შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელია!(12)


13-06-2022, 17:01
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 5 159

თეკლას გაცნობა სურდა თუ არა არ იცოდა. ერთდროულად ჰქონდა დიდი ინტერესი და თან მის დაიგნორებას ცდილობდა საბოლოოდ კი იას დაბადების დღეზე გადაიკვეთა მათი გზები. რესტორანში სხვა გოგონებთან ერთად ისიც იყო . იუბილარმა თავად წარუდგინა დეა და გვერდი_გვერდ დასვა კიდეც. კომუნიკაბელური და ხალხთმოყვარე თეკლა მთელი საღამო საუბარს ცდილობდა, ყველას ეკონტაქტებოდა , მაგრამ დეას ურეაქციობა ისე იწვევდა ლამის ტყავიდან ამოძვრა მის სახეზე რომ ემოცია დაენახა. რა აღარ მოუყვა, ლამის ყველაფერი გაიხსენა რაც კი ცხოვრებაში გადახდენია, მაგრამ არ გამოუვიდა.
_შენ თუ მეორეში სწავლობ გამოდის ჩემი ვაჩე შენი კლასელია? _ აღფრთოვანებულმა თქვა და დეა კიდევ უფრო ცუდად გახდა " ჩემი" ბლაგვი საგანივით ხვდებოდა ტვინს
_არა , მხოლოდ სკოლელები ვართ. არასდროს ვყოფილვართ ერთ კლასში , ყოველთვის ისე ვაკეთებდი, რომ პარალელში მოვხვედრილიყავი
_რატოომ? ცუდი ურთიერთობ გაქვთ ? ალბათ რაღაც გაუგებრობაა თორემ ჩემი ვაჩე ისეთი არაკონფლიქტურია
_როგორ კარგად იცნობ შენს ვაჩეს, გაოცებული ვარ _ჩაიცინა და თავი ძლივს შეიკავა ქრონოლოგიურად რომ არ ჩამოეთვალა ყველა ჩხუბი რაც კი გიგაურს გაუმართავს _ ისე კი ნამდვილად, ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობას ერთადერთი დამნაშავე ჰყავს და ეს მე ვარ. უკაცრავად _ ყელში ჰქონდა უკვე მისი საუბარი, შენობიდან გავიდა სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა . გვიანი იყო , მარტო ვერ წავიდოდა გოგონებთან ერთად გეგმავდა იქაურობის დატოვებას ისინი კი ისე ერთობოდნენ აშკარად არ აპირებდნენ სახლში დაბრუნებას. ციოდა, მაგრამ პიჯაკი ეცვა და ყელზე მოხვეული აბრეშუმის შარფიც თავზე წამოიფარა ქარს თმები რომ არ აერია . შადრევანს უყურებდა , განათებების ფონზე კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა , სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და არეულ ფიქრებთან გამკლავებას ეცადა. რას წარმოიდგენდა მორიგ გაუგებრობაში თუ გაეხვეოდა.
_უკაცრავად გოგონა ... საღამო მშვიდობისა _ უცნობი ბიჭი მიუახლოვდა, მანამდე არასდროს ჰყავდა ნანახი, შორიდანაც კი არ იცნობდა რაც იმას მიანიშნებდა რომ იქაური არ უნდა ყოფილიყო. ერთი შეხედვით ფხიზელს ჰგავდა, კარგად გამოიყურებოდა და მომხიბვლელი ღიმილიც ჰქონდა
_საღამო მშვიდობის ... რამით შემიძლია დაგეხმაროთ ? _ ტყუილად არ მოვიდოდაო იფიქრა და არც კი დაუშვია იქ მის გასაცნობად თუ იყო მისული
_ ტელეფონი გამეთიშა და ტაქსის გამოძახებაში ვერ დამეხმარებით?
_აქ ტაქსს ვერ გამოიძახებთ... ისე თუ გააჩერებთ ან ნომერი უნდა იცოდეთ მე კი სამწუხაროდ არ მაქვს
_კაიი რას იძახიი ტოო... რაიონში აპლიკაციები და თემები არ გაჩითულა ჯეერ? როგორ ტეხავს ეე, ასეთი ლამაზმანები იჩითებით და განვითარება არ მოსულა ?
_ასე ვერ ვიტყოდი, ყველაფერი ხალხის რაოდენობისა და მოთხოვნილებების მიხედვითაა. უკაცრავად
_აუ მგონი გაგაბრაზე ... სორი რა _ წინ გადაეღობა, ხელები მაღლა ასწია და ისევ გაიცინა _ შენ საყვარელ სოფელს ჩემდაუნებურად შეურაწყოფა მივაყენე ხო? ვჭედავ პატრიოტ ქალებზე ... ეგეთი ხარ ხოო
_ თქვენი დახმარება არ შემიძლია , უნდა წავიდე
_დამეხმარები თუ მეტყვი რა გქვია ასეთ მშვენიერს და ამდენად საინტერესოს... მე თქვენი მონა მორჩილი გიგა ვარ _დეას მტევანი ორივე ხელში მოიქცია, მოულოდნელად ეამბორა და რევერანსის მსგავსი მოქმედება გააკეთა ისე რომ ხელს არ უშვებდა
_არ მგონია ჩემი სახელი დაგეხმაროთ შინ დაბრუნებაში... უმჯობესია თუ მეგობრებს იპოვნით
_მადლობა მეგობრებს ამ გადაკარგულში რომ ამომათრიეს და შენნაირ ბრილიანტს გადავეყარე . ერთ_ერთს დავურეკავ , მომაკითხავს ... აუ ტელეფონიი სულ დამავიწყდა . მათხოვე და გპირდები გაგიშვებ , ნუ გეშინია ქურდი არ ვარ , არ გავიქცევი _ისევ იღიმოდა, ისეთი სიმპათიური იყო არ მოგინდებოდა ეჭვის შეტანა .თავისი გათიშული მობილურიც ამოიღო ჯიბიდან და ხელისგულზე დაუდო დეას _ აი ჩემსას გადმოგცემ , ნახე მართლა გათიშულია , არ გატყუებ
_ნომერი ნამდვილად გახსოვთ? _ რატომღაც ბევრი არ უფიქრია , ზედმეტად დაღლილი იყო , ბიჭს ისე დაუბრუნა მობილური არც შეხებია ზედმეტად. ჩანთიდან თავისი ტელეფონი ამოიღო, ბლოკი მოხსნა და მიაწოდა . არ უყურებდა ეკრანს, უბრალოდ იდგა და ელოდა. ხმა არ გაუგია, მაგრამ ჯიბეში რომ განათდდა მისი მობილურის ეკრანი წამსვე მიხვდა ყველაფერს _სერიოზულად? ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ნომერი გაგეგოთ ? სოფელშიც აღარ მიმართავენ მსგავს ბანალურ მეთოდებს და ნუთუ თქვენ გაგისწროთ განვითარებით პროვინციელმა კაცებმა _ როგორღაც ისე მოხდა დაგროვილი ბრაზის მასზე გადმონთხევა მოუნდა
_ამ ტყეში უმანქანოდ ამოვეხეტებოდი? დახმარებისთვის მადლობას გადაგიხდი და სახლში წაგიყვან , არ გინდა? აიი რა ახლოსაა ჩემი მანქანა _მკლავზე შეეხო და ავტომობილისკენ ანიშნა
_არც მე ვარ მარტო და გმადლობთ, თავად დავბრუნდები _რატომ ეგონა , რომ ასე მარტივად წავიდოდა ვერ გეტყვით , მაგრამ სანამ ბიჭი კიდევ ერთხელ არ გადაეღობა წინ და ამჯერად უხეშად არ მოხვია ხელი მანამ არც აღელვებულა.
_ვერ გაგიშვებ ... არ შემიძლია შენნაირების ხელიდან გაშვება
_ხელი მომაშორე ! _შეეშინდა , თანაც ისე დაეტაკა ეს ტალღა , რომ მისი გამოფიტული, გადაღლილი სხეულიც კი გამოაფხიზლა
_შენ რა ველური ყოფილხარ
_გამეცალე !
_მომწონს , კარგად გავერთობით
_შენ არამგონია, აი მე კი ნამდვილად გავერთობი _ ვაჩეს ხმა რომ გაიგო წამში გაიფანტა უარყოფითი მუხტი . შვებით ამოისუნთქა ,მაგრამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე მოუქნია მუშტი გიგაურმა ბიჭს. საუბარიც არ უცდია, ერთი სიტყვაც არ ათქმევინა ისე მივარდა _რომ გეუბნება მივდივარო უნდა გაუშვა, ასეთი რთულია ბიჭო? გითხრა გაუშვიი ... ხელის შეხებას და წინ გადადგომას როგორ უბედავ შე ს.რო _ ურტყამდა და ისე უჭერდა ხმაურსაც არ ტეხდა .
_გეყოფა ... ვაჩე ,გთხოვ
_აქედან წადი , ახლავე ! _პირველი შემთხვევა იყო რომ არ მოუსმინა, ზედაც არ შეხედა თითქოს სხვის გამო სცემდა. დეას ყურადღება გაეფანტა რესტორნიდან თეკლა რომ გამოვიდა, გოგონებთან ერთად იყო და ისე ხმამაღლა იცინოდა შორიდანვე შეამჩნია. გიგაური უკვე შორს იყო, ბიჭი თავისივე მანქანაზე მიაყუდა ,პერანგი გაისწორა დეას გვერდი აუარა და გოგონებისკენ დაიძრა.
_ვაჩეეე მოხვედიი , რა საყვარელიი ხააარ _ გოგო ყელზე ჩამოეკიდა, რამდენჯერმე მხურვალედ აკოცა და ლოყიდან ტუჩებზე რომ გადავიდა დეას ღებინების შეგრძნება ისე მძაფრად გაუჩნდა ეგონა გონებასაც დაკარგავდა თუ არ გათავისუფლდებოდა. თვალები ძლიერად დახუჭა, ჩანთას უჭერდა თითებს და დაბერილი ნესტოებით ცდილობდა ჟანგბადის საჭირო მარაგის მიღებას.
_ვაჩე წაგვიყვანს ბარემ... აღარ ამოვიყვან ჩემს ძმას _ხმა ესმოდა და მიჰყვებოდა ნაკადს, რომელმაც მანქანის უკანა სავარძლისკენ უბიძგა. ოთხ გოგოსთან ერთად უნდა მოთავსებულიყო მაშინ როცა თეკლა უკვე ვაჩეს გვერდით იჯდა, კომფორტულად მოკალათებული და ბიჭის ხელებიც კი არ ჰქონდა შემჩნეული ისე იწყებდა ლაივ ჩართვას .
_ლუკა მომაკითხავს , უკვე გზაშია. თქვენ წადით , ჩემი ადგილი არ არის მანდ _ გოგოს ხელი გააშვებინა და კარი მიხურა _ ნახვამდიის _ მოკვდებოდა და იქ არ ჩაჯდებოდა . სულ რომ ფეხით ჩასულიყო სახლამდე , სულ რომ პირველივე უცნობს გაჰყოლოდა მაინც არ დაიმცირებდა ამდენად თავს. საკუთარ თავთან ასე ვერ დაეცემოდა. დაინახა როგორ უყურებდა ვაჩე, განგებ გაუსწორა მზერა და უკან გადადგა ნაბიჯები. გოგონებს ხელი დაუქნია, მანქანა ხმაურით მოსწყდა ადგილს და წამის შემდეგ ეზოში აღარც იყო.

საპირფარეშოში შევიდა, გვერდით გახედვაც არ უნდოდა ეშინოდა რომ ისევ იმ ბიჭს გადაეყრებოდა ვერც კი გაიგო იქედან წასული რომ იყო . სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს უყურებდა, ცდილობდა ცრემლები შეეჩერებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლოს პირზე ხელებაფარებული გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა და ცრემლებიც გაუჩერებლად მოდიოდნენ გაყინულ ლოყებზე. რამდენიმე წუთი გავიდა სანამ თავი მოიწესრიგა, საუბრისთვის ხმა დაალაგა და ლუკას დაურეკა
_უნდა მომაკითხო, არ მაინტერესებს სად ხარ და რას აკეთებ. ამოდი და ხვალ რაც გინდა მთხოვე
_ეზოში ვარ , გამოდი
მანქანასთან იდგა, აშკარად მანამდეც ეძებდა და რომ დაინახა უსიტყვოდ დაიკავა ადგილი საჭესთან, დეაც სწრაფად დაჯდა . ერთხანს სიტყვა არ უთქვამს , თვალებდახუჭული იჯდა და ცდილობდა ცრემლების მეორე ნაკადი საძინებელში შესვლამდე არ გადმოეფრქვია,მაგრამ გონებაში გაჩენილმა კითხვამ არ მოასვენა
_აქ როგორ მოხვდი ... ხომ გითხარი თვითონ დავბრუნდები_თქო
_ვხედავ როგორც ბრუნდები
_ლუკა ,მითხარი
_სახეზე გეტყობა როგორც იქეიფე და დაისვენე სჯობს .
ეჭვი არ ასვენებდა. შუაღამეს შევიდა ლუკას ოთახში , ბიჭს ისე ეძინა არაფერი გაუგია , მისი მობილურის პაროლის გამოცნობაც არ გასჭირვებია ზარები შეამოწმა, არაფერი იყო , შეტყობინებებში კი მალევე იპოვნა ვაჩეს მინაწერი
" ხუთ წუთში გაჩნდი დეასთან რესტორანში. არაფერი უთხრა და არაფერი კითხო !!!"
"არ დააგვიანო !"
" მომწერე შენთან რომ იქნება" _ და მხოლოდ შემდეგ იყო ლუკას პასუხი
"სახლში მიმყავს , დამშვიდდი და იფიქრე ხვალ რას შემომთავაზებ რომ არ ვუთხრა როგორი ყურადღებიანიც ხარ "
"შენი სიჩუმის ღირებულება ვიცი უკვე და ნუ ატრკებ ლაწირაკო! "
"კითხვებს მაყრის , შემიძლია ვუთხრა შენ რომ ზრუნავ მუდამ ... ყველგან და ყოველთვის"
"ეტყვი და ტელეფონს მიიღებს ის ვინც ენას კბილს აჭერს"
ლუკას პასუხად მხოლოდ სმაილი ჰქონდა გაგზავნილი დუმილის ნიშნად.
დეა საძინებელში ძლივს დაბრუნდა აღარ იცოდა რას გრძნობდა, რა სურდა გიგაურისგან და რა ხდებოდა საერთოდ მის თავს . ტკიოდა, კვდებოდა და მაინც თავს ერეოდა, იქედან უნდა წასულიყო , როგორმე თავისუფლება მოეპოვებინა შემდეგ კი შემდეგ თუ ისევ გადააწყდებოდა ვაჩეს და ისევ იგივე გრძნობა ექნებოდა არ გაუშვებდა, უარს აღარ ეტყოდა საკუთარ სურვილებს.
................
გიგა სანდროს შორეულ მეზობლად ითვლებოდა,მაგრამ მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასაც და მოსესაც. პირველი შვილის ნათლობის ცერემონიაზე ორივე მიიპატიჟა და ჯანაშიამაც უარი ვერ თქვა . ანასტასია და პეტრე იცნობდნენ პატარა გოგონას, ეკლესიაში წასვლაც მოისურვეს და უფროს ძმას გვერდს უმშვენებდნენ .
- ეკლესიაში,რომ შევალთ ჩემს გვერდით დადგებით და ჩუმად იქნებით.
-გავიგეთ, ხომ გვითხარი ეკლესიაში ხმაური არ შეიძლებაო
-სად გაიქეცით წეხან
-თინათეს ნათლიები გავიცანით ... ერთი გოგოა , ერთი ბიჭი - ანასტასია ვერ ისვენებდა და პეტრე უკან დაჰყვებოდა
-ჩვენ მონათლულები ვართ?
-არა , მაგრამ როგორც კი დავლაგდებით სამივეს ერთად მოგნათლავთ ... მანამდე მოიფიქრეთ ვინ გინდათ რომ თქვენი ნათლია იყოს
-მე მოსე მინდა ...
-შენ კი არა მე მინდა
-ნუ იჩხუბებთ მე მაინც ორივე მიყვარხართ - ბავშვებს მოეხვია ამაღლობელი და ორივეს აკოცა - მანქანაში თქვენთვის რაღაც მაქვს და რომ გამოვალთ ჩემთან ჩასხედით
-რესტორანში არ მომყავს
-ბავშვის ნათლობაა ისინი უნდა წამოვიდნენ აბა მე და შენ უნდა ვეთამაშოთ 4 წლის ბავშვს?
-კიდევ კარგი საბაც არ წამოვიდა ...ესენი მგონი ნახევრად გიგასთან არიან. ბოდიში მაქვს იმ გოგოსთვის მოსახდელი ერთი კი არა ამდენი ბავშვი ყოფილა მის ეზოში
-ნუ იცი ხოლმე სისულელეები. შენ კარგად არ იცნობ თეონას , ისეთი მაგარი გოგოა
-ყველაფერს აქვს ზღვარი და მასპინძლობასაც მათ შორის
-ღმერთო ამ ბიჭს უშველე რამე ... გამოკეტავს მალე ბავშვებს სახლში და წიგნების გროვაზე შემოსვამს
ეკლესიაში რომ შევიდნენ ბავშვები წამსვე გაირინდნენ. ორივე სანდროს გვერდით იდგნენ და ცერემონიას ადევნებდნენ თვალს. ჯანაშია თავდახრილი იდგა სანამ გვერდით გოგონამ არ ჩაუარა და გულისცემა არ აუჩქარდა. მის წინ იდგა , ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ლამაზი კაბით, თავსაბურავითა და ხელში ბავშვით ,რომელსაც მის მხარზე ედო თავი , თმებზე ეთამაშებოდა და მოთმინებით აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს.
ლოცვა ზეპირად წარმოთქვა , მისი ხმა ისე ჟღერდა ყველა გარინდული უსმენდა , ანგელოზს ჰგავდა და სანდროს სულში დაბუდებულ დემონს არსებობის სურვილს უკარგავდა. გული საზღვრებში აღარ ეტეოდა, სამყაროს ცენტრი მარიამი იყო . ერთადერთი, უნიკალური , საოცარი ქმნილება შემობრუნებისას თვალი თვალში რომ გაუყარა და არეული გრძნობები აფეთქდნენ მის ღამისფერ სფეროებში.
თავს ისე გრძნობდა თითქოს ნაღმზე იდგა და ნებისმიერ წამს აფეთქდებოდა. მარიამი ისე შეხედავდა ხოლმე,რომ გონებას ურევდა . ძმასთან ერთად იყო ძირითადად, მასთან იცეკვა რამდენჯერმე ისე კი აშკარად არავის სწყალობდა ბავშვების გარდა. ნათლულს ხშირად ეფერებოდა, ანასტასიასთან მოსაუბრეც შენიშნა და ინტერესისგან ლამის მოკვდა ისე უნდოდა გაეგო რაზე საუბრობდნენ. ყველა სვამდა, დათრობა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ ალკოჰოლის გარეშეც არ გამოვიდოდა.
-სანდროო ... სახლში წაგვიყვანე - ტასომ მიირბინა და მოეხვია - ბავშვები მივდივართ უკვე
-კარგი გოგო ხარ - ლოყაზე აკოცა და მერე პეტრეს ანიშნა მისულიყო
-მიდიხართ უკვე? კაი რა ბავშვები გავუშვით და ჩვენ პონტში ვიქეიფოთ ახლა
-გავიყვან და დავბრუნდები
-აჰა გასაღები , უცებ გახვალ და გამოხვალ - მოსემ უთხრა და ბავშვებს დაემშვიდობა.
უკვე ღამე იყო უკან რომ დაბრუნდა, ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხიანი ამინდის მიუხედავად ბიჭები ეზოში იდგნენ. შორიდანვე მიხვდა ,რომ მოსაწევის გამო გავიდოდნენ და გვერდის ავლა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა . გიგა ეძახდა, მივიდა და სიგარეტს მოუკიდა, შენობაში მარიამი ეგულებოდა და ნამდვილად ვერ დაბოლდებოდა ისედაც არ უყვარდა მსგავს ადგილებში მსგავსი ქმედებით დაკავება. ირგვლივ ისეთი ადამიანები იყვნენ არცერთი მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა სანამ ზღვარი არ გადაკვეთეს
-ლიზიკო დაგიბრუნებია ... ძაან გამიხარდა მაგრად მეწყინა რომ გათხოვდა და დაგვტოვა ბიჭები
-ბაზარი არაა...ორი დღის წინ შემხვდა და კიდევ უფრო მეტად გალამაზებულა
-გოგო ეგეთი უნდა იყოს ძმაო . არავის აწყვეტინებდეს გულს
-მოკეტე მიშო - გიგამ გაჩერება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა
-კაი რა იყო რას ვამბობ ისეთს...სანდრო რო ჩაჯდა იმის მერე ისეთები ხდებოდა მაგათთან მე კიდე ისიც გამიკვირდა ვაფშე როგორ წაიყვანა იმ კაცმა ან ამდენხანს როგორ არ გამოაგდო - სიგარეტის ღერი მუჭში ჩაიწვა ისე უნდოდა თავი შეეკავებინა და ყურადღება გადაეტანა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ვერ მოითმენდა - ღმერთმა დამიფაროს ჩემი ცოლი ვინმესთან გამოვიჭირო, ვცემ კი არა მოვკლავ ალბათ
-ბ.ზობით შენ ვინ გაგაკვირვებს მიშიკო ... - მზერა გაუსწორა და ირონიულად ჩაიცინა . მოკვდებოდა იქვე თუ არ დაადუმებდა- რა ხდება? რამე გამოვტოვე? სანამ მე ვიჯექი წაკუზვას შეეშვი? სოსიკოს ყლ. პირიდან გამოაგდე და ქალებზეც გ.დგება უკვე? საღოლ, მოსალოცი ამბავია... - ორივე ერთად ააგდო და დაიწყო ის რაც ასე ძალიან სურდა მის დემონს,რომელსაც უკვე აღარავინ ახსოვდა.
ჩხუბი რომ დაიწყო , ძირითადად დარტყმებს იგერიებდა, ერთობოდა სანამ გამშველებლის ამპლუაში მოსეს ნაცვლად მარიამის ძმა არ დაინახა . გაგიჟებულ ბრბოს თავად გაუმკლავდებოდა,მაგრამ მათე სრულ გაურკვევლობაში მყოფი ცალად დარჩენილ ჯანაშიას იცავდა და ეს უკვე პრობლემას ქმნიდა. არ გასჭირვებია მოსალოდნელი უბედურების გათვლა, თამაშიდან ჩხუბზე გადავიდა, მიშოს ცხვირი გაუტეხა და მათესკენ მოქნეულ დანას მთელი სხეულით გადაეფარა. დარტყმისგან მიღებულ ნაცნობ ტკივილთან ერთად შვება იგრძნო, ბიჭი საღ-სალამათი იდგა მის წინ თავად კი სისხლის სუნს ვერ გაურბოდა. სიცივე ერთბაშად მოედო მთელს სხეულს, ხმები ესმოდა, ჩვეული ამბავი ხდებოდა, არაფერი განსაკუთრებული სანამ მარიამის სახე არ დაინახა შენობიდან გამოქცეულ მოსეს წინ რომ გადაუსწრო და თავისი თეთრი თავსაფარი ჭრილობაზე მიადო. დაჰყურებდა ნაჭერს, რომელიც წითლად იღებებოდა, საკუთარ თითებს და მის მტევანს , სითბოს ,რომ უგზავნიდა .
-არაფერია ... არ იტირო . არაფერია- როგორ აეხსნა შენი სიახლოვის გამო ვარ გათიშული და არა ტკივილის გამოო. ხელი ლოყაზე ,რომ შეეხო სისხლით დასვრიდა
-შენთან სულ სისხლია ! - ტიროდა, გაფითრებული იყო და მაინც წარბებშეჭმუხნული უყურებდა
-მარიამ ! - ძმა ეძახდა , იქვე იდგა სანდროს კი დედამიწაზე დაბრუნება მოუხდა . გოგონას ხელი მოიშორა, საკუთარ პერანგზე შეამშრალებინა თითები ,ისე ფრთხილად ეხებოდა ისევ მასზე ფიქრობდა და სხვა ვერაფერზე . სასაცილო იყო, ჭრილობიდან სისხლი სდიოდა და მარიამის დასვრილი მტევანი აღელვებდა
-გზა გამითავისუფლე , გოგონა ! - უხეშად მიმართა, არ იცოდა რატომ ,მაგრამ ასე გამოვიდა - მოსე შეეშვი , გავედით !
-შევეშვა? რას მეუბნები ამ ნაბ.ჭვრებს
-მოსე , წავედით ... შენ კი , მათე სხვა დროს ნუ შეითვისებ გამშველებლის როლს მითუმეტეს უცნობის დასახმარებლად ,როცა არ იცი მართალია თუ არა
-მარტო იყავი და რა უნდა გამეკეთებინა , მშვიდად მეყურებინა სანამ მოსე გაიგებდა და მოგეშველებოდა? ვინ თქვა,რომ უცნობი ხარ? მე შენ გიცნობ , ჯანაშია !
-ძალიან ცუდი თუ მიცნობ ... ლამის გაგიფინეს შენი დის თვალწინ მაგ ნაცნობობის გამო ! - მარიამის აღელვების მიზეზი გახდა, ახლაც გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას და მათეს მიმართ მადლიერების ნაცვლად ბრაზს გამოხატავდა
-წლების წინ სრულიად უცნობს რომ არ დამხმარებოდი მაშინ ნამდვილად გამიფენდნენ, შეიძლება მოვეკალი კიდეც . შენ დაგვიწყნია მე კი არ ვივიწყებ ასეთ ამბებს, თუმცა ახლაც ჩემ გამო დაგჭრეს...
- მე ყველაფერი მახსოვს ოდესმე რაც ჩამიდენია და მათ შორის ისიც ,რომ გითხარი დაივიწყე , ვალში არ ხარ-თქო . სჯობს ჩემნაირების საქმეში აღარ ჩაერიო ,მითუმეტეს როცა მარტო არ ხარ -მარიამის მზერას მთელი ეს დრო გრძნობდა , თავს იკავებდა და მანამ არ გაუხედავს სანამ არ წავიდა.
-შეიშალე ,ხომ? - მოსემ ხელის შეხება რომ სცადა გააშვებინა, საყრდენად არ გამოიყენა და ლამის სირბილით დაიძრა მანქანისკენ- დაჭრილი ხარ შე ს.რო
-დროზე თუ არ მოვშორდები გავაფრენ !- უთხრა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე გოგონასკენ გაიხედა. იდგა და უყურებდა , თავისი შავი მრგვალი თვალებით რენტგენის ქვეშ ატარებდა და გაქცევას აიძულებდა- ღმერთო ეს რა გამოცდა გამომიგზავნე
-გაკერვა დაგჭირდება ვითომ? ჩემ ექიმთან წაგიყვან ... იმათ მოვუტყ.ავ დედებს.
-თავის დროზე რომ არ ვთქვი ვინც იყო, შემეცოდა და გავჩერდი ახლა შიში აყვირებს... საცოდავი ცოლს მოაყვანინებს მალე მამამისი და იმის ტრ.კი არააქ თქვას კაცები მევასებაო. რომ ვიცოდი რასაც უზამდნენ გავჩუმდი და ახლა რა დღეშია ხედავ? ლიზას რომ ახსენებს კიდევ, მაგარი ბიჭის როლს თამაშობს გ.ნდონი - ყელში ჰქონდა უკვე ამოსული , ყველა ნაბიჯს ნანობდა რაც კი უკან გადადგა - არ მინდა ეს ექიმი
-თმა გავჩითო და იმით გაკერავ აბა? რემბო ხარ თუ რას აწვები... მარიამის მზერისგან დაშოკილი ხარ ახლა შენ და სჯობს მადროვო
- უკანასკნელიი იყო, მეტჯერ მისი სახელის გაგებაც არ მინდა. კიდევ რომ ვნახო ვიცი დამთავრდება მისი პრინცესული ცხოვრება- ჭრილობაზე დადებულ ნაჭერს დახედა . ამაღლობელის ჩაცინება დააიგნორა, კამათის ძალაც არ ჰქონდა ,თვალები დახუჭა და ყველაფრის დავიწყებისთვის საფუძვლის მზადება დაიწყო ,მაგრამ შეუძლებელი იყო ის კადრები გონებიდან გაექრო.
......................
...........................
-საით ? - მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და გაჩერებაზე მდგომ ქალს ქვემოდან ახედა
-ქალაქში
-დაბრძანდით,გთხოვთ - გადაიწია და კარი შიგნიდან გაუღო.
-გმადლობ ...ავტობუსი მგონი მოსვლას არ აპირებს ან არასწორი დრო ვიცი- დაჯდა და გაეღიმა ქალების მზერა რომ გაჰყვა- ყველა არ მიცნობს თურმე
-რაო ,რა გითხრეს
-ვისთან ხარ სტუმრადო... რა ლამაზი გოგო ხარო
-შვილიშილი მყავს უცოლო ბიჭიო?
-არაა, შვილიო ... სულ რაღაც 43 წლისააო. მასწავლებელი ძალიან კარგი პროფესია აღმოჩნდა, ქალური და ოჯახისთვის შესაფერისი - სიცილს ვერ წყვეტდდა - აღარ ვიცი უკვე ამათზე რა რეაქცია უნდა მქონდეს
-როგორც სჩანს ბევრი მოვიდა გარიგებებით
-იყო რამდენიმე შემთხვევა , მაგრამ ბოლო დროს მეზობლებს აღარ მოვწონვარ
-იციან შეყვარებული რომ გყავს
-თან სახლში მაკითხავდა , ამდენი ვინმე დადის ჩემთან და აღარავარ სასურველი სარძლო
-ჩემზე გეტყოდნენ რამეს
-ნეტავ კიდევ დიდხანს იქნება ასეთი ამინდები?- თემა შეცვალა და წამოსულ ფიფქებს შეხედა -ჩემი მანქანაც ახლა გაფუჭდა , ხელოსნები ყველანი ერთნაირები არიან . გამოვიყვანე გუშინ და ისევ გაფუჭდა ამ დილით ვერ დავძარი , გაჯორდა
-მე მყავს ნაცნობი ხელოსანი თუ მანდობ მანქანას დღესვე წავიყვან ... დიდი რიგი თუ არ ექნება მალე გააკეთებს, მაგრამ ისეთი პრინციპული ტიპია ჩემ გამო შანსი არაა სხვებზე ადრე არ დაიწყებს
-მითხარი სად წავიყვანო, ვინ არის და მივხედავ შენ არ შეგაწუხებ
-დახმარების მიღების კომპლექსით რო იჩითები ხვდები?
-კომპლექსებზე ნუ ვისაუბრებთ
-ჩემგან რა გინდა ,რო? მე რა კომპლექსი მაქვს
-დახმარების მიღების
-შენგან სულ დახმარებას ვიღებ , სახლშიც კი შეგეკედლე ... მასწავლებელო , ამინდი ისეთია მეეჭვება სადმე გეჩქარებოდეთ და სკოლის კაფეტერიასაც თუ გავიხსენებ გემრიელ სადილზე უარს არ მეტყვით . პირობას ვდებ საუკეთესო კერძები აქვთ - რესტორანთან სვლა შეანელა და ქალს გადახედა
-მშია , თანაც ძალიან და ავტობუსსაც ნახევარ საათზე მეტხანს ველოდე...
-ე.ი ვაჩერებ
-ხო, ოღონდ ანგარიშს ვიყობთ
-რადგან არ მითხარი ბავშვი ხარ და მე დაგპატიჟებო უკვე კარგი შემოთავაზებაა- გაიცინა და პირველი გადავიდა , ქალს კარი გაუღო და დაელოდა
-გმადლობ- აშკარად უყვარდა თოვლი . ბავშვივით თვალებგაბრწყინებული უშვერდა ხელისგულს ფიფქებს .
ეზოში პატარა შენობები იდგა, რამდენიმე მათგანში ისხდნენ ,მაგრამ უმრავლესობა ცარიელი იყო იმ დროს ბევრი სტუმარი არ ჰყავდათ, მთავარ დარბაზში რამდენიმე ოჯახი საუზმობდა ბავშვები აშკარად ჭარბობდნენ . თოვლით გახარებულები მაგიდებთან ვერ ჩერდებოდნენ. კერძების მოლოდინში სესილია ხედით ტკბებოდა, მოსეს კი დაურეკეს და იქვე შორიახლოს მობილურზე საუბრობდა.
-ბოდიში, აუცილებლად უნდა მეპასუხებინა
-სოფოს შეურიგდი თუ მხოლოდ სახლის კარი გაუღე
-არ ვსაუბრობთ უბრალოდ ჩემთან ცხოვრობს და ისიც თათას გამო
-პატიების უნარი არ გაქვს?
-თუ შეცდომაა ვპატიობ და თუ უკვე დანაშაულია, განზრახული, გააზრებული ,რომელსაც მონანიება კი არა სინანულის ნატამალიც არ ახლავს რა ვაპატიო . საკუთარ თავს ვერ აპატიებს წლები რომ გავა, თორემ მე რას გავაკეთებ მნიშვნელობაც არ აქვს
-ზედმეტად მკაცრი ხარ და არ ითვალისწინებ გარემოებებს
-რომელ გარემოებას სესილია? ბ.ზის და ლოთის შვილი ვარ, არავინ და არაფერი გამაჩნია შემიძლია ყველანაირი სისულელე გავაკეთო და ამით გავაპრავო რომ გარემომ ხელი არ შემიწყო. ბავშვი არ არის , იცის რაც უნდა და ღმერთმაც ქნას გამოუვიდეს . ვერაფრით მივიღებ ქალს ,რომელიც პარაზიტივით სხვის ხარჯზე აპირებს ცხოვრებას, ვისაც არ აქვს იმის ამბიცია რომ საკუთარი დამოუკიდებელი პიროვნება შექმნას. მისი მიზანია იყოს მდიდარი , სულელი კაცის ცოლი და იმის იქეთ არაფერი !
-აჭარბებ ... არ მგონია ასე რთულად იყოს საქმე . მას ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკი აქვს და ცდილობს თავისი ადგილი იპოვნოს. იქნებ უყვარს კიდეც და ვერ აღიარებს, არ ვიცი მე
-მასზე საუბარი არ მინდა, გთხოვ ... საკმარისად ვიკამათეთ იმ ღამეს. შენ რომ მიმტევებელი ხარ გავიგე , მე არ შემიძლია
-ცდები, მე არასდროს მიპატიებია უახლოესი ადამიანებისთვისაც კი ...კომპრომისზე წასვლა არ შემიძლია და რაც უფრო ახლოსაა მით უფრო მკაცრი ვარ .
-ბიჭმა შენი სახლი გაქურდა და რა აღარ გააკეთე მისთვის
-ეს სულ სხვაა...მე მას არ ვიცნობდი, ემოციური კავშირი არ მქონდა მატერიალური ზარალი აღდგენილი იყო სრულად და რჩებოდა მხოლოდ ჩემი სწორი ქმედება ,რომელსაც არასდროს ვინანებ
-და რას არ პატიობ საყვარელ ადამიანს?- გაეცინა მილიარდჯერ გაჟღერებული კითხვა რომ გაიმეორა- ღალატს? გიორგობიანს რატომ დაშორდი- მზერა გაუსწორა და პასუხს დაელოდა
-ვჭორაობთ ,პატარავ?
-სესილია, თამაშს ნუ იწყებ ...მიწვევ
-სულ მაშინებ და მაინც არაფერი ხდება ისეთი რასაც ვერ მოვერევი
-ბრძოლაში რომ ხარ ეს უკვე არიარებაა... მითხარი რა მოხდა , უნდა ვიცოდე დაბრუნების შანსი აქვს თუ არა
-დასრულდა ნიშნავს დასრულდას! თავად მიიღო გადაწყვეტილება, დამშორდა და წავიდა
-ღმერთო ჩემო ...გენატრება- ქალის სახეზე სევდის ელფერები დაინახა და ღრმად ჩაისუნთქა- რატომ გაუში თუ გიყვარდა
-როგორც გითხარი ყველა ჩემი ყოფილი მიყვარს 15 წლის ასაკში რომ მყავდა ისიც კი და როგორ შეიძლება გიორგობიანი არ მომენატროს ... რას ითხოვ ჩემგან . კაცთან ორი წელი მქონდა ურთიერთობა
-ტვინში სისხლი მექცევა შენს კაცებზე რომ ლაპარაკობ!_ ღრმად ჩაისუნთქა და წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა.
-ეჭვიანობ მათზე ვინც აღარ არის და თან იმ ქალზე ვინც შენი არ არის ...საინტერესო ფენომენი ხარ, ამაღლობელო
-არავინ ვარ და მაინც ყველაზე მეტი ვარ , კი არ ვეჭვიანობ ვწუხვარ ,რომ ადრე არ გაგიცანი და
- სჯობს მითხრა რეაბილიტაცია როგორ მიდის - თემა შეცვალა ,როგორც კი მიხვდა,რომ მოსე თამაშს იგებდა
-არც ისე კარგად , დრო მჭირდება-აშკარად არ უნდოდა საუბარი . ყურადღების გადატანა კერძებზე გადაწყვიტა, სესილიაც დაემორჩილა,მაგრამ მისი მდგომარეობა არ მოსწონდა
-ბოლო დროს საშინლად მოვდუნდი, ვარჯიშის დაწყება მინდა თუმცა ჩემი ძველი ტრენერი ქვეყანაში აღარ არის და დროებით სამსახურზე რას იტყვი?
-გინდა გავარჯიშო და მწვრთნელის სტატუსი მომაკერო ?
-კარგიი, ისე მიყურებ ხელფასს აშკარად ვერ შემოგთავაზებ მაშინ მე ინგლისურს გასწავლი ან რომელიმე სხვა ენას- ისე წამოსცდა არც დაფიქრებულა, მშიერი იყო კერძები კი ზედმეტად გემრიელი და გაერთო
-სხვა ენა რას ნიშნავს...ყველა იცი?
-შენ რომელი გაინტერესებს
-ესპანური , იცი?
-საუბარი რომ გასწავლო გაწყობს?
-სერიოზულად?
-ამ ადგილზე რატომ არ ვიცოდი, უგემრიელესია...ხშირად მოვალ და წონაც მომემატება. რა რთულია იყო ფორმაში და თან ჭამო ყველაფერი რაც გიყვარს
-მე მოგიტან ყოველ დღე ამათ ნებისმიერ კერძს შენ ოღონდ მითხარი რამდენი ენა იცი
-შენ ასე თუ ფლანგავ ფულს ვერასდროს დააგროვებ კაპიტალს...ერთი კითხვის პასუხი ზედმეტად ძვირი გიჯდება
-შენ თუ თანახმა ხარ ,ჩემთან ივახშმო ყოველ საღამოს მე პრობლემა არ მაქვს...უკეთეს შეფსაც ვიცნობ
-ვახშმობა სხვაა და გემრიელობებით მომარაგება სხვა...
-აჰ, ანუ მოგიტანო და უკან წავიდე?
-თუ თანახმა არ ხარ , რას ვიზამთ
-კარგი პირველ შეთანხმებას დავუბრუნდეთ... მე გავარჯიშებ შენ ფრანგული მასწავლე
-პატარავ, გგონია ასე გამაცურებ?- იღიმოდა და თვალებში უყურებდა
-ასე ნუ მეძახი თორემ ერთხელაც იქნება გავჭედავ და
-და?
-დავივიწყებ ყველაფერს
-რომ ჭედავ სკლეროზი გინვითარდება თუ რა თემაა ?
-თურმე რა კარგად მოქმედებს შენზე ქართული სამზარეულო...სკოლაში სულ მშიერი ხარ ხოლმე? სახლშიც ვერაფერს ამზადებ და ახლა როგორ აგიმაღლდა განწყობა
-ვინ თქვა რომ ვერ ვამზადებ ? ვისაც გვიყვარს ჭამა მზადებასაც ვსწავლობთ ... ცხოვრების ორი წელი სამზარეულოს დავუთმე და - მოსეს ახალი ინფორმაცია მიაწოდა,მის რეაქციას ელოდა ეზოდან შემოსულმა ხმაურმა მათთან რომ მიაღწია. ყველა წამოიშალა, გარეთ იყურებოდნენ და აშკარა იყო კუპეებიდან ერთ-ერთში ჩხუბი დაიწყო. მოსე არც ფიქრობდა ადგილიდან გამოძრავებას ნაცნობი ხმა რომ არ გაეგო
-გამიშვით...ხელი გამიშვით თქვე ბ.ზებო . თქვენ იცით მე ვინ ვარ ? კოტე ვარ , ამაღლობელი დედას მოგ.ტყნავთ ყველას
-მოსე- ბიჭს უყურებდა, მის თვალწინ ერთიანად რომ ჩაქრა. თითქოს დაპატარავდა , უცნაურად მოიხარა , მაგიდას უყურებდა და ღრმად სუნთქავდა. ხმა შემოდიოდა, იგინებოდნენ ჩხუბობდნენ. ესმოდა მაყურებელთა კომენტარები რომელთა შორის უმრავლესობა იყო „მოკლავენ“ . გაიყინა, მოსესთან ერთად გაქვავდა იმ მცირე დროში
-მაპატიე , გთხოვ - მხოლოდ ეს თქვა, ისიც თითქმის ჩურჩულით ქალისთვის თვალიც აღარ გაუსწორებია ისე გაიარა ხალხს შორის და ეზოში მოჩხუბრებს შორის ძირს დავარდნილი მამადწოდებული იპოვნა . სესილიაც ავტომატურად მიჰყვა,მაგრამ ჩამორჩებოდა დაინახა როგორ მოხვდა კოტეს მიმართულებით მოქნეული ბოთლი მოსეს მკლავზე და როგორ იხეთქა სისხლმა. თვალთ დაუბნელდა, ხედავდა როგორ იდგა მიწაზე დავარდნილი, მოკეცილი კაცის თავზე ფარად აღმართული და მოძალადე ბრბოსკენ ხელის მოქნევასაც კი არ ცდილობდა. რა სიტყვებით მოახერხა ამდენი გაგიჟებული კაცის გაჩერება სესილიას არ ესმოდა, ჩუმად ლაპარაკობდა და სხვების ყვირილის ფონზე ვერაფერი გაიგო . მხოლოდ ის დაინახა როგორ დაიშალა ხალხი , დარჩა მხოლოდ მოსე და მამა. ბიჭი კვლავ მისკენ ზურგით იდგა, ის კი ახველებდა და სისხლს აფურთხებდა. ძლივს წამოიწია, ხელის შეხება სცადა,მოსემ მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა, მერე სესილიასკენ გაიხედა, მისკენ დაიძრა . ხელიდან წამოსული სისხლი კვალს ტოვებდა. თვალები სულ წითელი და ამღვრეული ჰქონდა, დემონი და ბავშვი ერთად უყურებდა ქალს.
-არაფერია, არტერია არ გაჭრილა- როგორ ამოძრავდა ან რა ძალა მართავდა ვერ გეტყვით. ბიჭს თავისივე შარვლიდან გამოაძრო ქამარი და სისხლმდენ მკლავზე გადაუჭირა. ჩანთიდან კალამი ამოიღო და დრო ხელზევე წააწერა. წამის მეასედში აიღო ნივთები , ანგარიში გაასწორა და მანქანისკენ სირბილით დაიძრა.-გემუდარები, ახლა უბრალოდ კარგად იყავი და მერე , გეფიცები სადაც გინდა იქ დამპატიჟე ,გამოგყვები - იცოდა, ამ ვითარებაშიც რომ წინააღმდეგობის გაწევას ეცდებოდა იმიტომ რომ ჯერ კიდევ ემოციურ შოკში იყო და ვერ ხვდებოდა მის თავს რა კატასტროფა ხდებოდა.
-დამშვიდდი , ასე ნუ ნერვიულობ
-საჭესთან მე დავჯდები - წინ კაცი რომ გადაეღობა უკვე კარი ღია ჰქონდა და გასაღებიც ამოაცალა ჯიბიდან
-მოსე დაიცადე...მომხედე აქეთ . არ დამტოვო , ამ ერთხელ არ დამტოვო ქუჩაში მიმაგდეს. დამღუპეს იმ ნაბოზვრებმა - მობანცალებდა, მთელი სახე სისხლიანი ჰქონდა, სველი იყო , ჭუჭყიანი და ყარდა
-მე შენ არ გადამირჩენიხარ უბრალოდ ადამიანს დავეხმარე რომელსაც კლავდნენ. შენთან საერთო არაფერი მაქვს, შენ მამა არასდროს ყოფილხარ და ახლა საერთოდ მკვდარი ხარ! ჩემი სახელის გამოყენებას გიკრძალავ, სადმე არ გადამეყარო თორემ ყელს გამოგჭრი გეფიცები! -ცხოველს ჰგავდა, მანქანაში ჩაჯდა, კარი ხმაურით დახურა და სესილიამ სწრაფად რომ წაიყვანა მისკენ გაიხედა- არ დამამტვრიო ... მაგდენი სისხლი არ დამიკარგავს . პანიკა ნუ გაქვს
-ხელი არ გაამოძრაო, გემუდარები . სავარძელს მიეყრდენი და რაც შეიძლება მშვიდად იყავი- ქარბუქს ნამდვილად არ შეშინებია, არც მანქანების რაოდენობას შეუფერხებია ისე ატარებდა და თან ამაღლობელს ხელს ამოწმებდა, პულსსაც უზომავდა და ბიჭის ემოციურ მდგომარეობასთან ერთად ფიზიკურსაც აფასებდა.
-მაპატიე...
-ღმერთო ჩემო , აღარასდროს მომიბოდიში იმისთვის რაშიც დამნაშავე არ ხარ ! - მობილური ძლივს იპოვნა და სადღაც დარეკა- კლინიკაში მოვდივარ...შოთა საიდანაც გინდა მოიყვანე და მზად დამხვდეს. მე არა დედა, მაგრამ ჩათვალე რომ მე ვარ - სხვა არაფერი უთქვამს, არც ერთი სიტყვა ისე გათიშა . ამაღლობელი ნელ-ნელა ცუდად ხდებოდა, ემოციური ფონი იფანტებოდა და ტვინი ტკივილის აღქმას იწყებდა.
-ხელი თეთრდება , სესილია - ხმა გაებზარა და თან სახელით მიმართა . არ გაუხედავს, მოხრილი იჯდა და ხელს დაჰყურებდა
-თვალები დახუჭე და უბრალოდ მენდე, კარგი ?
-არ შემიძლია ...
-შეგიძლია ... ნინამ მითხრა მოსეს შეუძლებლის შეძლება უყვარსო ! მომიყვა როგორც გადარჩი , მითხრა დაბადებისას ყველას გარდაცვლილი , რომ ეგონე და ტირილი დაიწყე . საკუთარ თავს აჯობე, ყველას და ყველაფერს მოუგოო
-ნინამ კიდე რა გითხრა- თვალები დახუჭლი ჰქონდა, თავით სავარძელს ეყრდნობოდა . ხმა გაუტყდა, თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა და წვერში ჩაიკარგა
-არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევსო ... მამაჩემს ჰგავს გარეგნულად და ხასიათით ჩემს მოსესო. მერე სულ ბებიას და თავის ამბებს მიყვებოდა-მანქანა საავადმყოფოს ეზოში შეიყვანა და თითები სახეზე შეახო - არაფერი მკითხო , უბრალოდ ცხოვრებაში პირველად მოდუნდი , მენდე და გპირდები ყველაფერი იქნება კარგად .
-ოდესმე გავიგებ ვინ ხარ ?
-მხოლოდ შენ უნდა გაიგო, სხვამ ვერავინ შეძლო !
ეტლით დახვდნენ, ახალგაზრდა ბიჭები მწვანე ფორმებით და კლინიკაში ასე შეიყვანეს. დერეფანში ქალი იდგა , თეთრი ხალათი სამოსზე ეცვა , მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავაწეული დააბიჯებდა და სესილიასკენ მანამ არ გაუხედავს სანამ მოსე არ შეისწავლა
-შოთა სად არის?
-გელოდება ბრიგადით და აქ რა არის ასეთი საგანგაშო შოთა რომ გამომაძახებინე?
-მისი ხელია მნიშვნელოვანი და სხვას ვერავის ვანდობდი ... ვინმე თუ არ კვდება და ცოლთან ჟ.მაობის დრო შევუმცირე შენს საუკეთესო ექიმს , გადაიტანს როგორმე ორივე - მიახალა და უკან მიჰყვა ამაღლობელს რომელიც უკვე კაცის ზედამხედველობის ქვეშ იყო
-ვა სესილიკო ... სკოლკა ლეტ ,მაია დარაგაია
-სასაცილოდ გვაქვს საქმე შოთა?
-მე ისეთს ვერაფერს ვხედავ ... დროულად დაგიდია ლახტი. სისხლის გადასხმაც არ დაგვჭირდება . გავკერავ და ეგაა რა
-მებრძოლია, მუშტში ძალა სჭირდება
-ხოო , ეტა დრუგოი ძელა
-გემუდარები შეწყვიტე რუსულად საუბარი ისე თითქოს მეტი ენა არ იცოდე და გამაგებინე გააკეთებ ისე რომ თავისი საქმე განაგრძოს თუ დავურეკო კაკაურიძეს
-კაკაურიძე აქ არ მოვა!
-ანუ ვერ აკეთებ? ექსპერიმენტები არ მჭირდება ... ვურეკავ კაკაურიძეს და მისი ასისტენტი იქნები
-ვინაა ეს ბავშვი ასეთი... მაგის იმედზე დგას ქვეყანა?
-მე და ჩემი ცხოვრება საკმარისი ვართ? - უკვე ზარს ახორციელებდა , ქალმა მალევე უპასუხა
-სესილ , ძვირფასო
-მჭირდები , თინანო ...ისე როგორც არასდროს. აქ და ახლავე. ხელი , გვჭირდება ძალიან . შოთამ სიამოვნებით ვიქნები დამხმარეო. კარგი, მიყვარხარ თინ - ამოისუნთქა და მერე ისევ ამაღლობელს გახედა. უკვე ამზადებდნენ , მალე გაიყვანდნენ
-იმედია საოპერაციოშიც არ შემოხვალ
-ისევ გონებას ვკარგავ
-ეგ ტყუილი კიდევ ძალაშია?
-საჭორაო განწყობა არ მაქვს - ყველას გაეცალა, ყველაფერს დაემალა და ცარიელ ოთახში ჩაიკეტა. ბავშვობაში ყველა კლინიკაში ჰქონდა მსგავსი ადგილი სადაც ჩაიკეტებოდა და ემოციებისგან დაიცლებოდა. კანკალებდა, ტიროდა და რამდენიმე წამს გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა. ბოლოს სიმშვიდის წერტილი იპოვნა, ძალა მოიკრიბა და საღი გონებით დაბრუნდა მოლოდინის რეჟიმში .



№1 სტუმარი სტუმარი ბარბარე

❤ ლოგოლ ველოდიი❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ბარბარე
❤ ლოგოლ ველოდიი❤

heart_eyes

 


№3 სტუმარი Ana-maria

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,ძალიან მაგარი თავი იყო. მოსე,სანდრო,ვაჩე-ნამდვილი კაცები!!!!!!!! რაც არ უნდა დიდი თავი იყოს,არ მყოფნის!!!!

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Ana-maria
მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა,ძალიან მაგარი თავი იყო. მოსე,სანდრო,ვაჩე-ნამდვილი კაცები!!!!!!!! რაც არ უნდა დიდი თავი იყოს,არ მყოფნის!!!!

ძალიან ძალიან მიხარია ჩემი ბიჭები ასე რომ მოგწონთ
heart_eyes

 


№5  offline წევრი ana tuki

ღირდა ლოდინადდ
ღმერთო ვტირი როგორი ემოციურიი თავი იყო

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ana tuki
ღირდა ლოდინადდ
ღმერთო ვტირი როგორი ემოციურიი თავი იყო

♡♡♡
მართლა ძალიან დიდი სიხარულია მსგავსი სიტყვების წაკითხვა
მადლობა ♡

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამ

მემგონი საუკეთესო თავი იყო რაც აქამდე ყოფილა ჩემთვის პირადად ასე იყო იმტომ რომ ჩემი საყავრელი პერსონაჟები საკმარისად იყვნენ <3 მიყვარს ის ბედნიერების ჟრუანტელი რომელსაც კითხვის დროს ვიღებ <3 ყველა დეტალი მომეწონა, ერთადერთი ლუკა მიშლის ნერვებს :D

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეე ვგიჟდებიიი მე ამათზე❤️❤️❤️ ვაჩეს როგორ უყვარს დეა და რა უნდა იმ გოგოსთან. სესილი მართლა ვინაა ასეთი.... ნუუუ შოკი მაქ და ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამ
მემგონი საუკეთესო თავი იყო რაც აქამდე ყოფილა ჩემთვის პირადად ასე იყო იმტომ რომ ჩემი საყავრელი პერსონაჟები საკმარისად იყვნენ <3 მიყვარს ის ბედნიერების ჟრუანტელი რომელსაც კითხვის დროს ვიღებ <3 ყველა დეტალი მომეწონა, ერთადერთი ლუკა მიშლის ნერვებს :D

ძალიან მიხარია ასეთი კმაყოფილი რომ ხართ heart_eyes heart_eyes

სტუმარი ანი
ვაიმეეეე ვგიჟდებიიი მე ამათზე❤️❤️❤️ ვაჩეს როგორ უყვარს დეა და რა უნდა იმ გოგოსთან. სესილი მართლა ვინაა ასეთი.... ნუუუ შოკი მაქ და ველოდები მომდევნო თავს მოუთმენლად.

მომდევნო თავს აშკარად დააგვიანდება და იმედია ლოდინად ეღირება
heart_eyes

 


№10 სტუმარი ნი-კე

რა ძალიან კარგი თავი იყოოო❤️❤️..არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო..მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ნი-კე
რა ძალიან კარგი თავი იყოოო❤️❤️..არ მინდოდა რომ დამთავრებულიყო..მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით

heart_eyes
იმედია მოვახერხებ თუმცა არამგონია მალე გამოვიდეს

 


№12  offline წევრი natuwi21

როგორ ველოდიიი ♡♡ნეტა იცოდე

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

natuwi21
როგორ ველოდიიი ♡♡ნეტა იცოდე

heart_eyes heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

არმეყო გავგიჟდებიიიი სასწაულზე სასწაული ხააარ<3 სასწრაფოდ მინდა შემდეგი თავიიი წარმატებებიიი და გელიიიი

 


№15 აქტიური მკითხველი ablabudaa

რა დაძაბული და ემოციური თავი იყო, სუბთქვაშეკრული ვკითხულობდი, ბოლოს კიდევ ხო საერთოდ … ვგიჟდები ბიჭებზე სანდროზეც ვაჩეზეც და მოსეზეც… იმედია ყველაფერი კარგად იქნება მოსესთან ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკა

მარიამ მთლიანად როდის დადებ დავიტანჯე ლოდინით სასწაული ხარ❤❤❤შენი ერთგული მკითხველი:):):):

 


№17 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ლა კალგი იყოოო ❤ ყველა წყვილის ისტორიით ავივსე, რა კარგად ჩანს თითოეულის გრძნობა ❤ რაღაც საოცრება გამოდის, ასე 3 წყვილი ერტდ რომლებიც ერთმანეთზე საინტერესო, უდიდესი გრძნობით, ნამდვილი სიყვარულით და სითბოთი სავსეა იშვიათობაა ❤ საოცრება გვყავხარ შენი თითოეულუ პერსონაჟითურთ ❤❤ ველოდები შემდეგს, ეს ისტორია მიბედნიერებს თითოეულ დღეს ❤

 


№18 სტუმარი თამუნე

მხოლოდ შენ შეგიძლია
ეს ბებერი ქალი გამაგიჟო
კაცის უნახავად მაქციო
მაოცნებო
მაცინო
მატირო
მალაოარაკო
და უბრალოდ
არეული სამიურიო
საზღვრებს ამაცდინო!!!!
ამდენი წელია გოხანი
არ ხარ ნორმალური
სასწაული ხარ
საოცრება
ვითხოვ შენი თითები
გონება და გული
იქნეს სამუდამოდ დაცული
დეა თან მესმის,თან არა
ვხედავ რქსაც გაურბის
საითაც მიდის
ძმა დოყლო
ტელეფონში გავვალა
ჩემი ვაჩე მიყვარს
ხო ზოგჯერ შტერია
ეს თეკუნა რო ყავა ლონდრეა
მაგრამ მაინც მიყვარს!!!
ოოო ჩემი სანდრუნა რანაირია
ერთი სანდრო ყველას ყავდეს უნდა :))))
მოსერ 50%-50% მიყვატს ,თან მიყვარს თან არა :დდდდდდ
ქალბატონი მასეავლწბელი რო წაართვა თოკოს მაგიტო :დდდდდ
თოკო ეგ მიყვარს კიდო
ყველქ მიყვარს
მაგრამ შენ სიტყვებს გარეეშე
ჩემო პატარა მერცხალო
მაბედნიერებ

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
არმეყო გავგიჟდებიიიი სასწაულზე სასწაული ხააარ<3 სასწრაფოდ მინდა შემდეგი თავიიი წარმატებებიიი და გელიიიი

კარგია რომ მეტის წაკითხვა გსურთ, მაგრამ სამწუხაროდ ასე უცებ არ ხდება წერა და მეეჭვება ხვალ ან ზეგ დავდო შემდეგი თავი
მადლობა რომ კითხულობ

ablabudaa
რა დაძაბული და ემოციური თავი იყო, სუბთქვაშეკრული ვკითხულობდი, ბოლოს კიდევ ხო საერთოდ … ვგიჟდები ბიჭებზე სანდროზეც ვაჩეზეც და მოსეზეც… იმედია ყველაფერი კარგად იქნება მოსესთან ❤️❤️❤️

ეს ბოლო იქნება რასაც დავმართებ მორჩა...
იიმდენი უბედურება დავატეხე თავს ხან რა ემართება ხან რა
ძალიან მიხარია ყველანი რომ მოგწონთ მგონი გაგრძელებისას კიდევ უფრო შეგიყვარდებათ
heart_eyes

სტუმარი ბარბარე
ლა კალგი იყოოო ❤ ყველა წყვილის ისტორიით ავივსე, რა კარგად ჩანს თითოეულის გრძნობა ❤ რაღაც საოცრება გამოდის, ასე 3 წყვილი ერტდ რომლებიც ერთმანეთზე საინტერესო, უდიდესი გრძნობით, ნამდვილი სიყვარულით და სითბოთი სავსეა იშვიათობაა ❤ საოცრება გვყავხარ შენი თითოეულუ პერსონაჟითურთ ❤❤ ველოდები შემდეგს, ეს ისტორია მიბედნიერებს თითოეულ დღეს ❤

ერთდროულად რთული და მარტივია ამდენი პერსონაჟი რომ არის ისტორიაში
იმდენ დეტალია გასათვალისწინებელი მართლა არ ვიცი რამდენად გამოდის ყველა ემოციის სწორად გადმოცემა იმედია რაღაც დიდი ჩავარდნა არ მექნება
მადლობა
heart_eyes

თამუნე
მხოლოდ შენ შეგიძლია
ეს ბებერი ქალი გამაგიჟო
კაცის უნახავად მაქციო
მაოცნებო
მაცინო
მატირო
მალაოარაკო
და უბრალოდ
არეული სამიურიო
საზღვრებს ამაცდინო!!!!
ამდენი წელია გოხანი
არ ხარ ნორმალური
სასწაული ხარ
საოცრება
ვითხოვ შენი თითები
გონება და გული
იქნეს სამუდამოდ დაცული
დეა თან მესმის,თან არა
ვხედავ რქსაც გაურბის
საითაც მიდის
ძმა დოყლო
ტელეფონში გავვალა
ჩემი ვაჩე მიყვარს
ხო ზოგჯერ შტერია
ეს თეკუნა რო ყავა ლონდრეა
მაგრამ მაინც მიყვარს!!!
ოოო ჩემი სანდრუნა რანაირია
ერთი სანდრო ყველას ყავდეს უნდა :))))
მოსერ 50%-50% მიყვატს ,თან მიყვარს თან არა :დდდდდდ
ქალბატონი მასეავლწბელი რო წაართვა თოკოს მაგიტო :დდდდდ
თოკო ეგ მიყვარს კიდო
ყველქ მიყვარს
მაგრამ შენ სიტყვებს გარეეშე
ჩემო პატარა მერცხალო
მაბედნიერებ

ვაიმე ისე ლაპარაკობს მართლა მოხუცი გეგონება და მე პატალა გოგოშკა
ეჰ პირველად რო მომწერე ისე მაშინ კი მართლა ბავშვი ვიყავი და მერცხალიც ითქმოდა ჩემზე და ახლა რაღადროსია ადამიანო რას არ მოიგონებ
ყველა გიყვარს შენ და ნუ უგონებ მოსეს ამ 50-50 ამბავს

 


№20 სტუმარი სტუმარი ლინდა

როგორ ველოდებოდიი აი ვერ აᲦვწერ... ეს რა Თავი იყოო... კარგი რაა ასე ვინ ამᲗავრებს... ეს რა იყოო ახლა რა მოიᲗმენს... როდის იქნება Შემდეგი Თავი... იმედია მალე Თორემ აქციებს გავმარᲗავს მᲨვიდობიანს ოᲦონდ...:დდდდ ეს ხუმრობᲘᲗ.

...მოსე ამ ბიᲭმა მოკლედ სიმᲨვიდე ვერ მოიპოვა... არა და არეᲦირსა ბედნიერი მᲨვიდი ცხოვრება... ჯერ სოფოო მერე ბოცოლამისი .. ახლა მამამისი არ მᲗავრდება პრობლემები.. Თან დაიᲭრაა და ᲦმერᲗოო ხელიი... იმედია Ყველაფერი კარგად იქნება... და ბრᲫოლას ᲨეᲫლებს
ვაიი როგორ გაბრაზებული ვარ.... მომეციᲗ იარაᲦი და დანარᲩენი Ჩემზე იყოს :დდდ

....სესიალია.. ეს გოგო რას მალავს... რატომ ჰქონდა ყველა კლინიკაᲨი ადგილი სადაც Ჩაიკეტებოდა...... მოსეს მიმარᲗ რომ Შეიცვალა ეტყობა Ძალიან უკვეე.. როგორ Ღელავს.. "ᲩაᲗვალე რომ მე ვარ" ეს ფრაზა ყველაფერს ამბობს... აქ სიტყვები ზედმეტია უკვეე...

....სანდროოო და მარიამი ... ეს წყვილიი რა იქნება როგორ იქნება Შენს გარდა არავინ იცის .... მარა სანდრო რომ მარიამის გარეᲨე ვერ იქნება ესუკვე ცნობილია... ახლა მარიამის გრᲫნობები უფრო მაინტერესებს :დდდდ

.....დეა... ოოჰ მიხარია რომ წინსვლა გვაქვს... გადაწყვეტილება მიიᲦოო ... მარა მგონიააა... სოფლიდან წასვლამდე ამოხეᲗქავს გრᲫნობები და ეს ამოხეᲗქვაც იქნება და ამოხეᲗქვაც.. აი ახალგაᲦვიᲫებული ვულკანივიᲗ....

.... ეს ბიᲭი ნერვებს მიᲨლის ... რას ეტმასნება და ეხახუნება ერᲗი იმ გოგოსს... Თან დეას იცავს ლუკას რაᲦაცეებს ავალებს დწ Თან Თეკლას ეწებება... უნდა აეᲭვიანოს და მაგიტოო Თუ რა პონტია... ნუ მინერვიულებს გოგოს Თორემ... Თორემ არვიცი რა იქნებაა... (აქ ტყუილად ვიმუქრები მიყვარს მე ვაᲩეე არაფერს არ ვუზამ) ♡♡♡

.. მემგონი არ გამომრᲩენია არავინ... ბექაა სოფოსᲗვის არ მემეტებაა.. მარტო Ჩემია....
... საოცრება ხარ ... მიხარია რომ ხარ... და გიცნობ.... საოცრად წერ.. იმდენად ამაᲦელვებელი Თავი იყოო... იმდენი მემოციიᲗ... ემოციების ფეივერკი იყოო .... მე და Ჩემი Შინაგანი ქალᲦმერᲗი მოსეს გამო ვნერვიულობᲗ ნუ გვანერვიულებᲗ დიდხანს რაა...

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლინდა
როგორ ველოდებოდიი აი ვერ აᲦვწერ... ეს რა Თავი იყოო... კარგი რაა ასე ვინ ამᲗავრებს... ეს რა იყოო ახლა რა მოიᲗმენს... როდის იქნება Შემდეგი Თავი... იმედია მალე Თორემ აქციებს გავმარᲗავს მᲨვიდობიანს ოᲦონდ...:დდდდ ეს ხუმრობᲘᲗ.

...მოსე ამ ბიᲭმა მოკლედ სიმᲨვიდე ვერ მოიპოვა... არა და არეᲦირსა ბედნიერი მᲨვიდი ცხოვრება... ჯერ სოფოო მერე ბოცოლამისი .. ახლა მამამისი არ მᲗავრდება პრობლემები.. Თან დაიᲭრაა და ᲦმერᲗოო ხელიი... იმედია Ყველაფერი კარგად იქნება... და ბრᲫოლას ᲨეᲫლებს
ვაიი როგორ გაბრაზებული ვარ.... მომეციᲗ იარაᲦი და დანარᲩენი Ჩემზე იყოს :დდდ

....სესიალია.. ეს გოგო რას მალავს... რატომ ჰქონდა ყველა კლინიკაᲨი ადგილი სადაც Ჩაიკეტებოდა...... მოსეს მიმარᲗ რომ Შეიცვალა ეტყობა Ძალიან უკვეე.. როგორ Ღელავს.. "ᲩაᲗვალე რომ მე ვარ" ეს ფრაზა ყველაფერს ამბობს... აქ სიტყვები ზედმეტია უკვეე...

....სანდროოო და მარიამი ... ეს წყვილიი რა იქნება როგორ იქნება Შენს გარდა არავინ იცის .... მარა სანდრო რომ მარიამის გარეᲨე ვერ იქნება ესუკვე ცნობილია... ახლა მარიამის გრᲫნობები უფრო მაინტერესებს :დდდდ

.....დეა... ოოჰ მიხარია რომ წინსვლა გვაქვს... გადაწყვეტილება მიიᲦოო ... მარა მგონიააა... სოფლიდან წასვლამდე ამოხეᲗქავს გრᲫნობები და ეს ამოხეᲗქვაც იქნება და ამოხეᲗქვაც.. აი ახალგაᲦვიᲫებული ვულკანივიᲗ....

.... ეს ბიᲭი ნერვებს მიᲨლის ... რას ეტმასნება და ეხახუნება ერᲗი იმ გოგოსს... Თან დეას იცავს ლუკას რაᲦაცეებს ავალებს დწ Თან Თეკლას ეწებება... უნდა აეᲭვიანოს და მაგიტოო Თუ რა პონტია... ნუ მინერვიულებს გოგოს Თორემ... Თორემ არვიცი რა იქნებაა... (აქ ტყუილად ვიმუქრები მიყვარს მე ვაᲩეე არაფერს არ ვუზამ) ♡♡♡

.. მემგონი არ გამომრᲩენია არავინ... ბექაა სოფოსᲗვის არ მემეტებაა.. მარტო Ჩემია....
... საოცრება ხარ ... მიხარია რომ ხარ... და გიცნობ.... საოცრად წერ.. იმდენად ამაᲦელვებელი Თავი იყოო... იმდენი მემოციიᲗ... ემოციების ფეივერკი იყოო .... მე და Ჩემი Შინაგანი ქალᲦმერᲗი მოსეს გამო ვნერვიულობᲗ ნუ გვანერვიულებᲗ დიდხანს რაა...


ვეცდები დიდხანს არ განერვიულოთ...შემდეგ თავში ვერ ,მაგრამ იმის შემდეგ მოგვარდება ალბათ მოსეს ხელის ამბავი და დეაც იმხელა ნახტომს გააკეთებს ვაჩესკენ რომ სულ გააქრობს ყველა ქალს ირგვლივ ვინც ჰყავს გიგაურს
მარიამი და სანდრო რას ჩაიდენენ ჯერ მართლა არ ვიცი და იმედია ყველაზე ცუდი სანდრო მაარიამი არ გამომივა თორემ ვერ გადავიტან

 


№22  offline წევრი Marikagogolqdze

ვაიმე ვაიმე, რას გვიშვები? ამდენი ამბავი წრთად. როგორ მშურსბასეთი სიყვარულებია. არამგონია ცზოვრებაში კიდევ იYოს დარჩენილი .... სმწუხაროა .ქალის გაღმერთება მარტო ფილმწბში და ნაწარმოებებში რომ დაგვრჩა.... ველოდები ახალ თავს❤️❤️❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

Marikagogolqdze
ვაიმე ვაიმე, რას გვიშვები? ამდენი ამბავი წრთად. როგორ მშურსბასეთი სიყვარულებია. არამგონია ცზოვრებაში კიდევ იYოს დარჩენილი .... სმწუხაროა .ქალის გაღმერთება მარტო ფილმწბში და ნაწარმოებებში რომ დაგვრჩა.... ველოდები ახალ თავს❤️❤️❤️

რეალობაშიც იქნება ალბათ მაგრამ არა ასე ერთად და ამდენი
heart_eyes

 


№24  offline წევრი OKI ME

და აი მეც მოვედიი ჩემი უშველებელი კომენტარითურთ :დდ უკვე ვიცი რომ ძალიან დიდი კომენტარი გამომივა და წინასწარ გისურვებ გამძლეობას+ნერვებს ამის წასაკითხად :დდდ ხო მართლა სახელი შევიცვალე და იმედია მიცნობ :დდ

ჰოოო, ეს რა თავი იყო ჰაა? :დდდ მოკლედ საიდან დავიწყო აბა? :დდ

მოსეს მამა შემეცოდა მაგრამ მერე გამახსენდა რა კაციც არის და გაბათილდა თითქმის სრულად მის მიმართ გაჩენილი ეს გრძნობაც. გაიჩალიჩა ამ კაცმა (((

სესილიას უყურე შეენ? რამხელა გამოცანა ქალი ყოფილა :დდდ რა ინტრიგა ჩააგდე ახლა თუ ხვდები? ვატყობ სიზმრად ვნახავ გაგრძელებას :დდდ არა ერთხელ დამმართნია ისე ასე :დდ ეს შოთა ვინ არის? ვერსიები მაგრამ ჯობს დაველოდო როდის გახდება ყველაფერი ნათელი :დდ

როგორც ამბობენ ხოლმე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მოსეს თავს თორემ მგონი ყველაფერი გადაიტანა. იმ ტრავმების შემდეგ ხელი უნდოდა კიდევ? რამდენი რამ უნდა გამოიაროს სულ მარტომ. ნუ ამ შემთხვევაში სესილია ყავს ახლა. ვატყობ რაც უფრო მეტად გაიცნობს სესილია მოსეს უფრო მეტად გააოცებს მისი პიროვნება. ❤️

ოჰ, სანდრო ბატონს როგორ გამოვტოვებ? :დდ უვარგისი მშობლების გამო არეული ცხოვრება სანდროს და მის დას. დანარჩენებთან ჯერ ვერ მოასწრეს არევა მშობლებმა. ასეთი ენატლიკინა, ჭორიკანა კაცები როგორ არ მიყვაააარს. მიშო თუ ვინ არის რაც ქვია, რომ გამოდგა და უტიფრად ტლიკინებს. არა ამ მომენტმა ნემტანი იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე :დდდ ვგონებ მარიამი გულგრილი არ არის სანდროს მიმართ. უნდა ვაღიარო რომ სანდროს ემოციებიც ძალიან კარგად გქონდა გადმოცემული. ❤️

ვაჩე და დეა ❤️❤️ როგორი მზურველია ეს ბიჭი გადავირიე :დდ ❤️ ნუ, ლუკა კი არის ცოტა ადგილზე მოსასმელი. არა ამ პატარა ბავშვს უყურე რა დღეშია? :დდ ეს იცხოვრებს თუ იცხოვრებს :დდ ეგ თავს ვის დააჩაგვრინებს, ყველაფრიდან სარგებელს და გამორჩენას რომ ეძებს თან? :დდდ გათამამებული და გატუტუცებული ბავშვია. უჰ, როგორ მაინტერესებს დეას რეაქცია ამ ყველაფრის წაკითხვის მერე როგორი იქნება. :P უიმე ეს თეკლა რა არის, ნამეტანი აქტიური და მოლაპარაკე გოგოა :დდ ნამეტანი კი ყვარებია ვაჩე :დდ ტიპმა იჩხუბა და არც კი შეუმჩნევია (თავში ხელის შემორტყმის სმაილი :დდ). მთავარია მანქანით ხომ მიაკითხა და სახლამდე ხომ მიყავს :დდ

მოკლედ, მეტი რაღა გავაგრძელო, აქ გავჩერდები ))) ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი თავი იყო ეს. პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესო. ერთ თავში ყველა პერსონაჟის ისტორია. ❤️❤️

წარმატებები შენ და შენს მუზას ❤️❤️

 


№25  offline აქტიური მკითხველი La-Na

მთელი ისტორიის განმავლობაში ემოცია არ გამნელებია.ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები.მოსე,ვაჩე, სანდრო ზომ გიჟები არიან, მაგრამ სამართლიანები.ვაჩეს და მოსეს ჩხუბი მკავს.ესენი დაზავდებიან მალე გული მიგრძნობს, ოღონდ დეა გამოტყდეს მის გრძნობებში.სესილიზე კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ ვატყობ.გელი ჩემო კარგო ❤️❤️
--------------------
ლანა

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
მთელი ისტორიის განმავლობაში ემოცია არ გამნელებია.ყველაზე მეტად მიყვარს შენი ისტორიები.მოსე,ვაჩე, სანდრო ზომ გიჟები არიან, მაგრამ სამართლიანები.ვაჩეს და მოსეს ჩხუბი მკავს.ესენი დაზავდებიან მალე გული მიგრძნობს, ოღონდ დეა გამოტყდეს მის გრძნობებში.სესილიზე კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ ვატყობ.გელი ჩემო კარგო ❤️❤️

ხო სესილია ნამდვილად საინტერესო პერსონაჟი მგონია და იმედია გამოვა ისე როგორც მინდა
რაც შეეხება ბიჭებს მეც ძალიან მიყვარს ყველანი heart_eyes heart_eyes და უზომოდ მიხარია თქვენც რომ მოგწონთ

OKI ME
და აი მეც მოვედიი ჩემი უშველებელი კომენტარითურთ :დდ უკვე ვიცი რომ ძალიან დიდი კომენტარი გამომივა და წინასწარ გისურვებ გამძლეობას+ნერვებს ამის წასაკითხად :დდდ ხო მართლა სახელი შევიცვალე და იმედია მიცნობ :დდ

ჰოოო, ეს რა თავი იყო ჰაა? :დდდ მოკლედ საიდან დავიწყო აბა? :დდ

მოსეს მამა შემეცოდა მაგრამ მერე გამახსენდა რა კაციც არის და გაბათილდა თითქმის სრულად მის მიმართ გაჩენილი ეს გრძნობაც. გაიჩალიჩა ამ კაცმა (((

სესილიას უყურე შეენ? რამხელა გამოცანა ქალი ყოფილა :დდდ რა ინტრიგა ჩააგდე ახლა თუ ხვდები? ვატყობ სიზმრად ვნახავ გაგრძელებას :დდდ არა ერთხელ დამმართნია ისე ასე :დდ ეს შოთა ვინ არის? ვერსიები მაგრამ ჯობს დაველოდო როდის გახდება ყველაფერი ნათელი :დდ

როგორც ამბობენ ხოლმე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მოსეს თავს თორემ მგონი ყველაფერი გადაიტანა. იმ ტრავმების შემდეგ ხელი უნდოდა კიდევ? რამდენი რამ უნდა გამოიაროს სულ მარტომ. ნუ ამ შემთხვევაში სესილია ყავს ახლა. ვატყობ რაც უფრო მეტად გაიცნობს სესილია მოსეს უფრო მეტად გააოცებს მისი პიროვნება. ❤️

ოჰ, სანდრო ბატონს როგორ გამოვტოვებ? :დდ უვარგისი მშობლების გამო არეული ცხოვრება სანდროს და მის დას. დანარჩენებთან ჯერ ვერ მოასწრეს არევა მშობლებმა. ასეთი ენატლიკინა, ჭორიკანა კაცები როგორ არ მიყვაააარს. მიშო თუ ვინ არის რაც ქვია, რომ გამოდგა და უტიფრად ტლიკინებს. არა ამ მომენტმა ნემტანი იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე :დდდ ვგონებ მარიამი გულგრილი არ არის სანდროს მიმართ. უნდა ვაღიარო რომ სანდროს ემოციებიც ძალიან კარგად გქონდა გადმოცემული. ❤️

ვაჩე და დეა ❤️❤️ როგორი მზურველია ეს ბიჭი გადავირიე :დდ ❤️ ნუ, ლუკა კი არის ცოტა ადგილზე მოსასმელი. არა ამ პატარა ბავშვს უყურე რა დღეშია? :დდ ეს იცხოვრებს თუ იცხოვრებს :დდ ეგ თავს ვის დააჩაგვრინებს, ყველაფრიდან სარგებელს და გამორჩენას რომ ეძებს თან? :დდდ გათამამებული და გატუტუცებული ბავშვია. უჰ, როგორ მაინტერესებს დეას რეაქცია ამ ყველაფრის წაკითხვის მერე როგორი იქნება. :P უიმე ეს თეკლა რა არის, ნამეტანი აქტიური და მოლაპარაკე გოგოა :დდ ნამეტანი კი ყვარებია ვაჩე :დდ ტიპმა იჩხუბა და არც კი შეუმჩნევია (თავში ხელის შემორტყმის სმაილი :დდ). მთავარია მანქანით ხომ მიაკითხა და სახლამდე ხომ მიყავს :დდ

მოკლედ, მეტი რაღა გავაგრძელო, აქ გავჩერდები ))) ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი თავი იყო ეს. პრინციპში ერთ-ერთი საუკეთესო. ერთ თავში ყველა პერსონაჟის ისტორია. ❤️❤️

წარმატებები შენ და შენს მუზას ❤️❤️


ღმერთოო მე ისეთი გათიშული ვარ ახლა დამიჯერე ნამდვილად ვერ მივხვდები ვინ ხარ და გულიც გამისკდება
რა უნდა გითხრა დიიდი მსუყე კომენტარები რომ მიიყვარს გეცოდინება
მალამოდ ედება გულს
მოსესთვის ესაა ბოლო გამოცდა ეს გადაიტანოს სესილიასთან ერთად და მერე მორჩა დანარჩენს ერთად მოაგვარებენ
ლუკას რა ენაღვლება აწყობილიაქ საქმე ნამდვილად
heart_eyes
მადლობაა დიდიიიი

 


№27  offline წევრი OKI ME

რა დროს შენი გულის გასკდომაა ადამიანო ამხელა ისტორია გაქვს დასამთავრებელი და მომავალში სხვა გენიალური შედევრები შესაქმნელი :დდდ ჩემ გამოცნობაზე ნუ გაიხეთქავ ოღონდაც გულს და მე გეტყვი კაცო ვინც ვარ.

ვინ თუ არა megioki :დდდდ

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

OKI ME
რა დროს შენი გულის გასკდომაა ადამიანო ამხელა ისტორია გაქვს დასამთავრებელი და მომავალში სხვა გენიალური შედევრები შესაქმნელი :დდდ ჩემ გამოცნობაზე ნუ გაიხეთქავ ოღონდაც გულს და მე გეტყვი კაცო ვინც ვარ.

ვინ თუ არა megioki :დდდდ

ვაიმეეე შენახაარ ქალაუუ heart_eyes
ამ ოკი-ზე კი დავფიქრდი მარა ჩემი დეტეტქივური უნარი რომ ვაზროვნებ მაშინაც ნულია
smile smile

 


№29  offline წევრი OKI ME

sameone crazy girl
OKI ME
რა დროს შენი გულის გასკდომაა ადამიანო ამხელა ისტორია გაქვს დასამთავრებელი და მომავალში სხვა გენიალური შედევრები შესაქმნელი :დდდ ჩემ გამოცნობაზე ნუ გაიხეთქავ ოღონდაც გულს და მე გეტყვი კაცო ვინც ვარ.

ვინ თუ არა megioki :დდდდ

ვაიმეეე შენახაარ ქალაუუ heart_eyes
ამ ოკი-ზე კი დავფიქრდი მარა ჩემი დეტეტქივური უნარი რომ ვაზროვნებ მაშინაც ნულია
smile smile


smile smile smile smile smile smile

 


№30 სტუმარი სტუმარი რუსკა

თქვენ სულ უნდა წერდეეთ.გსაჯკეთესოდ წერთ და თან დროულად,რაც ძალიან იშვიათობა გახდა ამ საიტზე.განაგრძეთ გთხოვთ,არ გაჩერდეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent