შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატი და შეცდომა (თავი 4)


21-05-2022, 01:31
ნანახია 2 040

დანახულმა ქალი ჭჯუიდან შეშალა მაშინვე ფეხზე წამოხტა და ყვირილი დაიწყო რაც ხელში მოჰყვა ყველაფერი დალეწა გიგა მის შეჩერებას და გაჩუმებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა ნინუცა ტყიდან გამოვარდნილ მხეცს გავდა.
- გაჩუმდი ლილეს შეეშინდება. თქვა კაცმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო ბავშვი მშობლების კართან იდგა და ყველაფერს ისმენდა სახე გაყინული ჰქონდა,თითქოს ამას უკვე შეეჩვია. გიგამ უკან, როცა მოიხედა და ლილე დაინახა მას მიუახლოვდა.
- შეგიხლია შენს ოთახში გახვიდე და რომელიმე მურთფილმი ჩართო ოღონდ ყურსასმენები გაიკეთე კარგი? მშვიდად კითხა გიგამ შვილს.
- არა, გიგა ეს ყველაფერი ესე მარტივად არ დამთავრდება. ნინუცა ასე ადვილად გაჩერებას არ აპირებდა.
- გთხოვ. კბილებში გამოსცრა გიგას.
- იცი ლილე მამაშენს მალე სხვა ოჯახი ეყოლება მე და შენ საინტერესოები აღარ ვართ მისთვის, თავის შეყვარებულთან ერთად აპირებს შორს წავიდეს ისე თითქოს მე და შენ საერთოდ არ ვარსებობთ. მაპატიე, რომ ასეთი საშინელი მამა გარგუნა ბედმა. ქალი ბავშვს მისთვის გაუგებარ რაღაცეებს ელაპარაკებოდა.
- ნინი გაჩუმდი, თორემ გეფიცები რაღაცას დაგიშავებ.
- რატომ? არ უნდა იცოდეს მან რა ნაძირალაც ხარ? 5 წლის ასაკში უკან მოუხედავად რომ აპირებ მის მიტოვებას შენი საყვარლის გამო? თუ რას იზამ წლების შემდეგ დაურეკავ და ეტყვი არ გახსოვარ მე მამაშენი ვარ.
ქალის დაუსრულებელ მონოლოგზე გიგამ თავი ვეღარ შეიკავა და ნინუცას პირდაპირ სახეში გაარტყა, ქალი ჯერ შექანდა, მერე კი წაიქცა. ამ სანახაობამ ლილეს ფსიქიკა საბოლოოდ ჩამოანგრია, ბავშვი მაშინვე დედამისს მივარდა და გიგას ყვირილი დაუწყო.
- შენ დედას დაარტყი, ატკინე გაეთრიე აქედან წადი შენს ახალ ოჯახთან. ბავშვი ამ წინადადებას, რამდენჯერმე იმეორებდა.
- ლილე, მოდი ჩემთან. გიგამ შვილის წინ ჩაიმუხლა უნდოდა ლილე ხელში აეყვანა, მაგრამ საპასუხოდ ბავშვის აგრესია მიიღო.
- არ მინდა შენთან არ მიყვარხარ დედას ცუდად ექცევი.
- ლილე, არასწორედ გაიგე. გიგას ხმა გაუტყდა იცოდა ამას ბავშვს ვერასდროს დაავიწყებდა.
- ყველაფერი კარგად გაიგო ჩემმა შვილმაც დაინახა შენი ნამდვილი სახე. ნინუცას ამ სიტყვებზე კაცი ისევ წამოენთო, მაგრამ ამჯერად ლილეს კივილმა გააჩერა.
- წადი აქედან. დაიყვირა ბავშმა, რამოდენიმე წუთი გიგა ლილესთან მიახლოვებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა ბავშვი მის მიმართ მხოლოდ აგრესიას იჩენდა და დედას წებოსავით ეკრობოდა.
- ეს გინდოდა? ბოლო ხმაზე იღრიალა გიგამ და სახლიდან გავარდა.
ნინუცა მაშინვე ტელეფონს მივარდა და იქ ჩაწერილი ცოტნე კეკელიძის ნომერი მოძებნა. კაცმა მალევე უპასუხა.
- ნინ რა სიურპრიზია?
- ცოტნე შენი დახმარება მჭირდება საშინელება მოხდა?
- რა ხდება ლილე ხომ კარგად არის?
- მეც და ლილეც საშინლად ვართ, გიგას გაშორება ვთხოვე და საშინელი სკანდალი მოაწყო, ლილეს ვერ ვამშვიდებ.
- კარგი, მე ახლა საქართველოში არ ვარ, მაგრამ მისამართს მოგცემ და იქ მიდი გავაფრთხილებ გასაღები მოგცენ, რამოდენიმე დღეში მეც ჩამოვალ მანამდე შეგიძლია მშვიდად იყო იქ ვერავინ მოგაგნებთ.
- მადლობა, ცოტნე შენ რომ არ დამხმარებოდი სად უნდა წავსულიყავით არ ვიცი.
- ამაზე არ ინერვიულო ახლა მხოლოდ ცივი გონებით გმართებს ფიქრი.
ნინუცამ ყველაფერი ჩაალაგა და მალევე მივიდა ცოტნეს გამოგზავნილ მისამართზე ეს VIP საცხოვრებელი კორპუსი იყო სადაც სპეციალური გასაღების გარეშე ვერ შეხვიდოდი, თუმცა ნინუცას კარი თავად გაუღეს. სახლში ასულს ნამდვილი ზღაპარი დახვდა ყველა კედელი შუშის იყო და ქალაქს ოთხივე ჰორიზონტზე გადაჰყურებდა, კარებზე მალევე გაისმა კაკუნი ახალგაზრდა შავებში ჩაცმულმა სამმა მამაკაცმა უამრავი საკვები მოიტანა ერთ-ერთმა კი მაგიდაზე კონვერტი დადო, ნინუცა ელოდა ზრუნვას, მაგრამ ეს ყველა მოლოდინს აჭარბებდა ცოტნე მას ნამდვილი დედოფალივით ექცეოდა.
- დედა, სახლში აღარ დავბრუნდებით? ფიქრებიდან ქალი ბავშმა გამოაფხიზლა.
- ლილე, სერიოზულად ლაპარაკის დრო მოვიდა. მამამ, ძალიან მაწყენინა სხვა ადამიანი აირჩია ჩემთან აღარ უნდა, სხვა შეუყვარდა იმდენად, რომ მასთან ერთად შორს აპირებს წასვლას. მე არ მინდა მასთან ლაპარაკი ხომ დაინახე რა ცუდად მომექცა, მაგრამ შენ თუ მოინდომებ მის ნახვას მე გპირდები არ დაგიშლი როცა მეტყვი მასთან წაგიყვან.
- არ მინდა მისი ნახვა მან გატკინა.
- მე არ ვარ ლილე მთავარი, მე მინდა, რომ შენც არ გაგიტეხოს გული. ამიტომ ცოტახანი აქ დავრჩეთ ცოტნე ბიძიასთან ხომ გიყვარს ის? მერე კი ლამაზი სახლი მოვძებნით და იქ გადავიდეთ შენ, როგორც გინდა ისე მოვრთოთ კედელზე იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი რაპუნცელიც დავხატოთ თუ გინდა.
იმ ღამით ნინუცას არ დაეძინა ფიქრობდა რას მოიმოქმედებდა გიგა, როდესაც სახლში არ დახვდებოდნენ ამიტომ გვანცას შეტყობინება გაუგზავნა.
"გვანცა ვიცი უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ ხვალ სავარაუდოდ გიგა ძებნას დამიწყებს დღეს დილით საშინელებები მოხდა ამაზე მერე... ამიტომ თუ შენთან მოვიდა გთხოვ უთხარი, რომ უბრალოდ დროებით დაფიქრება მჭირდება, კარგად ვართ და მალე დავბრუნდებით."

დილას გიგა სახლში მივიდა, მაგრამ ლილეს და ნინუცას კარადები დაცარიელებული დახვდა. სახლში ყველაფერი დაათვალიერა წერილს ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ ვერაფერი იპოვა და მაშინვე სახლიდან გავარდა თავში ერთადერთი ვინც მოუვიდა ეს გვანცა იყო, მეგობრის სახლთან თითქმის 15 წუთში მივიდა.
- გვანცა გიგა ვარ გააღე. და მართლაც დაბალმა, მოკლე თმიანმა გოგომ კარები, რამოდენიმე წამში გააღო.
- შენთან არის? იკითხა კაცმა.
- არა შემოდი გუშინ ძალიან გვიან მომწერა მეც ამ დილით ვნახე.
- კი, მაგრამ სად არის? შენს გარდა არავინ ჰყავს.
- არ ვიცი.
- რა მოგწერა?
- არაფერი გიგამ არ მომძებნოს დაფიქრება მჭირდება, მალე დავბრუნდებით კარგად ვართო.
- რას ნიშნავს კარგად ვართ? წასასვლელი არსად არ აქვს ფული არ წაუღია და კარგად, როგორ უნდა იყვნენ? ბავშვი სად წაიყვანა? ქუჩაში ხომ არ არიან? კაცი ნერვიულობაზე გვანცას შეეცოდა ის მისი მეგობარიც იყო, რა დროსაც გონებაში ერთი აზრი ამოუტივტივდა ჯერ შეყოვნდა არ იცოდა ეთქვა თუ არა, მაგრამ, როგორც კი გიგას უიმედო სახე დაინახა თავი ვერ შეიკავა.
- აუ, მგონი ვიცი ვისთანაც არის.
- ვისთან? გაკვირვებულმა იკითხა გიგამ.
- ჰო,ოღონდ დამპირდი, რომ არ გაბრაზდები დარწმუნებული არც მე არ ვარ, მაგრამ ასე მგონია.
- კარგი გვანცა თქვი საბოლოოდ.
- ცოტნე კეკელიძესთან. გოგონამ ხმა აკანკალებულმა თქვა.
- ვისთან? ცოტნე ამის გარდა ყველაფერს ელოდა.
- ჰო, ბათუმში,რომ მიდიოდა ნომერი მთხოვა კი ვუთხარი არ გინდათქო მაგრამ არ მომისმინა.
- ანუ ბათუმშიც მაგ ტიპთან ერთად იყო? გიგა შოკირებული და გაბრაზებული ჩანდა.
- აი თურმე რატომ უნდოდა განქორწინება და ყველაფერი მე გადმომაბრალა.
- არა მგონი შენ რაღაც არასწორედ გაიგე გიგაა, არ არსებობს ნინუცას ცოტნესთან რამე ჰქონოდა ეს მხოლოდ მეგობრული შეხვედრა იყო.
- ვიპოვი და მოვკლავ. თქვა კაცმა და კარი გაიჯახუნა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

გიგა კიდევ აქეთ რო დადგა დიდ გულზე, ორივე ცოლ ქმარი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და ბავშვს ძალიან დიდ ტრამვას აყენებენ. ვნახოთ რა მოხდება

 


№2 სტუმარი ინ

დადე გაგრძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent