დიდი ბებო
ბებო_ჩემგან მონატრებულო! ჩემო ტკივილო ,გულის იარავ... ჩემო ბებიკო, როგორ წახვედი, ბილიკს მოფენილს გაჰყევ ია-ვარდს! ახლა ვისწავლე ჩუმი ტირილი, უხმო ვიში და ვაი-გოდება, ბებო, არ მინდა მტირალს მხედავდე, მაგრამ ცრემლები მისით გორდება... ბებოო, -ჩემო დასაფიცარო, ბოლო წუთებში ვერც კი გიხილე, ვერ ჩაგიკარი ძლიერად გულში, არ წახვიდეთქო!-ვერ დაგიყვირე... ვერ დაგიკოცნე მთელი სხეული, ჯერ ისევ თბილი ვერ დაგიტირე, წინა დღეებში შიშით ვტიროდი თურმე წინასწარ გამოგიტირე.. ცუდად რომ არ ხარ ვიცი ბებიკო, შენს წმინდა სულს რომ ნათელი მოსავს, ქრისტე ღმერთი რომ არ მიგატოვებს, მჯერა სხეულით ისევ შეგმოსავს! მაგრამ მე ახლაც მინდა გხედავდე, ლოცვა-ფერებით ნაზარდო ბებო, ერთი აუგიც არ მახსენდება, ისე წახვედი უთქმელად თბილო... მეამაყები ისეთი მყავდი, სირცხვილით თავი არ დამეხრება, რწმენით იცხოვრე -მართლა მეთქმევა!.. ჩემო ლამაზო,ჩემო ბებიკო, სიკეთით სავსევ,გულით მართალო, ციურ რაინდად აღზევებულო! შენ შენი ჯვარი იტვირთე ბებო, ჩემს გულს მაინც მოსავს ნაღველი, ვიცი,მოხვალ და გულში ჩაგიკრავ და დავწყნარდები შენი მნახველი. ყოველ დღე კი ვგრძნობ ბები შენს მზერას, ვიცი ახლოს ხარ-თავს დაგვტრიალებ, ჰოდა,გამოჩნდი-თვალი შეგავლო, გიცდის ნინიკო-ნუ იგვიანებ!.. ბებო-შენს ნინიკოს გულში უზიხარ, სულ აქ იქნება შენი ადგილი, ო,რა ძნელია ეს მონატრება, სიტყვებით თქმაა მხოლოდ ადვილი... მჯერა,მოხვალ და დარდის დღეები, რომ შეგვეცვლება სასიხარულოდ!!! ბევრ რამეს კიდევ არ ვიტყვი ბებო, ჟამი ჯერ კიდევ დადუმებულა, რაც სიყვარული დათესე ირგვლივ, ხედავ!-იებად დაბრუნებულა!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.