მოტაცებული (I თავი)
1 ავტომობილი. მუხრუჭების ხმა. ავარია. შეჯახების მომენტში წამიერად წამოვხტი. ნანახი რეალობას ჰგავდა. თვალის გახელისას ოთახს მოვავლე თვალი, გარემო პალატას მივამსგავსე. მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი. არ მახსოვს როგორ ან რატომ მოვხვდი აქ, მაგრამ ის კი ვიცოდი, მძულდა ასეთი დაწესებულებები. შესვლისთანავე რომ იგრძნობდით დამახასიათებელ სუნს, დერეფნებში შტატივით მოსიარულე პაციენტებს ზედ ჩამოკიდებული წვეთოვნით. გარემო და ჩემი სხეული საგულდაგულოდ დავათვალიერე. მარცხენა ხელი თაბაშირში მქონდა. წამოდგომას შევეცადე და თავბრუსხვევამ მაიძულა ისევ ჰორიზონტალური მდგომარეობა მიმეღო. ცოტახანში ოთახში საშუალო ზომის ყავის ჭიქით ხელში უცნობი შემოვიდა. –სასიამოვნოა თქვენი გაღვიძებული ხილვა. საკმაოდ დიდხანს იყავით გათიშული. –თქვენ ვინ ხართ? _ თვალებმოჭუტულმა შევხედე ახალმოსულს. –არ გახსოვთ? სამწუხაროდ მე დაგეჯახეთ. ისე უცებ გადმოჭერით გზა ვერც მოვასწარი გაანალიზება. –აბა როგორაა ჩვენი პაციენტი? როგორც ჩანს გაგიღვიძია _ კარში თეთრხალათიანი, შუახნის მამაკაცი სახეზე ღიმილაკრული შემოვიდა. –თუ შეგიძლიათ ცოტახნით რომ მოგაცდინოთ. აქ ანკეტის შესავსებად მოვედი. უბრალო ფორმალობაა _ განაგრძო თეთრხალათიანმა. მჭირდება თქვენი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და დღე, რათა ანკეტა გავხსნათ. უბედური შემთხვევის ადგილას ვერ აღმოაჩინეს თქვენი პირადი ნივთები. ჰო და კიდევ, გარკვეული პერიოდი წოლა მოგიწევთ, ტვინის შერყევა მიიღეთ ავარიისას. მაშ ასე, შეგვიძლია დავიწყოთ? _ ქვემოდან ამომხედა ექიმმა. –კი ექიმო მე მზად ვარ! –თქვენი სახელი, თუ შეიძლება –მე ლილია მქვია _ მშვიდად ჩამოვურაკრაკე ექიმს დაწვრილებით ყველაფერი. -და ექიმო ერთი შეკითხვა თუ შეიძლება? შეგიძლიათ ამიხსნათ რა დამემართა? –ეგ თქვენ უნდა გვითხრათ; აქ ამ ყმაწვილმა მოგიყვანათ უგონო მდგომარეობაში _ საუბრის მომენტში ცხვირზე ჩამოწეული სათვალიდან მომზირალი თვალებით მიმანიშნა უცნობზე. როგორც ყოველთვის ხდება, როდესაც პაციენტი საავადმყოფოში ხვდება ავტომატურად ებმება მათ ბადეში და მანამ არ ძალუძს თავის დაღწევა, სანამ ამას უზენაესი ექიმი არ ჩათვლის საჭიროდ. იქ ყოფნის პერიოდში უამრავ ანალიზებს მიკეთებდნენ. სულმოუთქმელად ველოდებოდი პასუხს რომ რაც შეიძლება მალე დამეღწია თავი ამ სულთამხუთავი შენობისგან. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი. ერთ-ერთი გამოკვლევიდან ისედაც სუსტად მყოფი, უარესად დაღლილი და მოთენთილი დავბრუნდი. არც თუ ისე საავადმყოფოს მოხერხებულ საწოლზე ძლივს გადავბობღდი ეტლიდან, თვალები მივნაბე და ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა. საავადმყოფოს დერეფანში რაღაც გაჩხაკუნდა და მეც წამიერად შემეღვიძა. ჩემს უცნობს ოთახის კუთხეში, მოუხერხებელ სკამზე ჩაეთვლიმა. მომენტით ვისარგებლე და ზედმიწევნით შევათვალიერე. საშუალო სიმაღლის, მოკლედ შეჭრილი მუქი ქერა თმა, სწორი ცხვირი თავისი ვიწრო ნესტოებით, რომლებიც სუნთქვას რიტმულად აჰყოლოდნენ. სახის ნაკვთები ახლად ამოსულ წვერს დაეფარა. უცებ შეიშმუშნა. –დიდიხანია გღვიძავს? _ ნამძინარევი ხმით მითხრა. გარეგნობასთან ერთად ხმა შედარებით ბოხი ჰქონდა, თუმცა მის გარეგნობას უხდებოდა კიდეც რაღაცნაირად. მისი ხმა ზედმეტ თავდაჯერებულობასაც კი ჰმატებდა. –არა, სულ ახლახანს გავახილე თვალი. მგონი დროა ერთმანეთს ვიცნობდეთ _ მზერა მის თვალებზე გადავიტანე, დამატყვევა მისმა შავმა, ნაპერწკლებით სავსე თვალებმა. –მართალია! დროა მეც მიცნობდე... მე ილაი ვარ, ოცდაცხრა წლის. ბარმენად ვმუშაობ ბარში „სამი შვიდიანი“, მარტო ვცხოვრობ, მშობლები ამერიკაში არიან _ წამეფლირტავასავით და მაცდურად გამიღიმა. საუბარ ში გარ თ ულებმა ვერც შევამჩნიეთ თეთრხალათიანი: –ანალიზების პასუხი მოვიდა. როგორც ვვარაუდობდით მაგნიტურ–რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა ტვინის საშუალო დონის შერყევა. ნურაფერზე იღელვებთ. გიმკურნალებთ, გამოჯანმრთელდებით და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა დასვენება ცოტახნით მოგიწევთ. ტრავმას შეეძლო მეხსიერების სრულად ან დროებით დაკარგვა გამოეწვია, თუმცა თქვენ იღბლიანი აღმოჩნდით. რამდენიმე დღიანი წოლითი რეჟიმი და მალე ჩიტივით იფრენთ _ და თავის ნათქვამზევე გულიანად გადაიხარხარა ექიმმა. წამით შიშმა ამიტანა, ვიგრძენი მუშტშეკრული თითებს ხელისგულს ისე ვაჭერდი თეთრეულს მალე წითელი სითხით დავსვრიდი. ღრმად ჩავისუნთქე და ხელები ცოტათი მოვადუნე. უცნობმა შეამჩნია დაძაბულობა და ხელი ხელზე შემახო. რაღაცნაირად თბილი და ნაზი ხელი ჰქონდა. ის ღამეც საავადმყოფოში გავატარე, ილაი ჩემს გვერდით იყო და წამითაც არ მტოვებდა. როგორც კი ექიმმა გაუმჯობესება შემატყო, საჭიროდ აღარ ჩათვალა დავეტოვებინე, თუმცა შერყევის გამო დროებით საწოლში დარჩენა მირჩია. გამოწერის დღეს ილაიმ პატარა გამოკითხვა ჩამიტარა და რაც შეიტყო მეც მარტო ვცხოვრობდი, შემომთავაზა დროებით მასთან დავრჩენილიყავი, სანამ ფეხზე დადგომას შევძლებდი. მე გავჯიუტდი და პირობა მივეცი ჩემს თავს მივხედავ-თქო, მაგრამ ყმაწვილი ჩემზე უარესი ჯიუტი აღმოჩნდა და ბევრი ხვეწნის მერე როგორც იქნა დამითანხმა მასთან წასვლაზე. საავადმყოფოდან მედდამ ეტლით გარეთ გამიყვანა და მანქანასთან მიმიყვანა. იქ კი ილაი მელოდებოდა. ფრთხილად მომათავსეს წინა სავარძელზე, ღვედი საგულდაგულოდ შემიკრეს და მანქანა ღმუილით გავიდა ეზოდან. ფიქრებში გართულს ვერც შევამჩნიე ადგილზე მისვლა. ჩვენ წინ ორსართულიანი, თანამედროვე სახლი აღმართულიყო. კარზე ლომისთავიანი გამოსახულებები პირდაღებული მიყურებდნენ. სახლი სუფთა ჩანდა. ავეჯი გემოვნებით განეთავსებინათ. უცებ წარმოვიდგინე ორგიებს როგორ აწყობდა ღამ-ღამობით, თუმცა ფიქრი მალევე გადავიყარე გონებიდან და იქვე კომფორტულ დივანზე მოვკალათდი. სანამ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში, მანამდე უცნობი საწოლს მიმზადებდა. ჩემი დროებითი ოთახიც და საცხოვრებელიც საკმაოდ მყუდრო ჩანდა, საწოლი კი საკმაოდ ფუმფულა აღმოჩნდა. დაღლილობისგან მალე ქუთუთოები დამიმძიმდა და სიზმართა სამყაროში უნებართვოდ გადავეშვი. მშვიდად მეძინა. მხოლოდ გამთენიისას კარის ფრთხილმა ხმაურმა მომიყვანა გონს. ახალგაღვიძებულმა კართან უცნობის სილუეტი დავლანდე. მისმა უჩუმრად შემოსვლამ შემაცბუნა. –დილამშვიდობისა, რადგან შენთვის ადგომა არ შეიძლება გადავწყვიტე საუზმე აქ შემომეტანა. იმედია ამის გამო არ მიყვირებ. _ გაეცინა ილაის. საკუთარ ოთახში ვინმე ასე დაუკითხავად რომ შემოსულიყო ალბათ სამკვდროდ გადავიკიდებდი, მაგრამ აქ ამის უფლება არ მქონდა. მე ხომ დროებითი მოსახლე ვიყავი, ამიტომაც პასუხის გაცემის მაგიერ ცალყბად ჩავიღიმე და მოშიებული მცირეოდენ საუზმეს შევექეცი. ყველაფერი გემრიელი იყო. უცნობი აშკარად კარგად ამზადებდა. –კარგი ახლა დროებით უნდა დაგტოვო და იმედია სანამ მოვალ საწოლიდან არ ადგები! _ ბრძანებლური ტონი დასცდა ბაგებიდან უცნობს. –პირობას ვერ მოგცემთ, მაგრამ ვეცდები _ ირონიულად გავუღიმე. ერთი სული მქონდა საწოლს მოვშორებოდი. ხუთი წუთის მერე შემოსასვლელი კარის მძიმე მიხურვის ხმამ ჩემამდე მოაღწია. მივხვდი ორსართულიან სახლში მარტო დავრჩი. სხვა რაღა მინდოდა. საბანი გადავიძრე, მკვირცხლად ამოვიცვი იქვე ლამაზად მიწყობილი ფაჩუჩები და ფეხზე ავდექი. ადგომისთანავე ოდნავი თავბრუსხვევა ვიგრძენი, მივხვდი ცუდი აზრი იყო, თუმცა ასეთი შანსი მეორედ როდის მომეცემოდა არ ვიცოდი. თავი ოდნავ უკეთესად ვიგრძენი თუ არა, პირველი სართულისკენ ჩამავალი კიბეები ჩავირბინე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. სამზარეულო საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ფანჯარასთან კუთხეში ორკარიანი მაცივარი გამომწვევად მიყურებდა და თითქოს მეუბნებოდა მოდი ჩემთანო, მეც არ დავაყოვნე და სასუსნავების პოვნით დაიმედებული ორივე კარი ფართოდ გავაღე. მაცივარი ნახევარფაბრიკატებით იყო სავსე. ძირითადად გაყინული პიცა მხვდებოდა თვალში. ბევრი ძებნის მიუხედავად შოკოლადის ნაყინის დიდ პორციას მივაგენი, ტუჩები ენით მოვილოკე, საკმაოდ დიდი ნერწყვი გადავყლაპე, უჯრებში ნაპოვნი საშუალო ზომის კოვზი ნაყინში ჩავარჭე, დიდი ლუკმა ამოვიღე კოვზზე, გარემოს თვალი მოვავლე ისე თითქოს ვინმეს ვემალებიო და სამზარეულოდან ნაჩქარევად გამოვბრუნდი. მისაღებ ოთახში მუსიკალური ცენტრი შევამჩნიე, მუსიკის ძებნით დაღლილმა გამორთვა ვამჯობინე. უცხო სახლში ზედმეტად კომფორტულად ვიგრძენი თავი. პირველ სართულზე ჩემი ყურადღება წიგნების განლაგებამ მიიქცია. ისე იყო დაწყობილი, ასე მხოლოდ პერფექციონისტი თუ მოიფიქრებდა. ეს ტერიტორია დიდად ავეჯით არ დაეტვირთათ. მეორე სართულის ჯერიც დადგა. გულმა უცებ უცნობის ოთახისკენ გამიწია, ინტერესიც მკლავდა. ჩემი ოთახიდან ოდნავ მოშორებით, სპილოსძვლისფერი კარი შევაღე და გაოცებამ გამაშეშა. არეულს უფრო ველოდი, მაგრამ ასეთ დალაგებულს ნამდვილად არა. ამან სრულიად დამარწმუნა ჩემი დროებითი მასპინძელი პერფექციონისტი იყო. თვალიერებაში დრო ისე გაიპარა, ვერც შევამჩნიე უცნობის შემოსვლა. სასწრაფოდ გამოვხურე კარი და ჩემი ოთახისკენ სირბილით გავეშურე, როგორმე უნდა მომესწრო სანამ ფეხზე ამდგარს თვალს შემასწრებდა. სწრაფად, მაგრამ უხმოდ გავიქეცი ოთახისკენ. ნაჩქარევად შევხტი, სიჩქარეში ნაყინი სულ დამვიწყებოდა. საწოლსა და ტუმბოს შორის პატარა ადგილას მივმალე და ჩაწოლილმა ისეთი სახე მივიღე, თითქოს მთელი დღეა გაუნძრევლად საწოლში გავატარე. მკვეთრი მოძრაობის გამო პულსი ოდნავ სწრაფად მიცემდა, ღრმა ჩასუნთქვა–ამოსუნთქვით ვცდილობდი დამეშოშმინებინა. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და შემოსვლის ნებართვის მიღებისთანავე წინ სილუეტი ამესვეტა. –თავს როგორ გრძნობ? ჩემს აქ არ ყოფნაში ხომ არ მოიწყინე? –შედარებით უკეთ ვარ, ოდნავ თავბრუ მესხმის ისევ, თუმცა ესეც გამივლის ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც უცნობთან ჭერი დროებით გავინაწილე. დრო იყო უკვე აქედან წავსულიყავი. არ მინდოდა უცნობსა და მის ოჯახს ზედმეტ ტვირთად დავწოლოდი. გამთენიისას გადავწყვიტე დაუმშვიდობებლად გავპარულიყავი. მოვაგროვე ჩემი კუთვნილი ნივთები და კიბეებს ფეხაკრეფით ჩავუყევი, თუმცა შინაგანმა ხმამ შემაჩერა. მივხვდი მასპინძელთან ცუდ ტონად ჩაითვლებოდა უჩუმრად ჩემი წასვლა. რიჟრაჟსა და მის გაღვიძებას შევუცადე. კომფორტულ დივანზე მივჯექი და იქვე დაწყობილ ჟურნალებს მივწვდი დროის გასაყვანად. მალე კიბეებზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა გაისმა. –რა ადრე ამდგარხარ, სადმე წასვლას აპირებ? _ მისმა ბოხმა ხმამ მთელ ოთახს ტყვიაზე სწრაფად შემოურბინა. –წასვლას ვაპირებ და გამომშვიდობება მინდოდა. _ თვალები მორცხვად დავხარე. –და შენც ჩემსავით მარტო უნდა იყო? –მერე რა, თავს უკეთ ვგრძნობ, თან უკვე საკმაოდ შეგაწუხე და მერიდება კიდევ აქ დარჩენა. –დარჩი; მარტო ყოფნას აქ სჯობს იყო, თან ამ ცარიელ სახლს შეავსებ _ მის ბარიტონში რაღაც თბილმა გაიელვა. –მერე შენი ოჯახი? არ მინდა შევაწუხო –ხომ გითხარი ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს-თქო, აქ იშვიათად ჩამოდიან, თან არ მგონია შენ გამო პრობლემები შემექმნას! –კარგი, რადგან ასეა, დავრჩები _ გავუღიმე –ძალიან კარგი! მაშ, კეთილი იყოს შენი ჩემს სახლში მოსვლა. ჩემი და ილაის თანაცხოვრება რიტმულად მიმდინარეობდა. საღამოობით როცა ილაი სამსახურიდან ისვენებდა, კარტით ან რამე სასიამოვნო ფილმით ვირთობდით თავს. ისე შევეჩვიეთ ერთურთს ილაი აღარ ერიდებოდა და ხშირად სახლში მოკლეკაბიანი, წითელპომადიანი გოგონებით ბრუნდებოდა. ოთახში ჩაიკეტებოდნენ და სიამოვნებისგან განცდილი კვნესა შეერწყმებოდა დაბუდებულ სიჩუმეს. ოთახში განვმარტოვდებოდი და ყურსასმენებში ხმამაღალი მუსიკით ნირვანაში ვეშვებოდი. ღამით ჩვეულებისამებრ ილაი გოგონასთან ერთობოდა, დროდადრო უხეში სიტყვები ცვლიდა ყელიდან წამოსულ კივილნარევ ხმას. მათი ხმა მუსიკით გადავფარე და უსაზღვრო სიზმართა მორევში გადავეშვი. ღრმა ძილმა მომაჭდო თავისი ფართო ხელები და უფრო ღრმად ჩამითრია. ძილში ვგრძნობდი ოფლში ვიღვრებოდი და ჩემ გარშემო ოფლის ტბა თანდათან იზრდებოდა, თუმცა ვერ ვიღვიძებდი. უცნაური სიზმარი მეზმანა: ირგვლივ სრული სიბნელეა ყვირილს ვიწყებ, მინდა ვინმეს გავაგონო, მაგრამ ჩემი არავის ესმის. უცებ სიცარიელეში უცხო მამაკაცის სილუეტი მესახება. სახეს კარგად ვერ ვარჩევდი, თუმცა მის ლოყაზე დიდი იარა გარკვევით დავინახე. ხელში რაღაც ბზინვარე ეჭირა და წამის მეასედებში მალევე მარცხენა ხელზე ჭრილობა ჩნდება. ძილში იმდენად შემიპყრო შიშმა გველნაკბენივით წამოვხტი საწოლიდან. ოფლით იყო გაჟღენთილი. გვერდით ოთახიდან მშვიდი ფშვინვის ხმა მოისმოდა, შევატყე „საქმიანობით“ დაღლილებს ჩასძინებოდათ. გარეთ ისევ ბნელი იდგა, არადა მომეჩვენა თითქოს საუკუნე მეძინა. სიზმრით შეშინებული თვალი ვეღარ მოვხუჭე. ირიჟრაჟა თუ არა, ქვემოთ ჩავედი, ყავა მოვიდუღე და სავარძელზე მოვეწყვე. მალე მეორე სართულიდან ჩუმი კისკისი და ვერშელეული კოცნის ხმა მოსწვდა ყურთ. კარამდე ყოველ ფეხის გადადგმაზე გამომწვევ ტოპსა და მოკლე ჯინსის შორტში ნახევარ დუნდულებგამოჩენილი გოგონა ვნებიანად ჩააფრინდებოდა ტანზემოთ დაკუნთულ, ოფლით ოდნავ დაცვარული მამაკაცის ტუჩებს. დაკვირვებით ვუყურებდი მათ ქცევას და ტუჩის კუთხეში ირონიულად მეღიმებოდა. მამაკაცს შევატყე კოცნისგან შეწუხებულს წარბები შეეჭმუხნა. კარი ნაჩქარევად გააღო და გოგონას უკვე გამოძახებულ ტაქსისკენ მიუთითა. მანქანის ფანჯრიდან გოგონა ნახევრად გამოძვრა და ხელით ტელეფონის ფორმა აჩვენა. ამით მიანიშნა დამირეკეო. შინ შემობრუნებულმა ახლაღა აღმიქვა და ცალყბად გაიღიმა. ცოტახანს გაშეშდა, მივხვდი სახეზე მაკვირდებოდა. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე; –გატყობ ღამით კარგად გაერთე. გოგო აშკარად შენით ნასიამოვნები ჩანდა. _ ძალაუნებურად ჩემს ხმაში ცინიზმი გაერია – რა მოხდა, ხომ არ ეჭვიანობ? _ თქვა და გამოაჩინა ოდნავ სიყვითლე შეპარული კბილები. –მე? ეჭვიანობა? არანაირად! რა იყო, იფიქრე რადგან ასეთი მიმზიდველი ხარ, შენთან ვცხოვრობ, შემიყვარდი?! _ თითი მკერდშორის ნაზად ჩამოვუსვი და ვიგრძენი ჩემს მოძრაობაზე შეაჟრჟოლა. ჩემს ადგილზე სხვას შეიძლებოდა პირველივე დანახვისთანავე გულში ჩავარდნოდა, მაგრამ მე გამონაკლისი ვიყავი. –სახეზე რა გჭირს? _ სწრაფად შეცვალა თემა ტეომ. –არაფერი... _ ჩავღუნე თავი, არ მინდოდა უძილობით ჩამოღამებული თვალები შეემჩნია. –რაღაც მოხდა და არ მეუბნები! _ მკაცრი ტონით ამაწევინა თავი და პირდაპირ თვალებში შემომაცქერდა. –სიზმარი ვნახე, ძალიან უცნაური სიზმარი იყო. _ და მოყოლა დავიწყე. ვყვებოდი და ილაის სახეზე მიმიკა ეცვლებოდა. –მდაა... _ ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა და შორს, კედლებს მიღმა გაიხედა. სიზმრით შეწუხებულმა ყოველ ღამე შიშით ვიძინებდი, თუმცა მის მერე უჩვეულო არაფერი დამსიზმრებია. ბავშვობიდან სიზმარა ვიყავი. აუცილებლად ყველა სიზმარი მიხდებოდა და ნანახი სიზმარი ემოციებს უფრო მიმძაფრებდა. სიზმრის შიშმა თითქმის გადამიარა, როდესაც ერთ საღამოს ჩემთვის მშვიდად ტელევიზორს ვუყურებდი, საკმაოდ დაძაბულ ფილმს უჩვენებდნენ. წამიერად ფიქრებმა მომიცვა. რამდენიმე დღის წინ ნანახი სიზმარი გამახსენდა და უარესად დავიძაბე. ფილმი ისე დამთავრდა აღარ მიმიქცევია ყურადღება. რეალობაში კარის ჭრიალმა მომაბრუნა და სამსახურიდან ადრე მოსული ილაი გაოცებული თვალებით ავათვალიერე. –რა იყო ასეთი თვალებით რატომ მიყურებ? –უბრალოდ გამიკვირდა ასე ადრე რატომ დაბრუნდი? –დღეს ბარი შედარებით ადრე დაიკეტა, თან ვიფიქრე რაიმე ფილმს ვუყურებდით ან სულაც სადმე გავისეირნებდით. ისედაც სულ სახლში ზიხარ! _ თვალებში ეშმაკუნებმა გაურბინეს ილაის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.