შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული (II თავი)


13-05-2022, 20:27
ავტორი Dream Er
ნანახია 1 682

2
ერთ ჩვეულებრივ, გრილ საღამოს გადავწყვიტე ვახშამი მომემზადებინა. როგორც ყოველთვის ილაი სამსახურში იყო. სახლში მარტო ვიყავი და თავის გასართობად მზარეულობა მოვირგე. მაცივარში პროდუქტებს გადავავლე თვალი. ბევრი არაფერი იყო. კიტრსა და პომიდორს ვტაცე ხელი და სალათის მომზადებას შევუდექი. ბოსტნეული გავრეცხე, საჭრელ დაფაზე პომიდორი მოვათავსე და დაჭრა დავიწყე. დაჭრისას შემთხვევით დანა მიზანს ავაცილე და ცერა თითს მთელ სიგრძეზე ჩამოვუსვი. იმ მომენტშივე იფეთქა თბილმა სისხლმა. „ჯანდაბა“ ჩავილაპარაკე ჩემთვის, ცივი წყლით ჭრილობა მოვიბანე და საოჯახო აფთიაქისკენ ავიღე გეზი. თითი მალე ბინტით გადავიხვიე და დაწყებულ საქმიანობას შევუდექი. რაც "უცნობთან" ცხოვრება დავიწყე ხშირად მიწევდა კერძების კეთება, თუმცა მასავით თითებჩასაკვნეტი არ გამომდიოდა. დაახლოებით ხუთ წუთში სალათი გავამზადე და სამზარეულოს ფანჯარასთან ასვეტებულ, შემოპარულ ბინდში გავიხედე. ილაის მოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ლოდინს დასვენება ვამჯობინე, სამზარეულო მივალაგე, სალათი მაცივარში შევდგი, თაროდან წიგნი შევარჩიე და კიბეებზე მკვირცხლად ავირბინე. საწოლზე კომფორტულად მოვთავსდი. წიგნის რამდენიმე ფურცლის კითხვამ ძილი მომგვარა, მეც თავს არ გავძალიანებივარ და მალე ჩავიძირე.
შუაღამისას კარის ჭრიალის ხმამ შემაღვიძა. მივხვდი ილაი დაბრუნებულიყო სამსახურიდან, ცოტახანს მივაყურადე, მაგრამ აშკარად მარტო იყო. არც ისე კარგად ვიყავი გამოფხიზლებული, ამიტომაც თავი აღარ შემიწუხებია, გვერდზე გადავბრუნდი, საყვარელი ძილის პოზა მივიღე და ძილი განვაგრძე.
იმ ღამეს ისევ შემახსენა თავი სიზმარმა, თუმცა ამჯერად მამაკაცის თაფლისფერი მრისხანე თვალები დავინახე, თან გარემო სისხლით იყო მორწყული. საშინლად გულამოვარდნილი და გაოფლილი წამოვხტი, უმალვე ხელებზე დავიხედე. მალევე გავაცნობიერე გაჭრილი თითიდან მომდიოდა სისხლი. აფორიაქებულმა ვერც კი შევნიშნე გათენებული თუ იყო. კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და დაუპატიჟებლად შემოსულმა ილაიმ ზეწარზე სისხლის ლაქა შეამჩნია და შეშინებული მომვარდა:
–რა გჭირს? სიზმარში წამოიყვირე, ხომ კარგად ხარ? დაშავდი? _ დამაყარა კითხვები ისე პასუხის გაცემაც არ დამაცადა.
–კი კარგად ვარ, უბრალოდ სალათის მზადების დროს თითი გავიჭერი და ძილის დროს ბინტი მომძრობია და ამიტომაცაა ზეწარზე წითელი ლაქა. არაუშავს გავრეცხავ მერე და ფიქრით ისე სიზმრისკენ გადავეშვი.
–მე კიდევ მეგონა რაიმე სერიოზული გჭირდა. _ ღრმად ამოისუნთქა ილაიმ.
ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, ერთ დღეს ილაის ტელეფონზე საუბრისთვის რომ არ მომეკრა ყური: „იმ საქმიდან რა ისმის? კარგი, კიდევ განაგრძე ძიება. რამე სიახლე თუ იქნება შემატყობინე. დროებით“
ამ საუბრის მოსმენისას ვიგრძენი თავიდან ფეხებამდე რაღაცამ დამიარა. სახეზე ალმური მომედო. „ვინ ჯანდაბა ხარ ილაი“ გავიფიქრე და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე საშიშ ტერიტორიას. შევვარდი ჩემს კუთვნილ ოთახში, კარი გაბრაზებით მივიჯახუნე და ლოგინზე დავეხეთქე. იმ მომენტში სურვილი გამიჩნდა ყველაფერი დამელეწა, ნივთები ჩამელაგებინა და ამ კოშმარს მოვშორებოდი, მაგრამ მტერთან სიშორე არაფერს მარგებდა და ამიტომაც ასეთი აზრებით გონება აღარ გადამიღლია. ამ ამბის მერე ილაის მტრად აღვიქვამდი. ვცდილობდი სახლში თავი ამერიდებინა. ილაი გრძნობდა ჩემს ცვლილებას, მაგრამ რაიმეს კითხვას ერიდებოდა. ყოველ მის ნაბიჯს უჩუმრად ვაკონტროლებდი, რომ რაიმე მნიშვნელოვანი არ გამომრჩენოდა. ყოველ შემოსულ ზარს მის ტელეფონზე ყურს ვუგდებდი. დრო ზლაზვნით წინ მიიწევდა, მაგრამ ისევ და ისევ იმ წყეულ ადგილს ვიყავი მიჯაჭვული. რას მალავდა არ ვიცოდი. იქნებ ცივსისხლიანი მკვლელი იყო და გეგმებს აწყობდა როგორ მომიშორებდა თავიდან. ღამღამობით მელანდებოდა ჩემი მოკვლის წყურვილით გულანთებული ილაის თვალებში დანის აჩრდილს, რომელიც ტანჯვით სიკვდილზე მიმითითებდა და მეც შეშინებული საბანში ჩავძვრებოდი ბოლო წუთების მოლოდინში. სახლში მარტო ყოფნა სიმშვიდეს მგვრიდა. თავს უფლებას ვაძლევდი ყველაფერი დამევიწყებინა. მაღალ ხმაზე ვუსმენდი მუსიკებს, ცეკვით შემოვივლიდი ოთახებს, ზერელედ მივალაგებდი, დივანზე ყავით ხელში მოვთავსდებოდი და სრულ ნეტარებასა და განცხრომაში გამყავდა დრო. ხანდახან ფიქრიც შემიპყრობდა ილაიზე, ეჭვმიტანილ მკვლელზე. თუ მართლაც მკვლელი იყო და ჩემს მოკვლას აპირებდა, მაგრამ ჯერ ნდობის მოპოვებას ცდილობდა რომ შემდეგ უფრო სახალისო გამხდარიყო მკვლელობა. მკვლელობა ნადირობას დაემსგავსებოდა. „შეშინებული მსხვერპლი ცდილობს თოფმოღერებულ მონადირეს გაექცეს, მონადირეც ისე აყოლებს თოფს მსხვერპლის მოძრაობას თითქოს საბოლოო ცეკვას ასრულებენო, თუმცა მონადირემ იცის, არ ააცილებს, მხარზე მყარად მიიდებს თოფს, მიზანში ამოიღებს და ხეებს მიეხეთქება ტყვიისა და მსხვერპლის წამიერი კვნესა. ცხოველი მოწყვეტით ჩაეკონება დედამიწას და მისი მუქი, თბილი, სქელი ბლანტი სითხე შეღებავს სიცოცხლისთვის მებრძოლ მწვანედ მობიბინე ბალახს.“
სამზარეულოში ყავას ვიდუღებდი, წამიერად სპორტულებში ჩაცმული წაბლისფერთმიანი გოგო ამესვეტა წინ. ამრეზით შევხედე და მივხვდი ილაის ახალი დროებითი გასართობი იყო.
–უკაცრავად, არ გელოდით. ილაიმ მითხრა დასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ის გვიან ბრუნდებაო. ალბათ თქვენ ხართ მისი და, ხომ?
–არა რაღაც გეშლებათ მე მისი და არ ვარ. უბრალოდ იმ ღამეს ასე აწყობდა.
–გასაგებია! _ თავი ჩახარა შეფიქრიანებულმა
–აბა როგორი ღამე გქონდათ? საწოლში კარგია? _ დამცინავად თვალი თვალში გავუყარე. ამაზე ცოტა დაიმორცხვა.
–უკაცრავად, სულ გამოვშტერდი. გაგეცნობით! მე ევა ვარ, ბარში მიმტანად ვმუშაობ.
–ანუ შენ და ილაი ერთად მუშაობთ. _ ჩავუღიმე
–თქვენზე რას მეტყვით?
–არ არის საჭირო ჩემზე რამე იცოდე ძვირფასო, ისედაც დაკმაყოფილებული ხარ! _ ცინიკურად გავუღიმე და სამზარეულოდან გამოვედი.
ნუთუ ეს ეჭვიანობა იყო და მე სტოქჰოლმის სინდრმით დავავაადდი?
–ილაის რამდენი ხანია იცნობთ? _ ისევ ეს მომაბეზრებელი გოგო და მისი უაზრო კითხვები
–რამდენიმე თვეა. _ მივუგდე პასუხი
–თქვენზე არასდროს უსაუბრია ბარში. ერთი წელიწადია რაც ბარში მუშაობს ღამღამობით. მისი ცვლა საღამოს ცხრა საათზე იწყება და ღამის ოთხზე სრულდება. მე ორი თვეა მიმიღეს. საქმეს კარგად ვუმკლავდები, ღამისთევა არ მიჭირს. რაც შეეხება ილაისა და ჩემ შორის, ჯერჯერობით არაფერი ხდება, მაგრამ გამოგიტყდები და მე ის მომწონს, საოცრად სექსუალურია. _ ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ქვედა ტუჩზე ნაზად იკბინა, ეტყობა მისი სხეული წარმოიდგინა. მე კი ამ სიტყვების გაგონებისას შინაგანმა სიმხურვალემ დამიარა: „ოჰ, როგორი სიამოვნებით მიგასხმევინებდი ტვინს!“ გავიფიქრე ჩემთვის.
მალე ილაიც შემოვიდა. უაზროდ დაგვიქნია თავი და მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო. ეს მისი დილის რიტუალივით იყო. გაღვიძებისთანავე ხალათით შეფლატუნდებოდა სამზარეულოში და ერთ ჭიქა ცივ წყალს გადაჰკრავდა და წამიერად მოფხიზლდებოდა, რიტუალამდე ზომბს ჰგავდა გახელილი თვალებით.
–დილამშვიდობისა ქალბატონებო! _ უკანალზე ხელის წამორტყმით მიესალმა ევას. აშკარად შევატყე ღამის დროებით გოგოდ თვლიდა, თუმცა რა იცოდა ევას გულში რა ცეცხლი გიზგიზებდა.
–საუზმეზე რას მიირთმევ საყვარელო? _ ევამ თბილად გაუღიმა ილაის.
–დილით ვერ ვსაუზმობ. მარტო ყავას მივირთმევ!. _ სიტყვა მიუგდოსავით ილაიმ.
–ლილია იცი, მე და ევა ერთ ბარში ვმუშაობთ და ვმეგობრობთ კიდეც _ უცებ მომიბრუნდა
–„ვხედავ რანაირი მეგობრებიც ხართ. არ ვიცოდი თუ მეგობრებსაც იგორებდნენ საწოლში და თან მხოლოდ ერთი ღამით ერთობიან მისით!“ რეალურად ეს მინდოდა მეპასუხა, მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ მოკლე პასუხს დავჯერდი.
–ჰო ვიცი, მეჭორავა უკვე! _ ირონიულად ჩავიღიმე.
ყავა ერთად დავლიეთ. ვგრძნობდი როგორი სიყვარულით უყურებდა ევა. საშინლად გამაღიზიანებელი იყო. ნუთუ მეც ეს მელოდა?! მომნუსხავდა, თავბრუს დამახვევდა, საწოლში შემითრევდა და მეც გრძნობებს აყოლილი მივენდობოდი. ჩვენი სხეულები გაერთიანდებოდნენ და სიამოვნებამინიჭებული ორივე უფრთოდ გავფრინდებოდით. და რა იქნებოდა დილით?! ან მომკლავდა და ჩემს სხეულს სადმე ჩამარხავდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ყველა გრძნობასთან ერთად ეჭვიც მღრღნიდა, განსაკუთრებით მოსმენილი საუბრის მერე, მაგრამ თავს ვაიმედებდი: “იქნებ სულაც არაა ცუდი ადამიანი?“
ევამ მალევე დაგვტოვა. მე და ილაიმ მშვიდად განვაგრძეთ საუზმობა. უცებ მისი მობილური აწკრიალდა. ბოდიში მოიხადა და თავისი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა. მეც საუზმეს თავი ვანებე და ჩუმად უკან გავყევი. სამწუხაროდ დახურულ კარს მიღმა სიტყვების გარჩევა გამიჭირდა, თუმცა რამდენიმეს მაინც მოვკარი ყური. ყურმილი დაკიდა და კარის სახელური გადაატრიალა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. თვალმოუშორებლივ ვუყურებდი თანდათან როგორ ეცვლებოდა მიმიკა. მეც ვიგრძენი სახეზე წამოჭარხლება. მთელი სხეული მიდუღდა. ცოტაც და დაგროვილ ემოციებს ნარწყევივით ამოვანთხევდი.
–ეს ყველაფერი რას ნიშნავს ილაი? და საერთოდ ვინ ხარ? _ აშკარად ტონს ავუწიე. ბარემ შენ წინ ვდგავარ, მიდი მომკალი! ხელს რა გიშლის?
–შენ...ეს...
–რა მე ეს? არ ელოდი რომ გავიგებდი შენი ბინძური გეგმების შესახებ, არა?! მეზიზღები! ვერ გიტან! ცივსისხლიანო მკვლელო! ჩემი ნდობის მოპოვებას ცდილობდი მთელი ამდენი ხნის მანძილზე, თან მსწავლობდი. გინდოდა ჩემი სუსტი წერტილი გეპოვა რომ უფრო ადვილად ჩაგერტყა ჩემთვის დანა ბინძურო ღორო! _ სახეში შევაფურთხე. ხმაც კი არ გაუცია ჩემთვის.
–ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ. გთხოვ გამიგე, ახლა ვერ გაგიმხელ.
–არ მაინტერესებს! შენთან ერთი წამითაც კი აღარ გავჩერდები! დანახვაც კი გულს მირევს! _ კიბეები სასწრაფოდ ჩავირბინე, კარი ხმაურიანად გავიჯახუნე და ზაფხულის სიცხეში სწრაფი ნაბიჯით უმისამართოდ მივდიოდი.
ვსეირნობდი და მომხდარს ვაანალიზებდი. ბოლო ზარი მის ტელეფონზე უკვე ზედმეტი აღმოჩნდა ჩემთვის. ყველაფერი ერთდროულად დაგროვდა და თითქოს ვიღაცამ ფეხი დაადგაო, ისე გასკდა. დავდიოდი იქამდე, სანამ ფეხების ტკივილმა არ შემაწუხა. დასასვენებლად ბარში შევედი. ოფიციანტმა გოგონამ მკვირცხლად მოირბინა და ღიმილიანი სახით მკითხა:
–რას ინებებთ?
–ერთი ბოთლი არაყი მომიტანეთ, თუ შეიძლება. _ ნაძალადევად გავუღიმე გოგონას. იმ მომენტში ალკოჰოლური სასმელი ჩემთვის მისწრება იქნებოდა. მასში ჩავახრჩობდი გრძნობებს. ალკოჰოლმა საკმაოდ შემათრო. გარშემო ყველაფერი უხარისხო კამერით გადაღებულს ჰგავდა. სკამიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ გარემომ ბრუნვა დაიწყო. გულის რევის შეგრძნებამ შემომიტია. როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ფეხარეულმა გასასვლელ კარს მივაგენი. მართალია, გასვლისას რამდენიმე მაგიდას დავეჯახე და ალბათ ჭურჭელიც დავამტვრიე, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა. გახურებულ სხეულს ოდნავი გრილი ჰაერიც კი შვებას მოჰგვრიდა.
ზაფხულის ხვატის გამო საერთოდ არ გრილოდა. სიცხემ უარესად შემაწუხა, ცივმა ოფლმა დამიცვარა კანი. ფიქრით ილაის მივწვდი „ალბათ დადის და მეძებს. ჰო, მეძებოს რამდენიც უნდა, მასთან აღარ დავბრუნდები!“ გავიფიქრე მე და წამით შეხებამ შემაკრთო.
–ცუდად ხართ გოგონი? თუ გნებავთ სასწრაფოს გამოვიძახებ ან უკეთესი სახლამდე მიგაცილებთ.
–სახლში მისვლას არ ვაპირებ! ყველგან წავალ, ოღონდ სახლში არა!
–ჩემი მანქანა აქვეა გაჩერებული. წამობრძანდით. _ თავაზიანი ჩანდა ჩემდამი. კარები დისტანციური მართვის პულტით გახსნა. უკანა კარის სახელურს ხელი წავავლე გასაღებად და ვერც კი შევამჩნიე მამაკაცი ჩემს ზურგსუკან თუ იდგა.
წამით ცხვირმა ქლოროფორმის ხსნარის სუნი იგრძნო და გონებაც დავკარგე.
გაბრუებულმა გავიღვიძე. პირი მიშრებოდა და ყველა კუნთი მტკიოდა. თვალის გახელა ვცადე, მაგრამ ქუთუთოები ისე დამძიმებულიყო, თითქოს გირები დაკიდესო. ძალა მოვიკრიბე და როგორც იქნა თვალები ავახილე, თუმცა მალევე მივხვდი აზრი არ ჰქონდა. გარშემო სიბნელე გამეფებულიყო. მხოლოდ ოდნავ, სადღაც პატარა ჭუჭრუტანიდან შემომავალი სინათლე ირიბად კვეთდა უკუნეთს.
ნელა წამოვიწიე, ბარბაცით ფეხზე დადგომა ვცადე, რათა ოთახი ხელისცეცებით მაინც აღმექვა. პატარა ოთახს ჰგავდა რკინის კარით. დაახლოებით საკნის მსგავსი, მაგრამ უფანჯრო.
–მომიტაცეს! არა არა, არ არსებობს...გამომიშვით... _ მეგონა ხმის იოგები დამიწყდებოდა ყვირილისას. თავგანწირვით ვყვიროდი. უშვერ სიტყვებს ვაფრქვევდი, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა.
ეს ილაის გაკეთებული იქნება! ნამდვილად მისი ნახელავია! ილაი იცოდე სადაც გნახავ იქვე ჩაგაძაღლებ მოღალატე! ყვირილი კარის ურდულის ხმამ შემაწყვეტინა:
–რა იყო პატარავ, ხომ არ მოიწყინე? _ სახეს ვერ ვხედავდი თვალებში მონათებული ფანრის შუქის გამო, თუმცა ვიგრძენი მისმა აღგზნებულმა მზერამ ტანზე როგორ ამიარ–ჩამიარა.
–რა გინდა დამპალო, იმას მაინც ვერ მიიღებ რაც მაგ ტვინში გიტრიალებს ღორო!_ ვცდილობდი შიში მოჩვენებითი უშიშრობით დამეფარა. გამჭოლი სინათლის მიუხედავად ოდნავ მაინც გავარჩიე მისი აღნაგობა. საკმაოდ დაკუნთული იყო, რომ დასჭირვებოდა ერთი შემორტყმით ძირს დამანარცხებდა და მისაღებს მაინც მიიღებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად გაუნძრევლად იდგა და ალბათ მის წარმოსახვაში უკვე სრულიად შიშველი მის წინ ვიწექი.
რამდენ ხანს ვიჯექი იმ სასწაულ ოთახში თვლა ამერია. საშინლად მშიოდა და მწყუროდა. ძილსაც ვერ ვახერხებდი კუჭი ისე ხმაურობდა. მხოლოდ ერთხელ საღამო ხანს ისევ გაისმა ურდულის ხმა და შავ სამოსში ჩაცმული ქალი შემოვიდა ლანგრითა და ლამპრით ხელში. ცოტაოდენი სინათლის დანახვამ შვება მომგვარა. ქალს მბჟუტავ სინათლეზეც ეტყობოდა ხანშიშესულობის დამახასიათებელი ნაოჭები. თხელი ტუჩები მუქ ვარდისფრად მეჩვენა, ან ტუჩსაცხი ესვა ან უბრალოდ ასეთი ფერის დაჰყვა დაბადებისას. გამოლაპარაკება ვცადე, იქნებ რამე მაინც დასცდენოდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელი ამელაპარაკებინა. მხოლოდ გასვლისას რაღაც ჩაიბუტბუტა ჩემთვის უცნობ ენაზე და ისევ აღმოვჩნდი ოთხ კედელს შორის მომწყვდეული, თუმცა საბედნიეროდ სიბნელეში აღარ მომიწევდა ყოფნა.
იქვე რკინის კართან დადებული ლანგარი გამომწვევად მიყურებდა. მე კი ნერწყვს ნერწყვზე ვყლაპავდი. შეჭმის მეშინოდა. იქნებ მოწამლული ყოფილიყო ან უბრალოდ ძილის წამალი გაერიათ მასში, დამაძინებდნენ და ღმერთმა უწყის რას მიზამდნენ. შავ სამოსიანის გასვლიდან ალბათ ასე თხუთმეტი ან ოცი წუთი გასულიყო კართან ისევ ის ცალტვინა მამაკაცი გამოჩნდა. სინათლეზე ოდნავ გარკვევით დავინახე მისი სახის ნაკვთები და მარცხენა ლოყაზე უზარმაზარი ჭრილობის კვალი. აშკარად ნაცნობი სახე ჰქონდა, ოღონდ ვერ ვიხსენებდი საიდან.
–ვხედავ არ მოგეწონა ჩვენი გამოგზავნილი ფიები. _ მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ჭამე თორემ გაძვალტყავებული მას არ მოეწონები.
–ვინ მას? რას მიპირებთ? _ ცხარე ცრემლმა დამისველა ლოყა.
–ყველაფერს თავის დროზე გაიგებ! _ თვალი ჩამიკრა და კარში გაუჩინარდა.

ტირილით დაღლილს და მშიერს ძილი მალე მომერია. სწორედ იმ ღამეს ძილში რაღაც უჩვეულო ვიგრძენი. შეგრძნება მქონდა თითქოს ადუღებული წყალი გადამასხეს. მამაკაცის სახემ ყველაფერი წამიერად გამახსენა: ო, ღმერთო ჩემო, ჩემი სიზმარი. ახლა მივხვდი რასაც ნიშნავდა. ძილგამტკბარმა ვერც შევამჩნიე ჩუმად შემოპარული სახენაიარევი:
–გაემზადე ხვალ დილით გავდივართ. _ ისე მითხრა თითქოს მისი მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი და დილით ადრიანად დასასვენებლად მივდიოდეთ მთელი ოჯახი და ბარგი მქონდა ჩასალაგებელი.
–არსად არ მოვდივარ და ძალითაც ვერ წამიყვანთ! _ ისევ ეს მოჩვენებითი სიმამაცე.
–ლამაზო შენ არავინ გეკითხება ჩვენ რას ვიზამთ! თვალი ჩამიკრა და ხელი შესახებად გამოსწია
–ხელი გაწიე ბინძურო, აყროლებულო ღორო! არც კი გაბედო შეხება, თორემ ამას განანებ!
--აჰაჰა, ნუ მაცინებ, ესეიგი მანანებ, ხომ?! _ გულიანად გადაიხარხარა ნაიარევსახიანმა. "თურმე მანანებს" სიცილით გაიხურა კარი და ისევ დამტოვა ჩემს თავთან მარტო.



№1  offline წევრი Koala°

Sainteresoa imedia gaagrdzelebt❤️

 


№2  offline წევრი Dream Er

Koala°
Sainteresoa imedia gaagrdzelebt❤️

კი აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent