პიანომენი (თავი მე-2)
თათა ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო,რაც ბოდვაში გადასვლოდა. სარკეში იყურებოდა,დიდი წვალებით პომადას ისვამდა,გაჩეჩილ და წლისგან დასველებულ თმებს გაურკვევლად ისწორებდა და კვლავ ერთი და იმავეს იმეორებდა -ის აქ არის,ის აქ არის -თათა,სჯობს აქაურობა დავტოვით. ხელი მოვხვიე და საპირფარეშოდან გამოვიყვანე,თვალებით გუკას ვეძებდი მაგრამ არ სჩანდა ტელეფონსაც არ მპასუხობდა,ანდრეისთან ერთად იქნებოდა გასული,გუკს არა მაგრამ მას კი გადაეყარა ჩემი თვალები,ვხედავდი როგორ გვიახლოვდებოდა,ინტუიცია კი საშინელ რამეს მკარნახობდა,თათა ლამის კრუნჩხვებში ჩამივარდა როცა ის ჩვენთან მოახლოვებული დაინახა. -და აი შენ,მაინც მომაგენი ხომ? თათას ვჩქმეტდი,ფეხსაც ვაბიჯებდი,თუმცა ისეთი დაბუჯებული იყო ვერაფერს გრძნობდა -ბოდიში ნასვამია,წავალთ -არა ანისია ძვირფასო,ახლა ისე კარგად ვარ როგორც არასდროს -მარტო ორი გოგო როგორ გაგიშვათ,კლუბთან ბევრი არანორმალურია -იცი თავის დაცვა იმაზე კარგად შემიძლია,რომ ვერც კი წარმოიდგენ აგდებული ტონით მივმართე,ფეხზე ძლივს მდგარმა თათამ კი გადაწყვიტა საერთოდ მომწყდარიყო რეალობას და მის პლატონურ სიყვარულს მკლავებში ჩავარდნოდა -ფალიაშვილზე ვცხოვრობ წამიყვან? -კი,კი რა თქმა უნდა სხვა გზა არ იყო მორჩილად დავთანხმდი ამ ორს და გავედით კლუბიდან,იქვე მდგარ ტაქსში ჩავსხედით,საოცარი სიჩუმე სუფევდა, თათას ავხედე ეძინა, რომ არაფერი წამოსცდენოდა შიგადაშიგ პირზე ხელს ვაფარებდი,რამდენჯერმე გაგუდვის მცდელობაც იყო,რომ არ დაგიმალოთ. -ისე რა საყვარელია ეს ჩვენი თათა -ცუდია ახლა რომ შეატყვე -არა,არასწორად გაიგე,როგორც ადამიანი ძალიან საყვარელია -აა,მაშინ კარგი ეს ბიჭი ან სულელი იყო,ანდაც თავს ძალით ისულელებდა,ორი წლის ბავშვიც მიხვდებოდა თათა რას გრძნობდა მის მიმართ. -აქ გააჩერეთ ხმადაბლა ვთხოვე მძღოლს,თათას რომ არ გაეღვიძა -მომეხმარები გადმოვიყვანოთ ? -ახლავე შუაში მოვიქციეთ თათა და სადარბაზოში შევიყვანეთ,მეორე სართულზე ცხოვრობდა თუმცა ამ მდგომარეობაში ვერ ავიდოდით ამიტომ ლიფტი გამოვიძახეთ,მისი ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და კარები გავაღე,შინ ლუსი შეგვეგება,ლუსი თათას ფისოა. ფეხზე გავხადე თათას და საღამური ჩავაცვი,როცა ოთახიდან გამოვედი ის ლუსის ეფერებოდა -შეგვიძლია წავიდეთ -შენ აქ არ რჩები? -არა -რამე რომ მოუვიდიეს? ჩავიღიმე -იცი ეს ჩვენი პირველი ფართი არ არის, რომელიც ასე სრულდება,ღამე არ იღვიძებს,მშვიდად იძინებს -კარგი მაშინ წავიდეთ მისაღებში შუქი ჩავაქვრე,თათას კარები ღილაკით იკეტებოდა გარედან,ჩავკეთეთ და წამოვედით. -გაგაცილო -არა დღეს საკმარისად შეწუხდი -არ შევწუხებუდვარ -აბა რა ქენი იჯელტმენე? ცოტა ხმამაღლა გამომივიდა სიცილი რაც არ ესიამოვნა -არა,ანისია უბრალოდ დაგეხმარე -რა გქვია? -არ იცი,არასდროს უთქვამს თათას? აქ ყველაფერს მივხვდი,მივხვდი რომ თავს ისულელებდა და თათას სიმპათიებს უბრალოდ აიგნორებდა,მეც არ დავიბენი და გადაჭრით ვუთხარი -არა -ნიკა,ნიკა მქვია -კარგი ნიკა,მაშინ ტაქსი გამოვიძახოთ -იცი ჰაერზე მგონი თრობიდან გამოვდივარ,ცოტა ფეხით გავიაროთ და შემდეგ გამოვიძახოთ -კარგი არ მეგონა თუ დავთანხმდებოდი,თუმცა რთული საღამ იყო ემოციურად,რადგან ბევრი რამ ვერ გამეგო,ვინ იყო ნიკა რეალურად და რა მოტივი ამოძრავებდა,თან ჰაერზე სეირნობა არ გავწყენდა. მთვარის შუქი ლამაზად გვინათებდა გზას,სუსხიანი ჰაერი კი უფრო ნათლად ფიქრში გვეხმარებოდა,იქვე დრაივი დავინახე და ყავა შევთავაზე მადლობის ნიშნად -მგონი ყავა არ გვაწყებდა ნიკა -აი ასე სახელით მომართვა არ ჯობია,ცხვირ აბზუებულ საუბარს -რომელი? -ლატე -შენ? -არ მეგონა გემოვნება თუ დაემთხვეოდა ჩვენი,მეც ლატე -შაქრით თუ უშაქროთ? ვატყობდი როგორ აზარტში შევიდა,როგორ სურდა საუბრის განგრძობა და მხიარულ ნოტაზე დაყენება -შაქრით -ჰაჰ,მეც ყავა როდესაც ავიღეთ იქვე პატარა სკამებზე ჩამოსხედით,მარცხენა მტკვრის სანაპიროსთან. -ღამის თბილისი მიყვარს -მეც -აი კიდევ ერთი დამთხვევა ანისია -არა,მართლა მიყვარს,განსაკუთრებულად ლამაზი სიჩუმეა -ჰოო,გინდა ხვალაც ამ დრაივზე მოვიდეთ? ამ კითხვამ ცოტა დამაბნია და თავი ცუდად მაგრძნობინა პასუხი კი უხეშად გავეცი -არ ვიცი,ვნახოთ.მცივა,ჯობია წავიდეთ -გინდა ჩემი კაშნე -არა ნიკა,ტაქსი გამოვიძახოთ ნიკამ ტაქსი გამომიძახა,როცა მოვიდა მძღოლი კარები გამიღო მანქანის,თბილად გამიღიმა, -ნახვამდის,მადლობა კიდევ ერთხელ -არ არის საჭირო ამდენი მადლობა.ბედნიერად -კარგად არ მინდოდა ის ღამე დასრულებულიყო,იმდენად კარგად მიდიოდა ყველაფერი,სიმართლე გითხრათ ბოლოს ასე მჩატედ და დამშვიდებულად როდის ვიგრძენი თავი არ მახსოვს,ალაბთ ყველა ადამიანს თავისი ენეგრია აქვს,რომელიც დადებითად გვმუხტავს და თავს განსაკუთრებულად გვაგრძნობინებს ------------------------------ კვირა დღე იყო,როცა კარზე ზარი გაისმა,მინდოდა ძილი განმეგრძო და დამეიგნორებინა,თუმცა არ გაჩერდა. -მოვდივარ,ხოო მოვდივარ -სად ხარ ღმერთმანი სად? გაბრაზებული გუკა შემეფეთა წინ -გუკა მშვიდობაა? -ჩემთან კი და თქვენგან ?არაფერი გითქვამთ ისე გაქანდით ტელეფონს თქვენ არ იღებთ,საერთოდ ნორმალურები ხართ? -იცი გეძებდი მაგრამ ვერ გნახე,თათა ცუდად გახდა და სახლში წავიყვანე გუგა ნამდვილად გააფთრებული იყო ეგონა რაღაც ცუდი შეგვემთხვა,თუმცა როცა მაცივრიდან ნაყინი გამოიტანა და შეექცია გუნებაც შეეცვალა,ამასობაში კარზე ისევ ზარი იყო,თათა მოვიდა ,რომელსაც თვალები სხვანაირად უბრწყინავდა -არ მჯერა,არ მჯერა,მან მე გუშინ სახლში დამტივა ხოომ? -კი -როგორი საყვარელია და როგორ მიმალავდა გრძნობებს თურმე,ხედავ ან? ვგრძნობდი როგორ არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი და იმასაც ვხვდებოდი როგორ ვიშმუშნებოდი -მოიცა მოიცა რა მოხდა? -ჯერ კიდე არ გითქვამს -არა,თავად უთხარი -გუშინ ხო ძაან ბევრი დავლიე ხოდა რომ დაინახა ანისიას მივყავდი,გზად ვინმე არ გადაეყაროსო და წამომიყვანა თათაზე ძალიან გავბრაზდი,რომ ყველაფერი სათავისოდ მიიღო,მე არც არაფრად ჩამთვალა,თუმცა კორექტირება აღარ შემიტანია,მეგონა არც არაფერი ახსოვდა -ჰო ისე რა ქენით მერე ტაქსიც წახვედით? -არა თათა შემდეგ წავედით და ყავა დავლიეთ,ხო აბა რას ვიზამდი ტაქსით წამოვედით -როგორი ხუმარა ხარ ანისია ჩემს თავს ვერ ვცნობდი,რა მემართებოდა ან საერთოდ ამ ყველაფერს რატომ ვაკეთებდი. იქნებ ინტუიცია მკარნაბოდა ნიკას მე მოვწონდი და არა თათა.მესიამოვნა საოცრად მასთან გატარებული ღამე, მთვარის შუქზე,ცხელ ლატესთან და თბილ საუბართან ერთად. მეგობრებო რას ფიქრობთ,სწორი იქნება ნიკას და ანისიას ურთიერთობის განვითარება ან ღირს გაგძელებად,თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ გთხოვთ დააფისქიროთ.მადლობა წინასწარ ???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.