შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა...


30-06-2022, 10:23
ავტორი სესილია
ნანახია 1 684

გასროლის გამაყრუებელმა ხმამ შუაღამის სიჩუმე გაფანტა.
- რა ხდება? - აქა-იქ შუქები აინთო და მეზობლებმა ერთმანეთს გადასძახეს.
- საიდან მოდის ეს ხმა?
- მგონი დევდარიანის სახლიდან.
- იქედან?
- ხო და არ მივიდეთ?
- ხმა არ ისმის და ალბათ გაუვარდა. - გამოთქვა ვარაუდი ერთ-ერთმა.
- შეიძლება, რამე რომ იყოს შეკივლება მაინც იქნებოდა, - სახლებში შესვლა დააპირეს, როცა უბანში ერთდროულად საპატრულო ეკიპაჟები და სასწარფოები შემოვარდნენ.
- რა ხდება? - მეზობლებმა ინტერესით და შიშით სავსე თვალებით ერთმანეთს გადახედეს.
- უკაცრავად, - მიუახლოვდათ პატრულ-ინსპექტორი. - ორი მოწმე გვჭირდება და თუ შეძლებთ, რომ შემოგვყვეთ?
- დიახ, დიახ. - ასაკით ყველაზე უფროსები უკან გაჰყვნენ ინსპექტორს და ჭიშკარს მიღმა გაუჩნარდნენ.
მაქსიმე მშვიდი სახით იჯდა დივანზე და გამომძიებლის კითხვებს პასუხობდა.
- უკაცრავად, - გამომძიებელს სასწრაფოს ექიმი მიუახლოვდა.
- დიახ.
- რადგან ორივე გარდაცვლილია, პირდაპირ სამხარაულში გადავიყვანთ ექსპერტიზაზე.
- კარგით.
მაქსიმე გაყინული თვალებით აკვირდებოდა სახლში მიმდინარე მოვლენებს. მილიმეტრებში ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს. იცოდა, კარგახნით აქ ვეღარ დაბრუნდებოდა ან უნდოდა კი აქ დაბრუნება? ენდომებოდა აქ, ისევ ამ სახლში ცხოვრება?
- ბატონო მაქსიმე, უნდა წავიდეთ.
- კარგით. - მორჩილად გაჰყვა პატრულ-ინსპექტორს.
- რა მოხდა? - ჯგუფად შემოერტყა მეზობლები სახლიდან გამოსულებს, - მაქსიმე რატომ წაიყვანეს?
- ორი ადამიანი მოკლა. - მძიმედ ამოიოხრა ჯემალიმ.
- ორი? - შეიცხადეს ქალებმა, - და... ვინ?
- ცოლს საყვარელთან შეუსწრო, თან იმის დროს... - უხერხულად შეუშმუშნა კაცი, - და ეტყობა აფექტის გამო, ორივეს ესროლა.
- რის დროს?
- ვერ ხვდები? - კაცს გაღიზიანება დაეტყო ხმაში.
- ვაიმეე, რას ამბობ? ნანუმ მაქსიმეს უღალატა? დედა რაღა ვქნა? ასეთ მოსიყვარულე და მზრუნველ ქმარს ეს ეკუთვნოდა? დედაა, დაიღუპა მაქსიმეც. კიდევ კარგი მშობლები არ მოესწრნენ ამ ამბავს, მაგრამ ალბათ მიწაში ტრიალებენ საწ....ბი. - ქოთქოთებდა ნათელა.
- აბა, აბაა. თუ ღალატი უნდოდა რაღა საკუთარ სახლში მიათრია ეს საყვარელი?
- სასტუმროების მეტი რაა? - დაეთანხმა სხვა.
- რა შუაშია სასტურმო? ან სახლი? თუ თვლი, რომ ქმარი ან ცოლი აღარ გიყვარს და თვალი სხვისკენ გაგირბის, ადექი, თქვი და გაცილდი. შენ შენს გზაზე , ის მის გზაზე. რა უბედურებაა ეს საყვარლები და მერე ასე აწეწილი და დანგრეული ოჯახები? - აწიწკინდა თათია.
- აბაა, ეგაა. აირია ქვეყანა. ყველა გადავიდა ჭკუიდან. ქალი ქალს აღარ გავს და კაცი კაცს.
- დემნა აქეთ არ არის ხო? - იკითხა ერთ-ერთმა.
- არაა, საზღვარგარეთაა.
- დედაა, ხო ვერ გაიხარეს. ჯერ იყო და მამა დაკარგეს ადრიან ასაკში, მერე დედა. ახლა თითქოს კარგად იყვნენ და აჰა, მართალია რაა, გაჭირვებულს ქვა აღმართშიც კი დაეწევა.
დაფიქრებულები, გაოცებულები, დაღვრემილები, გაოგნებულები, ყველა ემოციებ მოწოლილები თითქმის გამთენიისას დაიშალნენ მეზობლები და თავიანთ სახლებში უჩუმრად შეიყუჟნენ.

***

ახალი ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელს ქალაქში. ათასი ჭორ-მართალი ითქვა თუ შეითხზა. არავინ ფიქრობდა არც გარდაცვლილებზე და არც დამნაშავეზე. ყველას თავისი სიმართლე თუ გამართლება ჰქონდა მათ მიმართ.
- შოკი მაქვს დილიდან, ეს რა ამბავი გავიგე. - ქოთქოთით შევიდა მაღალი ქერა თმიანი ქალი სალონში.
- ხო, ნამდვილად ცუდი ამბავი დატრიალდა. - დაეთანხმა ვანო.
- არადა ორივეს ისე კარგად ვიცნობდი. აი, ნანუს რა დაემართა ვერ მივხვდი? ისეთ ქმარს როგორიც მაქსიმე იყო, როგორ უღალატა? თან საკუთარ სახლში? საკუთარ საძინებელში?
- ხო, ცოტა რთულად წარმოსადგენია.
- ამბობენ, - საუბარში ჩაერთო გვერდით მჯდომი, - უხეში და მოძალადე იყოო, ქმარი.
- ვინ ამბობს მაგას? მარა შეიძლება გარედან ჩანდა თბილი და მოსიყვარულე, მაგრამ სახლში დესპოტი იყო. - გამოთქვა ახალი ვარაუდი ქერა თმიანმა.
- თუ დესპოტი იყო, მაშინ სახლში რას უღალატა, წასულიყო სხვაგან. საყვარელი ქალი იქნები თუ კაცი, სახლში როგორ უნდა მიიყვანო? - ამრეზით ჩაილაპარაკა კატომ.
- ღალატს არც კაცისას და არც ქალისას გამართლება არ აქვს. - ამაყი ნაბიჯებით შევიდა ნუცა, - გამარჯობა ყველას, ვინც არ მინახავხართ. - სავარძელში ჩასკუპდა. - თუ ღალატი გინდა, ადექი, გაცილდი და მერე ითხლაშუნე აქეთ-იქეთ, კაცი ხარ თუ ქალი, არ აქვს მნიშვნელობა. ღალატი ღალატია, არცერთს აქვს გამართლება. ორივეს ვიცნობდი, და ორივე მტკივა. ნანუ ... - ხმა აუთრთოლდა, - არ ვიცი, ისეთი კარგი, მზრუნველი, სიცოცხლით სავსე იყო, მაქსიმეს კი ისე უყვარდა, აღმერთებდა. მითუმეტეს შვილი არ ჰყავდათ და ნანუმ იცოდა თქმა, როცა გავიგეთ, რომ შვილი არასოდეს მეყოლებოდაო, არასოდეს, არასოდეს უგრძნობინებია რამეო! არ ვიცი, მართლა რა მოხდა ნანუს თავს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა... მას აღარაფერი ეშველება, მაქსიმე კი მჯერა ცოცხალ-მკვდარი იქნება.
- ხო, ვიცი მაგათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. რა საინტერესოა, რა მოხდა? ან მაქსიმეს რა დაემართა ასე რომ ესროლა ორივეს? ეკითხა ჯერ რამე?
- ეჰ, აფექტის დროს აზროვნების უნარი, რომ გქონდეს ამდენი დანაშაული კი არ მოხდებოდა? რომ ისროდა, მერე გაიზრებდა ყველაფერს.
- თან როგორია სახლში შედიხარ და ცოლს სექსის დროს უსწრებ, წარმოდგენაც არ მინდა მე როგორ მოვიქცევი, ჩემი ქმარი ასეთ სიტუაციაში, რომ შევისწრო. - გააჟრჟოლა კატოს.
- ის ბიჭი არ ყოფილა აქაური.
- აბა?
- უცხოელი ყოფილა.
- უცხოელი?
- ხო?
- მოიცა როგორ?
- ნანუ საზღვარგარეთ სწავლობდა და ეტყობა, იქაური ძველი სიყვარული ჩამოუვიდა.
- ეჰ, ვის ვინ ჩამოუვიდა თუ ა.შ. უკვე მომხდარს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა.
- ნუცა.
- ხო, ვანო.
- ეს ფართი ხომ მაქსიმესია სადაც ვართ?
- კი, მისია.
- მერე ახლა რა როგორ იქნება?
- არ ვიცი, ისე ძმა ყავს, მგონი დემნა ჰქვია და ალბათ ის მიხედავს მაგის ბიზნესს და რაღაცეებს.
- ეჰ, ძაან მწყდება გული. - თმების ვარცხნა განაგრძო ვანომ.
- ნანუ შენთან დადიოდა?
- არა, ანოსთან, მაგრამ რამდენი მოვიდოდა ტკბილეულის და ყავის გარეშე არ მოვიდოდა. ძალიან ყურადღებიანი იყო და მიკვირს ასეთი დიდი შეცდომა როგორ მოუვიდა, რომელსაც მისი სიცოცხლე შეეწირა. - ვანომ თავი დანანებით გადააქნია.
- ცხოვრების გზაა ასეთი, არ ვიცით მწვერვალზე მყოფი როდის დავეშვებით ძირს. დაშვება ხანდახან საბედისწეროც შეიძლება აღმოჩნდეს და მწვერვალიდან არასწორად დაშვებისას სიცოცხლეც კი დავთმოთ. რაღაც საბედისწერო შეცდომა დაემართა ნანუს, მწვერვალზე მყოფმა არასწორი ნაბიჯი გადადგა და უფსკრულში სხვა ადამიანთან ერთად გადაიჩეხა.
- როგორი ალეგორიებით გიყვარს საუბარი. - გაეცინა ვანოს.
- ხო, ხანდახან ფილოსოფოსობის ხასიათზე ვდგები. კარგი წავედი, თორემ ბევრი კლიენტი მყავს დღეს. - წამოდგა სავარძლიდან და მის კოსმეტოლოგიურ კაბინეტში გაუჩნარდა.

***
- ნანუკა, შენებურად დატრიალდი და პატარა სუფრა გაგვიშალე რაა...
- ახლავე... - ცვირაბზუებით თქვა და მაგიდის გაშლა შეწუხებული სახით შეუდგა. მამაკაცები კი ფეხბურთს უყურებდნენ. - მზადაა, - ამრეზით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.
მაქსიმემ გაბრაზებული მზერა გააყოლა მეუღლეს.
- მოდით, ბიჭებო, თან ვუყუროთ და თან მივირთვათ. - მიიწვია სტუმრები. მათი წასვლის შემდეგ კი საძინებელში მოღუშული სახით შევიდა.
- შენი ქცევა რას გავს, ხომ ვერ ამიხსნი?
- რა ქცევა? - მიამიტურად ააფახულა თვალები ქალმა.
- ჰმ! აქეთ მეკითხები? რა წესია? როგორ ექცევი ჩემს მეგობრებს? სუფრის გაწყობაც კი არ შეგიძლია გაღიმებული სახით, გაკეთებულის გულიანად მოტანაც კი გეზარება. ალბათ შენ რომ აკეთებდე, წუწუნით ამომხდიდი სულს! მითხარი რა გაკლია? შენთვის ვწვალობ, შენთვის ვაკეთებ ყველაფერს... შენ კი იმის ღირსადაც კი არ მთვლი, ნორმალურად მოეპყრო ჩემს სტუმრებს. ელემენტარულად გაუღიმო მაინც! - სიგარეტი ნერვიულად გააბოლა მაქსიმემ.
- კაი რა, საყვარელო... - ხმა დაატკბო ნანუკამ და მეუღლეს უკნიდან შიშველი სხეულით აეკრო. - უბრალოდ, არ მომწონს როცა შენს თავს ვინმე სხვა მართმევს... მე მინდა სახლში მხოლოდ მე მეკუთვნოდე და მეგობრებმა ეცადეთ სხვაგან გაერთოთ რაა. - გაბუშტა ტუჩები და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო. - მე მინდა ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი. - თავისკენ მიიზიდა მაქსიმე. ქალმა კარგად იცოდა ქმრის სუსტი წერტილი და ყოველთვის ამ ხერხით ცდილობდა გაბრაზებულის შემორიგებას. - ხომ იცი სიგიჟემდე მიყვარხარ მაქსი, შენ ჩემი ერთადერთი და უკანსაკნელი სიყვარული ხარ... - გულში ჩაეკრა და მთელი ვნებით დაეწაფა საყვარელი კაცის ვნებამორეულ ტუჩებს.
- არა, - მთლიანად სველი წამოხტა მაქსიმე. ირგვლივ მიმოიხედა გაფითრებული სახით, - სიზმარი იყო... სიზმარი იყო... - ხელის კანკალით მოსვა წყალი და ოფლი მოიწმინდა შუბლიდან.
- რა გჭირს? - არ გამორჩენია საკნის მეზობელს მაქსიმეს შფოთვა, დევდარიანმა მხოლოდ ამოიხვნეშა. - სიზმრებში მოდის ხომ? - მიუხვდა, - ეჰ, რთულია გაექცე ... თითქოს ჩვენი ცხოვრების მოჩვენებებად იქცევიან მათი სულები... სიზმრებში კი როგორც ცოცხლები ისე გვევლინებიან და უფრო და უფრო გვირთულებენ სიცოცხლის გზას...
- სიცოცხლის გზას? რომელ სიცოცხლის გზას? გზა, რომელიც სამუდამოდ ჩამოვაქციე, ჩავხერგე და ერთ ადგილს მივეჯაჭვე... - მაქსიმეს თვალებში ცრემლი მოზღვავებოდა.
- ხშირად როცა საჭიროა არ არის, ჩვენი გზა მაინც უხვევს და სხვა ლიანდაგებზე გადავყავართ.
- ანუ მეუბნები რომ გზა სიცოცხლისა აუცილებლად გაგრძელდება? - ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა დევდარიანმა.
- აქ თუ არა, იქ ხომ მაინც გაგრძელდება... - თვალი ჩაუკრა და მაღლა აიხედა.

***
წლების შემდეგ, დემნა, სახლთან იდგა. უცნაურ შფოთვას გრძნობდა. ასეთ დაბრუნებას, ასეთ შეხვედრას ვერასოდეს წარმოიდგენდა. თვალებში ცრემლები მოაწვა, ნესტოები დაებერა და უკან შემობრუნდა.
- კიდევ ვერ ახერხებ? - მანქანას მიყრდნობოდა ოთო.
- არ ვიცი... - სახლს გახედა, - რთულია უყურო როგორ განადგურებულია შენი ოჯახი, რომელიც ერთ დროს... - ხმა აუკანკალდა, - ერთ დროს დიდებული და ძლიერი იყო...
- წავიდეთ?
- ხო, იქნებ სხვა დროს უფრო მოვიკრიბო ძალა...
- მაშინ შენს ახალ ბინაში წავიდეთ, დღეს დამირეკეს, მცირე დეტალები დარჩა და მალე ჩაგაბარებთო.
- კარგი, წავიდეთ.
მანქანა სწრაფად მოსწყდა ადგილს და ცენტრალურ გზაზე გადაუხვია.
- აი, მოვედით.
- „იმპერიალი“? - მანქანიდან აკვირდებოდა დიდ ოქროსფერ ასოებს დემნა.
- ხო, ეს სალონია. - ღვედი შეიხსნა ოთომ და გადასასვლელად მოემზადა, - მოიცა აქ რამოდენიმეჯერ ვიყავით მოსული შენი ბინის საკითხზე და ახლა შეამჩნიე?
- ვაა, სალონი ასეთი სახელწოდებით? ამბიციური განაცხადია, როგორც ილიკო და ილარიონი ეუბნება ზურიკელას „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ ცოტა ხმამაღლაა დაწერილი.
- სულაც არა, ერთადერთი თუ არა, დასავლეთ საქართველოში სამეულშია.
- რის სამეულში?
- სალონების, თან მაგარი გოგონები მუშაობენ. მეც მანდ დავდივარ კატოსთან.
- რაზე?
- თმებს ვიჭრი, თან ერთ გოგოს „ვქრაშავ“! - წარბები სასაცილოდ აათამაშა.
- რას შვრები?
- „ვქრაშავ“ ანუ მომწონს!
- და ვინ არის?
- კოსმეტოლოგი თუ ლაზეროთერაპევტი. წარბებს ვიკეთებ მასთან. - ოთომ წარბებზე თითები გადაისვა.
- ვაახ! რაც წასული ვიყავი, ცოტა ხომ არ აურიე? - დემნამ წარბები გოროზად შეყარა.
- რას ნიშნავს ავურიე? როგორც ქალებს სჭირდება თავის მოვლა, ისე გვჭირდება ჩვენც!
- წარბების გამოქნა თუ გინდა მე გამოგიქნი, ფულიც დაგეზოგება. - შეუღრინა ბიძაშვილს.
- კაი, ხო. ორმოცი წლის ხარ და ცოტა ასაკში ხარ, მესმის რომ ტრენდებს ვერ მივყვები, მაგრამ ისე ნუ მოიქცევი თითქოს ცხოვრებაში არაფერი გაგეგებოდეს! ისე, ცოტა წარბებს თუ შეითხელებ და არწივის ფრთებივით არ გექნება გადაშლილი მაგ მაღალ შუბლზე, ურიგო არ იქნება. - დაეჭყანა და მანქანიდან გადავიდა.
- მისმინე, ძალიან ბევრს ლაყბობ, ახლა არ მცალია შენთვის, მაქსიმეს საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მერე მოგხედავ შენც!
- არ შემოხვალ? - ოთომ კიბეებზე ნაბიჯი ადგა.
- სიგარეტს მოვწევ და შემოვალ.
- Okey! - სალონში ოთომ მომღიმარი სახით შეაჭრა. - გამარჯობა, ნიაკო, როგორ ხარ? - მიესალმა პირმცინარ ადმინისტრატორს.
- Hi, ოთოო. - ხელის აწევით ოდნავ გაპრანჭვით მიესალმა შემოსულს ნია.
- ოჰ, ვინ მოსულა. - ღიმილით მიუახლოვდა ნუცა ბურდულს.
- ოჰ, სილამაზის ღვთაება თავად გამომეცხადა, აბა როგორ ხარ? - თავი ოდნავ დაუხარა.
- აჰ, როგორი ღლაბუცა ხარ! - ხელი აიქნია, - მე შესვენება მაქვს და შენ რამ შეგწუხა?
- მე საქმეზე ვარ. მაქსიმეს ძმა ჩამოვიდა და თქვენი გაცნობა უნდა.
- მართლა? ძალიან კარგი. დეაც აქ არის და რადგან შესვენება მაქვს, - საათს დახედა, - მაშინ მოვიდეს და გავიცნობთ.
- აი, ისიც. - ოთომ კარებში შემომავალს თვალი ჰკიდა და ხელით ანიშნა, „აქ ვარო“.
მისღებში მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა.
- მოგესალმებით.
- ნუცა გაიცანი, ჩემი მამიდაშვილი დემნა დევდარიანი.
- სასიამოვნო, ნუცა მხეიძე. - ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად.
- ჩემთვისაც! - გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება და თვალებში გამჭოლი მზერა გაუყარა.
- წამობრძანდით, - ნუცა სამკერვალოს ოთახისკენ ნარნარი სიარულით წავიდა, მამაკაცები უკან გაჰყვნენ. - დეა, სად ხარ?
- აქ, ვარ. - ნაჭრების კუთხიდან თავი გამოჰყო.
- სტუმარი გვყავს.
- სტუმარი? - ნუცას უკან მდგომ მამაკაცებს დეამ თვალი შეავლო.
- ხო, ოთოს იცნობ და ეს...
- ეს კი მაქსიმეს ძმა არის ხომ? - მომღიმარი სახით მიუახლოვდა, - ძალიან სასიამოვნო, მე დეა დევიძე ვარ, - ხელი გაუწოდა.
- ძალიან სასიამოვნო, - ხელი ხელს შეაგება.
- თქვენ არ გემახსოვრებით, რადგან მე და მაქსიმეზე 7 თუ 8 წლით უფროსი ხართ. დაბრძანდით, ფეხზე რატომ დგახართ?
- აჰ, დიდი მადლობა. - თვალს არ აცილებდა დემნა ქალს. მომენტალურად მოინუსხა მისით.
- მაქსიმეს ბაღიდან ვიცნობ, მერე წრეებზეც ერთად დავდიოდით. მის გამო გული ძალიან მტკივა, - ხმა დაუსევდიანდა, - როგორ არის?
- ჯერ მეც არ მინახავს, საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით და მერე შემეძლება ნახვა. პროცესებზე კი მისვლა ძალიან მიმძიმს.
- ნამდვილად, რთულია. თან წლებია აქეთ არ ყოფილხართ.
- კი, სტუდენტობის მერე თითქმის სულ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, პერიოდულად მიწევდა აქეთ ჩამოსვლა.
- ცოტა, რთულია ვთქვა, რომ ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება, მაგრამ იმედი მაქვს შეძლებთ გაუმკლავდებით ამ განსაცდელს.
- მეც მაგის იმედი მაქვს... - დანისნული თვალები მიაპყრო.
- საუბარი გამიგრძელდა და დამავიწყდა ყავა ან ჩაი შემომეთავაზებინა.
- არა, ნუ შეწუხდებით. ბევრი დრო არ მაქვს, სხვადასხვა საქმეებზე დავრბივარ. უბრალოდ მინდოდა თქვენი გაცნობა.
- კი, მესმის თქვენი. ამ ფართში დიდი ხანი არც არის რაც ვართ. მაქსიმემ ხელი ძალიან შემიწყო და მჯერა ჩვენი ურთიერთობა, თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.
- დიახ, ამ ეტაპზე ყველაფერს ისე ვტოვებ როგორც მაქსიმეს დროს იყო. ჯერ მთავარია ეს სასამართლოები, პროცესები დასრულდეს და ვნახო. მერე ისე მოვიქცევი, როგორც ის მეტყვის.
- რა თქმა უნდა. პირველ რიგში მისი სულიერი მდგომარეობაა მთავარი, დანარჩენს კი ცხოვრება თავისით დაალაგებს.
- კარგით, თავს აღარ შეგაწყენთ. - წამოდგა დემნა, - თქვენც თქვენი საქმეები გაქვთ და მეც უნდა წავიდე.
- კარგით, რადგან უკვე გეჩქარებათ აღარ დაგაკავებთ, როცა გაგიხარდეთ გვეწვიეთ ჩვენს სალონში.
- აუცილებლად. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და იმედია ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება, თქვენ კი წარმატებები გექნებათ.
- დიდი მადლობა, ჩვენ ჩვენს ძალებს არ დავიშურებთ. - დაქალებმა კარებამდე მიაცილეს მამაკაცები.
- ნახვამდის.
- დროებით. - დამშიდობების ნიშნად ხელი დაუქნია დეამ.
- ეჰ, როგორია ცხოვრება, წამებში თავდაყირა დადგა ყველაფერი. ვინ იფიქრებდა რომ მაქსიმეს და ნანუს ასეთი რამ გადახდებოდათ თავს? - სინანულით გადააქნია თავი ნუცამ.
- ასეთია ცხოვრება, ხან ზევით და ზევით აყავხარ, ხან კიდე უფსკრულში გჩეხავს და განაკუწებს.
- წავედი, წავედი. სანამ შესვენება დამიმთავრდება, ყავას მაინც დავლევ. - გაცილდა მეგობარს.

-----------------------------------------------------------------

მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით. ყველას წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ. იმედი მაქვს ჩემი ახალი ისტორია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Marikagogolqdze

მომწონს
ოჯახი ისეთი რამეა.გარედან ყველაფერი დალაგებულია. შიგნით რა ხდება არავინ იცის

 


№2  offline წევრი სესილია

Marikagogolqdze
მომწონს
ოჯახი ისეთი რამეა.გარედან ყველაფერი დალაგებულია. შიგნით რა ხდება არავინ იცის

ნამდვილად, ოჯახის შიდა სამზარეულო მითუმეტეს ცოლ-ქმრის, მხოლოდ ცოლ-ქმარმა იცის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent