ფარვანა ( 7 )
როგორღაც იპოვა საკუთარ თავში ძალა რომ შებრუნებულიყო და მისთვის თვალი გაესწორებინა, მის წინ იდგა, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, შავ ჯინსის შარვალში და თეთრ რამდენიმე ღილზე ჩახსნილ, იდაყვებამდე სახელოებ აკეცილ თეთრ პერანგში გამოწყობილი, ცალი ხელით მაგიდას ეყრდნობოდა მეორე ხელის თითებს ნერვიულად დაატარებდა არეულ თმაში და ქვედა ტუჩს კბილებით იწვალებდა, მისი ასეთის დანახვამ გააკვირვა, უნებურად გაეღიმა, კაცი რომელიც საშიშ მონსტრად ჰყავდა წარმოდგენილი ახლა მის წინაშე პატარა ბიჭივით დაბნეული იდგა და აშკარად არ იცოდა როგორ უნდა გაეგრძელებინა საუბარი, არ იცოდა რატომ მაგრამ საშინლად იზიდავდა და მის შავ თვალებში აცეკვებული ნაპერწკლების დანახვისას საიდანღაც უცაბედად მოვარდნილ სურვილს რომ ჩახუტებოდა, მისი ძლიერი სხეულის სითბო ეგრძნო, ცხვირი მის ყელში ჩაერგო და ღრმად ჩაესუნთქა მისი საოცარი სურნელი, ვერაფერს უხერხებდა, თვალი მის თითქოსდა ძლივშეკავებული ღიმილისგან ოდნავ აპრეხილ ტუჩის კუთხეზე გაუშტერდა და გაუცნობიერებლად მოიტარა ენა გამშრალ ბაგეებზე, დაბნეულობის მიუხედავად არ გამოპარვია როგორ შეეცვალა სახე ლუკას... - მაპატიე თუ ხელს გიშლი, -ხრინწგარეული ხმით ჩაილაპარაკა და წასასვლელად შებრუნდა. - მოიცადე, -რომ გეკითხათ ვერ გეტყოდათ საიდან მოიკრიბა გამბედაობა იმისთვის რომ მხარზე შეხებოდა და შეეჩერებინა, გაკვირვებულმა გადმოხედა ლუკამ. - მაპატიე, მე უბრალოდ დავიბენი და ვერ გიპასუხე, აქ არ გელოდი, არ მეგონა რომ სტუმარი რომელსაც ნიკოლოზი ელოდა შენ იქნებოდი, -ათრთოლებული ხმით საუბრობდა და ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში, უყურებდა ლუკა თვალებდახრილს, მხრებაწურულს, ლოყებშეფაკლულს და შეეძლო დაეფიცა რომ ასეთი სილამაზე არასოდეს ენახა. - თუ ჩემი აქ ყოფნა დისკომფორტს გიქმნის შემიძლია წავიდე, -უთხრა და წამსვე მის გაოცებისგან გაფართოებულ თვალებს შეეფეთა. - არა, მე რატომ უნდა მაწუხებდეს შენი აქ ყოფნა, თანაც მეც შენსავით სტუმარი ვარ... - ჰო მაგრამ არ მინდა რომ თავი უხერხულად იგრძნო. - უხერხულად მაშინ უფრო ვიგრძნობ თავს თუ ჩემს გამო წასვლას იფიქრებ, -ამჯერად უფრო მტკიცე იყო ლილიას ხმა და მზერაც არ აურიდებია. - ჰოდა თუ ასეა მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი, -ლუკას გაეღიმა და მისი ღიმილის დანახვისას ლილიამ მუხლებში ისეთი სისუსტე იგრძნო, მაგიდის კიდეს რომ არ ჩასჭიდებოდა ალბათ იატაკზე აღმოჩნდებოდა გაშხლართული. - ღიმილი გიხდება, -ისე წამოსცდა მის ტუჩებს თავადაც ვერ მიხვდა, როცა გაიაზრა რაც თქვა, სირცხვილისგან სახე გაუხურდა და ლოყებზე აიფარა ხელები, ლუკამ მისი მდგომარეობა არ შეიმჩნია ისე გაუწოდა ხელი. - მაშინ როცა ოფისში შევხვდით არცთუ ისე კარგად დავიწყეთ ურთიერთობა ასე რომ თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი. - მე ლუკა ჟღენტი ვარ. - ლილია ცინცაძე, -ხელი შეაგება და მისი შეხებისას სხეულში დავლილი უცნაური იმპულსების გამო შეკრთა, მაგრად ჩასჭიდა ლუკამ თითები და უფლება არ მისცა მოშორებოდა, უფრო მეტად მიიზიდა ახლოს, ხელებს ვერ იმორჩილებდა ისე უნდოდა სახეზე შეხებოდა, მისი ნაზი კანი შეეგრძნო, მის თმაში აეხლართა თითები, ოდნავ ბაგეგაპობილი ღრმად სუნთქავდა და მზერას არ აშორებდა მის აფორაჯებულ სახეს და გაფართოებულ თვალებს რომლებშიც აშკარად იკითხებოდა, გაურკვევლობა, შიში, სურვილი და... - ხელს ხომ არ გიშლით? -ნინის მხიარული ხმა სახიფათოდ დამუხტულ გარემოში სამაშველო გემის საყვირივით ჩაესმა ლილიას, სწრაფად გამოსტაცა ხელი ლუკას და მაგიდას ზურგით აეკრა. - არა ხელს არ გვიშლი, უბრალოდ შემოვედი რომ მეკითხა ლილია როგორ იყო, გავალ ნიკოლოზსს დაველაპარაკები, -მშვიდად ჩაილაპარაკა, გასვლამდე შემობრუნდა ლილიას თვალი ჩაუკრა და უცნაურად გამხიარულებულმა დატოვა იქაურობა. - აქ რა ხდება რა გჭირს, რა სახე გაქვს, რა გითხრა? -ნინი ერთ ადგილზე გაშეშებულ მეგობარს ეცა. - ჯანდაბა, ახლა მოვკვდები, -სახეზე ხელები აიფარა ლილიამ იატაკზე ჩაჯდა და მუხლებზე შემოიჭდო გამხდარი მკლავები, მაშინვე გვერდით მიუჯდა ნინი და გამომცდელად შეხედა თვალებში. - არ მეტყვი რა გჭირს? ისე კაცმა რომ თქვას კი ვხვდები მაგრამ მირჩევნია შენ მითხრა. - არ ვიცი რა მჭირს და შენ რა უნდა გითხრა, ლუკა მაგიჟებს, იმ დღის მერე რაც პირველად ვნახე მასზე ფიქრებს ვერ ვიშორებ თავიდან, ახლა კი... ახლა... - ახლა რა? -ნინიმ ეშმაკურად ჩაიცინა და ათრთოლებულ მხრებზე მოხვია ხელი. - ისე მელაპარაკებოდა, ისე მიყურებდა, ხელი რომ ჩამოვართვი... - გრძნობ რომ მოსწონხარ მაგრამ არ გჯერა, ასეა? - ამაზე უკეთ მეც ვერ ვიტყოდი, -საცოდავად ამოისლუკუნა და მხარზე მიაყრდნო თავი. - მეც ასე ვფიქრობ, მგონი მართლა მოსწონხარ. - კარგი რა, ეს შეუძლებელია, ის ისეთი სხვანაირია, ისეთია რომ უბრალოდ ვშტერდები როცა ვუყურებ, მინდა რომ... - გინდა რომ ჩაეხუტო და აღარასოდეს გაუშვა? ცოტნეზე ასე არასოდეს გილაპარაკია. - ცოტნე არ მიყვარდა ნინი, ხომ იცი რომ არ მიყვარდა. - რისი თქმა გინდა რომ ლუკა გიყვარს? - არ ამის თქმა არ მინდოდა, შენ... მე... რას აკეთებ რა ჯვარედინი დაკითხვა მომიწყვე, -გაწიწმატებული წამოხტა ფეხზე და დოინჯშემოყრილი ზემოდან დააცქერდა მხიარულად მოკისკისე მეგობარს. - კარგი რა ლილ, ყველაფერი აშკარაა, სახეზე გაწერია რომ მოგწონს. - ამას ნუ მეუბნები, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა, ცოტნე ახლახანს დაიღუპა, ის ცოტნეს მეგობარია და თანაც მან არ იცის... მან არაფერი არ იცის... - რას გულისხმობ, -ნინი გვერდით ამოუდგა და სევდიანი მზერა მიაპყრო თვალებაწყლიანებულ ლილიას. - მან არ იცის რა შემემთხვა, შენი აზრით როცა გაიგებს... - შენ რა სულ გაგიჟდი? ჯერ ისიც არ მესმის ეს ყველაფერი რატომ დამალე და პოლიციაში რატომ არ განაცხადე და ახლა იმაზე ნერვიულობ ლუკა თუ გაიგებს რას იტყვის? აქ შენ ხარ მსხვერპლი და არა ის მანიაკები, იქნებ იმის გეშინია რომ აღარ მოეწონები თუ გაიგებს რომ გაგაუპატიურეს, -ლილიას თითები უხეშად მოიცილა ტუჩებიდან და მისი შეშფოთებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გააგრძელა... - ყველაფერი თავის დროზე უნდა გეთქვა, ახლა ღმერთმა იცის რა ხდება, პოლიციას ცხედრები არ უპოვია, ის ალქაჯი საეჭვოდ არის გაყუჩებული შენ კი საერთოდ რაზე ფიქრობ? - გეყოფა, გეყოფა ბოლოს და ბოლოს, -გაავებულმა დაარტყა ხელი მაგიდაზე, -საკმარისია, ისედაც ყოველ ღამე იმ წყეულებს ვხედავ სიზმრებში და შენ მაინც ნუღარ მახსენებ, ყოველ ღამე, ყოველ ღამე მოდიან და ყველაფერს თავიდან განვიცდი, ისევ და ისევ, ყოველ შეხებას თავიდან ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ მეხება მათი ბინძური ხელები სხეულზე... - არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, -ნინი ორივე ხელით მოეხვია სახე მის თმებში ჩარგო და მაგრად დახუჭა თვალები, -მაპატიე რომ გაიძულე ამ ყველაფერზე გეფიქრა. - ჰოო, ამ ყველაფრის მერე ნუ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ არ მინდა ვინმემ იცოდეს იქ რაც მოხდა, საკმარისია, ლუკასთან დაკავშირებით ისედაც ზედმეტი ოცნების უფლება მივეცი თავს, დარწმუნებული ვარ ჩემზე არც თუ ისე კარგი შეხედულება აქვს და ახლა თუ მიხვდება რომ მომწონს, წარმომიდგენია რას იფიქრებს, მე ქმარი მყავდა რომელიც ახლახანს დაიღუპა და რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო, არასოდეს, არასოდეს არ უნდა გაიგოს იმის შესახებ რომ მომწონს გესმის? - კარგი როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე იქნება, ხომ იცი ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გულს გატკენს, ჩემი ხომ გჯერა. - რა თქმა უნდა მჯერა სულელო, -ნინის სახე ხელებში მოიქცია და ლოყები დაუკოცნა. - თუმცა დარწმუნებული ვარ შენ საერთოდაც რომ არ უთხრა ისედაც მშვენივრად ხვდება რომ მოგწონს, გრძნობებს საერთოდ ვერ მალავ, ყველაფერი სახეზე გაწერია ლილ. - - - - - - - - - - - - აბა რას მეტყვი? -ნიკოლოზი ვერანდაზე მოწნულ სავარძელში მჯდარ ლუკას მიუჯდა გვერდით რომელიც კარგა ხანი იყო ხმას არ იღებდა სივრცეში იყურებოდა და დროდადრო იღიმოდა. - რამე მკითხე? -როგორც იქნა გამოერკვა და აციმციმებული თვალებით გაღიმებულმა გამოხედა. - რა გკითხე და როდის მივდივართ ლოცვის აღსავლენადთქო. - რა ლოცვის, -გაოცებულმა აახამხამა გრძელი წამწამები. - ლილიას სახელზე ლოცვა უნდა აღვავლინო, როგორც იქნა ვიღაცამ მოახერხა შენი გაღიმება, -თეატრალურად აღაპყრო ხელები და თვალები ზეცისკენ ნიკოლოზმა და პირჯვარი გადაიწერა. - მასხარა ხარ ამხელა კაცი, -ისე თბილად თქვა თვითონაც გაუკვირდა საკუთარი თავისგან, მართლაც სხვანაირი იყო ნიკოლოზი, ახლა უკვე უკვირდა ამდენ ხანს რატომ არ ჰქონდა მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა როგორიც ცოტნესთან ჰქონდა. - ჰო მართლა რა მოხდა ილაპარაკეთ? -აშკარად კვდებოდა ინტერესით და ლუკამაც აღარ დააყოვნა. - მხოლოდ მივესალმე თუმცა ესეც საკმარისი იყო იმის გასაგებად რომ მოვწონვარ, თუმცა რაღაც მაფიქრებს, ვხვდები რომ მორცხვი და მორიდებულია თუმცა რაღაც აბრკოლებს მაგრამ ვერ ვხვდები რა, ალბათ ის რომ ცოტნე ჩემი მეგობარი იყო, შენ რას ფიქრობ? - ალბათ ცოტნეს ფაქტორიც არის თუმცა ვფიქრობ ამაზე უფრო სერიოზული რაღაც ხდება, რაჭაში რაღაც მოხდა რასაც არ ამბობს, ნინიმ იცის თუმცა არ მეუბნება, იქიდან ძალიან შეცვლილი ჩამოვიდა, ადამიანს აღარ ჰგავდა, რამდენიმე დღე ხმას არ იღებდა და საჭმელსაც კი არ ჭამდა, ღამით ნორმალურად ვერ ძინავს და კოშმარები ესიზმრება... - ასეთი რა უნდა მომხდარიყო? -კბილი კბილს დააჭირა, ყბები დაეჭიმა და მოიღუშა, იმის გაფიქრებაც კი გულს უკლავდა რომ ლილია ასე ცუდად იყო. - რა უნდა გავაკეთო? შეიძლება დამცინო მაგრამ ასეთ ურთიერთობებში არც თუ ისე დიდი გამოცდილება მაქვს, იქნებ მირჩიო... - პირველ რიგში დამშვიდდი, -ნიკოლოზმა მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი, ბავშვივით ალუღლუღებულ ლუკას, -მასთან სისწრაფე არ გამოგადგება, მოთმინება გმართებს, აჩვენე რომ მისი მტერი არ ხარ, აჩვენე რომ შეუძლია გენდოს, რომ შეუძლია დაგეყრდნოს და შენი იმედი ჰქონდეს, დანარჩენი ყველაფერი თავისთავად მოვა, აი ნახავ თუ ასე არ იქნება... - მეთამაშეთ რა, -ცოტნემ შეაწყვეტინათ გულითადი საუბარი, აუზი უკვე მოეწყინა, საბეხბურთო ფორმა ეცვა, ხელში ბურთი ეჭირა და მხიარულად იკრიჭებოდა. - ახლავე გამოვიცვლი და მოვალ, მე და შენ ვითამაშოთ, ლუკას ნუ შევაწუხებთ, -ნიკოლოზი მაშინვე წამოხტა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა. - შემთხვევით ჩემთვისაც ხომ არ გექნება ზედმეტი შორტი და მაისური, -ლუკას ხმა რომ მოესმა გაოცებული შემობრუნდა. - რა იყო ასე რატომ მიყურებ, ვერ წარმოგიდგენია რომ შეიძლება ლუკა ჟღენტი ფეხბურთს თამაშობდეს? - რა ვიცი რა ვიცი, -ეჭვიანად მოჭუტა თვალები და ცოტნეს გადახედა, -ცოტნე რას იტყვი ვაჩვენოთ ლუკას ვინ არის ფეხბურთის ვირტუოზი? - ვაჩვენოთ, -ცოტნე სასაცილოდ გაიჯგიმა და ლუკამაც სიცილი ვერ შეიკავა. - ლილია მოდი სწრაფად, ჩქარა ჩქარა ასეთ რამეს ყოველ დღე კი ვერ ნახავ, -ნინი ვერანდაზე გასასვლელ კართან იდგა და ლილიას ეძახდა. - რა ხდება? -გულამოვარდნილი ამოუდგა გვერდით. - ამათ შეხედე რა დღეში არიან, -მდელოზე მოთამაშე სამეულისკენ მიუთითა, გამწარებულები დადევდნენ ბურთს, ეტყობოდა უკვე დიდი ხანი იყო რაც თამაშობდნენ, მაისურები გახდილი ჰქონდათ და გაოფლილი სხეულები ჩამავალ მზეზე უბრწყინავდათ, ლილია პირდაღებული უყურებდა ლუკას, ასეთი სრულყოფილი სხეული არასოდეს ენახა, რას არ მისცემდა ახლა მის თმებში თითების შეცურება, მის მკერდზე, განიერ მხრებზე მოფერება რომ შეძლებოდა, მისი ხელები... თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ ეხებიან მისი გრძელი თითები შიშველ სხეულზე როგორ უსირცხვილოდ დათარეშობენ მის ფეხებს შორის, როგორ კოცნის მსხვილი ვნებიანი ტუჩებით მკერდზე, როგორ იქცევს მის გამაგრებულ კერტებს კბილებში და მერე ნელი კოცნებით მიუყვება ქვევით... მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ჩაახველა. - ფრთხილად არ გაიგუდო, -ნინიმ სიცილით გაკრა მხარი. - ჯანდაბა, რომ ვუყურებ ვსველდები, -ჩაილაპარაკა და ნინის ფხუკუნი რომ მოესმა მერეღა გაიაზრა რომ ხმამაღლა თქვა. - ჯობია არაფერი მითხრა, -აწითლებულმა მუქარით დაუქნია თითი და შებრუნდა, -სამზარეულოში წამოდი, მგონი დროა რომ მაგიდა გავშალოთ. - ჰო აბა რა ამ სექსუალური სხეულებიდან ყურადღების გადასატანი ყველაზე კარგი საშუალება მაგიდის გაშლაა, -ჩაიბურტყუნა და ლილიას აედევნა. ვახშამმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ლუკა ყველანაირად ცდილობდა რომ ლილია ზედმეტად არ შეეწუხებინა თუმცა ცოტნე დედას ერთი წამითაც კი არ აძლევდა საშუალებას რომ ლუკაზე არ ეფიქრა, ბავშვი აღფრთოვანებული იყო ახალი მეგობრით - აუ დეე იცი რა მაგრად თამაშობს ლუკა ფეხბურთს, ახალი ილეთებიც მასწავლა, -პირგამოტენილიც კი ვერ ისვენებდა, გაუჩერებლად ტიტინებდა, უხმოდ შესცქეროდა ლუკა თუ როგორ უყურებდა ლილია ცოტნეს, როგორ ეფერებოდა თვალებით, როგორ უღიმოდა და გული ნელ-ნელა ევსებოდა აქამდე მისთვის უცხო სითბოთი. - შენი ტელეფონია, რამდენი ხანია რეკავს, -მხარი გაკრა ნიკოლოზმა და ტელეფონზე ანიშნა. - აა ვერ შევამჩნიე რომ რეკავდა, -ჩაილაპარაკა და დახედა თუ არა უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა წარბები. - რას შეამჩნევდი, თვალს ვერ აშორებ, -თვალით ლილიასკენ ანიშნა და საპასუხოდ საკმაოდ მტკივნეული მუჯლუგუნიც მიიღო გვერდში, ტელეფონი ისევ არ ჩერდებოდა, ლუკა იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა და გასულიყო, რამდენიმე წუთის შემდეგ მოღუშული დაბრუნდა უკან. - მაპატიეთ მაგრამ უნდა წავიდე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა რომელიც დღეს აუცილებლად უნდა მოვაგვარო, -ლილიას გაუსწორა მზერა და ეგოისტურად ესიამოვნა როცა მის თვალებში წყენისა და იმედგაცრუების ნაზავი შეამჩნია. - მეგონა დღეს დარჩებოდი, -გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ნინიმ. - სხვა დროს იყოს, -ხელები გაშალა და გაიღიმა. - ლილ შენც ხომ მიდიხარ და ბარემ ლუკამ წაგიყვანოს რას იტყვი? -ნინის ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, როცა შეატყო როგორ აპირებდა ლილია შეწინაარმდეგებას ანიშნა ხმა არ გაიღოო და ისევ ლუკას მიუბრუნდა, -ლილიას არ უყვარს როცა სხვაგან რჩება ღამით, მე და ნიკოლოზი დღეს აქ ვრჩებით და შენ რაკი ბრუნდები იქნებ შენ გამოგყვეს რას იტყვი? - კარგი, ესე იგი შენ და ცოტნე ჩემთან ერთად მოდიხართ, -ლუკას ხმაში აშკარად იგრძნობოდა ვერდაფარული სიხარული. - არა დეიდას ბიჭი ჩემთან რჩება, ნინიმ ხელი მოხვია ცოტნეს და მიიხუტა, -რას იტყვი, ხომ გინდა ჩემთან დარჩენა? - აუ დეე დავრჩები რა, -ცოტნემ მუდარით შეხედა ლილიას, რომელიც ნინის უცაბედი გამოხტომის გამო ჯერ კიდევ შოკში იყო და ხმას ვერ იღებდა, უხმოდ დაუქნია თავი, და წამოდგა. - იცოდე სახლამდე რომ მიგიყვანს ყავის დასალევად ასვლა შესთავაზე, დანარჩენს შენი ფანტაზია გიკარნახებს, -მხოლოდ მისთვის გასაგონად ჩასჩურჩულა ნინიმ ლილიას, თან ერთი სული ჰქონდა როდის გადაიხარხარებდა. - იცოდე ამას არ გაპატიებ, მოგკლავ, -ჩაისისინა ლილიამ და ლუკას რომელიც ავტომობილის ღია კართან ელოდა ნაძალადევად გაუღიმა. - აბა შენ იცი, -ნინიმ ლამის ძალით ჩატენა მანქანაში. - მაგარი ხარ რა ასეთ რამეს მეც კი ვერ მოვიფიქრებდი, -ნიკოლოზმა ჭიშკარი ჩაკეტა და ღიმილით მოუბრუნდა ნინის. - რას გულისხმობ? -წარბი ასწია ნინიმ და ისეთი სახე მიიღო თითქოს ცოტა ხნის წინ შთამბეჭდავი სპექტაკლი არ გაეთამაშა. - ლილია ლამის ძალით ჩატენე ლუკას მანქანაში, ცოტნეც აქ დატოვე, გინდოდა რომ მარტო დარჩენილიყვნენ? - ვფიქრობ ორივე იმსახურებს ერთ შანსს, -მხიარულად გაიკრიჭა და ნიკოლოზსს გაშლილი ხელისგული გაუწოდა, -დაარტყი. - - - - - - - - - - - - თავს უხერხულად ვგრძნობ რომ გაწუხებ, -ლილიას მუხლებზე ეწყო ხელები, გზას უყურებდა და ყველანაირად ცდილობდა რომ ლუკასთვის თვალი აერიდებინა. - ძალიანაც რომ ეცადო ჩემს შეწუხებას ვერ მოახერხებ, -გულიანად გაიცინა ლუკამ და ქათქათა კბილები გამოაჩინა, -შენ ვერა მაგრამ სხვები კი ახერხებენ, უკმაყოფილოდ დახედა ტელეფონის ეკრანს და კიდევ ერთხელ გათიშა. - რატომ არ პასუხობ? -ლილიამ ლილიამ თავით ანიშნა ტელეფონზე რომელიც არა და არ ჩუმდებოდა. - იმიტომ რომ ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, -საჭეს მთელი ძალით მოუჭირა ხელი და გზას გაუშტერა მზერა. - აქვე ახლოს ძალიან კარგი, მყუდრო რესტორანია, გინდა შევიაროთ? შეგვიძლია თითო ჭიქა ღვინო დავლიოთ და თანაც ჩემს დანაშაულს გამოვისყიდი რომ ასე ადრე მოგიწია წყნეთიდან წამოსვლა, ფაქტიურად მშიერი ხარ, არაფერი არ გიჭამია, -გადმოხედა და ისე გაუღიმა რომ ლილია ლამის სავარძელში ჩადნა, გაუცნობიერებლად დაუქნია თავი და მისთვის თვალი აღარ მოუშორებია სანამ ლუკამ მანქანა რესტორნის წინ არ შეაჩერა. რესტორანში მართლაც რომ სასიამოვნო სიტუაცია დახვდათ, წყნარი მუსიკა უკრავდა და სასიამოვნო რბილი განათება ეფინებოდა დარბაზსს, ლუკამ მყუდრო კუთხის მაგიდა აარჩია და ლილიას დაჯდომაში დაეხმარა. - რას დალევ? ისიც კი არ ვიცი საერთოდ გიყვარს თუ არა დალევა... - წითელ ნახევრად ტკბილ ღვინოს გირჩევდით, მოგეწონებათ ამ რესტორანში ძალიან კარგი ღვინოები აქვთ, -საოცრად ნაცნობი ხმა მოესმა ლილიას და ტანში უსიამოვნოდ გასცრა, ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილმა ასწია თავი, მისი დანახვისას შიშის ცივი ტალღა ჩაეღვარა სხეულში და აცახცახდა, თავზე წითელ, გულამოღებულ საღამოს კაბაში გამოწყობილი, ცოტნეს პირველი ცოლი ლიკა ედგათ და გულითადი მეგობარივით უღიმოდათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.