შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონური რექვიემი (თავი 3)


18-06-2022, 21:46
ავტორი TristA
ნანახია 737

სახლის დატოვებისთანავე, პატარა ეზოში აღმოჩნდენ. ლანტესი გაოცებული შეჰყურებდა იმ დროინდელ სამყაროს. არანაირი გადატვირთული მოძრაობა და უაზარმაზარი კორპუსები. მხოლოდ და მხოლოდ ხასხასა სიმწვანე, რომელიც სავსე იყო ჩიტების ჭიკჭიკით და ბავშვების მხიარული შეძახილებით.
აშკარა იყო, რომ უბრალოდ სოფელში იმყოფებოდენ. ჩალით გადახურული, 20-ამდე ქოხი იდგა მხოლოდ. ჩვეულებრივად, შესაძლოა ითქვას- დაძენძილი ტანსაცმილით, მოსილი გლეხები მიწებს ამუშავებდენ. შედარებით წამოზრდილი გოგონები, სახლის საქმეებს აკეთებენ, ბიჭები კი საქონელს მწყემსავდენ.
აღფრთოვანებული იყო, ამ სილამაზით და უბრალოებით,რომელიც აქამდე არ ენახა. სიამოვნების განცდა ეს ოდენ საძულველმა, მაგრამ მაინც მომხიბლავმა ხმამ დაურღვია:
- საოცრად აღფრთოვანებული ჩანხარ, მოკვდავთა ცქერით, რომელთა მოვალეობასაც- მხოლოდ, მიწის დამუშავება და ხარკის გადახდა წარმოადგენს. - დამამცირებელი მზერით გადახედა, ჯერ მომუშავე გლეხებს შემდგომ კი მის თანამგზავრს.
- ამ ამპარტავნობის გამო, გეძინა 700 წელი, შენ კი მაინც ზემოდან უყურებ მათ. - შეუღრინა ჭაბუკმა.
- ვატყობ, საუბარი შენს ძლიერ მხარეს წარმოადგენს, მაგრამ გონების გამოყენება არა! - გაიცინა დაინამ - მაგრამ, ეს მომწონს. ჩემი არ გეშინია, ვატყობ შენთან არ მოვიწყენ.
- ნეტა იგივეს თქმა შემეძლოს! - ამოიოხრა ლანტესმა და წინ წავიდა.
მიდიოდა და უყურებდა, რაოდენ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდენ. აქამდე რამდენჯერ უნატრია, წარსულში ცხოვრება. ვერ იტანდა ქალაქის ჩახუთულ, სიბინძურით გაჟღენთილ ჰაერს. ასევე ვერ ეგუებოდა, რუტინულ ცხოვრებას რომელიც ახრჩობდა. ყველაფერს დათმობდა ამ სიმშვიდისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში არც თანამგზავრი მოსწონდა და არც ოჯახის წევრების მიტოვება არ სურდა. აღიზიანებდა ქალის სილამაზე, რომელიც იზიდავდა.
მაგრამ, მასში არსებული სიბოროტე,
ყველა გრძნობას აბათილებდა. ჩაფიქრებულს, ყვირილის ხმამ დაურღვია მყუდროება, გაოცებულმა შეიხედა ხმის ეპიცენტრისკენ. სანახაობამ კი გული დაუმძიმა:
დაინას დანახვისთანავე, გლეხებს მუხლი მოეყარათ და მოწყალებას თხოვდენ, იქვე ერთ გლეხს(საქციელიდან გამომდინარე სოფლის თავს) 2 წლამდე ბავშვი, დაინას ფეხებთან დაესვა და თავდახრილი, ძლივს გასაგონი ლუღლუღით ესაუბრებოდ, ქალბატონს
- თქვენო აღმატებულებავ, წყვდიადის აჩრდილო, გთხოვთ მიიღეთ ძღვენად, ამ ჯერ კიდევ უმანკო ბავშვის: სისხლი, ხორცი და სული ნიშნად პატივისცემისა - კანკალით ესაუბრებოდა, ჭაღარა შერეული მოხუცი.
- რაოდენ ძლიერადაც, არ უნდა მსურდეს ეს, აქ ამისთვის არ მოვსულვარ. მომაშორეთ თქვენი ნაშიერი - ზიზღით ამოისისინა ბგერები და ლანტესისკენ წავიდა.
ლანტესს სახეზე გაკვირვებაა გამოესახა, მაგრამ ხმა მაინც არ ამოუღია. ფეხის თრევით მისდევდა, ქალს რომლიც არავის ჰგავდა, მის სიბოროტეშიც იყო რაღაც გასაოცარი, რაც შიშთან ერთად ინტერესის გრძნობას უჩენდა. ყოველთვის გამორჩეული ბავშვიი იყო. არავის ჰგავდა, როდესაც სხვა ბავშვები ზღაპრებს ისმენდენ- პრინცესებზე და პრინცებზე, ის ბებიის კალთაში ჩასკუპებული, დაინას ისტორიებს ისმენდა.
უყურებდა, წინ დინჯად მოსიარულე, საშუალო სიმაღლის ქალს, რომელსაც შავი, ტალღოვანი თმა ჩამოჰყროდა ზურგზე. ტანის ნაზი რხევა, მსუბუქ სიოსთან ერთად, თმებს მომნუსხველად ასრიალებდა მის მხრებზე, ხოლო წითელ აბრეშუმის კაბას, ფოთლებზე ნაზად მიასრიალებდა. ლანტეს წამიერად გაუჩნდა აზრი: " იქნებ ლედი დაინა, სწორედ ის დაინა, ვის გაცოცხლებაზეც ოცნებობდა?" თავი წამიერად გაარხია, უადგილო ფიქრების მოსაშორებლად, ქალს დაეწია და ჰკითხა:
- სად მივდივართ - თან გარემოს ათვალიერებდა, საკმაოდ გრილოდა, მიწაზე კი ფოთლების ხალიჩა დაგებულიყო. უთუოდ შემოდგომა იყო, მაგრამ სულ ცოტახნისწინ, ჯერ კიდევ სოფელში . გაზაფხულისთვის დამახასიათებელი სითბო და სიმწვანე იყო. ფიქრებისგან გართულმა ეს სხვაობა, მხოლოდ ახლა შენიშნა.
- ზამთრის სამეფოში-მშვიდად მიუგო გოგონამ, რომელიც აშკარად ტკბებოდა ამ სანახაობით.
- არ მინდა შეგაწუხო, მაგრამ შეგიძლია ამიხსნა ეს როგორ? - ხელით მიუთითა გარემოზე
- შენ ირლანდიაში ხარ, მაგრამ არა იმ ირლანდიაში რომელზეც შენ ფიქრობ. ეს 10 დიდი სამყაროდან ერთ-ერთია, ანუ არა ქვეყანა არამედ სამყაროა, ხვდები? - ბიჭს შეხედა, რომელმაც თავი დაუქნია მაგრამ, სახე საპირისპიროს ამბობდა.
- კარგიი, უკეთ აგიხნი - არსებობს 10 სამყარო: თითოეულს კი საკუთარი 12 სამეფო გააჩნნია. 10 სამყაროდან, თითოეულში სხვადასხვა რასის ხახლი ცხოვრობს.
1. ელფები
2. ფერიები
3. დრაკონები
4. ვამპირები
5. ჯადოქრები
6. გნომები
7. ნიმფები
8. ადამიანები(სამყარო საიდანაც შენ მოხვედი)
9. მაქციები
10. დემონები/ანგელოზები
თითოეულ სამყაროს შორის- ძლიერი, უჩნარი კედელია აგებული. რათა 4 მსოფლიო ომის შემდეგ, სიმშვიდე დასადგურებულიყო. კედელი 10 სამეფოს წინამძღოლების, მიერ შექმნილი შელოცვით აიგო, აქედან გამომდინარე მისი დანგრევა შეუძლებელია. თუმცა არსებობს ორი, გზა. 1-ლი : თითოეული სამყაროს მეფე კვლავ გაერთიანდეს ან ღვთაებრივი ძალა გამოიყენონ- აქედან გამომდინარე ეს შეუძლებელია, რაც შეეხება იმას თუ სად ვართ ირლანდიაში, პირველ სამყაროში კერძოდ კი მეორე სამეფოში.
ჩვენთან სამეფოები ასეა დაყოფილი:
1. ზამთარის სამეფო
2. გაზაფხულის სამეფო
3. ზაფხულის სამეფო
4. შემოდგომის სამეფო
5. ცეცხლის სამეფო
6. მიწის სამეფო
7. წყლის სამეფო
8. ჰაერის სამეფო
9. მზის სამეფო
10. მთვარის სამეფო
11. ღამის სამეფო
12. დღის სამეფოს
13. ევალიონი (დედაქალაქი)
ზუსტად ადამიანების მსგავსები, მხოლოდ ალქაჯები არიან . სხვა სამეფოების წარმომადგენლები განსხვავდებიან, ზოგი ძალიან, ზოგიც არა. თითოეულ სამეფოს ლორდები მართავენ, ხოლო ევალიონს მაღალი მეფე - თხრობა დაასრულა თუ არა, მოსმენილისგან გაოცებულ ბიჭს შეხედა
- მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ადამიანები ვარსებობდით, თანაც შენ ხომ ალქაჯი ხარ ელფების სამყაროში როგორ მოხვდი? - ძლივს ამოიღო ბიჭმა ხმა
- მე შექმნილი ვარ, ნახევრად ელფი ნახევრად ალქაჯი. ამიტომ მაქვს წვეტიანი ყურები, მაგრამ მუქი კანი - კვლავ დაუბრუნა პასუხი.
- ახლა გასაგებია, იმ "ადამიანებს" რატომ ქონდა ზედმეტად მკრთალი კანი და გრძელი ყურები - ჩაფიქრებულად წამოძახა ბიჭმა
- ისინი ადმაიანები კი არა ელფების, დაბალი ფენა არაინ - ღრენით წარმოთქვა დაინამ
- შეგიძლია შენზე რაიმე მიამბო? - ინტერესით ჰკითხა ბიჭმა
- ელფების სოფელში დავიბადე, ზედმეტად განვსხვავდებოდი მათგან, ამის გამო მახინჯს მეძახდენ, ჩემი კი ყველას ეშინოდა. ჩემს მე-16 დაბდების დღეზე სახლიდან გავიქეცი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც საზღვრები არ არსებობდა, მაშინ ელფის ძალა გამოვიყენე და განლევით ალქაჯთა სამეფოში აღმოვჩნდი. ალქაჯთა სამეფოს ლორდმა, ძალები და ნახევრად ალქაჯობა მიბოძა. ასე გავხდი ხიდი ალქაჯებსა და ელფებს შორის. სიცოცხლის მე-1000 წელს, ჩემი ძალების და სისასტიკის გამო დამაძინეს 700 წლით.ადამიანთა სამყაროში გადამმალეს. საბოლოდ შენ გამომაღვიძე, მაგრამ არ ვიცი როგორ. - თხრობა დაასრულა და დაძინება გადაწყვიტა.

ერთი ხელის მოსმით, კარაავი აგო ორისთვის და დაძინება გადაწყვიტა. შევიდაა დაწვა და მოკუნტული გაიტრუნა, მალე კი მორფეოსი სამყაროში გადაეშვა, ლანტესი კი კვლავ ნაამბობზე ფიქრობდა.


ძალიან დიდი მადლობა, იმ ადამიანებს ვინც კითხულობთ. ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევთ.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგი თავი იყო წარმატებები , თავები გაზარდე ოღონდ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent