შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი


25-05-2022, 01:09
ავტორი sabrina
ნანახია 12 981

ხანდახან დრო ისე მალე გადის რომ თვალის გაყოლებაც კი გვიჭირს.ჩემს შემთხვევაში ასე არაა.მიუხედავად იმისა რომ სამი თვეა უკვე აქ ვარ, მგონია წლები გავიდა . თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ელესთან. ისე ჰარმონიულად ვითარდება ანდროს და ელეს სიყვარულის ისტორია , რომ ეხლა ვხვდები რას ნიშნავს იპოვო შენი მეორე ნახევარი.ის რაზეც მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი , ჩემი ბავშვობის მეგობარი იხდენს.უკვე ქორწილის თარიღიც დანიშნეს.
ჩემთანაც უკეთესობაა.არ ველოდი თუმცა დედამაც საკმაოდ მშვიდად მიიღო ჩემი ორსულობის ამბავი.ერთ თვეში უკვე ასრულებს მკურნალობის კურსს.ერთადერთი რასც განვიცდი და რაც ჯერ კიდევ არ მომიგვარებია ბინის ამბავია .არვიცი როგორ ვუთხრა, მართალია ვმუშაობ , მაგრამ ამხელა თანხას სამ თვეში ვერ ავაგროვებდი.გიგი რომ არა საცხოვრებელიც საძებნელი გამიხდებოდა.დედას მკურნალობის კურსი ერთ კვირაში სრულდება, ანალიზის პასუხები დაზუსტებით რომ მეცოდინება მაშინ ვეტყვი, მჯერა რომ გამიგებს.
ჩემი ორსულობაც კარგად მიდის , უკვე მეექვსე თვეში ვარ და მინდა საქართველოში ჩავიდე სამშობიაროდ.მიუხედავად იმისა რომ აქ კარგი სამუშაო მაქვს და კარგი ურთიერთობა მაქვს კოლეგებდათ, მაინც არ მინდა ჩემი შვილი გერმანიაში გაიზარდოს.გული მაინც ჩემი ქალაქისკენ მიმიწევს.
-როგორ ხარ გაბერილო-ეს გოგო სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს.
-კარგად ელე შენ რას შვები , შეარჩიეთ უკვე სად გადაიხდით?
-კი შევარჩიეთ . ,კახეთში გადავწყვიტეთ, სასტუმროს ეზოს მოვაწყობთ თანამედროვე სტილზე .აუ ელე იცი რა ლამაზია !-აჟიტირებული მიყვებოდა თავის გეგმებს.
- მიხარია ბედნიერი რომ ხარ.
-ხო მართლა , ხომ ჩამოხვალ?
- ხო აბა.მაგას როგორ გამოვტოვებ.
- ნუცი ბინაზე რამე მოაგვარე?
- კი, გვერდით კორპუსში ქირავდება და სანამ დავიხსნი იქ გადავალ.ელე ხო იცი შენი დახმარება დამჭირდება , ნომერს მოგცემ და იქნებ ჩემი ნივთები მიატანინო ანდროს ბინაში.
- შენ ოღონდ ჩამოდი , ყველაფერი კარგად იქნება ხომ იცი.ერთი სული მაქვს ჩემი ნათლული როდის დაიბადება.
- მალე ელე, მალე. წავედი თორემ შესვენება დამიმთავრდა და სამსახურიდან გამოგდებაღა მაკლია.
-დამირეკე რომ მორჩები.
ეს ერთი კვირაც ძლივს გაღოღდა.გეგმიურ ვიზიტზე გინეკოლოგთან ვიყავი ჩაწერილი.გიგი სულ თან დამყვებოდა , ხანდახან დავცინოდი წინასწარ გიტარებ კურსებს სახელად,, როგორ მოვუარო ორსულ ცოლსთქო". ერთი კი გამიმართლა ჩემი პრობლემური ცხოვრების მიუხედავად ორსულობა ისეთი მქონდა , მგონი მუცელი რომ არ გამზრდოდა და ჩემი ცელქი ბავშვი არ მახსენებდეს აქ ვარო ვერც ვიგრძნობდი.
-დღეს ანალიზებიც უნდა ავიღოთ და ისტორიაც გამოვითხოვოთ, საქართველოში რომ ჩახვალ დაგჭირდება.ხო მართლა, სქესი კიდევ არ გინდა რომ გაიგო?
-ოოო, გიგი ხომ გითხარი არათქო.
- გავიგოთ და არავის ვეტყვი, თან რომ გავალთ ნაყინს გიყიდი ბეეევრს- ორმეტრიანმა კაცმა იმხელაზე გაშალა ხელი, სიცილი ამიტყდა- მიდი დაფიქრდი სანამ შევალთ.
-არ მინდა .
-ხო კარგი- ბუზღუნით წამოდგა და ჩემი გვარიც გაისმა -წამო ჩვენი რიგია.
როგორ არ მინდოდა გამეგო ?! მაგრამ მინდოდა ჯერ ალექსანდრესთვის მეთქვა , იქნებ ოჯახი თუ არა შვილი მაინც ნდომებოდა და ერთად ეგ მაინც გაგვეგო.
- რაო ექიმმა დედი , როგორ არის ბებოს სიყვარულიო.
-კარგად ვართო ბებო.ცოტაც მაცადეთ და დაგენახვებითო- მეც პატარა ბავშვივით გავიკრიჭე.
-კარგად უნდა იყოს ბებოს გასახარებლად, მარტო მაგ ანგელოზის გამო ღირდა ჩემი სიცოცხლე-ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გახდა.წესით მე უნდა მქონდეს ემოციების მოზღვავება.ყველაფერი უკუღმა მე რატომ მემართება?!
- მაიკო აღარ იტირო რა თორემ სურათს არ განახებ.
- ვაიმე სურათიც გადაუღეს ხო დე - ბედნიერმა ჩაიხუტა სურათი, თან რაღაცეებს ეჩურჩულებოდა.მიხარია დედას ბედნიერს რომ ვხედავ.
საქართველოდან წამოსვლისას ვერც კი ვიფიქრებდი ესე კარგად თუ მიიღებდა მაიკო ჩემს ორსულობას.მან კი ყველაფერი უფლის საჩუქრად ჩათვალა და ორმაგი ძლით შეუდგა მკურნალობას .ოპერაციაზე შესვლისასაც კი მე უფრო მაწყნარებდა . სულ მიმეორება, არ ინერვიულო ,ვიცი ყველაფერი კარგად იქნება ბავშვი მყვას გასაზრდელიო.მადლობა უფალს ყველაფერი კარგადაა და იმედია სახლის ამბავსაც ადვილად გადაიტანს.
საღამოს ბილეთები რომ ავიღე დედასთან შევედი ოთახში.დრო იყო გვესაუბრა ხვალ უკვე უნდა გავფრენილიყავით.გაუხარდათქო როგორ გეტყვით, დარწმუნებული ვარ მთელი ღამე გაათენა , მაგრამ ბედს შეეგუა., თანაც თანხის ნაწილი უკვე მქონდა შეგროვილი და ცხრა თვეში დარწმუნებული ვიყავი ბინასაც დავიხსნიდით .
ფეხი რომ დავდგი საქართველოს მიწაწყალზე თავი უბედნიერესი მეგონა.ჩემი ელე და გაოცებული ანდროც იქ დამხვდნენ .ანდროსთვისაც კი არ უთქვამს ჩემი ორსულობა .დაქალში ნამდვილად გამიმართლა.
-ნუციიი-ისეთი კივილით წამოვიდა მთელი აეროპორტის მგზავრები ჩვენ გვიყურებდნენ.- ჩემი ბუშტი , როგორ გაბერილხარ კამერაში კარგად არ ჩანდა. დაბზრიალდი გოგო დამენახე.
-ნეტა სარაფანას აქ არ გამხდიდე ელე და მეტი არაფერი მინდა -სიცილით ვუთხარი ისეთი აჟიტირებული იყო .
-როგორ ხარ ანდრო?
-როგორც მხედავ -მუცელზე ხელის მოვისვი და გადავეხვიე.
- ლამაზი ხარ ნუცა , გამიკვირდა მაგრამ ალბათ ესე იყო საჭირო - მანაც ძალიან წყნარად მიმახვედრა რომ არცერთზე არ ბრაზობდა.მიყვარს ეს ბიჭითქო ვამბობ და რა ვქნა.
-წავედით ხალხნო , რამდენი ხანი ვიდგეთ ეხლა აქ - მაიკომ შეგვახსენა რომ აეროპორტში ვიყავით.
რთული ყოფილა იქ სადაც დაიბადე და მთელი ბავშვობა გაატარე, თუნდაც დროებით სხვა კორპუსიდან ადევნო თვალი.დედას განსაკუთრებით უჭირდა. ერთ კვირაში მამიდაც უნდა ჩამოსულიყო , მაგრამ ფეხი მოიტეხა და დედაც მის მოსახმარებლად წავიდა სოფელში.გიფსს კარგ შემთხვევაში ერთ თვეში მოხსნიდნენ და მერე ცოტა ხანი ყავარჯნებით უნდა ევლო.დედა დამპირდა სანამ სამშობიარო გახდები მანამდე ორივე ჩამოვალთო.მანამდე მარტო მომიწევდა ცხოვრება , თუ ელეს არ ჩავთვლით , რომელიც მპირდებოდა ანდროს სანამ სამსახურში იქნება მანამდე სულ შენთან ვიქნებიო.კარგია ესეთი მეგობრები რომ გყავს.
-გოგო ქორწილი ერთ კვირაში გაქვს კაბა რანაირად ვერ შეარჩიე?
- ვერ კი არა , არ შევარჩიე.არ გახსოვს შენ მე უნდა ამირჩიო და მე შენ! -გაბრაზებული გამომხედა.ეს გოგო ისევ ის ბავშვია ცხრა წლის ასაკში პირობა რომ დამადებინა.
-ვაიმე ელე , ეგ არც მახსოვდა .ხვალ წავიდეთ და ავარჩიოთ.
- ნუც , კი არ მინდა გაბრაზდე მაგრამ ხომ იცი ალექსანდრე ქორწილში იქნება.- რა თქმა უნდა ვიცოდი - ანდროს ვერ ვეტყოდი რატომ არ უნდა დაეპატიჟებინა .
- ვინ გითხრა რომ არ უნდა დაეპატიჟებინა, მე არაფრის დამალვას არ ვაპირებ.ოჯახი არ უნდოდა , მაგრამ თუ ბავშვთან მოუნდება ურთიერთობა მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები.
-რაციცი ვიფიქრე არ ეტყვისთქო-დამბნაშავე ბავშვივით აიბუზა.
- მე წასვლამდეც ვაპირებდი თქმას მაგრამ კაბინეტიდან ფაქტიურად გამომაგდო და მაშინ მოვიდა როცა უკვე ვერაფერს შევცვლიდი.თან რომ ეთქვა არ მინდა და მოიშორეო , მერე უფრო გამიჭირდებოდა ეს თვეები იქ დედასთვის და ბავშვისთვის ერთად მიმეხედა.
-ფიქრობ ბავშვი არ უნდა?
-ოჯახი და მე რო არ ვჭირდები ვიცი, ბავშვზე რომ გაიგებს მაშინ გავიგებთ უნდა თუ არა.რაც მთავარია მე მინდა .
-იცი როგორ ვამაყობ შენით-ჩამეხუტა და ბუტბუტით გააგრძელა-შენ არ ნებდები. ანდროს რომ ჩემთვის იგივე გაეკეთებინა ალბათ ვერასდროს ვაპატიებდი.
- ჯერ ეს ერთი ანდროს უყვარხარ და სწორედ ამიტომ არ გაგიკეთებდა ესე, მეორეც მე მისთვის არ მიპატიებია და არც არასდროს ვაპატიებ .ფეხზე ყოფნის ძალა კი ჩემმა პატარამ, დედაჩემმა , შენ და გიგიმ მომეცით .ასე რომ საამაყო ჩემში არაფერია ელე.
ქორწილისთვის კაბის ძებნას რამის მთელი დღე მოვანდომეთ, მაგრამ მაინც ვიპოვეთ ის რაც ჩემს გადარეულს ნამდვილ დედოფლად აქცევდა.
მთელი ღამე გავათენე.რა იქნებოდა ხვალ .როგორ მიიღებდა ბავშვის ამბავს? ვინმე თუ ყავს? ათასი კითხვა მიტრიალებდა .გამთენიისას ჩამეძინა და კარების ბრახუნზე ისე გავიქეცი მეგონა ვინმეს რამე სჭირდა.
-რახდება მშვიდობაა?
- ჩემი ქორწილია , მეტი რაღა უნდა ხდებოდეს
- ვაიმე დავაგვიანეთ?- გიჟივით შევარდი ოთახში და ჩაცმა დავიწყე.
-არა, ჯერ შვიდი საათია.
-შენ ნორმალური ხარ? გული გამიხეთქე ადამიანო,კარები ჩამომიღე მთელი კორპუსი გააღვიძე ისე აბრახუნებდი.
-უნდა ეღვიძოთ, ყველამ უნდა გაიგოს რომ ვთხოვდები- ისე ამაყად თქვა ამას მგონი თავი მართლა ქვეყნის დედოფალი ჰგონია.
- ელე ნუ შემალამაზებინებ შენს თვალებს ბუნებრივი მეთოდით.ჩემთვის რომ ნერვიულობა არ შეიძლება არ იცი?
-რა განერვიულებს მერე , წესით მე უნდა ვნერვიულობდე .სხვა თუ არაფერი პირველი ღამე მაქვს გადასატანი-ცხვირაწეულმა წამოიძახა, მერე დაფიქრდა და მიხვდა რომ მართლაც ყველაფერი წი ჰქონდა-ვაიმე ნუცა? მიშველე ნუცი - სიცილისგან უკვე აღარ შემეძლო.ეს გოგო გიჟია.
- სერიოზულად?მართლა გეშინია? -სიცილს ვერ ვწყვეტდი.
- რაღა მართლა , ხალხი რა საშინელებებს აღარ ყვება, შენ ხომ გქონდა უკვე როგორ გადაიტანე.
- წარმოდგენა არ მაქვს.
- როგორ შეიძლება ადამიანს პურველი ღამე ისე დაგავიწყდეს რომ არაფერი არ გახსოვდეს.რა ადამიანი ხარ ნუცა?!-ჩაფიქრებულმა გამომხედა- უი , მაშინ ის მაინც მითხარი რა დალიე ეგეთი რომ აღარ გახსოვს , მეც მინდა .
-მოდი ეხლა ყავა დავლიოთ და სალონში წავიდეთ.გპირდები პირველ ღამემდე გეტყვი რა დავლიე .კარგი?
-კარგი.მერე ეგეც არ დაგავიწყდეს იცოდე .
-ღმერთო უშველე ანდროს.
- გოგო მაგ ღმერთ უთხრი დღეს მე მიშველოს, ანდროს ხვალიდან დაეხმაროს.
-კარგი ვეტყვი- სიცილით წავედი სამზარეულოსკენ.
სალონიდან დაბრუნებულებმა უკვე ელესთან ავედით. მკერდიდან დაშვებული ატმისფერი კაბა ჩავიცვი, რომელშიც თუ კარგად არ დააკვირდებოდი მუცელი ძაან არ მეტყობოდა.არავის ვუმალავდი თუმცა ეს საქართველოა და ამდენი ცნობისმოყვარე ხალხს რა გაუძლებდა.

ჩემი გადარეული ქორწილის დღეს მართლაც ბრწყინავდა , იდეალური წყვილი იყვნენ და მე ამაყი ვიყავი. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ .გიგიმ ჩამოსვლა ვერ მოახერხა და დაგვპირდა პატარას დაბადებამდე მაინც ჩამოვალო. ჯვარი მცხეთაში დილითვე დაიწერეს და ხელის მოწერას სასტუმროს მორთულ ეზოში აპირებდნენ.სტუმრების ნაწილი სწორედ ამ სასტუმროში დარჩებოდნენ , მათ შორის მეც .
კახეთი რომ ახსენა რადგან ანდროც კახეთიდან იყო და მისი ნათესაობაც იქ ცხოვრობდა აღარც მიკითხავს კონკრეტულად რომელ სასტუმროში იხდიდნენ ქორწილს.სამაგიეროდ სიღნაღში რომ შევედით მაშინ მივხვდი სადაც მივდიოდით.ამის გარდა რამე თუ გამაოცებდა დღეს აღარ მეგონა თუმცა სასტუმროს აბრაზე დიდი ასოებით დაწერილმა სახელმა გამაქვავა . სასტუმრო დიდი გამოყვანილი ასოებით ეწერა ,, სამოთხე დედამიწაზე" .ანუ ახსოვდა , ესეიგი ვახსოვდი.
არვიცი ჩემი არეული ჰორმონების ბრალი იყო თუ რა ხდებოდა , მაგრამ ცრემლები წამომივიდა თვალებიდან.რა იქნებოდა იმ დღეს რომ არ მომესმინა , ან უბრალოდ მართლა შევყვარებოდი.
-რამე მოხდა ნუცა? რამე ხომ არ გტკივა ? -შეშინებულმა მკითხა.
-ეს ის სასტუმროა ელე მე რომ გიყვებოდი.
-რახდება? რატო გაქვთ გაოცებული სახეები? -ანდროც მოვიდა მეჯვარესთან ერთად.
-ანდრო სასტუმრო საიდან იპოვნე? - გაურკვევლობაში მყოფმა ძლივს კითხა ელემ.
-არ მიპოვნია, ალექსანდრეს საქორწილო საჩუქარია.
- ერთხელ მაინც როგორ არ მითხარი რომ მისი სასტუმრო იყო.
-არ გიკითხავს ელე, მოგეწონა და უნდა დამეჯავშნა,მაგრამ ალექსანდრემ მითხრა რომ ორი დღით დახურავდა ჩვენთვის.იცი რა კარგი ადამიანია? გაიცნობ და მოგეწონება ვიცი.
ამ ლაპარაკში ვიყავით კესო რომ მოგვიახლოვდა .
- ნუცი - რა თბილია ეს გოგო- როდის ჩამოხვედი? არ უნდა გენახე?
- ეხლახანს კესო.ბოდიში რომ ხშირად ვერ გელაპარაკებოდი.
-არაუშავს ეხლა ხომ აქ ხარ.ხომ დაბრუნდები სამუშაოზე, ალექსმა თავისნაირი უჟმური დიზაინერი აიყვანა.ორივე ერთად კოშმარია-თვალები აატრიალა სასაცილოდ .
-არამგონია კესო , ჯერ-ჯერობით მუშაობას ვერ შევძლებ.
-რატომ ხომ კარგად ხარ- ხელი მომკიდა და დამატრიალა, შესამოწმებლად - ნუცი მოიმატე თუ ?! ორსულად ხარ? -ისე გაუხარდა , ნეტა რომ გაიგებს მაშინაც ესე გაუხრდება? ალბათ კი .
- კი კესო ორსულად ვარ , მეც ღიმილით დავუქნიე თავი .- მომილოცა და უკვე რესტორნის ეზოში გადავინაცვლეთ სადაც ხელის მოწერის ცერემონიალი უნდა გამართულიყო.ჯერ-ჯერობით მშვიდად ვიყავი , ალექსანდრე არსად ჩანდა და ნერვიულობა მაშინაც მეყოფოდა დოცა ვნახავდი ამიტომ , მე და კესო გვერდიგვერდ დავჯექით და ცერემონიის დაწყებას დაველოდეთ.თან განვლილ თვეებზე მიყვებოდა , გერმანიაში ყოფნის დროსაც რამდენჯერმე ვისაუბრეთ.უცებ გვერდით გაიხედა და სახე ისე აუწითლდა მივხვდი ჯაბა დაინახა სადღაც.
მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და აი ისიც ვისზე ფიქრსაც თითქმის ოთხი თვეა გავურბოდი.
ისევ ისეთია , არაფერი შეცვლიალა .ვატყობ არ გაკვირვებია ჩემი აქ ყოფნა .ალბათ ანდროსგან იცოდა რომ ჩამოვედით .ორივე მოგვესალმნენ და თითქოს მეტი ადგილი არ იყო გვერდით მომიჯდა.
- აბა როგორ ხარ? -დაიწყო თავის მედიდური საუბარი.ამისთვის მამიკოს ბიჭები ალბათ სპეციალურ კურსებს გადიან.
- კარგად , თავად? -არც მე დავაკელი ჟღერადობა ტონს.
-ძველებურად. დედა როგორაა? კესომ მითხრა სამკურნალოდ წაიყვანაო.
-უკვე კარგად .
იმედია არ მეტყობა ის რაც შიგნიდან მჭირს. ათასჯერ მიფიქრია ამ შეხვედრაზე, მაგრამ ასეთი სცენა არცერთხელ წარმომედგინა.ცერემონია იწყებოდა და ყველას ყურადღება მათკენ იყო.ბავშვმაც თთქოს იგრძნოო, რაც გვერდით დამიჯდა მგონი მას შემდეგ არ გაჩერებულა.ათასნაირად დავტრიალდი სკამზე.
- რამე ხომ არ გაწუხებს - კესომ შემამჩნია მოუსვენრობა ?- ოღონდ ეხლა არ თქვას.
- არა კარგად ვარ? - მშვიდად ვუპასუხე .არ მინდოდა ქაოსში მომეყოდა ჩემი ორსულობის შესახებ , ეს მარტო ჩვენ ორს გვეხებოდა.
ცერემონიამ მშვიდად ჩაიარა. არც ისე ბევრი სტუმარი ჰყავდათ და თითქმის სულ ახალგაზრდები ვიყავით .ამიტომ ზედმეტი სადღეგრძელიების გარეშე დაიწყო ქორწილი, ჩემი ელე ბრწყინავდა .მალევე ყველა საცეკვაოდ ადგა .მე და კესო ერთად ვიჯექით და ვლაპარაკობდით .
- როგორი შეგრძნებაა ? -თვალით მუცელზე მანიშნა.
- ვერაფერი შეედრება .შენც რომ ორსულად იქნები მერე უფრო გამიგებ.
- ვგიჟდები ბავშვებზე-ტაში შემოჰკრა- ბევრი შვილი მინდა -გადაწყვეტილად თქვა- გოგოა თუ ბიჭი .
-ჯერ არვიცი - ამის თქმა და სიტყვები პირზე შემაშრა .
-არგინდა ვიცეკვოთ? - სახეზე ეტყობოდა ცეკვა როგორც უნდოდა.ღმერთო ჩემო როდის მოვიდა .
- ალექს იცი ნუცა ორსულადაა.
- ხო გავიგე- ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიყვანა.
-რამდენი თვის ხარ? -კბილებში გამოცრა უფრო ერქვა ვიდრე კითხვის დასმა.
-ექვსის ალექსანდრე- მიუხედავად იმისა რომ დამნაშავეთ თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი ძლივს ჩავხედე მონატრებულ თვალებში.
-სალაპარაკო გვაქვს!
-ვიცი.ხვალ ვილაპარაკოთ .
- ამაღამ !შენს ნივთებს კოტეჯში შეიტანენ -გასაგები იყო რომ დღეს გრძელი ღამე მელოდა.
საცეკვაო მოედანზე დამტოვა და გავიდა .შევამჩნიე ელე როგორ მოდიოდა ჩემსკენ და გავუღიმე არ მინდოდა რამეს მისი დღე ჩაეშხამებინა.ამიტომ არ მინდოდა დღეს რომ გაეგო ალექსანდრეს.
- გაიგო ორსულად რომ ხარ? - ანერვიულებული ხმით მკითხა.
- კი ელე გაიგო.
- მერე?
-არაფერი ხვალ დავილაპარაკებთ.
-იცოდე არ ინერვიულებ და ყველაფერს მომწერ.
-კარგი ხო , შენ შენს პირველ ღამეზე იფიქრე.ვაიმე ეგ სულ დამავიწყდა- მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
- უნდა წავიდეთ ელე , გვიანდება უკვე- ამ ლაპარაკში ანდროც მოვიდა .
-სად მივდივრათ, აქ არ ვრჩებით?
-არა, ჯერ აეროპორტში და მერე მე ვიცი -წელზე ხელი მოხვია და შემომხდა- ნუცა ხვალ დათო წაგიყვანს სახლში-თავის ძმას ჩამაბარა, ჩემი მზრუნველი.
- მიდით ჰე , მივაგნებ მე სახლს. არ დაგაგვიანდეთ .
-წავედით ჩვენ და ერთ კვირაში აქ ვართ, არაფერი გააფუჭო - შინაურულად დამემშვიდობა ანდრო და ჩემს გოგოსთან ერთად გასასვლელისკენ წავიდა.მანქანა დაძრული იყო უცებ უკან მოტრიალებას ვაპირებდი ელეს ხმა რომ გავიგე.
- რა დალიე ნუცაა-იმხელა ხმაზე იყვირა ყველამ მე შემომხედა
-გადაირიე ადამიანო?? რას დავლევდი .
- ნუცა რა დალიეთქო- უცებ გამახსენდა დილის საუბარი და სიცილით მივაძახე.
-ვისკი ელე
მოვტრიალდი და ხეზე მიყუდებული ალექსანდრე დავინახე . იცინოდა , ზუსტად მიხვდა რაზეც იყო ლაპარაკი .ხელით მანიშნა ერთ საათშიო და გაბრუნდა.
წყალი გადავივლე და გამოვიცვალე. ამ ტანსაცმელში უკვე კარგად მიჩანდა ჩემი გაბერილი მუცელი.მალევე კარზე დააკაკუნეს .ათასჯერ მაინც გავიმეორე რომ არ უნდა მენერვიულა და კარის გასაღებად წავედი. შევამჩნიე როგორ მათვალიერებდა , ვითომ ჩუმად თვალებით.მეტს ვეღარ გავუძლებდი ამიტომ სავარძელში ჩავჯექი.
-რატომ არ მითხარი? -დაიწყო
-არ მინდოდა ბარგად დაგწოლოდი.
- შენ მე შვილს მიმალავდი
- მე შვილს მუცლად ვატარებ და ვზრდი .
- რატომ არ მითხარი თავიდანვე? რა უფლება გქონდა უჩემოდ გადაგეწყვიტა
- რა უნდა გადაგეწყვიტა ? გავაჩენდი თუ არა?
-წასვლა გადაგეწყვიტა, წასვლაზე გეუბნები.რას ნიშნავს გააჩენდი თუ არა.
- მე შენთან მოვედი რომ მეთქვა , იქ რაც დამხვდა შენც იცი. შენ მე დამამცირე.
-მე შენ ამაზე ბოდიში მოგიხადე.
-სწორედ ამიტომ გიყვები ეხლა და არ გიმალავ რომ შვილი გვეყოლება.
-შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არ გინდოდა - ეს რა დამცინის?
-შენ გინდოდა ჩემთან ყოფნა? სერიოზულად.
- ნუცა ჩვენ ხომ შევთანხმხით რომ ერთმანეთს გაბიცნობდუთ, გახსოვს გზაში ვისაუბრეთ.შენ რა გააკეთე? ერთი კვირა გამირბოდი და ბოლოს გამომიცხადე რომ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა.
- გეყოფა გეხვეწები, შენ მე გამანადგურე.ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელე.
-მე ბოდუში მოგიხადე.
- მაგაზე არ გეუბნები.-აბა რას მეუბნები , რამე არ ვიცი??? რამე გამომრჩა?
-მე გავიგონე.შენი და ჯაბას ლაპარაკი გავივონე.
-მერე , რატომ არ მითხარი იქნებ...
- რა იქნებ ? ოჯახი მოგინდებოდა? ააა ან იქნებ ერთი ღამის გასართობი აღარ ვყოფილიყავი, მე ხომ შენ მხოლოდ როგორც ქალი ისე გინდოდი ? ან იქნებ ბავშვზე რომ გეტყოდი მერე უცებ შეგიყვარდებოდი? რა აბა აქედან რა მოხდებოდა
- ბავშვი ყველაფერს შეცვლიდა.ჩემი ცოლი იქნებოდი და სრულყოფილი ოჯახი გვექნებოდა , თუნდაც ....
-თუნდაც ფიქტიური ? -მეცინებოდა- მე რომ მაშინ მეთქვა დიდი ალბათობით მეტყოდი ბავშვი მოიშორეო, თავიდან მეც ვიფიქრე და ამაზე დღემდე ძალიან ვწუხვარ.
შენ მე არ მიცნობ, ამას არასდროს მოგთხოვდი.
-მართალი მე შენ არ გიცნობ და არც მინდა გაგიცნო.
-მე ბავშვზე უარს არ ვიტყვი- გადაჭრით მითხრა, გამიხარდა რომ ბავშვი უნდოდა.
- ძალიან კარგი.არც მე მინდა ბავშვი უმამაოდ გაიზარდოს.
- ჩემთან გადმოხვალთ და ...
- ნუ მაცინებ , მე შენთან გადმოსვლას და სახლობანას თამაშს არ ვაპირებ.ორუვეს ჩვენი ცხივრება გვაქვს.საერთო ჩვენს შორის მარტო ბავშვია.შენ მისი მამა ხარ და არ ვაპირებ თქვენს შორის ჩავდგე, თუმცა ჩვენ ბუნებაში არ არსებობს.
ცოტა ხანს ესე ჩაფიქრებული იჯდა .მერე ადგადა მეც ინსტიქტურად წამოვდექი .
-შეიძლება? -ალბათ გავგიჟდი მაგრამ მეც მიმდა რომ შემეხოს , ისე მინდა ჩვენს შორის ამხელა ხიდი არ იყო.თავი დავუქნიე და ჩემი მუცელი მისმა ხელმა დაფარა.ჩემი ცელქი ბავშვიც იმწუთში გამოეხმაურა.- გოგოა თუ ბიჭი.
-არვიცი
-რატომ ?ვერ გაიგეს ?
-მინდოდა ეს ერთად გაგვეგო, თუ რა თქმა უნდა შენც გინდა -აქამდე მოღუშული მწვანეები დამეფიცება ჩემს თვალწინ აინთო.
- ხვალვე წავიდეთ
- ზეგ მაქვს კონსულტაცია დანიშნული.
- კარგი საათი მითხარი და გამოგივლი .
-არაა მოკითხვა საჭირო, კლინიკის მისამართ და დროს გაგაგებინებ.
- როგორც გინდა.დილით შემოგივლი თბილისში წაგივან.
-დათო წამიყვანს , ანდროს ძმა- ზედმეტი კითხვები რომ არ დაესვა მაშინვე ავუხსენი .გასასვლელას მოემზადა კარებთან შეჩერდა
-თუ ოდესმე შეძლებ , მაპატიე.
-ზეგ შევხვდებით ალექსანდრე .



№1  offline წევრი ლელა1313

ვაიმე რა კარგია. თითო თავს 2-3ჯერ ვკითხულობ kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი salome

აუუუ ძააან კარგია, გაააგრძელეე იმედია დღეს კიდევ დადებ რამეს…ველით დიდ თავებს

ახლა მოვრჩი კითხვას, მომწონს რომ ხშირად დებ, უბრალოდ პატარა თავებია. მალე დადე კიდევვვ

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

მომწონს ეს თავი. მოცულობითიც იყო და უფრო დახვეწილიც. მომეწონა ნუცას საქციელი იმ საკითხზე რომ არ დაუმალა ალექსანდრეს. ალექსანდრეს რეაქცია და საუბარიც კარგი იყო. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ამ ეტაპისთვის.

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

დღეს აღარ დადებ? არ ველოდო?

 


№5 სტუმარი ნი-კე

საინტერესოდ წერ..ძალიან არ გაწელო ოღონდ..წარმატებები და ახალ თავს ველოდები❤️

 


№6  offline წევრი sabrina

ლელა1313
ვაიმე რა კარგია. თითო თავს 2-3ჯერ ვკითხულობ kissing_heart

მადლობა ????????????

სტუმარი salome
აუუუ ძააან კარგია, გაააგრძელეე იმედია დღეს კიდევ დადებ რამეს…ველით დიდ თავებს

ახლა მოვრჩი კითხვას, მომწონს რომ ხშირად დებ, უბრალოდ პატარა თავებია. მალე დადე კიდევვვ

მეტს უბრალოდ ვერ ვახერხებ, ამასაც ღამე ვწერ.

სტუმარი ანა-მარია
დღეს აღარ დადებ? არ ველოდო?

ერთ სიახლეზე მეტს არ მამატებინებს .

სტუმარი ხატია
მომწონს ეს თავი. მოცულობითიც იყო და უფრო დახვეწილიც. მომეწონა ნუცას საქციელი იმ საკითხზე რომ არ დაუმალა ალექსანდრეს. ალექსანდრეს რეაქცია და საუბარიც კარგი იყო. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ამ ეტაპისთვის.

მადლობა, ყველას ეზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

 


№7 სტუმარი ეკა

დღეს არ დებ?

 


№8  offline წევრი sabrina

ეკა
დღეს არ დებ?

დილით ავტვირთე ორი თავი, მაგრამ ჯერ არჩანს :)

sabrina
ლელა1313
ვაიმე რა კარგია. თითო თავს 2-3ჯერ ვკითხულობ kissing_heart

მადლობა ????????????

სტუმარი salome
აუუუ ძააან კარგია, გაააგრძელეე იმედია დღეს კიდევ დადებ რამეს…ველით დიდ თავებს

ახლა მოვრჩი კითხვას, მომწონს რომ ხშირად დებ, უბრალოდ პატარა თავებია. მალე დადე კიდევვვ

მეტს უბრალოდ ვერ ვახერხებ, ამასაც ღამე ვწერ.

სტუმარი ანა-მარია
დღეს აღარ დადებ? არ ველოდო?

ერთ სიახლეზე მეტს არ მამატებინებს .

სტუმარი ხატია
მომწონს ეს თავი. მოცულობითიც იყო და უფრო დახვეწილიც. მომეწონა ნუცას საქციელი იმ საკითხზე რომ არ დაუმალა ალექსანდრეს. ალექსანდრეს რეაქცია და საუბარიც კარგი იყო. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ამ ეტაპისთვის.

მადლობა, ყველას აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

 


№9 სტუმარი Mari

სად გაგძელება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent