შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფარვანა ( 3 )


9-06-2022, 22:12
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 411

მოგწონს აქაურობა? -ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით სავსე ბაღის შუაგულში მდგარი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებლის აივანზე გაუნძრევლად გარინდულ, სპორტულ შარვალსა და მაისურში გამოწყობილ თმაგაშლილ ლილიას მიუახლოვდა ცოტნე და გვერდით ამოუდგა, ლილიას არაფერი უთქვამს, პასუხად ბედნიერი ღიმილი გადაეფინა სახეზე...
უკვე ერთი კვირა იყო რაც პატარა ცოტნესთან ერთად რაჭაში ისვენებდნენ, ლილიამ საქორწინო მოგზაურობაში წასვლაზე უარი განაცხადა თუმცა მეუღლეს უარი ვერ უთხრა ათი დღით რაჭაში დასასვენებლად წასვლაზე, არც უნანია, როცა განცალკევებით მდგარი სიმწვანეში ჩაფლული სახლი დაინახა გული სიხარულისგან აუძგერდა, ცოტნემ სიურპრიზი მოუწყო, სანამ ლილია საქორწინოდ ემზადებოდა მას რაჭის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში სადაც ოდითგანვე ცხოვრობდნენ მისი წინაპრები, სახლი შეუძენია რომელსაც სულ მცირედი რესტავრაცია და ხელის შევლება ესაჭიროებოდა, მათი ჩასვლისას იქაურობა ზღაპარს გავდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად სუნთქავდა თავისუფლად, სახლში ბავშვთან ერთად მარტო იყვნენ, მებაღე და დამლაგებელი ისედაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ მოდიოდნენ, ცოტნე ყველანაირად ცდილობდა ლილიას თავი თავისუფლად ეგრძნო, სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ, ერთად საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმობდნენ, ერთად დადიოდნენ სასეირნოდ, ერთად ატარებდნენ ზაფხულის გრძელ საღამოებს ბაღში, საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე, ლილია უფრო და უფრო ეჯაჭვებოდა ცოტნეს თუმცა იმ მიზიდულობას და აღმაფრენას ვერ გრძნობდა რაც საყვარელი მამაკაცის მიმართ უნდა ეგრძნო, თუმცა მასთან ერთად ყოფნა სიამოვნებდა და იმედოვნებდა რომ დროთა განმავლობაში მოახერხებდა შეეყვარებინა...
- ძალიან მომწონს აქაურობა, ნამდვილად საოცნებო ადგილია, -ამოიჩურჩულა და გაღიმებული მიეყრდნო მხარზე მამაკაცს, წელზე ხელი მოხვია მამაკაცმა და თავზე აკოცა, მერე კი ბაღში მხიარულად მორბენალმა პატარა ცოტნემ მიიპყრო მისი ყურადღება.
- შეხედე როგორ ერთობა, რას იტყვი პატარა ლეკვი რომ მოვუყვანოთ?
- კარგი რა ცოტნე, ისედაც თან ყვები მგონი ძალიან ათამამებ და თანაც სულ აქ ხომ არ ვიქნებით თბილისში ბინაში როგორ უნდა მივხედოთ ძაღლს?
- ბინას რაც შეეხება შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა მაგრამ ვეღარ ვითმენ უნდა გითხრა...
- რა სიურპრიზის? -ლილია ცოტნეს მკლავებიდან დაუძვრა და ეშმაკურად აციმციმებულ თვალებში შეხედა, საყვარლად იღიმოდა ცოტნე და აშკარად ერთი სული ჰქონდა სანამ სასიამოვნო სიახლეს ახარებდა.
- გითხრა? -მშვენივრად იცოდა როგორი მოუთმენელი იყო ლილია და ახლა როცა უყურებდა მოუსვენრად აცმუკებულს, ხალისობდა.
- მითხარი თორემ ხომ იცი მაინც არ მოგასვენებ სანამ არ გათქმევინებ, -საყვარლად დაემუქრა თითით და ფეხები პატარა ბავშვივით ააბაკუნა, თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა ცოტნეს, აგიჟებდა ეს პატარა გოგო, ჭკუიდან შლიდა და ყოველ დღე უფრო და უფრო უჭირდა თავის შეკავება, სუნთქვა ეკვროდა, თითებს ვეღარ იმორჩილებდა ისე უნდოდა შეხებოდა და მისი სხეული შეეგრძნო, ვერ დაიჯერა როცა სახეზე მისი ხელები იგრძნო, ვერც კი შეამჩნია როდის მოვიდა ლილია მასათან ასე ახლოს, თვალები დახუჭა და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა, ტუჩებზე მისი რბილი ფაფუკი ტუჩების შეხება რომ იგრძნო უფრო მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს, ეშინოდა თუკი თვალებს გაახელდა ეს ზმანება გაქრებოდა.
- არ შემომხედავ? -ზედ მის ტუჩებთან დაიჩურჩულა ლილიამ, ამღვრეული თვალებით დახედა ცოტნემ ეშმაკურად მომღიმარს.
- რას აკეთებ? -ხრინწიანი ხმით ჰკითხა და ცერა თითით ნაზად შეეხო ქვედა ტუჩზე, ამჯერად ლილია არ დაბნეულა ანთებული მზერა შეაგება და მორცხვად გაუღიმა.
- უბრალოდ ცოტა ხნის წინ ისე საყვარლად მიყურებდი თავი ვერ შევიკავე, მე...
აღარ დაასრულებინა ცოტნემ, წელზე შეუცურა ხელი სხეულზე მჭიდროდ აიკრა და გიჟივით დააცხრა სანატრელ ბაგეებზე, თითქოს ამდენ ხანს მიძინებული გრძნობები ერთბაშად აფეთქდნენ ლილიას სხეულში, კოცნაში აყვა და ერთადერთი რაც გაიფიქრა მანამ სანამ ცოტნეს ალერსი საბოლოოდ დააკარგვინებდა გონებას ის იყო რომ სისულელეს აკეთებდა როცა ასეთ სიამოვნებაზე უარს ამბობდა, როგორც იქნა ერთმანეთს მოსწყდნენ, ახლა ზურგიდან აეკრო ცოტნე, თმა გვერდზე გადაუწია და კისერში მიაკრო მხურვალე ტუჩები, ჩაეღიმა როცა იგრძნო როგორ დაიჭიმა ლარივით ლილიას სხეული, თავი მის მხარზე გადაუვარდა და მამაკაცს საშუალება მისცა უფრო კარგად დაეგემოვნებინა მისი ყელი, მაისურში ხელები რომ შეუცურა ცოტნემ და შიშველ მკერდზე წაეტანა გონებადაბინდულმა ამოიკვნესა და ჯერ არგანცდილი სიამოვნებისგან ათრთოლებული ჩაეჭიდა მის მკლავებს...
- დედააა, ცოტნეეეე, ვიღაც მოვიდა, -პატარა ცოტნეს ყვირილმა გამოარკვიათ ბურანიდან, გაუჭირდათ რომ ერთმანეთს მოსწყვეტოდნენ, ერთხანს ამღვრეული თვალებით და დაბინდული მზერით შესცქეროდნენ ერთმანეთს მერე ისევ ცოტნე გამოერკვა, ღრმად ამოისუნთქა, გაიღიმა და თითებით გადაივარცხნა თმები.
- წამოდი ვნახოთ ვინ გვესტუმრა, -გასასვლელთან გალანტურად დაუთმო გზა მაგრამ მისი აწითლებული ღაწვების და მორცხვად დახრილი თვალების დანახვისას ვეღარ მოითმინა, იქვე ააკრა კედელზე და კიდევ ერთხელ მისცა თავს უფლება მისი ბაგეებით დამტკბარიყო.
- - - - - - - - - -
გაკვირვებულები უყურებდნენ სახლის წინ მდგარი ცოტნე და ლილია იოანეს და გიორგის, რომლებმაც ღიმილით გადმოალაგეს ზურგჩანთები ტაქსიდან, მძღოლს დაემშვიდობნენ და ჭიშკარი შემოაღეს.
- გეფიცები არაფერი ვიცოდი, არც კი მეგონა რომ საქართველოში იყვნენ, როგორც მითხრეს ქორწილის მომდევნო დღესვე აპირებდნენ გერმანიაში გაფრენას, -უცნაურად ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა ცოტნემ და მეუღლეს წელზე ხელი მოხვია, მისი რეაქციით გაკვირვებულმა ლილიამ ქვემოდან ახედა და შეჰღიმა.
- ნურაფერს მიხსნი, შენი შვილები არიან და ყოველთვის გამიხარდება მათი ნახვა.
- ჰო მაგრამ აქ მარტო უნდა გაგვეტარებინა დრო და დაგვესვენა...
- ჩუ, რომ გაიგონ ეწყინებათ, -შეაწყვეტინა და უკვე მოახლოებულ ბიჭებს ღიმილით მიესალმა, მათაც არ დაუშურებიათ საპასუხო ღიმილი, ის კი არადა გიორგი იოანესნაირად მხოლოდ ხელის ჩამორთმევით არ დაკმაყოფილდა და გადაეხვია კიდეც, ორივე ძმამ ისე თბილად მოიკითხა წყვილი და მათ გვერდით მორცხვად ატუზული პატარა ცოტნე რომ ლილიამ ერთი პირობა ისიც კი იფიქრა ქორწილის დღეს ყველაფერი ხომ არ მომეჩვენაო.
- აქ აპირებთ დარჩენას? -ცოტნეს დაძაბული ხმა ჰქონდა თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია.
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ასე გამოდის, -იოანემ წარბი მაღლა ასწია და ირონიულად შეხედა მამას.
- იმედია ჩვენს გარეთ გაყრას არ აპირებ, ახლო მახლო სასტუმროც არსად შეგვინიშნავს და ტაქსიც უკვე გავუშვით, -გიორგიმ ზურგჩანთა ფეხებშორის ჩაიდო და ხელები ღიმილით გაშალა.
- ნუ მასხარაობთ, უბრალოდ არ გელოდით, -ცოტნემ როგორც იქნა გაიღიმა და ბიჭებს შესასვლელისკენ ანიშნა, -წამოდით, საძინებლებს გაჩვენებთ.
ლილიას უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე როცა დაინახა როგორ გადახედა იოანემ გიორგის და უცნაურად ჩაიღიმა, მან კი ძმას თვალი ჩაუკრა და წინ მიმავალ მამაზე ანიშნა რაღაც.

უკვე გვიანი საღამო იდგა და ყველანი ბაღში გაშლილ მაგიდასთან ისხდნენ, ვახშამს შეექცეოდნენ და ცდილობდნენ თავი ისე მოეჩვენებინათ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, არადა ლილია ძალიან კარგად გრძნობდა, ბიჭებსა და ცოტნეს შორის ჩამოწოლილ სიცივეს, თვითონაც ვერაფერი გაეგო მათი, მიუხედავად იმისა რომ პატარა ცოტნეს თან ჰყვებოდნენ და მისი ნდობის მოპოვებას ცდილობდნენ, ბავშვი ახლოსაც არ ეკარებოდათ, ლილიაც ხვდებოდა რომ მათი ყალბი ღიმილის მიღმა რაღაც უსიამოვნო იმალებოდა ოღონდ ჯერ ვერ გაერკვია რა.
მაგიდა რომ აალაგეს უკვე ათი საათი ხდებოდა, ლილიამ პატარა ცოტნე დასაძინებლად წაიყვანა ხოლო დიდმა ცოტნემ ბიჭებს უხმო და სამუშაო ოთახში შეიკეტა.
ხტუნვა ხტუნვით აიარეს კიბეები და საძინებელში შევიდნენ, შესვლისას ლილიამ ინსტიქტურად მოსინჯა საკეტი იკეტებოდა თუ არა, მერეღა დაფიქრდა იმაზე ეს რატომ გააკეთა და შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი, საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა იმაში რომ ბიჭების ეშინოდა, ეშინოდა რომ ცოტნესთვის არაფერი დაეშავებინათ, არ იცოდა ეს რატომ იფიქრა მაგრამ ხვდებოდა რომ მათგან თავის შორს დაჭერა ყველაზე ჭკვიანური საქციელი იქნებოდა.
- ის პატარა ნათურა ანთებული დატოვე რა, -ტრადიციულად შეახსენა ცოტნემ.
- კარგი დაგიტოვებ, ოღონდ დამპირდი რომ როცა გავალ კარს შიგნიდან ჩაკეტავ და ჩემს გარდა სხვას არავის გაუღებ.
- მათი გეშინია არა? მეც მეშინია, -ცოტნე საწოლზე წამოჯდა და გაფართოებული თვალებით მიაცქერდა დედას, ერთ ადგილზე გაშეშდა ლილია, გაშრა, ვერც კი შეამჩნია ისე თვალსა და ხელ შუა გაზრდილა მისი ერთადერთი სიყვარული და ცხოვრების აზრი, უკვე ასეთ რაღაცეებსაც კი ამჩნევს... ნაძალადევად გაიღიმა და უდარდელი გამომეტყველებით დაუსკუპდა საწოლზე, მანაც ჩვეულებისამებრ კისერზე მოხვია წვრილი მკლავები და პატარა სახე მის თმებში ჩარგო.
- მე არავისი მეშინია, მითუმეტეს იოანესი და გიორგისი, არც შენ უნად გეშინოდეს, კარის ჩაკეტვა კი იმიტომ გთხოვე რომ რა იცი რა ხდება, შუაგულ ტყეში ვცხოვრობთ.
- უკვე ერთი კვირაა ამ ტყეში ვცხოვრობთ და აქამდე არ გითხოვია, -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- არ არის საჭირო ყოველთვის ასეთი ჭკვიანი იყო, -ლილიამ მხიარულად გადაიკისკისა და აჩეჩილი თმები შეძლებისდაგვარად გაუსწორა, -ნურაფერზე იფიქრებ, უბრალოდ რაც გითხარი ის გააკეთე.
- შენც მოგესმა? -მოულოდნელად ყურები ცქვიტა ცოტნემ, დედას მკლავებიდან დაუსხლტა და კართან მიირბინა, მთელი ყურადღება დაძაბა ლილიამ და ახლა მანაც გარკვევით გაიგონა საკმაოდ ხმამაღალი საუბარი, საუბარიც არ ეთქმოდა ცოტნეს ხმა იყო, ბიჭებს უყვიროდა, კარზე ყურმიდებული უსმენდა ლილია და ვერაფრით გადაეწყვიტა გასულიყო თუ არა, მერე ერთბაშად გაჩუმდნენ, ფრთხილად გამოაღო კარი, ცოტნეს უთხრა რომ ოთახში დარჩენილიყო და იქიდან ფეხი არავითარ შემთხვევაში არ გამოედგა, თვითონ კი ფრთხილი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და კიბეზე დაეშვა.
- ასეთი რამ ნამდვილად არ მქონია გეგმაში, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც, -ლილიამ იოანეს ხმა იცნო და შედგა.
- ჰოო პირდაპირ გეგმა ბეზე მოგვიწევს გადასვლა, -ეს გიორგი იყო.
- გეგმა ბე კი არა დარეკე და სასწრაფო გამოიძახე, თორემ იმასაც ჩვენ შეგვტენიან რაც ჩვენი ბრალი არ იქნება, -სასწრაფოს გაგონებისას ლილიამ ვეღარ მოითმინა კიბეები ხმაურით ჩაირბინა და მისაღებში შევარდა, დაბალბეწვიან ბორდოსფერ ხალიჩაზე გაფითრებული, თვალდახუჭული იწვა ცოტნე და აღარ სუნთქავდა...
- - - - - - - - - - -
- ძალიან ვწუხვარ ჩემო პატარავ, მართლა ძალიან ვწუხვარ, -ნინი მთელი ძალით იკრავდა გულში შავ კაბაში გამოწყობილ თვალებჩაშავებულ და გაფითრებულ ლილიას, უკვე ორი დღე იყო გასული რაც ცოტნე დაკრძალეს, როგორც ნიკოლოზმა თქვა მისი სურვილი ყოფილა რაჭაში დაესაფლავებინათ, ლილიასაც რათქმაუნდა არაფერი უთქვამს, ნინი და ნიკოლოზი წუთითაც კი არ ტოვებდნენ მარტო, მისდა გასაკვირად ძმებიც თავს ევლებოდნენ, ყველაფერს რისი გაკეთებაც იყო საჭირო ისინი აკეთებდნენ, ლილია თითქოს ბურანში იყო, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, მაშინ როცა მის მიმართ რაღაც იგრძნო, მაშინ როცა იმედი მოეცა რომ მასთან ერთად სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებდა, ხელიდან ისე გამოეცალა თითქოს არც არასოდეს არსებულა, თვალები დახუჭა და მაშინვე კადრებივით გაიელვეს მოგონებებმა, მისი ღიმილი, თბილი თვალები, ხმა, თითები, ტუჩები... მერე კი მისი უძრავად გაყინული სხეული, ექიმების დასკვნა რომ სტრესის შედეგად გამოწვეული გულის შეტევით დაიღუპა, უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ხალხი, ყალბი თუ გულწრფელი თანაგრძნობის გამომხატავი სიტყვები, სასაფლაო...
ცრემლებმა დაუკითხავად გადმოლახეს ჯებირები, ყელში ისე წაუჭირა რაღაცამ ეგონა რომ იხრჩობოდა, პირი დააღო რომ ჰაერი ჩაესუნთქა...
- კარგად ხარ? რა გჭირს, შემომხედე, -ნინის პანიკანარევი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩაესმა და თვალები გაახილა.
- კარგად ვარ ნუ გეშინია, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და წელში გასწორდა, მისაღებ ოთახს მოავლო თვალი, ცოტნე მშვიდად იჯდა სავარძელში წიგნით ხელში...
- ახლა ძლიერი უნდა იყო, ცოტნეს ჭირდები, ჩვენც გვჭირდები, ყველაფერი კარგად იქნება გესმის?
- მე კი რატომღაც მგონია რომ კარგად აღარაფერი იქნება, თუმცა ვეცდები რომ... ჯანდაბა ნინი, როგორ უნდა მოვახერხო მისი დავიწყება, -საფეთქლებზე შემოიჭდო თხელი თითები და ამოიკვნესა.
- მეც კი არ მეგონა რომ ასე იდარდებდი და იმ არამკითხე ყვავი ჩხიკვის მამიდების აღარ მიკვირს რატომ გიყურებდნენ ასე ალმაცერად, -ნინიმ თავი გადააქნია და სევდიანი მზერით შეხედა ლილიას.
- ჰოო ასეა, დიდი ალბათობით ყველას მის ფულზე მონადირე ალქაჯი ვგონივარ.
- მითუმეტეს მას შემდეგ რაც გუშინ მისმა ადვოკატმა ანდერძი წაგიკითხათ.
- თუ ღმერთი გწამს გაჩუმდი რა, რა დროს ანდერძია, ერთი სიტყვაც კი არ მახსოვს რა თქვა.
- მისი მთელი ქონება შენ დაგრჩა ლილ, მხოლოდ მცირე უმნიშვნელო ნაწილი უანდერძა შვილებს, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე შეუდგენია ანდერძი, მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება და ფული შენ გეკუთვნის, ალბათ ყურადღება არ მიგიქცევია რა სახე ჰქონდათ იოანეს და გიორგის როცა ეს მოისმინეს, მათთან ფრთხილად უნდა იყო, არცერთს არ ვენდობი.
- ფულის გულისთვის შეძენილი მტრებიღა მაკლდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ თავის ფულიანად, როგორც კი თბილისში დავბრუნდები მაშინვე ყველაფერს მათ მივცემ.
- სიჩქარეს კარგი არავისთვის არაფერი მოუტანია ლილ, ჯერ კარგად დაფიქრდი დაისვენე და მერე მიიღე გადაწყვეტილება, -შეუმჩნევლად წამოდგომოდათ თავზე ნიკოლოზი, ისიც არ გამოიყურებოდა კარგად, თითქოს ამ რამდენიმე დღეში რამდენიმე კილო დაეკლო, თვალები კი საშინლად ჰქონდა ჩაშავებული.
- ესე იგი შენ არ ფიქრობ რომ შენ მეგობარს ფულის გამო გავყევი ცოლად?
- კარგი რა ლილ, ცოტათი ხომ მაინც მიცნობ, ასეთი სირობა, მეზობელმა ჟუჟუნამ ან ნათესავმა მედიკომ შეიძლება რომ იფიქროს, მაგრამ მეე?
- მაპატიე უბრალოდ ძალიან მაქვს ნერვები მოშლილი, მოსასამძიმრებლად მოსულმა ერთმა მოხუცმა ნათესავმა პირდაპირ მომახალა რომ მე მოვკალი რათა მისი ქონება ხელში ჩამეგდო.
- ოჰ მე მაგის, -ნიკოლოზმა ძლივს მოახერხა თავის შეკავება რომ არ შეეგინებინა.
- იცი რა შენ უბრალოდ დასვენება გჭირდება, ყველა და ყველაფერი დაიკიდე და ერთი კარგად და საფუძვლიანად დაისვენე.
- ჰოო რამდენიმე დღით დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა.
- ლილ ხვალ დილით მე და ნიკოლოზი თბილისში ვბრუნდებით, ნიკოლოზს აუცილებელი საქმე აქვს და ამიტომ დილით ადრე უნდა გავიდეთ, შენც ჩვენთან ერთად წამოდი მერე კი მე შენ და ცოტნე ბათუმში წავიდეთ რამდენიმე დღით.
- ნინი რაღაც მინდა რომ გთხოვო, -აცრემლებული თვალებით შეხედა მეგობარს.
- ოღონდ ასე ნუ მიყურებ და რაც გინდა მთხოვე, -თვალი აარიდა და დივნის საზურგეზე აათამაშა თითები.
- ცოტა ხნით მარტო მინდა დავრჩე აქ, შეგიძლია რომ ცოტნე წაიყვანო და შენთან დარჩეს? ერთი კვირა მაქსიმუმ ათი დღე, ვიცი რომ შენგან ძალიან ბევრს ვითხოვ მაგრამ...
- სულელო როგორ ფიქრობ უარს გეტყვი? არავითარ შემთხვევაში, ხომ იცი ცოტნე როგორ მიყვარს, დარჩი და დაისვენე, ოღონდ ისინი რას აპირებენ?
- დღეს ბრუნდებიან თბილისში, ასე რომ აქ სრულიად მარტო დავრჩები.
- მერე არ გეშინია ამ უკაცრიელ ადგილზე მარტო დარჩენის?
- არა არა მეშინია, პირიქით ვფიქრობ რომ აქ ყოფნა დამეხმარება ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს მომხდარი მოვლენები უკეთ გავაანალიზო, -ფეხზე წამოდგა ცოტნეს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
- რაღაც მინდა რომ გითხრა სიხარულო.
- გისმენ, -მოციმციმე თვალები შეანათა და გაუღიმა.
- ცოტა ხნით აქ უნდა დავრჩე, ათიოდე დღე, შენ ნინის გაყევი, გაყვები?
- მარტო მტოვებ? -ტუჩები მოეღრიცა, ნიკაპი აუთრთოლდა და თვალები ცრემლებით აევსო, გული შეეკუმშა ლილიას.
- გიყვარვარ, -კითხა და საყვარლად გაბუშტულ ლოყებზე ნაზად მოეფერა.
- ძალიან მიყვარხარ, -სიტყვებს ძლივსგასაგონი სლუკუნი მოაყოლა თან.
- ჰოდა თუ გიყვარვარ მაშინ უფლება უნდა მომცე რომ ცოტა ხნით დავისვენო, თანაც ნინი ხომ ძალიან გიყვარს, ნიკოლოზიც ხომ მოგწონს? ჰოდა მათთან ერთად ძალიან ძალიან ბევრს გაერთობი, მე კი თუ დასვენების საშუალებას მომცემ თბილისში რომ დავბრუნდები უფრო მხიარული ვიქნები და ღამღამობითაც აღარ ვიტირებ ხოლმე.
- ცოტნეც შემპირდა რომ აღარ იტირებდი მაგრამ მარტო დაგვტოვა და ახლა უკვე მის გამოც ტირი,
-გაბუტულივით ჩაიბურტყუნა, მაგრად ძალიან მაგრად მოხვია მკლავები ლილიამ და გულში ჩაიკრა, იმ ღამით ერთად ეძინათ ჩახუტებულებს.
- - - - - - - - - - -
- მშვიდად ვარ როცა ვიცი რომ ის უცნაური ძმები აქედან შორს არიან, მათთან ერთად მარტო ნამდვილად არ დაგტოვებდი, -ნინი კიდევ ერთხელ გადაეხვია ლილიას.
- აზვიადებ, უცნაურები არიან მაგრამ ცუდად არასდროს მომქცევიან.
- შენ საერთოდ არ იცნობ ადამიანებს, რაღაცას მალავენ, სულაც არ არიან ისეთი თბილები და ტკბილები როგორადაც თავს გვაჩვენებენ.
- რაც არ უნდა იყოს რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა ალბათ უკვე თვითმფრინავში ზიან.
- ჰოდა ძალიან კარგი, იცოდე ტელეფონზე მიპასუხე ხოლმე.
- ნუ გაგიჟდები თუ ხშირად ვერ გიპასუხებ, ხომ იცი თან არასდროს დამაქვს, კარგი წადი ახლა თორემ ცოტნე სადაცაა გადაიფიქრებს და გადმოხტება მანქანიდან, -ლამის ძალით გააგდო ნინი ეზოდან, მერე დიდხანს იდგა და გაყურებდა როგორ მიდიოდა ოღროჩოღრო გზაზე ავტომობილი და ნელ-ნელა იკარგებოდა მისი თვალთახედვიდან.
უკვე შუადღე იყო, გაუნძრევლად იდგა შუა ეზოში უზარმაზარი ხის ჩრდილში და თვალს ვერ აშორებდა ოცნების სახლს სადაც მას და ცოტნეს უამრავი ბედნიერი დღე უნდა გაეტარებინათ, უყვარდა ცოტნე? ამაზე პასუხი არ ჰქონდა, იქნებ რომ დასცლოდათ... ჭიშკრის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, შებრუნდა და თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა, ეზოში ზურგჩანთა მოკიდებული იოანე და გიორგი შემოდიოდნენ, უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და მოიღუშა, მალევე მიუახლოვდნენ და ღიმილით აესვეტნენ წინ.
- აქ რას აკეთებთ? -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა.
- არა მგონია ნებართვა გვჭირდებოდეს რომ მამაჩვენის სახლში როცა გვინდა მაშინ მოვიდეთ, -ჩაიღრინა იოანემ თუმცა გიორგიმ მაშინვე იდაყვი გაკრა და ლილიას გაუღიმა.
- ხუმრობს ეს უჟმური, უბრალოდ გავიგეთ რომ აქ მარტო დარჩენა გადაწყვიტე და ვიფიქრეთ კარგი იქნებოდა თუ ვნახავდით რომ კარგად ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს.
- მადლობა რომ ჩემზე ასე ზრუნავთ, მაგრამ არაფერი მჭირდება ყველაფერი კარგად არის, -ლილია ყველანაირად ცდილობდა ის ამოუხსნელი შიში არ შესტყობოდა რაც ძმების დანახვისთანავე იგრძნო და ახლა ნელ-ნელა მთელ სხეულში ვრცელდებოდა.
- სახლში არ შეგვიპატიჟებ? -ირონიულად გაიღიმა იოანემ.
- აქ დარჩენას აპირებთ?
- სხვათაშორის არ ვაპირებთ შენი მყუდროების დარღვევას, აქედან საკმაოდ მოშორებით საოჯახო პანსიონში ვიქირავეთ ოთახი, გერმანიაში წასვლაც კი გადავიფიქრეთ იმის გამო რომ შენ გვედარდებოდი, შენ კი აბა როგორ შეგვხვდი, -გიორგის აშკარად ეტყობოდა რომ ნაწყენი იყო ასეთ დახვედრით.
- კარგი ძმაო წავედით, ყავაც პანსიონში დავლიოთ და საერთოდაც რატომ მაიძულე აქ მოსვლა ვერ ვხვდები, -იოანე ჭიშკრისკენ შებრუნდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს, თავი გადააქნია გიორგიმ და ძმას უკან აედევნა.
გაჰყურებდა ლილია ჭიშკრისკენ მიმავალ ძმებს და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, კაცმა რომ თქვას მისთვის მართლაც არაფერი დაუშავებიათ, მხოლოდ სულელური ეჭვების გამო ხომ არ გაუშვებდა სახლიდან ასე უბრად.
- კარგი, კარგი ჰო, მაპატიეთ ბოდიშს გიხდით, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, შემოდით სახლში ყავა ან რამე ცივი დავლიოთ, -შვებით ამოისუნთქა როცა ძმები შემობრუნდნენ და გაუღიმეს, სახლში შეუძღვა და მაცივრიდან ცივი ლიმონათი გამოიღო.
- დალევთ?
- დავლევთ ოღონდ შენ დაჯექი მე დავასხავ და მოგიტანთ, გიორგიმ ხელიდან გამოსტაცა ბოთლი, ცოტა ხანში ლიმონათს სვავდნენ, ხილს აყოლებდნენ და დიდი ხნის მეგობრებივით საუბრობდნენ.
- ახლა კი უკვე ჩვენი წასვლის დროა, -გიორგიმ ბუხრის თავზე დამაგრებულ უზარმაზარ საათს შეხედა და ფეხზე წამოდგა.
- გაგაცილებთ, -ლილიაც წამოხტა თუმცა უცაბედად ისე დაეხვა თავბრუ რომ რომ არა სავარძლის საზურგე იატაკზე გაიშხლართებოდა.
- რა გჭირს ცუდად ხარ? -ყურადღებით შეათვალიერა იოანემ.
- ცუდად არ ვარ მაგრამ ძალიან მეძინება ოღონდ ვერ ვხვდები რატომ? წუხელის მთელი ღამე ძალიან კარგად მეძინა, -პირზე ხელი აიფარა, მთქნარებას ვერ იკავებდა და თვალები თავისით ეხუჭებოდა.
- წამოდით გაგაცილებთ, -ძლივს ამოილუღლუღა და კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუმცა მეტი ვეღარ შეძლო, უკან გადაქანდა თუმცა როგორც ელოდა იატაკზე არ დაცემულა, ჰაერში დაიჭირა იოანემ და გულზე მიიკრა, სანამ გაითიშებოდა ბოლო რაც ახსოვს მისი უცნაური ღიმილი და სიტყვები იყო...
- როგორც იქნა პატარავ, დღეიდან აღარაფერი იქნება ძველებურად...



მგონი, ორივე ძმა სერიოზული ფსიქოფატები არიან და ორივე ძალიან მაშინებს :( ნეტა, არაფერს დაუშავებდნენ ლილიას :(
ცოტნე დამენანა :( მეგონა, ლილია და ცოტნე ერთად ბედნიერები იქნებოდნენ❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
მგონი, ორივე ძმა სერიოზული ფსიქოფატები არიან და ორივე ძალიან მაშინებს :( ნეტა, არაფერს დაუშავებდნენ ლილიას :(
ცოტნე დამენანა :( მეგონა, ლილია და ცოტნე ერთად ბედნიერები იქნებოდნენ❤️


მე თვითონაც დამენანა საწყალი ცოტნე sob

 


№3 სტუმარი One

Raiyo exa es lila?
Magram sheni ketili gulis mjera:)
Sabralo lilia, ra elodeba sainteresoa))
Kargi rom khar khom mitqvams?❤️
Shemdegamde))

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

One
Raiyo exa es lila?
Magram sheni ketili gulis mjera:)
Sabralo lilia, ra elodeba sainteresoa))
Kargi rom khar khom mitqvams?❤️
Shemdegamde))


დიდი მადლობა, ყოველთვის ასეთი თბილი კომენტარებისთვის blush

 


№5  offline წევრი ვიპნი

მგონი ორივე ვერ არის ფსიქიკურად :( ძალიან გთხოვ რომანის ბოლოს თვალცრემლიანი არ დამტოვი

 


№6  offline წევრი Marikagogolqdze

ნგონი შარშია ეა გოგო.
.მეშინია მა ძმების

 


№7 სტუმარი N

Shiki ra iyo es uime ra gauzlebs am fsiqopatebs sainteresoa zalyan

 


№8  offline წევრი ლილა ნესი

ვიპნი
მგონი ორივე ვერ არის ფსიქიკურად :( ძალიან გთხოვ რომანის ბოლოს თვალცრემლიანი არ დამტოვი


ვეცდები რომ კარგი დასასრული გამომივიდეს თუმცა ვერაფერს შეგპირდებით flushed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent