გზა შენამდე [თავი მე-4]
დათოს სხეული ბინძურ ქუჩაში ნაგავივით ეგდო, ისე დატოვეს თითქოს ის უმნიშვნელო პაიკი იყო, რომელიც არაფერს წარმოადგენდა.მთელი სხეული ჩალურჯებებით ჰქონდა სავსე, თავში იმდენჯერ ურტყეს რომ მის ლამაზი სახის დანახვა უკვე ძალიან რთული იყო, სანდროც ძლივს ცნობდა. სანდრო დაჰყურებდა დათოს, ყოველი ნატკენი და სისხლჩაქცევა დათოს სხეულზე სადროს ორმაგად სტკიოდა. ნუთუ ეს იყო მისი მეგობრობა, მისი ერთადერთი მეგობარი ტკივილით მოკვდა და ბოლოჯერ ლამაზი სამყარო კი არა ის ნაძირალა დაინახა რომელიც მას კლავდა, ამაზე ფიქრი სანდროს უარესად ხდიდა, ნელ-ნელა ძირს დაეშვა და მუხლებზე დადგა, თავი ქვემოთ ჰქონდა დახრილი ვიღაც იფიქრებდა გლოვობსო, თუმცა ერთი წვეთი ცრემლიც არ წამოსვლია. ხალხს ეცოდება ის ვინც ტირის, მაგრამ შესაცოდი ისაა ვისაც ტირილი უნდა და ვერ ტირის, რადგან ის ვინც ტკივილს გამოხატავს - გარეთ უშვებს ყველაფერს, ხოლო ის ვინც ვერ გამოხატავს - ტკივილს შიგნით აგროვებს და ცოდვასავით მუდამ თან დაატარებს.დათოს თეთრი კანი კიდევ უფრო გათეთრებულიყო, სიკვდილმა იცს როგორ აქციოს სილამაზე სიმახინჯედ, დათოს სახე ადამიანის სახესაც აღარ გავდა. სანდროს ცხოვრებაში ერთადერთი პატარა ნათელი სხივი ჩაქრა, სანდრო იმ დღეს დათოსთან ერთად მოკვდა. სანდროს წერილი კვლავ მიაწოდეს და გახსნა სთხოვეს, სანდრომ წერილი გახსნა, შიგნით სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა, ,,ის შენ მოკალი,, სანდროს არაფერი უთქვამს ქაღალდი დაკუჭა და ჯიბეში ჩაიდო. გაბრაზებუი იყო საკუთარ თავზეც და მკვლელზეც, ნუთუ სანდროს ქმედებების გამო მოკლეს დათო, ნუთუ მართლა სანდრო იყო დამნაშავე. სანდრო:-ექსპერტიზა ჩაუტარეთ და ყველა პასუხი მხოლოდ ტომს გადაეცით. -დიახ სერ. სანდრომ დათოს კიდევ ერთხელ შეხედა სულ დალურჯებული იყო, მაგრამ რატომღაც მაინც მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს ამქვეყნიური ტკივილისგან გათავისუფლდა. სახლში წავიდა მთელი დღე იქ იჯდა და სვამდა.დათოს ამბავი მთელმა ჯგუფმა გაიგო, სანდროსთან არავინ წასულა, არცერთმა არ იცოდა მისთვის რის თქმა შეეძლოთ. კახამ გაღვიძებაც შეძლო, თუმცა პარალიზებული იყო, ლაპარაკიც არ შეეეძლო მხოლოდ უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მისი განყოფილებაში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო, ამიტომ მალე მისი შემცვლელის ძებნაც დაიწყო. დათოს გარდაცვალებიდან უკვე სადღაც 2 კვირა გასულიყო, ექსპერტიზს მისი სხეული აღარ ჭირდებოდათ ამიტომ სანდროს მისი დამარხვის უფლება მისცეს. აგვისტო იყო თუმცა იმ დღეს საშინლად ციოდა, ქარი ქროდა და ცაც მოღრუბლული იყო წვიმას აპირებდა, თითქოს სამყარო სანდროსთან ერთად ცდილობდა დათოს გაცილებას.სანდრო და დანარჩენები საფლავის გარშემო იდგნენ, სანდრო წინ წამმოიწია, ხელში 1 ცალი ვარდი ეჭირა, მიწაში ჩასვენებულ კუბოს სევდიანად დახედა. სანდრო:-ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით როცა პირველად გაგიცანი, მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით, ნამდვილი ძმებივით , თუმცა რატომ ვიყავით შენ მუდამ ჩემ ძმდ დარჩები, უბრალოდ დამიცადე მალე მეც მოვალ შენთან და ისევ ერთად ვიქნებით. ემა:-ჩვენ დავიჭერთ იმ ნაბიჭვარს, შენ კი მშვიდად განისვენე. სანდრომ ვარდს ხელი გაუშვა და დათოს კუბოზე დავარდა.მთელი ჯგუფი იქ იყო, ყველა გლოვობდა, როდესაც არსაიდან ცოტნე გამოჩნდა, დამწუხრებული სახით დათოს საფლავთან მივიდა და ყვავილები ქვასთან დააწყო. სანდრო ცოტნეს იქ გამოჩენამ ძალიან გააბრაზა, სანდრომ ცოტნეს პიჯაკს საყელოში ხელები ჩაჭიდა და ახლოს მოიზიდა. სანდრო:-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ცოტნე:-მგონი მაგ კითხვას მე უნდა გისვამდე, ის ჩემი დაცვა იყო და შენ რა გინდა აქ მას არც კი იცნობდი. -ის ჩემი მეგობარი იყო, ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდი. -რა? მეგობარი? კი მაგრამ მას არასდროს უხსენებიხარ, შენთან რატომ უნდა ემეგობრა. -აქედან გაეთრიე. -ის ჩემი დაცვა და მეგობარი იყო აქედან ვერ გამაგდებ. -შენ ის მოკალი და ახლა უტიფრად დგახარ აქ და მეუბნები რომ შენი მეგობარი იყო?! -მე არავინ მომიკლავს! უცბად ტომი არსაიდან გამოვიდა, ცოტნეს მხარზე ხელი დაადო და მშვიდად უთხრა. -ბოდიშს გიხდით ბატონო ცოტნე, მაგრამ აქაურობის დატოვება უნდა მოგთხოვოთ, გთხოვთ სკანდალს ნუ ატეხავთ და მშვიდად წადით. ცოტნე:-არ მინდა რომ მისი გასვენებისას რამე ცუდი მოხდეს ამიტომ წავალ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. სანდრო:-გაეთრიე. სანდრომ ხელები გაუშვა, ცოტნემ დათოს კუბოს კიდევ ერთხელ დამწუხრებულმა შეხედა, ღრმად ამოიოხრა და იქიდან წავიდა. დათოს კუბო შავი მიწით დაფარეს, მალე ყველამ დატოვა იქაურობა, მხოლოდ სანდრო დარჩა, მიწის პატარა გორასთან თავდახრილი იდგა და რაღაც ფიქრებით შეწუხებული დაჰყურებდა, ცივი ქარი ქროდა ცხვირი და ლოყები სიცივისგან გაწითლებოდა, დამპალი სამყაროსგან ნატანჯ სახეზე ახალი ტკივილი ხაზი დასტყობია მის გაყინულ სახეს. საფლავის გვრდით ჩამოჯდა, ხელი იმ მიწას დაადო რომელიც დათოს გულზე დააყარეს, მაღლა აიხედა და ოდნავ მტკივნეულად ჩაიღიმა. სანდრო:-გახსოვს ერთმანეთს როგორ შევხვდით?! მე სკოლის ბავშვები ქვებს მესროდენ შენ კი არსაიდან გმირივით გამოჩნდი და ერთადერთ იყავი ვინც დამიცვა, იმ დღეს ვიფიქრე რომ შენ ამ სამყაროში ყველაზე მაგარი და ძლიერი იყავი. იმ დღის მერე უკან დაგყვებოდი ყველგან, მინდოდა მეც შენნაირი უშიშარი ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია, მეშინია რომ ისევ მარტო დავრჩები, რა საცოდავი ვარ აქ ვდგავარ და მკვდარს ჩემ უბედურ ცხოვრებაზე ვეწუწუნები, ალბათ სამოთხიდან დამცინი. ჩვენ ბავშობაში ბევრი ცუდი რამ მოხდა მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ მეცინება, გახსოვს ერთხელ მამაჩემს ლუდი რომ მოვპარეთ და მდინარესთან დავლიეთ,მთვრალებმა ვიღაც კაცის ბაღიდან სიმინდები მოვიპარეთ ის კაცი თოფით გამოგვეკიდა, იმ დღეს ძალიან შემეშინდა მაგრამ შენ ისე იცინოდი რომ მეც გამეცინა და შიში სადღაც გაქრა, მე ახლაც მჭირდება შენი სიცილი რომ ისევ გაქრეს ეს დამპალი შიშები, მინდა რომ კიდევ ვნახო თუნდაც ბოლოჯერ. დათო შენ არ იყავი ჩემი მეგობარი, შენ ჩემი ოჯახი იყავი და ვფიცავ გავანადგურებ იმას ვინც ეს გაგიკეთა. სანდრო ფეხზე ადგა იმ საფლავის ქვას მიაშტერდა სადაც დათოს სახელი ეწერა, ცაში აიხედა თითქოს ცრემლების შეკავებას ასე ცდილობდა, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ღრმად ამოიოხრა და ფეხის ბარბაცით თავდახრილი წავიდა. იქვე ერთი ხის უკან გაყინული სახით ცოტნე იდგა, როგორც ჩანს დასაფლავებამდე დარჩა, ჩუმად უსმენდა მამაოსაც და სანდროს ნაამბობსაც,სანდროს წასვლის შემდეგ საფლავთან მივიდა. ცოტნე:-მაშ ძველი მეგობრები იყავით?! დაიცუცქა და მიწა მუჭში მოიქცია, შემდეგ თავი დახარა და ისიც ჩუმად გაქრა იქიდან.იქაურობა სიჩუმემ მოიცვა, თუ ჯოჯოხეთი არსებობს მაშინ ის სწორედ ასე გამოიყურება, სიჩუმეში დაკარგული ცოდვილი სულები. დათო მარტო დარჩა სასაფლაოზე, თუმცა იმ მომენტში სანდრო უფრო მარტოსული იყო ვიდრე დათო.განა რა არის სიცოცხლე ასე რომ ვეტრფით, იქნებ სიკვდილი სიცოცხლეზე უკეთესია, იქნებ მკვდრებსაც უხარიათ გარდაცვალება. რატომ ვტირით იმ მოვლენის გამო რაც არც კი ვიცით რა არის. ვიღაცას უთქვამს ,,ღმერთს თავისთვისაც კარგები უნდაო,, ხო და იმ დღეს ღმერთმა საუკეთესო წაიყვანა დედამიწიდან. იმ დღეს იწვიმა საშინელი ქარი ქროდა, მთელი ქუჩემი დაიტბორა, საზიზღარი ამინდი იყო, სანდრო მთელი დღე სახლში იჯდა, არავის ნახვა არ უნდოდა, სასაფლაოდან პირდაპირ სახლში მივიდა და სმა დაიწყო, გონებაში ატრიალებდა ძველ და ტკბილ მოგონებებს. შუაღამისას სანდროს სკამზე ჩამოეძინა, მაგრამ მალევე კარზე კაკუნი ატყდა. სანდრო:-ვინ არის? -ბატონო სანდრო მე ვარ ტომი, ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, როგორც მითხარით პირველი თქვენ მოგიტანეთ. -მალე შემოდი. სანდრომ კარი გამოაღო და ტომი შემოუშვა, ორივე დივანზე დაჯდა. ტომი:- ექსპერტიზის თნახად ბატონ დათოს ბევრი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე, დანით 5 ადგილზეა დაჭრილი, სახეში კი მუშტები და რაღაც მძიმე საგანი ურტყეს, ბრძოლის კვალიც აქვს როგორც ჩანს ეწინააღმდეგებოდა და გაქცევას ცდილობდა, თუმცა დეენემი ვერ აღმოვაჩინეთ ფრჩხილებში და კიდევ არის რაღაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ ამის ცოდნა გინდათ. -ნუღარ წელავ ყველაფერი მითხარი. -ბატონო სანდრრო, ის... არ ვიცი როგორ ვთქვა, ბატონ დათოზე სექსუალურად იძალადეს როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, შემდეგ კი გულში დანა ჩაარტყეს და ამით მოკვდა. -რა?! სანდრო გონება ამღვრეულ წყალს გავდა, რომელშიც ქვა ჩააგდეს და კიდევ უფრო მეტად აიმღვრა. ყველფერი სულ უფრო უარესი ხდებოდა, სამყარო სადაც სანდრო გმირი პოლიციელი იყო ნელ-ნელა ჩამოინგრა.ჩვენ ყველას გვინდა სამყარო უკეთესი გავხადოთ, მაგრამ გვავიწყდება რომ ეს სამყარო უკეთესი ვერასდროს გახდება.ტკივილი რომეიც დათომ გადაიტანა ნუთუ ღირდა ეს ყველაფერი ამად. არ არსებობს ბრძოლა დანაკარგის გარეშე, მაგრამ ჩვენ გვიან ვხვდებით რომ ეს ომი არ ღირდა იმხელა დანაკარგად რაც ჩვენ დავდეთ სასწორზე. ხანდახან მართლაც უკეთესია გვერძე გადგე და დააცადო სამყაროს თავად განადგურდეს.განა რა არის ეს სამყარო, რომ ამხელა მსხვერპლად ღირს, დაე გაქრეს შთანთქოს სიბნელემ იგი, რადგან ეს სამყარო საყვარელი ადამიანების გარეშე უკვე ჯოჯოხეთია. სანდროს ფიქირი აღარ შეეძლო, ოდესღაც ყველა ძლიერი კედელი ინგრევა, სწორედ ასე ნაწილ-ნაწილ ჩამოინგრა სანდროს გონება. ძალა რომელიც მასში იყო უეცრად გაქრა. სანდრო:-ტომ წადი ხვალ შევხვდებით. -კარგით ნახვამდის. სანდრო მარტო დარჩა ბნელ სახლში, საწოლზე დაწვა და ჭერს უყურებდა,სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა. ხალხი ამბობს ტკივილი გვაძლიერებსო, მაგრამ ტკივილი არ გვაძლიერებს ჩვენ უბრალოდ ვეგუებით და ტკივილთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ.ფიქრი დაიწყო როდის ნახა დათო ბოლოჯერ გაღიმებული, მაგრამ რატომღაც არცერთი ბედნიერი სახე არ გაახსენდა, იმ ღამეს სანდროს ჭერზე ყურებით ჩეძინა. გასვენების შემდეგ ცოტნეც პირდაპირ სახლში წავიდა, თავის ოთახში ფანჯარასთან იჯდა, გარეთ იყურებიდა და თან წითელ ღვინოს სვავდა, ცას ნაზად გახედა და ჭიქა ოდნავ ზემოთ აწია, შემდეგ კი ბოლო ყლუპი მოსვა. უკვე მთვრალი იყო მთელი ბოთლი ღვინო დაელია.რაღაც აწუხებდა, თუმცა რთუი იყო იმის თქმა თუ რა ედო გულში. ნუთუ უგულო კაცსაც შეუძლია ტკივილი იგრძნს, თუმცა ხალხი ხომ უგულოდ არ იბადება, მათ სამყარო აქცევს უგულოს.ცოტნეს დამწუხრებული სახე ჰქონდა, ოდნავ ჩაიღიმა, და მწუხარე ხმით თავისთვის ჩაილაპარაკა. ცოტნე:-შენ მართლაც კარგი ბიჭი იყავი, ვწუხვარ. მეორე დღეს უცნაურად სწრაფად შეცვლილიყო ამინდი, უკვე მზე ანათებდა და თბილოდა, ქუჩები ჯერ კიდევ სველი იყო, მაგრამ ნელ-ნელა გაშრობას ცდილობდა. დილით ადრე ადგა სანდრო და განყოფილებაში წავიდა, მისვლისთანავე ემა მივრადა მასთან. ემა:-ბატონო სანდრო, კახას შემცვლელი უკვე მოიყვანეს, გვთხოვა რომ ჩვენი ჯგუფი მის კაბინეტში გამოცხადდეს, რაღაცის თქმა უნდაო. -კარგი წავიდეთ. კაბინეტში ნინი, ზი და ტომი უკვე შესულიყვნენ, სანდრო და ემაც მათთან დადგნენ, ახალი უფროსი ჯერ არ მოსულიყო, ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა, ყველას აინტერესებდა ახალი უფროსი ვინ იყო. კარიდან შუახნის ქალი შემოვიდა, ლამაზი სოლიდურად ჩაცმული ქალი იყო, ალბათ 45-50 წლის იქნებოდა, თმა ქერად შეეღება, თვალის კუთხეებთან კი ნაოჭები უკვე გასჩენოდა. ფრთხილად ჩამოჯდა უფროსის სკამზე და ჯგუფს შეხედა. -მოგესალმებით, მე მაია ვარ, თქვენი ახალი უფროსი. სანამ აქ მომიყვანდნენ ყველაფერს გადავხედე რაც ამ განყოფილებაში ხდებოდა და პატარა პრობლემა შეიქმნა თქვენ ჯგუფთან დაკავშირებით, კერძოდ, თქვენი ჯგუფის საქმიანობაზე უმეტესი ინფორმაცია გამქრალი ან დაფარულია, შეიძლება კახა გაძლევდათ თავისუფლად მოქმედების უფლებას, მაგრამ ამიერიდან ჩემგან მალულად არაფერს არ გააკეთებთ, თავიც რომ მოიფხანოთ მაგის შესახხებაც მოხსენებას დამიწერთ. ასევე თქვენი ჭკუით ვეღარ იმქომედებთ, სანამ რამეს იზავთ ჯერ მე მეტყვით და თუ ნებას დაგრთავთ გააკეთებთ. ჩემ გარეშე თითსაც ვერარ გაანძრევთ. აბა შეკითხვები და პრეტენზიები თუ არ გაქვთ შეგიძლიათ წახვიდეთ. უცბად ემამ ქალისკენ გაიწია, თუმცა სანდრომ ხელი ჩაავლო და გააჩერა. სანდრო:-დიახ გასაგებია, ახლა დაგტოვებთ. კაბინეტიდან ყველამ გასვლა დააპირა, უცბად მაიამ თავი მაღლა აწია და ტომ მიაძახა. მაია:-ტომ შენს მიერ მოტანილ დათოს ექსპერტიზის პასუხებს გადავხედე და აღმოვაჩინე რომ რაღაც აკლდა, კერძოდ, მასზე სექსუალური ძალადობა ამოშლილი იყო, იმედი მაქვს შემთხვევით მოხდა დ ეს განგებ არ გაგიკეთებია?! ტომი:-დიახ შემთხვევით მოხდა. ტომმა თავი დახარა და უცბად გავიდა ოთახიდან. ტომი:-ბატონო სანდრო მე უბრლოდ მინდოდა რომ დათოზე ცუდად არავის არაფერი ეთქვა ეს მაგიტომ გავაკეთე, ცუდი განზრახვა არ მქონია. სანდრო:-ნუ ღელავ მესმის რატომაც გააკეთე, მეც იგივეს ვიზავდი შენს ადგილზე. ტომ ყველას უთხარი რომ 2 საათში ჩემს სახლთან შეიკრიბნონ. -ვეტყვი მაგრამ თქვენ სახლთან რატომ?! იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ხომ გვაქვს შეკრების ოთახი. -ეგ ადგილი უკვე აღარაა უსაფრთხო. -გასაგებია. სანდრო განყოფილებიდან გამოვიდა და კახას სანახავად წავიდა, უკვე გამოწერეს სავაადმყოფოდან. კახა ეზოში ეტლში იჯდა თავი საცოდავად ჰქონდა ჩამოვარდნილი წინ, ამხელა კაცი პატარა ბავშვს გავდა, მოხუცი სახე კიდევ უფრო დაბერებოდა, ნატანჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რა არის წუთისოფელი ის ჩვენ იდეალურებს გვბადებს, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ გვასახიჩრებს, დაუნდობელია ეს სამყარო ყველას მიმართ. სნდრო მასთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა, თვალებში ჩახედა და კახამ მის დანახვაზე თითქოს გაიღიმა. სანდრო:-ახალი უფროსი მოგვიყვანეს, დიდი თავისტკივილია. ვიცი სამსახურიდან შორს ყოფნა გიჭირთ, მეც მიჭირს დათოს გარეშე, ამიტომ ვიფიქრე ორივემ რომ გადავიტანოთ ეს მწუხარება კარგი იქნება თუ საქმეზე ინფორმაციას მოგაწვდით ხოლმე, ვფიქრობ ეს უკეთ გაგხდით. კახას თვალები გაუნათდა ამის გაგონებაზე, თავს ძალა დააატანა და ოდნავ გაღიმება შეძლო, უცნაურად ამოიღმუვლა, თითქოს ამით თანხმობა განუცხადა. სანდროს ჩაეღიმა და საუბარი განაგრძო. -მინდა რომ მალე გამოკეთდეთ ახლა თქვენი რჩევა ყველაზე მეტად მჭირდება, დათოს სიკვდილმა შიშები გამიჩინა არ მინდა მთელი ჯგუფი საფრთხეში ჩავაგდო. თანაც მიკვირს დათო რატო მოკლეს არავინ იცოდა მის შესახებ ჯგუფის გარდა, ამიტომ ვფიქრობ ყველაფერი ძალიან აირია. დათოს სიკვდილი ალბათ მხოლოდ დასაწყისია, ამით ცოტნებ ომი გამომიცხადა, ვიცი დათოს არ ჯეროდა რომ ის იყო მაფიის ბოსი, მაგრამ ვიცი რომ ის არის ამას რაღაც მკარნახობს…მინდა იცოდეთ რომ ყველაფერს ვაკეთებ რათა საქმე მალე გამოვიძიო, ნუ იღევებთ თავს მიხედეთ მე დავასრულებ ჩვენს საქმეს. ცოტა ხანს კიდევ ესაუბრა,განყოფილების ამბები მოუყვა,შემდეგ კი დაემშვიდობა, ადგა და წამოვიდა, კახა მარტო დატოვა ეტლში, მისი ასეთად დანახვა მართაც სამწუხარო იყო.სანდრო თავის სახლში წავიდა ჯგუფთან შესახვედრათ, ყველა უკვე კართან ელოდა, სახლში სანდროს უკვე მოეწყო ყველაფერი ჯგუფისთვის. სანდრო:-ამიერიდან აქ შევკრიბებით, ჩვენ უფროსს კი მხოლოდ იმას ვეტყვით რასაც მე ჩავთვლი სწორად, ის ქალი ჩვენი გეგმისთვის საშიში ჩანს. რაც შეეხება დათოს სიკვდილს, მინდა რომ ის დროულად ვიპოვოთ და დავსაჯოთ. ტომი:-უცნაურად არ გეჩვენებათ ის ფაქტი რომ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით მისი ნამდვილი საქმიანობა, მაშინ როგორ გაიგო მაფიის ბოსმა მასზე. ემა:-ეს მხოლოდ იმას ნიშნავ, რომ ჩვენ შორის მოღალატეა. ზი:-ამას ისე ამბობ თითქოს შენ გარდა ყველა ეჭვმიტანელები ვართ. ემა:-მე ეგ არ მიგულისხმია. ზი:-სწორედაც რომ მაგას ცდილობ, მაგის ხმამაღლა თქმით თავინ სუფთა ადამიანი გამოგყავს, რადგან ყველა იმას იფიქრებს რომ ვინც პირველმა ხმამაღლა თქვა მაშინ ის არაა დამნაშავე, იქნებ საერთოდაც შენ ხარ მოღალატე და ამის ხმამაღლა თქმით თავს იზღვევ. ემა:-და იქნებ შენ ხარ მოღალატე. ტომი:-იქნებ მაფია არაფერ შუაშია და ვინმე მოძალადემ მოკლა, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ მაფიოზები პირდაპირ კლავენ, ისინი არასდროს ძალადობენ და თუ ეს მართლაც ასეა გამოდის რომ არავის უღალატია. ემა:-და წერილი ვინ დატოვა ქარმა მოაფრინა დათოსთან?! ის ნაბიჭვრები არიან ყველაფერში დამნაშავე. ზი:-ემა შენ მათ ვერ იტან, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ ყველაფერი მათ დააბრალო, ტომი უბრალოდ დახმარებას ცდილობს და ასე ირონიულად საუბარი არაა საჭირო. ამასთანავე სანდროს სხვა უამრავი მტერიც ეყოლება და ჩვენ ზუსტად ისიც არ ვიცით ცოტნეა თუ არა ყველაფრის სათავეში. ემა:-ცოტნე ეგომანიაკი გიჟია და მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, სანდროც მეთანხმება რომ ისინი იყვნენ, ხო მეთანხმები?! სანდრო:-ემას ვეთანხმები, წერილი მივიღე სადაც ეწერა რომ დათო მე მოვკალი ეს ზედმეტად პირადულ მესიჯს გავდა, ვიღაც ისეთია ვინც მიცნობს და ვერ მიტანს, ასეთი მხოლოდ ცოტნეა. ნინი:-მე კი მგონია რომ შენ ბევრი ადამიანი ვერ გიტანს, ამიტომ ასე ცოტნესკენ თითის გაშვერა უცნაურია შენი მხრიდან, იმას ვამბობ რომ ზედმეტად ყვები გრძნობებს და არ მსჯელობ. ემა:-გრძნობები აქ არაფერ შუაშია, შენც ხომ ნახე ცოტნე ის ეგომანიაკია, ფსიქოპატი რომელიც საყვარელ ბიჭს თამაშობს. ნინი:-მართალია ცოტნე არც მე მომწონს და ვფიქრობ ტვინში არ აქვს ყველაფერი კარგად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას დათოს ცემა და სექსუალური ძალადობის განხორციელება შეეძლო. ხელს მას ვერ დავადებთ მხოლოდ იმის გამო რომ გიჟს გავს, რადგან ყველა გიჟი სექსუალური მოძალადე არ არის, თანაც ვხედავდი რომ ცოტნე მართლაც ზრუნავდა დათოს და არ ვიცი ვერ წარმომიდგენია რომ მან იძალადა. აქ ყველა გაჩუმდა, ყველამ გაიაზრა თუ რამდენად მტკივნეულ თემაზე მსჯელობდნენ ასე მარტივად, ერთიანად სანდროს შეხედეს, თითქოს გადამოწმება უნდოდათ ჰო არ აწყენინეს ამ სიტყვებით.სანდრომ თავი დახარა თითქოს ტირილი უნდოდა, ღრმად ამოიოხრა და და ზემოთ ამოიხედა. სანდრო:-ამ კამათს აზრი არ აქვს, ეს კამათი არაფრის მომცემია, მოქმედება გვჭირდება.ამასთანავე მეც ვეთანხმები ემას, ჩვენ შორის მოღალატეა. ტომი:-და როგორ უნდა გავიგოთ ვინაა. სანდრო:-დათოზე მხოლოდ ჩვენ ხუთმა და კახამ ვიცოდით, კახა ვერ იქნება, რადგან ისიც მაფიის მსხვერპლია, ნარკოტიკებით გააბრუეს და ჩამოიშორეს, ვერც მე ვიქნები რადგან დათო ჩემი ბავშობის მეგობარია და მას არ გავწირავდი, საბოლოოდ თქვენ 4 დარჩით, მე კი ყველაფერს ვიზავ რომ ის ვირთხა ვიპოვნო ვინც ახლა აქ უტიფრად მიყურებს... ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. ყველა ადგა და წასასვლელად მოემზადა, მოულოდნელად სანდრომ მშვიდი ხმით წარმოთქვა. სანდრო:- ტომ და ემა თქვენნ დარჩით, რაღაცის თქმა მსურს. ზი და ნინი გარეთ გავიდნენ და სახლისკენ წავიდნენ. ნინი:-მას ჩვენ ვგონივართ მოღალატეები. ზი:-ეგ რამ გაფიქრებინა? ნინი:-მან ჩვენ გარეთ გამოგვყარა და ისინი საქმეზე სალაპარაკოდ დაიტოვა, ამით ჩვენი საქმიდან ჩამოცილებას ცდილობს. ზი:- მე ასე არ ვფიქრობ, სანდრო გულქვაა მაგრამ უტვინო არ არის, ვფირობ გეგმა ექნება მოღალატის გამოსააშკარავებლად, ჩვენ უბრალოდ უნდა დავუცადოთ. ემა და ტომი მაგიდასთან თავის ადგილებს დაუბრუნდნენ. სანდრო:-თქვენთვის საქმე მაქვს, რადგან თქვენ ყველაზე მეტად გენდობით მინდა მარტო თქვენ დამეხმაროთ ამ საქმეში, მაგრამ არავინ არ უნდა გაიგოს. ემა:-ეს იმს ნიშნავს რომ ეჭვი ზიზე და ნინიზე გაქვს? სანდრო:-ჯერ მათ ასე უბრალოდ ხელს ვერ დავადებ, თუმცა თქვენ უფრო სანდო ჩანხართ. მომდევნო დღეს განყოფილებაში სხვა დღეებთან შედარებით ყველაფერი დალაგებული იყო, სანდრო შევიდა თუ არა მაშინვე საქმე შეაჩეჩეს. -ბატონო სანდრო უკვე 2 წეია ჩვენს უბანში ვიღაც სერიული მკვლელი ხალხს კლავს, გუშინაც მოკლა და ამ საქმის გამოძიება თქვენ გევალებათ. -მე მაფიაზე ვმუშაობ ეს არ მეხება. -ქალბატონმა მაიამ მთხოვა მომეცა ეს საქმე სხვა არაფერი ვიცი თუ რამე კითხვა გაქვთ მასთან მიდით. -კარგი გასაგებია. სანდრო მაიას კაბინეტისკენ წავიდა, გზად ემა და ტომი შეხვდნენ. როგორც ჩანდა მათაც გაეგოთ ამ საქმეზე და ახლა კითხვებზე პასუხებს ეძებდნენ, მაიას კაბინეტში სანდრო უცბად შევარდა და გოგოებს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. მაია:-კარზე დაკაკუნება არ იცით ბატონო სანდრო?! -ეს რას ნიშნავს? -იქნებ დამიკონკრეტოთ. სანდრომ საქმის საბუთები მაიას მაგიდაზე დაუყარა, მაიამ მშვიდად დახედა საბუთებს. -ეს თქვენი ჯგუფის ახალი საქმის საბუთებია. -ეგ მეც ვიცი, მაინტერესებს მე რატომ მიწევს ამის გამოძიება, მე ხომ მაფიის საქმეზე ვმუშაობ. -არა სანდრო თქვენ ჩემზე მუშაობთ და რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ. რაც შეეხება ამ საქმეს, განყოფილებაში ხალხი არ გვყოფნის ამიტომ ჩვეულებრივ საქმესაც შეასრულებთ და მაფიაზეც იმუშავებთ. პრობლემა გაქვთ?! -არა ყველაფერს გავაკეთებ. სანდროს მთელი გულით უნდოდა ის საბუთები მაიასთვის თავზე გადაეხია, მაგრამ ხვდებოდა რომ ახლა გაბრაზების დრო არ იყო. მაია:-და კიდევ გავიგე ჩემგან მალულად შენს სახლში იკრიბებით, იმდეი მაქვს ეს აღარ განმეორდება. -არა აღარ განმეორდება. -სანდრო მე ყველაფერს ვხედავ და მესმის, ჩემგან მალული მოქმედებები გაგანადგურებთ, რადგან არ მიყვარს ურჩი ხალხი. სანდროს სახეზე ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო, საბუთებს ხელი დაავლო და კაბინეტიდან სწრაფად გამოვიდა. ემა და ტომი კართან უცდიდნენ ახალი ამბის გაგებას. სანდრო:- მოგვიწევს ამ საქმეზეც და მაფიაზეც ერთდროულად მუშაობა, ემა, ტომ თქვენ განყოფილებიდან დაგვეხმარებით, მე და დანარჩენები შემთხვევის ადგილზე წავალთ. -გასაგებია სერ. კაცის ცხედარი იყო, ჩაცმით თუ ვიმსჯელებით უსახლკაროს ჰგავდა, ყველაზე მარტივი ნადავლი იყო მკვლელისთვის. სასქესო ორგანო დაჭრილი ჰქონდა, ხელებზე თოკის კვალი ჯერ კიდევ ემჩნეოდა, ყელში დანის ერთი გამოსმით იყო მკვდარი, თუმცა ბევრი ჩალურჯება ჰქონდა სხეულზე, მარცხენა ხელზე ნეკა თითი აკლდა. ნინი:-სასქესო ორგანოს დაჭრა იმაზე მიუთითებს, რომ კაცებს ვერ იტანს. თითს კი ალბათ სამახსოვროდ იტოვებს. სანდრო:-როგორც ჩანს დიდი ხნით ჰყავდა დაბმული, თითქოს პირადულ დასჯას უფრო გავს, მაგრამ ყველა სხვა მსხვერპლიც ასე იყო, ასე რომ არამგონი ეს კაცი მკვლელს იცნობდეს, თუმცა აშკარაა რომ მკვლელს ის ვიღაცას აგონებდა. ზი:-იქნებ პირველი მსხვერპლები კიდევ შეგვესწავლა, შეიძლება ისინი იყვნენ მისი მრისხანების მიზეზი და რადგან ისინი აღარ არიან მათ შემცვლელებს ეძებს. სანდრო:-მართალია, აქ ყველაფერს მალე მოვრჩეთ და შემდეგ უკან დავბრუნდეთ. ტომის კაბინეტში იყვნენ ტომი და ემა, ტომი ძველ საქმეებს კომპიუტერში ეძებდა, ემა კი საბუთებში იქექებოდა. ემა:-მგონი სანდრო მალე გაგიჟდება. ტომი:-ასე რატომ ფიქრობ? -უბრაოდ ჯერ მეგობარი დაკარგა, ახლა ეს დამპალი ქალი გვავიწროვებს, ამ სიტუაციაში ვინ არ გაგიჟდებოდა. მეცოდება სანდრო, მე რომ შენ დამეკარგე აბათ შენთან ერთად მოვკვდებოდი. ტომი:-ასე გიყვარვარ? ემა:-კი შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მეც ხო ვარ შენი საუკეთესო მეგობარი? ტომი:-რა თქმა უნდა არა. ემა:-კარგი რა ეგრე ნუ ხუმრობ მწყინს. ტომი:-კარგი მაპატიე აღარ ვიზავ. ისე მე სანდროზე მეტად დათო მეცოდება, საშინელებაა ეგრეთი სიკვდილი. ემა:-მართალია, დამპლებს ცემა არ ეყოთ და ყველაფერი გააკეთეს, რანაირი ურჩხულები არიან. -აქამდე ხელი არავისთვის უხლიათ დათოსგან რა უნდოდათ, საზიზღრები არიამ. ემა:-ნუ დათო ლამაზი იყო. -მერე რა რადგან ლამაზია უნდა გააუპატივრო?! -მათ არ ვამართლებ, იმას ვამბობ რომ ის ლამაზი იყო, ქალივით ლამაზი, არ მიკვირს რომ მათი ყურადღება მიიპყრო.დათოს რამე რომ შემოეთავაზებინა უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. -ემა მკვდრებზე მაგას ვინ ამბობს. -უბრალოდ მის სილამაზეს ვაღიარებ. -ნუ ხო ლამაზი ნამდვილად იყო. -აჰა ხედავ შენც მეთანხმები, დარწმუნებული ვარ მასთან ყოფნაზე უარს არც შენ იტყოდი. -უუუუ ემა რეებს ამბობ ის ხომ მკვდარია, თუმცა ვინ იცის თუ გამიღიმებდა შეიძლება ორიენტაციაც დამეკარგა. -მგონი შენ ჩემზე მეტად ვერ ხარ. ტომი:-საკმარისია გვეყო მასზე ლაპარაკი, იმედია მშვიდად განისვენებს და ეს დამპალი სამყარო იმ ქვეყნად მაინც დაასვენებს. -მართალია ჯობა ძენა განვაგრძოთ. ტომი:-ნახე ერთ-ერთი მსხვერპლი გადარჩა. ემა:-მაჩვენე.... მართლაც, შეგიძია გაიგო სად ცხოვრობს? სანდროს ვეტყვით და დაკითხავს. -მისამართს კი ვნახავ, მაგრამ ჩვენება არ მოუცია, აქ წერია რომ უარი განაცხადა, როგორ ფიქრობ ახლა გადაიფიქრებს?! -უნდა ვცადოთ. მალევე ტომმა მოძებნა გადარჩენილის მისამართი და სანდროს გაუგზავმეს. სანდრო და ზი მის სანახავად წავიდნენ, ნინი კი კრიმინაისტებთან დარჩა. ის კაცი ერთ დანგრეუ სახლში ცხოვრობდა, იმ ადგილს სახლსაც ვერ დაუძახებდი. სანდრომ კარზე დააკაკუნა. -ვინ არის? -პოლიციიდან გაწუხებთ, რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ. -აქედან გაქრით არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმეი. -იმ სერიულ მკველზე უნდა გკითხოთ, რომესაც ნახევარი წლის წინ გადაურჩთ. -არაფერი მაქვს სათქმელი. სანდრო:-კარს თუ არ გააღებთ შემოვანგრევ და იქამდე გცემთ სანამ ყველაფერს არ მოყვებით. ზი:-რა?! ამას არ ვიზავ მე ხომ პოლიციეი ვარ. სანდრო:-გაჩუმდი. -თქვენ ორი რანაირი პოლიციეები ხართ, იცოდეთ თუ არ წახვალთ გიჩივლებთ. სანდრო:-სამამდე ვითვლი, 1....2.... -კარგით ვაღებ არაფერი ქნათ. კაცმა კარი გამოაღო, გამხდარი იყო 40 წის იქნებოდა, ლოთ უსახკაროს გავდა, საზიზღარი თვალებით იყურებოდა, ისეთი ბოროტი თვაები ჰქონდა, მაგრამ ყვეაზე უცნაური ის იყო რომ ნაპოვნი ცხედარი და ეს კაცი ვიზუალურად საკმაოდ ჰგავდნენ ერთმანეთს. სანდრო სახლში შევიდა და ირგვლივ მიმოიხედა. სანდრო:-მოგვიყევით რა მოხდა იმ ღამეს. -ვერაფერს ვერ მოგიყვებით. -რატომ? -რადგან ამით მე სარგებელს ვერ მივიღებ. თქვა და საზიზღარად ჩაიღიმა, სანდრომ მშვიდად მიმოიხედა, სკამი აიღო გადაწმინდა და ზედ ჩამოჯდა. სანდრო:-მოყოლა დაიწყეთ. -შენ ყრუ ხო არ ხარ ლამაზო ბიჭო?! არ მოვყვები თუ სანაცვლოდ რამეს არ მომცემ. სანდრო:-წინა კბილებს შეინარჩუნებ თუ მოყვები, გაწყობს? -შენ რა დამცინი. -არა თუ მოყოლას მალე არ დაიწყებ ავდგები და ერთი დარტყმით ყველა კბილს ჩამოგიღებ. -კარგი დაწყნარდი ნუ ღეავ, ყვლაფერს გეტყვით. ზი კუთხეში გაოცებული იდგა, მშვიდი სანდრო რმელიც კანონებს იცავდა მაფიის ბოსივით იქცეოდა, ძალადობით ცდილობდა პასუხების მიღებას. ასეთი სანდრო ჯგუფში არავის უნახავს,მართალია ცივი ჩანდა, მაგრამ ყოველთვის კეთილი იყო და ახლა რა დაემართა ასე უცბად როგორ გახდა პოლიციელიდან მაფიოზი.ზი შეშინებული იყო, ეშინოდა ვაი და სანდრო მართლაც დაეშავებინა ამ კაცისთვის რამე. -იმ საღამოდან ბევრი არაფერი მახსოვს, ვიღაც თავს დამესხა ძლიეი იყო, მაგრამ გაქცევა მაინც შევძელი. სანდრო:-და როგორ გამოიყურებოდა? -ის საშუალო სიმაღლის იყო, გრძელი ლამაზი თმა ჰქონდა, მითხრა გავყოლოდი და მეც გავყევი, როგორც ყველა კაცი იზავდა, მაგრამ უცბად მობრუნდა და რაღაც ჩამარტყა თავში, ცუდად ვიყავი მაგრამ ძალა მოვიკრიბე და გავიქეცი. -ანუ ქალი იყო? -ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, ქალს კი გავდა მაგრამ ქალის ხმა არ ქონდა და სახეც კარგად არ დამინახავს. ჰო კიდე როცა მობრუნდა მითხრა ,,რაც დააშავე ყველაფრისთვის პასუხს აგებო,, აზრზე არ ვარ რას გულისხმობდა. -ეს ამბავი აქამდე რატომ არ მოყევით? -იმ ღამით პოლიციაში მივედი და განვაცხადე, მაგრამ როცა მითხრეს ნარკოტიკებზე უნდა გაგსინჯოთ ისე ვერ ავიღებთ ჩვენებასო, შემეშინდა და იქიდან გავიქეცი. -რატომ შეგეშინდათ? -რადგან ნარკოტიკები მქონდა მიღებული და არ მინდოდა ამის გამო მეც დავეჭირე. სანდრო:-კარგით თუ რამე გაგახსენდებათ მე დამიკავშირდით, ახალა დაგემშვიდობებით. სანდრომ სავიზიტო ბარათი მაგიდაზე დადო, ზის თვალით ანიშნა და ორივე სახლიდან გამოვიდა. ცოტა ხანს გარეთ იდგნენ, ზი სანდროს მიშტერებოდა თითქოს ბრძანებას ეოდა. სანდრო:-ზედმეტად პირადული საკითხის გამო ხოცავს ხალხს, ვფიქრობ ვიღაცაა ვისაც რაღაც დაუშავეს და ახლა ცდილობს სამართალი თავისით აღადგინოს. ზი ტომს დაურეკე და უთხარი ბოლო 3 წლის მანძილზე დაზარალებული ხალხი მოძებნოს, რომლებმაც სამართალს ვერ მიაღწიეს. -კარგით. მანქანაში ჩასხდნენ, დღის ცვლა უკვე მთავრდებოდა, სანდრომ ზი განყოფილებაში მიიყვანა და თავად სახლში წავიდა, უნდოდა სადმე მშვიდი ადგილიდან ეფიქრა სამეზე. ყველაფერი არეული იყო, ბევრი ქეისი გროვდებოდა და მთავარი საქმე გამოუძიებელი რჩებოდა. სანდრო ძაალაგამოცილი ჩანდა, უკვე დაიღალა ამ ყველაფრით, მაგრამ დანებება ჯერ ადრე იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.