გეგონა პირველივე დღეს ხელში ხმალს დაგაჭერინებდი? -კაილმა ხელი გამომიწოდა რომ წამოდგომაში დამხმარებოდა.
- ჰო მაგრამ ამას მაინც არ ველოდი, მთელი დღე მედიტაციაში გავატარეთ, -თვალი კაილის მზერას გავაყოლე, სოფის თვალს არ აშორებდა რომელიც ხელოვნური ბალახის ხალიჩაზე იჯდა სავარჯიშო ძელზე მიყრდნობილი, ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი, ეძინა და ძილში იღიმოდა, მიუახლოვდა მის წინ ჩაიმუხლა ორი თითით გადაუწია შუბლზე ჩამოყრილი თმები და ტუჩები ყურთან მიუტანა.
- როგორც ჩანს ჩვენი ცქერა შენთვის არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა, -ფაქტიურად ყურში ჩაყვირა, სოფიმ დაფეთებულმა გაახილა თვალები წამოიწია და ისე ახლოს აღმოჩნდა მის სახესთან ლამის ტუჩებზე ეხებოდა, კაილს სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი გაუქრა და დაიძაბა, სოფიმ თმებში შეუცურა თითები, უცნაურად ჩამოცხა, მათ გარშემო თითქოს ჰაერი აალდა, ეს ორი იმხელა ენერგიას ასხივებდა ისეთ სურვილს რომ მათი შეხედვაც კი უკვე ცუდად მხდიდა, შეუმჩნევლად დავიხიე უკან და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი მოედანს უკანმოუხედავად გავიქეცი, ვერანდაზე ავედი თუ არა დანიელს ჩავუვარდი მკლავებში.
- მორბოდი? -გაკვირვებულმა შემომხედა, -რა ხდება ვინმე მოგდევდა? კაილი სად არის?
- კაილი სავარჯიშო მოედანზე დავტოვე სოფისთან ერთად, გეფიცები ასეთი რამ არასდროს მინახავს, ერთმანეთთან ისე ახლოს იყვნენ, ერთმანეთს უყურებდნენ და მომეჩვენა რომ კიდევ ერთი წუთი თუ გავჩერდებოდი მათ გვერდით უბრალოდ დავდნებოდი.
- ესე იგი ეს მაინც დაიწყო, კაილიც კი უძლური აღმოჩნდა, იმედია თავს გააკონტროლებს და ცუდი არაფერი მოხდება, -ნერვიულად შეიცურა თითები თმაში და ნაძალადევად გამიღიმა, რატომღაც შემეშინდა.
- ალბათ ისინი მარტო არ უნდა დამეტოვებინა, გგონია რომ შეიძლება სოფის რამე დაუშავდეს?
- შენ ვერაფერს გააკეთებდი ამიტომ არაფერზე ინერვიულო, ამ მიზიდულობას მხოლოდ კაილი არ გრძნობს, რაც არ უნდა გააკეთო ვერაფერს იზავ, მათი გრძნობები ორმხრივია რაც ერთი ორად აძნელებს ყველაფერს, სოფი ამ გრძნობას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, აცადე, კაილი ყველანაირად შეიკავებს თავს, სოფის არაფერს დაუშავებს.
- უკვე ასე აღარ ვფიქრობ, ისე უყურებდნენ ერთმანეთს...
- აი ხომ გეუბნებოდი, -დანიელმა ჩვენსკენ მომავალ მხიარულად მოსაუბრე წყვილზე მანიშნა, მშვენივრად გამოიყურებოდნენ, ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ, გვერდი ისე აგვიარეს და სახლში ისე შევიდნენ არც კი შეუმჩნევიათ რომ იქ ვიყავით, ერთხანს ასე პირდაღებულები და გაოცებულები ვიდექით და მერე თავშეუკავებელი სიცილი აგვიტყდა.
- წამოდი ცოტა დაისვენე, მერე მოვემზადოთ და დავიწყოთ ჩვენი ღამეული მოგზაურობა, -როგორც კი სული მოვითქვით დანიელმა მხარზე ხელი მომხვია და სახლში შემიყვანა.
- მაინც არ მეუბნები სად მიგყავარ და რა უნდა მაჩვენო, -დავიწუწუნე და ქვემოდან ავხედე თვალების მაცდური ხამხამით.
- წინასწარ თუ გითხარი ეფექტი ნაკლები იქნება ასე რომ ტყუილად ნუ მეწუწუნები მაინც ვერ შემაცდენ.
- დარწმუნებული ხარ? -ხელები მაისურში შევუცურე, თითისწვერებზე ავიწიე და ყელში ვნებიანად ვაკოცე, გააჟრჟოლა და კანი დაეხორკლა.
- გეყოფა, ასე თუ გააგრძელებ საერთოდ ვერ წავალთ დღეს ვერსად, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა,
-თუმცა იქნებ შემდეგისთვის გადაგვედო ეს თავგადასავალი და ამაღამ სახლში დავრჩენილიყავით რას იტყვი?
-ხმაში ეშმაკური ნოტები გაუკრთა.
- მაშანტაჟებ? კარგი რა, -მაშინვე მოვშორდი და სიცილით შევაღე საძინებლის კარი, -იცი რომ ერთი სული მაქვს სანამ აქედან გავალთ და ამას იყენებ.
- შანტაჟი? შენ მე მაწყენინე, -გულგატეხილი კაცის სახე მიიღო, მაისური გადაიძრო შებრუნდა კარადა გამოაღო და ახალი მაისურის არჩევას შეუდგა, ერთი ხელის მოსმით შემოვიძარცვე ტანსაცმელი, ფეხაკრეფით მივუახლოვდი და შიშველი მკერდით ავეკარი ზურგზე.
- შენ ხომ თქვი რომ წასვლამდე შეგვეძლო დაგვესვენა.
- მერე? -უცნაურად გახალისებული ხმით მკითხა.
- იქნებ ეს დასასვენებელი დრო უფრო ნაყოფიერად გამოგვეყენებინა ვიდრე უბრალოდ წამოწოლა და თვალის მოტყუებაა.
შემოტრიალდა, მკლავებში მომიქცია და ვნების ცეცხლით ანთებული შავი თვალებით მტაცებელივით დამაცქერდა ზემოდან.
- რამე იდეა გაქვს? შეგიძლია მაჩვენო, -ჩამჩურჩულა, საჯდომზე მტკივნეულად მომიჭირა, მერე თეძოებში ხელი ჩამავლო წელზე შემომისვა და საწოლისკენ წამიყვანა...
- - - - - - - -
- აბა მზად ხარ გასაფრენად? -სახლის წინ ბაღში ვიდექით ერთმანეთის პირდაპირ, თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შემათვალიერა, მოწონების ნიშნად გაიღიმა და თვალი ჩამიკრა, საოცრად გამოიყურებოდა, უცვლელი შავი მაისური, შარვალი ტყავის ქურთუკი და ბოტები, მეც ზუსტად მასავით მეცვა, ფაქტიურად ტყუპებს ვგავდით, მივუახლოვდი და კისერზე მოვეხვიე მანაც მაგრად მომხვია მკლავები, მერე კი ფრთები გაშალა, საოცრება იყო მიუხედავად იმისა რომ უკვე მქონდა მისი ფრთები ნანახი თვალს მაინც ვერ ვაშორებდი, ნელ-ნელა თითქმის შეუმჩნევლად აიჭრა ცაში, მის მკლავებში მოქცეული და მისი სურნელით გარემოცული თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობდი.
- საყვარელო ჯობია მზერა მომაშორო და ქალაქს გადახედო, მე ყოველთვის გვერდით გყავარ ასეთ რომს კი ყოველთვის ვერ ნახავ, ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია, -თვითკმაყოფილი და ოდნავ შესამჩნევად ირონიული ტონი ჰქონდა, გაბრაზებულმა ისე გავკარი იდაყვი ფერდში რომ სიმწრისგან ამოიგმინა.
- ასე თუ გააგრძელებ შეიძლება შემთხევევით ხელი გამეშვას, -ჩაიბუზღუნა მოღუშულმა.
- შეძლებ რომ გამიშვა?
- არასოდეს, -მიპასუხა ისე რომ არც კი დაფიქრებულა, შუბლზე მაკოცა, მერე შემაბრუნა, ამჯერად მუცელზე მომხვია ხელები და ჩემს თვალწინ ზღაპრული მშვენიერება გადაიშალა, საკმაოდ მაღლა მივფრინავდით იმდენად მაღლა რომ ძლივს ვარჩევდი შენობებს, თუმცა ვერც სიცივეს ვგრძნობდი და ვერც შიშს, ვიგრძენი როგორ დავიწყეთ დაშვება, ნელ-ნელა გამოიკვეთა გამოსახულებები და ქალაქის ღამეულმა განათებებმაც სხვადასხვა ფერი მიიღო.
- სად მივდივართ? კიდევ დიდხანს უნდა ვიფრინოთ? -მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
- როგორი მოუთმენელი ხარ, -ჩაეცინა და უფრო მაგრად მომხვია მკლავები, -მინდა რომ ქალაქს დააკვირდე და მითხრა რას ხედავ, ყველა და ყველაფერი დაივიწყე, არაფერზე იფიქრო გარდა ამ მოციმციმე სინათლეებისა, მთელი ყურადღება მოიკრიბე, მითხარი რას ხედავს შენი ულამაზესი ლურჯი თვალები.
მის მაჰიპნოზებელ ხმას მივნებდი და ვეცადე მთელი ყურადღება ჩემს ფერხთით გართხმულ ქალაქზე გადამეტანა, ნეტავ რას ელის ჩემგან, რა სურს რომ დავინახო? მთელი ყურადღება დავძაბე რომ რამე ისეთი შემემჩნია რაც წესით აქ და ახლა არ უნდა ყოფილიყო, უეცრად გაოცების შეძახილი აღმომხდა, დანიელს არაფერი უთქვამს თითქოს მაცდიდა იმ ყველაფრის გათავისებას რასაც ვხედავდი, ისე დავეშვით ერთ-ერთი მაღალი შენობის სახურავზე, ვერც კი მივხვდი რომ უკვე ჰაერში აღარ ვიყავით, სახურავზე შემოვლებულ ქვის მოაჯირთან მივვარდი, დავეყრდენი და დაფეთებული თვალებით გავაგრძელე განათებული რომის თვალიერება.
- აბა მზად ხარ რომ მითხრა? -სულ ახლოდან მომესმა დანიელის ხმა და ყურთან თბილი სუნთქვა რომ მომეფრქვა როგორც იქნა გამოვფხიზლდი, შემოვბრუნდი და მის მკლავებში მომწყვდეული აღმოვჩნდი, ორივე ხელით მოაჯირს ეყრდნობოდა და ზემოდან ღიმილით დამყურებდა თითქოს მამხნევებდა.
- მე... მე არც კი ვიცი რა დავინახე, ალბათ რომ გითხრა გიჟად ჩამთვლი, მას შემდეგ რაც თქვენ შეგხვდით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და უამრავი უცნაური და დაუჯერებელი რამ ვნახე და დავიჯერე, მაგრამ ხანდახან მგონია რომ უბრალოდ ძალიან გადავიღალე ან ჭკუიდან ვიშლები...
რატომღაც ძალიან მომინდა რომ ამ ყველაფერზე მელაპარაკა თორემ ალბათ უკვე გულში ვეღარ დავიტევდი, ვხვდებოდი რომ არ ვიყავი ისეთი ძლიერი რომ ასე ერთბაშად და უკონტროლოდ თავს დამტყდარ დამანგრეველ ქაოსს გავმკლავებოდი, ვცდილობდი, მთელი ძალით ვცდილობდი მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებდი, როცა მეგონა რომ უკვე ყველაფერი ვნახე და შევეგუე ისევ ახალი თავსატეხი მემატებოდა და გონებას მირევდა, ნეტავ როდემდე გაგრძელდებოდა ასე? ალბათ უსასრულოდ მანამდე სანამ...
- დამშვიდდი მე შენთან ვარ, -ჩამესმა თბილი ხმა და ახლაღა შევამჩნიე რომ დანიელის მკლავებზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, თითებს მთელი ძალით ვუჭერდი და ლოყებზე ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები, ხელები გამაშვებინა, წელზე მომხვია, გულზე მიმკრა და ჩემთან ერთად ჩაიმუხლა, სახე მის მკერდში ჩავრგე და მანამდე ვტიროდი სანამ ყველა ემოციისგან ბოლომდე არ დავიცალე, როცა სლუკუნი შევწყვიტე და გავყუჩდი მაშინღა ასწია თავი დანიელმა, სახეზე თითები შემომაჭდო და მაიძულა რომ მისთვის მზერა გამესწორებინა, თვალები სითბოთი და სიყვარულით ჰქონდა სავსე, არ ვიცი რას აკეთებდა, ალბათ ჩვენ კავშირს იყენებდა, ალბათ ამის გაკეთებაც შეგვეძლო, სხვა ვერაფრით ვხსნიდი იმას რაც ხდებოდა, უბრალოდ მიყურებდა, მეხებოდა და მისი თლილი თითებიდან ენით აღუწერელი სითბო და სიმშვიდე იღვრებოდა ჩემში.
- თავს როგორ გრძნობ? -მკითხა რამოდენიმე წუთის შემდეგ, გავუღიმე და ლოყები გამიხურდა, მრცხვენოდა იმის გამო რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, მრცხვენოდა რომ ასეთი სისუსტე გამოვამჟღავნე და პატარა ჭირვეული ბავშვივით მოვიქეცი.
- სასირცხვილო არაფერი გაქვს ანა, პირიქით ძლიერი ხარ იმიტომ რომ შეგიძლია ილაპარაკო იმაზე რაც გაწუხებს, შეგიძლია ეს ყველაფერი გარეთ გამოუშვა და დარდს და ტკივილს უფლება არ მისცე შიგნიდან დაგღრღნას და ბოლო მოგიღოს.
- მატყუარა ხარ, მგონი მართლა კითხულობ ჩემს ფიქრებს და არ მიმხელ, -საცოდავად ამოვისლუკუნე.
- უბრალოდ რაც დრო გადის მით უფრო და უფრო უკეთ გიცნობ ეს არის და ეს.
- მაშინ მოგიყვები რაც დავინახე ზემოდან როცა მოვფრინავდით, არ გინდა ნურაფერს მეტყვი უბრალოდ მომისმინე კარგი? როცა მითხარი რომ კარგად დავკვირვებოდი მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ნელ-ნელა ქალაქის განათებებმა რასაც ვხედავდი სხვადასხვა ფორმა და ფერი მიიღო, ალაგ-ალაგ უცნაურ ფერებში მოელვარე ლაქები შევამჩნიე ეს არ იყო ჩვეულებრივი განათებები, არ ვიცი როგორ აგიხსნა, ასეთი ფერები არასდროს მინახავს და შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ ვხედავდი ეს ლაქები როგორ მოძრაობდნენ თრთოდნენ, თითქოს სუნთქავდნენ, მე მათში სიცოცხლეს ვგრძნობდი, ენერგიას ოღონდ არა სუფთას და უსაფრთხოს, არამედ რაღაც ბნელსა და ძრწოლვის მომგვრელს, ჯანდაბა, მითხარი რას ფიქრობ შევიშალე?
მხიარულად გაიღიმა და თავზე ხელი გადამისვა, ისე მეფერებოდა როგორც პატარა ბავშვს ეფერებიან ხოლმე რომ დაამშვიდონ.
- გამაოცე ანა, ნამდვილად გამაოცე, -მშვიდად და გარკვევით საუბრობდა თითქოს საგულდაგულოდ არჩევდა სიტყვებს, -აქამდე მხოლოდ მე და კაილს შეგვეძლო დემონთა ადგილმდებარეობის დადგენა და მათი გრძნობა სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ახლა კი აღმოჩნდა რომ ეს შენც შეგიძლია...
- ანუ გინდა მითხრა რომ...
- ჰო ასეა, წამოდექი მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ ქალაქს, -ფეხზე წამომაყენა და მოაჯირთან მიმიყვანა, -შეხედე, ის ლაქები როგორც შენ ეძახი დემონთა მიერ გამოყოფილი ენერგიაა, არ შეშლილხარ და არც გადაღლილობის და სტრესის ბრალია რასაც ხედავ, უიშვიათესი უნარი გაქვს ანა, თუკი ისურვებ, ყველგან შეგიძლია დემონთა შემჩნევა და მათი გრძნობა, ვერსად გაგექცევიან, ვერ დაგემალებიან, მათ სახის შეცვლა შეუძლიათ ადამიანებს ისე გვანან რომ ძალიან ძნელია მათი გარჩევა, თუმცა შენ ყოველთვის შეძლებ მათ გარჩევას, ვიცოდი რომ შენ ამასაც შეძლებდი, უბრალოდ ვცადე და შენ მართლაც შეძელი მათი დანახვა...
- და ეს რაში მჭირდება?
- იყო დრო როცა უამრავ დემონს ვებრძოდით, მათთან ომი გვქონდა გამოცხადებული და მე და კაილი რომ არა ალბათ მათთან ბრძოლაში ნახევარზე მეტ ჯარისკაცს დავკარგავდით, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ის უნარი რაც ახლა შენც აღმოგაჩნდა და რაც ბრძოლაში ძალიან გვადგებოდა, გთხოვ არ გინდა, ასე რომ მიყურებ თავი სასტიკი უგულო მკვლელი მგონია, -შუბლი შეჭმუხნა თვალი ამარიდა და ხელები ისე მაგრად მოუჭირა მოაჯირს რომ თითები მთლად გაუთეთრდა.
- დემონები საშინელი არსებები არიან რომელთაც არც მორალი და არც გრძნობები არ გააჩნიათ, თუმცა შენ ჯერ არაფერი იცი ანა, მიუხედავად იმისა რომ წინა ცხოვრებაც გახსოვს, იმ ცხოვრებაში საერთოდ არ ერეოდი იმ საქმეებში რაც ჩვენი სამყაროს გარეთ ხდებოდა, არ გაინტერესებდა ბრძოლები, სხვა სამყაროები და დემონები თუ სხვა არსებები, აქ და ახლა კი სრულიად სხვანაირი ხარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ იმ ოქროს გალიაში გამომწყვდეულ სუსტ და დაუცველ ჩიტს არ დაემსგავსო, მინდა ყველაფერი იცოდე, ყველაფერი ისწავლო და ძალიან მიხარია რომ ამის სურვილი გაქვს.
- მეგონა ძველი ანა გიყვარდა შენ კი ისე საუბრობ რომ ვეღარ ვიგებ...
- მიყვარდა კიდეც, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო, ჩემზე დამოკიდებული, სუსტი, სათუთი, სიფრიფანა და გულუბრყვილო, თუმცა როცა შენ შეგხვდი მთელი ჩემი ცხოვრება და არსება თავდაყირა ამოტრიალადა და მივხვდი რომ შენ ხარ ჩემი იდეალი ზუსტად ისეთი როგორიც ხარ, შენ ხარ ის ვინც ჩემს გულში დაბადებიდან არსებული სიცარიელე შეავსო...
ვუსმენდი და აღარ ვიცოდი სად წამეღო ბედნიერება რომელიც ჩემს სხეულში უკვე იმდენი დაგროვილიყო რომ სადაცაა გარეთ გადმოხეთქავდა, მას მე ვუყვარდი, ნამდვილი მე და არა ის ანა წარსულიდან, ის მხოლოდ ჩემი იყო, მთლიანად მე მეკუთვნოდა და მე მას ვეკუთვნოდი, ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით, ხელები კისერზე შემოვხვიე და შუბლით მკერდზე მივეყრდენი, ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, რამდენიმე წუთს ვიდექით ასე, ის ფრთხილად მეფერებოდა ზურგზე და დროდადრო თავზე მკოცნიდა.
- ყველაფერი კარგადაა? -მკითხა თბილი ხმით, ოდნავ მომშორდა და თვალებში ჩამხედა, თავი დავუქნიე და გავუღიმე.
- ყველაფერი კარგადაა მაგრამ კიდევ მაქვს კითხვა.
- მიდი მკითხე, დღეს მზად ვარ ყველა კითხვაზე გიპასუხო.
- კაილს თუ ასეთი შესაძლებლობები აქვს, აზადი შენ რატომ განიჭებდა უფრო მეტ მნიშვნელობას ვიდრე მას, ცუდი ურთიერთობა აქვთ?
- იმედია არ მიწყენ თუ გეტყვი რომ აზადის და კაილის ურთიერთობაზე ჯობია კითხვები კაილს დაუსვა, მე ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ აზადს იმის ნახევარზეც არ აქვს წარმოდგენა კაილს რაც შეუძლია.
- ანუ საკუთარ შესაძლებლობებს უმალავს?
- დაახლოებით, -მოკლედ მომიჭრა და ნაძალადევად გამიღიმა, მივხვდი რომ მეტს აღარაფერს მეტყოდა და აღარ გამიგრძელებია.
- სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ექსკურსია? მე რაღაც უფრო შთამბეჭდავს ველოდი, -ხელები გავშალე და კიდევ ერთხელ გადავხედე ქალაქს, დანიელმა ჩაიცინა.
- ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება პატარავ, მოდი ჩემთან, -მოაჯირზე შეხტა და ხელი გამომიწოდა, თვალები ეშმაკურად უციმციმებდა და პატარა ცელქი ბიჭივით მიღიმოდა, თითქოს ცოტა ხნის წინ ეს არც თუ ისე მსუბუქი საუბარი არ გვქონოდა და მეც არ მეტირა ცხარე ცრემლებით, საპასუხო ღიმილი შევაგებე და ხელი ჩავჭიდე, ამიტაცა და გვერდით ამომიყენა.
- მზად ხარ გართობისთვის? -ჩამჩურჩულა და არც კი დალოდებია პასუხს ჩემთან ერთად დაეშვა ძირს საშინელი სისწრაფით, ტროტუარზე რომ დავაბიჯეთ გული ამოვარდნაზე მქონდა, აცახცახებული თითებით შევისწორე აბურდული თმა და ჩემს მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიის ვიტრინაში არეკლილი ჩემი გამოსახულების დანახვისას გაოცებისგან შევკივლე, ხელი ავწიე, ანარეკლმაც გაიმეორა, აშკარად მე ვიყავი თუმცა ვისაც ვიტრინაში ვხედავდი მე არაფრით მგავდა, მივუახლოვდი და კარგად დავაკვირდი, ქერა თმა, ცისფერი თვალები, მკვეთრი მაკიაჟი, მყვირალა ფერის ტანისამოსი, ჩემს გვერდით მდგარი წვერიანი და ოდნავ ღიპიანი დაკუნთული მაჩო შევათვალიერე და დაფეთებული შემოვბრუნდი, დანიელი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, ეს შენიღბვის ტექნიკაა რომელსაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, უმარტივესია და ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია, შენც მარტივად ისწავლი, ჩვენ ერთმანეთს ჩვეულებრივად ვხედავთ მაგრამ ჩვენ ყველა ისე გვხედავს როგორც წეღან ვიტრინაში დაინახე.
- საოცარია, მართლა ძალიან მაგარია, გარეგნობის არჩევა არ შეგვიძლია?
- რათქმაუნდა შეგვიძლია, თუ მოინდომებ პატარა ბავშვს ან მოხუცებულსაც კი დაემსგავსები, ყველაფერს საჭიროების მიხედვით ვაკეთებთ ხოლმე.
- მაშინ ამიხსენი მეძავს რატომ ვგავარ? -გაბრაზებული მივუბრუნდი, სიცილს ძლივს იკავებდა და ცდილობდა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა.
- ხომ გითხარი გარეგნობას საჭიროების მიხედვით ვირჩევთ ხოლმე, როგორ ფიქრობ მე მომწონს რომ ღიპიანი კაცის როლი უნდა შევასრულო?
- კარგი რაც არის არის, -ხელები დანებების ნიშნად ავწიე, -ახლა რას ვაკეთებთ?
- ახლა უბრალოდ გავისეირნებთ, -ხელი გამომიწოდა მაგრად მომიჭირა თითები და წინ გამიძღვა, ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი ქუჩას და გაოცებული ვათვალიერებდი გარემოს, ვერც კი წამომედგინა რომში ასეთი ადგილები თუ იარსებებდა.
- ესენი უსახლკაროები არიან?
- ზოგი კი, ზოგი არა, ზოგი უბრალოდ ერთობა და ასე ახერხებს დამღლელი ყოველდღიურობისგან გაქცევას, ზოგისთვის ეს უბრალოდ სამსახურია, მოკლეკაბიან გადაპრანჭულ მეძავზე მიმითითა მერე კი ღამის კლუბის შესასვლელთან მდგარ თვრამეტიოდე წლის ბიჭზე.
- შეხედე ჯერ ოცი წლისაც კი არაა და უკვე ოთხი წელია ნარკოტიკს ყიდის, თვითონ არ ეკარება არ იკეთებს მაგრამ ფეხებზე კიდია სხვებს რა მოუვათ, უამრავ სიცოცხლეს სპობს ერთი სიცოცხლის გადარჩენის სახელით.
- ეს როგორ? ვერ ვხვდები, -დაზაფრული ვუყურებდი ბარის დაცვასთან მხიარულად მოსაუბრე ბიჭს.
- დედა ჰყავს ავად საავადმყოფოშია, ცდილობს ოპერაციისთვის საჭირო ფული შეაგროვოს.
- შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? -გაკვირვებულმა შევხედე, უბრალოდ გამიღიმა და მანიშნა გზა გავაგრძელოთო.
- ამ პატარა გოგონებს შეხედე, ჰგონიათ რომ უკვე დიდები არიან და ცხოვრებას იცნობენ მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვთ რა ელოდებათ, აქაურობა მაგნიტივით იზიდავთ, შეხედე, -ბარის წინ თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის გოგონების სამეული იდგა და მხიარულად ჟღურტულებდნენ, -ის ქერათმიანი ძალადობის მსხვერპლია, მამინაცვალი ყოველდღე ძალადობს მასზე, მეორე მოკლედ თმაშეჭრილი კი უკვე თითქმის ერთი წელია წამალზე ზის, ორივე იმდენად გაბოროტებულია საკუთარი ცხოვრებით და უიღბლობით რომ ვერ იტანენ გვერდით მყოფ მიამიტ და გულუბრყვილო მეგობარს რომელიც ბრმად ენდობათ, შეხედე როგორი სუფთა თვალები აქვს, წარმოდგენა არ აქვს იმაზე რომ მისი მეგობრები ამ ბარის მეპატრონესთან შეთანხმებულები არიან, ფაქტიურად მეგობარი მას მიჰყიდეს, მეპატრონეს პატარა გოგონები მოსწონს, ამ ლაწირაკებს კი უფასო სასმელი და წამალი, ჰოდა შეთანხმებაც შედგა, დღეს თითქმის ძლით მოიყვანეს აქ, შეხედე ბარის მფლობელიც მოვიდა, -ძვირადღირებულ ავტომობილზე მანიშნა რომელიც იქვე შესასვლელთან გაჩერდა, გაკვირვებისგან პირი დავაღე როცა იქიდან სამოციოდე წლის ჩასუქებული მამაკაცი გადმოვიდა, დანიელს ავხედე, მანაც თავი დამიქნია.
- კი ნამდვილად ეს არის, ახლა იცი რას ფიქრობს, ერთი სული აქვს როდის შეიტყუებს ამ შვილიშვილის ტოლ გოგოს კაბინეტში და იქვე მდგარ ბინძურ დივანზე როდის გაჟიმავს, წინააღმდეგობა და ძალადობა აღაგზნებს მხოლოდ, ორი კვირის წინ ყავდათ მეგობრებს ამ ბარში მოყვანილი ეს გოგონა და მაშინ დაადგა თვალი.
დაზაფრული ვუსმენდი, როგორ შეეძლო ამ ყველაფერზე ასე მშვიდად საუბარი, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მივვარდნილიყავი და გოგო ძალით არ გამომეთრია იქიდან, გაცოფებულმა ავხედე დანიელს და მისმა უდარდელმა ღიმილმა უფრო მეტად მომიშალა ნერვები.
- ნუ ცმუკავ ანა დამშვიდდი, გოგოს არაფერი დაემართება, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს, უბრალოდ ცოტა გაერთობა და სახლში დაბრუნდება, იმ კაცს და ამ ვითომ მეგობრებს კი აღარასოდეს შეხვდება, ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს, ყველაფერი კარგად ექნება.
- ანუ შენ...
- ჰო ყველაფერი მოვაგვარე და სანამ მაგ შენს პატარა ლამაზ თავში საშინელებათა ისტორიას შეთხზავ რომლის მთავარი ბოროტი გმირი მე ვიქნები, მანამდე ცოტა დაფიქრდი ხოლმე, -დარცხვენილმა დავხარე თავი.
- ახლა კი გზა გავაგრძელოთ, დღეს კიდევ უამრავი რამ გვაქვს სანახავი, თუნდაც ეს შეხედე ამ კაცს, მთელი დღე მათხოვრობს, ნაშოვნი ფულით კი უპატრონო ქუჩის ცხოველებს კვებავს, უბრალოდ ეს აბედნიერებს, რომ იცოდე როგორ მშვიდად სძინავს ხოლმე როცა ოთხფეხა მეგობრები დაპურებული ეგულება, აი ის კი -ერთ-ერთი ბარიდან გამომავალ შემთვრალ ახალგაზრდა კაცზე მანიშნა, -მუდმივად სვავს და თამაშობს, მთელი ქონება გაანიავა, სახლი წააგო და ცოლშვილი ქუჩაში დატოვა ცოტა ხნის წინ კი იცი რა გააკეთა, საკუთარ ცოლზე ითამაშა და წააგო.
- მოიცადე, -ხელი წავავლე და ვაიძულე რომ შეჩერებულიყო, -ასე არ შეიძლება, იცი რაც ხდება და იმ საწყალი ქალის დასახმარებლად არაფერს გააკეთებ? ხომ იცი რასაც უზავენ, იქნებ მასაც დაეხმარო როგორც იმ პატარა გოგონას დაეხმარე.
- ვიცი რაც მოხდება და ისიც ვიცი ყოველ დღე ამდაგვარი და ამაზე უარესი რამდენი შემთხვევა ხდება, ჩვენ ყველაფერში ჩარევა არ შეგვიძლია, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავაკეთებ.
- დანიელ გთხოვ ნუთუ რამე გზა არ არსებობს? -უკვე მუდარაზე გადავედი.
- რა გულუბრყვილო ხარ როცა გჯერა რომ მათი დახმარება შეიძლება, რას ფიქრობ ფული მივცეთ თუ მის ცოლს დავეხმაროთ რომ სადმე შორს გაიქცეს, გინდა გითხრა რა მოხდება, თუ ფულს მივცემთ იმ დღესვე წააგებს, თუ ცოლს გადავმალავთ ცოტა ხანში ის თვითონვე მოძებნის იმ ბედოვლათს რადგან მასზე უგონოდ არის შეყვარებული, ერთადერთი გამოსავალი ამ კაცის მოკვლაა, ახლავე შემიძლია სიცოცხლეს გამოვასალმო, რას იტყვი მისაღები იქნება შენთვის? დამშვიდდები თუ მის უსულო გვამს ნახავ?
ხმა აღარ ამომიღია ისე წავედი წინ ისიც უხმოდ მომყვა, ველოდი რომ რამე დამამშვიდებელს მეტყოდა ან მომიბოდიშებდა მაგრამ ჩუმად იყო, ქუჩის ბნელ კუთხეში იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა და მანიშნა მეც მის გვერდით დავმჯდარიყავი, შემომხედა თბილად გამიღიმა და ნაზად მომეალერსა სახეზე.
- არსებობს ისეთი რაღაცეები რისი შეცვლაც უბრალოდ არ შეიძლება, აზრი არ აქვს, ცხოვრების ბუნებრივ მდინარებაში ჩარევას სიკეთის მეტი ზიანი მოაქვს ხოლმე, ადამიანები მეტად უცნაური არსებები არიან ანა, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა შესაძლებლობები გააჩნიათ მაგრამ არ უნდათ ან არ შეუძლიათ გამოყენება, როცა მამაშენმა ისინი შექმნა მათ უამრავი შესაძლებლობა და უნარი მიანიჭა, უბრალოდ რაღაც ვერ გათვალა ისინი ზედმეტად ჭკვიანები, მერყევები და ეჭვიანები აღმოჩნდნენ იმისთვის რომ საკუთარი ძალების ერწმუნათ, ხანდახან ისეთ ელემენტარულ რამეებში კარგავენ დროს...
- იცოდი რომ ფიზიკის და აეროდინამიკის კანონების მიხედვით ფუტკრები წესით არ უნდა დაფრინავდნენ? მათი ფრთების და სხეულის მასის გათვალისწინებით ფრენა არ უნდა შეეძლოთ.
- არა არ ვიცოდი.
- არც ფუტკრებმა იციან ამის შესახებ, დაფრინავენ და სულ არ აინტერესებთ ფიზიკის კანონები და აეროდინამიკა, ადამიანებმა კი საკუთარი გონება ისეთ წნეხში მოაქციეს რომ თვითონვე შეიზღუდეს შესაძლებლობები.
- გინდა თქვა რომ ფრენა შეუძლიათ? -ამ წარმოუდგენელ სისულელეზე თვითონვე გამეცინა.
- მთლად ასე პირდაპირ ნუ გაიგებ მაგრამ უამრავი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ, თუმცა აი ხომ ხედავ შენც კი არ გჯერა და ისინი როგორ დაიჯერებენ ამას, არადა რომ იცოდე სურვილს და ღრმა რწმენას რამდენი რამ შეუძლია...
ის იყო უნდა შევკამათებოდი რომ მაღალმა ქერათმიანმა ლამაზმანმა მომტაცა თვალი, ეფექტურად გამოიყურებოდა.
- ზუსტად მას ველოდით, შეხედე და კარგად დააკვირდი ანა, ეს ქალი ძვირადღირებული მეძავია, ეს პროფესია იმიტომ არ აურჩევია რომ უჭირდა უბრალოდ მოსწონს რასაც აკეთებს, უჭკვიანესია და იმხელა ენერგიის პატრონი რომ მოისურვოს მთებს გადადგავს.
- უცნაურია ისე ანათებს თითქოს შარავანდედი ედგას, -გაოცებული მივჩერებოდი მეორე გოგონასთან საუბარში გართულ ლამაზმანს რომელიც უბრალოდ ბრწყინავდა.
- შენც ხედავ არა? ეს მხოლოდ ჩვენთვისაა ხილული, აი სწორედ ასეთი, ენერგიით სავსე ადამიანები იზიდავენ დემონებს, შეხედე ახლახანს გამოვიდა ბარიდან, -მაღალ გამხდარ შავთმიან ბიჭზე მიმითითა, -მშიერს გავს ალბათ დღეს ვერავინ მოიხელთა თუმცა ნახე უკვე იყნოსა მისი სურნელი.
დაძაბული ვიჯექი დანიელის გვერდით და დემონს თვალს არ ვაშორებდი, ერთი შეხედვით ადამიანს ჰგავდა თუმცა თვალები ავისმომასწავებლად უელავდა, ქალს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა, მანაც ღიმილით დაუქნია თავი, მეგობარს დაემშვიდობა და გაყვა, ქუჩის კუთხეს როგორც კი მოეფარნენ დანიელი წამოდგა და მეც წამომაყენა.
- ახლა უკან გავყვებით, ოღონდ დაიმახსოვრე რაც არ უნდა ნახო არაფერი გააკეთო, ხმა არ გაიღო, უბრალოდ უყურე, -უხმოდ დავუქნიე თავი და ავედევნეთ, დიდხანს არ გვივლია, ჩაბნელებულ კუთხეში შევამჩნიეთ, ქალი კედელს ეყრდნობოდა და უაზრო არაფრისმთქმელი სახით და დაბინდული მზერით იყურებოდა სივრცეში მის წინ მდგარი დემონი კი ნელ-ნელა უხსნიდა ღილებს მკერდზე.
- ისინი ვერ გვამჩნევენ ასე რომ მშვიდად შეგიძლია უყურო რა მოხდება, -დანიელი კედელს მიეყრდნო, ფეხები გადააჯვარედინა და ხელები გულზე დაიკრიფა, მისთვის აშკარად უინტერესო იყო რაც ახლა უნდა მომხდარიყო.
- ქალს რა სჭირს, ისე გამოიყურება თითქოს...
- დაჰიპნოზებულია, -დააბოლოვა წინადადება და მანიშნა თვალი არ მოაშოროო, პერანგი ბოლომდე ჩაუხსნა ქალს დემონმა და მკერდი გაუშიშვლა, თვალს არ დავუჯერე როცა დავინახე როგორ გამოეზარდა გრძელი თითებიდან შავი ბრჭყალები რომლებიც ზუსტად იქ ჩაასო სადაც გული უნდა ყოფილიყო, პირზე ხელი ავიფარე რომ ყვირილი ჩამეხშო, ვხედავდი მკერდზე ჩაჩხვლეტილი ადგილებიდან როგორ გადმოდიოდა ბლანტი სინათლე და როგორ იღვრებოდა დემონის სხეულში, დემონი უკან თავგადახრილი სიამოვნებისგან ნეტარებდა ქალი კი ნელ-ნელა კარგავდა ფერს და სუსტდებოდა, დანიელს მივუბრუნდი რომელიც სრულიად უინტერესოდ უყურებდა ამ სცენას, თვალი გამისწორა ერთხანს უხმოდ მიყურა, არ ვიცი იმ წამს ჩემს სახეზე და თვალებში რა ამოიკითხა მაგრამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, ამოიოხრა და აქამდე უხილავი ქარქაშიდან მოელვარე ხმალი ამოიღო.
- ჯანდაბა, ხანდახან მავიწყდება თუ რაოდენ ადამიანური ხარ, ეს დემონი კი რა მნიშვნელობა აქვს ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, -ჩაიბურტყუნა მხოლოდ ჩემთვის გასაგებად და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა წყვილისკენ, დემონმა ის მხოლოდ მაშინ შეამჩნია როცა დანიელმა საყელოში ხელი ჩაავლო ქალს მოაშორა და კედელზე მიანარცხა, თვალები რომ გაახილა და დანიელი დაინახა შიშისგან შემზარავად იწივლა და აფართხალდა, დანიელმა ხმალი ასწია,
- გგონია ეს ყველაფერი ასე შეგრჩებათ, ჩვენი დროც მოვა, თუ გგონია რომ ის რამეს შეცვლის? ყველას ამის იმედი გაქვთ არა? -თითი ჩემსკენ გამოიშვირა და ისე საზიზღრად გაიღიმა რომ გამაჟრჟოლა, -ცოტაღა დარჩა მალე ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი, -დაიხრიალა და როგორც კი ხმალი შეეხო ნაწილ-ნაწილ დაიშალა, დანიელი ვითომც არაფერი მომხდარიყოს იქვე უგონოდ მჯდარ ქალს მიუბრუნდა და პულსი გაუსინჯა, მერე მე მომიბრუნდა, სახეზე ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა აკრული.
- კარგად იქნება, ჩვენ რომ არ მივშველებოდით მაინც კარგად იქნებოდა, ისინი ბოლომდე იშვიათად ცლიან მსხვერპლს ენერგიისგან, რამდენიმე დღეში აღიდგენს ძალებს.
- დემონი რას გულისხმობდა? -მხოლოდ ეს ვკითხე.
- ამ ყველაფერს აუცილებლად აგიხსნი ანა, ახლა კი დროა აქედან წავიდეთ, ჯერ ღამე არ დასრულებულა,
ახლა მინდა რომ სიმდიდრე, ზღვარსგადასული ფუფუნება, მანკიერი გრძნობების ზეიმი და ყალბი ადამიანური ბედნიერება გაჩვენო, თუმცა მანამდე კურსიდან ცოტა გადავუხვევთ, ერთ ძალიან საინტერესო პატარა ქალაქში შევივლით და იქაურთა მშვიდ და უმიზნო არსებობას ცოტაოდენ აზრს შევძენთ, მერწმუნე ის ყველაფერი რასაც იქ გავაკეთებთ ძალიან მოგეწონება, დროა ცოტა ვიცელქოთ, -ხელები ერთმანეთს შემოკრა, მხიარულად გაიცინა და თვალი ჩამიკრა...

-
-
-
-
მეთორმეტე თავს ალბათ ორშაბათ საღამოს ავტვირთავ და გპირდებით რომ ბევრად უფრო მძაფრსიუჟეტიანი იქნება :)



ანას და დანიელის ამბავი ხომ მაინტერესებს, მაგრამ კაილის და სოფის ამბავმა ძალიან ჩამითრია❤ ისეთი ცეცხლი ტრიალებს მაგ ორს შორის რომ გადაწვავენ ალბათ არე-მარეს :დ
ისე რა საინტერესო და სახალისო იქნებოდა ჩვენც რომ შეგვეძლოს გარეგნობის შეცვლა სურვილისამებრ :)
რა იგულისხმა დემონმა ეგ მეც მაინტერესებს და ჯობია დაველოდო ორშაბათს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent