შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი (თავი 4)


13-06-2022, 23:45
ავტორი sabrina
ნანახია 5 884

თავი 4
ორი დღეა წყნეთში ვართ,დემეტრეს ჭრილობაც ნელ-ნელა უშუშდება.დღეს მისი ბიძაშვილიც მოვა და უკეთ აგვიხსნის რა უნდა გავუკეთო .
- სოფო! აქ ხარ? - სამზარეულოში შემოიხედა.
- კი, საუზმეს ვამზადებ.გინდოდა რამე?
- ტკივილგამაყუჩებელი სად გვაქვს- სახეზე ნამდვილად ეტყობოდა ტკივილის კვალი.
- იქნებ ლევანს დაველოდოთ!?ამდენი გამაყუჩებელი... ვერ გაუძლებ ?
- ტელეფონი მათხოვე დავურეკო-ხელი გამომიწოდა.უკვე 10 წუთია ლაპარაკობს და ეჭვი მეპარება ლევანს ელაპარაკებოდეს, მერე ისევ მიტოვებს ტელეფონს და გარეთ გადის.
არ ვიცი რა ხდება ან რა მოხდა მაგრამ საშინელ ხასიათზეა.ფანჩატურში ზის უკვე კარგა ხანია და თითქოს არ სუნთქავსო .გასვლას ვაპირებდი ლევანის მანქანა რომ შემოვიდა ეზოში და გვერდით მიუჯდა .ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ გაცხარებით კამათობდნენ.ცოტა ხანს დაველოდე და მერე ყავით ხელში გავედი.იმხელა ხმაზე საუბრობდნენ ,კართან ახლოს შევჩერდი ….
-არ ხარ მართალი, არც მამაშენთან არც მამაჩემთან…წარმოგიდგენია ამ ასაკში რომ გაიგოს რაც დაგემართა რა მოუვა კაცს?!
- არ უთხრა და ვერ გაიგებს რა შე**ცი- გაქვავებული ვისმენდი და ვეღარ გამეგო სად წავსულიყავი.მაინც ვამჯობინე ეზოში გავსულიყავი
-გამარჯობა -მაგიდაზე ყავა დავუდე ორივეს.
- როგორ ხარ სოფო? ავადმყოფისთვის საღამოს ყავა არ შეიძლება-ხელიდან ააცალა დემეტრეს.
- სუნთქვა შეიძლება ექიმო?- გაბრაზებული წამოდგა- ავალ ზევით დაგელოდები!- დაუბარა ლევანს და სახლში შეტრიალდა.
- სოფო თბილი წყალი გამიმზადე რა
- კარგი.ლევან ორი დღეა ბევრ გამაყუჩებლებს სვავს, ვიცი რომ ეს გულისთვუს საზიანოა , იქნებ დაელაპარაკო.
- ვიცი …არ იმჩნევს თორემ ძლიერი ტკივილები აქვს, ისიც მიკვირს ფეხზე როგორ დგას-წასვლას აპირებდა კიდევ ერთხელ რომ შევაჩერე
- რომ დავბრუნდებით რამე -
ემუქრება…ანუ ვინმეს მისი მოკვლა უნდა?- მართლა ძალიან ვნერვიულობდი, ვიცოდი რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა და პასუხსაც არავინ მცემდა.
- ბევრ ფილმებს უყურებ? - სიცილით მკითხა- არაფერი ემუქრება თუ თვითონ არ მოძებნის შარს.
- კარგი შევალ წყალს გაგიმზადებ.
სამზარეულოში შევედი და თან მოსმენილზე ვფიქრობდი.აზრი ვერ გამომქონდა , რა შუაში იყო ლევანის მამა ან მამამისი.ვიცოდი რომ მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა, თუმცა მეტი მის ოჯახზე ვერაფერი გავიგე, დათოც არაფერს ამბობდა არადა ჩემნაირ ცნობისმოყვარეს მეორეს ვერ ნახავს ადამიანი.
საუზმის შემდეგ ლევანიც წავიდა და მეც დასაწოლად ავტრიალდი.მიუხედავად იმისა რომ თითქმის ტყეში ვართ მაინც ვერ დავიძინე, მაინც ჩახუთული ამინდი იყო.მერე აუზთან გაბმული ჰამაკი გამახსენდა და იქ ჩავედი თან ჩემი ნაყინის ყუთიც გავიყოლე . იქვე შეზლონგზე გაწოლილ ჩრდილს რომ მოვკარი თვალი ერთი კარგად შევკივლე
- რა გაყვირებს სოფი, გული გამიხეთქე - სიცილით გამომეპასუხა.
- მეგონა გეძინა? - გუზე ხელი მივიდე-ღამის სამი საათია?!
- მერე ?შენი ძილის დროა- გამიცინა- შენ რატომ არ გძინავს
- ვერ დავიძინე… ცხელა- მოწყვეტით ჩავჯექი ჰამაკში ჩემი ნაყინიანათ- მიყვარს ზაფხული, მიუხედავად იმისა რომ ცხელა მაინც ჯობია ზამთარს.
- კიდე რა გიყვარს?
- ზღვა , მთა , კიდე ტყე და ნაყინი მიყვარს- გამეცინა- შენ?
- მე სიმშვიდე მიყვარს… მთა და ზღვა მეც მიყვარს ისე- კარგია რომ იღიმის.
- ხო რაღაც საერთო მაინც გვქონია- მეც ავყევი.ცოტა ხანს მიყურა მერე ცაზე აიხედა და დიდხანს ხმას არ იღებდა.ვხვდებოდი უჭირდა რაღაც და ვერ გამეგო მეკითხა თუ არა , ბოლოს მაინც გადავწყვიტე გამერისკა.
- ვიცი რაღაც სერიოზული ხდება და … არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ თუ მომიყვები იქნებ…. მე მოგისმენ და გეფიცები არავის ვეტყვი- უცებ სიცილი დაიწყო, ორ თვეზე მეტია ვიცნობ და მისი ხმამაღალი სიცილი პირველად გავიგონე, გაოცებული ვუყურებდი.
- შენ სიცოცხლეს ასხივებ იცი? რამდენი ხანია ეს სხივი არავისგან მიგვრძნია … ჩემი და იყო ეგეთი , სანამ მამას- მივხვდი მოყოლას აპირებდა, თუმცა არ მინდოდა მისთვის ეს იძულებითი ყოფილიყო.
- თუ არ გინდა … ნურაფერს მეტყვი.
- თუ ნაყინს გამიყოფ მოგიყვები!
- გულახდილი საღამო?
- გულახდილი საღამო- გაეცინა წამოდგა და ჰამაკისკენ წამოვიდა, გაოცებულმა შევხედე- ორივე დავეტევით, ნუ გეშინია არ შეგჭამ- გვერდით მომიჯდა
- ერთი კოვზი გვაქვს - კოვზზე შევახედე
- ნაყინი არ მიყვარს- გაეცინა , მიხარია რომ ჩემზე ერთობა მაგრამ ისედაც ცხელოდა და ვხვდები რომ უკვე ვდუღდები.
- ანუ და გყავთ?- უხერხული სუჩუმის დარღვევა ისევ ჩემს თავზე ავიღე
- დისშვილიც, ელა ჰქვია . ჯერ სამი წლისაა, მაგრამ აქ არ ცხოვრობენ- ტელეფონი ამოიღო და სურათი გახსნა, ქერა კულულებიანი ცისფერთვალება ბავშვი მიღიმოდა ეკრანიდან.
- ძალიან ლამაზია. ქართველს საერთოდ არ ჰგავს.
- მამა ამერიკელი ყავს, მამას გავს - მეგონა გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო , ეხლა კი ეს უემოციო კაცი სითბოს ასხივებდა- მე და ნატა იქ ვსწავლობდით სანამ…სანამ მამას მოკლავდნენ , მერე ერთად დავბრუნდით....დედა პატარები ვიყავით ლეიკემიით რომ დაგვეღუპა.მამა და ბიძა გვზრდიდნენ , მალევე გაჩნდა ლევანიც.მერე მამამ და ზურა ძიამ ერთად ბიზნესი წამოიწყეს, ჩვენც ვიზრდებოდით.ნატა ორი წლით პატარაა ჩემზე ამიტომ ჯერ მე გამიშვეს სასწავლებლად მერე ნატა ჩამოვიდა.ბოლო კურსზე ვიყავი მამა რომ დაიღუპა.
- ძალიან ვწუხვარ, მე… თუ გინდა ნუ გააგრძელებ- ჩემს შეთავაზებაზე გაეღიმა და განაგრძო.
- თბილისში რომ დავბრუნდი გავიგე,რომ სახლის გაქურდვის დროს მოკლეს ,მაგრამ სახლიდან არაფერი წაუღიათ . გინახავს ქურდი რომელიც სახლში შედის, ადამიანს კლავს და სახლიდან არაფერს იღებს?
- იქნებ ვერ მოასწო
- მამას ეძინა სოფი, ღამის ორ საათზე მოხდა…თავის საძინებელში ნახეს მოკლული.საძინებლი კი სახლის ბოლოსაა, ანუ ისე გაიარეს მთელი სახლი არაფერი აუღიათ.
- პოლიციამ რაო? ვერ დაიჭირეს? - მართალს ამბობდა .ნამდვილად საეჭვო იყო მისი მკვლელობა.
- კი…- თავი დამიქნია- ეხლახან გამოვიდა და… ჩემი წყაროებით მოვძებნე , ვნახე და მითხრა ვინც შეუკვეთა მკვლელობა… იცი რა არის ყველაზე საშინელება?- კითხვის ნიშნიანი თვალებით შევხედე- ის რომ მისი სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, არ ვიცი რატომ უნდოდა მამას მოკვლა- თავი ჩაღუნა
- ამისთვის გამოძიება არსებობს დემეტრე, ისინი გაარკვევენ
- ნახევარი წელია არკვევენ და მე დავასწარი მოძებნა… მაგრამ იმ ნაბიჭვარმა ზუსტად იცოდა რომ ვეძებდი
- იმან გესროლა?- თავი დამიქნია- ეხლა რა იქნება?
- სავარაუდოდ უკვე დატოვა ქვეყანა, მაგრამ მაინც ვიპოვნი!
- იქნებ დაანებო თავი და გამოძიებას დაელოდო- თავი გააქნია
- ვერ იპოვნიან ან არ იპოვნიან, ძველი პოლიციელია და წარმოდგენა არ მაქვს რა საქმე ჰქონდა მასთან მამას.
- ბიძაშენი? ის რას ამბობს ?
- რასაც შენ- გაეცინა-გამოძიებას დაველოდო.
- იქნებ იმიტომ რომ უყვარხარ და შენთვის კარგი უნდა?!
- შენ?! შეენც კარგი გინდა ჩემთჰის? რატომ? - კითხვის ესე შემობრუნებას არ ველოდი და სერიოზულად დამაბნია.
- მე.. მე უბრალოდ , რეებს მეკითხები დემეტრე? უბრალოდ არ მინდა რომ მოგკლან
- ხოო? და რატო?
- იმიტომ რომ…..იმიტომ რომ სამსახურს დავკარგავ- ამის თქმა და ხარხარი ატეხა- შენ მე დამცინი? დამცინი- თვალები დავაჭყიტე- ხოდა იცინე მარტომ- წამოდგომა დავაპირე უკან რომ დამქაჩა.
- კარგი ხო … სულ იმას იძახი უჟმური ხარო და ეხლა რა არ მოგწონს! იცი რომ ეს დღეები გამიფერადე ? - ლოყაზე ცერი ჩამომისვა და ეკლებმაც არ დააყოვნა
- ნაყინი არ გინდა ? -ნაყინი მივაწოდე
- არა ნაყინზე მეტად შენთან მინდა… და თან ნაყინი არ მიყვარს- ისედაც მილიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთს და ისიც რომ გაქრა მხოლოდ მისი ცივი ტუჩების შეხებას ვგრძნობდი ჯერ ლოყაზე , მერე ცხვირზე და ბოლოს ტუჩებზე.ემოციებისგან მეგონა გული გამისკდებოდა.ჟანგბადის უკმარუსობამ პიკს რომ მიაღწია მაშინ დაუბრუნდა ჯერ ცხვირს მერე ლოყას და ბოლოს თავი მის კისერში ჩავრგე.არ მეგონა სუნამოს თუ ხმარობდა, არასდროს მიგვრძნია მისგან მძაფრი სუნი, მაგრამ აქ ისეთი სასიამოვნო ცივი სურნელი დამხვდა, მე თვითონაც ვერ მივხვდი როგორ გავბედე და ვაკოცე.ჩემი ეკლები არაფერი იყო მასთან შედარებით.გამეღიმა …მერე ნელა ავწიე თავი და თვალებში ჩავხედე.ჩვეულებრივ ყავისფერ არაფრით გამორჩეულ თვალებში ბევრი ვარსკვლავი კიაფობდა, თუ მე ვხედავდი ესე და მთვარის შუქს ირეკლავდა?!თავი დავხარე მან კი თითით ამაწევინა.
- შენ მე რაღაცას მმართებ… ჩემი სულის სიცარიელეს აცსებ.... ფერებს სძენ და მე ეს მომწონს.მე შენ პირველივე დღიდან მომწონხარ …ჩემგან ასი პროცენტით განსხვავებული ხარ- ცოტა ხანს მიყურა მერე კი - მინდა რაღაც გთხოვო !
- რა უნდა მთხოვო …
- მომეცი შანსი… ჩვენს ურთიერთობას მიეცი შანსი!- გამეღიმა , ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩემს წინ ის დემეტრე იდგა ვინც ორი თვის წინ გავიცანი, საოცრად სიმპატიური, უჟმური აპოლონი.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე მან კი პასუხათ კიდევ ერთი კოცნა მომპარა.- კოცნაში უნდა ვივარჯიშოთ.
- ვერ გავიგე? რა არ მოგეწონა?!- ეს რა ისევ დამცინის? - რა ვთქვი სასაცილო.
- ნუ იბუტები - პატარა ბავშვივით ცხვირზე თითი დამადო-ყველაფერი წინ გვაქვს პატარა-თავი მხარზე მიმადებინა და ჰამაკში ჩავწექით- ნაყინი გალღვა - ნაყინი ვის ახსოვდა , ნაყინინკი არა მეც კარგი დამღვალი ვიყავი .ეხლა მივხვდი რა ამუნჯებდა ლენას.
- რა დროს ნაყინია -მე თვითონ გამეცინა.
- მთელი ღამეა მე ვლაპარაკობ, ეხლა შენი ჯერია , დაიწყე მოყოლა
- რა მოგიყვე?
- მაგალითად როგორი ბავშვი იყავი?- მეც მახსოვს რომ დავიწყე მოყოლა..... მაგრამ როდის ჩაგვეძინა ეგ არ მახსოვს.
რა ჯობია დილას სადაც დათოს როხროხი რომ გაღვიძებს.
- რას როხრორებ ამ დილა უთენია ვერ ხედავ სძინავს!-დემეტრემ დამასწო თვალის გახელა აშკარად.
- კი ვხედავ .ისა და პაციენტი შენ ხარ და აქეთ უვლი?- რა გააჩუმებდა- გააღვიძე დაქალი მოვუყვანე.-იქვე მდუმარედ მდგომ ლენაზე ანიშნა,რომელიც მშვენივრად ვიცი ხვდებოდა რომ მეღვიძა მაგრამ დუმდა.
- სახლში შედით და მოვალთ
- - წამო ლენ, ამათ ჩვენთვის არ სცალიათ,ისე შენც ესე ცელქობ ხოლმე ბესოსთან? - აი მანდ კი წამსკდა ფხუკუნი, კიდევ კარგი უკვე მიმავალმა უთხრა
- ზუსტად ვიცოდი რომ გეღვიძა- ცხვირზე მაკოცა
- მაგის ყბიდან რა ამოვა- სახეზე ალბათ სულ წითელი ვიყავი
- წამო ყავა მოუდუღე და გადაუვლის- სიცილით შევედით ჩვენც სახლში.
- ლენა შენ აქ საიდან- გახარებული გადავეხვიე
- ვიცი რომ გეღვიძა- ყურში ჩამჩურჩულა
- მეც მესმოდა ბესოზე- არც მე დავაკელი
- კარგი ხო მორჩით ხვევნა კოცნებს , დღეს ისედაც ყველა ერთად ვუბრუნდებით სახლებს- ტაში შემოჰკრა დათომ.
საღამომდე ვისხედით , ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ და საღამოს სახლებს დავუბრუნდით.



- რა ეტყობოდა დემეტრეს უჟმურობის? მშვენოერი ბიჭია თავაზიანი, აბა იმას კი არ ჰგავს , მასხარას.ნეტა ვინც მაგას რამე თანამდებობას ჩააბარებს.
- კი როგორ არა, შენ სამუშაოზე უნდა ნახო რა დესპოტია- აივანზე გავიდა კედელზე მიაკაკუნა და დაიკივლა- გაჩერდი თორემ გავგიჟდები- ესე ადამიანს როკი სძულდეს პირველად ვხედავ!
- აი რას ერჩი, ჯერ ცხრაც არაა .უკრავს ხომ არ გცემს
- მაგას მცემდეს მირჩევნია, ხელს მაინც შევუტრიალებდი!- ხელებზე დაიხედა.
- ვაიმე სოფო შენ და შენი წიკები , როგორ მეცოდება შენს ხელში ის ბიჭი- დანანებით გავაქნიე თავი
- ერთ დღეში რანაირად მოგაწონა თავი? თან ისე რომ საკუთარი დაქალი დაივიწყე !-თვალები გადმომიკარკლა.
- არ გაგვიანდება შენ?
- ათზე გამოგივლიო - საათს დახედა და წამოხტა- ვაიმე ლენა ეს საათი გაჩერებულა- კედელზე მიმანიშნა- ოცი უკლია , დავიღუპე - გიჟივით შევარდა აბაზანაში და კარზე ზარის ხმაც გაისმა.ვიცოდი რომ დემეტრე იქნებოდა კარი გავუღე და სახლში შემოვიპატიჟე.ცოტა ხანში პირსახოცშემოხვეული სოფო შემოვარდა სამზარეულოში
- თუ დარეკა უთხარი ხუთ წუთში მზად იქნებაო და ტელეფონი მომაჩეჩა
- კი გეტყობა ჩაცმულობაზე- უკნიდან დემეტრე წამოადგა
- შენ აქ რა გინდა?- სახეზე ფერები გადაუვიდა- ათი წუთი მჭირდება და მზად ვარ.
- კარგი მიდი გელოდები - ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს ზედმეტი ვიყავი აშკარად.ყავა გავუმზადე და კარებზე ზარიც გაისმა
- ვინ უნდა იყოს- მე თვითონ გამიკვირდა - კარებთან არც მეტი არც ნაკლები დათო იყო აყუდებული.
- როგორ ხარ ლენა?- შინაურულად გადამკოცნა და სამზარეულოსკენ დაიძრა- ოხ სიძეს ვახლავართ- რა ეშველება ამ უბედურს-აქ რა გინდა ?
- მე კი არა შენ რა გინდა?
- აქვე ვიყავი და ვიფიქრე ყავას დავლევთქო - მოკალათდა , თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში- სად გყავს სატრფო?
- ემზადება და გავალთ მალე. ლენა რა გამახსენდა , შენი უფროსი ბესო ჯაშია ხო?- ამის თქმა და ყავაზე დასასხმელი წყალი ხელზე გადამესხა
- ვაიმე ხელი - ერთი დაკივლება მოვასწარი და ვინ ცივ წყალს მასხავდა და ვინ ზეთს აღარ მახსოვს ,მაგრამ ხელი სერიოზულად მქონდა დამწვარი.პაემანი არვიცი და დამწვრობის ცენტრში კი ამოვყავით თავი.სახლში შუაღამისას მოვედით და ჩემი სამუშაოც ერთი კვირით გადაიდო.
- რა მოუხერხებელი ხარ- ეს არ უნდა მოკლა?
- შენ მოსაკლავი ხარ მაგრამ გკლაავს ვინმე?- ავიჩეჩე მხრები- არა საიდან მოიფიქრე? რა ბესო ჰა ?რა ბესო გამაგებინე საიდან მოგივიდა აზერად? ბიჭის სახელები დაილია?
- ვაიმე ვიხუმრე ადამიანო!გინდა მე ვეტყვი დათოს სიმართლეს?- ჯერ ტყუილი უთხრა მეც ამიყოლია ეხლა სიმართლეს ეტყვულის და იმის ყბაში მტერი ჩავარდა
- დათოს კი არ ეტყვი სიმართლეს , შენ დემეტრეს ეტყვი რომ სიტყვა არ დაძრას ბესოზე
- კარგი ხო , ვეტყვი. წავედი მე მაგვიანდება სამსახურში.საჭმელი მზადაა გადახვევაზე დათომ მე წავიყვან ჩემი ყავის მოდუღებას შეეწირა მისი სათუთი ხელიო- ესეც რო მე დამცინის
- არ მჭირდება, ხელი დავიწვი ფეხები მშვენივრად მაქვს, მე თვითონ ვივლი- ამაყად ავწიე თავი.
- როგორც გინდა- მაკოცა და წავიდა.
ცალი ხელით რისი გაკეთება შეიძლება , ფეისბუქს მივუჯექი და რაც ეს თვეები უყურადღებოდ მქონდა დატოვებული ყველა პოსტზე ჩემი კომენტარი დავწერე. შუადღისას გავემზადე და ქვევით ჩასულს ისეთი სანახაობა დამხვდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე მერჩივნა.ბატონი ბესო და დათო ერთად იდგნენ და გულთბილად საუბრობდნენ. გაპარვას მართლა ვაპირებდი უცებ ბესარიონის ხმამ რომ გამყინა
- სოფო შვილო როგორ ხარ? ეხლა მოვდიოდი მოსანახულებლად- კი როგორ არა მთელი დასტა საბუთები აქვს იღლიაში ამოჩრილი- აი ესაა ჩემი მარჯვენა ხელი , ჩემი მენეჯერი სოფო გიორგაძე- დათოს სახეზე დიდი თვალები გაუხდა რომ მიხვდა რაც მოხდა. .მერე უცებ ისეთი ხარხარი ატეხა რამის ის საბუთები ვთხლიშე თავში ბესარიონს რომ ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი.
- ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს- გამოვცარი კბილებში
- ეს დათიკოა ჩემი მეგობრის შვილი- რა თქმა უნდა ვერ გაიგო, ვიძახი ყურს აკლია ამ კაცსთქო და სჯერა ვინმეს?
- ვიიცნობ ბატონო ბესო-უფრო ომახიანად ვთქვი- სამწუხაროდ - ეს უკვე ხმადაბლა დავაყოლე
- ჩემი აჩი და დათიკო მეგობრები არიან , აჩისაც მალე გაიცნობ- გამომიჩინა ოქროს კბილი, კარგი კაცია ისე რას ვერჩი-სწორედ მაგიტომ ვარ აქ .შენ რომ გამოხვალ უკვე აჩი დაგხვდება და ეს საბუთები წამოვიღე,რაღაც ხარვეზები იპოვა ჩემმა ბიჭმა- ბედნიერი შემომღიმა, დათოს აღარც ვუყურებდი ბოლოს რომ შევხედე მწვანე ფერი ედო სახეზე, როგორ მინდა სოფო მოვკლა .ეს რა დღეში ჩამაგდო… საბუთები გამოვართვი დავემშვიდობე და უკან ავტრიალდი.რა თქმა უნდა ვაჟბატონიც მომყვებოდა ფხუკუნით უკან სანამ ცხვირწინ არ მივუკეტე კარები.მერე უკვე ხარხარზე გადავიდა.გამწარებულმა სოფოს დავურეკე.
- ეხლა უნდა დამერეკა შენთვის , დემეტრეს ველაპარაკე და შემპირდა…
- აღარაა საჭირო, ეს მომაშორე აქედან თორემ გეფიცები პატრულს წავაყვანინებ.
- ვინ მოგაშორო, რა ხდება ლენა საფრთხეში ხარ? - შეშფოთდა ამერიკასავით.
- საფრთხეში ცოტა ხანში დაგანახებ ვინ იქნება მომაშორე აქედანთქო- ფონად დათოს ხარხარი ერთვოდა ჩემს კივილს- მითხარი რომ შენც გესმის.
- ვინ მოგაშორო ადამიანო ამიხსენი- მეც ვეცადე ამეხსნა მაგრამ მგონი ორ პატრულს გამოვიძახებ, ის იქ კვდება სიცილით
- სახლში არ დაგინახო მოსული- ჩავყვირე ტელეფონში და გავუთიშე.ექიმთან მაგვიანდება, ხელი მეწვის ეს რა დღეში ჩამაგდეს ან ამას ვინ გაუძლებს .ეხლა აღარ უკრავს ის ჩემი ცოდვით სავსე მე რომ მჭირდება ამის ჭიხვინის გადაფარვა.
- ჯამრთელობა უპირველეს ყოვლისა- ჩემს თავს შემოვუძახე.ტაქსი გამოვიძახე,ნაუშნიკები გავიკეთე და მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე.ქვეყანა რომ დაქცეულიყო ვერაფერს ვერ გავიგებდი.წყნარად ავუარე გვერდი დათიკოს სიცილი აშკარად დამთავრებული ჰქონდა და მუცელზე ედო ხელი, გაავარჯიშა ბიჭმა პრესი.დაილოცოს ბლუთუზ ნაუშნიკი სანამ ტაქსამდე მივედი მანამდე ხან პირს ამოძრავებდა,ხან კბილებს კრეჭდა ბოლოს რაც დავინახე მისი გაოცებული სახე იყო მის მანქანას გვერდი რომ ავუარე და ტაქსში ჩავჯექი.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

საუზმე არის დილას,

სადილი არის შუადღეს,

სამხარი არის ნაშუადღევს,

ვახშამი არის საღამოს.

უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა და მეორედ მომიწია ამის გამო გარკვეული ნაწილის წაკითხვა, რომ მივმხვდარიყავი, დღის რომელ მონაკვეთზე იყო საუბარი. რამე კუთხური კილო რომ ყოფილიყო, არ გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ ეს მართლაც ძალიან უხეში შეცდომმაა :(( ცუდად არ მიიღოთ, ჩვენ ყველა რაღაცას ვსწავლობთ ყოველ დღიურად და განვითარების საიდუმლოც ამაშია :))

 


№2 სტუმარი ნი-კე

კიდევ ერთხელ ვიხალისე..joy უჰ კაი იყო...

 


№3  offline წევრი sabrina

სტუმარი ანი
საუზმე არის დილას,

სადილი არის შუადღეს,

სამხარი არის ნაშუადღევს,

ვახშამი არის საღამოს.

უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა და მეორედ მომიწია ამის გამო გარკვეული ნაწილის წაკითხვა, რომ მივმხვდარიყავი, დღის რომელ მონაკვეთზე იყო საუბარი. რამე კუთხური კილო რომ ყოფილიყო, არ გავამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ ეს მართლაც ძალიან უხეში შეცდომმაა :(( ცუდად არ მიიღოთ, ჩვენ ყველა რაღაცას ვსწავლობთ ყოველ დღიურად და განვითარების საიდუმლოც ამაშია :))

უი , ეხლა ვნახე.არ მიმიქცევია ყურადღება :) რა როდისაა ვიცი :) მადლობა რომ შეცდომა იპოვეთ და აქ საწყენი არაფერია♡♡

ნი-კე
კიდევ ერთხელ ვიხალისე..joy უჰ კაი იყო...

♡♡♡♡

 


№4 სტუმარი Ana-maria

მომეწონა და კარგადაც ვიხალისე. წარმატებები

 


№5  offline წევრი OKI ME

უჰ, კარგი იყო ნამდვილად. ბესოს მონაკვედზე მე იმდენი ვიცინე ალბათ დათის სიცილს გადავაჭარბე :დდდ

რომ იცოდე როგორ მაინტერესებს დემეტრეს და სოფოს დაშორების თუ განშორების ამბავიი. ერთი სული მაქვს ეგ თავი როდის დაიდება და კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს, ამდენი ხნის შემდეგ მათი პირველი შეხვედრა როგორი იქნება :P

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო წარმატებები და მალე დაბრუნება ახალი თავით ❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ზოგიერთ მომრნტზე გემრიელად გამეცინა : დდდ ძალიან საყვარლები არიან ❤ ველოდები შემდეგს ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ენე

სალამი, დახმარება მინდოდა მეთხოვა. ამიტომ აქ ვწერ, რაიმე კარგი ისტორიას ხომ ვერ გაუწევდით რეკომენდაციას? რაიმე დიდს და საინტერესოს. ჩემით ვერაფერი ვიპოვე. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.

 


№8 სტუმარი ნი-კე

გამარჯობა..აქ ბევრი კარგი ისტორიააა ..დიდი ისტორიებიდან გამოვარჩევდიი,,დიდი შერიგება"ორი ნაწილისგან შედგება,ასევე ,,პარძალი" და ლიზა კანდელაკის ,,მეორე"..ასევე ,მეჯვარეები ძალიან კარგი ისტორიააამის pdf ვერსიააცაა
error

 


№9 სტუმარი სტუმარი Nestani

Ra magari Tavi iyo Zalian momewona saintereso iyo tan besoze imdeni vicine cudad var ???????????? velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი ენე

უკაცრავად, ლიზა კანდელაკის ,,მეორე''-ს ვეძებ გვერდზე მაგრამ ვერ ვიპოვე სამწუხაროდ. ძალიან მინდა თუ არადა წაკითხვა.

 


№11 სტუმარი გიული

ვაი რამდენს ვიცინი ბესარიოზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent