შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„მალული ტრფობა“ თავი მეორე.


17-05-2022, 01:26
ავტორი აიშე
ნანახია 9 172

ჩემო აიშეგიულ, ახლა გაგიკვირდება თუ გეტყვი წავიკითხე, ვიცანი, ყველაფერს მივხდი და ძალიან ვნანობ მეთქი? არ გაგიკვირდეს რადგან ყბედი ადამიანი ვარ. ლაჩარი ვარ, არ მოვედი და არ გითხარი რომ მეც კარგი მატყუარა ვარ, არ გითხარი რომ მეც მიყვარხარ და დიდ გრძნობას ვმალავდი გულში გახსოვს მეორე შეხვედრისას თმა როგორ შევისწორე შენს დანახვაზე? ჩაიცინე და გაიარე. მეგონა არაფერი გამოვიდოდა. დამავიწყდა, რომ „თუ ქალი არ გიყურებს არ ნიშნავს რომ ის ვერ გხედავს.“ მეც კარგად მახსოვს ჩვენი ტანგო და ჩვენი ზაფხული. გულს მიკლავდა ფაქტი რომ ჩემს მეგობარს მოეწონე და ასე ღიად გამოხატავდა ყველაფრს, მეგონა შენც მოგეწონა და გული ორად მქონდა გაყოფილი, ნეტა იცოდე რა ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე, რომ მას არც კი დალაპარაკებიხარ არამცთუ გაგიხედავს მისკენ. აიშეგიულ შენი ყველა ჩამოსვლა დიდ დღესასწაულად მეჩვენებოდა. იცი ჩემი შენდამი წამიერი გამოხტომა მხოლოდ იმას უკავშირდებოდა რომ სათქმელი ბოლომდე ვერ მომქონდა, თურმე როგორ გამიწამებიხარ. ნეტა ახლა შენათნ ჩამახუტა. ვკვდები ისე მინდა შენი ბაგეებით ტკბობა, ნეტა აქ იყო, ნეტა ერთად ვიყოთ. აიშეგიულ ამაღამ უთქმელ აღსარებას გაბარებ. იცი იმ ღამით რატომ არ შემოვედი ელისთან? როცა დაგინახე მურათის მანქანიდან როგორ გადმოხვედით ტკბილეულით ხელში ვიეჭვიანე წავედი და ვინც კი შემხვდა ყველაზე ბრაზი და ბოღმა ამოვანთხიე.
რამდენი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ნეტა რა იქნება რომ გნახავ, თუმცა მე ვიცი რასაც ვიზამ გულში ისე ჩაგიკრავ რომ ვეღარ გამექცევი, ნეტა შენ რა რეაქცია გექნება.
მალე შეგხვდები. იქამდე მოვალ შენთან სანამ თვალს გაახელ აიშეგიულ, ჩემო აიშეგიულ, იცი? ჩემგან შორს არ ხარ, გულზე ხელს რომ ვიკრავ, გეხები.
ალბათ ბედმა ისე გადაწყვიტა, რომ შენს გარეშე გზა არ არის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent