შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრიდა..


18-03-2020, 14:42
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 353

ცრიდა.. ცრემლები წვიმად მოგორავს,
მიწას მოკვდავთა აცვივა ფერფლი..
იდგა ქალაქი.. როგორც გორგონა..
სანამ პერსევსის დაეცა მეხი..

ტიროდნენ ზღვაში ნოზები,
და სევდა მათი ქალაქს აწვიმდა..
გაფრინდნენ ჩემი ანგელოზები,
რათა დაიწყოს ჯვარცმა თავიდან..

ვეღარ უძლებდა მიწა სატანჯველს,
სიცოცხლეგაცლილ მოკვდავთა არსი,
დააბიჯებდა უხმოდ სიკვდილი,
თან დაჰყვებოდა სურნელი ანწლის..

იყო დუმილი.. დუმილი კრავთა..
იყო დედათა გოდება თეთრი..
ახსენეს ღმერთი.. მაინც.. მოკვდავთა..
თვით უღმერთოთაც ახსენეს ღმერთი..

არ უყივლია ერდოზე მამალს..
და მაინც.. სადღაც ტიროდა პეტრე..
ვერ მიხვდა ხალხი საფიქრალს მთავარს..
გაახსენებენ არადა ერთ დღეს..

ცვიოდა ციდან სუდარად ფიფქი..
და გაბნეული ტიროდა ვერცხლი..
ჩვენ ბევრი ვაცვით ჯვარს უკვე სიტყვით,
ჩვენი ღმერთივით თან.. არაერთგზის..

ცრიდა.. პატარა წამით მოგონდა,
და მიაბარა ოცნება უფალს..
დუმდა ქალაქი.. როგორც გორგონა
თავმოკვეთილი ჩაემხო ჩუმად..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰაიკო
Magari leqsia.


ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში იმიტომ რომ სულ კითხულობ ჩემს ლექსებს და მერე იმიტომ რომ ასე მოგწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent