შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 26 თავი


18-05-2022, 10:46
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 439

აივნის მოაჯირზე ზურგით მიყრდნობილი ნასვამი ლაშა სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა სკამზე მჯდომ სახე გადაფითრებულ ცოლს
-თათია? კარგად ხარ?- ინტერესით ჰკითხა და ცივი მზერა მის ოდნავ ათრთოლებულ თითებს მიაყინა
-კარგად ვარ-უმისამართოდ დაიჩურჩულა აღელვებულმა გოგონამ თან ისე რომ მისთვის არ შეუხედავს
-ცუდად გამოიყურები-ეჭვნეულად უთხრა ლაშამ და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა. თათიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ერთი წამით მიიხედა მისკენ. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა- სახეზე ფერი არ გადევს- ბრაზნარევი ტონით განაგრძო დაწყებული, თათიასთვის უსიამოვნო საუბარი ლაშამ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა
-უკვე მეოთხე ღერს ეწევი-უკმაყოფილო ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და მზერა აარიდა მის მონგრეულ სახეს
-ისე მეუბნები, თითქოს ამას შენთვის რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს-ცინიკური ტონით უთხრა ლაშამ და აკანკალებილი თითებით სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ლურჯი, მკვლელი კვამლი უმისამართოდ გააბოლა
-ასე რატომ მელაპარაკები?!-მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა თათიამ და მისკენ მიიხედა
-საამისო მიზეზი მაქვს-დაუღრინა ლაშამ და წამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი
-ლაშა...-რაღაცის თქმა დააპირა მისი ზედმეტი სიახლოვით აფორიაქებულმა გოგონამ, მაგრამ გაღიზიანებულმა ბიჭმა ხმის ამოღების უფლება არ მისცა. მაშინვე ტუჩებზე მიადო ცივი თითები და გამომწვევი ტონით, უმისამართოდ დაიჩურჩულა
-ჩშშ- შემდეგ ოდნავ დაიხარა და ცხვირის წვერი საფერთქელზე გაუხახუნა სახე ალეწილ გოგონას- გგონია ვერაფერს ვხვდები?-აგრესიული ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა- უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული გოგონა და მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან
-ჯერ კიდევ განქორწინებაზე ფიქრობ?! ხომ ასეა?- ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა
-ამ მდგომარეობაში შენს გამო ვართ!- მაშინვე ფეხზე წამოდგა თათია და მზერა გაუსწორა მის წაშლილ სახეს
-გგონია გაგიშვებ?-გამოსცრა კბილებში ლაშამ და სახეზე წამიერად ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა
-მაშინ წავალ როცა ეს მე მომინდება და ამაში შენ ხელს ვერ შემიშლი!-ავარდა თათია
-წასვლის უფლებას არ მოგცემ!-მბრძანებლური ტონით უთხრა გაბრაზებულმა ბიჭმა და მომენტურად წელზე შეუცურა ძლიერი ხელი, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მიიკრო მისი სიფრიფნა სხეული და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-არასდროს გაგიშვებ!
-მე შენი საკუთრება არ ვარ...-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ და გაბედულად მიაჩერდა სახეში
-ხაარ!- მომღიმარი სახით უთხრა ლაშამ და წამში გაფანტა მათშორის არსებული დაძაბულობა
-არანორმალური ხარ!-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა
-შენ მაგიჟებ!-წამოენთო უცებ ლაშა და მაშინვე მკლავებშორის მოიმწყვდია აფართხალებული გოგონა
-მტკივა!- მშვიდი ტონით უთხრა თათიამ და ისევ სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი ძლიერი ხელებიდან თავის დახსნა
-ჩემთან ყოფნა რატომ აღარ გინდა?!- ინტერესით ჰკითხა ლაშამ და ზემოდან დააცქერდა წაშლილი სახით
-უკვე აგიხსენი!
-ასე იმ ნაბ.ჭვრის გამო იქცევი არა?- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი
-არ გაბედო! არ გაბედო კიდევ რამის თქმა!- ზიზღით უთხრა აფორიაქებულმა გოგონამ და კიდევ ერთხელ გაუწია წინაადეგობა
-ამის დედასაც შევ.ცი ამის დედაც-უმისმართოდ შეიგინა გაცოფებულმა ბიჭმა და მისი წინააღმდეგობის გაწევით გაღიზიანებულმა, მაშინვე კედელთან მიიმწყვდია აფართხალებული გოგონა- მაშინ ამიხსენი ასე რატომ იქცევი- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-ეს ქორწინება თავიდანვე შევდომა იყო- ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და თავი ოდნავ გვერდზე მიატრიალა, რადგან უკვე ვეღარ უმკლავედებოდა მოწოლილ ცრემლებს. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელით მოცულ სივრცეში რომელიც ლაშას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია
-შენი დაკარგვა არ მინდა-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა
-ლა შა...
-ჩშშ... არაფერი თქვა-უბრძანა ვნება მორეულმა ბიჭმა და მუეცრად ტუჩებზე დააცხრა.
-არ გინდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ სახე მონგრეულ ბიჭს როგორც კი ის შესაძებლობა მიეცა და აწყლიანებული თვალებით ჩააცქერდა ცივ, ცარიელ ჩამქრალ სფეროებში
-შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?-ავარდა უეცრად ლაშა
-ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ!- მკაცრი ტონით უთხრა თათიამ და მოდუნებული ხელებიდან გაუსხლტა
-ხვდები რას მეუბნები?-წამოენთო ლაშა და უკან მიჰყვა საძინებლში შესულ გოგონას რომელსაც რამდენიმე ნაბიჯში დაეწია, მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ შეატრიალა
-ვხვდები!-მტკიცედ უთხრა თათიამ და მთელით ძალით სცადა გამკლავებოდა მოწოლილ სიმწრის ცრემლებს
-ვცდილობ ყველაფერი გამოვასწორო
-უკვე ძალიან გვიანია
-თათია-გამოსცრა კნილებში გაბრაზაბულმა ბიჭმა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა აღელვებული გოგონა- ასე რატომ იქცევი შეგიძლია ამიხსნა?-ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-ამ ყველაფერის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ და შენ ეს კარგად იცი!
-ამ ყ..ბა ფრაზას უკვე ათასმეერთედ ვისმენ!-ავარდა ლაშა- სიმართლე მითხარი!
-ხელი გამიშვი!
-რას მიმალავ?
-არაფერს გიმალავ
-თათია!
-ლაშა გთხოვ
-მითხარი!
-გეყოფა
-ამის დედასაც შევ.ცი
-გეყოფა
-თათია
-გამიშვი მტკივა-წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა თათიამ, რამაც მისდა გასაკვირად, ლაშაზე გავლენა მოახდინა და იმავე წამს გაუთავისუფლა ხელი სახე მონგრეულმა ბიჭმა
-ძალიან გატკინე?-დაინტერესდა ლაშა როცა თათიამ მაჯა მოისრისა
-თავი დამანებე!-ნაწყენი ტონით უთხრა გოგონამ როცა აღელვებული ბიჭი მიუახლოვდა და მისი შეხება სცადა
-ეს განზრახ არ გამიკეთება-წამოენთო ლაშა
-შენ ყოველთვის ტკივის მაყენებ! მერე კი ცარიელი სიტყვებით ცდილობ ყველაფერის გამოსწორებას!- ასლუკუნდა თათია- უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა გესმის? დავიღალე!
-შენ უბრალოდ წასვლის მიზეზებს ეძებ...
-ასე არაა-მაშინვე უარყო მისი ნათქვამი თათიამ
-ასეა!- ბოლო ხმაზე უყვირა გაცოფებულმა ლაშამ-არასდროს გიცდია ჩემი გაგება... გგონია რომ მე არ გამაჩნია გრძნობები...
-ერთადერთი რასაც რეალურდ გრძნობ და განიცდი ეს დანაშაულის შეგრძნება ხატიას წინაშე, რომლის გამოწორებას ჩემთან ცდილობ!- ავარდა თათია
-ხატია?! -შეიცხადა ლაშამ- ხატია მხოლოდ წარსულია...
-მე ასე არ ვფიქრობ, შენ მხოლოდ ჩემში დანახული ხატია გიყვარს!
-რატომ არ გესმის ეს დედა მოტყნ.ლუ რომ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ!-აყვირდა ლაშა და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი. უეცრად ძლიერად შემოაჭდო წვრილ წელზე ძლიერი ხელები დაბნეულ ცოლს და ტუჩებზე დააცხრა. თათიას მისთვის წინაადეგობა არ გაუწევია უარესად რომ არ გაეღიზიანებინა ისედაც გაგიჟებული ბიჭი, თუმცა როგორც კი ლაშამ საწოლისაკენ წაიყვანა, საშინლად დაიძაბა. უარესი დაემართა როცა გადააწვინა და ზემოდან მოქცეული სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა
-ლაშა-აღმოხდა აღელვებულ გოგონას
-მჭიდები-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა ბიჭმა და იმავე წამს ყელზე მიაწება მწველი ტუჩები
-ლაშა გთხოვ გამიშვი-მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა სასოწარკვეთილმა გოგონამ, რის გამოც გაღიზიანებული ბიჭი ზემოდან დააცქერდა წაშლილი სახით- ცუდად ვარ- აუხსნა თათიამ და დაძაბული დაელოდა მის პასუხს. ლაშამ არაფერი უპასუხა სწრაფად წამოდგა საწოლიდან თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-რა გჭირს?-კარგა ხნის მერე ცინიკური ტონით ჰკითხა და თავზე წამოადგა საწოლზე მჯდომ ხელებაკანკალებულ გოგონას
-უბრალოდ თავი ცუდად ვიგრძენი
-გინდა ექიმთან წავიდეთ?-ირონიით შესთავაზა ლაშამ
-არა კარგად ვარ-იაუარა თათიამ და არეული მზერით ახედა ეჭვნეულად მომზირალ ბიჭს
-ახლა უკეთ ხარ?-ისევ ირონია გაერია ხმაში ლაშას
-ოდნავ-ჩწყდარი ხმით უთხრა თათიამ და მაშინვე ფეხზე წამოვარდა აღელვებული და გიჟივით შევარდა საბაზანო ოთახში სახეზე ხელებაფარებული.
ლაშა დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და მოუთმენლად ელოდა თათიას გამოსვლას სააბაზანო ოთახიდან
-უკეთ ხარ?-მაშინვე ეს კითხა როგორც კი სახე გადაფითრებული გოგონა გამოვიდა და თავზე წამოადგა, თათიამ არაფერი უპასუხა მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ნაბჯი გვერდზე წადგა რომ მისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ლაშა ისევ წინ გადაეღობა და დაჟინებული მზერით მიაჩერდა სახეში-ორსულად ხარ? -კარგა ხნის სიჩუმის მერე აგრესიული ტონით ჰკითხა და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ბოლო ხმაზე უღრიალა-ორსულად ხარ-მეთქი?- თვალებაწყლიანებულმა გოგონამ ვერც ამჯერად შეძლო ხმის ამოღება და მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-ამის დედაც- უმისამართოდ შეიგინა ლაშამ და იგივე ტონალობით განაგრძო კითხვების დასმა, თითქმის ატირებული გოგონასთვის- რამდენი ხანია რაც იცი?
-უკვე ერთი კვირაა-ჩამწყდარი ხმით, გულწრფელად უპასუხა თათიამ და თავი დახარა რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას
-რამდენი კვირის ხარ?
-6-ის
-აქამდე რატომ არ მითხარი არაფერი?
-მე უბრალოდ...-დაიბნა თათია და ხმა ჩაუწყდა
-რატომ მიმალავდი?-დაინტერესდა ლაშა და ატირებული ცოლისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ბოლო ხმაზე უღრიალა- კითხვაზე მიპასუხე!- რის გამოც მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -მთელი ეს დრო რატომ მიმალავდი-მეთქი- აფეთქდა ლაშა
-საჭიროდ არ ჩავთვალე მეთქვა-ძლივს გასაგონად თქვა თათიამ და აწყლიანებული თვალები ერთ წერტილს გაუშტერა
-განქორწინებაზე ლაპარაკი ასე მოულოდნელად იმიტომ წამოიწყე? გინდოდა სანამ სიმართლეს გავიგებდი შენი ოსულობის შესახებ განქორწინების საქმე წამოგეწყო არა?-აყვირდა ისევ ლაშა
-ასე არაა
-მამაშენს რომ შენთვის იმ სახლში დარჩენის უფლება მოეცა განქორწინების საფუთებს მომაყრიდი სახეში ხომ ასეა?
-......
-ან იქნებ დრო იმაზე საფიქრელად გჭირდებოდა რომ გადაგეწყვიტა აჩუქებდი სიცოცხლეს თუ არა ამ უმწეო პატარას?
-....
-ჩემი დასჯა მისი მოშორებით გინდოდა?
-ავადმყოფი ხარ... არანორმალური შეშლილი-ყვირილით უთხრა თათიამ და გიჟით გავარდა საძინეიდან. მაშინვე ნიკას დაურეკა და მისვლა სთხოვა.
-დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება-გაამხნევა ნიკამ მანქანაში მჯდომი ატირებული გოგონა და სახლის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა
-მის გვერდით ყოფნა აღარ მინდა-სლუკუნით უთხრა თათიამ ძმას და შეშინებული თვალებით მიაჩერდა სახეში
-თუ არ გიყვარდა ცოლად რატომ გაყევი ეს დედა მოტყ.ული-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და მანქანიდან გადასვლისას კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა რომ თათია ადგილზე შეხტა შიშისგან.
-არ გადმოხვალ?- მოულოდნელად შეეხმიანა ფიქრებში წასულ, გარინდებულ გოგონას გაღიზისნებული ბიჭი და კარი გაუღო
-მგონი ჯობია უკან დავბრუნდეთ-სლუკუნით უთხრა თათიმ ძმას და უცნაური მზერით გახედა აივანზე მდგომ გიგას
-ნუ გეშინია რაფერს გეტყვის -დაამშვიდა ნიკამ ტირილისგან თვალებდასიებული გოგონა და ეზოში შეიყვანა. გიგამ სიტყვის უთქმელად ზურგი აქცია მას და სახლში შევიდა. თათიას რაღაცნაირად გული ეტკინა ისეთი განცდა დაეუფლა რომ იმედები გაუცრუა ამ ბედის უკუღმართობიგან თუ თავისივე სასტიკი ხასიათის გამო დატანჯულ კაცს. შემდეგ ძმისკენ მიიხედა და დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში
-მამა გიყვარს?- ინტერესით ჰკითხა და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს. ნიკამ მის კითხვას დუმილით უპასუხა და სახლისკენ წავიდა. ის ღამეც თეთრად, ტირილში გაათენა თათიამ, მხოლოდ გამთენიისასღა ჩაეძინა. შუადღისით ნიცას ფერებამ გააღვიძა, ძლივს მოვიდა აზრზე რადგან საშინლად გაბრუებული და დათრგუნული იყო, თუმცა მონატრებული დიშვილის კოცნამ, ჩახუტებამ და ფერებამ მალევე მოიყვანა ხასიათზე
-ლაშა აქაა-ხმაურზე მის ოთახში მოწყენილი სახით შევიდა თიკა
-როდის მოვიდა?
-დილით
-ალბათ უკვე ყველას უთხრა ჩემს ორსულობაზე-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში დაძაბულ გოგონას, თიკამ არაფერი უპასუხა მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი
-შენს ოთახში იყო წეღან შემოსული
-რა უნდოდა
-უბრალოდ თმაზე გეფერებოდა
-ავადმყოფი
-რეალურად არასდროს გყვარებია ხომ ასეა?
-შენც მე მადანაშაულებ?-აფეთქდა თათია
-ვცდილობ დაგეხმარო რომ შენს რეალურ გრძნობებში გაერკვიო
-ეს არაფერს შეცვლის...პირიქით ყველაფერს უფრო გაართულებს...
-რადგან ლაშას მიმართ საერთოდ აღარაფერს გრძნობ?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა
-კარგი.
თათია მთელი დღე საშინლად დაძაბული და გაღიზიანებული იყო, რადგან ლაშა ისე იჭერდა თავს თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარიყოს წინა ღამეს მათ შორის.
-მინდა რომ წახვიდე-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ როგორც მარტოები დარჩნენ ვახშმის მერე სუფრასთან
-მართლა გგონია რომ აქ, მარტო დარჩენის უფლებას მოგცემ?-ცინიკურო ტონით ჰკითხა ლაშამ
-მგონი გავიწყდება რომ ეს ჩემი სახლია! აქ დასარჩენად შენი ნებართვა არ მჭირდება
-გჭირდება და შენ ეს კარგად იცი- გამომწვევი ტონით უთხრა ლაშამ და მისკენ გადაიხარა, სახეზე ჩამოყრილი ოქროსფერი თმა მხარს უკან ნელა გადაუწია და მომანტალურად მიაწება ცხელი ტუჩები ყელზე
-რას აკეთებ-დაფრთხა უეცრად თათია და ფეხზე წამოვარდა
-მორჩით ვახშმობას ბებია?- იმ წამს აფორიაქებულ წყვილს იმ წამს სამზარეულოდან გამოსული თინა
-დიახ...ყველაფერი ძალიან გერიელი იყო-გაუღიმა ლაშამ და ფეხზე წამოდგა თან ისე რომ თათიას დაჭერილი სუსტი მაჯისთვის ხელი არ გაუშვია
-ამაღამ აქ რჩებით ხომ?-დაინტერესდა თინა
-კი აქ ვრჩებით-ისევ ლაშამ უპასუხა და მობრუნებულ გოგონას კიბეებზე აჰყვა
-იმედია არ ფიქრობ რომ მე და შენ ერთ ოთახში დავიძინებთ-მკაცრი ტონით უთხრა თათიამ როცა მეორე სართულზე ავიდნენ
-სწორედ მაგას ვფიქრობ-ირონიული ღიმილით უთხრა ლაშამ და სანამ აფორიაქებული გოგონა აზრზე მოვიდოდა საძინებელში ძალდატანებით შეიყვანა, მომენტალურად მიხურა კარი და გსაღებით ჩაკეტა შიგნიდან
-ახლავე გააღე-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და იგრძნო როგორ შეეპარა ტირილის ნოტები ხმაში
-ამაღამ მე და შენ, აქ, ერთად დავიძინებთ-საწოლზე მიუთითა ლაშამ და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
იმის მიუხედავად რომ თათიას საშინლად არ უნდოდა ლაშასთან ერთად მარტო დარჩენა, მითუმეტეს მის გვერდით დაძინება, იძულებული გახდა რომ მის ნებას დამორჩილებოდა, რადგან ამ ეტაპზე სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. მეორე დღეს რამდენჯერაც მის ორსულობაზე სცადა თათიამ საუბრის დაწყება ლაშამ უფლება არ მისცა
-როგორც ჩანს ყველაფერი არასწორად გავიგე, ხომ იცო მთვრალი ვიყავი-მხოლოდ ეს უთხრა თავის მართლების მიზნით და თემა დახურა. შესაბამისად თათიას კვლავ იძულებული გახდა მის სახლში დაბრუნულიყო თავისივე ნებით, რადგან მისი ოჯახის წევრები განსაკუთრებულს და საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ იმაში რაც მასსა და ლაშას შორის ხდებოდა. თათიას ორსულობის ამბავი განზრახ მტკივნეულად მიახალა მაიამ, დილით, სასაუზმოდ ჩასულ ჯერ კიდევ გუშინდელი მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან გაბრებულ ბიჭს, რომელიც ლუკმა ყელში გაეჩხირა
-ჯერ ჭამა მაინც დაგეცდია ბავშვისთვის-უსაყვედურა თემურიმ ცოლს
-მაგ შტერი გოგოს გამო აერია ჩემს შვილს ტვინი და ცხოვრება!-გაბრაზდა მაია
-ამის დედასაც შევ.ციიიი-იყვირა გაცოფებულმა ბიჭს და გიჟივით წამოვარდა მაგიდიდან, მანქანის გასაღებს ხელი წამოვლო და ქუჩაში გავარდა
-გიორგი შვილო გთხოვ არ წახვიდე -გაეკიდა ატირები მაია შვილს
-ძალით გააგიჟები ბიჭი!-შეუბღვირა თამურიმ ცოლს და მაია ცრემლებად რომ დაიღვარა გულში ჩაიკრა -კარგი დამშვიდდი, დაწყნარება და მოვა, სად წავა.



№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო სამწუხაროდ ამ ეტაპზე მეტის წერა ვერ მოვახერხე.
ისტორია რამდენიმე თავის მერე დასრულდება. გპირდებით ინდური საგასავით უსასრულოდ არ გაიწელება ❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

მთავარია ისე დასრულდეს რომ ყველამ თავისი მიიღოს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

Marikagogolqdze
მთავარია ისე დასრულდეს რომ ყველამ თავისი მიიღოს.

აუცილებლად, ყველა დამსახურებულ სასჯელს მიიღებს

 


№4  offline წევრი lilit

ლაშა და გიგა ერთი ჭკუისანი არიან, ხანდახან მგონია რომ ლაშა გიგას შვილია, ისეთი ხასიათები აქვს.... არ მესმის, როცა იგებ რომ შენი ცოლი ორსულადაა კიდევ რატო უყვირიხარ, ელემენტარული ხატიასთან მაინც ექნება გამოცდილი რომ ორსული ქალის ნერვიულობა არ შეიძლება...ზურა და ლაშა ძალიან მესაკუთრე ადამიანები არიან, მე პირადად ლაშაში ჩვეულებრივ მოსიყვარულე ადამიანს ვერ ვხედავ მასში ვხედავ მოძალადე და ადამიანების დამცირებლის სახეს, ვერ ვხედავ რაიმეს ისეთს რამაც შეიძლება მათქმევინოს რომ ლაშა კარგი ადამიანია ან თუნდაც იგი მოსიყვარულეა, ასევე შემიძლია ეს ვთქვა ზურაზე და გიგაზე, მათში მხოლოდ მოძალადე და ადამიანის ნივთად გამომყენებელ ადამიანებს ვხედავ......ველოდები შემდეგ თავს❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

არ მახსოვს წინაზე დავწერე თუ არა, რომ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, ამ ე.წ. გულის რევებს და თავბრუსხვევებს ორსულობის გარდა სხვა ნებისმიერ რამეს მიაწერდი; სტრესს, დაღლილობას და ა.შ. თან იმედი იმანაც მომცა წინა თავი რომ გადაასწორე. მაგრამ აი ის სცენა რომ იყო, თათიამ მხოლოდ იმიტომ რომ აკოცა ან არ შეეწინააღმდეგა ლაშას, რომ უარესად არ გაებრაზებია, ყველაზე მეტად მაგ მომენტმა გამაცოფა, დამაფიქრა თუ რა არ ვიცი, მაგრამ ლაშასნაირი ნაბი*ვრების გაქრობა რომ მომანდომა, ეგ ვიცი. ნეტავ წინა თავში რაც გეწერა თავდაპირველად, ის ასრულდებოდეს. მამამისსაც უჩივლოს და მოძალადე ქმარსაც. ზუსტად მაგ გოგოზეა ნათქვამი: ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო". ზურა აკლიათ და ნამდვილი ტრიო ,,მოძალადენი" იქნება.

 


№6 სტუმარი ელა1

ლაშა არასოდეს არ მომწონდა და ეხლაც მითუმეტეს ასე მგონია რომ ხატია არ უყვარდა უბრალოდ მის საკუთრებათ თვლიდა და როგორც უნდოდა ასე ექცეოდა და ვაფშე არ გრძნობს თავს დამნაშავედ თავს ასე მგონია და რა ქნა არც თათია უყვარს და არც ხატია არ უყვარდა.

გიორგის დედა არასწორედ იქცევა ცეცხლზე ნვთ ასხამს.თუმცა მის ნაირი დედები ბევრ ოჯახში არიან თან რო კარგი უნდათ შვილისთვის და თან მის ცხოვრებაში რო ერევიან.

ვიცი დედა გიორგის და მისთვის კარგი უნდა მისთვის მაგრამ არ უნდა ჩაერიოს მის ცხოვრებაში პირიქით უნდა გვერდში დაუდგეს.

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

და კიდევ, მთავარი გამომრჩა, ნეაკო, არასდროს აღარ მოიხადო ბოდიში იმისთვის რასაც შენ დაწერ. საერთოდ არაფერი გაქვს საბოდიშო (წინა თავზე, ჩემს კომენტარზე ვნახე პასუხი. მივხვდი რატომაც თქვი, მაგრამ ისე ვერ გავატარე). აირიე რაღაც მომენტში, მერე რა?! ეგ იმას არ ნიშნავს რომ ან ცუდი მწერალი ხარ, ან ვინმეს წინაშე ვალდებულება გაქვს რომ აუცილებლად ასე უნდა წერო და არა ისე. და თუ ვერ უდებ საერთოდ გულს ამ ნაწარმოებს, შეწყვიტე, თუ არადა ისე გააგრძელე როგორც გინდა. არასდროს შეგშლია ეს. ჩვენ მაინც სულ აქ ვიქნებით❤❤❤ თუ გინდა აიღე შვებულება როგორც ადრე და უფრო შემართებით დაგვიბრუნდი joy

 


№8  offline წევრი Soraya

მერამდენეჯერ უნდა დაფაროს ლაშამ ეს მანძილი ვერ გავიგე.
თათიამ უნდა იბრძოლოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ლაშასგან გათავისუფლდეს, ამ ორსულობის გამო...ღმერთო ჩემო, ქიდევ გაიწელება და გაიწელება განქორწინება...
რაც შეეხება ნიკას, ეს ბიჭი მართლა ვერაფერს ხვდება თუ თავს ისულელებს...გიგასნაირ ცხოველთან, ნაბიჭვარ ქაცთან და მამასთან, ვინ გაჩერდებოდა(ამავდროულად თათიას ბრალია რრომ ეს გზა აირჩია, მაგრამ მაგ კითხვის დასმის უფლებაც კი არ ჰქონდა, ნიკოლოზს)
ლაშას სიტყვები, ძალიან მარაზმში გადადის, საზღვრებსაც კი გასცდა. თინამ გამაღიზიანა, ისე ეკითხება ამ ყველაფერს თითქოს ბედნიერად ცხოვრობენ.
ვერ გავიგე თათიას ბრალი რატომ არის ის რომ გიორგის შეუყვარდა.
წარმატებები!

 


№9 სტუმარი სტუმარი ელენე

თინას "თმენა" უნდა ერქვას წესით. კარგად გითმენს. smiley

ბოდიში ნამდვილად არ გაქვს მოსახდელი. შენი ისტორიაა და შენი ნებაა რას იზამ, ან როგორ იზამ. უბრალოდ ახლა ნენეზე ვფიქრობდი. მართალი იყო, შენთვითონაც არ მოგწონს და იმიტომაც ხარ ჩიხში. ასე იცის ჩემო დაო (თუ გინდა დეიდაჩემო) ჯიუტობამ. ჯინაზე როცა აკეთებ რამეს, მაგ დროს იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ შენს ნებას გამოხატავ. ეს უბრალოდ არეკლილი ქმედებაა და აქ არსად არ ჩანს შენი ნება.
ჯიბრით იყო ეს ისტორია დაწერილი.
შეფასებას რაც შეეხება, შავ-თეთრია ყველაფერი და რა ვთქვა.. გიგა ვლანძღო? ლაშას მესაკუთრე ვეძახო? თუ ზურა ვწყევლო? :დ ხომ ისედაც გასაგებია ვინ მართალია, ვინ მტყუანია, ვინ სულელი და ა.შ?!
როგორც გითხარი, ყველა ისტორია ერთნაირად კარგი ვერ იქნება, ამიტომ არაუშავს თუ ამან არ გაამართლა. სამომავლოდ კარგი იქნება თუ დაიჭერ იმ ხიბლის მიზეზებს რაც გეგასთან/ირაკლისთან იყო და მომდევნო ისტორიებშიც გამოიყენებ.
პ.ს. და კიდევ, ყოველი თავის კომენტარებში მომდევნო თავის შინაარს ნუ გვიყვები. smiley წინასწარ რომ მეუბნები ლაშა თავისას მიიღებსო, თამუნა გათავისუფლდებაო, თათია ასე იზამს და ისეო, აი სადღა ვეძებოთ ჩვენ ინტრიგა ან ინტერესი?
ნუ მოკლედ...
წავედი.

 


№10  offline მოდერი ნეაკო

lilit
ლაშა და გიგა ერთი ჭკუისანი არიან, ხანდახან მგონია რომ ლაშა გიგას შვილია, ისეთი ხასიათები აქვს.... არ მესმის, როცა იგებ რომ შენი ცოლი ორსულადაა კიდევ რატო უყვირიხარ, ელემენტარული ხატიასთან მაინც ექნება გამოცდილი რომ ორსული ქალის ნერვიულობა არ შეიძლება...ზურა და ლაშა ძალიან მესაკუთრე ადამიანები არიან, მე პირადად ლაშაში ჩვეულებრივ მოსიყვარულე ადამიანს ვერ ვხედავ მასში ვხედავ მოძალადე და ადამიანების დამცირებლის სახეს, ვერ ვხედავ რაიმეს ისეთს რამაც შეიძლება მათქმევინოს რომ ლაშა კარგი ადამიანია ან თუნდაც იგი მოსიყვარულეა, ასევე შემიძლია ეს ვთქვა ზურაზე და გიგაზე, მათში მხოლოდ მოძალადე და ადამიანის ნივთად გამომყენებელ ადამიანებს ვხედავ......ველოდები შემდეგ თავს❤

მადლობა რომ ასე აქტიურად მეხმიანები და მიზიარებ შენს აზრს. აბსოლუტურად გეთანხმები თითოეული პერსონაჟის შეფასებაში. ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
არ მახსოვს წინაზე დავწერე თუ არა, რომ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, ამ ე.წ. გულის რევებს და თავბრუსხვევებს ორსულობის გარდა სხვა ნებისმიერ რამეს მიაწერდი; სტრესს, დაღლილობას და ა.შ. თან იმედი იმანაც მომცა წინა თავი რომ გადაასწორე. მაგრამ აი ის სცენა რომ იყო, თათიამ მხოლოდ იმიტომ რომ აკოცა ან არ შეეწინააღმდეგა ლაშას, რომ უარესად არ გაებრაზებია, ყველაზე მეტად მაგ მომენტმა გამაცოფა, დამაფიქრა თუ რა არ ვიცი, მაგრამ ლაშასნაირი ნაბი*ვრების გაქრობა რომ მომანდომა, ეგ ვიცი. ნეტავ წინა თავში რაც გეწერა თავდაპირველად, ის ასრულდებოდეს. მამამისსაც უჩივლოს და მოძალადე ქმარსაც. ზუსტად მაგ გოგოზეა ნათქვამი: ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო". ზურა აკლიათ და ნამდვილი ტრიო ,,მოძალადენი" იქნება.

წინა თავში წაშლილი მონაკვეთები ახლაც იქნება ნაწილობრივ. მეც ვფიქრობ რომ მოძალდეები უბრალოდ არ იცვლებიან და მათ თავი ყველა შესაძლებლობით უნდა დააღწიო. თუმცა ზოგჯერ გაქცევას დაპირისპირება სჯობს. ❤

სტუმარი თიკო
და კიდევ, მთავარი გამომრჩა, ნეაკო, არასდროს აღარ მოიხადო ბოდიში იმისთვის რასაც შენ დაწერ. საერთოდ არაფერი გაქვს საბოდიშო (წინა თავზე, ჩემს კომენტარზე ვნახე პასუხი. მივხვდი რატომაც თქვი, მაგრამ ისე ვერ გავატარე). აირიე რაღაც მომენტში, მერე რა?! ეგ იმას არ ნიშნავს რომ ან ცუდი მწერალი ხარ, ან ვინმეს წინაშე ვალდებულება გაქვს რომ აუცილებლად ასე უნდა წერო და არა ისე. და თუ ვერ უდებ საერთოდ გულს ამ ნაწარმოებს, შეწყვიტე, თუ არადა ისე გააგრძელე როგორც გინდა. არასდროს შეგშლია ეს. ჩვენ მაინც სულ აქ ვიქნებით❤❤❤ თუ გინდა აიღე შვებულება როგორც ადრე და უფრო შემართებით დაგვიბრუნდი joy

მადლობა თიკო ასეთი სიტყვებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤

ონლაინ მიყვარხართ ყველა ❤❤❤ joy

ელა1
ლაშა არასოდეს არ მომწონდა და ეხლაც მითუმეტეს ასე მგონია რომ ხატია არ უყვარდა უბრალოდ მის საკუთრებათ თვლიდა და როგორც უნდოდა ასე ექცეოდა და ვაფშე არ გრძნობს თავს დამნაშავედ თავს ასე მგონია და რა ქნა არც თათია უყვარს და არც ხატია არ უყვარდა.

გიორგის დედა არასწორედ იქცევა ცეცხლზე ნვთ ასხამს.თუმცა მის ნაირი დედები ბევრ ოჯახში არიან თან რო კარგი უნდათ შვილისთვის და თან მის ცხოვრებაში რო ერევიან.

ვიცი დედა გიორგის და მისთვის კარგი უნდა მისთვის მაგრამ არ უნდა ჩაერიოს მის ცხოვრებაში პირიქით უნდა გვერდში დაუდგეს.

ძალიან ბევრს ჰყავს სამწუხაროდ გიორგისნაირი დედა. ანუ იმის მაგივრად რომ შვილს გვერდში დაუდგნენ, პირიქით, მის ცხოვრებაში უხეშად ერევიან, ტვინს ურევენ, მიუთითებენ რა და როგორ გააკეთოს. უწყვეტენ რა ჯობია მისთვის. ვინ შეიყვაროს და ა.შ. სამწუხაროდ მშობლებს დიდი გავლენა აქვთ შვილებზე, განსაკუთრებით მაშინ როცა ფინანსურად დამოუკიდებლები არ არიან შვილები.❤

სტუმარი ელენე
თინას "თმენა" უნდა ერქვას წესით. კარგად გითმენს. smiley

ბოდიში ნამდვილად არ გაქვს მოსახდელი. შენი ისტორიაა და შენი ნებაა რას იზამ, ან როგორ იზამ. უბრალოდ ახლა ნენეზე ვფიქრობდი. მართალი იყო, შენთვითონაც არ მოგწონს და იმიტომაც ხარ ჩიხში. ასე იცის ჩემო დაო (თუ გინდა დეიდაჩემო) ჯიუტობამ. ჯინაზე როცა აკეთებ რამეს, მაგ დროს იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ შენს ნებას გამოხატავ. ეს უბრალოდ არეკლილი ქმედებაა და აქ არსად არ ჩანს შენი ნება.
ჯიბრით იყო ეს ისტორია დაწერილი.
შეფასებას რაც შეეხება, შავ-თეთრია ყველაფერი და რა ვთქვა.. გიგა ვლანძღო? ლაშას მესაკუთრე ვეძახო? თუ ზურა ვწყევლო? :დ ხომ ისედაც გასაგებია ვინ მართალია, ვინ მტყუანია, ვინ სულელი და ა.შ?!
როგორც გითხარი, ყველა ისტორია ერთნაირად კარგი ვერ იქნება, ამიტომ არაუშავს თუ ამან არ გაამართლა. სამომავლოდ კარგი იქნება თუ დაიჭერ იმ ხიბლის მიზეზებს რაც გეგასთან/ირაკლისთან იყო და მომდევნო ისტორიებშიც გამოიყენებ.
პ.ს. და კიდევ, ყოველი თავის კომენტარებში მომდევნო თავის შინაარს ნუ გვიყვები. smiley წინასწარ რომ მეუბნები ლაშა თავისას მიიღებსო, თამუნა გათავისუფლდებაო, თათია ასე იზამს და ისეო, აი სადღა ვეძებოთ ჩვენ ინტრიგა ან ინტერესი?
ნუ მოკლედ...
წავედი.

შემეშალა, ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ ვინც ის არეულდარეული ტექსტი წაიკითხა წინა თავში ბოდიშის მოხდას იმსახურებდა ჩემგან ❤ განსაკუთრებით თიკოსთვის ❤ joy

ზოგადად ისტორიებს ჯინაზე არ ვწერ ბავშვი joy მეწერინება joy თავისთავად joy ჩემდაუნებურად joy აქ ცრემლიანი სმაილები იგულისხმეთ ); ესეც შემომეწერინა.

უბრალოდ პრობლემა ისაა რომ წერის დროს სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემდაუნებურად ისტორია და ახლა რაც მინდოდა რეალურად დამეწერა ის აზრი გამიწყდა.

მაგრამ მაინც დავწერ ბავშვო 87 თავის დაწერა რომ მომიწიოს joy

შუა გზაზე ვერ მივატოვებ ამ ისტორიას. ❤❤❤❤❤ არ შემიძლია. ისე გულწრფელად რომ გითხრა არცერთი ისტორიის წერის დროს არ მიმიღია სიამოვნება, პირიქით მუდმივად დაძაბული ვარ. ზოგჯერ დათრგუნულიც... ხან დღეები გრძელდება ხოლმე ეს უარყოფითი ემოციები.. მაგრამ მაინც ვერ გეშვებით... არ შემიძლია უთთქვენობა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ კაი წავედი რომ პერსონალურად შენთვის არ შემომესიყვარულახსონს ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ელენე

ოღონდაცა რააა.... relieved

 


№12 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ ბოლოში რა სიტყვა დაწერა, მითარგმნეთ, ხალხი არ ხართ?! joy

 


№13 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო რომ ახსნა-განმარტებებს იწყებს, ეგრე მემართება ხოლმე laughing

 


№14  offline მოდერი ნეაკო

Soraya
მერამდენეჯერ უნდა დაფაროს ლაშამ ეს მანძილი ვერ გავიგე.
თათიამ უნდა იბრძოლოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ლაშასგან გათავისუფლდეს, ამ ორსულობის გამო...ღმერთო ჩემო, ქიდევ გაიწელება და გაიწელება განქორწინება...
რაც შეეხება ნიკას, ეს ბიჭი მართლა ვერაფერს ხვდება თუ თავს ისულელებს...გიგასნაირ ცხოველთან, ნაბიჭვარ ქაცთან და მამასთან, ვინ გაჩერდებოდა(ამავდროულად თათიას ბრალია რრომ ეს გზა აირჩია, მაგრამ მაგ კითხვის დასმის უფლებაც კი არ ჰქონდა, ნიკოლოზს)
ლაშას სიტყვები, ძალიან მარაზმში გადადის, საზღვრებსაც კი გასცდა. თინამ გამაღიზიანა, ისე ეკითხება ამ ყველაფერს თითქოს ბედნიერად ცხოვრობენ.
ვერ გავიგე თათიას ბრალი რატომ არის ის რომ გიორგის შეუყვარდა.
წარმატებები!

მადლობა რომ მეხმიანები და მიზიარებს შენს აზრს ❤❤❤❤❤
ზოგადად ადამიანებს უყვართ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება და საკუთარი წილი დანაშაულის ვერ შეგრძნება სულიერი სიმშვიდისთვის

nene gelovani
ახლა მოვახერხე წაკითხვა.
მე სულაც არ მქონდა იმედი,რომ გულის რევა და თავბრუსხვევა სხვა მიზეზის ბრალი იქნებოდა. ვიცი როგრც გიყვარს ჩვენი და პერსონაჟების წვალება. joy
გიორგის დედა ტიპიური ქართველი, საშაულო განათლების მქონე დედაა. წესით შეგუებულიც უნდა ვიყო ეგეთების არსებობას, მაგრამ მაინც ძალიან ნერვების მომშლელია მისი უადგილო და თავშეუკავებელი ფრაზები.

ასეთი საყვარელი დედიკო რამდენს ჰყავს ჩემს გარშემო იცი? ვითომ შვილის ბედნიერებისთვის რომ იქაჩებიან და რეალურად ცხოვრებას უნგრევენ.

სტუმარი თიკო
აუ ბოლოში რა სიტყვა დაწერა, მითარგმნეთ, ხალხი არ ხართ?! joy

არ უთარგმნოთ joy საშიშია პირადად ჩემთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent