შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 17


10-05-2022, 22:55
ავტორი ნაამა
ნანახია 1 547

ვაღიარებ არც მე და არც დარლა ერთმანეთს ,როგორც ცოცხალ ქმნილებებს ისე არ ვუყურებდით.
ჩემთვის ის დროებითი კაცი იყო, რომელთანაც თითქმის არაფერი მაკავშირებდა.მე კი მისთვის საშვალება ვიყავი ძმაზე შური ეძია. ის თოჯინა,რომლითაც ძმას გაამწარებდა.იყო რაღაცეები ,რაც არ ვიცოდი და ვგონებ ჯობდა ასეც დარჩენილიყო.ან არა.
     მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დიდი ხარ,რამდენად ბავშვური ან რამდენად კარგი,ერთ დღეს შენც ისეთივე ნაძირალა ხდები ,როგორიც სხვები. დარლაში მხოლოდ უარყოფითს ვხედავდი.ვხედავდი  რომ მოღალატე იყო, ჩემსავით.გამოუსწორებელი მატყუარა,ჩემსავით.მოძალადე არ იყო, მაგრამ ეგოცენტრული იყო. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც სურდა,თუ არა?ყევალფერს გააკეთებდა სასურველის მისაღწევად. ქალები მისთვის მორიგი, ერთი ღამის ურთიერთობისთვის იყო,ისევე როგორც ჩემთვის კაცები. მშობლებს ვერ იტანდა,ძმა იმაზე მეტად სძულდა ვიდრე მტრები. გულჩათხრობილი, გაბოროტებული არსება იყო.ყველა სიტყვაზე გველივით მეკიდებოდა და განწყობას მიშხამავდა. მასში ყველაფერი უარყოფითი იყო. ყველა დეტალი. სერიოზული და მკაცრი იყო,სანამ გაიცნობდი მანამდე მაინც.მისი გაცნობა გვაინ მომიხდა.იამზე გვაინ ვიდრე სხვების.მაგრამ ალაბათ ყევალზე მეტად კაკის "გაცნობა" დავაგვიანე. დარლა ჩვეულებრივი მიწიერი იყო,რომლისთვისაც აღარაფერი ლაზი და ნათელი არ არსებობდა.იმ სამყაროში იყო გამოკეტილი სადაც მხოლოდ  ზიზღი,სიძულვილი და ბოროტება იყო.მისი სარკაზმი მწარე იყო.ყოველ შეხვერდაზე ერთმანეთს ვხოცავდით.კი უმეტესად ს*ქსით ვასრულებდით,მაგრამ მაინც ძალიან ვჩხუბობდით. შორიდან 10 -15 წლის დაქორწინებული წყვილივით ვიყავით,ვეღარაფერზე რომ ვერ თანხმდებიან. ერთმანეთს ვიზიდავდით და თან ვერ ვიტანდით.რაც მართალი დარლ,ა როგორც თოჯინას ისე მიყურებდა და არა როგორც ქალს,გოგოს რომელსაც გრძნობები და ემოციები აქვს.მე მისთვის ქანდაკება ვიყავი და მეტი არაფერი.
      კაკისთან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა საუეკთესო მეგობართან ურთიერთობას.თითქოს შეყვარებული კი არა უბრლაო მეგოაბრი იყო.ნელ -ნელა მისი კოცნისა და  ჩახუტებისას ისეთი გრძნობა შემომეჩვია,თითქოს რაღაცას ვაშავებდი.ასე დარლასთან ნამდვილად არ იყო.პირიქოთ ,რაც უფრო მეტს მაძლევდა,მითუფრო ვეჯაჭვებოდი მას. მე ყოველთვის ის ვიყავი ვინც უყვარდათ და არა ის ვისაც უყვარდა,მაგრამ კაკიზე გული მართლა ძალიან მწყდებოდა. მასთან თავს კომფორტუალდ ვგრძნობდი,რაღაც პერიოდით მაინც. მეგონა რომ მისი სიყვარულის გარეშე  ისევ ისეთი არარობა ვიქნებოდი.
°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°
ბათუმში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩავედი და დასვენებაც ვერ მოავხერხე.ანოს და ლევანის გადაეწყვიტათ ,რომ ბათუმში გადაიხდიდნენ ქორწილს.იდეა კარგი და ლამაზი იყო,მაგრამ ჩემი დასვენების დღეები მთლიანად სამზადისმა შეიწირა.აქეთ-იქით დავრბოდი დაქალის ყვავილებზე,კაბაზე და სხვა წვრილმანებზე. კაკი  ქორწილის წინა დღეს სანაპიროზე  ვნახე.ვსეირნობდითდა ჩემს საყვარელ მოცვის ნაყინს შევექცეოდი.
-რა ხდებოდა თბილისში?
-არაფერი,ანიმ მაწამა სერიოზულად.უი იცი მასთან  ერთად კონცერტზე ვიყავი.ღმერთო ისე კარგად გავერთე.
-მართლა?მე გავიგე რომ ანისთან ერთად არ ყოფილხარ.
გაღიზიანებული ტონი ჰქონდა.თავიდან მართლა ანისთან ერთად წავედი,მაგრამ მერე ანის თავისიმა შეყვარებულმა მოაკითხა და სრულიად შემთხვევით მე დარლას გადავაწყდი,რის თქმასაც  რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი.
-აბა?
დაბნეულმა ვიკითხე.
-გავიგე ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდი.
ლამის გულმა დამარტყა ,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-ანი თუ ბიჭია არ ვიცი მე.
მხრები ავიჩეჩე და გზა განვაგრძე.
უსირცხვილოდ არ ვიმჩნევდი რომ რაღაცას ვმალავდი.
-მაქსიმე და ილია იყვნენ მაგ კონცერტზე და დაგინახეს .
-შეიძლება სხვაში ავერიე. ერთადერთი ვისაც ვეცეკვე ანი იყო.მერე მაგის შეყვარებული მოვიდა და მურმანის ეკალივით ვიყავი..
ეჭვიანობისგან ლამის გასკდა.ალბათ მაგან დამაკავა კიდევ ცოტახნით კაკის გევრდით.ალბათ რომ არა ეგ ეჭვიანობა კაკის მიმართ გრძნობები უფრო მალე გამიქრებოდა.არც მაში იყო დიდად დალაგებულ დღეში.
-კარგი მჯერა.მოდი.
-იეჭვიანე ?-გამეცინა და ხელები წელზე შემოვხვიე.
-ცოტა.წარმოიდგინე ანომ ან გოგამ რომ გითხრან კაკი სხვა ქალთან ერთად დვაიანხეო.არ გაგიჟდებოდი? დათო, გოგა ან ლადო რო აქ არ ყოფილიყვნენ კიდე არ ვიეჭვაინებდი.
-კაი დაწყნარდი.დამშვიდდი აბა. იბანავებ ზღვაში ჩემთან ერთად?
-ახლა?საცურაო კოსტუმები რომ არ გვაქ.
-არაუშავს.
მის დაყოლიებას უშედეგოდ ვეცადე.მთელი დღე უაზროდ დავბოდიალებდით.  დილას ისე ადრე გავიღვიძე ლამის მამლის მაგივრად მე ვიყივლე. შუადღისთვის უკვე ჭაობისფერ გრძელ კაბაში გამოწყობილი ჩემი დაქალის ოთახისკენ მივდიოდი ,გზაში გოგას რომ წავაწყდი.
-ის აქ რომ იყოს მაგ კაბის დღე არ მშურს.
-მოკეტავ თუ?
-რა ვტყუი?მახსოვს ჩემი საყვარელი იისფერი კაბა რო გქონდა რა დღეში მოიტანე სახლში.
-გოგა  გაგცხებ ახლა .გაიგებს ვინმე.
-ვინ რას გაიგებს?
ოთახიდნა თავი ანომ გამოყო.
-ისა... გოგამ მოიტაცებო და...
-მაგის მოსატაცებილი ვარ ამახელა ქალი?!წადი თუ ძმა ხარ რა. შენ კიდევ მოდი კაბის შეკვრაში დამეხამრე რა.
ანოს ოთახში შესვლა და მისი აფორიაქებული აქეთ-იქით სიარული ერთი იყო.
-რა გჭირს?არ მითხრა რომ გადაიფიქრე.
-ეგ რა შუაშია.მაცადე...ანუ ჯერ ლევანის უნდა ვეუბნებოდე მარა...შენ ხო დაქალი ხარ...არა მულიც კი ხარ....მარა დაქალი ხო ხარ?
-რა ჯანდაბა ხდება.მოდი დაჯექი.
ხელებზე ხელები წავავლე და საწოლზე ჩამოვაჯინე
-ანუუ... მე ..ღმერთო რა რთულია. ლევანის რა ეტყვის ამ ამბავს?!
-მისმიენ,ლევანის უყვარხარ.ის ადამაინია ვინც ნებისმიერ რამეში მხარს დაგიჭერს.მე კი შენი გიჟი გადარეული დაქალი ვარ,რომელთან ერთადაც კლუბებში გამთენიამდე ერთობოდი.ის ვარ ვისაც ყველა საიდუმლოს ანდობ და შეგიანხავს ასეა?-პასუხის ნიშნად თავი დამიქნია-რაც არ უნდა მოხდეს,რა დიდი სისულელეც არ უნდა მოგაფიქრდეს მე შენს გვერდით ვარ ჩემი უბადრუკი ცხოვრების ბოლო წამამდე.
-კარგი.ანუ ორსულად ვარ...
-ეგ არაფე....-სიტყავ შუაზე გამიწყდა ,როცა გავიაზრე რა მითხრა.საწყალი და შეშინებული მზერა ჰქონდა.-რა ხარ?
-ორსულად ვარ .
ისევ გამიმეორა ამ ჯერად უფრო გამბედავად. ბავშვები ყოველთვის მესაყვარლებოდნენ.ისეთი წივილ-კივილი ავტეხე ანომაც ვერ დამაოკა.ვკიოდი ხმსი ჩახლეჩვამდე და დაქალს მთელი ძალით ვეხუტებოდი.
-შენნნაირი გველი და დამპალი არსება მეყოლება?
-ხო.
თავი სიცილით დამქნია და მე ისევ წამომაყვირა.
-ამიტომ დააჩქარეთ ქორწილი?
-არა არ იცის . ჯერ ორიი კვირის ვარ.დღეს ვეტყვი
-ვაიმეეეე რა მაგარიააა.ღმერთოოო გავგიჟდები ახლა.
მთელს ოთახში დავხტოდი და ვწიოდი.ახალმა ამბავმა ჩემში პატარა ჩერჩეტი გოგო გააღვიძა.ლევანი შეშლილი ამოვარდა ოთახში და უკან ბიჭებიც მოყვნენ.
-რა მოხდა?
მე და ანო ერთ წამში გავშეშდით.
-არაფერი?
-არაფერი?არაფერი არა ნეა?გული გამისკდა ისე წიოდი და კიოდი ,მეთქი რამე მოხდა.შე არანირმალურო.ამ ქორწილის დღეს აგიტყდა ხო ჩემი გულის გახეთქვა.
ქუსლები სადღაც მოვისროლე და როგორც შემეძლო გავიქეცი,რომ შეშლილი ლევანი არ დამწეოდა.
-თავი დამანებე შე ფსიქოპატო.ააა გადი არა არ მომეკარო.
°°°°°°°°°°°°°°°°°°°°°
    ქორწილმა გასაოცრად ჩაიარა.ბევრი ხალხი არ ყოფილა. ანანო წამდაუწუმ იმას მეჩიჩინებოდა,ამდენ ბალახს ნუ ჭამ სირცხვილიაო,მაგრამ არ გამიტვალისწინეს და თითქმის სულ ხორციანი საჭმელები იყო.სხვა რა უნდა მექნა?!
-სასიკვდილო მხოლოდ შენ ხარ, რომ მეგობრად ვერ გაზრდილხარ.
-ვერ ხარ შენ ხო იცი?
-აბა მე ჭამა არ მინდოდა?თუ ჩემ ფორმებზე ზრუნავთ შენ და შენი შეშლილი,აწ უკვე,ქმარი.
-დიახ.ჩემ ძმაკაცს რად უნდა მსუქნაი ცოლი.
-საიდან  მოიგონებ ხოლმე.ცოლი კი არა კვახი-"ჯერ ეგ მოვალეობა ქორწინების გარეშე შემისრულოს და მანახოს რა შეუძლია"გუნებაში დვაამტე და ნერვებ მოშლილმა ჭმა განვაგრძე.
-რა იცი?იქნებ გთხოვოს კიდეც?თუ არ გასუქდი და ბალახის მაგიერ ხე  არ გახდი.
-მოკეტე თორე მაგ ბადრიჯანში ჩაგაყოფინებ თავს ამხელა ნეფე კაცს.
-გოგო კი არა მხეცზე მხეცი ხარ.
-ვინაა მხეცი?
სიცილით იკითხა ჩვენს სუფრასთან ახალმოსულმა კაკიმ.
-შენი შეყვარებული.
-რატო?
-ბიჭო მემუქრება გაჩუმდი თორე ამ ქორწილში ბადრიჯანში გაბანავებო.
-ალბათ ნერვებს უშლი.
ნიშნისმოგებით უთხრა და ლოყაზე მაკოცა.
-რა? არაფერი მითქვამს მე.
-წამო მეცეკვე რა.
საწყლად შევხედე და მერე ლევანის შევუბღვირე.
-წამო.
ისე მსუბუქად მეხებოდა ,თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ეშინოდა რაიმე არ დაეშავებინა.ეს უკანასკნელი მართალიც იყო.იმ დღის დასასრული არც ისე კარგად მახსოვს.გავილეშე ,თაიგულის დაჭერა სხვამ დამასწრო,მერე ისვე დავლიე და კაკის ვეცეკვე. ანომ ლევანი ცალკე გაიყვანა და ბავშვზე უთხრა,ბუნდოვნად მახსოვს აჟიტირებული ლევანი და მისი მოციმციმე თვალები.
სიზმარში უცბად ყურმოკრულივით მახსოვს როგორ ეღადავებოდნენ ბიჭები.ბოლოს მტკივნეული შეხებები მახსოვს.მახსოვს რომ ვიღაც ზედმეტად უხეშად მეხებოდა.
ფაქტია დილით რომ გავიღვიძე ჩემს საკუთარ ლოგინში ვიწექი.გვერდით არავინ მეწვა.ერთი ორჯერ თავი ძლიერად გადავაქნიე რომ ფიქრები გამეფანტა და ქვედასართულზე ჩავედი.ტელეფონი საშინლად ხმამღლა წკრიალებდა. დივანზე ,პირდაპირი მნიშვნელობით,ერთმანეთში ახლართულ გოგას და დათოს მუჯლუგუნი ვკარი და ლამის ვუღრიალე.
-უპასუხეთ.
-რა გაყვირებს დანელია?
-ვაიმე მოგისვრი გიგი აქედან ,უპასუხე.გასკდა თავი.
ფეხსსაცმელები სადღაც მოვისროლე და ცივ იატაკზე შიშველი ტერფების შეხებისგან გამოწვეული სიამოვნებისგან თვალები მიმელულა.
-ვერ გიტან?
-ხომ იცი რომ ერთადერთი ვარ ვინც შენი სატრფოს მერე სიგიჟემდე გიყვარს.
-აუ ნუ ყვირით მეძინება.
-ჯერ ერთმანეთს გამოეცალკევეთ და მერე ისაუბრეთ რა.
სამზარეულოში გავედი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოვიღე.
მოკლედ დილა ჩხუბში გავატარეთ .ყველას თავი გვისკდებოდა და ჯავრს ერთმანეთზე ვიყრიდით.
-არ მესმის ,როგორ შეგიძლია ეგრე მელაპარაკო.ვირი იყავი ,ვირი ხარ და ვშიშობ ვირადვე დარჩები გიგი.
-მაგ ენას ამოგაცლი გოგო!
-ლევანი გახდი უცბად, თუ რა ხდება?!არა და ბუნჩულა საყვარელი გიგი უფრო მომწონდა .
-აბა თუ გაჩერდეთ რომელიმე.
-ნუ ერევი დათო.
-არა ცოტახანს დააცადე ძმაო,სანამ არ გადამაკეტინებს კი არ გაჩერდება.
-ღმერთო რა დაგიშავე.დილიდან ისედაც ყვეალფერი მტკივა .სად მაქ შენი ნერვები ცანცარავ.
-კიდე მე ვარ ცანცარა?შენ წამოგვყარე ორივე.
-ვაიმე გავედი მე,აუტანლები ხართ ორივე.
დათომ ხელი აიქნია და გაბრაზებული  გავიდა ოთახიდან.მე კი აჭრილი ვიყავი და ვერ ვჩერდებოდი.
-შენ ის გაბრაზებს რო გაგაღვიძე თუ იმას რომ მოგწყვიტე?
-რა იყო დარლა გესტუმრა წუხელ?
-რა შუაშია?
-მე კი არ მაქ მკერდი მილურჯებული.
-რა?ვერ ხარ შენ.რა იყო სხვა სახუმარო ვეღარ მოვიფიქრეთ?არა რა ზოგჯერ მიკვირს რატო გემეგობრები.
-იმიტორო სხვებივით მაშინ არ გაგდებ ,როცა გჭირდები. და არც შენ შეყვარებულს ვეუბნები მის ძმასთან რომ წევხარ.
საბოლოოდ მაინც დავშოშმინდით.ნაბახუსევიდან ცოტა რომ გამეოვედი საჭმელიც გავაკეთე და ბიჭებს დავუძახე.ლადო ვერსად ვიპოვეთ,სამაგიეროდ ჩვენს გვრიტებს დავურეკეთ და ნერვები მოვუშალეთ.იმ საღამოსვე თბილისში დაბრუნება მომიწია.სიამრთლე გითხრათ, სულ არ ჩამიხედავს იმ დღეს სარკეში.ის მტკივნეული შეხებები კი არაფრით მშორდებოდა თავიდან.თითქოს ჩემს ყველა უჯრედს დაემახსოვრებინოს. გვაინობამდე ლეპტოპთან ჯდომა და რედაქტირება მომიწია.შეიძლება ვწუწუბებდი,მაგრამ ჩემს პროფესიაზე მეტად არაფერი მაბედნიერებდა.ალბათ წიგნები იმიტომ მიყვარდა,რომ ჩემს ცხოვრებაში არსებულ დანაკლისს მათით ვივსებდი. მშობლების სიყვარული არასდროს მიგრძვნია,წიგნებში კი ეს ისეთი მარტივი ჩანდა...
  ბევრი რამ იყო რაც შემეძლო უბრალოდ ამომეკითხა და მეგრძნო.
    დილას,რაღა დილას 3 საათი იყო, ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.ვიღაცამ ზედიზედ რამოდენიმეჯერ დარეკა და იძულებული გავხდი მეპასუხა.
-მძინავს,მოგვაინებით დარეკეთ რა..
-ოხ გვეღირსა აღება?ვიფიქრე საყვარელი მომიკვდა თქო.
-არ მაქ შენი ნერევბი,წუხელ გავათენე და იმის წინ  საერთოდ რა ჯანდაბა იყო თუ ვიცოდე...
-ვერ გაერთე ქორწილში?
-არ მახსოვს,ზედმეტი დავლიე.ძალაინ ძალაინ ბევრი მომივიდა.
-როდის ბრუნდბეი?
-გუშინ ჩამოვედი,6ზე შეხვედრა მაქ და მერე გნახავ თუ გინდა.
-კი.მისამართი იცი.გამო დავლიოთ.
-კიდე დვალიო?არა ღვიძლი მაგინებს აწი.
-მაშინ...
-კაი დავლიოთ.ვსო წავედი მეძინება.
-ვერ მოასწრებ სამია უკვე.
-რაა?
-ხო მიდი მიდი აღარ მოგაცდენ.
ყურმილი დამიკიდა.წყალი სწრაფად და ნახევრად მძინარემ გადავივლე.ჩავიცვი,ნაშრომის ბოლო გვერდებს თვალი გადავკარი და ყველაფერი ისე სწრაფად ჩავაგდე ჩანთაში  ვერც გავიგე.კიდევ კარგი ჩემი მანქანა ისევ კარგი მდგომარეობაში იყო.
   გიჟური დღე იყო გადარბენებით და  ოფიციალური მხარეებით დატვირთული. მთელი დღე საკუთარი თავისთვის თავლის შესავლები დრი არ მქონია. დაღლილი და გასავათებული სახლის ნაცვლად  დარლასთან წავედი. კარზე ზარი დავრეკე და სანამ გააღებდა კედელს შუბლით მივეყრდენი.
-რა გჭირს?
ოდნავ შეშინებულმა მკითხა.
-არაფერი დავიღალე უბრალოდ.შეომიშვებ?
-მოდი.
კარი ფართოდ გააღო და ხელი გაშალა.
კოსტუმი გავიხადე და სავარძელში ჩავეშვი.დარლა რაღაცნაირად მაღიზიანებდა,მაგრამ ვერც ვეშვებოდი.თითქოს მის გარდა გასაქცევი აღარსად მქონდა.ჩემ წინ ჩამოჯდა და ცბიერი ,ზღვისფერი თვალები მომანათა.
-გიხდება ეგრე კლასიკურად ჩაცმა.
-ეგ კომპლიმენტი იყო?
გაოცებულმა შევხედე და ჩვენს წინ,მაგიდაზე დადგმულ , ალკოჰოლით სავსე ,ჭიქას დავწვდი .
დიდხანს ვისხედით ჩუმად,ყოველგავრი უხერხულობის გარეშე. უბრალოდ ვისხედით,ვსვადით და ერთმანეთს ვუყურებდით.ზიზღით,სიმპათიითა და ვნებით ვუყურებდით. კარგად შემთვრალები ვიყავით უცბად რომ ადგა და ტუჩებზე დამაცხრა.ფეხზე ავდექი და მისი ღვინისფერი ტუჩების ტკბობით ამ სამყაროს მოვწყდი. სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა.კი სულელური ორი დღე იყო.იმედენად სულელური,რომ ჩემი სხეული მანამ არ მინახავს სანამ დარლამ პერანგი არ გამხადა და სადღაც არ მოისროლა.თვალდახუჭული მიკოცნიდა ჯერ მკერდს მერე მუცელს.თავლები რომ გაახილა მომენტალურად გაჩერდა.
-რა ჯანდაბაა?!
უფრო თავისთვის ჩაიბურტყუნდა და დამაკვირდა. ვნებისგან დახუჭული თვალები გავახილე და დარლად გაშტერებულ სახეს დავაკვირდი.
-რა ხდება?
-ეს კაკიმ ქნა?
-რა?
ჩემს მკერდს დავხედე ,რომელიც დამლურჯებოდა,მერე ხელებს ,სადაც ზედმეტი შეხებისგან სიწითლეები მქონდა.ყველგან სადაც შეიძლებოდა.
-ღმერთო ჩემო...გოგა მართალი იყო.
ფეხზე წამოვხტი და დარლას ოთახში სარკის წინ წამში გავჩნდი.ზურგზეც  კი მქონდა პატარ პატარა სილურჯეები.მორჩენამდე როგორ დამემალა?
დარლა ბოლთას სცემდა და იგინებოდა.
-მოვკლავ მაგ ნაბ***.ნეა ის იყო?
იმხელაზე მიღრიალა შიშისგან შევხტი.
-არ...არ ვიცი. საშინლად მთვრალი ვიყავი  ლევანის ქორწილში.მარტო ის მახსოვს რომ ვიღაც ძალაინ მტკივნეულად მეხებოდა.მე ეგეც სიზმრიდან გადმოყოლილი მეგონა.ორი დღეა ისე ვარ გადარბენაში ჩემი სხეულისთვსი თავლის შევლებაც ვერ მოვახერხე.
გაოცებული ვუყურებდი ჩემს  წინ,სარკეში,მდგარ ჩემნაირ ქალს,მაგრამ ის მე არ ვიყავი. არასდროს დავუშვებდი ასეთი ვყოფილიყავი....
და მაინც,ანარეკლი ყოველთვის შენ ხარ...
რამდენიც არ უნდა  მემტკიცებინა საკუთარი თავისთვის ,რომ ის დალურჯებული  ქალი არ ვიყავი,ამას მაინც ვერ შევცვლიდი.უეცრად პანიკური შეტევა დამემართა და ჩემი და დარლასგან მოულოდნენალდ მთელი ხმით ავტირდი.  კაცი ჯერ შეცბუნებული მიმზერდა ,მერე ჩემს წინ ჩაიხარა და სახიდან თმა გადამიწია.
-რა გატირებს?ის რომ ვანხე ,თუ ის რომ ასე ხარ?
-ოეივე.მთელი ცხოვრება ვფიქრობდი რომ ეს მე არ დამემართებოდა,რომ ყოველთვის სწორ ადამაინს ავარჩევდი. შეიძლება სხვა ვინმე იყო.არ ვი...ვიცი.მთვრალი ვიყავი...
დილას კი არავინ იყო. ასე უბრალოდ რატომ წავიდოდა?! ბოლოს და ბოლოს მე და შენც კი არ ვექცევით ერთმანეთს მსგავსად,ჩვენ რომლებიც ერთმანეთისთვის დროებითი საყვარლის გარდა არაფერი ვართ.ჩვენ რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანთ.კაკი ამას არ გამიკეთებდა...
დარლამ ქურთუკი აიღო და ძლივსგასაგონად,ისე რომ დიდიხნის მანძილზე მეგონა მომეჩვენა,ჩაიბურტყუნა.
-ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობს.
მერე მომიახლოვდა,ისვე ჩემს წინ ჩაიმუხლა და უკუნეთი ღამესავით შავი თმა სახიდან გადმომიწია.
-ვერ გიტან,მაგრამ იმას უფრო ვერ ვეგუები რომ სხვის გამო ტირი,რომ ამ დღეში ხარ. დამელოდები?ცოტახნით გავალ და მოვალ.
ან თუ გინდა მე გაგიყვან სახლში.უნდა ვიცოდე რომ თავს ოდნავ მაინც გრძნობ დაცულად,რომ არაფერი მოგივა.
-არ ვიცი რა მინდა...
-მაშინ დარჩი.ნებისმიერი ზედა აიღე,ჩაწექი და მოვალ.
-დარწმუნებული ხარ რომ გეზიზღები?
ვკითხე და ნაძალადევად გავუღიმე.
-კი.ჩვენი გრძნობები ყოველთვის ორმხრივი უნდა იყოს.-გაიცინა და თვალი ჩამიკრა.-დაიძინე.
-შეიძლება ვიკითხო?
-რა?
-სად მიდიხარ?
-პატარა საქმეს მოვაგვარებ და მოვალ.დაიძინე,ყვეალფერი კარგად იქნება.
ინსტიქტურად შუბლზე მაკოცა,წამოდგა და წავიდა.არ შევწინააღმდეგებივარ მის სურვილს და მაშინვე საწოლში შევწექი.დიდხანს არ მომეკარა ძილი.რამდენჯერაც თავლებს დავხუჭავდი,იმდენჯერ ჩემი სხეული მახსენდებოდა და მაკრთობდა იმაზე ფიქრი თუ რად ვიქეცი.  უნებურად ამეკვიატა ფიქრი ჩემს ბავშვობაზე.სანამ ბავშვი ვიყავი მწამდა რომ ვინმეს მთელი ცხოვრება,მთელი მისი არაებით ვეყვარებოდი.მჯეროდა რომ ყველა პრობლემას სიზმრები წაიღებდნენ და დილას სრულიად ახალ სამყაროში გავიღვიძებდი.მერე გარდატეხის ასაკი დაიწყო და ყველა პრობლემა ისევ ჩემად იქცა. დაძინება ჩემი მაშველი რგოლი აღარ იყო.აღარც იმის მჯეროდა რომ ვინმეს ოდესმე მართლა ვეყვარრბოდი. მხოლოდ დროებით ინტერესსაც ვკმაყოფილდებოდი და ასე მოვედი აწ უკვე 26 წლამდე. ახლა კი მე ვიყავი ის ქალი, რომელიც ჩალურჯებული სხეულით შეყვარებულის ნაცვლად საყვარლის ლოგინში იწვა და მის სახლში თავს დაცულად გრძნობდა.
ის ვისაც დარლა ერთდროუალდ ეზიზღებოდა და გარეგნულად ხიბლავდა კიდეც. ალბათ ჯიშკარიანების   დამახასიათებელი ნიშანი მათი სიჯიუტე იყო.ღებლობდნენ ყვეალფერს,რაც სურდათ და როცა სურდათ. დარლას  კი რაღაცნაირად მომაჯადოვებელი ხმა ჰქონდა,ტყუილშიც კი ისე იოლად დაგარწმუნებდა. მისი ამ  შესაძლებლობით იმ ღამით დამაჯერა,რომ როცა გავიღვიძებდი ყევლაფერი უკეთ იქნებოდა.ალბათ მაშინ დაიწყი ან უფრო მერე...
მაგრამ ფაქტია ,იმ ბავშვად ყოფნის შანსი მომცა,რომელიც უხსოვარი დროის წინ ვიყავი.
თითქმის მორფეოსს წავეყვანე ,როცა დაბრუნდა და ძილბურანიდან მისმა ფრთხილმა მოძრაობებმა გამომარკვიეს.ჩემს გვერდით საწოლში ჩაწვა და სახეზე დამაკვირდა.
სიბნელე მის ნაკვთებს საოცრად უხდებოდა და უფრო მეტ სერიოზულობას სძენდა.მისი შიშველი ფეხები ჩემსას სულ ოდნავ ეხებოდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცი

აღარ გააგრძელებთ? ყოველ დღე ახალ თავს ველოდები..

 


№2  offline წევრი ნაამა

სტუმარი გვანცი
აღარ გააგრძელებთ? ყოველ დღე ახალ თავს ველოდები..

როგორც კი მოვახერხებ მაშინვე დავდებ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent