შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი( თავი 11)


30-06-2022, 15:37
ავტორი sabrina
ნანახია 5 806

თავი 11






ბარგი მალევე ჩაალაგა და დემეტრესთან გავიდა , რომელიც ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში უძრავად იჯდა საწოლზე და რეალობას მოწყვეტილი ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე.ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. თბილისში დაბრუნებულმა ზუსტად იცოდა რომ სოფის და მისი გზები აღარ უნდა გადაკვეთილიყო. ეგონა დავიწყებული ყავდა , მანამ სანამ ისევ არ დაინახა .გრძნობები რომელიც გამქრალი ეგონა უფრო მიძინებულს გავდა , ეს მისი დანახვისთანავე იგრძნო. თითქოს ისევ წარსულში დაბრუნდა, რა იქნებოდა იმ ავბედით დღეს მეილი რომ არ მოსვლოდა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მკვლელის ოჯახის შესახებ.ოჯახზე სოფი თითქმის არასდროს ლაპარაკობდა,არასდროს არ ყავდა ნახსენები მასთან მამა. ეს ამბავი მისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა. სოფის კიდევ ყავდა ძმა, თუმცა ისიც მამასთან ერთად გასული იყო ქვეყნიდან. გეგმა რომელიც შემუშავებული ჰქონდა თენგიზს მასთან მიიყვანდა, თუმცა ყველაფერი იმ მეილმა შეცვალა.მიუხედავად ყველაფრისა სოფი ვერ გაიმეტა .ამიტომ გადაწყვიტა სხვა გზით ეპოვნა. მისი ადგილმდებარეობაც მალევე გაიგო და ქვეყანა დატოვა.ისიც გაარკვია რატომ მოუკლა მამა.სანამ სამშენებლო ბიზნესს წამოიწყებდა მამამისი , მანამდე ავტომობილების ექსპორტ- იმპორტით იყო დაკავებული.სწორედ ამ დროს გადაიკვეთა მათი გზები.თენგიზი იმავე გზებით ცდილობდა ნარკოტიკების შემოტანას საქართველოში.ბიზნესში ჩაბმა ზურაბს, დემეტრეს მამასაც შესთავაზა. მან კი უარი განაცხადა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა,თენგიზი შეეცადა მისი მანქანები მისგან უჩუმრად გამოეყენებინა ნარკოტიკების შემოსატანად. ეს ზურაბმაც გაიგო და მის ადვოკატთან მასზე საქმე აღძრა, ბრალის დამტკიცების შემდეგ კი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანისთვის ათი წელი ციხეში ჩასვეს.იქიდან გამოსულმა კი მკვლელი მიუგზავნა , რომელმაც თითქოს და სუფთად შეასრულა დავალება , რომ არა დემეტრეს ეჭვები საქმე დახურული იქნებოდა.იცოდა თუ მას მარტო ნახავდა აუცილებლად მოკლავდა.რომ არა მისი მექსიკელი მეგობარი ალბათ ეხლა ცოცხალიც არ იქნებოდა.მაქსი სტუდენტობის დროს გაიცნო ამერიკაში. მისი ოჯახი მექსიკაში ცნობილი იყო და დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ. მაქსმა არ მისცა უფლება მარტო წასულიყო და დემეტრესგან მალულად პოლიციაც ჩარია საქმეში.დემეტრე შეხვედრაზე მარტო წავიდა , თუმცა აქაც თენგიზის ძაღლურმა სულმა იმარჯვა და შეხვედრაზე დალაპარაკების მაგივრად თვალდაუხამხამებლად ესროლა მისვლისთანავე. საბედნიეროდ მაქსის დამსახურებით თენგიზი ადგილზე დააკავეს. მერე კი საქართველოში დააბრუნეს სადაც განზრახ მკვლელობაში ბრალით თხუტმეტი წელი მიუსაჯეს.არც დემეტრეს მდგომარეობა იყო კარგი, სამი გასროლიდან ორი ტყვია მოხვდა . ერთი გულთან ახლოს და მეორე ფეხში . ერთი თვე კომაში იყო, გონზე მოსულმა კი გაიგო რომ ფეხზე მხოლოდ ყავარჯნებით შეძლებდა გავლას თუ რეაბილიტაციის კურსს არ გაივლიდა. მექსიკაში მედიცინა იმ დონეზე არ იყო განვითარებული რომ მისი ფეხზე ნორმალურად გავლის გარანტია მიეცათ. ასე მოხვდა გერმანიაში სადაც სამი ოპერაცია გაუკეთდა და ბოლოს მეტალიც ჩაუდგეს.წელიწადზე მეტი მის რეაბილიტაციას დასჭირდა.ეხლაც თუ ბევრს გაივლიდა ფეხის ტკივილი თავს იჩენდა და ეს იმდენად მტკივნეული იყო მისთვის რომ განვლილი ჯოჯოხეთის დავიწყების უფლებას არ აძლევდა.
- მე მზად ვარ- ფიქრებიდან სოფის ხმამ გამოიყვანა.ფეხზე წამოდგა და სოფის უკან გაყვა.
- სოფი!- საბას ხმის გაგონებაზე ორივე შეჩერდნენ- მიდიხართ? რამე მოხდა?
- კი , მადლობა მასპინძლობისთვის- თბილად გაუღიმა.
- არაფრის - ხელზე აკოცა- თბილისში გნახავ.
- შეხვედრამდე- დემეტრესაც ხელი ჩამოართვა და უკან გაბრუნდა.
სოფიმ მომღიმარი სახით გახედა დაბღვერილ დემეტრეს.
- წავედით?
- თუ მორჩით ფლირტს მაშინ კი- სოფის ჩანთას მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- სად დაინახე ფლირტი- უკან ადევნებული ენას არ აჩუმებდა- უბრალოდ ძალიან თავაზიანია, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით-ცხვირი ზევით ასწია და მანქანის კარები გამოაღო.დემეტრემ უკანა სავარძელში შეალაგა ბარგი და საჭესთან მოთავსდა.
- მაგით რისი თქმა გინდა? მე არ ვარ თავაზიანი?
- თავაზიანი?- გადაიკისკისა- შენ უჟმური ხარ!მომეხმარე გაიჭედა მგონი.- ღვედზე ანიშნა
- ღვედს წესიერად უნდა ჩასმა- სოფისკენ გადაიწია და მისი თავბრუდამხვევი სურნელი შეიგრძნო.
- ღვედი შემიკარითქო, ჩამეხუტეთქო არ მითქვამს.
- არ გეხუტები , ვასწორებ! - უცებ შეუკრა ღვედი და საჭესთან მოკალათდა.
- მშია- ბათუმიდან გასულებიც არ იყვნენ რომ აწუწუნდა.
- თბილისამდე ვერ გაძლებ?
- ვერა რა თქმა უნდა!
- კარგი შეგხვდება გზაში ღია რამე- ცოტა ხანში მართლაც შეხვდათ სახაჭაპურე, ისეთი ნეტარებით დაიწყო ჭამა თითქოს რაღაც საოცრებას ჭამდა, მისი შემყურე დემეტრესაც ჩაეცინა. წამალმა თავისი გაიტანა და სოფისაც გზაში ჩაეძინა.
თბილისში შესვლისას მიას შოკოლადები გაახსენდა, კარფურთან გააჩერა და ყველანაირი შოკოლადები უყიდა განსაკუთრებით , ყველაზე მეტუ მაინც უუგეეემრიელესად წოდებული მიას შოკოლადები იყო.კორპუსთან შეაჩერა და სოფის მიუტრიალდა. გაღვიძებას არ ცდილობდა, ასეთი შანსი არავინ იცოდა კიდევ მიეცემოდა თუ არა. მის სახეს სწავლობდა, თითქოს ნაცნობი მაგრამ მაინც შეცვლილ ნაკვთებს. თუთები ტუჩებისკენ გაექცა ერთ დროს ესე რომ მოსწონდა და იზიდავდა.მისი კულულები რომელიც დილით სულ ერთმანეთში იყო ხოლმე აბურდული , თმაში თითები შეუცურა და სოფიც შეირხა. მიხვდა იღვიძებდა , სავარძეკზე გასწორდა და დაელოდა როდის გაახელდა თვალებს. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.
- უკვე ჩამოვედით? - გარემო მოათვალიერა სოფიმ - ამდენ ხანს მეძინა?
- ჩამოვედით- უკანა სავარძლიდან ჩანთა გადმოაწოდა- შეიძლება ამოვიდე?
- ეხლა? - სოფი დაიბნა - თუ გინდა…
- მინდა- ბავშვის ნახვა უნდოდა , ისიც არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის, საკუთარი შვილისთვის რომელიც ვერც კი იცნო.არანაირი სისხლის ყივილი არანაირი მიმსგავსება .ის უბრალოდ დათას შვილად ჩათვალა.
- კარგი! - მანქანიდან გადასული მოუტრიალდა- ესე ვერ ავალთ.
- რატომ? არ გინდა რომ მნახოს?
- ეგ რა შუაშია!შოკოლადები დამავიწყდა- საწყალი სახით შეხედა.
- ვიყიდე უკვე !- ცელოფანი გაუწოდა. სოფიმ გაოცებულმა შეხედა- თუ სხვა არაფერია ავიდეთ რა , ძაან დავიღალე და ყავაზე უარს არ ვიტყოდი.- დაიპატიჟა თავი.
- თვითონ მიეცი , გაუხარდება ცელოფანი უკან დაუბრუნა-ჯერ ნუ ეტყვი კარგი? პატარაა და ჯობია ჯერ მე დაველაპარაკო!- თავი უხმოდ დაუქნია.
კარი ძიძამ გაუღო და სანამ მია გაიღვიძებდა მანამდე დატოვა სახლი.სოფიმ ყავა მოადუღა და აივანზე გავიდნენ.
- რას ეტყვი? - მიხვდა ბავშვზე ამბობდა.
- ვეტყვი რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდი.- დემეტრეს გახედა- თან ტყუილიც არ იქნება.
- სოფი ბავშვი ვერ ვიცანი- სიგარეტს მოუკიდა- რომელ საუკუნეში ვართ, ბავშვის სურათიც არ მქონდა? ამის დედაც …- თავის თავზე ყველაზე მეტად ბრაზობდა.
- ვეტყვი რომ….. რომ საავადმყოფიში იწექი და არ შეგეძლო გენახა- დემეტრეს ჩაეცინა, სინამდვილე ესეც იყო ოღონდ ეს სოფიმაც არ იცოდა- ჯერ პატარაა და არამგონია ამის გამო გაბრაზდეს.
- როგორც გინდა , ოღონდ მალე კარგი?
- დღეს დაველაპარაკები- ცოტა ხანს ჩუმად იჯდნენ - შენ მითხარი რომ… რა მოხდა დემეტრე იმ ღამეს .მე მაქვს უფლება ვიცოდე .
- ვიცი!- ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააქრო- მოგიყვები.
- როდის?
- მალე … მისმინე , რაც არ უნდა მომხდარიყო….მე შენთან დამნაშავე ვარ. ვიცი რომ ამის გამოსწორება არ გამოვა და ვერც ერთად ვიქნებით , მაგრამ მე შენ მართლა მიყვარდი.
- ნწ- თავი გააქნია- არ გიყვარდი, რომ გყვარებოდი ვერ შეძლებდი- თვალი გაუსწორა- რაც არ უნდა გამეგო , მე შენს მიტოვებას ვერ შევძლებდი.-
დემეტრე გაოცებული უყურებდა და პასუხის გაცემას რომ აპირებდა სწორემ მაშინ გაისმა შუშველი ფეხების ტყაპუნის ხმა და პიჟამოებში გამოწყობილი ქალბატონიც გამოჩნდა.
- დედაააა- სოფისკენ გამოიქცა. სოფიმაც გაშლილი ხელებით დაიჭირა , გულში ჩაიკრა და დიდხანს ეფერა მის აბურდულ კულულებს.
- დედას ფერია, როგორ მომენატრე დე!- მთელ სახეს უკოცნიდა.
- ხო აღარ წახვალ?- ნიკაპი აუცახცახდა.
- არსად აღარ წავალ დე , შენს გარეშე ვერ ვსუნთქავ!- დემეტრე უყურებდა და ხვდებოდა იმ სიტყვების მნიშვნელობას , რაც ცოტა ხნის წინ სოფიმ უთხრა.
- დე ნახე ვინ არის აქ- კალთაში ჩაისვა და დემეტრესკენ შეატრიალა.
- გამარჯობა- თმები ხელუსგულებით გაისწორა- დემეტრეს მის საქციელზე ჩაეღიმა.
- გამარჯობა პატარა- ლოყაზე ფრთხილად აკოცა, მიამ დაიმორცხვა და თავი ჩაწია.
- ნახე დემემ რა მოგიტანა - ინსტიქტურად წამოცდა, დემეტრემ ტუჩის კუთხე ჩატეხა- დემეტრემ შოკოლადები მოგიტანა- ცადა გამოესწორებინა და ცელოფანი დაანახა.
- რამდენი ქინდერიააა- სიხარულისგან ისე უცებ ჩამოხტა და ჩაეხუტა ორივე გაოცებული უყურებდნენ- მადლობა
დემეტრემ მარტო ის მოიფიქრა თვითონაც მოეხვია ხელები.მერე ლოყაზე აკოცა და მიაც გაეცალა.
- შეიძლება ვჭამო? - დედას შეხედა
- მხოლოდ ერთი! - თითი დაუქნია სოფიმ და მიაც ოთახში გაუჩინარდა.
- მე წავალ- ფეხზე წამოდგა- თუ გინდა ერთად ვუთხრათ.
- მგონი მაინც ჯობია ცალკე დაველაპარაკო.
- როგორც იტყვი- კარებისკენ წავიდა მიამ რომ გამოუტანა ერთი ცალი ქინდერის შოკოლადი , დემეტრეს გაუწოდა და ოთახში გაიქცა. დემეტრემ ბედნიერი სახით გახედა სოფის რომელიც გაოცებული იყო მიას საქციელით.
- საერთოდ ესე არ იქცევა ხოლმე!
- როგორც ჩანს ბავშვმა მაჯობა!- თავი გააქნია.სოფის აღარაფერი უთქვამს.დემეტრეს გაცილების შემდეგ ცოტა ხანს მიას ეთამაშა , მერე საუზმე გაუმზადა და ლენასთან ვიდეო ზარით დარეკა.
- როგორ ხართ ლენ?
- როგორ შემაშინე სოფი!თვითონ როგორ ხარ?
- კარგად, ნახე ვინ განახო - მიასკენ შეატრიალა კამერა.
- ნათლიას გოგო, როგორ მომენატრე მია- შორიდან მოეფერა ნათლულს.
- მეც მომენატრეთ, თომას მოიყვან ჩვენთან? ნახე რამდენი შოკოლადები მაქვს .
- ხომ იცი ბევრი არ შეიძლება
- ვიცი ხო - აბუზღუნდა მიაც
- როდის გამოგწერენ ? იცი რამდენი რამე მაქვს მოსაყოლი?
- ხო მეც მაინტერესებს.თუ ყველაფერი კარგად იქნა შუადღის მერე.
- ანუ ხვალ გნახავთ მე და მია.
- დაგელიდებით- ლენასთან საუბარს მორჩა და მთელი დღე მიასთან ერთად გაატარა. ჯერ სკვერში ასეირნა,მერე ზოოპარკში გაიყვანა. საღამოს როცა დასაძინებლად დააწვინა დემეტრეზე დაუწყო ლაპარაკი.
- მია გახსოვს მამაზე რომ მკითხე?- ფრთხილად დაიწყო, ცდილობდა მათი საუბარი ბავშვის ფსიქიკას მორგებოდა.
- ლუკას რომ მამამ მოაკითხა?- გაიხსენა ბაღიდან გამოყვანის დრო.
- ხო, მაშინ გითხარი რომ მამა აქ არ ცხოვრობდა.
- ხო მახსოვს - თან სოფის თმებს აწვალებდა, ესეთი ჩვევა ჰქონდა.ძილის წინ სოფის თმებს ეთამაშებოდა და ისე იძინებდა.
- რა ერქვა ისიც ხომ გახსოვს ?- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- იცი დემეტრე ავად იყო და შენთან იმიტომ არ მოდიოდა, ეხლა უკვე კარგადაა - სიტყვების შერჩევას ცდილობდა- დღეს რომ შოკოლადები მოგიტანა.
- დემეტრემ?
- ხო … იცი ის დემეტრეა ავად რომ იყო.
- ჩემი მამა?-თვალები დაჭყიტა
- ხო მია, შენი მამა- მია ისე სასაცილოდ უყურებდა სოფის გაეცინა.- გინდა დემეტრე შენთან მოვიდეს ხოლმე?
- ბაღშიც მოვა?
- თუ გინდა ბაღშიც.
- ხვალ მოვა?
- ვეტყვი რომ მოვიდეს.- თავზე ხელი გადაუსვა- თუ შენ გინდა მოვა.
- და ჩვენთან იცხოვრებს?- კითხვები არ ელეოდა.
- არა მია , დემეტრე სხვა სახლში ცხოვრობს, მაგრამ როცა მოგინდება მოვა ხოლმე.- მერე მაგრად ჩაეხუტა თავზე აკოცა- ეხლა დავიძინოთ კარგი?!
- უთხარი რომ ხვალ მოვიდეს! - თვალები დახუჭა , მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო- შენც ხომ მოხვალ?
- მეც მოვალ- თავის სულის ნაწილს ჩაეხუტა და სიზმრების სამყაროში გადაეშვა.




მეორე დილით მია ბაღში დატოვა და დემეტრეს დაურეკა. აუხსნა სად და როდის უნდა შეხვედროდა რომ ბავშვი ბაღიდან ერთად გამოეყვანათ.დემეტრე მთელი დღე ბოლთას სცემდა სამსახურში, არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო ბავშვთან რა გაეკეთებინა, არც ის იცოდა რა მოსწონდა საკუთარ შვილს.ბოლოს მოიფიქრა დათასთან დაერეკა.
- დათა უნდა მიშველო- ანერვიულებულმა დაურეკა
- რაო უჟმურთა მბრძანებელო!რით შემიძლია გემსახუროთ?- დემეტრესგან განსხვავებით დათა კარგ ხასიათზე იყო.
- ეხლა მომეხმარე და მერე იღადავე რამდენიც გინდა.
- კარგი ხო , აბა რა ხდება?
- მიასთან დაკავშირებით უნდა მიშველო, გაიგო რომ მამამისი ვარ!
- მოიცა!...შენ როდის გაიგე რმ მამამისი ხარ?- გაოცებულმა დაუბრუნა კითხვა.
- ორი დღეა.რა დროს ეგ არის ....მისმინე დღეს ბაღში უნდა მივაკითხო და რა ვუყიდო? რა უყვარს? საკუთარ შვილზე არაფერი ვიცი- თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი
- მია თბილი ბავშვია, დღეს უბრალოდ დაელაპარაკე , გაიცანი .საღამოს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ.
- ასე ხელცარიელი როგორ მივიდე ბავშვთან?
- თოჯინა უყიდე ? მე უნდა მეყიდა მაგრამ დაგითმობ.მგონი ტასო ქვია.
- ვის ქვია ტასო შეჩ* მა?
- თოჯინაა ბიჭო- სიცილით გადაწვა სავარძელზე- ჭამს, სვავს და ლაპარაკობს.პლასტმასის ბავშვია რა.
- ძმა ხარ, საღამოს შემოგივლი.
- ლუდი წამოიყოლე.
დემეტრემაც დიდი მონდომებით შეუდგა ტასოს ძებნას ინტერნეტში.მაღაზიის მისამართი დააზუსტა და დათქმულ დროს ბაღთან დახვდა.ტასოს დანახვაზე სოფისაც სიცილი აუტყდა.
- რა ? ეს არ უნდოდა? - გაკვირვებულმა შეხედა.
- კი ეგ უნდოდა , უბრალოდ მართლა ისე გიჭირავს თითქოს ბავშვი იყოს .
- ტირისო და ატირებულს ხომ არ მივცემ.
ბავშვს- თავი იმართლა
- წამო შევიდეთ!- ბაღისკენ დაიძრა
- მოიცა! - სოფიც მოტრიალდა- მე ეზოში დაგხვდებით.
- როგორც გინდა- მხრები აიჩეჩა.
- როგორ გამოვიყურები?
- კარგად გამოიყურები - დაამშვიდა დემეტრე .სანამ სოფი და მია გამოვიდოდნენ დემეტრე წინ და უკან დადიოდა .იქით მია ისწორებდა სარკეში თმებს.
- დე , ხომ მოვეწონები?
- შენ ჩემი პრინცესა ხარ და დემეტრეს უკვე მოსწონხარ- თავზე აკოცა და გარეთ გაიყვანა.
- ცოტა ხანს კარებთან იდგა დემეტრეც გაქვავებული უყურებდა , მერე უცებ სოფის ხელი გაუშვა და დემეტრესკენ გაიქცა.ისე უცებ მოხვდა მის მკლავებში სოფი ჯერ გაოცებული უყურებდა. დემეტრემ რომ ყურში რაღაცეების ჩურჩული დაუწყო და მიაც უფრო მაგრად მიეკრა ,ცრემლები ვერ შეიკავა .არავის გახსენებია ტასო იმ წამს. სულ ტყუილია ყველანაირი საჩუქარი იქ სადაც ნამდვილი გრძნობებია.
საღამომდე ისეირნეს, ტასოს რამოდენიმე სიტყაც ასწავლეს და ბოლოს მაგდონალდით დაასრულეს.
- ჩვენთან წამოხვალ? - მაგდონალდიდან გამოსულმა მიამ დემეტრეს მიუტრიალდა
- დღეს ვერა მია, მაგრამ ხვალ თუ გინდა ბაღში მე წაგიყვან .- სოფის გახედა წინააღმდეგი ხომ არ იყო, მანაც უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია.
- მართლა?- ტაში შემოკრა- ლუკას გავაცნობ დემეტრეს კარგი?- სოფის გახედა.
- წავედით მია, უკვე ძილის დრო გაქვს- რომ მიხვდა მიას ლაპარაკის დამთავრებას არ აპირებდა უცებ გააჩერა.
- კარგი ხო- ბუზღუნით გაჰყვა სოფის.
იმ ღამეს ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩაეძინა.დემეტრე კი დათასთან წავიდა.ლუდით ხელში დიდხანს იჯდნენ ეზოში და ლაპარაკობდნენ განვლილ ხუთ წელზე. მიას დაბადებაზე, როგორ ზრდიდნენ სამი გამოუცდელი ,,მშობელი", როდის აიდგა ფეხი და სხვა ბევრ იმ დეტალზე რომელზეც დემეტრეს წარმოდგენაც არ ქონდა.
დილით კი ბაღში მიყვანილმა მიამ პირველად გააცნო მამა ბავშვებს და მისი გაბრწყინებული თვალები ყველაფერზე ლამაზი სანახავი იყო.



№1 წევრი OKI ME

მიყვარს ეს ისტორია ❤️❤️ ყველა პერსონაჟითურთ :დდდ დილით რომ დავინახე ახალი თავი, მიაზე არანაკლებ ემოციებში ვიყავი მგონი :დდდდ

თუმცა ერთი კითხვა გამიჩნდა. რა გაძლებს შემდეგ თავამდე? :((((((

სოფის მამას ხომ არ უნდოდა სოფი და ახლა კიდევ მისი ცოდვებისთვისაც რომ ისჯება? ნუ სოფის დედისაც არ მესმის მე. ჩემთვის რაღაცნაირი ქალია, აი ვერ გავიგე სოფისთან რა ურთიერთობა აქვს. წავიდა და წავიდა, ახალი ცხოვრება დაიწყო, სოფი აქ დატოვა....
ნუ მოკლედ შევეშვა ამ ქალს ჯობია :დდდ

დემე და მია საოცრებები არიან. სოფის მიდგომაც მომწონს, იმ ყველაფრის მიუხედავად ცივილურად იქცევა დემესთან ურთიერთობისას.

საწყალს დემეს რამდენი რამ გადაუტანია :(((( შემეცოდა :(((

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს. იმედი მაქვს მალე იქნება :დდდ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ნი-კე

აჰა გავარკვიეთ წარსული..ახლა მალე დადე ახალი თავი რა გთხოვ...ეს კარგი იყო მაგრამ პატარა♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო სოფოს კარგად ყავს გაზდილი შვილი მომეწონა მიას სითბო მამამისის მიმართ კიდეც მამამის და დედას არც კი. ადარდებთ სოფო.და რა დააშავა რომ ვერ პატიობს????????

ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№4 წევრი OKI ME

აუუ, ახალი თავი როდის იქნებააა? ვეღარ ვითმენ :დდდდდ

 


№5 სტუმარი Ana-maria

ვატყობ რთული იქნება სოფოს და დემეტრეს შერიგება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№6 სტუმარი ნი-კე

ნუ დაიკარგე რააა.სად ხარ??

 


№7  offline წევრი sabrina

Ana-maria
ვატყობ რთული იქნება სოფოს და დემეტრეს შერიგება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

კი მეც ეგრე მგონია :)

OKI ME
მიყვარს ეს ისტორია ❤️❤️ ყველა პერსონაჟითურთ :დდდ დილით რომ დავინახე ახალი თავი, მიაზე არანაკლებ ემოციებში ვიყავი მგონი :დდდდ

თუმცა ერთი კითხვა გამიჩნდა. რა გაძლებს შემდეგ თავამდე? :((((((

სოფის მამას ხომ არ უნდოდა სოფი და ახლა კიდევ მისი ცოდვებისთვისაც რომ ისჯება? ნუ სოფის დედისაც არ მესმის მე. ჩემთვის რაღაცნაირი ქალია, აი ვერ გავიგე სოფისთან რა ურთიერთობა აქვს. წავიდა და წავიდა, ახალი ცხოვრება დაიწყო, სოფი აქ დატოვა....
ნუ მოკლედ შევეშვა ამ ქალს ჯობია :დდდ

დემე და მია საოცრებები არიან. სოფის მიდგომაც მომწონს, იმ ყველაფრის მიუხედავად ცივილურად იქცევა დემესთან ურთიერთობისას.

საწყალს დემეს რამდენი რამ გადაუტანია :(((( შემეცოდა :(((

წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავს. იმედი მაქვს მალე იქნება :დდდ ❤️❤️❤️❤️❤️

მაბედნიერებს ესეთი კომენტარები ♡♡♡

OKI ME
აუუ, ახალი თავი როდის იქნებააა? ვეღარ ვითმენ :დდდდდ

წესით უკვე უნდა ყოფილიყო და მეც გულის ფანცქალით ველოდები თქვენს კომენტარებს♡♡♡

ნი-კე
აჰა გავარკვიეთ წარსული..ახლა მალე დადე ახალი თავი რა გთხოვ...ეს კარგი იყო მაგრამ პატარა♥️

მადლობა♡უბრალოდ აზრი რომ მთავრდება ხელიც წყვეტს წერას , ვერაფერს ვერ ვახერხებ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent