შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 13 )


12-05-2022, 13:18
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 322

- ანა ახლა რომ არ დაგელაპარაკო გავგიჟდები, -პიჟამოებში გამოწყობილმა თმაგაწეწილმა სოფიმ დაუკაკუნებლად შემოგლიჯა კარი, თვალები ძლივს გავახილე, ჩემს გვერდით საწოლზე მოვაფათურე ხელი და მერე ფანჯარას გავხედე საიდანაც ნაადრევი დილის გაცრეცილი ცა მოჩანდა.
- ჯერ ადრეა, ცხრა საათიც კი არ არის და თუ გაინტერესებს დანიელი ქვემოთ არის მისაღებში ბიჭებთან ერთად, წეღან გავიდა -ჩამოარაკრაკა დაზეპირებულივით.
- შენ რა დადარაჯებული იყავი? -გულიანად გამეცინა და ჩემს გვერდით თავისუფალ ადგილზე ხელი დავატყაპუნე, -მოდი და მითხარი ამ დილაუთენია რისთვის შემომივარდი საძინებელში.
საწოლზე გულაღმა გაიშოტა, ხელები თავქვეშ ამოიდო, ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა წერს მერე მოკლედ და ლაკონურად გამომიცხადა.
- პრობლემა მაქვს.
- შემთხვევით მაგ პრობლემას კაილი ხომ არ ჰქვია?
- აუუ როგორ მიხვდი? -ჩემსკენ გადმობრუნდა, ბალიში ჩაიხუტა და ისე საცოდავად ამოიხვნეშა თითქოს მთელი ქვეყნის ტვირთი მხრებზე ჰქონოდეს მოკიდებული.
- მეგონა ყველაფერი რიგზე გქონდათ, რა დაგემართათ?
- იცი რა მე... -საუბარი კაკუნის ხმამ შეგვაწყვეტინა, კარი გაიღო და სონიამ შემოყო თავი, -შეიძლება შემოვიდე?
- მოდი შუაში ჩაგვიწექი, -სოფიმ ღიმილით მოიპატიჟა, -ახლა ანას რაღაცას ვუყვებოდი მაგრამ მირჩევნია შენც თუ მომისმენ, ყველა ერთად უფრო ადვილად მოვძებნით გამოსავალს.
- ანასთვის რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ რაკი შენც აქ ხარ, მაშინ მე... მართლა გინდათ რომ მეც მომიყვეთ რაზეც საუბრობდით? -დაბნეული იყო, გაოცებული და ცოტა დარცხვენილი, პირველად ვხედავდი ასეთ სონიას, ცალ ფეხზე დაყრდნობილი აქეთ-იქით ქანაობდა და უხერხულად გვიღიმოდა.
- მოდი რაღას ელოდები, დაწექი დროზე თორემ გაუსკდა სოფიას გული ერთი სული აქვს როდის მოგვიყვება რა სჭირს და რატომ დადის ცხვირჩამოშვებული, -ხელით მოვიხმე, მანაც აღარ დააყოვნა, წამში გაიძრო ფეხსაცმელი და ორიოდე ნახტომით აღმოჩნდა ზუსტად ჩვენს შუაში გაშხლართული.
- მადლობა, -ჩაილუღლუღა, მანაც ჩვენსავით ამოიწყო ხელები თავქვეშ და სერიოზული სახე მიაპყრო ჭერს.
- რისთვის გვისხი მადლობას? -გაიკვირვა ანამ.
- იმისთვის რომ მენდობით.
- მეგობრები ამისთვის ერთმანეთს მადლობას არ უხდიან, -ანამ მხიარული კისკისით გაკრა იდაყვი, სონია წამოჯდა და ჩვენს პირდაპირ მოკალათდა ფეხმორთხმით.
- მართლა მეგობრად მიგაჩნივართ? -ცოტა არ იყოს ეჭვნარევი ხმით გვკითხა, ერთდროულად დავუქნიეთ თავი, სახეზე ბედნიერი ღიმილი გადაეფინა.
- არ დაიჯერებთ რომ გითხრათ რომ მეგობრები არასდროს მყოლია, თუ რათქმაუნდა ჩემს ძმას დანიელს, კრისს და ლევინს არ ჩავთვლით.
- მეგონა მე და შენ ვმეგობრობდით წინა ცხოვრებაში, -მართალია ბევრი რამ არ მახსოვდა მაგრამ სონია ნამდვილად ფიგურირებდა ჩემს მოგონებებში როგორც ჩემი მეგობარი.
- ვერც კი წარმოიდგენ ძველი ანასგან როგორ განსხვავადები, კი მეგობრები ვიყავით, მომწონდი, მიყვარდი, მაგრამ ისეთი თბილი და უშუალო ურთიერთობა არასოდეს გვქონია როგორც შენ და სოფის გაქვთ, ისეთი უშუალოები ხართ, მე და ანა ასე არასდროს ვყოფილვართ, ჩვენს შორის ყოველთვის არსებობდა ზღვარი, ის ანა იყო, იმპერიის მმართველის ქალიშვილი, მე კი უბრალო ჯარისკაცი ვიყავი, ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული, დაბალი ფენის წარმომადგენელი...
- სიმართლე რომ გითხრა სულაც არ მომწონს ადრინდელი ჩემი თავი, -უსიამოვნოდ შევჭმუხნე შუბლი.
- ვერაფერს ვიტყვი გაუმჯობესებული ვერსია ხარ, -თბილად გამიღიმა სონიამ.
- იქნებ მეც მომაქციოთ ყურადღება, -გაწიწმატდა ანა, -რაღა ახლა შემოგიტიათ წარსულის ნოსტალგიამ, დამეხმარეთ რომ კაილს რამე შევაგნებინო და მერე თუ გინდათ რამდენიმე დღე გადაბმულად ვისაუბროთ თქვენს წარსულზე.
- შენ რა კაილთან გაქვს პრობლემა? -გაიკვირვა სონიამ, -არადა მთელ სამყაროში არ მოიძებნება კაილზე მეტად უპრობლემო არსება.
- თავს მარიდებს, -ამოისლუკუნა ანამ და სახე ბალიშში ჩარგო.
- კარგი რა ლამისაა ერთმანეთის ლოკვაში ამოგხდეთ სული, ეგ რანაირი თავის არიდებაა?
- საზიზღარი ხარ, -წამოხტა და მთელი ძალით ჩამცხო ბალიში, -მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ, ჩემთან სერიოზული ურთიერთობა არ უნდა.
- სექსს გულისხმობ? -პირდაპირ ჰკითხა სონიამ და თან ძლივს იკავებდა სიცილს.
- არამარტო სექსს, უბრალო კოცნის დროსაც კი ასე მგონია რომ რაღაცას თვლის და ანგარიშობს, ზედმეტად უცნაურად იქცევა, ცდილობს ერთბაშად დიდი დრო არ გაატაროს ჩემთან, კოცნაც მოფერებაც ჩახუტებაც კი გამოზომილი აქვს.
- ანუ შენთვის ჯერ არაფერი უთქვამს, -მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა სონიამ თუმცა ანას დაცქვეტილ ყურებს რა გამოეპარებოდა.
- რაღაც იცით და არ მეუბნებით არა? -სონიამ მე შემომხედა იცოდა რომ ინფორმაცია მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით თუმცა კაილის გარეშე სოფის ვერაფერს ვეტყოდი, უმწეოდ ავიჩეჩე მხრები, სონიამ ამოიხვნეშა, იძულებული იყო სოფისთვის ყველაფერი თვითონ აეხსნა.
- ყველაფერი ასე მარტივი არ არის, შენ იცი რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ვართ, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ თქვენთვის ადამიანებისთვის ჩვენნაირებთან ახლო ურთიერთობა საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია, თუმცა რაკი კაილმა შენთან ერთად ყოფნა გადაწყვიტა ესე იგი მას აქვს რაღაც გეგმა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ კაილი შენს სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებს, უბრალოდ ცოტა კიდევ მოითმინე და ენდე.
ერთხანს უხმოდ უსმენდა სოფი, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო წამოხტა და კარისკენ გაიქცა, -მადლობა გოგოებო, ვიცოდი რომ თქვენთან დალაპარაკება კარგი აზრი იქნებოდა, ახლა წავალ კაილს მოვძებნი და ბოდიშს მოვუხდი, გუშინ სულ ტყუილუბრალოდ მოვუშალე ნერვები.
- შენი აზრით კაილი რას აპირებს? -როგორც კი სოფიმ კარი გაიხურა მაშინვე ვკითხე სონიას, სონიამ ნაძალადევი ღიმილით გადააქნია თავი.
- როგორ გითხრა, კაილი რაც შენ გამოჩნდი მას მერე ძალიან შეიცვალა, როგორც იქნა გახალისდა და გაიღიმა, შენს დაღუპვაში რატომღაც ისიც იდანაშაულებდა თავს, იმის მერე კი რაც სოფი შეუყვარდა მთელი მისი სამყარო თავდაყირა დადგა, ამას არავინ ველოდით, არავინ ველოდით რომ კაილს ვინმე შეუყვარდებოდა და თან ჩვეულებრივი ადამიანი, ის ძალიან ხნიერია ანა, ალბათ მისი ნამდვილი ასაკი აზადსაც კი აღარ ახსოვს, მისი გული იმაზე მეტ დარდს და ტკივილს იტევს რისი წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია, ახლა კი მის თვალებში სხივი გაჩნდა, ბედნიერია, ალბათ მოვიდა დრო რომ მანაც დაისვენოს...
- შენ გულისხმობ... კარგი რა, არ მითხრა რომ...
- ასე ვფიქრობ, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის რომ ერთად იცხოვრონ, იმედია სხვა გამოსავალს იპოვნის მაგრამ რაღაც არამგონია ამის სურვილი ჰქონდეს.
- კაილი როგორც უბრალო ადამიანი? -თავი ჩავღუნე და ვიგრძენი მტკივნეულმა მარწუხებმა როგორ მომიჭირეს გულზე, ჩემდა უნებურად ამიწყლიანდა თვალები, მხარზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი თავი ავწიე და სონიას სევდიან თვალებს შევეფეთე.
- ჩვენთვისაც ძნელია ანა, თუმცა კაილმა რაც არ უნდა გადაწყვიტოს მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მერწმუნე იცის რასაც აკეთებს.
სხვა რა გზა მქონდა, კაილის გადაწყვეტილებებს უნდა შევგუებოდი ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს ვეგუებოდი, ახლა მობილიზება სხვა რამეზე უნდა მომეხდინა, დღეს საღამოს როგორც იქნა ყველაფერს ფარდა აეხდებოდა, როგორც იქნა გავიგებდი რა იყო ამ ბოლო რამდენიმე კვირაში დანიელის უცნაური ქცევის მიზეზი, მას შემდეგ რაც აზადისგან გადამარჩინა, ყოველდღიური ვარჯიშების გარდა უამრავ სხვა რამესაც ვაკეთებდით, სხვადასხვა ადგილებში დავყავდი, არ გამოგვიტოვებია, არც ერთი გამოფენა, კონცერტი თუ ღირშესანიშნავი მოვლენა, რამდენიმეჯერ ცხოველთა თავშესაფარში და ბავშვთა სახლშიც კი ვიყავით, მაჩვენებდა ულამაზეს ადგილებს, ოქროსფერ სანაპიროებს, ტყეებს, მინდვრებს, თვალუწვდენელ ზვრებს, უცნაურად ხალისიანი, მხიარული და უშუალო იყო სრულიად უცხო ადამიანებთან, ყოველდღე იცვლებოდა, ყოველდღე სხვადასხვა დანიელს ვხედავდი მასში და მაოცებდა მისი მრავალფეროვანი სამყარო.
- რაზე ფიქრობ? საუზმეზე ჩამოსვლას არ აპირებ? -დანიელის ხმის გაგონებისას დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები, ჩემს გვერდით იჯდა და ისე საყვარლად მიღიმოდა... ოთახი მოვათვალიერე სონია აღარსად ჩანდა.
- როდის შემოხვედი ვერ გავიგე, -უხერხულად შევიშმუშნე და ლამის ჩავდნი მის ძლიერ მკლავებში.
- დაახლოებით ათი წუთია გიყურებ როგორ ზიხარ გაშეშებული, მართლა მაინტერესებს რაზე ფიქრობდი, შეგიძლია მითხრა?
- იმაზე ვფიქრობ რაც თქვენი გამოჩენის შემდეგ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და იმაზეც თუ რა იქნება დღევანდელი საღამოს შემდეგ.
- დღევანდელი საღამო გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმ გადაწყვეტილებების მიღებისას რომელთა მიღებაც აუცილებლად მოგვიწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ შენ სწორ გზას აირჩევ და ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებ, -ლოყაზე ლოყით მომეკრო და ღრმად ამოიხვნეშა, -საოცარი სურნელი გაქვს, თავგზას მირევ ანა, ახლა თუ არ ავდგებით ვატყობ სადილამდე აქ მოგვიწევს ყოფნა.
- სასაუბრო თემის შეცვლის დიდოსტადი ბრძანდებით ბატონო დანიელ, -გულიანად გამეცინა და მკლავებიდან დავუძვერი, -წყალს გადავივლებ და ჩამოვალ.
- - - - - - - - -
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, კაილი სალაპარაკოდ ვერ მოვიხელთე, რატომღაც ვფიქრობდი რომ თავს მარიდებდა, სოფიც მშვიდად იყო, აციმციმებულ თვალებს არ აშორებდა გულისსწორს და ღიმილად იღვრებოდა, დანიელი კრისი ლევინი და სონია მისაღებში მაგიდის გარშემო შეკრებილები თათბირობდნენ.
- კაილმა თქვა რომ ცოტა ხანში ყველა გადიხართ და მე სახლში მარტო უნდა დავრჩე თუმცა არ მითხრა სად მიდიხართ, -ჩემს გვერდით ჩამოჯდა სოფი ვერანდის კიბეებზე და ხეების კენწეროებზე ჩამოკონწიალებულ ნახევრად ჩასულ მზეს ახედა.
- მეც არ ვიცი სად მივდივართ და შენ რა გითხრა, მაგრამ გპირდები რომ დავბრუნდებით ყველაფერს თუ არა ნაწილს მაინც მოგიყვები რასაც ვნახავ.
- ხომ დაბრუნდებით? -უცნაურად ათრთოლებული ხმით მკითხა, თავი მისკენ შევაბრუნე, საცოდავად იყო მობუზული, ხელები მუხლებზე დაეწყო და წამდაუწუმ ისველებდა გამშრალ ტუჩებს ენით.
- შემომხედე სოფი, -თითები ლოყებზე მოვხვიე და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა, -შენ რა ტირი? სერიოზულად?
- არ ვტირი, უბრალოდ ცოტა ვღელავ ანა, აშკარად რაღაც სერიოზული ხდება რაზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს და ეს მაშინებს, კაილს რომ რამე დაემართოს... შეიძლება არ გჯერა, შეიძლება ფიქრობ რომ ასეთ მცირე დროში შეუძლებელია სიგიჟემდე შეგიყვარდეს ვინმე მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ყოველთვის ვიცნობდი და ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო, მანამდეც კი სანამ ამ სამყაროს მოვევლინებოდი, მისით ვსუნთქავ და ვარსებობ, მას რომ რამე დაემართოს...
ვუსმენდი და ერთი წამითაც კი არ მიფიქრია რომ რამეს მატყუებდა ან ცოტათი მაინც აზვიადებდა, მათ შორის კავშირის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელი იყო...
- მაპატიეთ რომ შემოგეჭერით, ანა უნდა წამოხვიდე რომ წასასვლელად მოემზადო, მე დაგეხმარები, უკვე დროა ცოტა ხანში გავალთ, -სონია დაგვადგა თავზე და გულითადი საუბარი შეგვაწყვეტინა, თვალცრემლიან ანას თავზე ვაკოცე და წამოვდექი, სონია მეორე სართულზე მდებარე საკუთარ საძინებელში შემიძღვა და კარადა გამოაღო, მერე შემფასებლურად შემათვალიერა,
- დაახლოებით ერთნაირი ფორმები გვაქვს, წესით ჩემი ტანსაცმელი უნდა მოგერგოს, -ჩაილაპარაკა და საწოლზე რამდენიმე ერთმანეთის იდენტური შარვალი, მაისური და ქურთუკი გადმოალაგა, ყველაფერი შავი იყო, მოკლე ტყავის ქურთუკს ხელი გადავუსვი, სასიამოვნოდ რბილი და მოქნილი ჩანდა.
- ეს მხოლოდ ქურთუკი არაა, ერთგვარი აბჯარია, სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული, გვიცავს დემონის შხამისგან და ხშირ შემთხვევაში იარაღისგანაც.
- კარგი რა, არ მჯერა რომ ტყვიაგაუმტარია, -ეჭვით მოვსრისე თითებში რბილი, თხელი ტყავი.
- ზუსტადაც რომ ტყვიაგაუმტარია მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ხმლისგანაც კი შეუძლია დაგიცვას, მერწმუნე ჩვენი ხმლები დედამიწელების ცეცხლსასროლ იარაღზე ბევრად უფრო საშიშია.
შავი მაისური, ამავე ფერის შარვალი, კოჭამდე დაბალძირიანი ბოტები და ქურთუკი ჩავიცვი, ის იყო გასვლას ვაპირებდი რომ სონიამ შემაჩერა.
- მოიცადე, ბოლო შტრიხიც შევიტანოთ შენს გარეგნობაში და მზად იქნები.
თმა კეფაზე შემიკრა და მერე ერთი გრძელი ნაწნავი დამიწნა, სარკეში კმაყოფილი მივჩერებოდი საკუთარ გამოსახულებას.
- მაგარი ხარ სონია, ამ ნაწნავით ნამდვილად ლარა კროფტს ვგავარ, -აღფრთოვანებულმა ჩავილაპარაკე.
- ეგ ვინ არის? -მკითხა და თვითონაც მოიცვა ქურთუკი.
- ახლა არ მითხრა რომ არ იცი ვინ არის ლარა კროფტი, მეხუმრები არა?
- უნდა ვიცოდე? ასეთი ცნობილი ვინმეა? -ისეთი შეწუხებული სახე მიიღო რომ სიცილი ვერ შევიკავე.
- აუ კარგი რა ანა, დამცინი არა?
- არა რას ამბობ, უბრალოდ ისე საყვარლად გაიკვირვე, ჰო და ლარა კროფტი ჩემი საყვარელი კინო გმირია.
- არ მიყვარს ფილმები, -ჩაიბურტყუნა მოღუშულმა და კარი ბოლომდე გააღო, -წავიდეთ თორემ დავაგვინებთ.
- უჟმურო, -მივაძახე სიცილით და კიბეებზე დავეშვი.
გამეღიმა როცა დერეფანში დამწკრივებული ბიჭები დავინახე რომლებიც ჩვენ გველოდნენ, ყველას ტყუპებივით ერთნაირად გვეცვა, მაგრამ მათ ჩემგან განსხვავებით იარაღი ჰქონდათ ასხმული, წვრთნების წყალობით უკვე ვახერხებდი უხილავი იაღაღის შემჩნევას, ცოტა არ იყოს მეწყინა და მოვიღუშე რომ არავის გახსენებია ჩემთვის თუნდაც ერთი პატარა დანა მოეცა, დანიელი შემფასებლურად შემათვალიერა და ღიმილით დაიძრა ჩემსკენ, აქამდე ზურგს უკან დამალული ხელი გაშალა და გამომიწოდა, აღფრთოვანების შეძახილი აღმომხდა როცა მის ხელში მოელვარე პირბასრი მოკლე ხმალი დავინახე, თავისი ხელით შემაბა წელზე ქარქაში და ხმალიც შიგ მოათავსა.
- უკვე მშვენივრად იცი ამ იარაღს რაც შეუძლია ასე რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენე.
- კარგი, -მაშინვე დავეთანხმე და გაბრწყინებული თვალები შევანათე, ერთხანს თვალს არ მაშორებდა თითქოს ცდილობდა სამუდამოდ დაემახსოვრებინა ჩემი სახე, მერე ლოყაზე ფრთხილად მომეფერა გრილი თითებით და ბიჭებს მიუბრუნდა...
- წასვლის დროა.
- - - - - - - - - - - -
პირდაღებული შევცქეროდი ძველისძველ კედლებს, თაღებს და ვიწრო გვირაბებს, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ვატიკანის მიწისქვეშეთი ასეთი ლამაზი, პირქუში და თან შიშისმომგვრელი იქნებოდა.
- მოგწონს არა? -კრისი ამომიდგა გვერდზე, გამიღიმა და ისე გადამისვა თავზე ხელი თითქოს პატარა ბავშვს ეფერებოდა.
- რათქმაუნდა მოეწონება ზუსტად სამაგისოა, ღირსი კია რომ დავტოვოთ ამ გვირაბებში და იბოდიალოს რამდენიმე დღე მშიერ მწყურვალმა, -ჩაისისინა ლევინმა, უხეშად გამკრა მხარი იქვე მდგარ დანიელთან ერთად რაღაცის განხილვა დაიწყო.
- მგონი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მთლად რიგზე ვერ აქვს, აშკარად ზედმეტად მანიაკალური აზრები აწუხებს, -ჩავილაპარაკე და კრისის ფხუკუნმაც არ დააყოვნა.
- ვერ მოინელა ბრძოლაში რომ დაამარცხე.
ღიმილით ვუყურებდი ცხვირჩამოშვებულ ლევინს რომელიც რაღაც რუკისმაგვარს ჩაკირკიტებდა და დროდადრო გაჩეჩილ თმაში დაატარებდა თითებს, პატარა გაბუტულ ბავშვს გავდა, ვეღარ მოვითმინე მივუახლოვდი და ზურგიდან ჩავეხუტე.
- მოდი შევრიგდეთ და თუ გინდა შემდეგში შენ მოგაგებინებ, -ძლივსშეკავებული სიცილისგან ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი, არაფერი უთქვამს შემობრუნდა და გულში ჩამიკრა.
- სულელო, შენი აზრით შემიძლია რომ შენზე გაბრაზებული ვიყო? -მის მკლავებში მოქცეულმა დანიელისკენ გავაპარე თვალი სანის მხარზე დაყრდნობილი ღიმილით შემოგვცქეროდა.

მოდი დაგეხმარები, სონიამ ხელი გამომიწოდა და დამეხმარა უზარმაზარ კიბისმაგვარ ქვაზე გადავმხტარიყავი, უკვე დაახლოებით ათი წუთი იყო, მიხვეულ-მოხვეული ვიწრო გვირაბებით მიწისქვეშ ვეშვებოდით.
- კიდევ ბევრი დაგვრჩა? -წუწუნივით გამომივიდა.
- ორიოდე წუთში მივალთ, -არ შემობრუნებულა ისე მიპასუხა სონიამ.
- რატომ ასე ადვილად?
- რას გულისხმობ?
- აქ ისე შემოვედით არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია თუ რამდენიმე მცველს არ ჩავთვლით რომელთაც აშკარად არ ჰქონიათ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, რა ხდება?
- განსაკუთრებული არაფერი ხდება, ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს, დანიელს ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე აქვს გათვლილი, ასე რომ არ იყოს აქ არ წამოგიყვანდა და შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.
აღარაფერი მითქვამს აშკარად რაღაც რიგზე არ იყო, აქ წამოსასვლელად ამდენ ხანს ემზადებოდნენ, აშკარად უმნიშვნელოვანესი ადგილია არადა მხოლოდ რამდენიმე საცოდავი დაცვის ამარაა მიტოვებული რომლებიც თითქოს სპეციალურად ჩვენი დანახვისთანავე ყრიან იარაღს დანიელი და დანარჩენები კი არაფერს არ იმჩნევენ თითქოს ეს ყველაფერი სრულიად ნორმალური იყოს.
- მოვედით, -სონიას ხმამ გამომარკვია, მიმოვიხედე უზარმაზარ თაღოვან დარბაზში ვიდექით რომელიც ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ასეთი გაკაშკაშებული ყოფილიყო რადგან არსად არანაირი განათების საშუალება არ ჩანდა, ზუსტად ჩემს პირდაპირ კედელზე უზარმაზარი რკინის კარი იყო, უცნაური ორნამენტებით მოჭედილი, მივუახლოვდი და ყურადღებით შევათვალიერე, საკეტი არსად ჰქონდა არც სახელური.
- აქ უნდა შევიდეთ? ამის გაღებას როგორ აპირებთ? -შემოვბრუნდი და დავინახე რომ ყველა მე მიყურებდა თითქოს ჩემგან რაღაცას ელოდნენ, კარის მცველებიც კი რომლებიც ამ დარბაზში შემოსვლისთანავე გაანეიტრალეს და ახლა ხელებშეკრულები იდგნენ სანის წინ, გაფართოებული თვალებით შემომცქეროდნენ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, დანიელს გავუსწორე მზერა, მომიახლოვდა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია.
- ამ კარის გაღება მხოლოდ შენ შეგიძლია ანა, არანაირი გასაღები საჭირო არ არის, აი ამ პატარა ლამაზი თითებით შეგიძლია გააღო, მხოლოდ მმართველებს შეუძლიათ ამ კარის გაღება ან სხვებს მათი სპეციალური ნებართვით, უბრალოდ შეეხე და უბრძანე გაიღოს.
- კი მაგრამ კაილს რატომ არ შეუძლია გააღოს ისიც მმართველის შვილია ისევე როგორც მე.
- მამაჩემი ნამდვილი მმართველი არასოდეს ყოფილა, -კაილი გვერდით ამოგვიდგა, -მან მამაშენი მოკლა რომ იმპერიის სადავეები ხელში ჩაეგდო და ახლა ერთადერთი ცოცხალი არსება ვისაც შეიძლება რომ მმართველობაზე პრეტენზია ჰქონდეს ეს შენ ხარ.
- და რა არის ამ კარის მეორე მხარეს?
- ეს უნდა ნახო ანა და იმედი მაქვს რომ შეძლებ სიმშვიდის შენარჩუნებას, ჭკვიანი ხარ, გონიერი და ვფიქრობ ყველაფერს მოუძებნი ახსნას, -დანიელმა შუბლზე მაკოცა, ხელი გამიშვა და ოდნავ მიბიძგა, კარს მივუახლოვდი და ზუსტად შუაში შევეხე, ვიგრძენი როგორ ათრთოლდა მეტალი ჩემი გაშლილი ხელების ქვეშ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცოცხალ არსებას ვეხებოდი რომელიც მგრძნობდა, თვალები დავხუჭე და გავიღიმე, ნაზად გავაცოცე თითები ორნამენტებზე.
- გაიღე, -ისე ჩავჩურჩულე თითქოს საყვარელ მამაკაცს ვეჩურჩულებოდი, -კარმა დაიგმინა დაიჭრიალა და ნელ-ნელა გაცურდა გვერდით, ყურებამდე გაღიმებული შემოვბრუნდი, რატომღაც ყველა ზედმეტად სერიოზული და დაძაბული მიყურებდა, მხოლოდ დანიელი მიღიმოდა.
- ვიცოდი რომ ამას შეძლებდი, -ჩამჩურჩულა და წელზე მკლავი შემომხვია, -აბა მზად ხარ შესასვლელად?
- მხოლოდ თქვენს შემდეგ, -თეატრალურად დავუკარი თავი, გაეცინა, ხელი ჩამკიდა და წინ გამიძღვა, თრთოლვით გადავდგი ნაბიჯი უკუნეთ სიბნელეში, შევედი თუ არა ყველაფერი განათდა და სანამ ჩემს წინ გადაშლილი უჩვეულო სანახაობა მთელ ჩემს ყურადღებას მიიპყრობდა კარის ჭრიალი მომესმა და უკან მივიხედე, ყველანი შემოსულიყვნენ, მათ ზურგს უკან კი უსიამოვნო ჭრიალით იხურებოდა კარი.
- რომ ვეღარ გავაღოთ, -შეშინებულმა ავხედე დანიელს.
- ნუ გეშინია უკან ამ გასასვლელით აღარ დავბრუნდებით, -მიპასუხა და მერე ისევ წინ მიმაბრუნა, -წავიდეთ ანა და დავათვალიეროთ, შეხედე, ფაქტიურად ეს ადგილია დედამიწის გული, ასეულობით წელია არსებობს და საგულდაგულოდაა დაფარული ადამიანთა თვალთაგან...
- რატომ მალავენ ასე საგულდაგულოდ?
- როგორ ფიქრობ რომელი ადამიანის ფსიქიკა გაუძლებს იმის გაგებას და გაანალიზებას რომ მათი სიცოცხლე და ცხოვრება მხოლოდ ფარსი და უკონტროლო ქაოსია, რომ არ არსებობს არაფერი რისიც შეუძლიათ იწამონ, არ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი და გარდაცვალებისას ისინი უბრალოდ ქრებიან, ქრებიან სამუდამოდ, ადამინების გენეტიკურ კოდშია ჩადებული რომ უნდა სწამდეთ და სჯეროდეთ რაღაც არარეალურის, ამიტომაც ქმნიან არარსებულ კერპებს და ეთაყვანებიან, აქაურობის ნახვა კი მათ ყველანაირ იმედს და სიცოცხლის სურვილს დაუკარგავს, ასე ნუ მიყურებ, წამოდი მინდა შენი თვალით ნახო ყველაფერი, -წინ გამიძღვა განათებულ დერეფანში მივდიოდით რომლის ერთი კედელი მთლიანად მინის იყო თუმცა ვერაფერს ვარჩევდი, გონებაარეული ვფიქრობდი იმაზე რაც მითხრა, დერეფანში შემხვედრ, თეთრ სკაფანდრისმაგვარ უნიფორმებში ჩაცმულ პერსონალსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას რომლებიც ჩვენი დანახვისას უბრალოდ თავს ხრიდნენ და გვერდს გვიქცევდნენ, სანი სონია, კაილი, კრისი და ლევინი რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მცველებივით მოგვყვებოდნენ, ისე შევედით მინის ლიფტში და ისე დავეშვით ქვემოთ თავი მაღლა არ ამიწევია, ლიფტიდან გამოვედით თუ არა, დავინახე როგორ წამოვიდა ჩვენსკენ სირბილით თეთრ ხალათში ჩაცმული მაღალი ჭაღარათმიანი მამაკაცი.
- დანიელ რას მივაწეროთ თქვენი სტუმრობა? -ქოშინებდა და თან ცდილობდა სახეზე კეთილგანწყობილი ღიმილი მოერგო.
- არ გინდა პაულ თავის მოჩვენება, ვიცი რომ ჩემს შესახებ ბრძანება გაქვთ მიღებული, მშვენივრად იცი რომ აქ არ უნდა ვიყო და კანონს ვარღვევ, დიდი ალბათობით უკვე შეატყობინე აზადს ამის შესახებ თუმცა ახლა ჩემთვისაც გააკეთებ რაღაცას.
მშვიდი და მკვეთრი ხმით საუბრობდა და სახეზე ღიმილს არ იშორებდა თუმცა ჩემს თითებზე მოჭერილი მისი თითები მეუბნებოდა რომ არც ისე მშვიდად იყო როგორადაც თავს გვაჩვენებდა.
- რა გინდა რომ გავაკეთო? -თავი დახარა პაულმა.
- განაწილების დარბაზი გაგვიღე.
- ხომ იცი რომ ამას ვერ გავაკეთებ, აზადი მომკლავს.
- გააკეთებ, -აქამდე კრისისა და ლევინის უკან მდგარი კაილი წინ გამოვიდა და პაულს მხარზე ხელი დაადო,
-მიდი და გააღე იმ წყეული დარბაზის კარი თორემ სპეციალურად შენთვის შევქმნი ჯოჯოხეთს რომლის პირველი ბინადარიც შენ იქნები.
ასეთი კაილი არასდროს მენახა მისი ანთებული თვალების დანახვისას და ცივი ხმის გაგონებისას მეც კი ტანში გამცრა, არა მგონია პაულს გაეძლო, ასეც მოხდა მორჩილად დახარა თავი და წინ გაგვიძღვა, ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ვერცხლისფერ მეტალის კართან შეჩერდა და ჩვენსკენ შემობრუნდა.
- დარწმუნებულები ხართ რომ ამ ყველაფრის ნახვა გინდათ? -აშკარად სასოწარკვეთილმა გვკითხა.
- გააღე, -დანიელი შეუვალი იყო, პაულს აღარაფერი უთქვამს ერთი ამოიხვნეშა, გასაღები მოარგო, მერე კოდი აკრიფა და მიაწვა...



ეს ის ცნობილი განაწილების ოთახია სადაც მეწყვილეს ურჩევენ?
ეჭვი მაქვს ვატიკანი კიდევ ბევრ რამეს გვიმალავს smiley
დანიელის და დანარჩენების საქციელმა ცოტა მეც დამაეჭვა? ყველაფერი ასე იდიალურად როგორ გამოუვიდათ? სონია კიდევ შემეცოდა. ჯერ რა რთულია მეგობრის გარეშე რომ ხარ და მერე საუკუნეების მანძილზე რომ არასდროს გყოლია მეგობარი ეგ ხომ საერთოდ საშინელებაა pensive

ერთი წუთით კაილი რას გეგმავს? იმედია იმას არა რაც მე გავიფიქრე pensive

რა კარგი გოგო ხარ თავეს ასე მალე დამატება რომ დაიწყე და თან გაზარდე kissing_heart
ველი შემდეგს kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს მაგრამ მგონი თავი აკლია აქ 12 და 13ს შორის უნდა იყოს მგონი რაღაც. და დიდი ბოდიშის მოხდით, არის მონაკვეთები, სადაც გმირების სახელებია არეული და კარგი იქნება თუ დაარედაქტირებთ. სოფის ხშირად ანად მოიხსენიებთ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent