შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი და შეცდომა (თავი 3)


19-05-2022, 02:08
ნანახია 1 607

- ხვალ ექიმთან წავიყვან. თქვა ნინუცამ და დივანზე ჩაესვენა.
- მეც წამოვალ, ყველა საქმეს გადავდებ.
- საჭირო არ არის მარტო წავიყვან.
- ნინი, არ ვიცი ბოლო ათი დღეა რა გჭირს ვეღარ გცნობ.
- მეც ვერ გცნობ. ნიშნის მოგებით უთხრა ქალმა.
- კარგი, მართალი ხარ ცუდად ვიქცევი სულ ვმუშაობ, სახლში თითქმის არ მოვდივარ, მაგრამ გპირდები გამოვსწორდები.
- განქორწინება მინდა. მშვიდად თქვა ქალმა.
- რაა? კაცი აშკარად გაკვირვებული იყო.
- განქორწინება მინდა რთული გასაგებია?
- რაღაც უაზრო ჩხუბის გამო გინდა განქორწინება?
- არა იმის გამო, რომ საყვარელი გყავს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ აპირებ გაქცევას ჩემს წინ კი იდეალური მამისა და ქმრის როლს თამაშობ.
- ეს სისულელეები საიდან მოიტანე?
- მართლა? მაგდა მღებრიშვილიც სისულელეა? ჩემგან, რომ მალე გინდა განთავისუფლება ესეც სისულელეა?
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ.
- განთავისუფლებ გიგა შეგიძლია სადაც გინდა იქ წახვიდე, შეგიძლია შიშის გარეშე იყო იმ გოგოსთან რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ შენი სახე აღარ დამანახო აღარასოდეს.
- შენ მგონი გიჟი ხარ. რეებს ბოდავ?
- რამდენად უსირცხვილოხარ თვალებში მიყურებ და ისევ მატყუებ. ქალი ყვირილზე გადავიდა.
- ნუ ყვირი ბავშვი გაიღვიძებს და განერვიულდება.
- გეყოს კარგი მამის თამაში კარგად ვიცი უკან მოუხედავად აპირებ მის მიტოვებას.
- ნუ ცდილობ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას.
- რა მოხდა ნერვები საყვარელმაც ვერ დაგიმშვიდა?
- რა საცოდავი ხარ ნეტა საკუთარ თავზე შეგახედა.
- მეზიზღები, გულს მირევ, მაგრამ იცი რაა მადლობა, რომ შენი ნამდვილი სახე დამანახე, თორემ ალბათ მთელს ცხოვრებას შენნაირ არამზადასთან გავატარებდი.
- რამდენი ხანია რაც გაიგე?
- რა მნიშვნელობა აქვს? რა გეგონა მე საყვარელთან გავერთობი ნინუცა კიდე სახლს დამილაგებს და ბავშვს გამიზრდისო?
- სერიოზული არაფერი ყოფილა უბრალიდ რამოდენიმეჯერ შევხვდი.
- გიგა, არ მჭირდება შენი ტყუილები უბრალოდ ცივილური ადამიანებივით დავშორდეთ.
- მე არ მინდა დაშორება.
- ამას მართლა მეუბნები? ყველაფერი წავიკითხე გესმის? ყველაფერი ვიცი რასაც იმ ქალს ჩემზე უყვებოდი. შენს გზაზე წადი ოღონდ მე და ლილეს აღარ მოგვიახლოვდე და რაც გინდა ის გააკეთე.
- ამ საქმეში ლილეს ნუ გარევ ჩვენი პრობლემები ჩვენში მოვაგვაროთ ბავშვი არაფერ შუაშია.
- შენ ხარ ის კაცი ვინც საკუთარ შვილს ტოვებდა ახლა კი შენგან მორალის კითხვის მოსმენას არ ვაპირებ.
- ლილეს მშობლები სჭირდება, ორივე ვჭირდებით მე, მის მიტოვებას არ ვაპირებდი შენი აზრით მის გარეშე სადმე ან ვინმესთან ბედნიერი ვიქნრბი?
- დაივიწყე შენ ლილეს ვეღარ ნახავ. ერთი თვე მიმეცი და ამ სახლიდანაც გადავალ როცა საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტ შემიძლია, რამოდენიმე წუთი განახო ბავშვი, რომ დაემშვიდობო.
- რამოდენიმე წუთი? შენ რა დამცინი? ჩემს შვილს როდის და რამდენი ხნით ვნახავ შენ უნდა განმისაზღვრო? კაცმა ცინიკურად იკითხა.
- კი, გიგა და თუ მოვინდომე 1 წუთითაც ვერ შეძლებ მის ნახვას.
- ეს აქ არ დამთავრდება, კარგად დაიმახსოვრე. თქვა კაცმა და ლილეს ოთახში შევიდა.
ვარდისფერ ოთახში, რომელსაც თეთრი სინათლით, რომელიღაცა ანიმაციის პრინცესა ანათებდა ცისფერთვალება, ქერა, ლამაზი ბავშვი საწოლზე იჯდა და სახე მუხლებში ჰქონდა ჩარგული, აშკარა იყო მშობლების ჩხუბმა გააღვიძა.
- შენ გღვიძავს მაა? კითხა კაცმა ბავშვს და შუბლზე აკოცა.
- თქვენ გამაღვიძეთ, ჩხუბობდით.
- არ ვჩხუბობდით უბრალოდ როცა მე და დედა ერთმანეთს რამეს ვერ ვაგებინებთ ხმამაღლა ვსაუბრობთ, რომ უკეთ გავიგონოთ.
- დედამ მითხრა მამას არ ვუყვარვართო.
- ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე იყო გაბრაზებული, მაგრამ შენ ხომ არ გჯერა, როგორ შეიძლება არ მიყვარდე მეტიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ.
- დედა შენს გამო ტირის ხოლმე.
- აი, შენ რომ გაიზრდები და ვინმე შეგიყვარდება სიყვარულისგან შენც იტირებ ხოლმე ზოგჯერ მწუხარების გამო, ზოგჯერ სიხარულის გამო.
- სიხარულის გამო რატომ უნდა ვიტირო? გაუკვირდა ბავშვს.
- შენ, როცა დაიბადე მეც და დედაც ვტიროდით განა იმიტომ, რომ მოწყენილები ვიყავით არა უბრალოდ ჩვენი სიხარული არ ვიცოდით, როგორ გამოგვეხატა ამიტომ დიდი სიხარულისგან ვტიროდით გესმის ახლა?
- ცოტა. თქვა ბავშმა.
- ისე მაა სულ, რომ წევხარ და გძინავს არ არის სწორი პირიქით ეს დრო კარგ რამეებში უნდა გამოიყენო ითამაშო, გაერთო.
- თამაშისას ვიღლები და კედლები ტრიალებს.
- კარგი, როგორც გინდა. ლილე, რამოდენიმე დღე შეიძლება ვერ გნახო მომავალში კი შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმანეთი ყოველდღე ვერ ვნახოთ, მაგრამ გპირდები არცერთი კვირა ისე არ გაივლის ერთმენეთს არ შევხვდეთ ზოგჯერ მე მოვალ, ზოგჯერ შენ.
- რატომ ვერ გნახავ ყოველდღე.
- შეიძლება მე სხვა სახლში გადავიდე გესმის? ოღონდ ეს არაფერს ცვლის შენ ისევ ჩემი შვილი, ჩემი სამყარო და ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარ. მე და დედამ გადავწყვიტეთ ერთმანეთი, რომ არ გავაბრაზოთ სხვადასხვა სახლებში ვიცხოვროთ შენ ხან დედასთნ იქნები ხან მამასთან ესე უფრო სახალისო არ იქნება? წარმოიდგინე 2 ოთახი გექნება, უფრო მეტი სათამაშოები.
- ოთახში რაპუნცელს დამახატინებ?
- რასაც გინდა იმას დახატავ.
- კარგი მაშინ დღეს ჩემთან დაიძინე.
- არ არის პრობლემა ოღონდ დილით თუ არ დაგხვდები არ გამიბრაზდე კარგი? ბავშმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, გიგა გვერდით მიუწვა ლილემ მკერდზე დაადო თავი და სამყაროში ყველაზე დაცულ ბავშვად იგრძნო თავი.
- ლილე, რაღაცის თქმა დამავიწყდა რაც არ უნდს გითხრან ჩემზე მათ არ დაუჯერი კარგი?
- კარგი მამა. თქვა ბავშმა და მამას მთელი ძალით მოეხვია.

გიგამ დილით ძალიან ადრე გაიღვიძა მზრ მხოლოდ ახლა იწყებდა ამოსვლას. გვერდით მწოლარე ლილეს გადახედა, რომელსაც მშვიდად ეძინა რამოდენიმე წამით ბავშვს დააკვირდა ნინუცას და საკუთარი ნაკვთები დაინახა ბავშვში და გაეღიმე შემდედ შუბლზე ნაზად აკოცა და კვლავ ბავშვს დააკვირდა თითქოს ლილესთან მიმართებაში სინდისი აწუხებდა, მისი სრცხვენოდა.
- რას გიკეთებთ მე და დედაშენი. ჩაიჩურჩულა კაცმა და ოთახოდან გავიდა. მისაღებში ნინუცა დაინახა, რომელსაც მჯდომარე ეძინა. მას მიუახლოვდა.
- ნინუცა? გესმის? დივანზე ჩაგძინებია წელი გეტკინება. მაგრამ ქალმა პასუხი არ გასცა ამიტომ გადაწყვიტა თავად გადაეწვინა ლოგინში, ქალი ხელში აიყვანა და ოთახში შეიყვანა, რომელიც გუშინდელი დღიდან მას აღარ ეკუთვნოდა. ახლა ქალს დაუწყო დაკვირვება და აღმოაჩინა, რომ ლილე თავად უფრო ჰგავდა ვიდრე დედას. ქალს სახეზე, რამდენჯრმე მოეფერა, ამ ქალთან ბევრი რამ აკავშირებდა გიგას ბავშვობა, მეგობრობა, ქორწინება, სიყვარული და რაც მთავარია ლილე ამიტომ მათ შორის ამ ძაფების გაწყვეტა ასე ადვილი არ იყო, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებდა ნინუცა მას ახლა, როგორც საყვარელ ადამიანს კი არა, როგორც მტერს ისე უყურებდა ამაზე კაცს გულში ტკივილმა გაკრა. რა დროსაც ტელეფონის ხმა გაისმა, რაზეც ნინუცასაც გეღვიძა, მაგდა დაეწერა ტელეფონს და გიგამაც უპასუხა.



№1 სტუმარი

ნინუცა ისევ ისე უსამართლოს ექვევა შვილს, ეგოისტი ქალია, ბავშვს ეჩხუბა იმის გამო რომ ცუდადაა დდდდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საინტერესოდ მიდის მოვლენათა განვითარება, ლილე იჩაგრება ამ ურთიერთობაში ყველაზე მეტად, აშკარად ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც აქვს როგორც ვატყობ, ვნახოთ აბა როგორ გაგრძელდება ისტორია :))❤️

 


№3  offline წევრი Soraya

დამოკიდებულება უნდა შეცვალოს ნინუცამ.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent