ჩემი ბიჭი (დასასრული)
მთელი კვირაა სახლის დიზაინზე ვარ გადართული, ჩემი შვილის ნათლობას ელე და ალექსანდრე აგვარებენ. ისეთი გადაღლილი ვარ , ბავშვთან ურთიერთობასაც ვერ ვახერხებ.ამ ყველაფერს კი ისიც ემატება ,რომ ჩემი გამოწერილი შპალერი სწორი კოდით არ მოიტანეს და არც მაღაზია იბრუნებს უკან. - რატომ არ ჩამოვიდა ის ფერი რაც მინდოდა?- პანიკამდე ცოტა მაკლია. - ერთი ტონით მუქი იყო დარჩენილი მხოლოდ , ამიტომ მაღაზიიდან ეს წამოვიღეთ.თითქმის არც ეტყობა.- ეკას რაში აინტერესებს, საერთოდ როგორ მოხვდა ეს გოგო დიზაინზე. - მერე ვინმემ გთხოვათ შემცვლელი წამოიღეთო? -აბა რა უნდა გვექნა?-ეს მეორე ბატი. - სხვას შევარჩევდი , მუქი არ მჭირდება.შენი აზრით მეპატრონე ცვლილებას ვერ შეამჩნევს უკვე შერჩეულსა და ამას შორის- თითით მივანიშნე მოტანილ შპალერზე.უკვე პანიკაში ვიყავი , მთელი მისაღების შპალერი მუქია. დამკვეთთან მოგვარებული სხვა ფერი მქონდა, თუ არ მოეწონებოდა მაშინ თანხა მე უნდა ამენაზღაურებინა.ერთადერთი გამოსავალი ჩემი უფროსი იყო. - შეიძლება ბატონო ლადო?-დამნაშავე ბავშვივით ავიტუზე კარზე. -შემოდი ნუცა.აბა რით გამახარებ?- კიდე ეს მინდოდა .მე ხო ვარ გახარებული და ეხლა ესეც დამემატა გასახარებლად. -ბატონო ლადო !რაღაც პრობლემაა შპალერთან დაკავშირებით- სათვალე მოიხნა და შემომხედა-რაც შევუკვეთეთ ის არ ჰქონდათ და ერთი ტონით მუქი წამოიღეს. -მერე?! მიუბრუნეთ თუ ესეთ დიდ პრობლემას ქმნის ერთი ტონი. - კი საკმაოდ განსხვავებული და მუქია. თან 2000 ლარისაა, ჩემთვის ეს დიდი თანხაა.იქნებ ან დამკვეთს დაელაპარაკოთ ან მაღაზიას რომ დაიბრუნონ-ისეთი საწყალი სახე მივიღე ლადომ ტელეფონი იმწამსვე მოიმარჯვა. ცოტა ხნის საუბრის შემდეგ კი მითხრა რომ პრობლემა არ იყო და ახალი შემერჩია, ამ შპალერს კი სოფელში გამოიყენებდა.წარმოგიდგენიათ ჩემი ხელფასი სულ იყო ამ შპალერის ფასი. სახლში ისეთი დაღლილი მივედი კიბეებზე ძლივს ავღოღდი, ეს ლიფტი ხომ სულ გაფუჭებულია. - მოვედი დე-დავიძახე შესვლისთანავე. -ჩჩჩ, ძლივს დავაძინე-თავი გამოყო ალექსანდრემ ბავშვიანად ოთახიდან. -უკვე დაიძინა? ნახვაც ვერ მოვასწარი -გამოვართვი და ფრთხილად დავუწყე ფერება . საწოლში ჩავაწვინე და ალექსანდრეს გავხედე გაბრწყინებული თვალებით რომ მადევნებდა თვალს. -რა არის - ყველაზე ლამაზები ხართ-ნამდვილად სასიამოვნო იყო მისგან ამის მოსმენა. -დედა სად არის? -აფთიაქში წავიდა, დაიღალე? -იმ გიჟის სახლმა ძალა გამომაცალა.თან დღეს ცუდი დღე მქონდა. -რატომ რამე მოხდა? -ყავა არ გინდა?წამო სამზარეულოში გავიდეთ და მოგიყვები.- სანამ მე ყავას ვადუღებდი ალექსი აივანზე იდგა და ეწეოდა.ისე მინდა მივიდე და ჩავეხუტო.... ისე მიცემს მის დანახვაზე გული.....ხანდახან მგონია საგულედან ამოხტება. ფინჯნები მაგიდაზე დავაწყე. - რა მოხდა სამსახურში?- შემახსენა - სხვა ფერის შპალერზე მოველაპარაკეთ დამკვეთს და სხვა მოგვიტანეს, წარმოგიდგენია 2000 ლარის ზარალში მივდიოდით?!თუმცა რა წარმოუდგენელი შენთვის ეგაა- ჩავიბურტყუნე ჩემთვის რომ გამახსენდა ვინც იჯდა ჩემს წინ. - მერე რაო დამკვეთმა , არ მოსწონს ჩემ ცოლსო?-ირონიულად გამომხედა. -ღმერთმა დამიფაროს -სამჯერ დავაკაკუნე მაგიდაზე-წესიერი კაცი აღმოჩნდა, სოფელში გავაკრავ არაუშავსო, თორემ მომიწევდა ამ თვეში უფასოდ მუშაობა.მეცოდება ის კაცი იმ გიჟის ხელში- ყავა მოვსვი და გავხედე-რაგაცინებს? - მეც მეცოდება. ეჭვიანი ცოლი ცუდია გეთანხმები. -თქვენ რა ქენით? ელემ ტორტზე რაღაც პრობლემააო - ვერ ესწრებოდა და სხვაგან შევუკვეთეთ. -ბავშვს მარტო სანდრო და ელე ნათლავენ ხო? -თავი დმიქნია-მიკვირს ჯაბას რომ არ უთხარი ?- მაინტერესებდა რას მეტყოდა.წინა დღეს კესოს ველაპარაკე და ვიცოდი ალექსანდრემ ჯერ მათი ამბავი არ იცოდა , მაგრამ ბავშვის მონათვლა მაინც არ უთხრა. - გინდა მოვანათლინო?- გამომცდელი სახით შემომხედა-ისე კარგი აზრია. მოდი დავურეკავ ჯერაც არარის გვიანი- რა მინდოდა? ძალით ვუფუჭებ კესოს საქმეს. -არა , არ დარეკო-ხელებში ვეცი და მობილური გამოვგლიჯე-ისეთი ხარხარი ატეხა მივხვდი ყველაფერი იცოდა.- დამცინი? - რო ბრაზდები ტუჩები გიმუქდება- სერიოზული სახით მითხრა. - შენ თვალები- არც მე დავაკელი- იცი არა კესოზე? - როგორ გგონია?! ბავშვობიდან უყვარს ჯაბას, რა დიდი მიხვედრა მაგას უნდოდა.კესოს გვერდით ბიჭი არ გააჩერა. - რანაირი ხარ? რატომ აწვალებ ? ცოდოები არ არიან? - ჩვენ? ჩვენ არ ვართ ცოდოები?- სკამიანათ მიმწია და მის ფეხებს შორის აღმოვჩნდი- ნუცი მომეცი ერთი შანსი.მეც მინდა სახლში შემოსულს შენ და ნიცას გხედავდეთ.ხომ ხედავ რამისაა აქ გადმოვცხოვრდე.თქვენს გარეშე ვერ ვძლებ.მაპატიე რა.. - მე.... არვიცი-თმაზე მეთამაშებოდა და ისე მაბნევდა ლაპარაკის უნარს მართმევდა, მერე ერთი პატარა კოცნა გაჩნდა ლოყაზე, მერე თვალზე და ასე შემოუარა ტუჩის გარდა თითქმის მთელ სახეს. -მიდი ნუცი ერთი შანსი, თქვენს გარეშე მართლა არ შემიძლია. - კარგი - და აი ისიც ერთი წლის მონატრებული კოცნაც მივიღე.ღმერთო აი თურმე რა მაკლდა. -სად ხართ ბავშვებო?!-დედაჩემის ხმაზე ისე ვკარი ხელი რამის სკამიდან გადავარდა- აქ ვართ დე. - რა ნაზი ხარ ნუცი- სიცილით მითხრა -შენც საყვარელო- გახეთქილ ტუჩზე მივიდე თითი. -რას შვებით , ყავას სვავთ? -უკვე მივდივარ.მადლობა ყველაფრისთვის- თვალი ჩამიკრა, დამპალი იცის რომ დედაჩემთან ვერაფერს ვიტყვი. უკან გავყევი გასაცილებლად. -ხვალ ათისთვის მოვალ, მზად დამხვდით. -ცოტა გვიან რომ წავიდეთ არ გამოვა? მე კაბაც კი არ მომიმზადებია, არც ჩემთვის და არც ნიცასთვის . -თორმეტზე უკვე ნათლობაა ნუცი -კარგი, ვიზავ რამეს- დილით რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი-ხო მართლა შენს შანსს რაც შეხება-თვალები მოვჭუტე ,თითი გავბზიკე და- იცოდე არანაირი ტყული და ქალები! -გასაგებია პატარავ!- მაკოცა და გავარდა. დილით ოთახში ორი ყუთი დამხვდა, როგორც დედამ მითხრა დილით მოუტანია კურუერს, იქ კი მუქი ლურჯი კაბა იდო ჩემთვის და თეთრი ფერიას კაბა ნუცისთვის. კაბა მართლა ძალიან მომეწონა, ტანზე გამოყვანილი მუხლამდე კაბა იყო თუმცა რატომ ლურჯი?!ეს მაშიმ მივხვდი როცა ალექსანდრე შემოვიდა, მასაც ზუსტად ამ ფერის პერანგი და შავი ჯინსი ეცვა. - სანამ შევალთ სურათები გადავიღოთ რა ? -ელე რო გამოვალთ მერე არ გამოვა? -ხო როგორ არა !ბავშვს აატირებენ იქ -ეკლესიისკენ გაბზიკა თითი. ეგ არც გამხსენებია .ამიტომ ყველანი ჩავლაგდით და სურათებიც გადავიღეთ.პირველი ოჯახური ფოტოც ესე შედგა ეკლესიასთან მე , ბავშვი და ალექსანდრე. როგორც ელემ იწინასწარმეტყველა ნიცამ აიკლო ტირილით ეკლესია, ამიტომ რესტორანში აღარ წამოიყვანა მაიკომ და სახლში წავიდნენ .ბატონი თამაზიც არ შემოგვიერთდა ახალგაზრდებმა გაერთეთო ასე რომ მხოლოდ ახლო მეგობრების წრე შეიკრა .კაკი და ლილეც დაპატიჟებულები იყვნენ . გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და გაბერილი ლილე რომ შემოკუსკუსდა რესტორანში გაბადრულ მამიკოსთან ერთად ოვაციებით შევხვდით. - არ უნდა გეთქვათ? - ვუსაყვედურე ორივეს. - სიურპრიზი გაგიკეთეთ ნათლია - დამეკრიჭა კაკი -ვაიმე ნათლია მე ვარ ? - ნუ, მარტო შენ არა მაგრამ შეც რა თქმა უნდა . -მადლობა -გადავეხვიე ორივეს. მერე ცოტა ხანს ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები იყო .ცოტა ხანში კი ყველანი საცეკვაოდ გავედით. ალექსანდრე ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო .ცოტა ხანში ვიღაც გოგო მოვიდა ჩვენს სუფრასთან და არა ნკლები სითბო დააფრქვია თავზე.ისეთი სახით ვიყურებოდი ჩემი დამკვეთის ცოლი მიმიქარავს.ალქსანდრემ ძალიან მშვიდად მოიშორა და ჩემსკენ მოტრიალდა. -როგორ გავხარ უფროსის ცოლს -ლადოს ცოლი მშვენიერი ქალია- იხტიბარი არ გავიტეხე. - მშვენივრად ხვდები რაც გითხარი-უცებ გადაიხარარა- ნეტა შენი სახე გენახა. -მორჩი! -აი ისევ . მიწვევ ნუცი - არც გაიფიქრო-ტუჩებზე ხელი ავიფარე. ეს საღამო დაუვიწყარი ტორტმაც გახადა სადაც დიდი ასოებით ეწერა : მამიკო ბიჭი ვარ.რა თქმა უნდა ჩემი გიჟის დამსახურება იყო.ანდრო ისეთი ბედნიერი იყო თვალები უბრწყინავდა.მერე ყველანი ჩვენს სახლებს დავუბრუნდით . მეორე დღიდან ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით ჩვენი ურთიერთობაც ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლებოდა, იყო პაემნები, ბავშვთან ერთად სეირნობა და ბევრი კოცნა.მაისში სახლიც დავამთავრე და მართლა ისეთი გამოვიდა როგორიც ჩემს ოცნებებში იყო. - ნუცა წავიდეთ რა სოფელში?! აიღე რა შვებულება ,თუ გინდა შენს უფროსს მე დაველაპარაკები. - მე თვითონ ვეტყვი , ისედაც მეკუთვნის ორ კვირიანი შვებულება და წავიდეთ შაბათს. - კარგი მაშინ გავუშვებ დამხმარეს სახლი მოაწესრიგოს-გულზე მიმიკრა და ბავშვს დაუწყო თამაში- თქვი მა -მაა -პატარაა ალექს ჯერ-სიცილი ამიტყდა. -როდის გაივლის? -რა დროს სიარულია ადამიანო, ბავშვი ხუთი თვისაა. - როდის იწყებენ სიარულს? - არ ისვენებს მაინც. -ათი ან თერთმეტი თვიდან , დაგვაცადე მამიკო გაზრდა. შაბათს მართლაც წავედით კახეთში, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა ჩვენს ურთიერთობას ერთად ცხოვრებაც ემატებოდა, ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ უკვე ვენდობოდი.ეს კი ჩემთვის უზარმაზარი ნაბიჯი იყო. - ავიდეთ გინდა მთავარანგელოზის ეკლესიაში-შემომთავაზა ერთ დილით -ავიდეთ, მეც მინდა ზაფხულში სულ მწვანეში იქნება ჩაფლული. - ჩაიცვი და წავიდეთ- მივხვდი ნერვიულობდა -რამე ხდება? აშკარად ნერვიულობ! -არაფერი , რა უნდა ხდებოდეს . -ნუცას ხელში აიყვანა და ოთახიდან გავიდა-გრძელი თეთრი სარაფანა ჩავიცვი და წავედით.სანამ ეკლესიაში შევიდოდით გამაჩერა. - რაღაც მინდა გითხრა.ალბათ ხვდები, მაგრამ მაინც მინდა გითხრა. მიყვარხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ ნუცი.მინდა ჩემი ცოლი გახდე აქ და ახლა, მაგრამ თუ თანახმა არ ხარ არც ეგ იქნება... - თანახმა ვარ-უცებ ჩავეხუტე და ვაკოცე.ცოტა ხანს ესე ჩახუტებულები ვიდექით. - დიდხანს იდგებით მანდ? მამაო გველოდება - კესოს ხმაზე შევხტი. იქ ყველა ის ადამიანი იყო ვინც მიყვარდა და ვინც ჭირსა და ლხინში ჩემთან იყვნენ, გიგის გამოკლებით თუმცა მოგვიანებით ისიც შემოგვიერთდა ინტერნეტით. ზღაპრული დასვენება გამოგვივიდა , უკეთეს თაფლობის თვეზე ვერც ვიოცნებებდი.მთავარია ადამიანი ვინც შენს გვერდითაა შენთვის იყოს ყველაფერი , ჩემთვის კი ალექსანდრე და ნიცა მართლა მთელ სამყაროს ქმნიდნენ.გამახსენდა პირველად აქ რომ ჩამოვედი მაშინ რა გავიფიქრე და გამეცინა. უკვე დაბრუნებულმა ჩემი დამკვეთის კარებს რომ მიმაყენა ერთი სიგიჟე მაშინ დამემართა -აქ რა გვინდა ალექსანდრე? - ეხლა მართლა არ გაგიჟდე - სიცილით მომიბრუნდა. - მთელი ორი თვე არ ამომისუნთქია.საკუთარი თავი მალანძღინე -კარგი რა ნუცი , ხომ იცი რომ მართლა ეჭვიანი ხარ?- დამცინის აბა რა . - რამდენი ვინერვიულე და შენ სახლს მაკეთებინებდი? - ჩვენს სახლს ნუცი და ხო კიდე ეზო გაქვს გასაკეთებელი. დ ა ს ა ს რ უ ლ ი მადლობა რომ კითხულობდით და აზრს მიზიარებდით. იმედია ისიამოვნეთ კითხვით. ვიცი რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ესე არ ხდება , თუმცა მე პირადად ამ საიტზე იმ ზღაპრულ სამყაროს ვეძებ რაც რეალურ ცხოვრებაში მაკლია.ვიცი ბევრი შეცდომებია , შევასწორებ და ერთ მთლიან ისტორიად ავტვირთავ მოგვიანებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.