შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი (თავი 8)


24-06-2022, 13:14
ავტორი sabrina
ნანახია 14 832

თავი 8
****
არასდროს არ მიფიქრია სამუშაოს შეცვლაზე, მაგრამ ეხლა უკვე ისე ვარ სამუშაოს შეცვლა კი არა რამისაა საერთოდ დავანებო თავი მუშაობას.დამიბრუნეთ ჩემი ბესარიონი
- ლენა , სადილის დროა - თავი შემოყო ოთახში აჩიმ- წამო აქვე კაფეა და იქ ჩავიდეთ.
- ბევრი საქმე მაქვს ბატონო აჩი
- ლენა წინაზეც ხომ გთხოვე, თითქმის ტოლები ვართ , ეგრე რომ მეძახი თავი მოხუცი მგონია.
- შეჩვეული ვარ ალბათ.
- ხოდა გადაეჩვიე.წამო რა მაგრად მშია - მეტი რა გზა არის თან არც მე ვარ დანაყრებული.
ჩემი ჩანთა ავიღე და უკან გავყევი.არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა,მაგრამ უფროსთან ერთად როცა გადიხარ ეს ავტომატურად ხდება.თან უფროსსაც ხომ გააჩნია , მშვენიერი ბიჭია.კაცების ამბავი ვინც იცის ხორცის გარეშე ვერ ნაყრდებიან, ზოგჯერ მგონია კანიბალიზმი მაგათ გამო არსებობს.მე დიდად ხორცის მოყვარული არ ვარ ამიტომ სალათა შევუკვეთე .
- როგორ ფიქრობ კარგი გამოვა?
- მგონია მომგებიანი იქნება.
- ამ კვირაში კიდევ მოგვიწევს წასვლა.
- მე უკვე ყველაფერი დავითვალე, რამე შეიცვალა?
- კი შეიცვალა- რაღაც ამ ბოლო დროს ჩემს გარეშე არსად დადის-ჯვარზე მინდა ავიდე, იმდენი წელია იქ არ ვყოფილვარ, პარტნიორობას გამიწევ?
- მე ... ვერ მივხვდი რას მეუბნები?- კი მივხვდი მაგრამ მაინც მჭირდებოდა კონკრეტიკა.
- მე შენ მომწონხარ ლენა- თვალები გამიფართოვდა- ვიცი რომ არავინ გყავს , მეც თავისუფალი ვარ
- ანუ პაემანია?- გაეცინა, ვგიჟდები ამ ბიჭის თვალებზე. გრძელი ჭრილში ისე ლამაზად ასხივებს მისი მწვანეები.
- კი.... პაემანზე გეპატიჟები- ცოტა ხანს დავფიქრდი, მის ულამაზეს თვალებს ისევ დათას არაფრით გამორჩეული თუმცა ჩემთვის უსაყვარლესი თვალები მერჩივნა.თუმცა ისიც არის რომ წყნეთის მერე უკვე რამდენი ხანია არც კი შემხმიანებია, ჩემზე არც კი ფიქრობს ალბათ და მე რატომ არ უნდა ვცადო სხვასთან ურთიერთობა - მისმინე ლენა, მე შენ არაფრით გავალდებულებ, თუ არ გინდა უბრალოდ...
- კარგი
- ვერ გავიგე ? - თვალები გაუბრწყინდა
- კარგი მეთქი, წავიდეთ მცხეთაში.- გამეცინა მის საქციელზე.
- ხვალ გცალია?
- არა, ხვალ ვმუშაობ- საწყალი სახე მივიღე
- შენ უფროსს ვთხოვ რომ გაგანთავისუფლოს- გაეცინა თვითონაც- სამსახურში აღარ მოხვიდე მე მოგაკითხავ სახლში .
მეორე დღეს კარგად გამოვიძინე და აბაზანას მივაშურე.მესმოდა რომ ვიღაც აკაკუნებდა, მეგონა სოფოს დარჩა გასაღები და სველ ტანზე ატლასის ხალათი შემოვიცვი და კარები ბუზღუნით გავაღე .
- ოჰოოო, რა სექსუალური ხარ პატარავ- ამას აქ რა უნდა .
- აქ რა გინდა?
- დემემ მთხოვა სოფოს ბარგი ჩამილაგოსო , ვრეკავ და ტელეფონს არ პასუხობსო- ხო აბა რა, მე დებილს მეგონა ჩემთან მოვიდა.
- შენ კურიერი ხარ?
- მეგობარი - მერე კარგად ამათვალიერა- ვინმეს ელოდებოდი?
- საიდან მოიტანე?
- იცი ხომ ატლასის ხალათი ნამიან ტანს რას უშვება?- ეს ეხლა მე მიახლოვდება თუ რატომ ვმუნჯდები?- ყველაფერი გეტყონა, ისე თითქოს ჩემს წინ დედიშობილა იდგე- წელზე ხელი მომხვია, რა ჯანდაბა გჭირს ლენა ჩაარტყი რამე ამ იდიოტს- ესე ჩაცმული მე მელოდებოდი?- უკვე ყელში ჩაყო თავი და ესე შეიძლება შევიშალო.
- რას აკეთებ - როგორც იქნა გონებამ გაიმარჯვა, ორივე ხელის მკერდზე მიდებით ვცადე მომეშორებინა- გაგიჟდი?
- ასეთ ფორმაში დგახარ და გიკვირს რომ გავგიჟდი?
- მომშორდი რომ ჩავიცვა!
- კარგი ხო - უკან გაიწია- მე ყავას მოვიდუღებ მანამდე- სამზარეულოსკენ მიმავალმა მომაძახა.
- თავს უკვე ისე გრძნობ როგორც საკუთარ სახლში
ოთახში შევედი და მოკლე გამოსასვლელი სარაფანა ჩავიცვი, მერე კი სოფის კარადასთან მივედი და ზღვისთვის ბარგის ჩალაგება დავიწყე.
- სადმე მიდიხარ? - ოთახში ორი ყავის ჭიქით შემოვიდა
- კი მცხეთაში
- ოხ , ისევ ბატონი აჩი და მისი იდეები- ირონიულად გაიღიმა.- ორი კვირა არ იქნებიან სოფო და დემეტრე და არ გინდა ჩვენც სადმე წავიდეთ.
- სოფი და დემე შეყვარებულები არიან- წინ დავუდექი- მე და შენ კი მეგობრებიც არ გვეთქმის.
- სამაგიეროდ მოგვწონს ერთმანეთი და ....
- საიდან მოიტანე რომ მომწონხარ?
- კარგი რა - ჩაეღიმა , თვითკმაყოფილი იდიოტი, ეს რატომ უნდა შემყვარებოდა- ორივემ ვიცით რომ ერთმანეთი მოგვწონს, ამის აღიარება გიტყდება?
- შენ მოგწონვარ?შენ ადამიანს რომელსაც თვეში ერთხელ ვახსენდები? ოცდაათი დღიდან ერთი დღე ჩემთვის იცლი დანარჩენი ოცდაცხრა სხვა და სხვა ნაშებთან ერთობი? სერიოზულად?
- საიდან მოიტანე?
- ბოლოს როდის მნახე გახსოვს?
- წყნეთში გნახე ორი კვირაც არაა გასული და სხვათა შორის არ ვერთობოდი.
- მაგის შენ თვითონ გჯერა?
- კარგი მოდი დღეიდან დავლაგდეთ!
- აღარაა საჭირო, თეკუნას მიხედე!
- რეებს ბოდავ შენ თვითონ თუ ხვდები? რა შუაშია თეკუნა ? - უკვე ცოფებს ყრიდა და გამშველებელიც არავინ გვყავდა , რადგან არც მე ვაპირებდი დათმობას.
- რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია?- ხელები ავაფრიალე- სადაც ერთობოდი ისევ იქ წადი?
- მე შენთან გასართობად არ მოვსულვარ!
- შენ ჩემთან საერთოდ არ მოსულხარ - ჩალაგებული ჩანთა დავუგდე ფეხებთან- მზადაა შეგიძლია წახვიდე.
- გეყოფა ლენ , მოდი ვცადოთ ... დღეიდანვე დავიწყოთ გინდა- სველი თმა ყურზე გადამიწია და თითით ამაწევინა თავი.
- მე ..... აღარ მინდა - ისე მინდოდა მეტირა უკვე ყელში გაჩხერილ ბურთს ვგრძნობდი.
- მიდი ლენ , მე შენ მართლა მომწონხარ , უბრალოდ მართლა არ მეცალა- ლოყაზე მომაკრო ტუჩები.
- აღარ მინდა დათა- უკვე ცრემლებმა გადმოკვეთა ჯებირები.ესეთი მხოლოდ მასთან რატომ ვხდები? - მე უნდა წავიდე...
- კარგი - მომშორდა და რომ მეგონა წავიდოდა - მოწესრიგდი და გაგიყვან.
- არ მინდა, ისედაც უნდა მომაკითხონ - ამის თქმა და კარზე ზარი ერთი იყო.კარების გაღება და თითქოს ცივი წყალი გადამასხესო- აჩი?
- გირეკავდი და არ მიპასუხე- შეშინებლი სახით იდგა- შემეშინდა რამე ხომ არ მოხდათქო
- ააა, არაფერი. ხუთ წუთში მზად ვიქნები .
- ვაა, ამას ვის ვხედავ !დათა!შენ აქ საიდან ეეე- საკმაოდ მეგობრულად შეხვდა აჩი რასაც დათაზე ვერ ვიტყოდი.ხელი ჩამოართვა.
- მე გავემზადები და გამოვალ- ოთახში შევედი.
- ლენას საიდან იცნობ?
- სად მიდიხართ? - კითხვას ოსტატურად აარიდა თავი.
- მცხეთაში მიმყავს.
- ხო , გავიგე შენი ახალი პროექტის შესახებ.კარგი აზრია.
- კი, მეც ვფიქრობ რომ გაამართლებს.
- მალე მორჩებით? - სერიოზული სახით აგრძელებდა მის დაკითხვას.
- ჯვარზე მიმყავს, მერე სადმე შევივლით- დათას დაჭიმული სხეული არ გამორჩენია მხედველობიდან- რამე ხდება დათო? ლენას საიდან იცნობ?
- კურსელები ვართ და ჩემ დაქალთან ერთად მუშაობს- ავუხსენი ოთახიდან გამოსულმა. ისეთი სახით შემომხედა მეგონა ან მე მომკლავდა ან აჩის.
- გასაგებია. წავედით ?- თბილად გამიღიმა.
- კი მე მზად ვარ- არ შევიმჩნიე დათას სახე- ბარგი არ დაგრჩეს და სოფის უთხარი წასვლამდე დამირეკოს-მივახვედრე რომ წასვლის დრო იყო.
- გადავცემ- კბილებში გამოცრა და ისე გავიდა არც დაგვმშიდობებია.
სახლიდან უკვე მოშხამულ ხასიათზე გავედი. მიყვარს ჯვრის მონასტერი, მისი ულამაზესი ბუნება და ხედები.მტკვრის და არაგვის შეერთება მის ხედს ულამაზეს ხდის.თუმცა ფიქრებში მხოლოდ დათა ტრიალებდა.რა მინდოდა მისგან, ან თვითონ რას ელოდა ჩემგან.ან აქ აჩისთან რა მინდოდა , ალბათ მაინც ეს ყველაფერი შანსი იყო ჩემთვის.შანსი დათა თავიდან ამომეგდო და შემეცადა სხვა ადამიანთან ურთიერთობა წამომეწყო.დათა არამდგრადი პიროვნება იყო რომელიც არავინ არ იცოდა როდის მოვიდოდა და მერე ისევ როდის გაუჩინარდებოდა.
- ლენა რამე უნდა ვიცოდე?- ფიქრებიდან აჩის ხმამ გამომიყვანა
- რასთან დაკავშირებით მეკითხები?
- დილანდელთან- იქვე ჩამოვჯექით- დათას კარგად ვიცნობ, თითქმის მთელი ბავშვობა ოჯახებით ერთად ვიკრიბებოდით, დედას უყვარდა მეგობრული შეხვედრების მოწყობა.მართალია დიდი ხანია არ მინახავს და ყველს ჩვენ- ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მაგრამ ვიცი როგორი მესაკუთრეა.დედისერთა ბავშვების სინდრომი აქვს- გაეცინა- მე და დემეტრე თუ რამეს ვლაპარაკობდით ის იბუტებოდა, ჩვენ მასზე დიდები ვიყავით და სხვა გატაცებები გვქონდა.მე შენ მომწონხარ და არ მინდა ურთიერთობა ტყუილით დავიწყოთ, თან სამმა- თითებით მანახა და გამიცინა.დამალვას არც მე ვაპირებდი თუმცა ყველაფრის მოყოლა ნამდვილად არ ჩავთვალე საჭიროდ.
- დათა ჩემი კურსელი იყო.მე მომწონდა... შეიძლება დღემდეც მომწონს , მაგრამ თვითონ არასდროს არ უთქვამს ჩემთვის არაფერი. სოფო და დათა მეგობრობენ, დემეტრე სოფოს შეყვარებულია , ამიტომ ხშირად....
- ვააა მართლა? არ ვიცოდი ცოლს თუ დაშორდა.
- კი დაშორდა, უკვე დიდი ხანია.
- მე , რა ვარ შენთვის.რატომ ხარ დღეს ჩემთან ლენა.
- არვიცი, ალბათ მინდა მეც მყავდეს ვინმე გვერდით.ალბათ მაინც შანსი ხარ ჩემთვის....შეიძლება იფიქრო მიყენებსო, მაგრამ ესე ნამდვილად არ არის- თავი გავაქნიე.
- ანუ ცდილობ შენს გრძნობებში გაერკვე?
- ვცდილობ დათას გარდა ვინმე დავინახო , ვინმემ ჩემი გულის აძგერება ისე შეძლოს როგორც ამას დათას დანახვისას ემართება.
- დათა რას ამბობს
- დათა..... დუმს, ქრება და მერე ისევ ჩნდება.თუმცა ჩვენს შორის არასდროს არაფერი ყოფილა.
- მეც მყავდა საცოლე- თვალებდაჭყეტილმა გავხედე- ნუ მიყურებ ეგრე- გაეცინა- მეც მინდა გულახდილო ვიყო შენთან.
- რას ნიშნავს გყავდა...ეხლა სადაა.
- ეხლა თავის ქმართან . პირველ კურსზე ვიყავი ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა, სამი წელი ერთად ვიყავით - პაუზა გააკეთა და მივხვდი არ უნდოდა მეტის მოყოლა- იმის მერე ხუთი წელი გავიდა და მეც პირველად მომინდა ისევ მყვარებოდა , შენ კი პირველივე დანახვისთანავე მომეწონე.სულ ვცდილობდი ყვალგან წამეყვანე. მოკლედ - ხელები გაუსვა ერთმანეთს- ჩემთვისაც შანსი ხარ და თუ მიხვდები რომ დათა ისევ შენს გულშია უბრალოდ მითხარი , კარგი?
- კარგი!
არ ველოდი ასეთ პაემანს , მაგრამ კარგია რომ დასაწყისშივე ყველაფერი გარკვეულია.სახლში დავბრუნდი წყალი გადავივლე და სოფოს დავურეკე.
- სად ხართ სოფი?
- სამოთხეში, იცი რა ლამაზია აქაურობა?
- ბათუმში ხართ? - სამოთხეზე პირველი რატომღაც ეგ გამახსენდა.
- არა ციხისძირში, იცი რა მაგარია? მთაში ხარ და წინ ზღვის ხედია.
- მიხარია ბედნიერი რომ ხარ.
- ვიცი ლენ, ხომ იცი მეც როგორ მინდა ბედნიერი იყო.
- კარგად დაისვენე და არ დაგავიწყდეს რომ ქალაქში შენი სულიერი და იხრუკება- მაინც შევახსენე ჩემი გაჭირვება.
- არ გინდა წამოხვიდე?დათის უთხარი და....
- არ მინდა, მარტოც კარგად ვიქნები....-ცოტა კიდე ვიჭორავეთ. მოკლედ მოვუყევი განვლილი დღე , მერე კი ფილმი ჩავრთე და საწოლში შევწექი.არ ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ გაუთავებელმა კარების ბრახუნმა გამაღვიძა. გიჟივით წამოვხტი, ის დღე გამახსენდა მეზობელი რომ ჩავრეცხეთ და პირველი ონკანი შევამოწმე , მერე კი კარები გავაღე და ჰოი საოცრებავ
- იცი რომელი საათია?
- ნწ- კედელზე მიყუდებულმა მიპასუხა- გაიწიე უნდა შემოვიდე- დილით ფხიზელმა ამიშალა ნერვები , ღამე მთვრალი მშლის ჭკუიდან.კარები გავუღე და რომ შევხედე ადგილზე ბუქსაობდა ხელი მივაშველე.
- ასე სად დათვერი?- დივანზე კი არ დაჯდა დავარდა.
- რაღაც ერქვა... ბარია რა.
- აქ რა გინდა დათა?
- მომენატრე- სასაცილო თვალებით შემხედა.
- ამ დილით არ გნახე ადამიანო?
- მე შენ სულ მენატრები
- გეყოფა დათა , ნახე რა მთვრალი ხარ?
- როგორ ჩაიარა პაემანმა?
- ნორმალურად? მაგისთბის მოხვედი?
- არა მარტო, ხომ გითხარი მომენატრეთქო- თვალები სასაცილოდ მოჭუტა.
- მთელი თვე არ გამოჩენილხარ და ეხლა მოგენატრე?
- ორი კვირა და მქონდა მიზეზი...
- კი ვიცი შენი მიზეზები , ყოველ დღე სხვა და სხვა ზომის მკერდით და საჯდომით.
- არ არის ეგრე, მე მართლა მქონდა ....
- მოდი მოვრჩეთ კარგი? ეხლა მაგარ ყავას გაგიკეთებ და მერე შენ წახვალ- გასვლას ვაპირებდი უცებ რაღაცამ რომ გამინათა- მითხარი რომ ესეთ მდგომარეობაში არ იჯექი საჭესთან.
- არა - ტუჩი ჩატეხა . მაშინვე აივნიდან გადავიხედე და ჰოი საოცრებავ მსნქანა სადარბაზოსთან დგას
- ნორმალური ხარ? ესე როგორ დაჯექი მანქანაზე?
- არ ვიჯექითქო ... ჩემი რატომ არასდროს გჯერა- თავი მოისაწყლა.
- რატომ უნდა მჯეროდეს?
- ვიცი რომ შეგპირდი , მახსოვს რაც ვილაპარაკეთ წყნეთში მაგრამ მართლა მქონდა მიზეზი ეს დედა** ული.
- მაშინ თქვი დათა .
- მამაჩენმია ცუდად- თავი ჩაღუნა
- რას სჭირს?- მეც გვერდით დავუჯექი.
- გულის ოპერაცია გაიკეთა
- დემეტრეს არაფერი უთქვამს და... მატყუებ დათა?
- ამ დონეზე არ მენდობი? ისეთ
- ს* ირს ვგავარ მამაჩემის ცუდად ყოფნას რომ მოიმიზეზებდა?- მივხვდი ცუდად გამომივიდა.
- ცუდად გამომივიდა, უბრალოდ ვიფიქრე რომ დემეტრე იტყოდა.... რატომ არ მითხარი?
- რა უნდა მეთქვა ? მამა ცუდადაა და მიშველეთქო?
- მეგობრები მაგისთვის არიან საჭირო რომ....
- მე შენი მეგობარი არ ვარ - თავი გააქნია- მე შენთან მეგობრობა არ მინდა ...
- მთვრალი ხარ დათა
- ნასვამი- შემისწორა
- ყავას მოგიდუღებ!- ფეხზე წამოვდექი.
- აჩი მოგწონს?
- დამელოდე ყავას მოგიტან-სამზარეულოში გავედი ყავა მოვადუღე და უკან მოტრიალებულს დივანზე დაძინებული დამხვდა. წინ სკამზე ჩამოვჯექი და დიდხანს ვუყურე. ჩემი ოცნების პრინცს ჩემს წინ ეძინა, მე კი რამდენჯერ გამითელებია ბავშვობაში მასზე ფიქრში ღამე.
გაღვიძებულს სამზარეულოში მოფუსფუსე დათა დამხვდა, წინსაფარი მოერგო და ომლეტს ამზადებდა , ვიფიქრე ხელს არ შეუშლითქო და დაკვირვება ჩუმად გავაგრძელე.
- ზურგი ამეწვა ლენ!არ მომეხმარები?- არც გამოუხედია ისე გააგრძელა კვერცხის დასხმა ტაფაზე.
- რაში მოგეხმარო?
- პური დაჭერი, სალათა უკვე გავამზადე- სრული ოჯახური იდელია სუფევდა.პურის შემდეგ ყავაც გავაკეთე და საუზმეც მზად იყო.
- შაქარი ჩაგიყარე და იმედია ტკბილს სვამ- ჭიქა გავუწოდე.
- გუშინდელზე ... ბოდიში რომ შეგაწუხე..
- მამაზე რაც თქვი გახსოვს?
- მამა მართლა ცუდადაა , არ უნდა ვინმემ გაიგოს .
- ძალიან ვწუხვარ!
- როგორ ჩაიარა პაემანმა?
- კარგად, აჩი ძალიან საინტერესო ადამიანია.
- მისმინე ლენა , ვიცი რომჩემზე გაბრაზებული ხარ ...
- არა,არ ვარ- თავი გავაქნიე- ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ არ ვართ .
- გეყოფა გთხოვ- ხმას აუწია-ჩემთვის ბევრს ნიშნავ , არც შენ ხარ გულგრილი.
- საიდან ამხელა ამბიცია, შენ რა იცი ჩემთვის რას ნიშნავ?- სკამიჩემთან ახლოს მოსწია, მერე ჩემი სკამიანად მის ფეხებს შორის მიმწია.ასე მეგონა ცეცხლი მეკიდა სახეზე.
- სულ გაწითლდი- სახეზე ხელი ჩამომისვა- ახლოს რომ მოვდივარ მუნჯდები-სახეზე თითებს დაატარებდა და თითქოს მაჰიპნოზებდა- და ეს მე მაგიჟებს,სულ ჩემს ფიქრებშ ხარ, ესე არავიზე ვყოფილვარ მიჯაჭვული და არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო შენი თავი.-სახე ახლოს მოსწია და ჩემს ტჩებს დაეწაფა.
ბევრისგან გამიგია როგორ დაფრინვენ ამ დროს პეპლები მუცელში , მე აქაც არაადეკვატური ვიყავი. გავიყინე და წარმოდგენაც არ მაქვს რას ვგრძნობდი .
- მინდა ერთად ვიყოთ, მინდა ჩემთან იყო - ის კი ბუტბუტებდა და ტუჩებს ჩემს სახეზე და ყელზე დაატარებდა- ოღონდ ეხლა ნუ დამუნჯდები ლენ - გაეცინა
- მე... მე... სამსახურში მაგვიანდება- უცებ ისეთი ხარხარი ატეხა , იმ წამს მოვედ გონს- რა ვთქვი სასაცილო?
- ყველაფერი, კითხვა მაინც თუ გაიგე- ტუჩი ჩატეხა
- გავიგე! ყრუ არ ვარ!
- მერე?
- არვიცი , მოსაფიქრებლად დრო მჭირდება .
- კარგი საღამოს შემოგივლი -ფეხზე ადგა - მერე დაიხარა , თავი ამაწევინა და კიდევ ერთხელ მაკოცა- ტკბილი ხარ, დრო საღამომდე გაქვს.
საფიქრალი მომცა ბიჭმა, ფიქრი რად მინდოდა , ამდენი წელია ამაზე ვოცნებობდი .ჯერ ერთს შევნატროდი , ახლა ორი მყავს . ან რა პაემნები ამიტყდა აჩისთან , რამინდოდა.ბუზღუნით ავალაგე მაგიდა და სამსხურში წავედი. სადილის დროს კი ჰოი საოცრებავ და ჩემს კაბინეტში დამადგა თავზე.
- აქ რა გინდა- თვალები დავჭყიტე.
- სადილის დროგაქვს- ცელოფანი დამანახა- ჩინური სამზარეულოა, გიყვარს?
- არვიცი , არ გამისინჯავს, მაგრამ აქ არ ვსადილობთ.
- არც მე , ერთი საათი დრო გვაქვს - ხელი მომკიდა და წამომაყენა- აქვე სკვერია და ჰაერზე გავიდეთ.
- მოიცა ავიღო ჩანთა - უკან მივტრიალდი, ჩანთა ავიღე და კარებში ნომერი ორიც გამოჩნდა.ჯერ მე შემომხედა , მერე დათოს და ბოლოს ჩემზე მოჭიდებულ ხელს.
- როგორ ხარ აჩი- ბედნიერი დებილის სახით დაუსვა კითხვა, როგორ უნდა იყოს გუშინ არ ნახე?
- ნორმალურად.სადმე მიდიხართ?
- ჩემი გოგო მიმყავს სადილზე, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- როდის გავხდი ამის გოგო, ჩემს გაოცებულ სახეზე აჩისაც ჩაეცინა.
- შენს გოგოს თუ უნდა , დროს დაგიმატებთ- მერე მე მომიტრიალდა - ხუთზე შეხვედრა გვაქვს, მანამდე თავისუფალი ხარ- თვალიჩამიკრა და გავიდა, რა ქნა ეხლა თავჯს ჭკუით?
იქვე ახლოს მართლაც იყო სკვერი , მაგრამ მანქანაში ჩამსვა და თბილისითან ახლოს მაღალ ადგილას ამიყვანა, საიდანაც ქალაქის ხედი იშლებოდა .მანქანიდან პლედი გადმოიღო და ხის ქვეშ დავჯექით.
- არ ვიცოდი ესეთი რომანტიული თუ იყავი- გამეღიმა
- შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი
- არც შენ! - ფაქტი ავღნიშნე
- სამაგიეროდ დრო გვაქვს - დრო ნამდვილად გვქონდა .
თითქოს ყველაფერი დალაგდა, იყო შეხვედრებიც, პიკნიკებიც და კინოში სიარულიც .ბოლო ორი კვირაა ჩემი ცხოვრებაში უბედნიერესი დღეები მქონდა.ჩვენი სიყვარული პირველ ნაბიჯებს დგავდა. დღესაც კი ვფიქრობ , რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.ყველაფერი კარგად მიდიოდა სოფოსთანაც , თუმცა ერთ საღამოს კარებთან ზარმა ყველას ცხოვრება შეცვალა.კარებთან თვალებ დასიებული, ნამტირალევი სოფო რომ დამხვდა.




******
ზღვა მიყვარს! მიყვარს მისი სუნი .ამიტომ ყოველ ზაფხულს ზღვაზე დავდივარ. ვყოფილვარ ოკეანის სანაპიროზეც , მართლაც შთამბეჭდავი და უცხო სანახაობაა მზის ჩასვლა.მეგონა მეტი ვერაფერი გამაკვირვებდა, თუმცა შევცდი.
- სოფი გაიღვიძე- დემეს ხმამ მომწყვიტა სიზმრების სამყაროს
- უკვე ჩამოვედით?
- კი ჩამოვედით- ცხვირზე მაკოცა- გამოფხიზლდი ძილისგუდა .
თვალები კარგად გავახილე, ვცდილობდი დღის სინათლეს შევჩვეოდი, ზანტად გავაღე კარი და ჰოი საოცრებავ მთაში ვართ. ბარგის ამოლაგებით გართულ დემეტრესთან მივედი.
- დემე ხომ თქვი ზღვაზე მივდივართო- განა მთა არ მიყვარს უბრალოდ ზღვაზე მინდოდა.
- მერე ზღვას ვერ ხედავ?- კიდევ ერთხელ გავხედე მის უკან ნამდვილად მთებია-მარტო მე რომ მიყურებ მაგის ბრალია- ასოთხმოცი გრადუსით შემატრიალა და ჩვენგან არც ისე შორს ზღვა იყო , რომელიც ნელ- ნელა მზის სხივებით ნათდებოდა.ასეთი სანახაობა მართლა არასდროს მენახა.
- რა ლამაზია- სიხარულისგან ტაში შემოვკარი- რა სილამაზეა დემე- უკნიდან ამეკრო და მზის ამოსვლას ერთად დავუწყეთ ყურება.
- მანქანით ხუთ წუთში ზღვაზე ვიქნებით, ვიფიქრე სასტუმროს ჯობდა- ტუჩებუთ ყელი დამილაშქრა.
- სად ვართ დემე? - სიამოვნებისგან ძლივს გაბრუებულმა ძლივს მოვახერხე კითხვის დასმა.
- ციხისძირში , სოფელია ზღვასთან ახლოს.
ცა ნათდებოდა და ულამაზესი ხედიც უფრო ლამაზად ჩანდა . კოხტად მორთულ ეზოში კი ხის ორსართულიანი კოტეჯი იდგა.პირველ სართულზე მისაღები , სამზარეულო და აბაზანა იყო კომფორტულად მოწყობილი.დემეტრემ ბარგი მეორეზე რომ აიტანა მივხვდი საძინებლები იქ იქნებოდა თუმცა აქაც შევცდი .კოტეჯს ერთი საძინებელი ჰქონდა, მთელ კედელზე კი მინის კარ- ფანჯარა იყო, რომელიც აივანზე გადიოდა.ხედი აივნიდან კი ზღვას გადაჰყურებდა .
- მოგწონს?
- კი ძალიან- აივანზე გავედი- აქ მარტო უნდა ვიყოთ?
- კი - ჩაეცინა,მერე ჩემთან ახლის მოვიდა - თუ არ გინდა , ან არ მოგწონს შემიძლია სასტუმრო დავჯავშნო.
- არა ულამაზესი ადგილია
- აბა რა სახე გაქვს?!- წარბი ასწია
- არ მეგონა ერთად თუ მოგვიწევდა დაძინება.
- თუ ეს დისკომფორტს გიქმნის, შემიძლია მისაღების დივანი ავითვისო- ისე თქვა თითქოს მნიშცნელობა არ ქონდა ერთად დავიძინებდით თუ არა - თუმცა ვფიქრობ დროა ერთად ცხოვრება ვისწავლოთ.მინდა აქედან რომ წავალთ ჩემთან გადმოხვიდე.
- ვერ მიგიხვდი! ანუ ერთად ვიცხივროთ? როგორც წყვილი?
- თუ შენთვის სტატუსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ხელი მოვაწეროთ.
- არა არ მინდა - ისე მითხრა ერთად ვიცხოვროთო ვითომ ამით არაფერი იცვლებოდა , ცოტა გული დამწყდა- მნიშვნელობა სტატუსს არ აქვს.
- მისმინე სოფი , მეორედ მიწევს გამეორება და მინდა სწორად გამიგო! მე შენთან ერთად მინდა ყოფნა , მინდა სულ ჩემთან იყო დღეც და ღამეც .თუ შენ მზად არ ხარ მე გაგიგებ და კიდევ დაგელოდები, მაგრამ მგონი ორივემ ვიცით რომ ერთმანეთი გვიყვარს!
- ესე ვინ უხსნის გოგოს სიყვარულს? - თვალები გამიფართოვდა, ის კი ძლივს იკავებდა სიცილს- რა ვთქვი სასაცილო?
- სოფ! შენ რა ამას ამდენი ხანი ვერ ხვდებოდი?
- რას ნიშნავს ვხვდებოდი, არ უნდა გეთქვა? - ეს რა დამცინის?- დემეტრე!
- კარგი ხო- ძლივს მოითქვა სული. ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში უბრწყინავდა - მე შენ მიყვარხარ პატარა, მინდა სულ ჩემთან იყო. ესე კარგია?
- აღარ მინდა! დღეს დივანზე იძინებ! - ესეც შენ, იცინე ეხლა.
- ეს რა იყო დამსაჯე? - ამას რა სჭირს მთელი დილაა პირი აქვს მოღებული, დაწყნარდი სოფი .ერთი , ორი, სამი, ოთხი--- ვინ თქვა თვლა ამშვიდებსო?
- ისეთი სახე გაქვს მგონი ჯობია ქვევით ჩავიდე- მოწყვეტით მაკოცა და მართლა წავიდა .რა გააკეთა ვითომ ეხლა, ნერვებზე ამშალა და გაქრა. სულ ეს იყო?
ტანზე გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი, დემეტრეს მართლა დივანზე ჩასძინებოდა. მთელი ღამე საჭესთან იჯდა და მე საძინებლიდანაც გამოვაგდე, ეხლა ლენა რომ აქ იყოს მომკლავდა.ყავა ავიდუღე და აივანზე გავედი. საღამომდე იქ დავრჩით საღამოს კი ზღვაზე წავედით. ორი დღე მართლაც რომ ვტკბებოდით ზღვის და მთის სილამაზით. უკვე ზაგარიც მქონდა მიღებული.
- გინდა დღეს ბათუმში წავიდეთ?
- კარგი აზრია, ორი წელია არ ვყოფილვარ. მერე ციცინათელაშიც წავიდეთ რა?!
- გეუბნები ბავშვი ხართქო და მერე დუდღუნებ- კალთაში ჩამიჯინა და ისე მაკოცა ბოლოს რამის გავიგუდე.
- ნუ მომაჭამ ტუჩებს თუ შეიძლება.
- მიყვარს შენი ტუჩები- ქვედა ტუჩზე იკბინა-მიდი ახტი და მოემზადე- ფეხზე წამომაგდო.
მეც დღის გეგმით კმაყოფილი წამოვხტი, მოკლე შორტი ჩავიცვი.საცურაო კოსტუმზე კი თეთრი გამჭურვალე პერანგუი ჩავიცვი.სარკეში ჩემი თავი კარგად შევათვალიერე და ეზოში ჩავედი.დემეს რომ შევხედე გამეცინა , ერთ ფერებში ვიყავით გამოწყობილი.მის ტანს რომ ვუყურებდი ისეთი მიმზიდველი იყო ბევრჯერ მიფიქრია, რატომ მე და არა სხვა.განა იმიტომ რომ მე არ ვიყავი კარგი შესახედაობის, უბრალოდ მისი ყოფილი ცოლის მერე ეს ცოტა მიკვირდა.
ბათუმი ლამაზი ქალაქია, დასათვალიერებელი ადგილებიც ბევრია, მითუმეტეს ბულვარი. თუმცა დასასვენებლად საკმაოდ ხმაურიანია და სანაპიროც ქობულეთში ან სხვა ზღვისპირა ქალაქებში უფრო კარგია. იმ დღეს ზღვაზე არც წავსულვართ, ბევრი ვისეირნეთ, ციცინათელაში ადრენალინის მთელი დოზა დავხარჯე , საღამოს კი კლუბში წავედით. მთელი საღამო ვერთობოდით, ვსვავდით და ვცეკვავდით. ნუ მე წვენს ვსვავდი , მაგრამ დემემ რამოდენიმე ჭიქა ვისკი დალია.საცეკვაო მოედნიდან უკვე მაგიდასთან ვბრუნდებოდით დემეტრეს ყელზე ვიღაცის ორი ხელი რომ შემოეხვია.ჩემი წარბი თავუსით აიწია მაღლა.
- აქ საიდან დემუსი?- ეს ვინღაა?
- თათა? გამარჯობა- ცივად მოიშოდა მისი ხელები, მერე წელზე ხელი მომხვია და წარმადგინა- გაიცანი ჩემი ყოფილი თანამშრომელია, ეს კი ჩემი საცოლეა სოფი- ისე წამებში მოხდა ყველაფერი , გაოცებული სახიდან ბედნიერი დებილის სახე მივიღე.
- სასიამოვნოა- კი სახეზე გეტყობა საყვარელო.
- არა მგონია!- არც მე დავაკელი პასუხი.
- უკაცრავად!
- არა მგონია სასიამოვნო იყოს ჩემი გაცნობა- სახე ალეწილი მიყურებდა, ირონიულად გავუცინე , მერე დემეტრეს მივუბრუნდი- დემე წავიდეთ?- ტუჩის კუთხე ჩატეხა, ქალბატონს ზრდილობიანად დაემშვიდობა და ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდით- ვინ იყო?
- რას ნიშნავს ვინ იყო ?ხომ გითხარი....
- არა არ გითქვამს, თანამშრომლები უფროსებს ყელზე არ ეკიდებიან.
- სერიოზულად?!ეჭვიანობ პატარა? - ლოყაზე მაკოცა.
- მაქვს საეჭვიანო? - არც მე ჩამოვრჩი .
- ნუ თუ გავითვალისწინებთ რა თბილად მხვდებიან ყოფილი საყვარლები?- თვალები ისე გამიფართოვდა რამის ბუდიდან ამომივარდა- ნეტა დაგანახა რა სახე გაქვს- სიცილით მითხრა
- შენ რომ დაგენახა ჩემი ყოფილი საყვარელი მეხვეოდა ....
- აღარ გააგრძელო!- უცებ დასერიოზულდა - მგონი ჯობია წავიდეთ!- ამ კაცის გარდაქმნები დღემდე მაოცებს- მოდი დღეს სასტუმროში დავრჩეთ. მეც დავლიე და თან დავიღალე.
- როგორც გინდა!- მშრალად ვუთხარი .
- ტყუილად ჭედავ სოფი და შენც ხომ იცი?- ხელი ჩამკიდა დ კლუბიდან გამიყვანა.
კლუბიდან გამოსულებს გარეთ წვიმა დაგვხვდა , რადგან მანქანით ვერ წავიდოდით პირველივე სასტუმროში შევედით.ნომრები ავიღეთ და ვახშამი შევუკვეთეთ.დღევანდელ შემთხვევაზე ვფიქრობდი, ნეტავ რამდენი საყვარელი ყავდა? იქნებ რომელიმე ჩვენს ახლანდელ თანამშრომელთანაც ჰქონდა ურთიერთობა? უკვე ვხვდებოდი ფიქრებმა ჭკუა ამირიეს .სანამ ჩემი ტანსაცმელი გაშრებოდა პირსახოცი მოვიხვიე და აივანზე გავედი .ცოტა ხანში ნომერში დემეტრე შემოვიდა.
- კარები როგორ გააღე? - გამიკვირდა
- ნომერი ჩემს სახელზეა, ვუთხარი გასაღები შიგნით დამრჩათქო და სათადარიგო მომცეს- ახლოს მოვიდა და გასაღები ცხვირთან ამიფრიალა.
- ვახშამი არ მოიტანეს?
- მოაქვთ უკვე- მერე კარგად ამათვალიერა- იცი ხომ კაცს ამ ფორმაში რომ არ უნდა დახვდე?
- წესით მარტო უნდა ვყოფილიყავი ნომერში!
- წესით საერთო ოთახი უნდა გვქონდეს!-არ ჩამომრჩა.
- საიდან მოიტანე?
- რა პატარა ხარ სოფი?!
- ეგრე შენ პედოფილი გამოდიხარ
- ბოროტი ძია უფრო, სრულწლოვანი ხარ უკვე 5 წელია.
- ოთხი
- უკვე ხუთი- საათზე დამახედა- დაბადების დღეს გილოცავ პატარა , ხელის გული გაშალა. ლამაზი ბეჭედი არბრჭყვიალდა მის ხელზე .
- ეს ... რა არის ეს?- ვერ მივხვდი დაბადების დღის საჩუქარი იყო თუ რამე უფრო მეტს ნიშნავდა.
- ვერ ხედავ ? - თვალები მოჭუტა
- დაბადების დღის საჩუქრად ბეჭედი შემირჩიე?
- უფრო სტატუსის მოსანიჭებლად-
- გგონია სტატუსი მჭირდება?
- მგონია ერთმანეთი გვჭირდება, თუმცა ვიცი გოგონები ასეთ რაღაცეებზე გიჟდებით ,ამიტომ მინდოდა შენთვის ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო.- სველი თმა ყურზე გადამიწია- ცოლად გამომყვები სოფი?
- მე?
- რა კითხვებით ხარ დღეს? სხვას უნდა ვთხოვდე ცოლობას !
- არა უბრალოდ ესე მალე - კისერზე ძარღვები საგრძნობლად დაეტყო
- შენ მე არ გიყვარვარ!
- რა? საიდან მოიტანე?
- როცა უყვართ დრო არ სჭირდებათ!
- დრო არც მე მჭირდება უბრალოდ დავიბენი.- ვცადე გამომესწორებინა
- რისი თქმა გინდა? გათხოვება არ გინდა? - მართლა არ მინდოდა ჯერ გათხოვება თუმცა მე ის სიგიჟემდე მიყვარდა.
- ჯერ არ მინდოდა...
- ჩამოყალიბდი სოფი რა გინდა ! ერთად ცხოვრება არ გინდა, გათხოვება და სტატუსი არ გჭირდება.ამბობ მიყვარხარო თუმცა შენი ქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს.იფიქრე მე დაგელოდები - ბეჭედი ხელის გულზე დამიდო, შუბლზე მაკოცა და გავიდა.
ნამდვილად დასამახსოვრებელი დაბადების დღე გამოვიდა.მე თვითონ ვეღარ გავიგე რა მინდოდა, მიყვარდა, მისი შეხება ჭკუიდან მშლიდა, მისი სურნელი მაბრუებდა.მიყვარდა უჟმურიც და თბილიც.კარზე კაკუნზე ვიფიქრე დაბრუნდათქო მაგრამ ვახშამი ამოიტანეს სანთლებით წითელი ვარდებით და შამპანურით. კი ამბობს რომანტიკოსი არ ვარო თუმცა მაგიდაზე სხვა რამეს ვხედავდი.ბეჭედი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა.ლამაზი დახვეწილი თეთრი ოქროს ბეჭედი იყო ბრილიანტის თვლით.ბევრი აღარ მიფიქრია ბეჭედი თითზე მოვირგე და კონსიაჟს საგორიალო მაგიდა გამოვართვი .დემეტრეს ოთახის კარზე დავაკაკუნე, მალენაბიჯების ხმაც გაისმა.კარი წელს ზემოთ შიშველმა გამიღო და გაკვიევებული სახით შემომხედა.
- ეხლა არ მითხრა ვახშამსაც გინრუნებო!- მის სახეზე სიცილი ამიტყდა.
- არა, მეც მშია და იქნებ შემომიშვა!- გვერდით გაიწია და მეც შევგორდი.
- ბეჭედი გიკეთია!- თვალით თითზე ამაყად მომზირალ ბეჭედზე მიმანიშნა .
- ვერ ხედავ?
- ფაქტი ავღნიშნე არ მიკითხია.რატომ გაიკეთე?
- ისევ ფაქტი....
- არა ეს კითხვაა- შემაწყვეტინა ბოდვა.
- გადაიფიქრე?
- რა?
- ჩემი ცოლად მოყვანა .
- მომყვები?
- რეებს მეკითხები? ვერ ხედავ რო მიკეთია - თვალთან ავუფრიალე ბეჭდიანი ხელი.სიცილი აუტყდა- ნუ მაგიჟებ!
- მე შენ გიჟიც მეყვარები- ისე უცებ დამეტაკა ტუჩებში გონზე რომ მოვედი პირველი რაც გავიგე- მიყვარხარ სოფი იყო.
- მეც მიყვარხარ დემე - ცოტა ხანს მიყურა მერე კი ისევ ჩემს ტუჩებს დაუბრუნდა. მერე ყელზე გადავიდა, პირსახოცის შიგნით ვგრძნობდი მის თითებს თუმცა გაჩერება უკვე მე თვითონ არ მინდოდა . გონება გავთიშე, გულს და სხეულს კი მხოლოდ ის უნდოდა.
- სოფი თუ არ ხარ მზად....
- მე შენ მიყვარხარ დემეტრე თაბაგარო- მეტის თქმა უბრალიდ არ იყო საჭირო . როდის დავჩი დედისშობილა ვერც კი გავიგე, ჩემი სხეული მარტო მას ითხოვდა.შიში რომელიც ჩემს ფიქრებში პირველ ღამეზე იყო საერთოდ აღარ მახსოვდა, არც ის მადარდებდა რა იქნებოდა შემდეგ, მხოლოდ მე და ის ვიყავით და უსაზღვრო ბედნიერება.მერე იყო წამიერი ტკივილი , რომელსაც თან სიამოვნების ტალღები სდევდა. მისი ნაზი შეხება, ვხვდებოდი როგორ მაჩვევდა და მიფრთხილდებოდა , ისე როგორც არავინ გამფრთხილებია.ჩენთვი ეს იყო სიამოვნების პიკი და ღამე რომელსაც არასდროს ვინანებდი და ძილის წინ ნათქვამი მიყვარხარ სოფი.
დილით წითელი ვარდების ნაცვლად საწოლზე თეთრი ვარდები დამხვდა.
- გაიღვიძე? - აბაზანიდან თავის მშრალებით გამოვიდა- კარგად ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს?
- არაფერი - გამეცინა - არ წავიდეთ?
- რაიყო არ თქვა სასტუმროს კოტეჯი მირჩევნიაო, გვერდით მომიწვა
- ნამდვილად მირჩევნია - მეც მივეკარი მის ნამიან სხეულს.
- სოფი მართლა კარგად ხარ?
- ვაიმე რეებს მეკითხები დემე? ქალიშვილობა დავკარგე რა უნდა მჭირდეს?
- რავიცი- ხელი ჩემს ტამზე აასრიალა- თუ არაფერი გვაწუხებს იქნებ აქ დავრჩეთ, იწექი და დაისვენე- ყბის ძვალზე მაკოცა
- ხო კარგად ხარ დემე?- შუბლზე ხელი მივადე - არადა არაფერი გჭირს-მესმის რომ ნერვიულობს ჩემზე მაგრამ მგონი სულ გაგიჟდა.
- ნუ თუ ყველაფერი კარგადაა -ხელის ერთი მოძრაობით ჩემს ზევით მოექცა- მეორე რაუნდზე რა აზრის ხარ?- პასუხს არც დალოდებია ან რა პასუხი უნდა გამეცა მისი ხელები უსე დასრიალებდა ჩემს ტანზე სხეული თავისთავად მეტყველებდა ყველაფერზე.
საღამოს სასტუმრო დავტოვეთ და დავბრუნდით ჩვენს სამოთხეში. უკვე კვირაზე მეტი იყო გასული ტელეფონი რაც გათიშული ჰქონდა .ვინც საჭირო იყო ისედაც ჩემთან რეკავდნენ ამიტომ სრულ იდილიაში ვიყავით.ერთად ცხოვრებას ვსწავლობდით, გადაწყვეტილი გვქონდა უკან დაბრუნებულებს ერთად უნდა გვეცხოვრა.ეს მანამდე სანამ ტელეფონი არ ჩართო და მეილები არ შეამოწმა.არ ვიცი რა მოხდა მაგრამ აივანზე ყავას ვსვავდით და გაფითრებულმა შემომხედა
- უნდა დავრეკო და მოვალ - ყავა დადო და უკანა ეზოში გავიდა.
მალევე დაბრუნდა და თითქოს არ უნდოდა შემემჩნია მაგრამ ის დღე დაძაბული იყო. ეხლა მახსენდება დილით თვითონ მთხოვა იქნებ პროდუქტებზე მანქნით ჩახვიდეო, ტარების უფლება ახალი აღებული მქონდა და საჭესთან ჯდომის მეშინოდა , მაგრამ მარკეტი ახლოს იყო და არც პრაკტიკა მაწყენდა, ამიტომ შედარებით მშვიდად მივუჯექი საჭეს .პროდუქტი ვიყიდე და უკან მოტრიალებულს საოცრება დამხვდა, სამზარეულოში ყველაფერი დალეწილი იყო ის კი არსად ჩანდა .ტელეფონი გათიშული ჰქონდა , დათომაც არაფერი იცოდა .ის ღამე თეთრად გავათენე, გამთენიისას გამეღვიძა ტელეფონზე კი მისი მესიჯი დამხვდა სადაც ორი სიტყვით მატყობინებდა რომ მშორდებოდა და რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

დაააჺ. რაღაც ფირმის ამბავია..ან მამასი..მოკლედ ველოდები-

 


№2 სტუმარი Ana-maria

მგონი რაღაც ისეთი მოხდა,დემეტრეს სხვა გზა არ დარჩა. ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებთ. ლანა და დათოსაც არ აერიოთ ისედაც დაულაგებელი სიყვარული. წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველოდებ

 


№3 სტუმარი ნი-კე

რაიყო ახლა ეს ინტრიგაააა???სანამ ახალს დადებ ხმ გამელია სული..ცოტა დიდი თავი და მალე რაც შეიძლება...წარმატებები..ეს თავი კარგი იყოოოოო

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi Tavi iyo zalian an momewona magram es ra shokshi chagvagdet iseti saidumlobra gaigo demetrem SoFi egre miagdo velodebit Debi axal tavs madloba warmatebebi ????????????

 


№5  offline წევრი თეოფილე

ძალიან საინტერესოა ❤️ ველოდები შემგედ თავს მოუთმენლად

 


№6 სტუმარი ნი-კე

რატომ იგვიანებ??

 


№7 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიაა ❤ დათა და ლენა განსაკუთრებით მიყვარს რეალურობით, ნამდვილი სიყვარულით, გრძნობებით და მეგობრობით სავსე წყვილია. ყველაფერი ეტაპობრივად თანდათანობით და რეალურად რომ განვითარდა. სოფი და დემეტრე ცოტა არარეალური და ზედმეტად სწრაფად ჩამოყალიბებული წყვილი მგონია რაც ამ თავში უფრო კარგად გამოჩნდა, მართალია სიყვარული ჩანს მაგრამ თითქოს ზედმეტად სწრაფად ხდება ყველაფერი, დემეტრემ დააჩქარა ყველაფერი და თან ბოლო აბზაცში სრულ გაურკვევლობაში დატოვა სოფიც და ამდენი მკითხველიც. გული ამიცრუვდა დემეტრეზე :( დათაა ჩემი სიყვარული: დ❤ ველოდები შემდეგს❤

 


№8  offline წევრი sabrina

სტუმარი ბარბარე
ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიაა ❤ დათა და ლენა განსაკუთრებით მიყვარს რეალურობით, ნამდვილი სიყვარულით, გრძნობებით და მეგობრობით სავსე წყვილია. ყველაფერი ეტაპობრივად თანდათანობით და რეალურად რომ განვითარდა. სოფი და დემეტრე ცოტა არარეალური და ზედმეტად სწრაფად ჩამოყალიბებული წყვილი მგონია რაც ამ თავში უფრო კარგად გამოჩნდა, მართალია სიყვარული ჩანს მაგრამ თითქოს ზედმეტად სწრაფად ხდება ყველაფერი, დემეტრემ დააჩქარა ყველაფერი და თან ბოლო აბზაცში სრულ გაურკვევლობაში დატოვა სოფიც და ამდენი მკითხველიც. გული ამიცრუვდა დემეტრეზე :( დათაა ჩემი სიყვარული: დ❤ ველოდები შემდეგს❤

მადლობა რომ თქვენი აზრი გამიზიარეთ . მეც ვფიქრობ რომ დრო სჭირდებოდათ გასაცნობად, ვფიქრობ ექნებათ დრო კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი.♡♡♡

ნი-კე
რატომ იგვიანებ??

ოთხი შვილი მყავს და იმიტომ :))ავტვირთე უკვე ♡♡♡

სტუმარი Nestani
Kargi Tavi iyo zalian an momewona magram es ra shokshi chagvagdet iseti saidumlobra gaigo demetrem SoFi egre miagdo velodebit Debi axal tavs madloba warmatebebi ????????????

მადლობა ♡♡♡

ნი-კე
რაიყო ახლა ეს ინტრიგაააა???სანამ ახალს დადებ ხმ გამელია სული..ცოტა დიდი თავი და მალე რაც შეიძლება...წარმატებები..ეს თავი კარგი იყოოოოო

♡♡♡

თეოფილე
ძალიან საინტერესოა ❤️ ველოდები შემგედ თავს მოუთმენლად

Marikagogolqdze
დაააჺ. რაღაც ფირმის ამბავია..ან მამასი..მოკლედ ველოდები-

ვნახოთ ♡♡♡♡

Ana-maria
მგონი რაღაც ისეთი მოხდა,დემეტრეს სხვა გზა არ დარჩა. ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებთ. ლანა და დათოსაც არ აერიოთ ისედაც დაულაგებელი სიყვარული. წარმატებები და ახალ თავს მოუთმენლად ველოდებ

კი მეც ეგრე მგონია ;)

სტუმარი Nestani
Kargi Tavi iyo zalian an momewona magram es ra shokshi chagvagdet iseti saidumlobra gaigo demetrem SoFi egre miagdo velodebit Debi axal tavs madloba warmatebebi ????????????

მადლობა რომ კითხულობთ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent