შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი სიყვარული(თავი 5)


21-06-2022, 07:30
ავტორი Mysteries
ნანახია 1 554

5 თავი
ვიჯექით და ვსაუბრობდით, წარმომიდგენიათ? მე და მაკრინე, ამასობაში კი ნანო და ლევანიც მოვიდნენ, ლევანი აივანზე გამოვიდა გაკვირვებული სახით
-კარგი, მე წავალ, ლევან ტელეფონი ნუ გავიწყდება - ჯიბეზე ანიშნა
-მე და ნანომ ცოტა ხნით გავისეირნეთ
-კარგი, წავალ - დაგვემშვიდობა და წავიდა
-რაიმე გამოვტოვე? - მაკრინეზე მანიშნა
-არა - ვუთხარი და გაღიმებული შევედი სახლში.
-მელი - ჩემსკენ გამოიქცა ნანო
-ნანო - შევხედე
-მარიკომ, ეს წიგნი გამომატანა შენთვის - წიგნს შევხედე, “ქარწაღებულნი” - მითხრა რომ ძალიან უნდოდა თვითონ გადმოეცა მაგრამ ვერ დაიცადა და… რომ გავიზრდები მეც უნდა წავიკითხო - გამეღიმა მის ნათქვამზე - რომ წაიკითხავ მომიყვები?
-რომ გაიზრდები მერე ხომ უნდა წაიკითხო
-ხო,ხო
მე და ნანოს ერთად გვეძინა, ყველაზე მეტად ეს დრო მიყვარს, როცა ნანოს ძინავს ჩემს საწოლში ჩემთან ერთად, მე კი ჭერს ვუყურებ…
დილით, ნანოს ხელები მათვიძებს სახეზე
-ადექი მელი, თორემ დაგაგვიანდება - შემომცქერის დიდრონი თვალებით
-ვდგები.
***
სკოლის შესასვლელთან ვიდექი და ვუყურებდი, თუ როგორ ლაპარაკობდნენ დუდუ და ლილუ, თვალები მათ მოვაშორე, და ლილუს დალოდება დავიწყე
-მელანო - უკნიდან ხმა მესმის - მელანო - ლილუ მიახლოვდება, და ღიმილით დაიწყო საუბარი - 31 სექტემბერს ჩემი დაბადების დღეა, რატომღაც მომინდა რომ ბევრი ადამიანი იყოს, ამიტომ იმედი მაქვს მოხვალ - გამიღიმა ისევ და წავიდა, როგორ შეუძლია ასეთი ლაღი, გულწრფელი იყოს?
-ღმერთო ჩემო მე კი რას ვაკეთებ - ხელები თავზე გადავისვი
ანდრასგან კი “ესემესი” მომივიდა
-“ბოდიში დღეს სკოლაში არ მოვდივარ.მერე მოგიყვები”
-“შენ ეგრე თქვი წინაზეც, მაგრამ არაფერი გითქვამს”
-“ხოდა დღეს მოგიყვები,”ჩაის სახლში” შევხვდეთ 5-ზე კარგი?”
-“კარგი” - “ჩაის სახლი” ადგილი რომელიც ძალიან მიყვარს…
ბოლო გაკვეთილზე ვიყავი, ისევ ყურსასმენები გამეკეთებინა, ამჯერად “სერგი გვარჯალაძის” Artificial love მქონდა ჩართული, ვიგრძენი როგორ დამადგა თავზე ვიღაც
-მელანო - თავზე, ნაცემი ალექსანდრე მედგა, აშკარა იყო რომ სხვა დაზიანებებიც ჰქონდა, სახე ტკივილისგან “დაგრიხვოდა” გაკვირვებული ვიყავი
-რაღაც მინდა გითხრა
-შენ ჩემთან სათქმელი არაფერი გაქვს ამაღლობელო
-დამაცდი? -შემომიღრინა - ბოდიშის მოხდა მინდა
-ორი სიტყვით გეტყვი “უკან გაიკეთე” - გამოვცერი, და სკამიდან წამოვდექი, მასწავლებლის სიტყვებისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, კლასიდან გამოვედი, დერეფანში დუდუ რომ დავლანდე მასთან მივვარდი
-რა უფლებით ცემ ადამიანს და აძალებ ბოდიში მომიხადოს? - ცოტაც და ვიყვირებ
-მელანო, რა გინდა? - შემომხედა დაღლილი ხმით
-რატომ სცემე ალექსანდრე?
-ის სი*ი საცემი იყო, დიდი ხანია მასთან გასასწორებელი მქონდა, ამიტომ…
არაფერი მითქვამს უბრალოდ წამოვედი რა უნდა მეთქვა რომც?
***
სკოლიდან სახლში არ წავსულვარ, სანამ 5 მოვიდოდა, მთელი სამი საათი მთაწიმინდის ქუჩებში დავდიოდი,მომწონდა ქუჩები რომლებზეც მრავლად იყო ძველი სახლები…
საათს რომ დავხედე 4:45 წუთს მიჩვენებდს, ამიტომ დრო იყო “ჩაის სახლის” გზას დავდგომოდი.
ჩაის და ბლინებს ველოდებოდი, როცა კარებში ანდრა დავლანდე, ისიც მაგიდასთან მოვიდა, შეკვეთა მისცა, და მოყოლა დაიწყო
-ერთი ბიჭია - დაიწყო შესავლით - მართლა კარგი ბიჭია, ანდრია ქვია - ამაზე გამეცინა - ნუ იცინი - შემომხედა გაბრაზებით - მაგრამ…
-რა მოხდა?
-ლეიკემია სჭირს - თავჩაღუნული, მესაუბრებოდა
რა უნდა მეთქვა? ყველაფერი კარგად იქნება თქო? როცა სახეზე ეტყობოდა რომ ვერ იქნებოდა, ასეთი იმედ დაკარგული ანდრა არასდროს მენახა. მაგიდაზე დააფებულ ხელს ჩავეჭიდე
-იმედი არ უნდა დაკარგო, ვიცი ძნელია, დიდია შანსი იმისა რომ იმედები რომლებსაც დაამყარებ დაგენგრეს, ნაფლეთებად გექცეს, მაგრამ იმედის დაკარგვაც ცუდია, ძალიან ცუდი, ამიტომ…მყარად იდექი, და არ დანებდე
-იცი რა კარგი ადამიანია? იმის მიუხედავად რომ თმები არ აქვს მაინც სიმპათიურია, და მისი თვალები დღესაც ანათებს,ძალიან ტკივა, მაგრამ მაინც ანთებული იყურება ხოლმე, თავისი დიდი მწვანე თვალებიდან…-გახარებული, ღიმილით მოჰყვა ამბები ანდრიაზე, რომელმაც კარგი წარმოდგენა შემიქმნა მასზე.
-მელანო რაღაცას გთხოვ, ხვალ გაგაცნობ გინდა ანდრიას?
ღიმილით დავუქნიე თავი
-მიყვარხარ - გახარებული წამოდგა და ჩამეხუტა - ყველაზე კარგი რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში
-კარგია რომ გაჩნდი - ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი.
ანდრა წავიდა, მე კი ისევ “ჩაის სახლში”ვიჯექი, ერთ წერტილს მივდტერებოდი, საათს გავხედე, რვა იყო დაწყებული, საფასური გადავიხადე, ჩანთას ხელი მოვკიდე და გარეთ გავედი, გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, და გაჩერებისკენ წავედი, რა საოცარია არა? ანდრას სახეზე ეტყობოდა როგორი ბედნიერი იყო ანდრიასთან, გაბრწყინებული სახით მესაუბრებოდა ანდრიაზე, მიხაროდა ის რომ ის ბედნიერი იყო, და ვიღაცამ შეძლო და გააბედნიერა…
გაჩერებას როცა მივუახლოვდი, მივხვდი რომ სახლში წასვლა არ მინდოდა, ლევანის მივწერე
-“ლევან, ცოტა გვიან მოვალ სახლში”
-“რატომ?”
-“ვიღაცასთან უნდა მივიდე”
-“კარგი, ძალიან არ დაიგვიანო”
-“კარგი”
არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე რომ მაკრინესთან წავსულიყავი, ავტობუსს დაველოდე, და მაკრინესთან წავედი…სადარბაზოში შევედი, ლიფტის ღილაკს თითი მივაჭირე და დაველოდე მის ჩამოსვლას,ვნერვიულობდი…ლიფტის ასვლა ძალიან გაიწელა, როგორც იქნა დიდი რკინის კარის წინ ვიდექი და ვერ ვბედავდი დაზანირებას, ბოლოს მთელიბ ძალა მოვიკრიბე და დავრეკე ზარი…რამდენიმე წამში,კი ზღურბლს უკან ჯიშკარიანი იდგა, გაკვირვებული ვუყურებდი ჯერ კარების ნომერს შემდეგ ბარათზე დაწერილ ნომერს
-მელანო? - ისიც გაკვირვებული იდგა, და შემომყურებდა - აქ რა გინდა?
-რა გასაოცარია და ეგ კითხვა უნდა დამესვა
-დუდუ? Რა ხდება? - გავიგე მაკრინეს ხმა
-სტუმარი გვყავს - ღიმილით ამათვალიერა, მე კი თვალები გადავატრიალე
Რამოდენიმე წამში კი მაკრინე გამოვიდა, დასვრილი ჰქონდა ხელები
-მელანო? - ახლა ის შემომჰყურებდა გაფართოებული თვალებით - რამე მოხდა?
-მაკ შენ მელანოს იცნობ? - სერიოზულიბ სახით ჰქკითხა მაკრინეს
-მაკრინე შენ “ამას” საიდან იცნობ? - ახლა მე დავსვი კითხვა
-ბავშვებო დავიბენი - სიცილიტ გვითხრა მაკრინემ - მელანო შემოდი - თავით მანიშნა,მეც თავაწეულმა შევდგი ფეხი მის სახლში, გასაოცარი რამ იყო, კედლები მოხატული ჰქონდა, თიტქოს ამით თავის ცხოვრებას ჰყვებოდა…
Საბოლოოდ მაგიდის გარშემო ვისხედით მე, ჯიშკარიანი და გაღიმებული მაკრინე
-პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ კარგია რომ მოხვედი მელანო, ცემი სახლის კარი შენთვის ყოველთის ღიაა - გამიღიმა - მელანო, დუდუ ჩემი ნათლულია,6 წლიდან ჩემთან ერთად ცხოვრობს - სევდიანი გაუხდა სახე - დუდუ, ეს კი მელანოა ლევანის შვილი
-ლევანის? - მაკრინემ თავი დაუქნია
Მე კი ვიყურებოდი ისევ გაკვირვებული სახით,და ვხარშავდი ინფორმაციას რომელიც რამდენიმე წამის წინ მომაწოდეს…
-მე ჩაის გავაკეთებ - მაკრინე წამოდგა, და სამზარეულოში გავიდა…
სამარისებული სიჩუმე გამეგებულიყო ოთახში, ხმის ამოღებას კი ვერც მე და ვერც დუდუ ბედავდა…
-ყველგან შენ ხარ - გამიკვირდა, მას შევხედე
-ყველგან მე ვარ - გავიმეორე
-ვერც წარმოვიდგენდი რომ ლევანის შვილი შენნაირი იქნებოდა - ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, და მოუკიდა
-მე ვერც წარმოვიდგენდი რომ მაკრინესთან რაიმე საერთო გექნებოდა, იმის მიუხედავად რომ კარგად არ ვიცნობ - ვუთხარი და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი
-და მაინც მელანო, რა გინდა? - შემომხედა ოდნავ მოჭუტული თვალებით
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი…-ამოვისუნთქე, და დივნის საზურგეს მივეყრდრნი, თავი კი გადავწიე. - შენ რა არაფერი გინდა ამ ცხოვრებისგან? - დაეჭვებით შევხედე
-ყველას უნდა რაღაც, მეც მაქვს სურვილი, მაგრამ არა მგონია სამყარომ ამიხდინოს - სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა, ჩემნაირად მიეყუდა დივნის საზურგეს, და თავი უკან გადაწია, ვაკვირდებოდი მის სახეს, სიმპათიური იყო, იმდენად რომ თვალი გაგიშტერდრბოდა მის სახეზე, მეც გამონაკლისი არ ვიყავი
თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
-მეც მოვედი - ისევ ღიმილით შემოვიდა, დაბალ მაგიდაზე ჩაის ჭიქები დადგა
-მწვანე ჩაია, ვიფიქრე რომ გეყვარებოდა
-მიყვარს - ვუთხარი და ჩაის ჭიქა ხელებში მოვიქციე - კედლები ულამაზესია, შენი მოხატულია?
-ნაწილი ჩემი ნაწილი კი…-დუდუს გახედა, რომელმაც ჩაახველა
-ხატავ? - კითხვით მივმართე
არაფერი უპასუხია
-მაკრინე, საპირფარეშო საითაა? - მაკრინეს გავხედე
-პირდაპირ და მარჯვნივ - ღიმილით მანიშნა კორიდორზე, მადლობის ნიშნად თავი დავუქნიე
როცა საპირფარეშოს კარი უნდა გამეღო, მისი მოპირდაპირე ოთახი ღია იყო, შიგნით შევიხედე, დიდი მუქი ყავისფერი მოლბერტი იდგა, მასზე არსებულ მოლბერტზე კი ლულუ იყო, ნახატზე ლამაზად ჩანდა მისი ზურგი, სახე კი პროფილში, შესანიშნავად იყო შესრულებული ნახატი, ეტყობოდა რომ მთელი გრძნობებით დაეხატა ავტორს.საწოლთან რამოდენიმე ტილო იდო, ყველაზე უკან, ჯანდაბა, ეს ხომ მე ვარ, გაოგნებული მივჩერებოდი ნახატს,როცა უკნიდან ბოხი, გაბრაზებული ხმა მომესმა
-ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება? - მივტრიალდი, დუდუ თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა, სიბრაზისგან კისერზე ერთი ზოლი მოუჩანდა, იმ წამს შემეშინდა
-მე… - დავიბენი


დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და მომიტევებთ პატარა თავს, მაგრამ მეექვსე თავი დიდი იქნება, უბრალოდ მინდოდა მალე დამედო.მადლობა რომ კითხულობთ, პატივისცემით თქვენი Mysteries person




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent