შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი სიყვარული(თავი 6)


26-06-2022, 04:53
ავტორი Mysteries
ნანახია 1 753

თავი 6
-გეკითხები, ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება? - უეცრად დაიღრიალა - როგორც მახსოვს საპირფარეშოში წამოხვედი, მაგრამ ჩემს საძინებელ ოთახში აღმოჩნდი, რა იყო მარჯვენას და მარცხენას ვერ არჩევ? - ბოლო სიტყვები ირონიით წარმოთქვა - მიპასუხე!
-ნუ მიყვირი!
-შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა? - უცბად მომიახლოვდა, თვალებში ჩავაშტერდი - ნახე არა? - უეცრად მკითხა
-რა ვნახე? - ვიცოდი რომ ნახატზე მეკითხებოდა,მაგრამ მაინც არ ვთმობდი ჩემს პოზიციას
-კარგი რა მელანო, იცი რაზეც გეკითხები - მობეზრებული სახით მითხრა
-ვნახე…-ჩამწყდარი ხმით ვუპასუხე
-არ უნდა გენახა…ჯანდაბა - თავისთვის შეიკურთხა, მე კი ოთახიდან გავედი.
-მაკრინე მე წავალ - ჩანთას ხელი დავსტაცე და მაკრინესკენ შევბრუნდი
-უკვე? - უკმაყოფილება დაეტყო სახეზე
-ხო, გპირდები კიდევ მოვალ - კედელზე მიყუდებული დუდუ დავაიგნორე, და ვუთხარი.ვერც კი გავიაზრე ისე მოვიდა მაკრინე და ჩამეხუტა
-მიხარია რომ მოხვედი - მითხრა ჩურჩულით - დუდუსთან რომ რაღაც გაკავშირებს ვიცი - მითხრა და ხელები შემიშვა.
კორპუსიდან გამოვედი, და გაჩერებისკენ წავედი, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი გვერდიდან ხმა მომესმა
-მელანო - დუდუ იყო - ჩაჯექი, გაგიყვან
-გზას უყურე ჯიშკარიანო, შენს გზას - თვალებით გზაზე ვანიშნე
-მელანო - მკაცრი გაუხდა ხმა
-დუდუ
-ასე არა? - მანქანა გააჩერა, და იქიდან გადმოვიდა, გაკვირვებული მივჩერებოდი მას
-რას აკეთებ? - ვკითხე როცა გვერდით ამომიდგა
-კომპანიონობას გიწევ
-არ მჭირდება - ვუთხარი და წინ წავედი
ვგრძნობდი როგორ მომყვებოდა უკან, რუსთაველიდან ვერამდე ფეხით ვიარეთ, შეუჩეტებლად მომყვებოდა, ვგრძნობდი მის მზერას.
ის ის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, როცა მკლავზე ხელის ჩავლებამ შემაჩერა
-მელანო…- ახლოს იდგა, იმდენად ახლოს რომ ჩემი გულის აჩქარებაც კი შეძლო - ამის დედაც…-შეიგინა, ორივე ხელი თმაზე გადამისვა, თავი ამაწევინა და ტუჩებზე დამაცხრა, ჯანდაბა ამაზე კარგი გრძნობა არასდროს მიგვრძნვნია, მკოცნიდა, ნაზად, ფრთხილად, და მეც ავყევი, მსიამოვნებდა მისი ტუჩები ჩემსაზე…
-დუდუ…-როცა ორივემ ამოვისუნთქეთ, თვალებ დახუჭულიმა ჩავიჩურჩულე მისი სახელი
-ვიცი…ეს ყველაფერი არასწორია - მითხრა, და თმაზე მომეფერა - მაგრამ…ჯანდაბა…მელანო სადარბაზოში შედი…
არაფერი მითქვამს, შევბრუნდი, სადარბაზოში შევედი, ჩქარა ავირბინე კიბეები, და სახლში შევედი…
-მოვედი - ტრადიციულად დავიყვირე, ჩანთა იქვე მივაგდე, და სამზარეულოში შევედი,ღიმილი გადამკროდა სახეზე, ბოლო წამებზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი
-აივანზე ვართ - ლევანის ხმა იყო, აივანზე გავედი, კარებს მივეყრდენი და შევჰყურე ყოველთვის მომცინარ მამა შვილს
-სად იყავი?
-ანდრას შევხვდი, შემდეგ მაკრინესთან
-ძალიან კარ…მოიცა რა? - თვალებ გაფართოებულმა ჩემკენ გამოიხედა - ვისთან იყავი?
-არ მოგესმა, მაკრინესთან - ვუთხარი და გვერდზე მივუჯექი
არაფერი უთქვამს, თავზე მაკოცა, სიჩუმე კი ნანომ დაარღვია
-მელი, ზაფხულში ლილი ბებოსთან წავიდეთ, ხო გინდა? - ლილი, ადამიანი, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ადამიანი რომელმაც ბევრი გადაიტანა, ლილი მარიტას დედაა, რომელმაც ცხოვრება იტალიაში გააგრძელა.
-ნანო, ჯერ სექტემბერიც არ დასრულებულა
-ზეგ ხო მთავრდება - ამ სიტყვებით ნანომ ლულუს დაბადებისდღე გამახსენა.
-ნანო, ზაფხულზე სხვა დროს ვილაპარაკოთ - ვუთხარი, ლოყაზე ხმაურით ვაკოცე, და სახლში შევედი
-ღამე მშვიდობისა - გავძახე
-ტკბილი ძილი
ოთახში შევედი, ტანზე გავიხადე, და საწოლზე დავესვენე, თვალები დავხუჭე, გონებაში ისევ ის მომენტები მქონდა წარმოსახული, თითები ტუჩებზე მოვისვი, მეღიმებოდა იმ წამებზე…
***
დილა ჩვეულებრივად დაიწყო, არ ვიცოდი როგორ შევხვედროდი დუდუს, ან რა უნდა მეთქვა? ისევ უნდა ამევლო გვერდი? თუ არა? ველოდებოდი “ანდრას” ანდრიასთან შეხვედრას? ამ ფიქრებით სავსემ, გავედი სამზარეულოში
-დილამშვიდობისა - მითხრა ლევანმა, რომელიც ყავის ჭიქით ხელში მიყუდებული იყო სამზარეულოს ერთ - ერთ კარადას
-დილამშვიდობისა - ვუთხარი, სკამზე დავჯექი და პურზე ჯემის გადასმა დავიწყე
-მელანო, კარგად ხარ? - ჭიქა მაგიდაზე დადო, და დაეევებით შემომხედა
-კი თავს კარგად ვგრძნობ - ვუთხარი და პურის ნაჭერი “ჩავკბიჩე”
-შენ და საუზმობა? დილით მხოლოდ ჩაის თუ დალევდი ხოლმე
-არ ვიცი, შეიძლება რაღაც შეიცვალა - ვუთხარი და ყურადღება ნანოსკენ გადავიტანე, რომელიც თავის ჩანთაში რაღაცას “ტენიდა”
-რას ვერ ატევ? - ვკითხე ღიმილით
-ალბომს - არ შემოუხედავს ისე მითხრა
-რა ალბომს?
-მელი, ამ სახლში მხოლოდ ფოტოების ალბომი არსებობს - მითხრა მობეზრებით - იმ ალბომს ვდებ რომელშიც დედას სურათებია
-ბაღში რაში გჭირდება?
-რომ ბავშვებს ვანახო რომ დედა მყავს - ჯანდაბა!
-ჰეი, რამე მოხდა? - ვკითხე, და მდუმარე ლევანს დავაკვირდი
-არაფერი, ბავშვებმა გუშინ დედაზე მკითხეს, მერე მეც ვუპასუხე - დაიწყო მოყოლა - შემდეგ, ნინამ რაღაც მითხრა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ისეთი რამ ვუთხარი რის გამოც ატირდა, და მამა ბაღში დაგიბარეს - არასდროს ყვებოდა, დეტალურ მომენტებს, ყოველთვის მნიშვნელოვან ამბავს რაღაც ამბავზე აბავდა და ისე ყვებოდა
-ნანო, რატომ არ მითხარი? ან იმ ბავშვმა რა გითხრა?
-ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, გიბარებენ, თან მისი დედაც იქნება - გვითხრა, და გამზადებულ ჯემიან პურს მადიანად შეექცია
-კარგი…-საათს ავხედე - მე წავედი. ორივეს ვაკოცე,და სახლიდან გავედი…
სკოლაში შესვლას ვაპირებდი, როცა ტელეფონზე “ესემესი” მომივიდა
ანდრასგან იყო
-“დღეს სკოლის შემდეგ, გასასვლელთან დაგელოდები, მე სკოლაში არ მოვდივარ”
-“კარგი”
ტელწფონი ჩანთაში ჩავიდე, და სკოლაში შევაბიჯე.
არ მეგონა, თუ ჯიშკარიანი არ იქნებოდა, არადა მთელი დღე ვემზადებოდი იმისთვის, და ვფიქრობდი იმაზე თუ რანაირად უნდა შევხვედროდი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლულუც არ იყო სკოლაში…
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, გარეთ გავედი, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, და ირგვლივ მიმოვიხედე ანდრა არსად ჩანდა…
შიშისგან შევხტი,როცა უკნიდან ვიღაც მომეხვია
-ვინმეს ელოდები? - ანდრას ხმა დაებოხა, და სიცილით მეჩურჩულებოდა
-იდიოტო, შემაშინე - სიცილით ვუთხარი
-წავედით? - ღიმილით მკითხა
-წავედით - ვუთხარი…
უსიამოვნო ტალღამ დამიარა, როცა საავადმყოფოში შევედი, მისი სუნიც კი მაღიზიანებდა, ერთდროულად ამომიტივტივდა ტვინში, თითოეული მოგონება, როგორ დამწონდა მარიტასთან ყვავილები, მაიკოს გამომცხვარი პეროგები, მარიტა, რომელსაც ბოლო იმედითა ჰქონდა დარჩენილი, მარიტა, რომელიც დაპატარავებულიყო, მარიტა რომლის ცრემლიც არასდროს მინახავს, და მარიტა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა რომ გაეღიმა.მახსოვს, მასთან ყოველ ღამე ვრჩებოდი, მასთან ერთად ვიძინებდი, იმედი მქონდა, რომ მარიტა, დედაჩემი გამომყვებოდა სკოლაში,მაგრამ ეს იმედები მასთან ერთად მოკვდა, ნაფერფლებად იქცა…
-მელანო - ფიქრებიდან ანდრას ხმა მაფხიზლებს - კარგად ხარ?
-კი,კი… - გავუღიმე
დერეფანი გავიარეთ, და ერთ - ერთ პალატას მივუახლოვდით, ანდრამ დააკაკუნა, და ღიმილით შეაღო კარები
-შეიძლება?
-რა თქმა უნდა…- დავინახე ბიჭი, რომელმაც წიგნი გვერდზე გადადო, და ღიმილით შეგვეგება.ბიჭს კარგად დავაკკვირდი, მართლაც რომ ციმციმა მწვანე თვალები ჰქონდა, ბავშური, მაგრამ მკაცრი სახე, რომელზეც ღიმილი გადაჰკვროდა.
-ანდრო, გაიცანი ეს მელანოა, მელანო ეს ანდროა
-სასიამოვნოა - თავი დავუკარი
-ჩემთვისაც, შენზე ბევრი რამ მსმენია - მითხრა, და თავი დამიკრა - დაჯექით - გვითხრა, დაჯდომის თანავე შევამჩნიე წიგნის სახელი, რომელიც გარკვევით წავიკითხე ეს იყო რე მარკის “ნასესხები სიცოცხლე”, გამეღიმა წიგნის დანახვაზე
-რე მარკი? - წიგნზე ვანიშნე
-დიახ, დიახ…შენც მოგწონს?
-კი, განსაკუთრებით წიგნი რომელიც გვერდით გიდევს - წარბები ავათამაშე
-მიხარია, რომ საერთო აღმოგვაჩნდა, მაგრამ რატომღაც ანდრას რე მარკი არ მოსწონს
-ჩემთვის ცნობილია ანდრას დამოკიდებულება, დღემდე არ უყვარს რე მარკი, განააკუთრებით კი ეს წიგნი, მხოლოდ იმიტომ რომ დასასრული არ მოსწონს
-იმედი მაქვს ისე არ გააკეთებთ, რომ ვინანო რომ ერთმანეთი გაგაცანით - გვითხრა ღიმილით.ჩვენ კი სიცილით გავხედეთ…ბევრი ვისაუბრეთ, მომეწონა ანდრია, რომელიც ყველაფრის და მიუხედავად, იღიმოდა, არ გამომპარვია მათი მზერა ერთმანეთისადმი, და როცა მივხვდი რომ უკვე წასვლის დრო იყო
-კარგი, მე წავალ…ანდრა შენ დარჩები თუ წამოხვალ?
-უკვე მიდიხარ? - მკითხა ანდრიამ
-ხო…კიდევ მოვალ რა თქმა უნდა…-გავუღიმე
-მე დავრჩები - მითხრა ანდრამ
-კარგი, კარგად იყავი ანდრია, ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, განსაკუთრებით ის რომ ანდრას აბედნიერებ - ღიმილით ანდრასკენ ვანიშნე
-მელანო, შენ მიდიოდი - კარებზე მანიშნა ანდრამ
-კარგი, კარგი - გავუცინე და პალატა დავტოვე.
სანამ დრეფანში გახვიდოდი, ბევრი პალატა უნდა გაგევლო, არ ვიცი რატომ, მაგრამ გვერდზე გავიხედე, პალატის კარი ღია იყო, მოულოდნელად გავშეშდი, როცა შიგნით ლულუ დავინახე, რომელიც დასუსტებული მისვენებულიყო, და თვალები დაეხუჭა.ვერ ვინძრეოდი, თვალებ გაფართოებული ვუყურებდი ლილუს…


ბოდიში დაგვიანებისთვის, იმედი მაქვს მოგეწონებათ, მოხარული ვიქნები თუ აზრსაც გამიზიარებთ, პატივისცემით თქვენი Mysteries person



№1  offline წევრი Marikagogolqdze

ლულუ ვინაა?

 


№2  offline წევრი Mysteries

Marikagogolqdze
ლულუ ვინაა?

დუდუს შეყვარებული.მადლობა იმისთვის რომ კითხულობთ.

 


№3 სტუმარი ნია

ველოდები შემდეგ თავს, ძაან კარგია ????♥️

 


№4  offline წევრი Mysteries

ნია
ველოდები შემდეგ თავს, ძაან კარგია ????♥️

ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის და იმისთვის რომ კითხულობთ, ძალიან ვეცდები შემდეგი თავი მალე დავდო.

 


№5 სტუმარი რტ

აღარ აგრძელებთ? ;(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent