არეული გრძნობები 24 თავი
თათია ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა გიგას წაშლილ სახეზე -მამა გთხოვ უფლება მომეცი რამდენიმე დღით აქ დავრჩე... მასთან ყოფნა არ მინდა- შეეხვეწა ჩამწყდარი ხმით უცნაურად მომზირალ კაცს და მაშინვე გაჩუმდა, რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ სათქმელად, ამ დროს გიგამ ცივი მზერა თათიას აწყლიანებული თვალებიდან ნიკაზე გადაიტანა და ინტერესით ჰკითხა გვერდით მდგომ ბიჭს- სიგარეტი გააქვს?-ნიკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ანერვიულებულ კაცს და უხმოდ გაუწოდა თითქმის დაცლილი კოლოფი სანთებელასთან ერთად. გიგამ გაწვდილი კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა აკანკალებული თითებით, სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ნიკას მშვიდმა ხმამ დაარღვია -მალე ლაშა მოვა-რასაც წამში მოჰყვა თათიას სლუკუნის ხმა -იცოდე წესიერად დაელაპარაკე!-გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კაცმა და ელვის სისწრაფით წამოადგა თავზე უკვე ატირებულ გოგონას, რომელსაც ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი თავი ააწევინა და მკაცრი ტონით ჰკითხა- გესმის რას გეუბნები?- -მამა გთხოვ-შეეხვეწა შეშინებული გოგონა გაღიზიანებულ კაცს და აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა სახეში -რას მთხოვ?!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და ხელი უხეშად გაუშვა მის ფერდაკარგულ სახეს -აქ დარჩენის უფლება მომეცი... მხოლოდ რამდენიმე დღით -დარჩები თუ არა, ამას ლაშა გადაწყვეტს, შენი ქმარი!-დაუფიქრებლად მიახალა გიგამ უკვე თითქმის ატირებულ გოგონას და სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა -გთხოვ-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა თათიამ და როგორც კი მამამისის მრისხანე მზერას გადააწყდა ამღვრეული, მწვანე სფეროებით მაშინვე გაჩუმდა -ამ ყველაფერზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ ლოგინში ჩაუწვებოდი იმ ნაბიჭ...- უყვირა წყობრიდან გამოსულმა ნიკამ თვალცრემლიან გოგონას და უეცრად გაჩუმდა. გაურკვეველი მიზეზების გამო წინადადება ბოლომდე აღარ დაასრულა. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ბრაზნარევი ტონით დაამატა- მე და მამა გაფრთხილებდით გახსოვს?...ახლა უკვე გვიანია, ძალიან გვიანია სინანული!- გამოსცრა კბილებში გაცეცხლებულმა და გიგასთან ერთად მეორე ღერს ნერვიულად მოუკიდა აკანკალებული თითებით. -ვიცი-უმისამართოდ დაიჩურჩულა შეშინებულმა გოგონამ და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში ძმას -აქ რატომ მოხვედი?!გგონია უფლებას მოგცემთ რომ ასე მარტივად დაანგრიო ყველაფერი?- არ ცხრებოდა ნიკა -მხოლოდ რამდენიმე დღით მინდა დარჩენა... უფლება არ მაქვს?-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და მაშინვე სახეზე აიფარა თლილი თითები -უნდა გესმოდეს რომ ერთი უაზრო კამათის და ჩხუბის გამო სახლიდან ვერ წამოხვალ და აქ მარტო დარჩენაზე ვერ გექნება პრეტენზია! თუნდაც რამედნიმე დღით გასაგებია?!- აფეთქადა ისევ ნიკა -გასაგებია!- ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ ძმას და შეშინებული წამოვარდა ფეხზე როცა მის დაძაბულ სმენას ლაშას მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მიწვდა -იცოდე სისულელეების გარეშე!- მუქარით უთხრა გიგამ დაფრთხალ გოგონას და უეცრად ყბებზე უხეშად მოუჭირა მთრთოლარე თითები- რომ მოვა წესიერად დაელაპარაკე შენს ქმარს ისტერიკების გარეშე! ხოლო როცა მოისურვებს სახლში გაყევი ზედმეტი ცრემლების ღვრის და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე!- უბრძანა და სახე ზედმეტად მიუახლოვა დამფდთხალ გოგონას- გესმის რას გეუბნები?- მკაცრი ტონით ჰკითხა და როცა შიშსგან ხმა ჩავარდნილმა გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, სიძის შესახვედრად მშვიდად გავიდა აივანზე ნიკასთან ერთად. შეხვედრამ ყალბი ღიმილით, მაგრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რა თქმა უნდა გიგას და ნიკას არც უფიქრიათ ეკითხათ ჯერ კიდევ მთვრალი სიძისთვის ის მიზეზები თუ რატომ გამოიქცა გამთენიისას მისი სახლიდან ტირილისგან თვალებდასიებული თათია მცირე ბარგით, რადგან მათი მიზანი სიტუაციის მარტივად მოგვარება იყო და არა გამწვავება რასაც აუცილებლად გამოიწვევდა ზედმეტი კითხვების დასმა. შესაბამისად თავი ისე ეჭირათ თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და არაფერის აზრზე არ იყვნენ -ჩვენ უნდა წავიდეთ, გადაუდებელი საქმე გვაქვს- სამარისებური სიჩუმე გიგას ბოხმა ხმამ გაკვეთა რომელმაც მერამდენეღაცა ღერს მოუკიდა აკანკალებული თითებით- სახლში მხოლოდ თათიაა, შეგიძლია მშვიდად ელაპარაკო ცოლს -რამდენიმე დღით აქ დარჩენა უნდა...- ჩაერია ნიკა -მაგრამ თუ შენ არ გინდა-სიტყვა გააწყვეტინა გაღიზიანებულმა კაცმა შვილს- დარჩენის უფლებას არ მივცემ!- გამოსცრა კბილებში და მკვლელი მზერა ლაშადან თათიაზე გადაიტანა, რომელიც იქვე შორიახლოს იდგა დაკეტილი მინის კარს მიღმა და დაძაბული ისმენდა მათ საუბარს -გასაგებია-კმაყოფილი ტონით უთხრა ლაშამ სიმამრს და გამარჯვებულის იერით გახედა ცოლს -ჩვენი წასვლის დროა-უცნაურიად გაუღიმა გიგამ სიძეს და მხარზე ხელი დაარტყა- ზედმეტი ხმაურის გარეშე მოგვარდით!- მბრძანებლური ტონით უთხრა და კიბეები სწრაფად ჩაიარა -უარესად არ დაძაბო სიტუაცია!-გააფრთხილა ნიკამაც და ფეხდაფეხ მიჰყვა მამას. კარგა ხანს იდგა აივანზე ლაშა და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერა ნერვიულად ეწეოდა, თან თვალის მოუშორებლად უყურებდა ცოლის წაშლილ სახეს. შიშისგან თუ დილის სუსხისგან მთელი სხეულით აკანკალებული გოგონა ერთადგილზე მიყინულივით იდგა და დაძაბული ადევნებდა თვალს ქმრის თითოეულ მოძრაობას.საშინლად დაიძაბა როცა ლაშამ მშვიდად ჩააცჭყლიტა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი საფერფეში და მისკენ წამოვიდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის. უარესი დაემართა როცა მინის კარი ხმაურით გააღო და სახლში შესვლისთანავე გამეტებით მიაჯახუნა. -როგორ გაბედე?!-ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა დამფრთხალ ცოლს, რის გამოც შიშისგან ადგილზე შეხტა შეშინებული გოგონა -გთხოვ წადი-შეეხვეწა კარგა ხნის სიჩუმის მერე გაგიჟებულ ბიჭს და უნებურად უკან დაიხია -მგონი გავიწყდება რომ შენ! ჩემი ცოლი ხარ!- აფეთქდა ლაშა და წამში დაფარა მათშორის არსებული მანძილი, მაჯებში უხეშად ჩაავლო ხელი თვალებაწყლიანებულ გოგონას და კედელთან მიიმწყვდია -გთხოოვ-უმისამართოდ დაიჩურჩულა სუნთქვა შეწყვეტილმა გოგონამ და წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისთვის -ჩშშ!-ყურს უკან დაუჩურჩულა ლაშამ და სანამ კიდევ რამეს ეტყოდა ატირებული გოგონა ტუჩებზე დააცხრა -შენ ჩემი პირადი საკუთრება ხარ- მბრძანებლური ტონით უთხრა როცა როგორღაც შეელია მის მთრთოლარე ბაგეებს და ზემოდან დააცქერდა ჩამქრალი, ცივი, ცარიელი, არაფერისმთქმელი თვალებით -მინდა რომ წახვიდე!- გაბედულად უთხრა თათიამ მისი წამიერი სიმშვიდით მოტყუებულმა და მაჯების დახსნა სცადა -არასდროს! არასდროს წავალ შენი ცხოვრებიდან და არც შენ მოგცემ წასვლის უფლებას!- დაუღრინა მისი მზერით, ტონით და სიტყვებით გაღიზიანებულმა ბიჭმა გაგიჟებული გოგონას და კედელთან მიიმწყვდია -იმ სახლში არ დავბრუნდები!-ზიზღით უთხრა თათიამ ქმარს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -დაბრუნდები-მშვიდი ტონით უთხრა ლაშამ და იმდენად მიეწება გაყინულ სხეულზე სუნთქვა შეკრულ ცოლს რომ მოძრაბის უნარი მაქსიმალურად შეუზღუდა -შენ ხატიას დაბრუნება გინდა და არა ჩემი!- ავარდა თათია და კიდევ ერთხელ უშედეგოდ გაიბრძოლა -საშინლად ლამაზი ხარ როცა ბრაზდები- ცინიკური ტონით უთხრა ლაშამ კედელთან მიმწყვდეულ ცოლს და ტუჩებში თავხედურად აკოცა -გეყოფა-აღმოხდა აღელვებულ გოგონას და უკანასკნელი ძალებით სცადა მისი მოშორება -ნუ მეწინააღმდეგები!- უეცრად წყობრიდან გამოვიდა ლაშა და ამჯერად ყელზე მიაწება ცოლს ვნებიანი ტუჩები -მომშორდი-ზიზღით უთხრა თათიამ როცა ლაშამ ლავიწის ძვალზე გააყოლა მწველი ბაგეები -ჩემი გაგიჟება გინდა?-ავარდა ლაშა -უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებო- აყვირდა თათია და უკანაკნელი ძალებით გაუწია წინაადეგობა ქმარს, რის შედეგადაც მარტივად დაუსხლტა ხელიდან თავგზააბნეულ ბიჭს, რომელიც მალევე მოვიდა აზრზე და ისევ მკლავებში მოიმწყვდია აღელვებული გოგონა -რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ?!-ბრაზნარევი ტონით უთხრა და ისევ ტუჩებზე დააცხრა. ამჯერად მისთვის წინაადეგობის გაწევა აღარ უცდია თათიას რადგან ზუსტად იცოდა რომ ისევ ტკივილს მიაყენებდა ლაშა -შენ ისევ ხატია გიყვარს!- მხოლოდ ეს უთხრა და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში -შენ მიყვარხარ!-გაეცინა ლაშას -გუშინ... -გუშინ რაც მოხდა დაივიწყე-უბრძანა გაბრაზებულმა ბიჭმა და ამჯერად საფეთქელზე აკოცა -შენთან ყოფნა აღარ მინდა-დაუფიქრებლად მიახალა თათიამ და ხელიდან დაუსხლტა დაბნეულ ბიჭს -რაა?!-აგრესიული ტონით ჰკითხა ლაშამ და თავზე წამოადგა -განქორწინება მინდა!-ტონს აუწია თათიამ და განზრახ ჯიუტად მიაჩერდა თვალებში ქმარს -აზრზე ხარ რას ბოდავ? -არ მინდა მთელი ცხოვრება ხატიას ჩრდილქვეშ ვიცხოვრო -მხოლოდ ერთხელ წამომცდა მისი სახელი ისიც მთვრალს!-აფეთქდა ლაშა -ეს პირველად არ მომხდარა!- აყვირდა თათიაც -მიზეზებს ეძებ რომ ჩემგან წახვიდე?!-აყვირდა ისევ გაგიჟებული ბიჭი და ფეხმორყეული სკამი კედელს შეახეთქა -უბრალოდ შენთან ყოფნა აღარ მინდა-გულწრფელად უთხრა თათია და თვალი თვალში გაუყარა -ამის დედაც! ამის დადასაც შევ.ციიიი-ბოლო ხმაზე იღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და მაჯაში უხეშად წაავლო ხელი დამფრთხა გოგონას თავიაკენ მიიზიდა და ზემოდან დააცქერდა -მე და შენ მხოლოდ სიკვდილი დაგვაშორებს- ზიზღით უთხრა და გარეთ გაიყვანა -ლაშა რას აკეთებ ხელი გამიშვი-მთელი ძალით შეეწინააღმდეგა თვალებაწყლიანებული გოგონა გაგიჟებულ ბიჭს რომელმაც კიბეები გიჟივით ჩაარბენინა და ქუჩაში ძალით გაიყვანა. სწორედ იმ წამს მოსახვევში მაღალი სიჩქარით შემოვარდა შავი იქს ექვსი და მათ წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა. თათია შენიშებული თვალებით მიჩერდა საჭესთან მჯდომ გიორგის რომელიც მანქანიდან მშვიდად გადავიდა და გულგრუილი მზერით მიაჩერდა სახეში ჯერ მას შემდეგ კი ლაშას, რაღაცნაირად გული ეტკინა, თუმცა მისი არსებობა არც კი შეიმჩნია და თავდახრილმა მაქსიმალურად სცადა მოწოლილი ცრემლებისთვის წინაადეგობის გაწევა. გიორგის ურეაქციობა, მოჩვენებითი სიმშვიდე და სახეზე აღბეჭდილი ყალბი ცინიზმი მალევე ჩაანაცვლა უეცრად მოწოლილმა ბრაზმა და მრისხანებამ, რადგან შეამჩნია თათიას წვრილ, დაწითლებულ მაჯაზე მარწუხივით შემოჭდობილი ლაშას უხეში თითები -თათია-უნებურად აღმოხდა და როცა გოგონამ თავი ასწია და აწყლიანებული თვალები შეანათა იმავე წამს დაკარგა თავზე კონტროლი- კარგად ხარ?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და სწრაფად მიუახლოვდა -ჩემი ცოლი თავს მშვენივრად გრძნობს- ცინიკური ტონით უთხრა ლაშამ სახე მონგრეულ ბიჭს და ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას თავი თავისკენ შიატრიალებინა და ტუჩებში აკოცა. ამ საშინელ წუთებში თათიამ თავი ვეღარ შეიკავა და გიორგის შეუმჩნევლად სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე, რის გამოც ლაშამ ხელი გადახვია ისე რომ მისი მაჯისთვის ხელი არ გაუშვია და წინ გაჩერებული მანქანისაკენ წაიყვანა თან აგრესიული ტონით დაუჩურჩულა ყურს მაღლა -მშვიდად! -თათიამ ზიზღით სავესე მზერით ახედა ქმარს და როცა ლაშამ მანქანის წინა კარი გაუღო და უბრძანა ჩამჯდარიყო უსირტყვოდ დაემორჩილა მის სურვილს -მეზიზღები-აგრესიული ტონით უთხრა როცა გაცეცხლებული ბიჭი საჭეს მიუჯდა და მანქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა -როდის მოასწარი ჩემი შეზიზღება?- ინტერესით ჰკითხა ლაშამ და მისკენ მიიხედა -ან იქნებ არც არასდროს გყვარებივარ? -შენ მე გამუდმებით ტკივილს მაყენებ!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა -მხოლოდ ორჯერ შემეშალა და უგონოდ მთვრალმა გარდაცვლილი ცოლის სახელი გიწოდე- თავის მართლება სცადა ლაშამ -შენ მე არასდროს გყვარებივარ! -შენ? შენ გიყვარვარ?- დაინტერესდა ლაშა -ჩვენი ქორწინება თავიდანვე შეცდომა იყო- ატირდა თათია და სახეზე აკანკალებული ხელები აიფარა -ჩემთან ყოფნა რატომ აღარ გინდა?-აფეთქდა გაგიჟებული ბიჭი და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა -აღარ შემიძლია ასე ცხოვრება... დავიღალე... ძალიან დავიღალე ხატიას ჩრდილქვეშ ცხოვრებით გესმის? -ამ ყველაფერის მიზეზი შენთვის ხატიაა თუ ვინმე სხვა?- ბოლო ხმაზე უღრიალა ლაშამ დამფრთხალ გოგონას და გაზს ბოლომდე მიაჭირა -ამ ყველაფერის მიზეზი მხოლოდ შენ ხარ! -წასვლის უფლებას არ მოგცემ! არ გაგიშვებ! არასდროს გაგიშვებ! -ჩემი დაკარგვის გეშინია თუ ხატიასი?- აყვირდა ისევ წყობრიდან გამოსული გოგონა -ჩემგან რისი მოსმენა გინდა?-მისკენ მიიხედა გაგიჟებულმა ბიჭმა -განქორწინებას არ გადავიფიქრებ!-გაჯიუტდა თათია -გგონია გაგიშვებ?-ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ და მისკენ მიიხედა -შენთან დარჩენას ვერ მაიძულებ!- წამოენთო თათია -გაიძულებ!-მშვიდო ტონით უთხრა ლაშამ და სიჩქარეს უკლო -მაინც წავალ-ასლუკუნდა თათია -ვერ წახვალ... ვერსდროს წახვალ!- ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -არანორმალურო-უყვირა თათიამ და გადასვლა სცადა მაგრამ კარი დაბლოკილი აღმოჩნდა- გთხოვ წასვლის უფლება მომეცი- მოლაპარაკებებზე გადავიდა გაცოფებულ ბიჭთან -შენ ჩემი ხარ! ჩემი საკუთრება-გამომწვევი ტონით უთხრა ლაშამ და ტუჩებზე დააცხრა -ვერ ხვდები რომ ტკივილს მაყენებ?-სლუკუნით უთხრა თათიამ როცა როგორღაც შეელია ლაშა ის ტუჩენს და მანქანა ადგილიდან დაძრა -ყველაფერს გამოვასწორებ!-იმედიანად უთხრა ბიჭმა თვალცრემლიან გოგონას და ნიკაპზე ხელი აკრა -უკვე ძალიან გვიანია -შენზე უარს არასდროს ვიტყვი! -მუქარით უთხრა ლაშამ და მოულოდნელად მისკენ დაიხარა, ყელში აკოცა და სიჩქარეს მოუმატა. იმის გამო რომ ორივე საშინლად დაძაბულები, დაბნეულები, აღელვეულები და გაღიზიანებულები იყვნენ ორივე, თათიამ სიმშვიდის შენარჩუნება, გაჩუმება, მოთმინება და ამ მძიმე საუბრის გაგრძელება განქორწინებაზე მეორე დღეს არჩია, მაგრამ მოულოდნელად ბათუმში, ზღვის სანაპიროზე აღმოჩენამ, მზის ჩასვლის ცქერამ, ლაშას დაძალებით ბარში სასიამოვნო მუსიკის ფონზე რადენიმე ძლიერი და სხვადასხვა სახის ალკოჰოლურო სასმლის მიღებამ თავისი შედეგი გამოიღო და თითქოსდა თავისი ნებით და სურვილით, მაგრამ რეალურად სრულიად გაუცნობიერებლად, თითქმის ფხიზელი ლაშას ძლიერ მკლავებში მოქცეული აღმოჩნდა სასტუმროს რომანტიულად მოწყობიი ნომერში. რაც საბოლოოდ, შუაღამისას მგზნებარე სე.სით დასრულდა. დილით, ახლადგაღვიძებულ დაბნეულ და გაოგნებულ გოგონას აზრზე მოსვლის და სინანულს დრო ფაქტიურად არ დაუტოვა მისი ნაზი, სურნელოვანი და მხურვალე კანის შეხებით ვნება მორეულმა ბიჭმა, რომელიც მარტივად კიდევ ერთხელ დაეუფლა მის სხეულს. იმდენად რომანტიული, ნაზი, თბილი და მზრუნველი იყო ლაშა ბათუმში ყოფნის დროს რომ თათიას საკუთარი თავიც კი დაავიწყა არა თუ წამლები, რის გამოც ორ კვირიან ნებივრობას ბათუმის მზიან, ზღვისპირა სანაპიროზე, ფინალური გამოცდებისთვის სტრესულ მზადებას, უნივერსიტეტის დამთავრების ეიფორიას რამდენიმე კვირაში, გულის რევა, ღებინება, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე მოჰყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.