მწვანეს ელფერი
-ხვალამდე გოგოებო! - მივაძახე თანამშრომლებს და გადმოვედი მანქანიდან მოწყენილი. ცხელოდა, ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი საშინლად მიჭერდა. ვაპირებდი ფეხით გასეირნებას, მაგრამ გადავიფიქრე და პირველივე მომავალ ტაქსს ხელი გავუქნია. -გამარჯობა. - მივესალმე მძღოლს, რომლისთვისაც სახეზე არც კი შემიხედავს და სწრაფად მივაყოლე: - ფალიაშვილზე 7 ლარად გახვალთ? - დაბრძანდით. - ახალგაზრდა ბიჭი მობრუნდა ჩემსკენ და თავაზიანად გამიღიმა. დავჯექი მანქანაში და ვიგრძენი რომ მჯდომიარე პოზაში უფრო მეტად მომიჭირა შესაკრავმა და ცოტა უხერხულად, მაგრამ მაინც ვკითხე თუ შემეძლო ფეხსაცმელი გამეხადა. ბიჭმა გამიცინა და "რა თქმა უნდაო"-ო ჩაილაპარაკა. ზუსტად ორ წამში ტელეფონმა დამირეკა, ნომერს რომ დავხედე არ მესიამოვნა, პასუხიც არ მინდოდა, ამიტომ ხმა ავუთიშე, მაგრამ მე-5 ზრზე უკვე უხერხულად ვიგრძენი თავი და ვუპასუხე: - რა ხდება? - სად ხარ? - სახლში მივდივარ. რამე მოხდა? - არაფერი, გამოხვალ? - არა. - რატომ? - ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და იმიტომ! - შეძლებისდაგვარად მშვიდი და მკაცრი ტონით ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. ცრემლები მომაწვა, ბრაზი მახრჩობდა, ვეღარ ვსუნთქავდი, ფანჯარას ჩავუწიე და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. თვალები დავხეჭე და საზურგეს მივეყრდენი. მძიმედ ვსუნთქავდი. - შეიძლება მოვწიო? - მორიდებით ვკითხე მძღოლს. - რა თქმა უნდა. კარგად ხართ? - მადლობა და არა, არ ვარ კარგად. - რაღაცნაირად ვიგრძენი რომ საუბარი მჭირდებოდა. - გინდათ? სადმე, გავაჩერებ მანქანას და წყალს გიყიდით. - მადლობა მაქვს. - დახმარება შემიძლია რამით? - სერიოზული სახით შემომხედა და შეაფასა ჩემი მდგომარეობა. - რჩევის სახით რაღაცას თუ ვიკითხავ, უხერხული ხომ არ იქნება? - ცოტა შემრცხვა, უცხო ადამიანს რჩევას ვთხოვდი, მაშინ, როდესაც რჩევებს როგორც წესი აქეთ გავცემდი, მაგრამ ვერავის მოვუყვებოდი ნაცნობს იმაზე, რაც დამემართა და ეს ადამიანი კი სრულიად უცხო იყო ჩემთვის და ხვალ შეიძლება აღარც კი შემხვედროდა და თავისუფლად შემეძლო მესაუბრა. - რა თქმა უნდა. - ბიჭმა გამიღიმა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს. საშინელი საცობი იყო, თამარმეფის ხიდზე, ამიტომ მძროლის სავარძელში კარგად მოკალათდა ჩემს მოსასმენად მოემზადა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.