შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია!


24-05-2022, 23:09
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 7 829

დაგიბრუნდით.
მრავალწყვილიანი, მსუბუქი , სასიამოვნო გრძნობებით სავსე ჩემებური ისტორიით
იმედია ზაფხულს მხიარულ ნოტაზე შევხვდებით ერთად.
პ.ს მადლობა ჩემო ელენკა ამდენი წელია რომ მიძლებ ასეთ აუტანელს ,როგორიც ვარ. ეს ისტორია შენია და ვნახოთ როგორ მიიღებს აწ უკვე შენთვის საყვარელ გმირებს მკითხველი

…………
რაიონში შემავალ სოფლებს არ იცნობდა, მხოლოდ მათი სახელები იცოდა და სხვა არაფერი. ზაფხულში საგვარეულო სახლში გატარებულ დღეებს რომ იხსენებდა მხოლოდ ცენტრალური ქუჩები ახსენდებოდა ახლა კი გზას მიუყვებოდა ურჩი მოსწავლის მდგომარეობის გასარკვევად. პასუხისმგებლობა ,რომელიც მეთორმეტე კლასის ახალბედა დამრიგებელს ჰქონდა ყველაფრის წესისამებრ შესრულებას სთხოვდა და ამიტომაც იპოვნა ამაღლობელის სახლი.
-გამარჯობა ,ბებო მოსე ამაღლობელი სად ცხოვრობს ხომ ვერ მეტყვით? - მანქანა გააჩერა და ქუჩის ბოლოს მდგომ ქალს გაუღიმა
-შენ რომელი ხარ ბებიკო - ქალმა თვალები დააწვრიალა და გოგონა შეათვალიერა - ნაცნობი სახე გაქვს, მაგრამ ვერაფრით გაგიხსენე
-ერთმანეთს არ ვიცნობთ , ბებო ... მე პირველად გხედავთ
-ვითომ? არაა , არა ნამდვილად მეცნობი
-ალბათ ვინმეს მიმამსგავსეთ- იღიმოდა და ქალს ისე უყურებდა - ამაღლობლები წესით აქ უნდა ცხოვრობდნენ, თუ ჩიხი ისევ ავურიე
-აქ ვცხოვრობთ ... ჩემ მოსეს კითხულობ , ხომ? მისი შეყვარებული ხომ არ ხარ შემთხვევით
-შეყვარებული? მე სკოლის მოსწავლე მოსე ამაღლობელი მაინტერესებს...მგონი კიდევ არის ვიღაც
-მეტი არავინაა ბებიკო, ერთია და ისიც ჩემი მოსეა ... სახლში შემოდი . იქ ვილაპარაკოთ , დიდხანს დგომა აღარ შემიძლია - უცნაური მზერა ჰქონდა , ასაკს მისი სილამაზისთვის ვერაფერი დაეკლო . ჭაღარა თმის ღერები შავი თავსაფრიდან მოუჩანდა , ამავე ფერის კაბა ეცვა და ხელში ხის ლამაზთავიანი ჯოხი ეჭირა. სიარული უჭირდა, მაგრამ წელშიგამართული მიაბიჯებდა. წამით უკან ჩამორჩა და სახლის წინ , ეზოს ცენტრში მიმავალს მზერა რომ გაუსწორა გულში აუხსნელი სითბო ჩაეღვარა.
-არ მინდა შეგაწუხოთ... სულ ცოტა დროს წაგართმევთ
-ძალიან ცუდი თუ ცოტა ხნით დარჩები , მე დიდხანს დაგიტოვებდი ჩემი ნება რომ იყოს - მშვიდი დღე იყო, ეზოს მარჯვენა მხარეს ყვავილების ბაღში ქვის მრგვალი მაგიდა და სკამები იდგა , იქ დატოვა გოგონა - აქ დაჯექი, მე მოვალ 5 წუთში და მერე მომიყევი მოსეს გოგო თუ არ ხარ მაშ ვინა ხარ- პასუხს არ დაელოდა ისე წავიდა.
სულ დაავიწყდა იქ რა მიზნითაც იყო. იჯდა და იქაურობას ისე აკვირდებოდა თითქოს ბოლო რამდენიმე კვირა იქვე ახლოს რაიონში არ გაატარა. აქ სულ რამდენიმე კილომეტრით შორს , ტყესთან ახლოს მდგომი სახლიდან სრულიად განსხვავებულ ხედს უცქერდა, სიოსაც სხვაგვარი სურნელი მოჰქონდა. სიჩუმეს ცხოველების ხმები არღვევდა მხოლოდ, იქ არც მანქანა შეუნიშნავს და უახლოესი მეზობელიც საკმაოდ შორს ცხოვრობდა .
-რატომ წუხდებით ...დაგეხმარებით- სახლიდან ლანგრით ხელში გამოსული ქალი ,რომ დაინახა მაშინვე წამოდგა
-შენნაირი დახატული სტუმრისთვის ტკბილეულის მიწოდება თუ ვეღარ შევძელი მოვმკვდარვარ და ესაა
-გმადლობთ - კომპოტის წვენი ლამაზ ჭურჭელში ჩაესხა. სხვადასხვა თეფშზე შოკოლადები,კანფეტები, ხილი და რამდენიმე სახის ნამცხვრის ნაჭერი დაელაგებინა
-მიირთვი, ჩემმა მოსემ წუხელ მოიტანა ესენი ... მიყვარს ტკბილი და იმდენი მოაქვს მარტო ვერც ვერევი - თავად შეუვსო ჭიქა კომპოტით - კი არ მიკითხავს იქნებ სხვა წვენი უფრო გინდოდა ან კიდევ ყავა
-არა ,არა გმადლობთ
-გამახსენდა ვინც ხარ - სანამ ალუბლის კომპოტს შეექცეოდა მანამ თქვა ქალმა და ლამის დაიხრჩო მის დარწმუნებულ სახეს რომ გადააწყდა- სესილია ხარ შენ , ჩემი სესიკოს შვილიშვილი
-თქვენ ბებოს იცნობდით ?
-როგორ ჰგავხარ იერით , გამიცოცხლე მოგონებები-თვალები აუწყლიანდა , სესილიას ხელზე აკოცა და მერე სახეზე მოეფერა- ბებიაშენი ჩემი მეზობელი იყო თბილისში . ერთ ეზოში ვცხოვრობდით , ჯერ მე გავყვი მოსეს ბაბუას და მერე ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი სესილიამ და იოსებმა . ახლაც მახსოვს როგორ კიოდა შენი დიდი ბებია სესილიას გაპარვის ამბავი რომ გაიგო
-ისე მენატრება , იმდენად არ მეყო დრო რომელიც მასთან გავატარე ... არც კი ვიცი რა გითხრათ
-მკითხე და მოგიყვები ყველაფერს რაც მახსოვს- ცრემლები შეიმშრალა და ისევ გაუღიმა გრძნობებარეულ გოგონას . შემდეგ გაჟღერდა უამრავი კითხვა და არცერთი მოსწავლე მოსეს შესახებ, არაფერი რის თქმასაც ბიჭზე აპირებდა .
ისხდნენ ტყესთან ახლოს, ამაღლობელის გაშენებულ ბაღში და იცინოდნენ წლების წინ გადახდენილ ისტორიებზე. ქალს სესილიას ხელი ეჭირა და თავისი თბილი თითებით ეფერებოდა , უდიდესი სევდა ბუდობდა მის ღამისფერ თვალებში , მაგრამ წარსულს მოყოლილ ბედნიერ მომენტებს თან ახლდნენ ვარსკვლავებიც, ახალგაზრდობისას რომ უხვად იკიაფებდნენ მის სფეროებში .
-მოსეს რთული ხასიათი აქვს, ეცადე არ აჰყვე ... თუ მოითმენ მოიგებ ! - დამშვიდობებისას უთხრა და დიდხანს მოეხვია მეგობრის მშვენიერ შთამომავალს - შენ შეძლებ , ყველაფერი გამოგივა , სესილია ! - უკვე მანქანაში მჯდომს უთხრა , ხელი დაუქნია და მერე დიდხანს იდგა ზუსტად იქ, იმ ადგილას სადაც მისულს დაუხვდა.
……………..
დილაადრიან დატოვა სახლი, დღის უმეტესი ნაწილი ვარჯიშს დაუთმო. სხვა ბევრი წვრილმანი საქმეც ჰქონდა, ტელეფონზე შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობდა, მხოლოდ მათ ვისაც ელოდა და მიმოწერა ჰქონდა, დანარჩენს უბრალოდ აიგნორებდა. არც ის დღე იყო გამონაკლისი, დილიდან ურეკავდნენ უცხო ნომრიდან ის კი მშვიდად აიგნორებდა. საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა, დაღლილმა მხოლოდ რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. გზას ფეხით მიუყვებოდა , ჩაბნელებულ აღმართში ქვები ედებოდა ფეხებში და ტელეფონის ნათება რომ არა შეიძლება დაცემულიყო კიდეც. გზად მხოლოდ მიტოვებული სახლები ხვდებოდა, კილომეტრის დაშორებით მოსჩანდა შუქი და ისიც ერთი წერტილიდან, მძინარე სოფელი ზედმეტ ხარჯს ერიდებოდა. დაუმუშავებელ მიწებზე იმდენი ხე იყო ამოსული სახნავ_სათესი ტერიტორია ტყედ იყო გადაქცეული. შორიდან ისმოდა ძაღლების ყეფა , ერთმანეთთან გაცხარებული ჭორაობა ჰქონდათ გაბმული . ტურების კივილმა რომ გაჰკვეთა ჰაერი წამით ეგონა ვიღაც გასაჭირში იყო, ისე ჰგავდა მათი ხმა ქალისას ყოველ ჯერზე ეჭვი ეპარებოდა . ტელეფონი ისევ განათდდა და ნომრის დანახვისას ისევ ბოლო ორი ციფრი მოხვდა თვალში "11" , რატომღაც პასუხის გაცემა ისევ არ მოუნდა, ლაპარაკის განწყობა არ ჰქონდა, ისევ გათიშვას აპირებდა შეცდომით რომ მოუხვდა თითი მწვანე ყურმილზე და ქალის ხმა გაიგო
_მადლობა ღმერთს მიპასუხე , უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცხელ ხაზზე ვრეკავდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მალე გადამამისამართებდნენ სადღაც , რომელიმე ოპერატორთან _წამში თქვა ყველაფერი და იმდენად ეტყობოდა ხმაზე გაბრაზება ბიჭი კიდევ უფრო ცუდად განაწყო
_რომ არ გპასუხობ ზნაჩიტ არ მცალია ხო? რაა გაუგებარი . პრეზიდენტობას კიდე ნაღდად არ ვაპირებ , მაგის უფლებებს რომ ვუყურებ არ მინდა
_უატესტატოდ ნამდვილად ვერ შეძლებ ძალიანაც რომ გინდოდეს. თითქმის ორი თვეა სწავლა დაიწყო და როგორც მითხრეს სულ ორჯერ შემოიარეთ სკოლაში, ისიც სპორტის დარბაზს ეწვიეთ და ისე წახვედით, რომ მე სამწუხაროდ ვერ შეგხვდით. ყოველთვის , როგორღაც აცდა ჩვენი გზები . აქამდეც ვცდილობდი დაკავშირებას, თქვენი ბებოც გავიცანი, ვესაუბრე და დამარწმუნა , რომ უსაფრთხოდ იყავით, რაც ძალიან კარგია , მაგრამ სკოლაში თუ არ ივლით და გაკვეთილებს არ დაესწრებით არების რაოდენობა გადააჭარბებს დასაშვებ რიცხვს . თუ მზად ხართ გამოცდების ჩასაბარებლად უნდა ვიცოდე და თუ არ გინდათ ამ დონემდე მიხვიდეთ
_შენი ხმა საერთოდ არ მეცნობა და ვინ ხარ არ გინდა რომ მითხრა? რა უფლებით მემუქრები საშემოდგომოთი? დირექტორი შეიცვალა სკოლის და არ ვიცი?
-რა თქმა უნდა , ისე მოულოდნელად მიპასუხე სწრაფად დავიწყე საუბარი იმის მოლოდინში , რომ გამითიშავდი . მე ინგლისურის ახალი მასწავლებელი და ქალბატონი ლეილას დროებითი შემცვლელი ვარ. როგორც სჩანს კლასელებთანაც არ საუბრობ, თორემ გეტყოდნენ ახალი დამრიგებლის შესახებ_მაქსიმალურად ცდილობდა პირვანდელი ბრაზი გაექრო და კეთილგანწყობა ეჩვენებინა ბიჭს კი უკვე თავი სტკიოდა მისთვის უინტერესო თემაზე საუბრით მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო რომ პედაგოგი ურეკავდა - როგორც დამრიგებელი ვალდებული ვარ შეგატყობინო , წინასწარ გაგაფრთხოლო და გავიგო რას აპირებ, რომ თანამშრომლობა შევძლოთ
_მოდი რა ვქნათ იცი? შენ დანარჩენებს მიხედე , ერთით ნაკლები გეყოლება დასარიგებელი დამრიგებელო, მე ჩემს საქმეს მივხედავ. არ ინერვიულო არავინ მოგაწვება ჩემ გამო, მე მოგვარებული მაქვს უკვე გაცდენების ამბავი
_არ გათიშო _ ხმას აუწია ისევ , რადგან მიხვდა ისევ უთიშავდა _ შენ როგორც მივხვდი ყველა მასწავლებელი ტყუილად გიწერს ნიშანს , მაგრამ სხვა საგნებში თუ არა ინგლისურში ნამდვილად არ გექნება ნიშანი იმიტომ რომ მე ცარიელ მერხს არ ვაფასებ. დირექტორი არ გასწავლის არცერთ საგანს და მასთან მოგვარებული საქმე ჩემთან ვერ იმოქმედებს. თავად გადაწყვიტე რა გირჩევნია , მოსვლა და ადამიანურად საუბარი თუ ასეთი ტონით. ახლა აღარ მოგაწყენ
-შენ დედას შევ.ცი- ქალთან საუბარში ჯერ ფეხი წამოჰკრა ქვას , მერე ჩიხიდან გამოვარდნილი ძაღლების ყეფაში ისე აეშალა ნერვები უმისამართოდ შეიგინა და ტელეფონის გათიშვა რომ დაავიწყდა ეგ სულ არ დაუფიქსირებია სანამ ქალის გაცოფებული ხმა არ გაიგო
_თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი არა? ეს რა უზრდელობა, რა შეურაცხყოფაა. როგორ მიბედავ საერთოდ. აჰ , შეგაწუხეთ ბატონო მოსე? მე მომიტევეთ როგორ გავბედე მოსწავლის სკოლაში მისვლისკენ მოწოდება , რომელსაც არც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, არც სხვა რაიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს, ქვეყანაში იმყოფება, მეტიც სკოლასთან გავლა ყოველდღე უწევს . კარგი არ სწავლობთ, არ სწავლობთ . ყველას ვერ ექნება განათლება თუ არ გინდათ კი ბატონო, მე ხომ ვერ დაგაძალებთ , 18 წლის ხართ , თქვენი არჩევანია , მაგრამ კაცობა და ზრდილობა რომ გაგაჩნდეთ ძალიან კარგი იქნებოდა ! _ ისეთი ხმით საუბრობდა ბიჭი გამოაფხიზლა, მაგრამ სანამ სიტყვის ჩაკვეხებას შეძლებდა თავად დაასრულა ზარი .
_ეს რა ჯანდაბაა ... რა ფეხზე ავდექი . ჩემ ბედს რო შევ.ცი მართლა და მართლა . ახლა ამ ვიღაც სწერვა მასწავლებელს როგორ გინდა აუხსნა ვის შეაგინე _ დარეკვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა , ტელეფონი გაითიშა და საერთოდ შუქიც ჩაქრა . სახლამდე როგორღაც ააღწია, შუქი რომ მოვიდა და ტელეფონის დამუხტვა შეძლო დარეკვისთვის ზედმეტად ცუდი დრო იყო. მეორე დღის გეგმები რომ შეეცვალა ეს ფაქტი იყო, საწოლზე დაეცა და ჭრიალის ხმაც გაისმა.
დილა ისევ ვარჯიშით დაიწყო, რომ მოწესრიგდა და სკოლაში წავიდა უკვე ორი გაკვეთილი დასრულებული იყო და მესამეს დაწყებაც მოესწროთ. პირდაპირ გაიარა გზა კლასამდე და დაუკაკუნებლად შეაღო კარი .
-ახალი დამრიგებელი თუ გვყავდა ვერ მითხარი შე ს.რო ? სისულელეებს რომ მიყვები იმ სწერვაზე რატომ არ მითხარი. _აზუზუნებულ ბავშვებში ერთ _ერთი გამოარჩია და მას შეუტია _ გაკვეთილი არ გაქვთ ? ამჯერად ვინ არის ცუდად. ლეილას რა სჭირს ვაფშე _ მაგიდისკენ გაიხედა ისევ , მერე ოთახს მოავლო მზერა და ფანჯარასთან მდგომ გოგოსთან შეაჩერა, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა უცნობი , წელში გასწორდა და ბიჭს სიტყვის თქმა არ ადროვა ისე დაიძრა მისკენ _ ახალი კლასელიც გვყოლია. მოვლენებს საგრძნობლად ჩამოვრჩი, არ იციან ამ იდიოტებმა რა უნდა მითხრან და რა არა. _ გოგოს წინ დადგა , ერთი ხელი ჯიბეში ედო მეორე ხელზე შეახო და მთელი მომხიბვლელობით გაუღიმა- მოსე ამაღლობელი . შენ მშვენიეროო
_ მე სესილია , თქვენი ახალი მასწავლებელი _ მტევანი ჯერ კიდევ ბიჭის თითებსშორის ჰქონდა მომწყვდეული და ისე აკვირდებოდა მის წაშლილ სახეს ფონად ბავშვების სიცილი რომ ჰქონდა . გაბრაზებული ჯერ მათკენ შებრუნდა და ისინიც წამსვე ჩაჩუმდნენ ქალმა კი ხელის გამოწევა სცადა , მაგრამ უშედეგოდ. მეორე ხელიც ჩაჰკიდა და უფრო ახლოს მიიწია
_აზრზე არ ვარ ეს გაუგებრობები საიდან მოდის, აქამდე ასე არ მემართებოდა და რაღა შენთან გავჭედე ვერ ვწვავ , მაგრამ ისე არაა როგორც გგონია. დაგებაზრები და გაიგებ რა ... ორი წუთი მინდა ზუსტად
_საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ცდილობ ? უკვე საკმაოდ მოაცდინე ბავშვები,რომლებიც ტესტს წერენ . რადგან აქ ხარ, დაბრძანდი გთხოვ _ ხელით ანიშნა სკამისაკენ და გაეცალა . ბიჭი შეწუხებული სახით დაჯდა და ბავშვებს გადახედა ისევ . ყველანი ჩუმად იყვნენ და მიუხედავად დიდი ინტერესისა მაინც წერას აგრძელებდნენ _ აი კალამი და ფურცელი
_მეც გინდა რომ დავწერო?
_ მე არ მინდა, შენ გჭირდება რომ დაწერო . არჩევანი ყოველთვის შენზეა მე მაქვს ჩემი შეფასების სისტემა _ ხელები მაღლა ასწია და უკან დაიხია. მაღალწელიანი შარვალი და პიჯაკი ეცვა. გაშლილი თმები ბანტით დაემაგრებინა და უცნაურად იზიდავდა ბიჭის მზერას. ზარის დარეკვამდე ძლივს მოისვენა, ბავშვები წერას ასრულებდნენ და ფურცლებს აგროვებდნენ ის კი იჯდა და ელოდა . აგიჟებდა ფაქტი, რომ ქალი საერთოდ არ იყურებოდა მისკენ.ყველას ყურადღებას აქცევდა, იღიმოდა და მხიარულ კომენტარებს აკეთებდა გადაწერას რომ შეამჩნევდა
_გიგუნა , ვერ ვხედავ ერთხელ და არა შვიდჯერ . მთლად ნუ დამაბრმავებთ ხოო? მაკოო შენი ნაწერის დაცვით დაიწყე იურისტობაა , თორემ შენს ცოდნას ითვისებეენ . რამდენჯერაც გადაიწერთ იმდენ ქულას დაგაკლებთ , რადგან მხოლოდ ეგაა სადარდებელი.
_აუუ მაას ტეხავს ასე ლაპარაკი , ნუ გვიხეთქავ გულებს . ფონს ვართ გასული და ახლა ხო არ ჩაგვტოვებ . მამაჩემი გამომაგდებს სახლიდან და შემიფარებთ მერე?
_შეგიფარებ და ინგლისურსაც გასწავლი რომ გამოცდა ჩააბარო _თვალი ჩაუკრა და მაგიდას მიეყრდნო _ 4 წუთი რჩება თამთა და ეგ კალამი კი ჩაღეჭე ბოლომდე , თუ რაიმე ეფექტი აქ და ტვინის შრეებში ჩამალულ ცოდნას ხსნის ამ დრომდე რით ვერ იმოქმედა
_დავწერე მას , მაგრამ ეს ცოდნაც ძალიან იმალება . თავმდაბალია და არ ჩნდება, არ უნდა სხვები დაჩრდილოს
_ჩრდილში მყოფი იქნება ნიშანიც,.ვნახოთ . იქნებ ბევრად უკეთ დაწერე ვიდრე ვარაუდობდი _ უცნაური გარემო იყო, ბიჭს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს სხვა სამყაროში იმყოფებოდა .
_მათემატიკა გაქვთ და გთხოვთ არ გააკეთოთ ის რასაც აპირებდით _ ბავშვებს გადახედა , ფურცლები აიღო და ოთახიდან გავიდა . სხვა არაფერი უთქვამს , დერეფანში მიაბიჯებდა და მოსეც უკან მიჰყვებოდა. გზად იმდენი ვინმე შეხვდა ძლივს წამოეწია ქალს
_ერთი წუთით , ჩვენ უნდა ვისაუბროთ _მკლავზე მოუჭირა თითები რომ შეეჩერებინა _5 წუთი მჭირდება რა გახდა ეს დედა აფეთქებული?
_მოსე, თქვენ ხომ დირექტორთან გაქვთ მოგვარებული . ამიხსნეს, რომ ასე ხდება არ დადიხართ , მაგრამ ყველა საგანში გაქვთ ქულა და უბრალოდ არსებობაში გიწერენ ნიშანს. ზოგს იმდენად მოსწონს თქვენი ყოფნა ამ სკოლის მოსწავლეთა შორის სიაში, რომ 8 ქულაც კი გყავთ არაერთ საგანში მაშინ როცა იმათ ვინც დადიან ნაკლები ჯამური შედეგი გამოუვათ. უცხოა ჩემთვის მსგავსი დანაშაული, სისტემის შეცვლას ნამდვილად ვერ მოვახერხებ ,ასე ერთბაშად ვერ , მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ჩემ საგანში ნიშანი არ გექნებათ თუ მინიმუმ ცოდნას არ მიჩვენებთ . ახლა ხელი გამიშვით თუ შეიძლება და მადროვეთ კლასში შევიდე , სადაც სხვათაშორის არავინ მაგინებს _ ბოლოს დაამატა და ბიჭს კიდევ უფრო შეეჭმუხნა წარბები
_ქულები , ეგ ყველაფერი საერთოდ. აქ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ გაუგებრობის გამო მოგიბოდიშოთ. უფრო სწორად საბოდიშო არაფერი ჩამიდენია, ქალებს არ ვაგინებ. არასდროს ! მითუმეტეს სრულიად უცნობს არ შეიძლება თქვენი მიმართულებით მეთქვა ... დამიჯერეთ რა. შუაღამეს ის დედა ნატირები ძაღლები გამოვარდნენ როცა მაწვებოდით , ისედაც ვერ ვიყავი რა და არასწორად გაიგეთ
_აი ახლაც დგახართ და ყოველ მონოლოგში იგინებით ... შესაძლოა განზრახულად არა, მაგრამ ეს ბილწსიტყვაობა იმდენად თქვენშია , რომ ასე გამოხატეთ ჩემს მიმართ არსებული ბრაზი თუ წყენა . არ ვიცი რას გრძნობდით წუხელ როდესაც მთელი ეს დრო ჩემი ზარები გაწუხებდათ
_ჩემი ლაპარაკის მანერა თქვენი გასარჩევი არაა, ასე ვსაუბრობ და მორჩა.ეს იმას არ ნიშნავს , რომ გამოვდგები ვიღაც ნაბიჭვ.რივით და ქალს ვაგინებ . კაროჩეე რაა ... როგორ დაგაჯერო ახლა რომ შენთვის არ
_ამაღლობელიი გაიჩითაა ეეე _ ვიღაც ბიჭი მივარდა, ზურგიდან მოეხვია და ხელი დასცხო _ გაახსენდა ვარსკვლავბიჭუნას რომ მოსწავლეა და გვიკადრა?
_ვლაპარაკობ ხო ? _ ხელი მოიშორა და ისე გახედა ბიჭმაც უკან დაიხია
_არ იცვლები რაა...სულ იღრინები . იზვინი ბრატ
_ბრატ კი არა მასწავლებელს მოუბოდიშე
_ვის ? ამას ?რა ბოდიში გუშინ დაამთავრა სკოლა. ახლა მასწავლებლებთან მაბოდიშე კიდე რა. ამათი მოვალეობა რა არი? რო ბავშვებს ცოდნა მოგვცენ და გაგვისწორონ ჩვენ პონტში. სესიკო მასწი კიდე ისეთ ვიდზეა , რომ მთელი გულით მშურს ყველასი ვისთანაც ის ასწავლის. რა უიღბლობაა მაინც რა ჩვენთან კიდე ძუძუებჩამოწელილი ხათუნა შემოდის და თქვენთან კიდე რა ნაშა . გაკვეთილს არ აცდენენ შენები და დადიან დაყლ.ვებულები _ისე ლაპარაკობდა თითქოს იქვე ახლოს არ იდგა სესილია. მოსე ისედაც გაბრაზებული იყო , ბიჭის საუბარმა კი სულ აურია ტვინი. ისე მოაწვა ყელში ბრაზი თვალებგაფართოებულ ქალს სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე მოუჭირა ხელი მოლაყბეს
_ენა ჩაიგდე თორემ ამოგაცლი, ხომ იცი მერე სადაც გაგირჭობ და ჭკუიდან ნუ გადამიყვან ! სიტყვები აკონტროლე , მაგ დამპალ თავში რა აზრებიც მოგდის ყველაფერს ნუ აყრანტალებ_თქო მილიონჯერ მითქვამს _ თითებს უჭერდა კედელთან მიმწყვდეულს და ირგვლივ შეკრებილ მაყურებლებს ყურადღებას არ აქცევდა სანამ არ მიხვდა , რომ მკლავზე სესილია უჭერდა თითებს და მთელი ამ დროის განმავლობაში სთხოვდა გაჩერებას
_მოსე გაუშვი, მოსეე ასე დაახრჩობ
_რა იყო შე ჩემა შენც დაგევასა? ამის გამო მოხვედი ხომ ? ეს სულელები რომ სველდ.ბიან არ გყოფნის ? ესეც უნდა დაკერო? გამოცდილი ქალი გინდა თუ რა ბაზარია ? _ ბიჭმა თავად მოიშორა ხელი და შეუტია
_ახლა ისეთს დაგმართებ ... სარკეში თავს ვერ იცნობ _მაქსიმალურად ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა. შუაში უკვე ბიჭები იდგნენ. მასწავლებლებიც შეიკრიბდნენ . ხმაურზე ლამის მთელი სკოლა დერეფანში გამოვიდა . თავს ძლივს იკავებდა , ის კი ისე იწვევდა თითქოს განგებ ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას
_ვის აშინებ თითქოს შენს გარდა ჩხუბი არავინ ვიცოდეთ...არავის გაერჭო შენი ჯილდოებიანად
_შემომხედე , მიყურე და უკან გადადგი ნაბიჯები _ აქამდე არასდროს არავის უმოქმედია ასე. არავის გაუბედავს მის წინ აღმართულიყო . მხოლოდ საკუთარი თავი თუ გააჩერებდა ახლა კი ის იდგა მის წინ, თავისი წყლიანი, დამფრთხალი ცისფერი თვალებით და მაინც მტკიცე გამომეტყველებიტ. მთრთოლვარე სხეულით რომელიც ძალას ინარჩუნებდა და არეული სიტუაციის კონტროლს ცდილობდა _ ვიდეოებს იღებენ , შენ თუ ახლა მას შეეხები იმაზე დიდი პრობლემები გვექნება მე და შენ ვიდრე გუშინდელი საუბრისას _ ჩუმად ლაპარაკობდა . ხელი მკერდზე მიადო და აჩქარებული გულისცემაც დაიჭირა თითქოს _ მე აქ ვარ !
_მოდი ერთი რატო აჩერებთ... მოვიდეს ვანახებ როგორ უნდა ამის სახის მინგრევა. დაუმარცხებელოო რატო გაჩერდი?
_რა ხდებაა აქ ? რა შეკრება მოაწყვეთ. ყველას გინდათ სკოლის კედლები გახეხინოთ? გაკვეთილი დაიწყო იცით? დროზე დაიშალეთ ... დროზეე სანამ ყველა ჩემ კაბინეტში დაგაყუდეთ ... დროზეეე _ კაცის ხმამ გაიჟღერა და ყველა მიმოიფანტა. ჭორების გორგალი ტრიალს განაგრძობდა, მხოლოდ მოქმედების ეპიცენტრში ჩაქრა ცეცხლი _ აქედან გაქრი გიგაური თუ არ გინდა მამაშენს მოვახსენო შენ ყოფა_ქცევაზე _ ბიჭს მიმართა და მერე გახედა მოსეს _თქვენ ყმაწვილო , ჩემ კაბინეტში . ახლავე !
არაფერი უთქვამს კაცისთვის წინ წავიდა და კიბეც ჩაირბინა. ქალი ჯერ გახევებულუ იდგა, შემდეგ დირექტორიც გამქრალი რომ დაუხვდა ინსტიქტურად დაიძრა მისი კაბინეტისაკენ. მასწავლებლები თვალს ადევნებდნენ, ყველა ვისაც იმ დროს გაკვეთილი არ ჰქონდა სამასწავლებლოდან იმზირებოდა და პარალელურად ლაპარაკს აგრძელებდნენ.
_ბატონო დემურ , ჩემი მოსწავლის დასჯის საფუძველი არ არის... უფრო სწორად გაქვთ, მაგრამ ის თავხედი ბიჭიც უნდა იყოს აქ და პასუხი აგოს საკუთარ ქცევაზე. რატომ არის აქ მხოლოდ ჩემი მოსწავლე , რომელიც ფაქტობრივად არაფერს ამბობდა და არც დაურტყამს , არც ჩხუბის წამოწყება უცდია. მშვიდად ვსაუბრობდით სანამ ის ... არც კი მახსოვს ვინ არის ის ბიჭი? _ დაკაკუნა თუ არა მაშინვე შევიდა და საუბარი დაიწყო. ვერ გაიაზრა მოსე რამდენად კომფორტულად იჯდა სავარძელში .
_ჯერ ეს ერთი შენი მოსწავლე ყველას არ უნდა ეჩხუბებოდეს და სხვებზე მეტი მოეთხოვება. მერე მეორეც ის ბიჭი გამგებლის შვილია და რა ვქნა ახლა აქ დავიბარო? რით დავსაჯო ხომ ვერ მეტყვი? ისედაც ბიუჯეტი გამინულდა მამამისის კართან უნდა ვიდგე მთელი დღე რომ შევიდე და ველაპარაკო. შენ შვილო მართლა რა გგონია მასწავლებლობა ძალიან მაინტერესებს. ამ ორ თვეში ვერაფერი ისწავლე?
_მაპატიეთ უნივერსიტეტში გაკვეთილის ჩატარებას მასწავლიდნენ , ცოდნის ბავშვებამდე მიტანას და არა უკანონო ქმედებებით , დარღვევებით
/_ მე ვმოქმედებ უკანონოდ?
_ბატონო დემურ ახლა აქ სულ სხვა თემის გამო ვართ. ჩემი მოსწავლე _ წამსვე სცადა ჩიხიდან გამოსვლა და მასზე მიშტერებულ ბიჭს თავადაც შეხედა _ ეს ბავშვი
_ ეს ბავშვი ბავშვი არაა და არავის დასჯას ვაპირებ . რა სასამართლო მომიწყვე აქ და დადექი ადვოკატივით. ისე ჩამოვიყვანე რომ დაველაპარაკო , ბრძოლის ამბები მინდა გაკოვკითხო და თუ გინდა გვისმინე შენც . მოდი , მოდი დაჯექი არახარ კარგად აშკარად. გაკვეთილი გადავანაცვლებინე და ქართული ჩაუტარდება მეცხრე კლასს . ამის მერე შეხვალ შენ. დაჯექი მოდი, ეს დალიე ... ბოთლიდან ჭიქაში კომპოტის წვენი ჩაუსხა და თავადაც ჩაჯდა სავარძელში _რას მიყვებოდი იმ დღეს? როდის მოვლენ ჟურნალისტებიო ?
_ჯერ არ მაქვს დრო, ხვალ ბრძოლაა მოვიგებ ბარემ და მერე მოვლენ . დირექტორს და რამდენიმე მასწავლებელს დაველაპარაკებით ორი წინადადება თქვან მეტი არაა საჭიროო. ხო იცი როგორ სიუჟეტს აკეთებენ, ჭკვიანი ბიჭი სოფლიდან . ღარიბი, საწყალი , მაგრამ ნიჭის პატრონი რომელიც არ ნებდება და ბლა ბლა ბლა . შენ რო გინდა სკოლის გამოჩენა თორემ მე სულ ს.რზე კი იცი _ ქალი ისედაც ვერ ხვდებოსა რა ხდებოდა და შემდეგ საერთოდ ყლუპი გადასცდა და ხველა აუტყდა .
_კარგად ხარ? რა გჭირს დღეს რა დღეა კაცო ასეთი. წადით , ერთი წადით. ხო ხარ დღეს შენ სკოლაში, დარჩო ბარემ ბოლომდე
_სად დავრჩე ... გინდა ის მივახრჩო და ისე დავუგდო სახლთან მამამისს?
_ნუ სულელობ ახლა. მაგისთვის გცალია შენ? მაგ ბრაზი ხვალ გადაიტანე ჩხუბში
_მასეთი ნაბ.ზვრები არ იბრძვიან ჩემს წინააღმდეგ იმის გაკეთება რომ მომინდეს რაც მაგას ეკუთვნის და მიიღებს ერთხელაც ხომ იცი.
_სკოლაში ჩხუბი არ დამანახო და სხვაგან რაც გინდა ის ქენი. დაამთავრებ მალე , აიღე ეს ატესტატი და მოშორდი ამათ . რა იყო რაღა დარჩა მაგ მაიმუნის გამო ირევ ცხოვრებას? იაზროვნე ცოტა
_ მაგ აზროვნების გამოა მრთელი ... წავედი. დაგელაპარაკები მერე
_ გამარჯვება ხვალ
-მადლობა
............
_შენ ვინ ხარ საერთოდ _ მის გვერდით იდგა დერეფნის ცარიელ ნაწილში და სრული გულწრფელობით ეკითხებოდა
_მოსე ამაღლობელი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა და ვწუხვარ ყველა გაუგებრობის გამო რაც ამ დღეებში მოხდა _ ხელი გაუწოდა კვლავ და ამჯერად დაელოდა მის პასუხს
_მე რატომ არაფერს მეუბნება შენი სახელი ამდენი თვეა , უბრალოდ სკოლის პოპულარული ბიჭი მგონიხარ და ეს ლოკალური ნამდვილად არ არის
_ხელს თუ ჩამომართმევთ და დავზავდებით აგიხსნით _ თითები აამოძრავა და ანიშნა, რომ ელოდა
_ძალიან გამაბრაზე, მაგრამ მოსწავლესთან სიჯიუტეს ვერ გამოვიჩენ . ამიტომ გაპატიებ , უფრო სწორად დაგიჯერებ... მჯერა , რომ ყველაფერი ძაღლების გამო მოხდა _ ხელი მის ხელს შეახო და თითები მოუჭირა _ ვინ ხარო რას მიყვებოდი?
_მებრძოლი ვარ
ჯარში ? ისე გაიოცა ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა _ მოსწავლე რანაირად
_სპორტი
_ჭიდაობ?
_არა , ჭიდაობა სხვაა
_ძიუდო ? კარატე ?
_დამაცდით ? _ წარბი მაღლა აზიდა
_ პედაგოგი აქ მე ვარ
_ პასუხს თუ არასდროს ელოდებით შეფასებას როგორ წერთ?
_შენ ჯერ ჩემს გაკვეთილს უნდა დაესწრო რომ ჩემი კრიტიკის უფლება მოიპოვო
_ორი დღეა ლაპარაკს არ მაცლით , არც მისმენთ ან მისმენთ და ნახევრად . დასკვნისთვის მკმარა
_მეუბნებოდი სად იბრძვი
_შერეული ორთაბრძოლა, არის ასეთი სახეობა .
_კარგია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტული ცხოვრება , მაგრამ ჰობის გამო აცდენ სკოლას?
_ჰობი არ არის, პროფესიაა
_რომ ჩხუბობ ეგ არის პროფესია... ხო ვერასდროს ვუგებდი სპორცმენებს მითუმეტეს ამ ხაზით მიმდინარე
_აშკარაა რომ არ გესმით , სამწუხაროა თქვენი მხედველობის დიაპაზონი ასეთი მოკლე რომ არის და პროფესია მხოლოდ მასწავლებლობა, ექიმობა , იურისტობა და არქიტექტორობა გგონიათ
_ასე არ არის, მაგრამ უბრალოდ ვერ ვერკვევი ამ ყველაფერში. წარმოდგენა არ მაქვს იმდენად შორსაა ჩემგან დილით სირბილიც კი და ამის გამო ნუ გამიბრაზდები თორემ უკვე მაწუხებს ეს ფაქტი. ისედაც უხერხულად ვგრძნობ თავს ჩემს გამო რომ დაიწყე ჩხუბი და მითუმეტეს ახლა როცა ვიცი რატომაც იღებდნენ ამ ყველაფერს . პრობლემები არ შეგექმნება თუ ამდენად პოპულარული ხარ?
_გადავიტან როგორმე , არ მადარდებს . მთავარია დაიჯერე , რომ შენთვის შეურაცხყოფის მოყენება არც კი მიფიქრია .
_ეს უფრო გადარდებს ვიდრე ის რომ შენს კარიერას საფრთხე შეექმნება ? საინტერესოა _ იმ წამს დამშვიდდა მათ შორის არსებული ქაოსი, რაღაც ზღვარი გადაკვეთეს და ყველაფერი საპირისპირო მხარეს შემობრუნდა. _მე და შენ როგორ უნდა მოვიქცეთ , მოსე ?
_ახლა მართლა არ მაქვს დრო , ხვალ მაქვს ბრძოლა მე კი აქ ვარ და ორი საათია სისულელეებს ვაკეთებ. მოდი ასე მოვიქცეთ, თქვენ თუ დათმობაზე არ წახვალთ გამოცდა ჩაიბარეთ , რამდენიმე კვირაში ერთხელ და რასაც მივიღებ დამიწერეთ ის ქულა. თქვენ რომ მშვიდად გქონდეთ სინდისი _გაუღიმა და თვალებდაწვრილებუმა გაუსწორა მზერა _ მოდით და დარწმუნდებით, რომ ფუჭად არ ვხარჯავ დროს
_მესმის , უსაქმურობა არც დამიბრალებია თქვენთვის , მაგრამ როგორღაც უნდა მოახერხოთ შეთავსება . ისევ თქვენთვის ვამბობ
_ისევ თქვენობით რატომ მელაპარაკები რომ მიმახვედრო მეც მოგბაძო ?
_არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ აშკარად არ აპირებ ამიტომ მეც შენობით ფორმაზე გადმოვალ და თუ მომწერ სად იმართება შენი ბრძოლა , ვეცდები მოვიდე
_მოგწერთ მისამართსაც და დროსაც. ახლა კი წავალ ... მომდევნო კვირიდან ვისაუბროთ ჩემს სწავლა_განათლებაზე
_რა გაეწყობა. ნახვამდის
...........
-მოსეს საგულშემატკივროდ მიდიხართ? სკოლის ჭიშკართან მისულ ბიჭებთან შეაჩერა მანქანა
_აუ არ გაჭედოთ რაა ... მართლა მნიშვნელოვანი ბრძოლა აქ და რომ დავესწროთ მეექვსეს მერე ვეღარ ჩავუსწრებთ
_ლევანის მანქანით მიდიხართ ?
_ზოგი ხო , ნაწილი ავტობუსით
_ის ნაწილი ჩემთან დაჯექით ...
_თქვენც მოდიხართ მაას?
_ხომ გითხარით სადაც თქვენ იქაც მე . გავაჩერებ და ჩასხედით, თუ ვინმეს უნდა კიდევ წამოსვლა გააგებინეთ _მანქანა გზაზე გააჩერა და ბავშვებს დაელოდა.

ბიჭები აშკარად არ იყვნენ პირველად. შინაურულად გრძნობდნენ თავს, რამდენიმე გოგოც ჩართული იყო მთელ ამ პროცესში იმდენად, რომ მეტოქესაც აფასებდნენ და სავარაუდო შედეგებზე პროფესიონალურა მსჯელობდნენ თავად კი ყველაფერს აკვირდებოდა და ისე გრძნობდა თავს როგორც პირველკლასელი სკოლის პირველ დღეს.
_მას არ გინდათ დავნიძლავდეთ?
_რა გინდა მითხარი და ნიძლავის გარეშე ვიფიქროთ როგორ მოვგვარდებით, ლევან
_თუ მოიგებს ნიშანი დაუწერეთ ... არ გაურთულოთ საქმე რა . არ იმსახურებს , გეფიცებით
_ჩვენც არ გაგაბრაზებთ, მაქსიმალურად კარგად მოვიქცევით _მეორე მხრიდან მჯდომი საბაც ჩაერთო საუბარში _ თქვენი დამრიგებლობის პერიოდში ვიქნებით სანიმუშო მოსწავლეები
_მე შესაძლოა წლის ბოლომდე მომიხდეს თქვენთან ყოფნა . ამდენხანს შეძლებთ მოითმინოთ მეგობრის გამო?
_თქვენ არ გაუჭედოთ და ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ
_ყველას ნაცვლად მესაუბრები ლევან, ხვდები ამას?
_წინააღმდეგი არავინ იქნება ... ამ ბიჭის გამო მაიმუნობებს შევწყვეტთ და დასტოინად მოვიქცევით
_ამ ბიჭს სჭირდება ჩემი საგნის ცოდნა
_ჩვენზე კარგად იცის ... ჭირდება და იცის მართლა ოღონდ . უბრალოდ არ აქვს ამ სკოლის ამბების დრო
_მგონი იწყება ... მოლაპარაკება სხვა დროს გავაგრძელოთ
_შენ ხომ გვითხარი მე სულ თქვენს მხარეს ვიქნებიო, ხოდა იყავი რა მის მხარესაც _ მოსე უკვე ოქტაგონზე იყო საბამ რომ უთხრა და მერე ყველანი ბრძოლაში ჩაერთნენ.
მანამდე მხოლოდ ფოტოები ან ვიდეოს ნაწილი ენახა ორთაბრძოლის შემდეგ მიღებული დაზიანებებით მყოფი ადამიანების, მაგრამ თავიდან ბოლომდე თანაც ლაივში თუ ოდესმე ნახავდა არასდროს წარმოედგინა. იჯდა გაოგნებული, ემოციებს ვერ იმირჩილებდა და ადგილიდან ვერ ტოკდებოდა ბავშვებისგან განსხვავებით , რომლებიც სხვადასხვა შეძახილებით პასუხიბდნენ მოწინააღმდეგის ყველა დარტყმას. ყოველი მოქნეული მუშტის შემდეგ თრთოდა და სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ცოტაც და გონებას დაკარგავდა. ამ უკიდურესობამდე არ მისულა, თუმცა ბევრიც არ დააკლდებოდა მოსეს საბოლოოდ რომ არ მოეკრიბა ძალა და გამარჯვებით არ დაესრულებინა ბრძოლა. ვერ ხვდებოდა ემოციები როგორ უნდა გაეკონტროლებინა . მის აღქმაში ორი კაცი ერთმანეთს გამეტებით ცემდა და ამდენ ხალხთან ერთად ამ ყველაფერს უყურებდა, მეტიც ერთ კონკრეტულს გულშემატკივრობდა .

სულ მალე შენობის გარეთ გამოსულს ეხვივნენ გარს. დაღლილი იყო,გახეთქილი წარბით,ტუჩით და ვინ იცის კიდევ რამდენი დარტყმით მიღებული ჭრილობით იდგა და ბიჭების ჟრიამულს სიცილით ადევნებდა თვალს
_როგორ დაარტყიი ეე საიდან მოუდექი რანაირად შე ჩემაა
_გეუბნები სულ მალე გაგვიფრინდება ... ამას ვინც ნახავს გვერდს აუვლის? _ ტელეფონში გადაღებულ ვიდეოს უყურებდა და უკვე ჭრიდა კადრებს
_ფან ფეიჯი კი სავსეა გოგოებით , თითქოს ესმოდეთ რამე . შორტს ცოტა დაბლა თუ დაწევ ერთ_ორ ფოტოში იმდენი გამომწერი გეყოლება ინსტაზეც რომ ჩხუბს შეგიძლია შეეშვა
_შენ ხო არ ეჭვიანობ პატარავ? _მოსეს არაფერი უთქვამს სამაგიეროდ საბამ უპასუხა გოგონას და მისკენ დაიხარა _ ხომ იცი მოსე აიგნორებს ყველას მოწერილს , ჩვენც არ გვპასუხობს ნახევრად და ახლა დაპირებულ სახინკლესაც არ იკისრებს ვიცი
_შენ ოღონდ გაჭამოს კაცმა და _ თვალები აატრიალა და ჩუმად მდგომ ქალს გახედა _ არ მეგონა თუ მოხვიდოდი ,მადლობა გულშემატკივრობისთვის , მაგრამ მთლად კარგად ვერ გამოიყურებით _მაქსიმალურად ცდილობდა ისე ესაუბრა სხვებს რომ არ მოესმინათ, მაგრამ მაინც ახლოს იყვნენ
_შენ იქ რინგზე იომე და მე ვარ ცუდად? ახლა მართლა გაქვს სახინკლეში წასვლის ძალა?
_ენერგია რომ დავხარჯე და საჭმელი მჭირდება მაგიტო წავალთ . ბავშვები თქვენ წამოგიყვანიათ, ამიტომ უარს ვერ გვეტყვით და ჩვენთან ერთად
_უარის თქმას არც ვაპირებდი , ბავშვებოო მგონი დღესაა ის დღე რომ გეუბნებოდით ყველას ერთად შეგკრიბავთ და სკოლის გარეთ გავატარებთ დროს _თქო . მე გეპატიჟებით რესტორანში . მოსე ჩემთან წამოვა, ლევან შენ გამოყოლას ხომ შეძლებ? თუ რამე ლოკაციას ჩაგიგდებ, მაგრამ შორს არაა
_ჯიგარი ხართ მაას _ ახმაურდნენ და მანქანებისკენ დაიძრნენ
_მასწავლებელი რესტორანში ქეიფობს მოსწავლეებთან ერთად, სტატიის სათაურად გამოდგება და დაიპყრობს სოც. ქსელებს
_ არ იდარდო , ჩემი ცხოვრება პედაგოგიური მოღვაწეობით არ შემოიფარგლება იმდენად, რომ ამ სტატუსმა შემაშინოს.
_სადაც არ უნდა მივდიოდეთ მე ვიხდი , თქვენ კი მოსწავლეების უკეთ გაცნობას შეძლებთ
_მასწავლებელი იხდის
_თუ გაიხდი მხოლოდ ტანსაცმელს და სიამოვნებით ვნახავდი ამას, მაგრამ მასწვალებლები ამ ქვეყანაში ყოველთვის საჩუქრებს იღებენ, უფასოდ დადიან ყველგან სადაც მოსწავლეები მიჰყვებიან . ნუ არღვევ წესებს რა, საუკუნეებს მოჰყვება _ხუმრობდა, მაგრამ სესილიას აღიზიანებდა
_ ნუ მელაპარაკები ისე თითქოს მე ვგავდე მაგათ
_ასე რომ ბრაზდები და ძლივს იკავებ თავს ნამდვილად არავის ჰგავხარ და სრულიად შორს ხარ შენი პროფესიისგან , უფრო პატარა ბავშვს ემსგავსები _ ჩუმად უთხრა და მანქანის კარი თავად გაუღო _დაბრძანდით

უკვე უკანა სავარძელზე დასკუპებულ ბავშვებს ესმოდათ მათი საუბარი ამიტომ ორივე გაჩუმდა. მძღოლის გვერდით სავარძელში მოთავსდდა მოსე და დინჯად იტანდა გოგონების საუბარს. ყველა ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ბიჭმა კი სულ გაუთიშა ხმა ამ უკანასკნელს. სხვები მისი გამარჯვებით ახლა ხხარობდა მას კი ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა თითქმის აღარ გამოხატავდა გამარჯვებას. იქ , ოქტაგონზე პირველ წამებში ვერ დაიმორვილა ბუნებრივი ემოციები ახლა კი ისევ ისე მოღუშული გახდა.

ქალაქში ცნობილი რესტორნის ეზოში ისხდნენ, შეკვეთის მოლოდინში ფოტოებს იღებდნენ, მიმოფანტულები იყვნენ და ადგილებს ეძებდნენ პოზიორობისთვის. მოსემ ერთი ორი გადაიღო და შემდეგ წარმშეკრულმა განაცხადა შემეშვითო.
_ექიმთან არ მიდიხარ ხოლმე? _ბიჭს რომ უყურებდა სულ ის კადრები ედგა თვალწინ და უფრი მეტად აკვირდებოდა მის სახეს _ იქნებ რაიმე დაგიზიანდა
_გვყავს ექიმი ... სერიოზული არაფერია
_დავიჯერო არ გტკივა?
_მტკივა , მაგრამ შევეჩვიე და აღარ ვრეაგირებ
ბავშვები ხმაურობდნენ, მოსესგან განსხვავებით ენერგიით იყვნენ დამუხტულები და განწყობას არაფერი უფუჭებდათ.
_სესილია , მე შენ სოფელში მგონიხარ და შენ თურმე ქალაქში იმყოფები თანაც ახალგაზრდებთან ერთად _ მოულოდნელად გამოჩენილმა კაცმა გოგონების ყურადღება ტავიდანვე მიიპყრო , მაგრამ მასწავლებელს რომ მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და ხელები ნაზად ჩამოატარა მკლავებზე, კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი
თოკო, შენთან შემოვლას საღამოს ვგეგმავდი _ უცებ წამოდგა, სახეგაბადრული მოეხვია თავისზე მაღალს და მანაც კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად მხარზე . აქ როგორ მოხვდი?
_აქაურობა როგორ იპოვნე დაგავიწყდა? შესვენების დროა და გადმოვედით , ბიჭებიც არიან ... არ მიესალმები ?
_ჯერ ჩემ ბავშვებს გაგაცნობ და მერე _ ხელი ჩაკიდა, უკან შებრუნდა და ზურგით კაცს მიეყრდნო _ გაიცანი ჩემი კლასი , არასრული შემადგენლობით
_შენი ბავშვები უფრო პატარები წარმომედგინა, ბავშვები სულაც არ გამოიყურებიან ბავშვურად _ ამას რომ ამბობდა მოსეს შეშუპებულ თვალს უყურებდა _ მგონი პრობლემები შეგექმნება დირექციასთან შენი "ბავშვი" რინგიდან ახლადჩამოსულს რომ ჰგავს
_ის მართლა რინგიდან , არა ოქტაგონიდან ახალი ჩამოსული ჩემპიონია , თოკოო . გაიცანი , მოსე ამაღლობელი . დღეიდან მეც ვუყურებ ხოლმე შენთან ერთად სპორტულ არხებს
_აი ეს უკვე სხვა საქმეა ... სასიამოვნოა. _ყველას ჩამოართვა ხელი და ბოლოს შეჩერდა მოსესთან
-მე გასაგებია და თქვენ ? ვინ ხართ ?- ინტერესი არ დაუმალავს , ჯერ კაცს შეხედა შემდეგ კი მასზე ნახევარი ტანით მიხუტებულ სესილიას
_მე თქვენი მასწავლებლის მომავალი ქმარი
_თქვენი მასწავლებლის შეყვარებული, თორნიკე _ წამსვე ჩაუსწორა ქალმა და ქვემოდან შეკრული წარბებით ახედა _ არ მახსენდება ხელის თხოვნის ფაქტი , არც ჩემს მიერ გაცხადებულუ თანხმობა _მხიარული იყო, თვალებიც უციმციმებდა მაგრამ კაცი მის მსგავსად ნამდვილად არ აზროვნებდა
_რა დროს შეყვარებულია ამ ასაკში , შენი ბავშვების თაობაში გინდა დავბრუნდეთ ?
_თქვენი არ ვიცი და სესილია ჯერ მხოლოდ 24 წლისაა _ მშვიდად თქვა და არც გაუხედავს ისე დალია წყლის ჭიქა. უხეშობდა, აშკარა იყო და ამას ყველა ამჩნევდა
_დრო გააქვს? ცოტა ხნით რომ ჩამოჯდე _ იცოდა თორნიკეს ხასიათი , ამიტომ სიტუაციის განმუხტვა სცადა და ისევ მისკენ შებრუნდა
_მეჩქარება , ვაგვიანებ კიდეც ბავშვებთან სადილიბის დრო ნამდვილად არ მაქვს _ სერიოზული იყო, განსაკუთრებით მოსეს უყურებდა , მისი იგნორი აღიზინებდა . დანარჩენები კი ინტერესიანი მზერით აკვირდებოდნენ სოლიდურად გამოწყობილს _ ბიჭებთან მაინც არ გამომყევი
_ სხვა დროს იყოს _ მოშორებით მდგომი მაგიდისკენ გაიხედა და მერე თავად აკოცა ლოყაზე _წარმატებულ დღეს გისურვებ . რადგან გნახე საღამოს აღარ ჩამოვალ , ცოტა არ იყოს დავიღალე
_ისეთ რამეებს ნუ აკეთებ რაც არ გსიამოვნებს და გაღიზიანებს_თქო რამდენჯერ უნდა გითხრა , სესილია ? _ თითქოს ჩუმად უთხრა , მაგრამ არც იმდენად რომ სხვებს ვერ გაეგოთ . გოგო სულ ორი ნაბიჯით გვერდით გაიყვანა და არც შეყოვნებულა ისე შეეხო ტუჩებზე _თუ საღამოს ვერ გნახავ , შემდეგამდე _ზუსტად იცოდა გაუბრაზდებოდა ამიტომ მაშინვე გაეცალა . თეთრი პერანგი მკლავებზე ჰქონდა აკეცილი, შარვლიდან გადმოეშვა და იმდენად სიმპათიური ჩანდა შორიდანაც , რომ გოგონებს თვალიც არ დაუხამხამებიათ სანამ ბიჭებმა არ დაიწყეს კომენტარების გაკეთება . მოსე ისევ ჩუმად იყო, თავი არც აუწევია , ხორცის ნაჭერს ჭრიდა და ყბებდაჭიმული დაჰყურებდა საკუთარ თეფშს. მხოლოდ მაშინ ასწია თავი ანგარიში რომ მოითხოვა და უთხრეს გადახდილიაო
-ეს შენ საყვარელს გადაეცი, მისი ფულით არ შევჭამ- ყველანი გასულები იყვნენ უკვე ფული რომ ხელისგულზე დაუდო
_როგორ ლაპარაკობ , მე ვთქვი შეყვარებულია_თქო
_საერთოდ არ უხდება ეგ სტატუსი , ისევე როგორც მთლიანად შენ
_მე ვცდილობ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს შენ კი ისევ თავხედობ
_აზრის გამოხატვა რომ თავხედობაა იმიტომაა ყალბი ეს ცხოვრება
_აზრის გამოხატვას აქვს თავისი დრო , ადგილი და ფორმა
_მე რასაც ვფიქრობ იქვე ვამბობ და მორჩა. შენ ალბათ მოგწონს ის კაცი ასეთ ყურადღებას რომ იქცევს , ქალებს გიყვართ მსგავსი ქცევები და კარგ ტონად თვლით არადა პირდაპირ თავისი საფულის სისავსეს აჩვენებს , გულისამრევია . ისიც საშინელებაა დამოუკიდებელ, ზრდასრულ ქალს რომ არ გადროვა თითქოდ თავად არ შეგეძლოს შენი სადილის დაფინანსება.
_შენ ახლა ჩემ საყვარელ კაცს შეურაცხყოფას აყენებ
_შენც ბრაზობ , უბრალოდ არ იმჩნევ . მისი მედიდურობა გაბრმავებს ეტყობა , სიყვარული ნაკლებად _ უცებ მიახალა და ზურგი აქცია. ამჯერად მის მანქანაში აღარ ჩამჯდარა, ადგილი გაუცვალა კლასელს.
.......................
_ისე გაგიტაცა სოფელმა და მასწავლებლობამ, რომ მგონი უკან აღარ დაბრუნდები
_სოფელს ნუ ეძახი რაიონს . ჩემი პროფესია ეგ არის და ამაში მხოლოდ ინგლისურის სიტყვების დაზუთხვა არ მოიაზრება
_მათი დაქალი რომ არ ხარ უნდა იცოდნენ და ზღვარი დაიცვან . ასე თუ გააგრძელებ იმ ტუტუცს სხვებიც აჰყვებიან და იტლიკინებენ რაც მოუნდებათ . მათზე უფროსი რომ ხარ ასაკითაც და სტატუსითაც მაღლა დგახარ თავადაც არ უნდა დაივიწყო
_შენც არ უნდა გავიწყდებოდეს მე რომ ვერ ვიტან როცა უგულებელყოფ ჩემს აზრს და მოქმედებ შენი პირადი გადაწყვეტილებების მიხედვით ისე თითქოს მე მთლიანად შენზ ვარ დამოკიდებული და ეს ყველაფერი მხოლოდ გართობაა .
_შენი განათლებით ბევრად პერსპექტიული და უკეთესი შემოსავლის მქონე სამსახური შეგიძლია იპოვნო და მართლა ვერ ვხვდები ასე შორს რატომ გაიქეცი. არ გენატრები მაინც ? მე უკვე ვეღარ ვითმენ , როდემდე უნდა იარო ასე ქალაქსა და სოფელს, უკაცრავად , რაიონს შორის . ესაა განვითარება? ბრძოლაზე რომ გაჰყევი ვიღაც ბავშვს და უყურე როგორ სცემეს ერთმანეთი? ღმერთო რა უგუნური სპორტია, უინტელექტო ხალხისთვის შექმნილი, გამუდმებიტ ჩხუბი რომ უნდათ და თავს იქ ანეიტრალებენ . ყველაფერი რომ იფუთება დღეს, მოძალადეობაც კი .
_ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მიზნები და შესაძლებლობები რომელთა დაცინვაც სულაც არ არის შენგან კარგი ტონი. არ გეკადრება



№1 სტუმარი სტუმარი ლანა

ძალიან მიხარია შენი დაბრუნება მარიამ, წარამტებები მოსე ძალიან მომწინს, ეს თორნიკე ნერვებს მიშლის, დავლეოდები როგორ განვითარდება????

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლანა
ძალიან მიხარია შენი დაბრუნება მარიამ, წარამტებები მოსე ძალიან მომწინს, ეს თორნიკე ნერვებს მიშლის, დავლეოდები როგორ განვითარდება????

მადლობაა heart_eyes
მეც ძალიან მიხარია დაბრუნება
იმედია საინტერესო და სასიამოვნო დროს გავატარებთ ამ ისტორიის მსვლელობისას

 


№3 სტუმარი One

Ra dzalian sasiamovno iyo, rogorc yoveltvis))
Mixaria rom dagvibrundi❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

მარიამ მიხარია შენი დაბრუნება,მომწონს დასაწყისი,ეტყობა შენი "სტილი" გმირებზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ,დაველოდები შემდეგ თავს❤❤❤

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

One
Ra dzalian sasiamovno iyo, rogorc yoveltvis))
Mixaria rom dagvibrundi❤️

მადლობაა♡♡♡♡
მიხარია რომ მოგეწონათ
მომდევნო თავები კიდევ უფრო კარგი იქნება

Maia G.
მარიამ მიხარია შენი დაბრუნება,მომწონს დასაწყისი,ეტყობა შენი "სტილი" გმირებზე ვერაფერს ვიტყვი ჯერ,დაველოდები შემდეგ თავს❤❤❤

აუუ როგორ მიხარია ეგ ჩემი სტილი რომ ჩანს და მოგწონთ
ძალიან მინდა გამოვიდეს და სადმე არ გავჭედო ♡♡♡♡

 


№6  offline წევრი თ. ა.

როგორ მიყვარს და მიხარია შენი გამოჩენები. სიმართლე გითხრა ჯერ არ გელოდი არ ვიცი, რატომ. საინტერესოდ დაიწყო და ეჭვი მაქვს უფრო საინტერესოდ გაგრძელდება ეს ისტორია. მიყვარს ეს შენეული თხრობის სტილი და ბევრი წყვილი. მითქვამს და ვიტყვი ასჯერ.
კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

 


№7 სტუმარი სტუმარი თეო

როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ

♡♡♡♡♡

თ. ა.
როგორ მიყვარს და მიხარია შენი გამოჩენები. სიმართლე გითხრა ჯერ არ გელოდი არ ვიცი, რატომ. საინტერესოდ დაიწყო და ეჭვი მაქვს უფრო საინტერესოდ გაგრძელდება ეს ისტორია. მიყვარს ეს შენეული თხრობის სტილი და ბევრი წყვილი. მითქვამს და ვიტყვი ასჯერ.
კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

კეთილი იქნება ჩემ გეგმას თუ მივყვები და თუ გამოვა ♡♡♡♡
მომენატრა ძველი შეგრძნებები და სიმბოლურად ვუბრუნდები
♡♡♡♡

 


№9 სტუმარი სტუმარი ბარბარე

პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ დაგვიბრუნდი ამ საოცრებასტან ერთად ❤ შემდეგ ის რომ როგრც ყოველთვის ეხლაც შეუდარებლად წერ, საოცარად საინტერესო და მრავლისმთქმელი სიუჟეტია, უკვე შემიყვარდა მთავარი წყვილი, მათი თითოეული სცენა❤ ველოდები შემდეგ თავს❤დიდი სითბოს, სიტკბოსა და სისიყვარულის მოლოდინი არ მტოვებს❤

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ბარბარე
პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ დაგვიბრუნდი ამ საოცრებასტან ერთად ❤ შემდეგ ის რომ როგრც ყოველთვის ეხლაც შეუდარებლად წერ, საოცარად საინტერესო და მრავლისმთქმელი სიუჟეტია, უკვე შემიყვარდა მთავარი წყვილი, მათი თითოეული სცენა❤ ველოდები შემდეგ თავს❤დიდი სითბოს, სიტკბოსა და სისიყვარულის მოლოდინი არ მტოვებს❤

ვიმედოვნებ მართლა ისეთი გამოვა როგორიც წარმომიდგენია და შევძლებ ძველთან მიახლოებული ემოციების მოტანას ♡♡♡♡

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი მარიამ.ისტორია უკვე ძალიან მომწონს და მაინტერესებს თავისი წყვილით.მოიტანა ის ემოციები რაც ზოგადად შენს ისტორიებს ახასიათებს.ველი შემდეგ თა

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი მარიამ.ისტორია უკვე ძალიან მომწონს და მაინტერესებს თავისი წყვილით.მოიტანა ის ემოციები რაც ზოგადად შენს ისტორიებს ახასიათებს.ველი შემდეგ თა

ძალიან მიხარია ისევ რომ მომყვებით და იმედია ბოლომდე მოგეწონებათ ♡♡♡♡

 


№13  offline წევრი sofi_sofiaa13

როგორრ მიხარიაა შენიი ნიკისს დანახვაა შენ ხომ აზრზე არხარ ????????????
ეს გრძნობა და მოლოდინი მომენატრა საყვარელი ისტორია რომ იდებადა შემდეგ თავს სულმოუთქმელად რომ ელი ????❤️‍????
--------------------
ფეფო

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

sofi_sofiaa13
როგორრ მიხარიაა შენიი ნიკისს დანახვაა შენ ხომ აზრზე არხარ ????????????
ეს გრძნობა და მოლოდინი მომენატრა საყვარელი ისტორია რომ იდებადა შემდეგ თავს სულმოუთქმელად რომ ელი ????❤️‍????

მე კი ის მიხარია თქვენ რომ ასე გიხარიათ ♡♡♡♡♡

 


№15  offline წევრი tatuli)

როგორ მიხარია ახალი სიფერადე რომ დავინახე❤️ ძველ ისტორიებს ვკითხულობდი ისე მქონდა შენი ისტორები მონატრებული❤️

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

tatuli)
როგორ მიხარია ახალი სიფერადე რომ დავინახე❤️ ძველ ისტორიებს ვკითხულობდი ისე მქონდა შენი ისტორები მონატრებული❤️

ეს ისტორია საკმაოდ მოცულობითია და დიდხანს გაგაფერადებთ ♡♡♡

 


№17 სტუმარი ია

შენებური სურნელი დატრიალდა❤
მიყარს თითოეული შენი ისტორია, შენი საოცარი გმირები❤❤❤

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ია
შენებური სურნელი დატრიალდა❤
მიყარს თითოეული შენი ისტორია, შენი საოცარი გმირები❤❤❤


ერთი დიდი სიხარულია მსგავსი სიტყვების წაკითხვა ♡♡♡

 


№19 სტუმარი სტუმარი გურანდა

მარიამ როგორ მენატრებოდი და როგორ მჭირდებოდა შენი ისტორია♥️♥️კარგი ხარ და რა თქმა უნდა მოსეე ????????♥️♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი ლინდა

მოკლედ .... იმდენად გამიხარდა რომ დაგგიბრუნდი ... ახალი ოსტორიიᲗ ... სიტყვებიᲗ ვერ აᲦვწერ.. ვერ მოვიᲗმიმება და პირდაპირ ავტობუსᲨი დავიწყე კიᲗხვა..... რაც მოხდა კი მოგეხსენება....... რაც Შეეხება ისტორიას ნეტა ვინ ელენკას ეᲫᲦვნება....

....ᲨᲗაბეᲭდილებებს რაც Შეეხება.... მოსე რაᲦაცნაირია.... მოსწავლის კრიტერიუმებᲨი არ ჯდება....საუბრის მანერაც არასასიამოვნოა... მაგრამ რატომᲦაც ეს ბიᲭი Ჩემს მოწონებას იმსახურევს.... კარგად ვარ განწყობილი მის მიმარᲗ....

....Თორნიკე... როგორც მოსემ აᲦწერა ისეᲗიამ... ჯიბეგამოტენილი... ზმანზე აწყობილი იდიოტი.... რომელიც Თავისი სიმდიდრის დემონსტრირებას ახდენს ყველგან.... ვერიტანს Თუ ყველას ყურადᲦების ცენტრᲨი არაა... მოკლედ რაᲦაცნაირი ცუდი აურა მოდის მისგან.... არმესმის ხალხს ზემოდან რატო უნდა უყურო .... ფუ..ფუ.. გაწი :დდ..

.. სესილია... როგორც მასწავლებელი ...საკმაოდ კარგი... მომᲗხოვნი ....და სამარᲗლიანია...არა კორუმპირებული.... იქედან გამომდინარე რაც წავიკიᲗხე .... Ჩანს რომ უვრალო ქალია... და ხალხის დაფასებაც ᲨეუᲫლია....

მოკლედ მეტ კომენტარ აᲦარ გავაკეᲗებ
.. დასაწყისისᲗვის იყოს.... ველოდები გაგრᲫელებას... ახალ Თავს როდის დადებ.... ახლა რა მოიᲗმენს ...:დდ.:დდ
..ოქროსხელება გოგო რომ ხარ გიᲗხარი.. Შენი მუზაც რომ სასწაულებს Შვრება ესეც გიᲗხარი..... უმაგრესი ხარ ....

ახლა გავიქეცი .. Თორე კომენტარის წერაᲨი...ორი ავტობუსი გამექცა... და ასე Თუ გავაგრᲫელე ... კი დავრᲩები Ღია ცის ქვეᲨ... :დდ

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი გურანდა
მარიამ როგორ მენატრებოდი და როგორ მჭირდებოდა შენი ისტორია♥️♥️კარგი ხარ და რა თქმა უნდა მოსეე ????????♥️♥️

ჩემი თორნიკეც არაა ცუდი კაციი :დ
♡♡♡
მეც ძალიან მიხარია რომ დავბრუნდი თქვენთან ერთად დავიწყებ ამ მნიშვნელოვან ცხელ ზაფხულს ♡♡♡

სტუმარი ლინდა
მოკლედ .... იმდენად გამიხარდა რომ დაგგიბრუნდი ... ახალი ოსტორიიᲗ ... სიტყვებიᲗ ვერ აᲦვწერ.. ვერ მოვიᲗმიმება და პირდაპირ ავტობუსᲨი დავიწყე კიᲗხვა..... რაც მოხდა კი მოგეხსენება....... რაც Შეეხება ისტორიას ნეტა ვინ ელენკას ეᲫᲦვნება....

....ᲨᲗაბეᲭდილებებს რაც Შეეხება.... მოსე რაᲦაცნაირია.... მოსწავლის კრიტერიუმებᲨი არ ჯდება....საუბრის მანერაც არასასიამოვნოა... მაგრამ რატომᲦაც ეს ბიᲭი Ჩემს მოწონებას იმსახურევს.... კარგად ვარ განწყობილი მის მიმარᲗ....

....Თორნიკე... როგორც მოსემ აᲦწერა ისეᲗიამ... ჯიბეგამოტენილი... ზმანზე აწყობილი იდიოტი.... რომელიც Თავისი სიმდიდრის დემონსტრირებას ახდენს ყველგან.... ვერიტანს Თუ ყველას ყურადᲦების ცენტრᲨი არაა... მოკლედ რაᲦაცნაირი ცუდი აურა მოდის მისგან.... არმესმის ხალხს ზემოდან რატო უნდა უყურო .... ფუ..ფუ.. გაწი :დდ..

.. სესილია... როგორც მასწავლებელი ...საკმაოდ კარგი... მომᲗხოვნი ....და სამარᲗლიანია...არა კორუმპირებული.... იქედან გამომდინარე რაც წავიკიᲗხე .... Ჩანს რომ უვრალო ქალია... და ხალხის დაფასებაც ᲨეუᲫლია....

მოკლედ მეტ კომენტარ აᲦარ გავაკეᲗებ
.. დასაწყისისᲗვის იყოს.... ველოდები გაგრᲫელებას... ახალ Თავს როდის დადებ.... ახლა რა მოიᲗმენს ...:დდ.:დდ
..ოქროსხელება გოგო რომ ხარ გიᲗხარი.. Შენი მუზაც რომ სასწაულებს Შვრება ესეც გიᲗხარი..... უმაგრესი ხარ ....

ახლა გავიქეცი .. Თორე კომენტარის წერაᲨი...ორი ავტობუსი გამექცა... და ასე Თუ გავაგრᲫელე ... კი დავრᲩები Ღია ცის ქვეᲨ... :დდ

ავტობუსის ამბები კი ვიცი და ძალიანაც გასახარი იყოო ♡♡♡♡
მიხარია რომ პირველივე თავიდან მომყვებიი ამჯერად და კომენტარის დაწერის მუზაც მოგიბრუნდა
მხოლოდ თორნიკეზე ვიტყვი რომ ისეთი არაა როგორიც შენ დაინახე უბრალოდ მოსე სრულიად სხვა ადამიანია . არ ვაპირებ ცუდი და კარგი ტიპების სამკუთხედი შევკრა . თორნიკე გაგაცნობთ თავს შემდეგ ნაწილებში
♡♡♡
მალე დავდებ შემდეგ

 


№22  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამ, გამიხარდა შენი დაბრუნება❤ თან შენებური გიჟური ისტორიით რომ დაბრუნდი ეგ მახარებს❤
პირველ რიგში, სესილი როგორც პედაგოგი ძალიან მომწონს❤ საინტერესო მიდგომები აქვს❤

რაც შეეხება მოსეს. ზედმეტად არამოსწავლური მოსწავლეა და ლექსიკაც მოსეავლისთვის შეუსაბამოა. საერთოდაც მოსე ნაადრევად გაზრდილი ბავშვია. მოსეთი, როგორც მოსწავლით ვერ აღვფრთოვანდი :დ სამაგიეროდ აზროვნება და ქცევა აქვს არა მოსწაური :დ და ის გამგებლის შვილი დასაძუყნი იყო :დ
თორნიკემ ჯერ ვერ დაიმსახურა ჩემი სიმპათია. მგონი თავისი საქციელით არა მარტო ჯიბის სისავსე აჩვენა არამედ იქ მყოფებს უჩვენა ეს ქალი ჩემიაო. გარდა ამისა აკეთეს და ამბობს იმას რაც სესილის არ მოსწონს და ეგ ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს საქციელი და მიმართვა თორნიკესადმი არ მომეწონა არც თორნიკეს საქციელი მომეწონა.

ველოდები შემდეგ თავს და ახალ პერსონაჟებს❤

 


№23  offline წევრი duchi_duchi

რა მაგარია ასე მალე რომ დაბრუნდი მარიამოო.ნუ აქ ცეცხლი დატრიალდება სასწაული რაა.ვფიქრობ სესილიას შეშლის მოსეს სიყვარული და არც მოსე გვეყოლება ნაკლებ დღეში.

 


№24  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე. რა ბედნიერებაააა რომ განოჩნდით და რაღარც კარგა წავიკითხავთ. ყველა თქვნი ნაწარმოები მიყვარა სა ათასჯერ ვკოთხულობ. დიდი მადლობა

მოსე მომწონს, აი თორნიკე უკვე ვერ ავიტანე

 


№25 სტუმარი სტუმარი Elena

ოოო ... რომ შემოვედი და შენი ნიკი ვნახე ახალი ისტორიითთთ.. მგონი დღეს ასე არ გამხარებია არაფერიიიიიი

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Elena
ოოო ... რომ შემოვედი და შენი ნიკი ვნახე ახალი ისტორიითთთ.. მგონი დღეს ასე არ გამხარებია არაფერიიიიიი

აიი მეორე თავსაც მალე დავდებ და კიდევ გაგახარებთ ♡♡♡♡

Marikagogolqdze
ვაიმე. რა ბედნიერებაააა რომ განოჩნდით და რაღარც კარგა წავიკითხავთ. ყველა თქვნი ნაწარმოები მიყვარა სა ათასჯერ ვკოთხულობ. დიდი მადლობა

მოსე მომწონს, აი თორნიკე უკვე ვერ ავიტანე


მე კი მიყვარს ყველა და თქვენი არ ვიცი ... თქვენზეა არჩევანი რა თქმა უნდააა
იმხელა ისტორიაა და იმდენი რამე მოხდება ვნახოთ როგორ შეგეცვლებათ აზრები ♡♡♡♡♡

duchi_duchi
რა მაგარია ასე მალე რომ დაბრუნდი მარიამოო.ნუ აქ ცეცხლი დატრიალდება სასწაული რაა.ვფიქრობ სესილიას შეშლის მოსეს სიყვარული და არც მოსე გვეყოლება ნაკლებ დღეში.

არ ვგეგმავდი და არც მეგონა მაგრამ ისე მეწერინებოდა ეს ისტორია მივხვდი რომ საკმარისი დავაგროვე დაწყებისთვის და ამიტომაააც მოვედიი ჩემი ახალი გამოწვევიით ♡♡♡♡♡

რუსკიმარუსია
მარიამ, გამიხარდა შენი დაბრუნება❤ თან შენებური გიჟური ისტორიით რომ დაბრუნდი ეგ მახარებს❤
პირველ რიგში, სესილი როგორც პედაგოგი ძალიან მომწონს❤ საინტერესო მიდგომები აქვს❤

რაც შეეხება მოსეს. ზედმეტად არამოსწავლური მოსწავლეა და ლექსიკაც მოსეავლისთვის შეუსაბამოა. საერთოდაც მოსე ნაადრევად გაზრდილი ბავშვია. მოსეთი, როგორც მოსწავლით ვერ აღვფრთოვანდი :დ სამაგიეროდ აზროვნება და ქცევა აქვს არა მოსწაური :დ და ის გამგებლის შვილი დასაძუყნი იყო :დ
თორნიკემ ჯერ ვერ დაიმსახურა ჩემი სიმპათია. მგონი თავისი საქციელით არა მარტო ჯიბის სისავსე აჩვენა არამედ იქ მყოფებს უჩვენა ეს ქალი ჩემიაო. გარდა ამისა აკეთეს და ამბობს იმას რაც სესილის არ მოსწონს და ეგ ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ მოსეს საქციელი და მიმართვა თორნიკესადმი არ მომეწონა არც თორნიკეს საქციელი მომეწონა.

ველოდები შემდეგ თავს და ახალ პერსონაჟებს❤


პირველი თავის შემდეგ უნდა შეგვეცვალოს აზრებიი და ვნახოოთ რა იქნება შემდეეგ
რაც შეეხება თორნიკეს და მოსეს ორივე თავისებურად ურევს
იდეალური ვინ ვართ რო?
მიხარია კვლავ რომ ჩემთან ხარ და ისევ პირველივე თავიდან მომყვებიი ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent