შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა წარსულიდან მომავლამდე


29-06-2022, 17:24
ავტორი Mariam_Mariam
ნანახია 1 023

. . .
ბავშვობაში ექიმობა მინდოდა,თეთრ ხალათზე ვოცნებობდი მაგრამ გადავიფიქრე
რატომ? მარტივი კითხვაა პროფესიამ რომელზეც ოცნებას არ ვწყვეტდი მამა წამართვა... პატარა,დაუცველ გოგოს კი მეშინოდა მეც არ წამერთვა სხვებისთვის მამა...
წლები გავიდა ჩემი შიშები დავამარცხე და ექიმი გავხდი...
ვფიქრობ,ძალიან ბევრს ვფიქრობ,მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს... მე ხომ ექიმი ვარ, ექიმი,რომელმაც ადამიანის სიცოცხლე უნდა იხსნას სიკვდილის კლანჭებისგან და არ დაუთმოს იგი სიკვდილს.
დღეს პირველი პაციენტი დავკარგე...
უძლური ვიყავი,ვერ გადავარჩინე.არადა დავპირდი,რომ გადარჩებოდა.
ოპერაციის დაწყებიდან ორ საათში საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. იცით,ყველაზე მეტად რატომ მეწვის გული?იმიტომ,რომ ერთ დროს მეც ველოდებოდი მამას ამ პატარა გოგოსავით.მე გადარჩენას ვცდილობდი იქამდე,ვიდრე გული საბოლოოდ არ გაჩერდა...

. . .
როცა ეს პროფესია ავირჩიე,14 წლის ვიყავი.მაშინ ძალიან მეშინოდა მომავლის ვამბობდი,რომ ვერ შევძლებდი მაგრამ როგორღაც ვძლიე ამ შიშს...ვთქვი,რომ არ დავუშვებდი,ჩემი ბედი გაეზიარებინათ პატარა ბავშვებს...არ დავუშვებდი,მათაც ისე ეტირათ,როგორც მე ვტიროდი...მაგრამ...შევძელი?ვერა. დღეს ელენეს ,,წავართვი“ მამა.მხოლოდ ჩემმა ერთმა არასწორმა მოძრაობამ წაართვა არა მხოლოდ მამა,არამდე-დედაც.მე ხომ მისი ფერადი დედა შავებში ჩემი ხელით შევმოსე...




. . .
როგორია ჩემი ისტორია? ახლავე გიამბობთ... მაშინ ათი წლის ვიყავი.ზაფხული იყო.ძალიან ცხელოდა.დედამ მითხრა,ხვალ მამიკოს სანახავად წავალთო.მიხაროდა.ცამეტი დღის შემდეგ მე მამა უნდა მენახა...დილით ნაცნობმა ხმამ,მაგრამ გაურკვევლმა,შემზარავმა კივილმა გამაღვიძა...კარებიდან ვუყურებდი,როგორ ტიროდნენ დედა და ბებია...ვერ ვხვდებოდი, დაბნეული ვიყავი.
როგორ ფიქრობთ ჯოჯოხეთი არსებობს?
კი არსებობს,სწორედ ჯოჯოხეთში ვიყავი მე,ჯოჯოხეთში სადაც ჩემთვის არავის ეცალა,ჯოჯოხეთში სადაც ყველა ტიროდა და ყველას ვეცოდებოდი მაგრამ არ მეხმარებოდნენ...ღმერთსაც კი დავიწყებული ვყავდი!მე ხომ ჯოჯოხეთში ვიყავი!
ამ საშინელებაში კი ანგელოზად ბიძია გამომეცხადა ხელები გამიმოწოდა და ერთად შევხდით ტკივილს! მეუბნებოდა ძლიერი ხარ,გაუძელიო და მეც იქამდე ვიდექი ძლიერად,სანამ მამიკო არ დავინახე...თეთრ ტილოში გაეხვიათ და მოჰყავდათ.მამა ისეთი აღარ იყო,როგორიც წავიდა.ცივი,დასიებული,დაჭრილ-დაფლეთილი მამა ვერ ვიცანი...ეს რეალობა იმაზე მწარე აღმოჩნდა,ვიდრე წარმოგიდგენიათ.დღემდე გაყინული მაქვს ხელის ის ნაწილი, რომლითაც მას მოვეფერე. მანამდე დავფრინავდი ფრთებშესხმული,სანამ მამა ცოცხალი მყავდა.შემდეგ დამამსხვრიეს ფრთები და ასე ფრთებდალეწილი ვიწევი მიწაზე და დიდხანს ვერ ავდექი...
. . .
პირველი პაციენტის დაკარგვის შემდეგ წლები გავიდა.მე ფეხზე დავდექი და ვცდილობდი,სხვები გადამერჩინა.ცოტა ხნის წინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაცინეტის ოპერაცია მქონდა,ჩემი ასისტენტი კი იცით,ვინ იყო? სამედიცინო უნივერსიტეტის III კურსის საუკეთესო სტუდენტი მშვენიერი,მაგრამ ობოლი ელენე.
დაძაბული იდგა და მაკვირდებოდა,იგი პირველად ესწრებოდა ოპერაციას.როცა ჩემი სახელი გაიგო,მარჯვენა თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა,სკალპერი დააგდო და საოპერაციოდან გაიქცა. როცა დასრულდა ოპერაცია,გოგონას ძებნა დავიწყე და...ვიპოვე. იქ იდგა,სადაც წლების წინ დედა ეხუტებოდა და ამშვიდებდა. მივუახლოვდი,ყვირილი დამიწყო: ,,მკვლელოო!“.უფლებას არ მაძლევდა,ჩავხუტებოდი.ზუტად იმავეს ვგრძნობდი,რასაც წლების წინ...ის დღე ფიქრებში გაილია.გათენებისას კი საავადმყოფოს დირექტორის სახელზე განცხადება დავწერე და სხვა კლინიკაში გადავედი.ვფიქრობდი საკუთარ თავს გავექცეოდი და აქ,ახლა სამუშაოზე სუფთა ფურცლიდან დავიწყებდი ჩემს ისტორიას, მაგრამ...ნამდვილად სუფთაა? და თქვენ რას ფიქრობთ?მე მკვლელი ვარ თუ ექიმი?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent