ფარვანა ( 8 )
- ცოტნე არ აღმოჩნდა საკმარისი და მის მეგობარსაც გადასწვდი? ყოჩაღ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთი ჭკვიანი აღმოჩნდებოდი, -მიუპატიჟებლად გამოსწია სკამი, მაგიდას მიუჯდა და გაფითრებულ ლილიას ალმაცერი მზერა შეავლო. შიში თითისწვერებიდან შეუძვრა სხეულში, საოცარი სისწრაფით აუყვა სხეულს, გულამდე მიაღწია და ძლივსღა მფეთქავი ორგანო ცივ მარწუხებში მოიქცია, ერთი ხელით მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა მეორე კი ჭიქას შემოაჭდო რომ როგორმე დაემალა თუ როგორ უცახცახებდა თითები, თუმცა არაფერი გამოუვიდა, გუშინდელი დღესავით გაცოცხლდა მის გონებაში მოგონებები, ის საწოლზე იწვა დაბმული, მის წინ კედელზე დამაგრებული უზარმაზარი ეკრანიდან კი ლიკა უცქერდა და სიამოვნებით უყურებდა როგორ აწამებდნენ მისი შვილები სრულიად უმწეოს და დაუცველს, ახლა კი ამდენი ხნის შემდეგ ისე იჯდა მის გვერდით ვითომც არაფერი, რატომღაც დარწმუნებული ჩანდა რომ ლილია არაფერს იტყოდა, თვითონაც აშკარად არაფრის გაკეთებას არ აპირებდა იმასთან დაკავშირებით რაც ლილიამ მის შვილებს დამართა, ყოველ შემთხვევაში ჯერ ნამდვილად არ აპირებდა, შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ იქნებ მარტო არ იყო და იოანეც მას ახლდა, იცოდა რომ გიორგი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა მაგრამ იოანე... - ნუ გეშინია შენს შეჭმას არ ვაპირებ პატარავ, ყოველ შემთხვევაში ახლა არა, -ლიკამ ცალყბად ჩაიღიმა და მაგიდაზე აათამაშა თითები. ლუკა სუნთქვაშეკრული უყურებდა მის წინ გათამაშებულ სცენას და ლილიას შეშინებულ და გაფითრებულ სახეს თვალს არ აშორებდა, ხედავდა როგორ თრთოდა მთელი სხეულით, ვერ ხვდებოდა რატომ ეშინოდა ასე ძალიან, ცოტნესგან იცოდა რომ ლიკა ლილიას არ იცნობდა და თანაც სულ რაღაც ორი დღეა რაც ლიკა საქართველოში დაბრუნდა, ნეტავ როდის და რა უნდა მომხდარიყო მათ შორის? - გირეკავდი შენ კი არ მპასუხობდი, -ახლა ლუკას მიუბრუნდა ლიკა. - ადექი გავიდეთ, -ლუკა წამოდგა და კარისკენ მიუთითა. - ჯერ ხომ ახლა მოვედი, -ტუჩები გაბუსხა და გაბუტული ბავშვივით თვალების ხამხამით ახედა ლუკას ქვემოდან. - ადექი, -ჩაიღრინა ლუკამ და უხეშად მოუჭირა მხარზე ხელი. - აქ დამელოდე კარგი? ახლავე დავბრუნდები, -ჯერ კიდევ უძრავად გაშეშებულ ლილიას თვალებში ჩახედა თბილად გაუღიმა, მერე ლიკას უხეშად წაავლო ხელი მაჯაზე და თითქმის ძალით წაიყვანა გასასვლელისკენ. ძლივს მოახერხა თავისუფლად ჩასუნთქვა ლილიამ, ყელში მომდგარი ბურთი გადააგორა და ამღვრეული მზერით მოათვალიერა დარბაზი, შეუძლებელია, ისევ ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ახლა როცა იფიქრა რომ მის ცხოვრებაში შესაძლოა რაღაც უკეთესობისკენ შეცვლილიყო აღმოჩნდა რომ იმ ალქაჯს ლუკასთან აქვს ურთიერთობა მისი საქციელით თუ ვივარაუდებთ ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ის ხომ ცოტნეს ცოლი იყო? - რა იდიოტი ვარ, მეც ხომ ცოტნეს ცოლი ვიყავი, -მწარედ გაეცინა ლილიას, ბევრი აღარ უფიქრია, წამოდგა ჩანთას ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, შენობიდან გავიდა , აქეთ-იქით მიმოიხედა და როცა ლუკა ვერსად დალანდა შვებით ამოისუნთქა, მხრებში გაიმართა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა პირველივე ტაქსს დაუქნია ხელი. - - - - - - - - - - - - - - უკვე სახლში ვარ, ცოტნე როგორ არის? დამალაპარაკე რა, -სავარძელზე აიკეცა ფეხები და ღიმილით დააცქერდა ეკრანს. - ცოტნეს არ ცალია, ნიკოლოზთან ერთად ერთობა, მაგრამ შენ რა გჭირს, -ნინიმ შორიდანაც კარგად შეამჩნია მისი ნაძალადევი ღიმილი და ჩაწითლებული თვალები. - რა მჭირს? არაფერიც არ მჭირს, რაღაცას ნუ მოიგონებ ხოლმე, უბრალოდ დავიღალე, -ეცადა რაც შეიძლებოდა უდარდელად ეთქვა მაგრამ არ გამოუვიდა. - მარტო ხარ? - აბა ვისთან ერთად ვიქნები? - ასე ადრე რატომ დაბრუნდი სახლში? მეგონა შენ და ლუკა სადმე შეივლიდით, ცოტა ისაუბრებდით... - ნინი ძალიან გთხოვ მოეშვი დაკითხვის ჩატარებას, ვიცი რასაც ცდილობთ შენ და ნიკოლოზი, სულელი არ ვარ, მადლობა რომ ჩემზე ზრუნავთ, მეც კინაღამ ვიფიქრე რომ შესაძლებელი იყო მე და ლუკას რამე გამოგვსვლოდა მაგრამ... - რა მოხდა, გზაში რაღაც მოხდა არა? გაწყენინა? რამე დაგიშავა? -ნინის შეშფოთებული სახის დანახვისას ძალაუნებურად გაეღიმა. - არაფერი მომხდარა, ლუკა ძალიან თავაზიანი და კეთილია ჩემს მიმართ, უბრალოდ ვფიქრობ რომ ამ ურთიერთობის გაგრძელება და გაღრმავება არ ღირს, გთხოვ ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ კარგი? ჯობია მოგიყვე დღეს ვინ ვნახე... - მოიცა რა, ჯერ მე უნდა გითხრა რაღაც, -ნინიმ ღიმილით შეაწყვეტინა საუბარი, -ნიკოლოზმა პარიზში წასვლა შემომთავაზა სამი კვირით. - ჰოდა ძალიან კარგი, შენ ხომ ყოველთვის გინდოდა პარიზის ნახვა. - გვინდა რომ ცოტნეც თან წავიყვანოთ თუკი რათქმაუნდა შენ წინააღმდეგი არ იქნები. - კარგი რა ნინი, ვიცი რომ ცოტნე საკუთარი შვილივით გიყვარს და ისიც ვიცი როგორ გაუხარდება თუ წაიყვანთ მაგრამ ნიკოლოზზეც იფიქრე, მას ალბათ შენთან ერთად მარტო რომანტიული მოგზაურობა უნდა და არა სხვისი ბავშვის ძიძობა. - ნიკოლოზსს ასე იცნობ? -ნინიმ ნაწყენი სახე მიიღო და გაბრაზებულმა გადააქნია თავი, -ნიკმა თვითონ მთხოვა რომ ცოტნეც წაგვეყვანა, უნდა რომ დისნეილენდი ანახოს, ვუთხარი რომ შენგან ნებართვის აღებამდე არაფერი ეთქვა მაგრამ... ლაპარაკი ცოტნეს ყვირილმა შეაწყვეტინათ, -რა ხდება? რა ჭირს? -შეშფოთებული ლილიას დანახვისას ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა. - ნუ ნერვიულობ, მგონი ნიკმა უთხრა რომ მიგვყავს და სიხარულისგან ყვირის, ხომ ვუთხარი რომ ცოტა მოეთმინა, არა რა ხანდახან ცოტნე უფრო ზრდასრულივით იქცევა ვიდრე ის. - დედა დეე, -სახეაწითლებული ცოტნე ნინის გვერდით მიუჯდა და ტელეფონი ხელიდან აართვა, -ხომ გამიშვებ პარიზში, გთხოვ რააა, ძალიან გთხოვ... მისი აღფრთოვანებული სახის დანახვისას თვითონაც ბედნიერების ღიმილმა გაუბრწყინა სახე, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა აზრი ნინისთვის იმის მოყოლას რომ ლიკა ნახა, იქნებ ჯობდეს კიდეც რომ ცოტნე ცოტა ხნით აქაურობას მოაშორონ, მათთან ერთად უფრო დაცული იქნება, ლიკასგან ყველაფერი მოსალოდნელია. - სახეზე გატყობ რომ გამიშვებ, ხომ გამიშვებ, -ცოტა არ იყოს დაეჭვებულმა კითხა ცოტნემ და საყვარლად გაბუსხა ტუჩები. - მაგაზე ხვალ სახლში რომ დაბრუნდები მერე ვილაპარაკოთ კარგი? კარზე ზარმა შეაწყვეტინათ საუბარი, უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, ამ დროს არავის ელოდა, ვინ უნდა ყოფილიყო, ნუთუ? არა შეუძლებელია... ნინის და ცოტნეს სასწრაფოდ დაემშვიდობა, კომპიუტერი გათიშა და შემოსასვლელი კარისკენ წავიდა, შეიძლება ითქვას რომ არ გაკვირვებია როცა ლუკა დაინახა, მის წინ იდგა, გაფართოებული თვალებით უმზერდა და ღრმად სუნთქავდა თითქოს ირბინა და ახლა დამშვიდებას ცდილობსო. - კარგად ხარ? -ძლივს ამოთქვა და თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შეათვალიერა, გრძელ ზოლიან პიჟამოებში გამოწყობილი, თმაგაშლილი ლილია. - კარგად ვარ, -ყველანაირად შეეცადა მღელვარება არ შეტყობოდა. - დარბაზში რომ დავბრუნდი და ვერსად გიპოვე ძალიან შემეშინდა, გირეკავდი მაგრამ ტელეფონი გამორთული გქონდა, რატომ წახვედი? რატომ წახვედი ისე რომ არაფერი არ მითხარი? - ახალ ამაზე საუბარი არ მინდა, -მის თვალებს თვალი აარიდა და საკუთარ კურდღლის ყურებიან ჩუსტებზე გადაიტანა მზერა. - მე კი ვფიქრობ რომ უნდა ვისაუბროთ, -ლუკამ უბოდიშოდ გასწია გვერდზე და დერეფანში შეაბიჯა, მერე კი ღიმილით მოუბრუნდა. - დიდხანს უნდა იდგე ასე? დახურე კარი და მოდი. - რას აკეთებ? მე არ მითქვამს რომ შემოსვლა შეგეძლო, -უნდოდა რომ მკაცრად გამოსვლოდა მაგრამ საცოდავად ამოიკნავლა, ამ ღიმილის შემხედვარე ვერ ახერხებდა მასზე გაბრაზებულიყო. - ნებართვა რომ მეთხოვა არ შემომიშვებდი ასე რომ... -ხელები გაშალა და კიდევ ერთხელ აჩუქა ისეთი ღიმილი კინაღამ მუხლები მოეკვეთა, ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო გაიფიქრა, კარი მიხურა და უკან მორჩილად აედევნა, დივანზე დაჯდა ლუკა და ხელით ანიშნა რომ მის გვერდით დამჯდარიყო, მისგან ყველაზე მოშორებით მდგარ სავარძელში დაიკავა ლილიამ ადგილი და მომლოდინე მზერით მიაცქერდა, არ გამოპარვია როგორ ჩაიღიმა ლუკამ. - აბა ამიხსნი რას ნიშნავდა შენი საქციელი? - არ ვაპირებ რამე აგიხსნა, უბრალოდ წამოსვლა მინდოდა და წამოვედი, ეს არის და ეს, ვერ ვხვდები რატომ მოხვედი აქ და საერთოდ რა გინდა ჩემგან? მესმის შენთან ერთად ვიყავი და რაკი გაუფრთხილებლად წამოვედი შეგეშინდა, ახლა ხომ მოხვედი და ნახე რომ კარგად ვარ, ასე რომ შეგიძლია წახვიდე, -თვითონაც არ ჯეროდა რომ ამხელა ტექსტი ასე მშვიდად და შეუცდომლად ჩამოარაკრაკა ისე რომ ენა არ დაბმია და არ აღელვებულა. - მორჩი? სულ ეს არის? მეტი სათქმელი არაფერი გაქვს? -ლუკას ხმა არ იცვლებოდა, უწინდებურად თბილი და მშვიდი იყო, წამოდგა, მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა და მისი ხელები ხელებში მოიქცია, შეწინააღმდეგება არც კი უფიქრია ლილიას ღრმად სუნთქავდა, დასჩერებოდა ზემოდან და მის დიდ შავ უძირო თვალებში იკარგებოდა. - მივხვდი რომ ლიკას დანახვა არ გესიამოვნა, იმიტომ მირეკავდა რომ ჩემი კომპანიის უმნიშვნელო ნაწილს, ხუთ პროცენტს ფლობს და საქმეს იმიზეზებდა ჩემთან შესახვედრად, იმ კომპანიის ათ პროცენტსაც ფლობს რომელიც ცოტნემ შენ დაგიტოვა, რატომღაც აჩემებული აქვს რომ საქართველოში დაფუძნება და ბიზნესში ჩართვა უნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული, შენ აშკარად ვერ იტან მას, მისი დანახვისას შეგეშინდა და ეს უბრალოდ იმის გამო არ მომხდარა რომ ის ცოტნეს პირველი ცოლი იყო, მეგონა ერთმანეთს არ იცნობდით მაგრამ თურმე ასე არაა... - მე მას არ ვიცნობ, -ძლივს ამოილუღლუღა. - ნუ მატყუებ, ტყუილის თქმა აშკარად არ გამოგდის, ნურაფერს მეტყვი ოღონდ არ მომატყუო, ვიცი მოვა დრო როცა იმდენად მენდობი რომ ყველაფერს მომიყვები, მანამდე კი არაფერს დაგაძალებ, უბრალოდ მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას შანსი მისცე და რაღაცის ან ვიღაცის გამო არ გამექცე... - ლუკა მე... - ჩუუ, -ტუჩებზე ნაზად მიადო თითები და მერე ლოყაზე მოეფერა, -ვიცი რასაც მეტყვი, რომ შეცდომაა რასაც ვაკეთებთ, რომ არაფერი გამოგვივა, რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, თუმცა ვერ მომატყუებ ლილია, ამ ულამაზეს ლურჯ თვალებში ყველაფერს ვხედავ, ვხედავ შენს შიშებს, გრძნობებს, შენს მერყეობას, გგონია რომ არასწორია რასაც ჩემს მიმართ გრძნობ რადგან შენ ცოტნეს ცოლი იყავი მე კი მისი საუკეთესო მეგობარი, არ დაგიმალავ და მეც გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება რომ პირველი დანახვისთანავე მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა ამოატრიალე, ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული თვალებით, ვიცი ხვდები რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ, მინდა ერთმანეთს შანსი მივცეთ, არსად გვეჩქარება, უბრალოდ მივყვეთ დინებას და ვნახოთ რა მოხდება მომავალში, მაპატიე ვიცი რომ მთლად რომანტიულად არ გამომივიდა ეს ყველაფერი მაგრამ ასეთი ურთიერთობები არ ვიცი დამიჯერებ თუ არა ჩემთვისაც ახალია და შეიძლება შეცდომებიც დავუშვა, თუმცა გულს არასოდეს გატკენ. - მე... არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, -ძლივს ახერხებდა ლაპარაკს, მთელი სხეული უხურდა, ლუკას თითები რომლებსაც აუჩქარებლად დაატარებდა მის სახეზე და ყელზე აზროვნების უნარს უკარგავდა, თვალები თავისთავად მიელულა როცა სახეზე მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო, ტუჩებით ლამის ტუჩებზე ეხებოდა, წამოაყენა და გულზე მიიკრა, თმაში შეუცურა ხელი, თავისკენ მოიზიდა და მხურვალე კოცნა დაუტოვა ყვრიმალზე მერე ლოყაზე, ტუჩის კუთხეში, თავი უკან გადააგდო და ძლივსგასაგონი ოხვრა დასცდა, ათრთოლებული თითები მოხვია კისერზე და თვითონ წაეტანა მის ბაგეებს, ნაზი შეხება მალე გიჟურ ამბორში გადაიზარდა, გრძნობდა ლილია როგორ იღვრებოდა ლუკას სხეულიდან მასში სითბო და გულში აქამდე არსებულ ნაპრალს ავსებდა, ამთლიანებდა და სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა, თავდავიწყებამდე მისული ეწაფებოდა მის ბაგეებს და ჯერ არ განცდილი სიამოვნებისგან მუხლები ეკვეთებოდა, პირველი ლუკა მოვიდა გონს, ძლივს მოსწყდა ლოყები კიდევ ერთხელ დაუკოცნა და სუნთქვააჩქარებული შუბლით შუბლზე დაეყრდნო. - მაპატიე ძალიან ვიჩქარე, -ხრინწგარეული ხმით ჩაილაპარაკა და ოდნავ მოშორდა რომ მის თვალებში ჩახედვა შეძლებოდა, გაფაციცებით ეძებდა მათში რამე ისეთს რაც დაარწმუნებდა რომ შეცდომა დაუშვა მაგრამ სულ ტყუილად, ლილიას თვალები ჯერ არნახულად უციმციმებდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. - ტყუილად მებოდიშები, როგორც მახსოვს მე თვითონ გაკოცე, -ჩაიჩურჩულა და საკუთარი სითამამით გაკვირვებული მთლად აწითლებული მიეკრა მკერდზე, ხელები წელზე შემოხვია და თავს უფლება მისცა ლუკას სურნელით და მისი სიახლოვით დამტკბარიყო. - ეს როგორ გავიგო, ესე იგი ჩვენს ურთიერთობას შანსს აძლევ? -ზედ ყურთან დაიჩურჩულა და მის სხეულზე აშლილი ბუსუსების დანახვისას ჩაეღიმა. - მე... მე არ ვიცი... მე უბრალოდ... - კარგი, კარგი, ყველაფერი მესმის, ახლა წავალ შენ კი კარგად იფიქრე ყველაფერზე, ხვალ საღამოს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ, შენს ზარს დაველოდები, -პასუხს არ დალოდებია, კიდევ ერთი მხურვალე კოცნა დაუტოვა შებრუნდა და უხმაუროდ გაიხურა კარი, არ ახსოვს ლილიას რამდენ ხანს იდგა გაშეშებული, არც ის ახსოვს როგორ მიაღწია საძინებლამდე და როგორ ჩაწვა საწოლში, დილით მზემ რომ შეუჭყიტინა თვალებში, საოცრად დასვენებული და პირზე ღიმილით რომ წამოდგა საწოლიდან, მერეღა გააცნობიერა რომ ღამით უსიზმროდ ეძინა და არცერთი კოშმარი არ უნახავს. - - - - - - - - - - სამზარეულოში ისხდნენ, ყავას და ბლინებს მიირთმევდნენ და საუბრობდნენ, თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ რომ ნინი საუბრობდა, ლილია კი სახეზე ღიმილ აკრული სადღაც სივრცეში იყურებოდა, თვალწინ ლუკას სახე მისი ღიმილი მისი ტუჩები ედგა და საერთოდ არ ესმოდა რას ეუბნებოდა ნინი. - უკვე დედამიწაზე ვართ მეგობარო, გაიღვიძე, -მაგიდაზე გამეტებით დასცხო ხელი და ლილიას დაჭყეტილი თვალების და შეშინებული სახის დანახვისას გულიანად გადაიხარხარა. - რა გჭირს? რამდენი ხანია თავს მაჩვენებ თითქოს მისმენ. - გისმენ კიდეც. - აბა მითხარი რას გეუბნებოდი. - კარგი რა ნინი, ისევ დაკითხვას მიტარებ? - ნუ გრცხვენია აღიარე რომ ლუკაზე ფიქრობდი, -ეშმაკურად აუხამხამა თვალები. - მართლა მასზე ვფიქრობდი, -მაგიდაზე ხელები დაალაგა და თავი მათზე ჩამოდო, -არ ვიცი რა გავაკეთო, საშინლად მიზიდავს, მის სიახლოვეს თავს ვერ ვიკავებ, ისეთი სიმპათიურია, ისეთი საყვარელი, თბილი, სექსუალური, კოცნაც ისეთი საოცარი იცის... - რაა? თქვენ რა ერთმანეთს აკოცეთ? -გაოცებულმა შეაწყვეტინა საუბარი და აიძულა თავი მაღლა აეწია, -როდის მოასწარით? - გუშინ საღამოს აქ იყო, ჩემთან, მხოლოდ კოცნით შემოვიგფარგლეთ მაგრამ ის რომ არ გაჩერებულიყო მე ნამდვილად ვერ მოვახერხებდი გაჩერებას, მთხოვა ჩვენი ურთიერთობისთვის შანსი მიმეცა. - მერე რას ფიქრობ? - არ ვიცი, მეგონა იმ ამბის შემდეგ ვეღარავის გავიკარებდი ახლოს მაგრამ ლუკა ისეთი სხვანაირია მასთან ერთად ყოფნისას სხვაზე ვეღარავისზე ვფიქრობ, წუხელი ისე მეძინა ერთი კოშმარიც კი არ მინახავს. - შანსი უნდა მისცე ლილ. - ჰო აუცილებლად ვიფიქრებ ამაზე, -ჩაიჩურჩულა თუმცა უკვე იცოდა რომ დაფიქრება აღარაფერში სჭირდებოდა. - მე და ნიკი სამი დღით ბათუმში მივდივართ, -ნინიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და ღიმილით მოსვა ყავა, -როცა დავბრუნდებით იმავე დღეს მოაგვარებთ ყველაფერს, ცოტნეს საბუთებს გავუკეთებთ და მეორე დღესვე გავფრინდებით, ვიცი რომ გაგიჭირდება უიმისოდ მაგრამ წარმოიდგინე როგორ გაერთობა, დაისვენებს, ახალ რაღაცეებს ნახავს. - ისეთი ეგოისტი ნამდვილად არ ვარ რომ ცოტნეს იმის შანსი წავართვა თბილისის გარდა სხვა რაღაცაც ნახოს, შენი უზომოდ მადლიერი ვარ ნინი, ნიკოლოზზე კი არ ვიცი რა ვთქვა, ფაქტია მხოლოდ შენთვის არ გამოუგზავნია ღმერთს. - ჰოო მართლაც საოცარი ადამიანია. - გიყვარს. - მიყვარს. - მე კი შენ მიყვარხარ. - ნწუ, შენ ლუკა გიყვარს. - მაგრამ შენც მიყვარხარ. - ჯანდაბა, ახლახანს აღიარე რომ გიყვარს, -ნინი კივილით წამოხტა ფეხზე და ლილიას ეცა, მაინც მივაღწიე ჩემსას და გაღიარებინე რომ გიყვარს, მაგარი ვინმე ვარ რა. მისი თვითკმაყოფილი სახის დანახვისას სიცილი აუტყდა ლილიას, წამოდგა და ისე მაგრად ჩაეხუტა რომ აშკარად მოესმა როგორ ატკაცუნდა მისი ძვლები თუმცა ნინის არაფერი უთქვამს სახე მის თმებში ჩარგო და გაყუჩდა. - - - - - - - - - ღიმილით შეაღო ლუკამ კარი, შეგებებულ დაცვის თანამშრომელ მიესალმა და ლიფტისკენ აიღო გეზი, გზად შემხვედრ თანამშრომლებს ესალმებოდა უღიმოდა, რამდენიმე მოიკითხა კიდეც, მათი გაოცებული სახეების დანახვა ახალისებდა და ართობდა, ახლაღა ხვდებოდა თურმე რამდენი რამე შეიძლება შეცვალოს უბრალო გაღიმებამ და ერთი-ორმა თბილმა სიტყვამ, კაბინეტში შესულს ფეხდაფეხ მიყვა ნიკოლოზი. - ოო ამ დილა ადრიან არ გელოდი, მარიას ვეტყვი ყავა შემოიტანოს, -მის გვერდით ჩამოჯდა და თვალებდახუჭული მიეყრდნო საზურგეს. - ვისი დამსახურებაა შენი ასეთი ბედნიერი და დასვენებული გამომეტყველება? -ნიკოლოზი გამომცდელად უყურებდა და ღიმილს ვერ იკავებდა. - ხომ იცი ვისი დამსახურებაც არის მაინც და მაინც ჩემი პირიდან გინდა გაიგო? - მიხარია რომ ასეთ ბედნიერს გხედავ. - ჰოო როგორც იქნა შევძელი დამენახა რომ ცხოვრება არც ისე ცუდია და ამაში ჩემი პატარა საოცრება დამეხმარა. - შენი? - გუშინ ვისაუბრეთ, დღეს საღამოსაც უნდა შევხვდეთ, მაგრამ უკვე ვიცი რასაც მეტყვის, დარწმუნებული ვარ ისიც იგივეს გრძნობს რასაც მე, ჰო მართლა შენ რისთვის მოხვედი? - მე და ნინი რამდენიმე დღით ბათუმში მივდივართ, მერე სამი კვირით პარიზში და ცოტნეც მიგვყავს, ლილია პირველად რჩება ამდენ ხანს მარტო, ნინის გარდა არავინ ჰყავს, არც ოჯახი, არც მეგობრები, ვიცი, დარწმუნებული ვარ მარტო ყოფნა გაუჭირდება, მინდოდა მეთხოვა ყურადღება მიგექცია, თუმცა ახლა გიყურებ და ვხვდები რომ ამის თხოვნა ნამდვილად არ იყო საჭირო. - ნამდვილად არ იყო საჭირო, ერთი წუთითაც კი არ დარჩება მარტო, გპირდები, ის ჩემი ბედნიერებაა და ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი კარგად იგრძნოს. - ამაში დარწმუნებული ვარ ძმაო, -წასასვლელად წამოდგა და ღიმილით გაუწოდა ხელი. წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა და საქმეს გულს ვერ უდებდა, პირველად იყო ასეთ სიტუაციაში, ერთი სული ჰქონდა სამუშაო დღე დამთავრებულიყო, რამდენჯერმე აიღო ტელეფონი ხელში მაგრამ ისევ უკან მაგიდაზე დააბრუნა, უნდოდა ლილიას თავად დაერეკა, უნდოდა თავის გრძნობებში დარწმუნებული მოსულიყო მასთან შხვედრაზე, არ აპირებდა მისთვის ძალა დაეტანებინა, თუმცა ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდ,ა ისევ როდის შეიგრძნობდა მის ნაზ კანს, ტუჩებს, მის საოცარ სურნელს... - შეიძლება? -მარიამ კარი შემოაღო და გაოცებული შედგა როცა სავარძელზე თავგადაგდებული თვალდახუჭული და სახეზე ღიმილაკრული უფროსი დაინახა რომელსაც ყველა მონსტრს ან სადისტს ეძახდა. - დიდხანს უნდა იდგე მანდ? შემოდი და მითხარი რა ხდება, -თვალი არ გაუხელია ისე მიმართა ჯერ კიდევ გაოცებულ ქალს. - აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გაქვთ შეხვედრა ათ წუთში, უკვე მოვიდნენ და გელოდებიან. - ჯანდაბა, ეს შეხვედრა დღეს იყო? - კი ნამდვილად დღეს იყო, -მარია კიდევ ერთხელ გააოცა უფროსმა აქამდე არასოდეს მომხდარა რომ რამე დავიწყებოდა ან გამორჩენოდა. - კარგი, რაკი უკვე აქ არიან შეხვედრის გადადება არ გამოვა, ასე რომ სხვა რა გზაა, წავედით, -უხალისოდ წამოდგა და შეხვედრების ოთახისკენ წავიდა მარიასთან ერთად. მოლაპარაკება საღამოს რვა საათამდე გაგრძელდა, დაღლილი და გაცოფებული გამოვიდა ოფისიდან და საჭეს მიუჯდა, არა მარტო ის აცოფებდა რომ ამდენი დრო დაკარგა არამედ ისიც რომ ლილიამ არ დაურეკა, გამწარებულმა დასცხო ხელი საჭეზე და ძრავი ჩართო, ის იყო გზადკეცილზე გავიდა რომ ტელეფონი აწკრიალდა, ლილიას სახელის დანახვისთანავე გააჩერა მანქანა და უპასუხა. - ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე დარეკვა? ძალიან მიხარია... - ლუკა დამეხმარე, გთხოვ, შენი დახმარება მჭირდება, -მისი შეშლილი, ტირილ ნარევი ხმის გაგონებისას, ტანში გასცრა და ღიმილი სახეზე შეეყინა. - რა ხდება? რა გჭირს? სად ხარ? -ერთბაშად მიაყარა. - დამეხმარე ლუკა, -ძლივსგასაგონად ამოიკვნესა ლილიამ, -ცოტნე მოიტაცეს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.