მწვანეთვალება იდიოტი ( თავი 5 )
- აქ რას?..- პირი ღია დამრჩა,ვერ გავერკვიე რა ხდებიდა. - აქ შემთხვევით არმოვჩნდი. ბიჭებს გამოვყევი სახლთან, რომ შემოვუხვიეთ მაშინ მივხვდი, სადაც მოვდიოდი, ანუ უკან ვეღარ გავბრუნდებოდი, ვერ ავხსნიდი მიზეზს. მოკლედ მინდა იცოდე, რომ შენი შეწუხება და შენთვის თავის მობეზრება არც მიფიქრია, ეს სასიამოვნო მოულოდნელობაა ჩემთვისაც. - გასაგებია!- რაც შემეძლო მშვიდად მივუგე, მაგრამ შინაგანად ისეთი აღელვებული ვიყავი შიგნიდან მანადგურებდა ქარიშხალი. - შეიძლება რაღაც გითხრა? ანუ არ მინდა , რომ გამიბრაზდე და თავხედი მეძახო. - გისმენ- ვგრძნობდი ჩემსკენ , როგორ მოდიოდა , ქარიშხალიც გაორმაგდა.მომიახლოვდა, მისკენ მიმატრიალა, ნიკაპზე ორი თითი დამადო, თავი ამაწევინა და მისკენ მიმახედა. დარწმუნებული ვიყავი ჩემი გულისცემა მთელს ოთახში ისმოდა. - ძალიან ლამაზი ხარ!- ჩემსკენ მოიწია, ამ დროს ნათია და დიმა შემოვიდნენ, დიმასკენ გავიხედე და გიგის ხელებიდან დავუსხლტი. - აქ რას აკეთებ?- კბილებიდან გამოცრა დიმამ. - ხომ აგიხსენი, ჩემი მეგობრები... - ეს გავიგე , მაგრამ აქ ნინოსთან რა გინდა ? - ბიჭებო აბა მშვიდად და ყველანი გავიდეთ მისაღებში- სიტუაცის განმუხვტვა სცადა ნათიამ . ორივე სამზარეულოდან გავიდა. ცოტა ხანს უსიტყვოდ ვიდექით მე და ნათია. - დიმამ კინაღამ მცემა აქ შენ მოიყვანეო? - ვიცი ნათია ამიხსნა , რომ შემთხვევითობის მსხვერპლნი ვყოფილვართ- გამეღიმა, მსიამოვნებდა მისი აქ ყოფნა. - რა საყვარელია ხო?- ნათია გაბადრული იდგა.- რომ შემოვედით მაგ ზედის ფერი გქონდა სახეზე რა გითხრა ასეთი? - არაფერი, ლამაზი ხარო! - რა მაგარია. - ნათი გთხოვ რა ეხლა არ დაიწყო რა ისედაც არეული ვარ. - კარგი მე ნელ- ნელა გავიტან ამ ყველაფერს და შენც გამოდი.- თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. სამზარეულოდან ორი თეფშით გაოვედი და მისაღებში ისე შევედი, ჩემი ღელვა, რომ არავის შეემჩნია. - ვა, გაუცინარმა პრინცესამაც დაგვაფასა და გამობრძანდა- დაიყვირა ზაზამ, რომელიც დიდი ტაქტით არ გამოირჩეოდა. მაგიდას თვალი, რომ მოვავლე მწვანეთვალება ისე უყურებდა ზაზას, ცოტაც და ყელში წვდებოდა.მივხვდი რომ სიტუაციის განმუხტვის დრო იყო. თეფშით გიგისთნ მივედი, მასთნ ახლოს დავდე მაგიდაზე, მისკენ დავიხარრე და ისე , რომ არავის შეემჩნია ყურში ვუჩურჩულე. - მოდუნდი მწვანეთვალება და დამშვიდდი.- ის ჩემსკენ შემობრუნდა და ისე ახლოს აღმოჩნდა ჩენთან მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. უცებ შიში და სურვილი ერთმანეთში ამერია, საჩქაროდ უკან დავიხიე და სამზარეულოს შევაფარე თავი. სამზარეულოს მაგიდას დაყრდნობილი ვცდილობდი დამშვიდებას. ღრმად ვსუნთქავდი. იმედი მქონდა ჩემი და გიგის ეპიზოდი ვერავინ შენიშნა. წელში გავსწორდი , ერთი კარგად ჩავისუნთქე და შემოვბრუნდი. სულ ტყუილად დავიმშვიდე თავი წინ გიგი შემომეფეთა, წარბებშეჭმუხნული. ჩემსკენ ნელა მოდიოდა და თან მაკვირდებოდა. მე შეშინებული უკან ვდგამდი ნაბიჯებს მანამ სანამ სივრცე მეყო. კედელს ავეკარი. ის მომიახლოვდა სახეზე მისი ხელები ვიგრძენი. უეცრად ძალა გამომეცალა, ავკანკალდი, თვალები პატარა გუბეებად გადამექცა. გიგი უკან გაიწია, წარბები ისევ ერთმანეთზე ჰქონდა მიდევული, გაბრაზდა. - ისე ეს ცრემლები და შიში?!- ეს თქვა და ოთახიდან გავიდა. არ მახსოვს ასე კედელზე აკრული როდემდე ვიდექი. თავი დავიმშვიდე , წელში გავსწორდი და თამამად შევედი სასტუმრო ოთახში. აქ ჩემთვის არავის ეცალა. ყველა ყაყანებდა და იცინოდა. მაგიდას თვალი მოვავლე ნათიას გვერდით ერთი ადგილი იყო დარჩენილი, მაგრამ მის მეორე გვერდით გიგი იჯდა. მივხვდი ეს ნათიამ მოაწყო და ამიტომაც იცინოდა ასე მაცდურად. სხვა გზა არ მქონდა ნათაის გვერდით მშვიდად დავჯექი მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩულე: - ამის სამაგიეროს გადაგიხდი აუცილებლად!- ნათიას გაეღიმა. გიგისკენ თვალები გავაპარე. ის გაბუტული იჯდა და ჩემსკენ არც მოუხედავს. - რამეს დალევთ?- გიგის ხმა სიმღერასავით ჩამესმა. - მე არაფერს გიგი და ამ ქალბატონზე ვერაფერს გეტყვი- ღიმილით უპასუხა ნათიამ. - ნათია შენ შეგიძლია ისევ ძველებურად მომმართო “იდიოტი” ან “მწვანეთვალება- ორივე იღიმოდა მე თვალები ავაყირავე და ისე , რომ მარტო მათ ესმოდათ დემონსტრაციულად ვთქვი. - იდიოტი!- გიგი ჩემსკენ დაიხარა. - შენ ცოტა ფრთხილად იყავი ჩემი გალანძღვისას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიცი, როგორც უნდა გაგაჩუმო!- ღიმილით და ძალიან ტკბილი ხმით მითხრა. ინსტიქტურად ხელი ტუჩებზე ავიფარე. გიგის გაეღიმა. ნათია უბედნიერესი იყო ჩვენი ასეთი სიტუაციით. - მწვანეთვალებას დაგიძახებ ძალიან გიხდება- ნათია არ ცხრებოდა. გიგიმ ხელი ხელზე მომკიდა და ტუჩებიდან ჩამომაწევინა. - მეტჯერ არასდროს გაკოცებ შენი ნებართვის გარეშე, ამიტომ ეს არაა საჭირო!- ხელი ჩამომაწევინა, მაგრამ არ გაუშვია. თავის მუჭში მოაქცია ჩემი პატარა ხელი. ამაოდ ვცდილობდი მისგან გათავისუფლებას. - ხომ ხვდები, რომ ტყუილად იბრძვი. - ისე იღიმოდა გულისცემა შემიჩერდა. ჩემი ხელი ასწია და ნაზად აკოცა. დიმა ძალიან გაბრაზებული გვიყურებდა. - რატომ იქცევი ასე? აქ ჩემი მეგობრები არიან და არ მინდა მათ გაღიზიანებულ სახეებს შენს გამო ვხედავდე. - ვინ ღიზიანდება?-თვალი მოავლი მაგიდას და დიმას გაბრაზებულ სახეს წააეყდა - დიმიტრი? - ხო დიმა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, როგორც ნათია და არ მინდა ისინი გავაღიზიანოთ. - ნათია ძალიან ბედნიერი ჩანს და დიმას… - მისმინე ხელი გამიშვი, არ ამანერვიულო. ნათია წამოხტა, მუსიკას აუწია და ჩვენს შორის ჩადგა. - მწვანეთვალება იცი ეს ლამაზი გოგო მოცეკვავე , რომ არის ? - არ ვიცოდი. - თითქოს არც გაკვირვებია გიგის - ნათია ეხლა ისე ვიჩხუბებთ, როგორც არასდროს. - ხო და რომ იცოდე ეს მსოფლიოში ყველაზე ბუტია გოგოა. - ნათია! - ნერვები მართლა არ მქონდა მწობრში ჯერ ის , რომ გიგი ხელს არ მიშვებდა , დიმა ასე გაბრაზებული იყო და ნათია ასეთი გახარებულს , რომ ვხედავდი ჩემი ნერვიულობის ფონზე. - მთავარია არ გაგვებუტოს და რაც უნდა ის აკეთოს ! - გაბადრულმა თქვა გიგიმ. - ნინ წამო ყავა გამაკეთებინე. - ეხლა მაინც გამიშვი ხელი ! - თხოვნით ვუთხარი იმ იმედით, რომ ცოტა მოწყალებას გაიღებდა. - მაშინ მეც მინდა შენი გაკეთებული ყავა. - არ გეშინია შხამით , რომ მოგიმზადო?- თვალები მოვჭუტე და გამომცდელად დავაკვირდი. - თუ სიკვდილი მიწერია ისევ შენი ხელიდან მოვკვდე !- ისევ ეს მომაკვდინებლად ლამაზი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - იდიო...- დროულად გავჩერდი. მან კი გადაიხარხარა. ნერვები კიდევ უფრო დამეძაბა. - მაინც რა კოცნა ვიცი ასეთი ასე რომ შეგაშინე! - გაბრაზებისგან ცეცხლი მეკიდა. ავდექი მან ისევ ნაზად აკოცა ჩემს ხელს და მისი ლამაზი ღიმილით გამაცილა კარებამდე. - ეს ვინ არის რა საყვარელია - ნათია აღფრთოვანებული იყო. - ნათია შენ ჩემი მხარე უნდა დაიჭირო, არ დაგავიწყდეს შენ ჩემი მეგობარი ხარ! - აღიარე რომ ძალიან საყვარელია. - ხო არაუშავს. - ანუ უკვე მოლბი ხომ ასეა? - ნათიაააააა! - კარგი ეხლა გადი და რომ მოდუღდება დაგიძახებ , გამატანინე. სასტუმრო ოთახში დაბრუნებულს არც გიგი დამხვდა და არც დიმა. ეს ამბავი ცუდად მენიშნა. წეღანდელი დიმას გაბრაზება გამახსენდა. მათი ძებნა დავიწყე არ მინდოდა მათ ჩემს გამო ეკამათათ. ნათიას ოთახს გვერდი რომ ჩავუარე კარი იდნავ შეღებული იყო. - აქ რატომ მოხვედი? არამგონია ეს უბრალო დამთხვევვა იყოს- დიმას ხმა ძალიან მკაცრი იყო. - დიმა მე ნინიმ მითხრა, რომ შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ და რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია მხოლოდ ამიტომ გიხსნი. კლუბში ის მართლა სხვანაირი გოგო მეგონა ისეთი, რომელიც გართობას ეძებს , მაგრამ როგორც კი ვაკოცე მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან სათუთი და სხვანაირი იყო, მინდოდა მეპოვნა და ბოდიში მომეხადა, მაგრამ არ გამოვიდა ის უარესად განერვიულდა. მისმა ცრემლებმა გამანადგურეს. არც ვიცოდი ასე რატომ იყო. - შენ მისი უმწეობა გამოიყენე. მაგრამ მე ყველაზე მეტად ის ვერ მივხვდი ნათიას სახლს როგორ მოაგენი? - თქვენ სანამ ტაქსში ჩაჯექით მე მანქანაში ჩავჯექი და უკან გამოგყევით. იმ იმედით, რომ მასთან დალაპარაკებას შევძლებდი, რომ ბოდიში მომეხადა, მაგრამ აქაც უფრო შევაშინე და დავაფრთხე. ამას ეხლაც ვგრძნობ ნინი ისე ნერვიულობს როცა მხედავს ეს მაცოფებს. - მისმინე მას ბევრი პრობლემები აქვს. ისედაც ბევრს გაუძლო და შენი დამატებით არ მინდა სულ გააფრინოს. ამის ზღვარზე იყო და - არ გინდა მას კიდევ მეტი გადავატანინო. მეც არ მინდა მისი წყენინება. - რომ გითხრა მისგან თავი შორს დაიჭირეთქო. - არა! - გიგი ძალიან კატეგორიული იყო. - მე ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული მის მიმართ რას ვგრძნობ, მაგრამ მის გარეშე რომ არ შემიძლია ეს უდავოა. - არ მინდა მან ინერვიულოს! მხოლოდ მისი კარგად ყოფნა მინდა. რაც მართალია , რაც შენ გამოჩნდი მან ტირილი დაიწყო და კისკისიც კი გაიხსენა. იცი ჩვენ მისი ხმაც კი არ გვესმოდა ამ 6 თვის განმავლობაში და შენი გამოჩემის მერე იტირა. არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ შენ ეს რაღაცნაირად შეაძლებინე. - განზრახ არ გეკითხები რა გადაიტანა. იმედი მაქვს თვითონ მომიყვება ოდესმე. მივხვდი რომ შესაძლოა ასე ჩასაფრებული ვინმეს გამოვეჭირე და ნათიასთან დავბრუნდი. - გოგო რა სახე გაქვს? ცუდად ხარ?- ნათია ჩემსკენ წამოვიდა. ეტყობა არ გამოვიყურებოდი კარგად, რადგან ის ძალიან დაძაბული მიყურებდა. - არაფერია დღეს ემოციური დღე მაქვს- ოთახში ბიჭები შემოვიდნენ და აღარ გავაგრძელე. - აბა რაში მოგეხმაროთ ?-დიმა დამშვიდებული იყო. გიგისკენ არც გამიხედავს. - მე ყავა მოვადუღე მხოლოდ გატანაში დამეხმარე. ნინო კი თავისთვის და მწვანეთვალებასთვის თვითონ მოადუღებს და მოიტანს. წამო დიმა წამაღებინე. ისინი გავიდნენ. მწვანეთვალება სკამზე მძიმედ დაჯდა. მე ვცდილობდი ნერვიულობა გადამეფარა. - რომელ ყავას დალევ?- ვკითხე ისე თითქოს სულ არ ვღელავდი. - რასაც შენ!- ჩუმად ჩაილაპარაკა.ჯეზვე ავიღე და ყავის მომზადებას შევუდექი. - ნინი, არ მინდოდა შენი შეშინება, ეხლანდელი გადასახედიდან ყველაზე ნაკლებად შენი შეშინება და წყენინება მინდოდა. უბრალოდ იმ დღეს , კლუბში ისე... - ხო ვიცი მე შენ სხვა გეგონე. - თუმცა მიხარია რომ იქ , იმ კარს მიღმა შენ გიპოვე, შენ რომ იყავი იქ ეს ძალიან მიხარია. - ჰმ- ამოვიხვნეშე თან ყავას მოვურიე. ის წამოდგა. - მანდ იჯექი!- მივბრუნდი და ხელით სკამზე მივანიშნე. - ასე რატომ გეშინია ჩემი? - ის ისეთი ნაწყენი ჩანდა. - გგონია ჩემს სიტყვას გადავალ და ისევ გაკოცებ? - არ ვიცი , არ გიცბობ და არ ვიცი, უბრალოდ- ისე ვსაუბრობდი მეც ვერაფერი გავიგე. - რატომ არ იცეკვე? ჩემ გამო? - ეს შენ არ გეხება დიდი ხანია აღარ ვცეკვავ. - რატომ? - ამაზე საუბარი არ მინდა. - რა მოხდა ასეთი შენს ცხოვრებაში ასე რომ ხარ? ვინმე გყავს? - რა? - შეყვარებული გყავს? - არა. - გყავდა? - იქნებ როდესმე მოგიყვე, მაგრამ ეხლა არა!- ეხლა არაფერზე მინდოდა საუბარი, ყავა დავასხი. ის კი სიყვარულით სავსე თვალებით ,იყურებდა.- შენ რატომ წახვედი იმ დღეს? - ოდესმე მეც მოგიყვები ამის შესახებ.- გამეცინა.- მომწონს შენი ღიმილი ხშირად გაიღიმე, ძალიან გიხდება. - უნივერსიტეტში რას ითვლიდი? - ხო ეხლა გადავედით საინტერესო ნაწილზე, ვითვლიდი რამდენჯერ გამლანძღავდი და რამდენი კოცნა გქონდა ჩემი ვალი. - ვალი? - ხო მე ხომ ესე გაჩუმებ ანუ ეგ ლანძღვის საფასურია- გამეღიმა.- ეხლა რომ ავდგე და ჩემი ვალი დავიბრუნო ისევ შეგეშინდება? - არ ვიცი.- უკან დავიხიე ინსტიქტურად, გიგი იღიმოდა, წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. მე ისევ უკან დავიხიე და ის შეჩერდა. - ისევ შიში?- ღიმილი გაბრაზებაში გადაეზარდა. - ვიცი შეიძლება უცნაურად ვიქცევი, მაგრამ ჩემი ეს შიში ძირითადად შენ არ გეხება. - ძირითადად?- გაოცებული მიყურებდა. - ხო ეს შიში უფრო უნდობლობაა ადამიანების მიმართ, წარსულის შედეგი. - მართალია ვერაფერი გავიგე მაგრამ მიხარია თუ მე არ ვარ მიზეზი, მაგრამ საერთოდ რომ მიზეზი არსებობს ეს ძალიან მტკივნეულია. სიყვარულია ამის მიზეზი? ანუ შენს ცხოვრებაში არის ვინმე? - არა ! - ამ დროს ტელეფონმა დარეკა, დედაჩემი იყო, დავიბენი, ხმა გავუთიშე. - გინდა გავალ და უპასუხე თუ მე გიშლი ხელს. - არა უბრალოდ ხმა არ ამოიღო- გიგიმ წარბები ზემოთ აზიდა. - ხო დე- როგორც კი ეს ვთქვი მოეშვა და გაეღიმა.- კარგად ვარ . შენ? - დედი არ განერვიულდე ეხლა რაღაცას გეტყვი- თამრიკოს მართლა შეწუხებული ხმა ჰქონდა.- - რა მოხდა? - დაჩი იყო მოსული- გაბრაზებამ გონება დამიხშო და სულ დამავიწყდა გიგი რომ მისმენდა. - თამრიკო რატომ მშხამდება ყველა დღე იქნებ შენ მითხრა ? რატომ ვერ ამოვისუნთქე დაჩის გარეშე. გადაეცი შემეშვას არ მინდა მისი ნახვა. - მამაშენი ნახა და ისაუბრეს, სამწუხაროდ მე არ ვიცი რა უთხრა , მაგრამ- მისი მოსმენა აღარ მინდოდა. - დედა , მართლა აღარ მინდა , დავიღალე- ცრემლები წამსკდა- ნუთუ დავაშავე რამე? თვითონ წავიდა და ეხლა რას ელოდება . - ნინ ჩემო გოგო მართალი ხარ, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა, მაპატიე-მივხვდი დედა ძალიან განიცდიდა და თავი დავიმშვიდე. - დედა შენ არაფერ შუაში ხარ მის მაგივრად შენზე ვიყარე ჯავრი. მაპატიე რა დე - მართალი ხარ რომ ბრაზობ, მეც გამებრაზა. თავს გაუფრთხილდი და ხვალ რომ მოხვალ ვისაუბროდ - კარგი დე მიყვარხარ! ტელეფონი გავთიშე და მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ ორი მწვანე თვალი გაოცებით და ცოტა გაბრაზებით მიყურებდა. - დაჩი ვინ არის?- კბილებში გამოსცრა გიგიმ - არავინ! - არავინ? მატყუებ? - აღარავინ - მანამდე ვინ იყო? - შეყვარებული- ის ისე გაბრაზდა შემეშინდა. - და მის გამო ხარ ასე? - როგორ ასე? - არ ცეკვავ , არ იღიმები და კიდევ რა ვიცი... - შენ რატომ გაღელვებს ეს ასე? - ნინი მე ყველაფერი მაღვებს , რაც შენ გეხება.- ხმა ისეთი მზრუნველი და თბილი გაუხა მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, თუმცა ამის დრო არ იყო. უკან დავიხიე და სკამზე ჩამოვჯექი. ისაც ჩემს წინ მოკალათდა და თითქოს ჩემგან ახსნას ელოდა სმენად იქცა. - გიგი რას ელოდები რომ გითხრა. - არაფრის ახსნა არ მინდა და საერთოდ არც ვარ ვალებული. - ვალდებულება არაფერ შუაშია.მეგონა მენდობოდი. - ნდობა ? მე არც კი გიცნობ და საერთოდ რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები? გაქვს ამის უფლება? - რა უფლებებზე მელაპარაკები? მინდა გავიგო რატომ ხარ ასე, რატომ ნერვიულობენ ასე შენი მეგობრები , რა მოხდა ასეთი, თორე ჭკუიდან გადავდივარ შენ რომ ასე ნერვიულობ. - არ მინდა მოყოლა . - ისევ არ მენდობი? - კი ნდობის პრობლემა მაქვს და ვერც შენ გენდობი. ასრებობს ძალიან ცოტა ადამიანნი, ვისაც ვენდობი და მათ ხუთ თითზე დაითვლი. -გასაგებია.- ამოიოხრა და ხმაში ბზარი გაუჩნდა. მივხვდი ისევ უნებლიედ ვატკინე გული. - მინსმინე გიგი ეს შენ არ გეხება.- ადგა და წასვლა დააპირა. მე კი თითქოს ზუსტად ამ მომენტს ველოდი ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე. - დაჩი ჩემი წარსულია, მე და ის ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენი ოჯახები ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ.რაც თავი მახსოვს ისაც ჩემს გვერდითაა. ჩვენ ერთ სკოლაში დავდიოდით, ერთი სამეგობრო გვყავდა, ერთად ვისვენებდით და რაც მთავარია ჩვენს მშობლებს ძალიან უნდოდათ ერთად ვყოფილიყავით.- გიგი სმენად იყო გადაქცეული და ისე მიყურებდა, თითქოს ყველა სიტყვას იმახსოვრებსო.- მოკლედ ერთ დღეს მან სიყვარლი ამიხსნა და ისე რომ ჩემს პასუხს არც დალოდებია თავი შეყვარებულებად გამოაცხადა მე არ გამიპროტესტებია. ასე გაგრძელდა თითქმის სამი წელი. დასასვენებლად მივდიოდი, მან მომაკითხა და მამაჩემისგან ნებართვა ითხოვა ცოტა ხნით გავეყვანე. ეზოში ჩამიყვანა და სახლის ქვემოთ, ხესთან უაზრო საუბარი გვქონდა, ის მიმტკიცებდა, რომ ჩვენგან ეხლა სხვა ნაბიჯებს ელოდნენ და მას არ ეჩქარებოდა ოჯახის შექმნა. მე რა თქმა უნდა გავაპროტესტე, გათხოვება და მე შორს ვდგევათ, ყოველ შემთხვევაში ჯერ,- გიგის ჩაეღიმა, აზრს ვერ მივხვდი, მაგრამ განვაგრძე.- მიუხედავად ჩემი პროტესტისა ის მაინც ერთი და იგივეს მიმეორებდა, მოკლედ წავედი და ამით დავასრულე. მგონია მეტი უნდა მომეთხოვა სამწლიანი ურთიერთობის ასე დასრულებისათვის, მაგრამ რაღაცნაირად მეც მომეწონა მისი გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ ყველაფერი ძალიან ცუდად შემოტრიალდა. ყველამ ყველაფერი მე გადმომაბრალა ,ამამას გულის პრობლემები დაეწყო და ძლივს გამოვაძვრინეთ. მოკლედ დაფიქრების მერე მე ღმოვჩნდი დამნაშავეც, მიტოვებულიც და ამან გამანადგურა. ჩვენი ოჯახები განადგურდნენ და მოკლედ მას მერე 6 თვე გავიდა და მაინც ... მოკლედ სულ ეს არის. - ისე ვარ ეხლა დამშვიდება მჭირდება- გაოცებისგან პირი გავღე. - შენ გჭირდება დამშვიდება? - მის გამო - ისეთი გაბრაზებული ჩანდა გამეცინა - დაჩი- დავიწყე მაგრამ ხელით მანიშნა რომ გავჩერებულიყავი -მის სახელს ნუ ახსენებ! - შენ არ გაქვს უფლება გაბრაზდე. - მას კიდევ ნახულობ? - საერთოდ არ მყავდა ნანახაი, მაგრამ დღეს გამომეცხადა სახლში- გაბრაზებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ასხივებდა. - ანუ სახლშიც გაკითხავს?- მისი გაბრაზება მართლა სასაცილოდ ჩანდა - შენ რა სტატუსისთ მეკითხები და რა სტატუსით მთხოვ პასუხს? გგონია ამის უფლება გაქვს? - სტატუსი?- გაოცებული შემომხედა. - შენ არ გაქვს უფლება მე პასუხი მომთხოვო მისი ნახვისათვის. - აი მიდი შეხვდი და განახებ რისი უფლება მაქვს! - შენი გაბრაზების მიზეზი რა არის ვერ ვხვდები? - წარმოდგენაც კი რომ ის არის მიზეზი შენი ცუდად ყოფნის, ან იმის , რომ შენ ის როდესმე გეხებოდა...- ისეთი ტანჯული სახე მიიღო მივხვდი ეს მართლა ტკივილს აყენებდა. - გიგი შენ.. - ეხლა უფლებებზე არაფერი მითხრა, თორემ გავაფრენ... ანუ მას აქვს უფლება მოვიდეს და მე ამის გაპროტესტებაც არ შემიძლია. - შენ ვინ ხარ? მამაჩემი, ჩემი ძმა?ვინ? - ნინი! - თვალები დახუჭა სიბრაზე რომ დაემალა. - მართლა ვერ ვხვდები ასე რა გაბრაზებს? - ის რომ ის შენ გეხებოდა და გკოცნიდა.- გამეცინა ის კი ისე გაბრაზებით მიყურებდა მივხვდი ეს სიცილი მართლა ზედმეტი იყო. - ის და მე არ ვყოფილვართ ახლოს თუ ამას ნერვიულობ.- არ ვიცი ეს რატომ ვთქვი. - რას ნიშნავს არ ყოფილხართ ახლოს? სამი წელი ჩემი შეყვარებული რომ ყოფილიყავი მინიმუმ სამ მილიონჯერ მაინც გაკოცებდი მაგ ულამაზეს ტუჩებში- პირი გავაღე და სუნთქვა შემეკრა. - ანუ შენ ნერვიულობ ...- სიტყვის დასრულება ვერ შევძელი -ნინი არ მინდა მასზე აღარ ილაპარაკო. - მისმინე, მე და ის ... ის მე ... მას არასდროს უკოცნია ჩემთვის! -რა?- გაოგნებული მიყურებდა- როგორ? - რა და ალბათ ჩემი ოჯახის გამო არ ვიცი ან უბრალოდ არ ვიყავი მისთვის მიმზიდველი.- მას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა , გამარჯვებულის.- გაგიხარდა? - კი. ანუ მე ვარ პირველი?- გაბადრული სახით და ამაყად იჯდა. - რა პირველი? - პირველად მე გაკოცე? - კი და თან ძალით. - მოგეწონა?- ის ნელა ადგა და ჩემი სკამის წინ ჩაიმუხლა. - არა ! - მართლა?- თვალები მოჭუტა და თითქოს არ სჯერაო ისე მიყურებდა. - არ მიყვარს როცა რაიმე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. - ეხლა რომ გითხრა, გაგაფრთხილო და ჩემი ვალი დავიბრუნო რას იზამ? ისევ გამიბრაზდები? - არ ვიცი- თავი დავხარე, მან ხელები ნიკაპში მომკიდა და თავი ამაწევინა. - ასე რატომ ხარ გახარებული ვერ ვხვდები?! - მახარებს რომ პირველი ვარ ისე გაიბადრა მისთვის სილის გარტყმა მინდოდა. - იდიო- ისევ შევეყვიტე, მაგრამ გვიანი იყო ის ისე ახლოს მოვიდა. - ეხლა მინდა ჩემი დიდი ვალი დავიბრუნო! ისევ გაიქცევი? - არ ვიცი! - ვცადო?- ისე ახლოს მოვიდა მისი სუნთქვა მთელს სახეზე მეფინებიდა. - მეშინია და საერთოდ მგონია ეხლა გული გამისკდება. - შენი ასე ახლოს ყოფნა გულისცემას მეც მიჩქარებს. გინდა შეამოწმო ვის უფრო სწრაფად უცემს გული?- მე არაფერი მითქვამს მან ჩემი ხელი აიღო და მის გულზე მიიდო. მასაც გული საშინლად სწრაფად და არათანაბრად უცემდა. ისე ახლოს იყო ცოტაც და კოცნას შეძლებდა. უეცრად და სრულიად უნებლიედ ცრემლები წამომივიდა. შეკრთა და უკან დაიხია -ისევ ცრემლები?! - მას ისეთი სევდიანი და მოწყენილი ხმა ჰქონდა არ ვიცი რა გრძნობამ, მაგრამ გიგის, რომელიც უკვე ოთახიდან აპირებდა გასვლას ხელო ჩავავლე მაჯაში და ჩემსკენ მოვზიდე, ფეხზე ავდექი, ის ჩემსკენ დაიხარა და ჩვენს შორის დისტანცია გააქრო. - არ შეგეხები სანამ თავად არ მომცემ ამის უფლებას!- მის თბილ სუნთქვას მთელს სახეზე ვგრძნობდი და მისკენ მე თვითონ მივიწიე. უფლება მივეცი ჩემს სურვილს ახდენილიყო და მის ტუჩებს შევხებოდი. სიამოვნებამ და სითბომ ჩემი სხეულის ყველა წერტილში მიაღწი. მისი ხელები წელზე შემომეხვია და შევშინდი. მიხვდა რომ შემეშინდა. უკან გაიწია, მაგრამ წელზე მისი ხელები არც კი გაუნძრევია. - თვალები გაახილე! - ისე თბილად მითხრა მინდოდა ისევ ეკოცნა. თვალები შევახე ის ბედნიერი იდგა და იღიმოდა. - ეს იყო საოცარი წამები! - მე..- ისეთი ხმა მქონდა მეც შემეშინდა. - ისევ გეშინია ჩემი? - ეხლა უფრო მეტად მეშინია- წარბები შეკრა.- ანუ ეხლა უფრო მეშინია , რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებ.- გაეღიმა. - მერე ეს კარგია.- ტელეფონის ხმამ ორივე გამოგვაფხიზლა და ინსტიქტურად ორივემ მაგიდაზე დადებულ, აწკრიალებულ ნივთს დავხედეთ. - დაჩი - თქვა გიგიმ გაბრაზებით. მისი დარეკვა მართლაც უდროო იყო.- არ უპასუხებ? ტელეფონს ხელი დავავლე. - ალო, რა გინდა დაჩი დღეს გარკვევით აგიხსები რომ შენი ნახვა არ მინდოდა რა არის აქ გაუგებარი ვერ ვხვდები?-გიგი მოწყენილი მიყურებდა და ბოლოს ოთახიდან გავიდა. რამოდენიმე წუთში მეც გავედი. გიგის ჩემთვის არც შემოუხედავს. ასე რა აცოფებდა მართლა ვერ ვხვდებოდი. ნათია ეჭვნარევად მიყურებდა და ძალიან ჩუმად მიჩურჩულა. - თქვენ შორის რა შავმა კარამ ჩაირბინა? - დაჩიმ. - დარეკა. - გიგიმ ყველაფერი მომაყოლა, მერე დაჩიმ დარეკა და ეს გაგიჟდა. - ასე რა აბრაზებს ვერ ვხვდები? - ზუსტად მეც მაგას ვამბობ , რა უფლება აქვს. - დალევთ რამეს? - გიგიმ ჩვენსკენ მოიხედა და ღიმილიანი სახით დაგვაკვირდა. - მე დავლევ წითელ ღვინოს და ნინი საერთოდ არ სვამს. - გაეღიმა ალბათ საპირფარრშოში ნასვამი რომ ვეგონე ეს გაახსენდა. მე კი გავბრაზდი და მხოლოდ მას რომ გაეფონა ისე ვთქვი. - იდიოტი!- მას სახე გაებადრა. - სიტყვებთან ფრთხილად იყავი და მერე მე არ მომთხოვა პასუხი შედეგებზე. - თუთქოს მუქარა იყო, თუმცა იღიმოდა და მეც გაბრაზებამ გამიარა. - იდიოტი! - ისევ გავიმეორე ღიმილით. - კარგია ესეიგი ჩემი კოცნა მოგეწონა და კიდევ გინდა , რადგან ასე რისკავ. მეც მინდა შენი კოცნა. - ბოლო სიტყვები ჩემს ყურთან გაიმეორა. ტანში უცნაურმა სურვილმა და სითბომ დამიარა. - მე უნდა წავიდე!-გული დამწყდა. - არ მოგეონს აქ ყოფნა?- ჩაეკითხა ცნობისმოყვარე ნათია. - კი არ მომწონს ეს სახლი მიყვარს, უსაზღვროდ ბედნიერი წუთები გავატარე აქ, მაგრამ.- გიგიმ აღარ გააგრძელა. - მაკოცე, შენი სურვილი დაიკმაყოფილე და მიდიხარ ხომ ასეა?- ჩუმად ვუჩურჩე. - რატომ გაქვს ჩემზე ასეთი წარმოდგენა, უბრალოდ არ მინდა ბოროტად ვისარგებლო იმით , რომ მოგწონვარ!- თვალები უბრწყინავდა და ეხლა მისი კოცნა მე თვითონ მინდოდა. მისი ეს პატარა ბავშვური სახე და ღიმილი სითბოს მიგროვებდა გულში. - მომწონხარ?- გაკვირვებული და გაოცებული სახე მივიღე. - ასეა, მეც უზომოდ მომწონხარ და მეტიც - თვალებში ვუყურებდი და ირგვლივ ყველაფერი გაქრა მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით. ეს გრძნობა , რომელიც ეხლა მის მიმართ მქონდა. დაჩის მიმართ არასდროს მიგრძვნია. - მაგრამ მაინც მიდიხარ ?- გულისწყვეტა აშკარად ვერ დავმალე. - დავრჩე? - არა, არ ვიცი. - გაორება ხომ არ გაქვს? - ისე გავიცინეთ ყველა ჩვენსკენ შემოტრიალდა , მაგრამ ეს უკვე სულ ერთი იყო. - შენი მართლა მეშინია. შენი სიახლოვის. - მეც. - მიხვდა რომ მისი სიტყვების არ მჯეროდა და მეტი დამაჯერებლობისთვის მოიღუშა. - მართლა მეშინია, მაგრამ არა შენი სიახლოვის, არამედ შენი დაკარგვის. - ცრემლები მომაწვა. გულწრფელი ჩანდა. - არაფერი გიჭამია. - საყვედური ვუთხარი. - შენი გაკეთებული არის აქ რამე? - არა ! - მაშინ არ მინდა. ცუდია რომ ვერ გავდინჯე. შეგამიწმებდი როგორ აკეთებ. - რატომ ცოლად უნდა მომიყვანო?- ეს მართლა უტაქტოდ გამომივიდა და თავი დავხარე. - არ არის გამორიცხული- გაეღიმა. მჯერა კარგად ამზადებ ისეთი ტკბილო ხარ წარმოუდგენელია კარგად არ ამზადებდე. ნათია ხარობდა ჩვენი ყურებით. - ნათ მოდი ვიცეკვოდ. - ნათიას დიმა დაადგა თავზე. ნათიაც ბადნიერი წამოხტა და კისერზე ჩამოეკიდა დიმას. - ამათ ერთმანეთი უყვართ? - მკითხა გიგიმ, რომელიც გაოცებული უყურებდა მოცეკვავე წყვილს. - ხო, მაგრამ ჯერ არ იციან…- თითი ტუჩთან მივიტანე და მივახვედრე რომ ეს დახურული თემა იყო. - მერე მიახვედრე. - არა, მინდა თვითონ აღმოაჩინონ ესე უფრო საინტერესო და სასიამოვნოა. ხო საყვარლები არიან? - მისკენ მივიხედე, ის კი სიყვარულით მიყურებდა. - შენ ხარ ყველაზე საყვარელი არსება ვინც კი მინახავს. - ხვალ მოხვალ? - გინდა რომ მოვიდე? - არ ვიცი. მეშინია- თავი დავხარე. - ფობია გაქვს ?- მხოლოდ მე მიყურებდა. - გინდა ვიცეკვოთ? - არა - ჩემს ხელს ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიმწია. მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ეს ძნელი იყო. - იდიოტი- გაეღიმა. - შენ არ იცი როგორ მახარებ ჩემი კოცნა ასე რომ გინდა. - ვეცადე გაბრაზებული სახე მიმეღო, მაგრამ მის ღიმილიან სახეზე გამეცინა. - ნათი შეიძლება სამზარეულოში გავიდე წყალს დავლევ. - მწვანეთვალება ადგა. ხელზე მაკოცა და გავიდა. - რა საყვარელია ხო? - ნათია ხარობდა - იცი ერთმანეთს როგორ უყურებთ. შენ მე ესეთი არასდროს მინახიხარ. - მეც არ მახსოვს ჩემი თავი ასეთი. - ტელეფონი სამზარეულოში დაგრჩენია. - მწვანეთვალებამ ტელეფონი მომაწოდა. - მე უნდა წავიდე. - გული ჩამწყდა. - გასაგებია- ვეცადე წყენა დამემალა, მაგრამ ჩემ ხმაში სევდა მაინც გაიპარა. - ნათი მადლობა მასპინძლობისთვის. - გიგის ჩემს მხარზე ედო ხელი და ნაზად მეფერებიდა. - გიგი ჩვენც მოვდივართ სულ რამოდენიმე წუთით და ერთად გავიდეთ. გიგი გავიდა , უკან რომ მივიხედე ქურთუკი ეცვა. კუთხეში იდგა. გაბუტული ვიჯექი. ტელეფონმა გაიზრიალა. “ ნუ იბუტები ხვალ ისევ გნახავ. “ ნომერი უცხო იყო, მაგრამ მაშინვე მივხვდი ვინც იქნებიდა. “იდიოტო!” სასწრაფოდ ავკრიფე და გავუგზავნე. მან სიცილი დაიწყო. ყველა ადგა და წასასვლელად ემზადებოდა. მეც ავდექი მათ გასაცილებლად. არავინ გვიყურებდა ის მომიახლოვდა ხელზე ნაზად მომეფერა და ყურში ჩამჩურჩულა. - თუ გინდა დავრჩები!- ტანში ისევ სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა. - არა მეშინია შენთან ერთად ერთ სივრცეში მარტო დარჩენის. - ფობია დასაძლევია - ორივემ გულიანად გადავიხარხარეთ. - ხვალ გნახავ! - ლოყაზე ნაზად მაკოცა და გავიდა. სტუმრები წასვლის შემდეგ ყველაფერი ავალაგეთ და დავრეცხეთ. სანამ ცნობისმოყვარე ნათიას დაეძინა, მანამდე გიგიზე ათას კითხვას მისვამდა. მისი დაძინების შემდეგ ტელეფონი ავიღე. გიგის ნომერს “მწვანეთვალება “ დავაწერე და მივწერე. “მიხვედი?” “შენ ამას რა სტატუსით მეკითხები?” “იდიოტო!” “ მეც ძალიან მინდა ძილის წინ ისევ მაგრად გაკოცო და შენთან ჩახუტებულმა დავიძინო. ეხლა მივედი, ვიძინებ და მინდა დამესიზმრო.” “მე უკვე მესიზმრე!” “ უკვე გეძინა? როდის მოასწარი?” “ არა მანამ მესიზმრე , სანამ შეგხვდებოდი!” “ ხვალ ყველაფერს მომიყვები, ტკბილი ძილი!” “ტკბილი ძილი , იდიოტო!” “ მეც გკოცნი!” არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილის მზის სხივმა გამაღვიძა. ნათია აღარ იწვა. კვერცხის სუნი ტრიალებდა. საჩქაროდ მოვწესრიგდი. ვჭამეთ და ლექციაზე წავედით. გარეთ ძალიან ციოდა , მაგრამ უნივერსიტეტის ეზიში ვიჯექით. დიმა შემოვიდა და გაბრაზებული სახით დაგვადგა მე და ნათიას თავზე. - გარეთ დაჩი დგას, დაცვა არ უშვებს შიგნით. სანამ ნინო არ გამოვა აქ ვიდგებიო. - გავალ, თორე არ მინდა ეხლა აქ შემოვიდეს და ყველას ყურადღება მიიქციოს. - გინდა განოგყვე?- მკითხა ნათიამ. - ხომ იცი რომ მე მას მარტოც გავუმკლავდები! გარეთ გავედი დაჩი მანქანას მიყრდნობოდა და გაბრაზებული იყურებოდა. - აქ რას აკეთებ? - უნდა გესაუბრო. მოდი ყველაფერი დავივიწყოთ და ისევ ერთად ვიყოთ - სიბრაზისაგან აღარც კი მციოდა. - შენ რა ვერ გაიგე არ მინდა შენთან. დასრულდა. - ორივემ ვიცით, რომ ბოლოს მაინც ჩემი იქნები და რატომ ართულებ ყველაფერს!- გაბრაზება თავში მომაწვა. დაჩის სახეში სილა გავაწანი. ირგვლის მდგომმა ხალხმა ჩვენ გამოგვხედა. - ეს რა გააკეთე, გაგიჟდი? - წადი მომშორდი! - ეს 6 თვის საფასური იყოს.- დაჩი არ გაბრაზდა. - დაჩი მომცილდი რა გთხოვ. აქ აღარ დაგინახო. შენ ჩემთვის აღარ არსებობ. -როდესაც გოგო გეუბნება რომ შენი დანახვა არ უნდა ან წასიო. ეს ნიშნავს თავი უნდა დაანებო და წახვიდე. - უკან მივიხედე და მწვანეთვალება ჩემსკენ მოდიოდა. - შენ ვინ ხარ?- დაჩი მისმა დანახვამ ცოტა დაბნია. გიგი ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა, ხელი ჩამკიდა და უნივერსიტეტში შევედით. ეზოში ნელი მივაბიჯებდით, ის ხმას არ იარებდა, მეც მორჩილად მას მივყვებოდი. აუდიტორია ხალხით იყო გაჭედილი. ყველამ ჩვენ შემოგვხედა. ნათია და დიმა ერთად იჯდნენ. მათ გვერდით დავჯექით. - შეგიძლია ხელი გამიშვა. არავინ მომიტაცებს. - ვეცადე მეხუმრა. - ნინი ეხლა ცოტა ხანს ხმა არ გამცე თავს ვიმშვიდებ გარეთ , რომ არ გავიდე და იმ დაჩის ცხვირ-პირი არ გავუერთიანო. - ვერ ვხვდები რა გაბრაზებს. - ნინ გთხოვ არ მინდა გაწყენინო. ხმა არ ამომიღია ის მართლა ბრაზობდა და ვაცადე დამშვიდებულიყო. ლექცია დაიწყო. ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს. მხოლოდ ერთხელ დაიხარა ჩემსკენ. ჩემი ხელი მის ხელში მიაქცია და ასე გავაგრძელეთ ლექციის მოსმენა. ლექცია დასრულდა. ბავშვები წამოიშალნენ. - გარეთ გავალ ცოტა ხნით. გინდა რამე მოგიტანო- გიგი ძალიან მშვიდი ჩანდა. - არა. მე აქ ვიქნები მცივა და არ მინდა გავცივდე. - კარგი ნინ მალე მოვალ- დაიხარა. მაკცა და გავიდა. სანამ გადიოდა მე და ნათია მას ვუყურებდით - ეს რა ხდება შენთან? - ნუ მკითხავ მოგიყვები ყველაფერს. - ტელეფონი ამოვიღე და 5 გამოტოვებული ზარი დავინახე. - მოიცა ერთი წუთი დედაჩემი მირეკავდა. თამრიკოს 3 ჯერ დაურეკავს. ორჯერ დაჩის, მაგრამ მასთან გადარეკვას არც ვაპორებდი. - დე მირეკავდი? - ნინ რა ხდება დე? ვისთან ერთად იყავი დღეს დაჩიმ დარეკა ვიღაც ბიჭმა ხელი ჩაკიდა და წაიყვანაო. - გავშრი ამას ნამდვილად არ ველოდი. - შენ ჩაგასმინა? ეგ საერთოდ როგორი კაცია ? ენა მოგიტანა? - ნინ შენზე ნერვიულობს. მასზე ნუ ბრაზობ. ვინ იყო ის ბიჭი? - დე ის ჩემი მეგობარია. დაჩი უხრშად მელაპარაკებოდა მას ეს არ მოეწონა, ხელი ჩამკიდა და წამომიყვანა. - სახლში რომ მოხვალ ვისაუბროთ ნინო დე. - კარგი დე. გავთიშე და გაოგნებული ვიყავი დაჩის ამ საქცელით. ლექცია დაიწყო ნათიას ვერაფერი მოვუყევი. ვიჯექი და შემოსასვლელისკენ ვიყურებოდი. გიგი არსად ჩანდა. ავნერვიულდი. უეცრად კარი გაიღო და დავმშვიდდი. მისმა დანახვამ დაჩის ამბები სულ გადამავიწყა. - დამაგვიანდა. შენ ხომ არ ინერვიულე? - ახლოს მოვიდა და სწრაფად მაკოცა სხვებს რომ არ დაენახათ. - რატომ ინდა მენერვიულა?- მეღიმებოდა. - ისეთი სახე გქონდა რომ შემოვედი ისედაც მივხვდი რომ ცოტა განერვიულე. - იდიოტი! - მეც ძალიან მინდა ! ლექცია ძალიან გაიწელა. დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე გიგი ჩემსკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა. - სადმე წავიდეთ მე და შენ მარტო? - არა დღეს დედა მელოდება სახლში ცოტა გაბრაზებულია და არ მინდა დავუმატო. - დედას აბრაზებ? ცუდი გოგო ხარ?- მისი ღიმილი მნუსხავდა და მოჯადოევულივით ვუყურებდი. - არა მე დედას დამჯერე გოგო ვარ. უბრალოდ ცოტა გაუგებრობა მოხდა და მინდა ავუხსნა. - კარგი გასაგებია. დღეს იყოს როგორც შენ იტყვი. ლექცია დასრულდა ბივთები ჩავალაგე. გიგი გულმოდგინეთ მეხმარებოდა. მე და ნათია ერთად მოვდიოდით გიგი ჩვენს წინ წავიდა ტელეფონზე საუბრობდა. მე და ნათია ეზოში შევჩერდით. - ეს რა იყო თქვენი ხელჩაკიდებული შემოსვლა? - დაჩისთან მოვიდა , მის დასანახად ხელი ჩამკიდა და წამომიყვანა. იმ სულელმა დედაჩემს დაურეკა და ჩამიშვა - რა? - აი ნუ რა სულელია ხო ხედავ. გიგი შეშლილი სახით მოვარდა ჩვენთან - მე მგონია უკან მომყვები და რომ ვერ დაგინახე ავნერვიულდი. ნათია ნინის ეჩქარება ხვალ გნახავს. - ნათიას გაეცინა- ჩვენ მივდივართ. - შენ არსად არ მოდიხარ. მე მივდივარ და - მე შენ არ გესაუბრები. ნათი კარგად იყავი. ნინ დაემშვიდობე ნათიას. - ხელი ჩამკიდა. - გიგი! - ბატონო- უკან მოიხედა და გაურკვევლად დამაკვირდა. - ჩემს მაგივრად რატომ იღებ გადაწყვეტილებებს? - შენ ხომ თქვი დედასთან უნდა მივიდეო. მე წაგიყვან. - შენ არსად არ მოდიხარ. - ამასაც ვნახავთ. აბა კარგად ნათი. დაემშციდობე ნათიას. - ტირანი ხარ! - კარგად გვრიტებო. - ნათიამ გზაში მოგვაძახა. გიგი არც იყურებოდა უკან მივყავდი. - ტირანი ხარ! - ვიცი ბებიაც ასე მეძახის. - ბებია? მანქანის კარები შორიდან გახსნა პულტით. კარი გამიღო ჩამსვა და მოხურა. მე გაცეცხლებული ვიყავი. ის მშვიდად მომიჯდა გვერდით, ღვედი გადამიკრა, შემდეგ თვითონ გადაიკრა და წავედით. ხმას აღარ ვიღებდი. - აღარ აპროტესტებ?- ღიმილით შემომხედა - აზრს ვერ ვხედავ. შენ საერთოდ ადამინაის უფლებებზე რამე გსმენია ? - კი. - მერე მე რატომ მიზღუდავ უფლებებს. - მიჩივლე. - გიჩივლებ. გიგი მართლა არ მიყვარს ჰაერის გადაკეტვა და ეხლა შენ ამას აკეთებ. ჯერ მეცინება და მერე ვიცი მე არ მიყვარს. - გასაგებია ჯერ ერთმანეთს არ ვიცნობთ გავა დრო გავიცნობთ ერთმანეთს და დავთმობთ რაღაცეებს. - ეჭვი მაქვს ეს დათმობა მე მომიწევს. - გაეღიმა - გიგი სახლამდე ნუ მიმიყვან ამსადმე სახლთან ახლოს ჩამოვალ, გთხოვ. - კარგი დღეს დაგითმობ. ხო ხედავ რამხელა დათმობაზე მივდივარ. - გაიცინა-ვგიჟდები ასე რომ იბუტები. შენს გაბუტულ ტუჩებზე და გაბრაზებულ თვალებზე ჭკუა მეკეტება. - იდიოტი ტირანი ხარ!- იცინოდა- ბებიაც ასე გეძახის? - ხო . - ბებო შენთან ცხოვრობს?სხვებიბრას გეძახიან. - მხოლოდ მე და ბებია ვართ. - სხვები?- სერიოზული სახე მიიღო. - ეხლა არ მინდა ამაზე საუბარი. - მე ჩემს ცხოვრებაშუ შემოგიშვი ყველაფერი მოგიყევი და შენ არ მენდობი? - ეს რა შუაშია უბრალოდ არ მინდა მანქანის მართვისას ამაზე ვისაუბრო. - გასაგებია - ის ისე განაწყენდა მივხვდი რაღაც ძალიან მტკივნეულს შევეხე და ხმა აღარ ამომიღია. ის მოწყენილი უყურებდა გზას. უეცრად შეაჩერა. - გადმოდი. - ისევ მიბრძანა. კარი გავაღეთ. იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექით. ბავშვების სათამაშო მოედანზე რამოდენიმე ბავშვი და მშობელი იყო. ის თავდახრილი იჯდა. რაღაც რთულისთვის ემზადებოდა. ბოლოს ამოისუნთქა და დაიწყო. - ნინ, 4 წლის რომ ვიყავი დედამ და მამამ ბებოსთან დამტოვეს. ისინი ჩემს უფროს დასთან ერთად ქორწილში წავიდნენ. -ვხედავდი როგორ ნერვიულობდა მოყოლოსას, თავის ხელებს უყურებდა.-შუაღამე იყო ბებიას ყვირილმა გამაღვიძა, ოთახიდან გავედი და ბების მეზობლები და პოლიციელები ამშვიდებდნენ. ისინი უკანა გზაზე ტრაილერს შეეჯახნენ და ვერც ერთი ვერ გადარჩა- ორივე გავჩუმდით. ცრემლები მომაწვა ის ისეთი პატარა იყო და მთელი იჯახი დაკარგა - მერე რა მოხდა? - თავიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ როცა ძალიან მომენატრნენ გავჭირვეულდი , საჭმელს არ ვჭამდი და ისტერიკებს ვაწყობდი. ფსიქოლოგებთან და ექიმებთან მატარეს, მაგრამ არაფერი მშველოდა. მოკლედ ეხლა უკვე 21 წლის ვარ და ეხლაც კი არამგონია რომ ის მონატრება გავლილო იყოს. - თავზარი დამეცა. მაშინვე მივხვდი იმ დილით რაც ეწყინა, მე მას დედიკოს და მამიკოს განებივრებული ვიძახე. - მაპატიე- ტირილით ვუთხარი. ის უცნაურად მიყურებდა. - შენ რატომ მიხდი ბოდიშს ან რატომ ტირიხარ? ეს იმიტომ მოგიყევი, რომ არ გგონებიდა შენი ნდობა არ მაქვს. -დიდხანს ვფიქრობდი რა გაწყენინე მაშინ , იმ დილით ნათიასთან მე ხომ, ზოგჯერ რა სულელი ვარ. - იმ დილით მართლა მეწყინა, მაგრამ ის კი არა შენ რომ დამიძახე, არამედ მინდოდა მართლა მათი განებივრებული ვყოფილიყავი. ვტიროდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მისკენ მივტრიალდი ხელებზე ხელები დავადე. - გიგი მე შენს გვერდით ვარ. მართალია მათ ვერ შევცვლი, მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს. მწვანეთვალებამ ჩემსკენ ამოიხედა თვალები ჩაწითლებოდა. - ნინ მიხარია იმ დღეს შენ რომ ჩაიკეტე საპირფარეშოში, მიხარია რომ გაკოცე და მიხარია, რომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. - საერთოდ ეს შენ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში. -ორივეს გაგვეცინა. - ჩემს გვერდით თუ იქნები ეს მართლა მშველის. - ვერ ვპატიობ ჩემს თავს ეს როგორ გიათხარი მაშინ. - ცრემლები წამომივიდა. - ნინ რომ მცოდნოდა ამდენს იტირებდი არ მოგიყვებიდი. შენ ისეთი საყვარელი გოგო ხარ. უბრალოდ მეშინია ისეთი რეაქციები გაქვს. ეხლა რომ გაკოცო გაბრაზდები? - აქ? - ხო აქ და ეხლა. - აქ ბავშვები არიან და არ შეიძლება. - ადექი მივდივართ არ მინდა ჩემს გამო სახლში დაიგვიანო და პრობლემები გქონდეს. - ტირანმა გაიღვიძა. - ნელა ავდექი - მისმინე თუ გინდა აქ ვიყოთ მინდა რომ დამშვიდდე. - კარგად ვარ ნინ არ ინერვიულო. ადგა. მე ხელი ჩავკიდე. გიგიმ გაოგნებულმა გამომხედა. მანქანა ნელა მიყავდა. - განზრახ მივდივართ ნელა? - არ მინდა გაგიშვა. - ხვალ ისევ გნახავ. - მე რომ მოგაკითხო და წამოგიყვანო ძალიან უჟანგბადობას გამოიწვევს?- გაეცინა. - არა წამომიყვანე. - რომ არ მედავები უფრო ნაზი ჩანხარ. წერეთელი საცობებში ვიდექით. აღმაშენებელზე ნაკლები მანქანები იყო. სახლამდე გავაჩერებინე. გადასვლას არ ვჩქარობდი, მისი დატოვება არ მინდოდა. ის დაბნეული მიღიმოდა. - მომწონს როცა ლოყები გიწითლდება. ნეტა რაზე ფიქრობ. - არ ვიცი სახლში წასვლა მინდა თუ არა. - გაიცებულმა შემომხედა. - ძალიან გულწრფელი ხარ. მე არ მინდა რომ წახვიდე. ასე დარჩი ჩემთან. - კარგი მე უნდა წავიდე ხვალამდე. - ხვალ 9 ზე აქ დაგელოდები. - მაშინ ხვალამდე. - ჩემსკენ გადმოიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა. - შენი ღიმილი ისეთი ლამაზია ეხლა აღარ ვიცი უნდა გაგიშვა თუ არა. კარი გავაღე და გადავედი. რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი მხოლოდ მაშინ მივიხედე უკან. ის გადმოსულიყო მანქანიდან, ისეთი საყვარელი იყო თავს ძალა დავატანე უკან რომ არ მივბრუნებულიყავი. მიღიმოდა. ჯიბეში ტელეფონმა გაიზრიალა. “ ულამაზესი ტანი გაქვს !” “იდიოდო!”- სწრაფად დავწერე და გავუღიმე. “მეც ძალიან მინდა შენი კოცნა და ცეკვის ნახვა. “ სახლში ჩუმად შევედი. ვიცოდი წინ რაც მელიდა. ქურთუკი და ჩანთა შემოსასვლელში დავკიდე. ფეხზე გავიხადე. - დე სად ხარ?- ვიკითხე მშვიდად - სამზარეულოში- დედა გაბრაზებული მიყურებდა - რა ხდება ნინო დედა გავგიჟდი ნერვიულობით. -დე ხომ იცი მე შენ რომ არაფერს გიმალავ. მოდი მე გამოვიცვლი, შენ ყავა მოამზადე და ყველაფერს მოგიყვები. მისთვის ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე. სპორტულები ჩავიცვი, ხელ- პირი დავიბანე და “ ფრონტის წინა ხაზზე” გავედი. თამრიკო ჩემს წინ იჯდა და დაძაბული მელიდებოდა. ყავა მოვსვი და დავიწყე. - დე ეხლა ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვები , შენ კი არ შემაწყვეტინო რა. - კარგი დე. - გახსოვს ის დღე დიმამ და ნათიამ ღამის კლუბში რომ წამიყვანეს- თამრომ თავი დამიქნია. - იქ თავს ძალიან ცუდად ვგრძბობდი, ხომ იცი ღამის ცხოვრება ჩემი არ არის. წამოსვლა მინდოდა , მაგრამ ბავშვები ერთობოდნენ და არ მინდოდა მათთვის დღე ჩამეშხამებინა. - უცებ გამახსენდა ჩამშვები ლუკა რომ არსებობდა. - დე ლუკა სახლში ხომ არაა ? - არა დე ეზოშია. მამა მუშაობს. მარტო ვართ. - საპირფარეშოში გავედი იმ ხმაურიდან თავი რომ დამეღწია. ხომ იცი რა ხიფათიანი ვარ და ჩავიკეტე. ბევრი ვიყვირე, მაგრამ არავის ესმოდა. ისტერიკა მქონდა- თამრიკო შეშფოთებული სახით იჯდა და მიყურებდა. -მერე ვიღაც ბიჭი მოვიდა კარი შემოამტვრია. ისეთი აღელვებული ვიყავი. მოვიდა და მაკოცა, ალბათ ნასვამი ვეგონე. - რას ამბობ დედა . - დე გთხოვ ბოლომდე მოგიყვები, მერე გავიქეცი. დიმა და ნათია გავანერვიულე. გარეთ გავედი სახლში წავედით. უს უკან გამოგვყვა. მერე ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის მოხდის მიზნით. - თამრიკო გაიცებული მიყურებდა. - დილით სახლში მოვდიოდი დამხვდა, მესაუბრა მე დედიკოს და მამიკოს განებივრებული ბიჭი ვეძახე და გაბრაზებული უკანმოუხედავად წავიდა. დღეს გავიგე რომ მშობლები და და გარდაცვლილი ყოლია. მერე უნივერსიტეტში საერთო ლექციებზე ერთად აღმოვჩნდით, მაგრამ არც გვისაუბრია. მერე ნათიასთან აღმოჩნდა შემთხვევით და დედა მოკლედ რომ გითხრა მე ის ძალიან მომწონს. - ნინო აი თურმე რატომ დაიწყე გამოჯანმრთელება. მე კი დაჩის ვაბრალებდი. - დე იცი რა ლამაზია. იცი როგორი მწვანე თვალები აქვს. მე ის ძალიან მომწონს და არ მინდოდა დამემალა შენთვის. ოღონდ ჯერ მამას ნურაფერს ეტყვი. - მე ხომ იცი არ ვეტყვი, მაგრამ დაჩიმ თუ არ უთხრა უკვე. - აუ დე ენა როგორ მოგიტაბა გავგიჟდი. - დე მას უყვარხარ და შენზე ნერვიულობდა. - აუ დე ეხლა დაჩიზე არ მელაპარაკო. მხოლოდ გიგიზე მინდა ფიქრი. - ნი დე არ იჩქარო. ყველაფერს დაუფუქრდი დე. - კარგი თამრი. ტელეფონი ავიღე და მწვანეთვალებას მივწერე. “ მიხვედი სახლში?” “შენ ამას რა სტატუსით მეკითხრბი?” “ იდიოტო! დედას მოვუყევი ჩვენზე.” “ მერე? იმედია ტირანი და იდიოტი არ მეძახე” “ყველაფერი მოვუყევი მაგ ირი სიტყვის გარეშე” “ნეტა აქ იყო ეხლა.” “ ნეტა. სახლში ხარ?” “რა სტატუსით მეკითხები მაგას?(ტირანი)” “ შენ რომ მოსწონხარ იმ გოგოს სტატუსით!” პასუხმა დაიგვიანა. “ აი ჰაერის გადაკეტვა რა ყოფილა ეხლა მივხვდი. ხვალ რომ გნახავ თვალებში ჩამხედავ და ისე მეტყვი ამ სიტყვებს” “იდიოტი ხარ!” “მეც მინდა შენი კოცნა ეხლა” ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ირგვლივ სიბნელე იყო. ითახიდან გავედი. მამა ტელევიზორს უყურებდა - ნინო შენ როგორ იშვიათად ხარ მა სახლში? სულ სტუდენტურ ცხოვრებაზე გადახვედი ხო? - არა მა. - დღეს დაჩი იყო მოსული. - შენოვარდა ლუკა ითახში. - ზუსტად ამაზე მინდოდა საუბარი შენთან. - მა - ნინო ბევრი ვისაუბრეთ. რაღაც სისულელეები მითხრა. ერთი გავარკვიე, რომ შენთან შერიგება უნდა. - მე არც ვებუტები, უბრალოდ არ მიყვარს და მასთან არ მინდა ყოფნა. - მე მასაც ვუთხარი ეს თქვენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილებებსაც თქვენ იღებთ. მე გვერდით დაგიდგები , რაც არ უნდა გადაწყვიტო. - მამა მე ის არ მიყვარს და არ მინდა მასთან. მასაც არ ვუყვარვარ, უბრალოდ აკვიატება აქვს. - რა გითხრა აბა ?! მეც კი ვერ დამარწმუნა, რომ უყვარხარ. - ორივემ გავიცინეთ. - მა ხომ არ გეწყინა მასთან რომ არ მინდა ყოფნა. - რას ამბობ. ეს შენი ცხოვრებაა და რამის თქმის უფლება მე არ მაქვს. - მა მე წავალ დავიძინებ. ხვალ დილით ლექცია მაქვს. - კაი მა თავს გაუფრთხილდი. მოგესალმებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და კომენტარები. მადლობა , რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.