მომეცი შანსი ( თავი 12)
თავი 12 დემეტრე ბოლომდე ჩაერთო მიას აღზრდაში.დილით სოფის მიყავდა ბაღში საღამოს დემეტრეს გამოყავდა .დემეტრეც ნელ- ნელა სწავლობდა მამობას და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა .სოფისაც მეტი დრო დარჩა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის და რადგან საღამოს ბავშვის გამოყვანაზე დემეტრე ზრუნავდა, სოფი ლენასთან ერთად სპორტ დარბაზში დადიოდა.მართალია ზედმეტი კილოგრამები არ აწუხებდა ლენასგან განსხვავებით ,რაც მშობიარობის შედეგი იყო, თუმცა ფორმების გამკვრივებას და ვარჯიში მასაც სიამოვნებდა. ერთ დღეს, როცა სოფი სავარჯიშოდ ემზადებოდა მის ტელეფონზე მიას ბაღის აღმზრდელის შეშფოთებული ხმა გაისმა.მია ეზოში თამაშის დროს საქანელადან გადმოვარდა და გონება დაკარგული სასწრაფოთი გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოშიო.თითქოს ამ სამყაროში არ იყო, მისთვის მიაზე ძვირფასი ქვეყანაზე არაფერი არსებობდა. არც ლენა იყო კარგ დღეში თუმცა სოფისგან განსხვავებით საჭის მართვა მაინც შეძლო, გზიდან დათას დაურეკა და ისიც მაშინვე საავადმყოფოსკენ დაიძრა. - უკაცრავად მია დარასელიძე, 4 წლისაა .... რომელ პალატაშია?- მიმღებში პირველივე თეთრხალათიანს მივარდა - ემერჯენსის განყოფილებაში ყავთ- ხელით ანიშნა სად მდებარეობდა.სოფი და ლენაც მაშინვე იქით გაიქცნენ. მია ნამტირალები თვალებით იჯდა აღმზრდელთან ერთად.სოფის დანახვაზე თვალები გაუნათდა. - მოვედი დე- გულში ჩაიკრა- როგორ შემაშინე ჩემო პატარავ.რას სჭირს ექიმო? - მაშინვე მიუტრიალდა ექიმს - სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს მსუბუქ ფორმებში, შესაძლოა ხელი ჰქონდეს ნაღრძობი, რენდგენის პასუხს ველოდებით- მდგომარეობა გააცნო ექიმმა. - სად გტკივა ჩემო პატარა?- ლენამ მიეფერა , მიამაც იმ წამს ხელი დაანახა. თან დედას ეკვროდა, თითქოს ამით ტკივილს იმსუბუქებდა. როგორც ვარაუდობდნენ ,მიას მართლაც ხელი ჰქონდა ნაღრძობი და ტვინის შერყევის გამო ორი კვირა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ექიმი დანიშნულებას უწერდათ დემეტრე რომ შემოვარდა გიჟივით , უკან კი დათა ატირებულ თომასთან ერთად მოჰყვა. - მია- თავზე აკოცა- რამე სერიოზულია? - მანაც პირველ რიგში ექიმს ჰკითა. - თქვენს მეუღლეს უკვე ვესაუბრე, საშიში არაფერია- მეუღლის გაგონებაზე სახე დამანჭა სოფიმ. - როდის შეგვიძლია წავიყვანოთ? - სამაგიეროდ დემეტრეს არ მიუქცევია ექიმის სიტყვებზე ყურადღება. - დანიშნულებას დაგიწერთ და თავისუფლები ხართ მართლაც ცოტა ხანში ყველანი ერთად გამოვიდნენ საავადმყოფოდან. - სოფი გჭირდებით თუ ჩვენ წავიდეთ? - ლენამ დემეტრეზე ანიშნა რომელსაც მია ჰყავდა ხელში . - ჩვენით წავალთ. - სოფიმ გაუღიმა ლენას , მერე ჩაეხუტა ,მადლობა ყურში ჩასჩურჩულა და თომასაც მიეფერა ,რომელსაც უკვე ჩასძინებოდა. - თომა არ წამოვა? - ძილ- ბურანში მყოფმა მიამაც დედას გახედა. - ხვალ მოგიყვან საყვარელო- დაპირდა ლენაც და მანქანაში ჩასხდნენ. დემეტრემ მია სახლში აიყვანა,მის ოთახში უკვე ჩაძინებული დააწვინა და სოფისთან გავიდა. - მადლობა რომ დღეს მიასთან იყავი. - ის ჩემი შვილიცაა სოფი !გახსოვს?- ცოტა ნაწყენმა შეხედა. - მახსოვს !მაგრამ ყველაფრის მარტო კეთებას ვარ მიჩვეული. - მარტო აღარ იქნებით!- სოფის გაეცინა- რატომ იცინი? - ეგ სიტყვებიც მახსოვს... შორეული წარსულიდან- არც ისე სასიამოვნო სახე მიიღო- ყავას დალევ? - არა , ჯობია წავიდე! - როგორც გინდა - მხრები აიჩეჩა - როდემდე იქნები ესეთი? არ გიხდება იცი? - როგორი? რა არ მოგწონს?- ირონია ნარევი კითხვა დაუბრუნა. - ესეთი ცივი? - როცა თბილი ვიყავი დიდად მაშინაც არ მოგწონდი!- ტუჩები დაბრიცა. - ასე ნუ ამბობ?! შენ არც კი იცი... - ხოოო? მეც მაგას ვამბობ ! მთელი ხუთი წელი გავიდა და მე არც კი ვიცი!- ისეთი მზერით გახედა დემეტრე გაიყინა. - გითხარი დრო მჭირდება! შენ არ გესმის!გგონია ჩემთვის ადვილია? გგონია მე არ მინდა შენთან?- ამის გაგონებაზე სოფიმ გადაიკისკისა. - შენ!- თითი მისკენ გაიშვირა- შენ გგონია რომ რაც არ უნდა მითხრა , როგორც არ უნდა იმართლო თავი ჩემთან რამე შანსი გაქვს? - დემეტრე გაშრა - ნწ- უარის ნიშნად თავი გააქნია-მე უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა იმ დღეს, მეტი არაფერი- ხელები თეატრალურად გაშალა. - მისმინე ეს დედა მოტ* ული შენ არაფერი გესმის- თავზე ხელები გადაისვა- მე არ შემეძლო შენთან დავრჩენილიყავი. - ხმას დაუწიე ბავშვს გააღვიძებ ! - მიას ოთახისკენ გაიხედა-თუ გინდა საერთოდ ნუ მეტყვი, უკვე ამასაც აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. - მოგიყვები , აზრები უნდა დავალაგო.აქ რომ ჩამოვედი ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა, ეხლა ყველაფერი თავდაყირა დადგა. - თუ ხელი შეგიშალეთ შეგიძლია როგორც მოხვედი... - გეყოფა!- ხმას აუწია-უკვე გითხარი არ გიხდება! ეს შენ არ ხარ! - ეს მე არ ვიყავი , შენ მაქციე ესეთად!მართალი ხარ ჯობია წახვიდე- დემეტრეს თვალები ცეცხლს აფრქვევდა. - მია გამოკეთდება და ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ! - როგორც გინდა ?! მე არსად გავრბივარ! - ამის დედაც- კედელს მუშტი მიარტყა- მე არ გავქცეულვარ. - როგორც იტყვი- არც სოფი აპირებდა რამე დაეთმო. დემეტრემ ცოტა ხანს უყურა და მერე სახლიდან გიჟივით გავარდა. ამაზე არასდროს უფიქრია ,მაგრამ დღევანდელმა საუბარმა ზუსტად მიახვედრა რომ სოფი ისეთი აღარ იყო როგორიც ადრე.ეს ფაქტი თითქოს აღიზიანებდა და ამავდროულად აგიჟებდა, იწვევდა და მის გრძნობებს თავდაყირა აყენებდა. ჩაფიქრებულმა ვერც კი მიხვდა სიჩქარეს როგორ მოუმატა, გონზე პატრულის ხმამ მოიყვანა რომელმაც არც ისე პატარა ჯარიმა გამოუწერა. ორი კვირის განმავლობაში გაყოფილი გრაფიკით უვლიდნენ ბავშვს.მიაც ბედნიერი იყო დედის და მამის გვერდით ყოფნით.თომაც ყოველ დღე აკითხავდა და მიას ბედნიერი უყვებოდა მოგონილ თუ გაგონილ ზღაპრებს.ახლა ნამდვილ პრინცესას გავდა თავის სასახლეში იჯდა და ბრძანებებს გასცემდა, მისი ხელქვეითები კი სიამოვნებით უსრულებდნენ თხოვნებს. - ორი კვირაა ერთ სახლში ვართ და თითქოს უჩინარი ვარ- დათოსთან ერთად ბარში განტვირთვა გადაწყვიტა დემეტრემ. - რა გეგონა , იმის მერე რაც შენს გამო გადაიტანა ხელგაშლილი დაგხვდებოდა? - მე ვცდილობ, რა გავაკეთო ეს დედამ* ული დროს უკან ვერ დავაბრუნებ .თან უმიზეზოდ ხომ არ წავსულვარ? - უნდა გეთქვა მისთვის, უნდა აგეხსნა...- დათას სოფი დასავით უყვარდა . - რა უნდა მეთქვა?! მამაშენმა მამა მომიკლა და ეხლა უნდა წავიდე და მე მოვკლათქო? - ეგრე არა მაგრამ მაინც უნდა აგეხსნა. - შენთვის ადვილი სათქმელია!- თავი ხელებში ჩადო. - რთული პერიოდი გადაიტანა, სულ წამლებზე იყო. - ჩუმი ხმით წამოიწყო დათამ-ერთი თვე საწოლიდან ვერ ვაყენებდით - დემეტრე დამნაშავის სახით უსმენდა მის დანაშაულის შედეგს- მერე კი შუა თათბირის დროს გონება დაკარგა...ექიმმა მაშინ გვითხრა რომ ორსულად იყო,მიუხედავად იმისა რომ ცუდად იყო ერთი წამით არ უფიქრია ბავშვი მოეშორებინა.მერე დაიბადა პატარა ნამცეცა და ექიმმა მე მომილოცა შვილის დაბადება- დათოს კი გაეცინა მაგრამ დემეტრეს თითქოს რაღაც ჩასწყდა, ეს კიდევ ერთხელ გახსენებული მისი სტატუსი იყო, როგორც არ შემდგარი მამის. - მე ... რომ მცოდნოდა.. - მაშინ რომც დაბრუნებულიყავი ,დამიჯერე უკვე აღარ მიგიღებდა.-დემეტრეს თვალი გაუსწორა- როგორ შეძელი მისი მიტოვება?სულ მინდოდა მეკითხა ,შენ ხომ გიყვარვარდა?მე შენ გიცნობ და ვიცი რომ მართლა გიყვარდა. - არც გადამიყვარებია!უბრალოდ თქვენ ვ არ გესმუთ, იმ წუთში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.სხვა გამოსავალი არ მქონდა! - მე ნუ მიხსნი, უკვე რამდენი თვის ჩამოსული ხარ და არც კი დალაპარაკებიხარ! მერე გიკვირს რატომ გექცევა ესე- ლუდი მოსვა. - მარტო ვერ ვრჩებით , ბავშვია სულ სახლში . როცა მია ბაღში დადიოდა სულ მუშაობდა. არ ვიცი როდის უნდა დაველაპარაკო.ვიცი რომ შეხვედრაზე არ დამთანხმდება. - გინდა მარტო დაგტოვოთ?- ეშმაკურად ჩაიცინა. - რა მოიფიქრე?!- ტუჩი ჩატეხა დემეტრემ - წყნეთში ხომ ვაშენებთ მოლს?ხოდაააა- სიტყვა გაწელა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა- ხვალ საღამოს მიას ჩვენ წავიყვანთ ,თქვენ ადით სანახავად და ერთი ღამე დარჩით. სიმშვიდე და სიწყნარე იქაა. - კარგი აზრია , მაგრამ არ წამოვა. - არ წამოვა თუ ვეტყვი რომ შენც იქ იქნები- სიცილი აუტყდა-წამოსვლით კი წამოვა, მაგრამ აი რომ ჩამოვა მერე კი მომკლავს . - ბავშვობაში ეგეთი არ იყავი! სულ ნერვებს გვიშლიდი. - მეგობრულად მიარტყა მხარზე ხელი - მაშინ პატარა ვიყავი , ეხლა დიდი ბიჭი ვარ- მხრებში გაიჯგიმა. - ძმა ხარ დათა- გულწრფელი მზერით გახედა. - ვიცი- ამაყად ასწია თავი და ორივეს სიცილი აუტყდა. ხვალინდელი დღე დაგეგმილი იყო მაგრამ ამის შესახებ სოფიმ არაფერი იცოდა. დილა სოფისთვის ჩვეულებრივად დაიწყო, მია მონატრებულ ბაღს დაუბრუნდა,სოფი კი სამსახურში წავიდა.საქმეები თავზე საყრელად იყო და შუადღისას დათა რომ შეუვარდა გიჟის სახით შეშინებულმა დააჭყიტა თვალები. - რა იყო ? ვინმემ მოგზდევს?- მის უკან დახურულ კარებს გახედა. - ცუდადაა ჩვენი საქმე? - რახდება ადამიანო ამოღერღე! - წყნეთში რომ პროექტი წამოვიწყეთ გახსოვს? - რა დამავიწყებს! ორი თვე არ მეძინა.-გაიხსენა თავის უძილო ღამეები. - ხოდა სულ ტყუილად! აუდიტი შევიდა და ორ მილიონ ჯარიმას გვიწერს!- შეშინებული სახე მიიღო- დაგვხოცავს დემერე !- მეტი ეფექტურობისთვის დემეტრეც მოიშველია. - რაა? არანაირი შეცდომა არაა, ეხლავე გადავხედავ კომპიუტერში ფაილის ძებნა დაიწყო- ეს არ გაუთვალისწინებია დათას.ცოტა დაიბნა ,მაგრამ მერე უცებ იფეთქა. - რა დროს კომპიუტერია !გადწყვეტილია!იქ უნდა ჩახვიდე! - ეხლა?! - ხო ეხლა ! - კარგი და მია? დემეტრეც არაა აქ ვერ ჩამოვუსწრებ. - მე და ლენა წავიყვანთ დღეს.შენ წყნეთის სახლში დარჩი , შეიძლება ხვალაც მოგიწიოს იქ ყოფნა. - აქ ვერ ჩამოვლენ ის აუდიტები?- ბოლო ხავსს მოეჭიდა. - კი! პირდაპირ სასამართლოში გვიკრავენ თავს! - არაფერი შეცდომა არ დამიშვიათქო არ გესმის? - ეგ იმათ უთხარი რომ ჩახვალ! ისეთი სცენა დაუდგა კარგ მსახიობს შეშურდებოდა. - არა ოსკარი მეკუთვნის - მხრებში გამართული დატოვა კაბინეტი სოფო რომ გაისტუმრა- ჩიტი გამოფრინდა- დემეტრეს დაურეკა. - არ ხარ შენ ჯამრთელად- სიცილი აუტყდა დემეტრეს- ტყვუილად შეგაქე ,ისევ ის ბავშვი ხარ. - ხოდა მაგ ჩიტს დავურეკავ ეხლა და დაინახავ როგორიც ვარ. - კარგი ხო!- უცებ დანებდა - ნუ იგრუზები. - ერთი ბუმბულიც რომ ჩამოუვარდეს, ხომ იცი?! - გასაგებია, ჩიტს უვნებლად დავაბრუნებ- აყვა ხუმრობაში. - წავედი , მია უნდა გამოვიყვანო- თავისი თავით კმაყოფილი გაემართა ბაღში. დემეტრე ჯერ წყნეთის სახლში მივიდა , მზა საჭმელები მაცივარში შეინახა და მერე ობიექტზე სოფის დახვდა. - შენ აქ საიდან?ბათუმში არ უნდა წასულიყავი?- გაუკვირდა დემეტრეს იქ დანახვა. - გზიდან მოვტრიალდი, დათამ დამირეკა. - სად არიან? - მოიკითხა აუდუტები. - წავიდნენ, ხვალ დილით მოვლენ . - აბა რაღას მომარბენინებდა?!- აბუზღუნდა როგორც იცოდა - წამო წავიდეთ სახლში და იქ გადავხედოთ რა არის შეცდომით. ისეთი დაღლილი იყო თავი არ გაუგიჟებია უარის თქმით და დემეტრეს მანქანას უკან გაჰყვა.ცოტა ხანს ოთახში დაისვენა , მოწესრიგდა და შიმშილმა რომ შეაწუხა სამზარეულოს მიაკითხა ,იქ კი დემეტრეს უკვე ვახშამი ჰქონდა გაშლილი.მარტის თვისთვის საკამაო სიცივე იყო და ბუხარიც აენთო. - რომ არ ვიცოდე ერთად არ ვართ, ვიფიქრებდი რომანტიული ვახშამიათქო!- მისაღების დანახვისას გაეცინა სოფის. - არაფერი მაგდაგვარი, უბრალოდ მივხვდი რომ დაიღლებოდი!- თავი იმართლა. წყნარად ივახშმეს და ერთად დაიწყეს სუფრის ალაგება. დემეტრე ისე ნერვიულობდა ვერ გაიგო როგორ დაეწყო მისთვის მოყოლა.სანამ ის ფიქრობდა სოფი საეჭვო ფაქტებს ალაგებდა, ბოლო წერტილი კი იმ კონტეინერების შეფუთვაზე იპოვა რითიც მზა საჭმელი წამოიღო თბილისიდან დემეტრემ ,თან დილის საათებში. - ეს რა არის?-კონტეინერის ყუთი აუფრიალა. - საჭმლის ყუთია- გაკვირვებულმა შეხედა. - აქ წერია რომ თორმეტ საათზე იყიდე თბილისში, მაშინ როცა წესით რიკოთს უნდა ყოფილიყავი გაცდენილი.- დემეტრეს დაბნეულ სახეს რომ შეხედა გააგრძელა- აქ რატომ ვართ დემეტრე? - უნდა ვილაპარაკოთ !- ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე აღიარა. - რაზე? - წარსულზე! თბილისში ამის საშუალება ვერ გამოვნახეთ, მია სუთ ჩვენთანაა, მე კიდევ არ მინდა ბავშვმა გაიგოს.- სოფისაც აინტერესებდა ბოლოს და ბოლოს გაეგო რა მოხდა იმ საღამოს. - კარგი- ამაყი სახით გახედა და მისაღებში ბუხრის წინ სავარძელში ჩაჯდა - მინდა თავიდანვე იცოდე რომ ვიცი არ ვარ შენთან მართალი. - არ გინდა დემეტრე ... უბრალოდ მოყევი. - გახსოვს მამაჩემზე რომ გიყვებოდი? სოფიმ თავი დაუქნია- ის კაცი ვიპოვე, მისი სახელია თენგიზ ბერულიძე- სოფის სახეს დააკვირდა ,რომელსაც ამ სახელის გაგონებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, რადგან მამამისის მხოლოდ სახელი იცოდა.დემეტრეს სიმწრით ჩაეცინა და დაკონკრეტება გადაწყვიტა - თენგიზ ბერულიძე მამაშენია!- აი მაშინ კი ეცვალა ფერი- იმ საღამოს მეილი მივიღე სადაც ეწერა რომ შენი მამა იყო, მე არ შემეძლო რომ იქ გავჩერებულიყავი.შენთან ყოფნას ვერ შევძლებდი- თავი ჩახარა , ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და სოფის რეაქციას დაელოდა, რომელიც ისე უსმენდა ამ ყველაფერს თითქოს ვიღაც უცხოს ისტორიას უყვებოდნენ- თბილისში რომ დავბრუნდი გადაწყვეტილი მქონდა ჩვენი გზები აღარ გადაკვეთილოყო თუმცა მიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. - ნანობ?-თვალი გაუსწორა- მიას არსებობას ნანობ? - გაგიჟდი? ერთადერთ ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. - მე ვინ ვიყავი შენთვის? საერთოდ გიყვარდი? - მიყვარდი და ეხლაც მიყვარხარ, მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის სოფი, მამაშენმა.... - მამაჩემმა? - ისტერიული სიცილი აუტყდა- რომელმა მამამ? სად მყავს მამა? კაცი რომელმაც მხოლოდ ჩემს განაყოფიერებაში მიიღო მონაწილეობა იმ მამამ? რომელმაც ჩემი მოსაკლავი ფული დედაჩემს ხელში ჩაუთვალა და რომ არა ბებო არც დედა იწვალებდა ჩემს გაჩენაზე?რომელ მამაზე მელაპარაკები?!- გიჟივით ყვიროდა- რის გამო მიმატოვე , მაგ კაცის გამო? - სოფი ეგ მერე გავიგე... - მოიცა? საერთოდ საიდან იცი რომ ეგ კაცი მამაჩემია. - რაჭაში ჩავიდნენ და იქ გაარკვიეს, დედაშენის დეიდაშვილმა უთხრა. - ნონამ ? რა თქმა უნდა ისიც მასეთი დამპალი სულისაა. - მისმინე სოფი! მე ვნანობ რომ შენგან წავედი! მინდა იცოდე რომ - ახლოს მივიდა მასთან- მე შენ სულ მიყვარდი, შენ ჩემი ცხოვრების შანსი იყავი... - არა!!!- თავი გააქნია და რამოდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა- შენ მე არ გიყვარდი - სოფი... - რომ გყვარებოდი ვერ შეძლებდი- ცრემლებმა იწყეს დენა მის სახეზე- მაინც რა დამპალი ბედი მაქვს, იმ კაცის გამო დამენგრა ცხოვრება რომელიც თვალით არ მინახავს.რატომ? ... არ გინდა - დემეტრემ ნაბიჯი რომ გადადგა მისკენ ხელით გააჩერა- არც შენ ღირხარ არაფრად ჩემთვის!მხოლოდ მია , მარტო მის გამო ღირდა მთელი ჩემი ცხოვრება . აი შენ კი!- თითი მისკენ გაიშვირა- ამას არასდროს არ გაპატიებ!- თქვა და თავის ოთახისკენ წავიდა. - სოფი- სცადა მოებრუნებინა მაგრამ სოფი მის ხმაზე არც კი შეჩერებულა, ამაყი ნაბიჯით ავიდა მეორე სართულზე და კარი მიიჯახუნა. დემეტრე უკვე თავის თავს აღარ ჰგავდა, რა უქნა იმ ბავშვს რომელიც სიცოცხლეს ასხივებდა?! როგორ აქცია ესეთად?! სოფოს სიტყვები თავში უტრიალებდა ,,რომ გყვარებოდი ვერ შეძლებდი“ , თვითონ ხომ იცოდა რომ უყვარდა, შეეძლო მამამისისთვის მკვლელი მიეგზავნა როგორც ეს თვითონ გააკეთა , მაგრამ ვერ შეძლო. სოფის გამო, მხოლოდ მია გა ვერ გაიმეტა მამის მკვლელი.ამიტომ დათანხმდა შეხვედრაზე თენგიზს იმ ავბედით დღე, მხოლოდ სოფის გამო.მაგრამ უკვე არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. არც სოფის ეძინა, ან რა დააძინებდა. თავისი ბედი ათასჯერ მაინც დასწყევლა.ხუთ საათამდე საწოლში ტრიალებდა , მერე მანქანის გასაღები აიღო და კიბეებზე დაეშვა. მისაღებში სავარძელზე მიწოლილი დემეტრე შენიშნა, ეგონა ეღვიძა მაგრამ იქვე ჯექ დენიელსის ბოთლი ედო. მიხვდა ნასვამს სავარძელზე რომ ჩაეძინა.ტახტზე დაკეცილი პლედი მიაფარა.ახლოს მივიდა , მის კაცურ ნაკვთებს ცოტა ხანს უცქირა.იცოდა უყვარდა ,მაგრამ მის პატიებას არ აპირებდა. მძინარე დემეტრეს გვერდი აუარა და სახლი დატოვა. ცას სინათლის სხივები ნელ-ნელა ეპარებოდა, სოფი კი უკვე თბილისს უახლოვდებოდა - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.