პირველიც შენ ხარ და უკანასკნელიც (თავი მესამე)
ზღვის სუნმა და ცხელმა ჰავამ მატარებლის ფანჯრებშიც შემოაღწია ან უბრალოდ მე ვგრძნობდი ასე. რომ გავიღვიძე, უკვე ურეკში ვიყავით და ფანჯრიდან ულამაზესი ხედი მიმზერდა. ტელეფონში უამრავი, გამოტოვებული ზარი მქონდა ალექსანდრესგან. არ მინდოდა პასუხის გაცემა და ჩვენი ადგილსაპყოფელი გამხელა. დიდი დრო დაგვჭირდა მე და ნაკოს ნაქირავებ სახლში მისვლამდე. მისი პატრონი ყველაზე საყვარელი ქალბატონი ნანო იყო, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდით. - ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ! როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა, სულ დაგვივიწყეთ არა? - შემოგვეგება ნანო დეიდა. - როგორ მომენატრეთ, თქვენი გამომცხვარი ნამცხვარიც როგორ მომენატრაა - სიყვარულის აღსავსე თვალებით შეხვდა ნაკო და გადაეხვია. ამ გოგოს საჭმელზე, ხომ სულ ეფიქრება, მაგრამ მაინც არაფერი ეტყობა. ნაკოზე ჩაფიქრებულს ნანო დეიდას სიტყვებმა გამომაფხიზლა. - როდის ჩამოხვედით ქეთოო? დედაშენი ხომ კარგად არის? რამხელა გაზრდილხარ! რამდენი ხნით ხართ? - მომაყარა კითხვები ნანო დეიდამ. მეც ღიმილით ვპასუხობდი. - ცოტახნით ჩამოვედით ნანო დეიდა! ორივეს ძალიან მოგვენატრა საქართელო და ჩვენები - ბევრი ყოყმანის მერე მაინც აქეთ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. თან ვეხუტებოდი, თან ვლაპარაკობდი. - წამოდი შევიდეთ, რას გაჩერებულხართ შუა გზაში. იმდენი ბარგი გვქონდა წამოღებული, გეგონებოდა წლები ვაპირებდით აქ დარჩენას. ძლივს ავათრიეთ ჩენი ჩანთები მეორე სართულზე ოთახში და დაბინავებას შევუდექით. დიდი დრო დაგვჭირდა ამოსალაგებლად. უკვე საღამოვდებოდა. ზღვაზე გასვლამდე სამზარეულოში ჩავედი, საიდანაც ჩვენთის საყვარელი სუნები ტრიალებდა. - ჩვენს ნამცხვარს აკეთებთ ნანო დეიდა? - გახარებულმა იკითხა ნაკომ, თან ხილს პირში იყრიდა. - კი, ჩემო საყვარელო. აბა ჩემს გოგოებს სურვილი არ უნდა შევუსრულო? - გაგვიღიმა ყურებამდე. - ჩვენ სანაპიროზე ვაპირებთ გასვლას და მალე დავბრუნდებით - ვუთხარი ნანო დეიდას და თან ჩემ ნივთებს ვიღებდი. - წვიმა არის გამოცხადებული და მალე დაბრუნდით არ დასველდეთ. - მალე დავბრუნდებით - ვუთხარი ნანოს და ლოყაზე ვაკოცე. პუტკუნა ქალი იყო. სულ სამზარეულოში ფუსფუსი და ტკბილეულობების გამოცხობა უყვარდა. მის სახლს და კარს ისე უვლიდა, ამაზე იყო ნათქვამი ხელის გულზე ატარებსოო. სანაპიროზე გადასასვლელად ერთი გზა უნდა გადაგვეჭრა ჩვენი სახლიდან და ზღვაზე ამაყობდით თავს. გრილი ჰაერი, თმას უდნავ მიწეწავდა. ზღვის დამახასიათებელი სუნი ცხვირში მელამუნებოდა. ჩვენი ნივთები იქვე დავტოვეთ და ზღვაში შევედით. ზღვა ყოველთის მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა კარგად არ ვიცოდი, მაინც არ მეშინოდა ზღვაში ღრმად შესვლის, თუმცა ამერიკაში, ოკეანეზე, ამდენს არასდროს ვბედავდი. - ისე, გვეთქვა ჩევნებისთვის,წამოსულიყვნენ და უფრო კარგად გავატარებდით დროს - შემოვლითი გზებით დაიწყო ნაკომ და თან ჩემკენ თვალს აპარებდა, რაღაცის მოლოდინით. - ახლა ნუ დაიწყებ ნაკო. - კარგი რა! უკვე ჯიუტობ და გიხარია. განა ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან? - დაბღერილი სახით მიყურებდა ნაკო. - მირეკავდა დღეს ალე, მაგრამ არ მიპასუხია. - ხო და დავურეკოთ ეხლა, სანამ თვითონ არ გაიგებენ სადაც ვართ - არ მეშვებოდა. - აბა მარტო მე და შენ წავიდეთო? - არც მე დავაკელი. - ხო წამოვედით არა მე და შენ, ხოდა ახლა დამთავრდა მარტოობა, დავურეკოთ! - მუდარის თვალებით ამომხედა ნაკომ და გამეკრიჭა. - კარგი ხვალ დავურეკოთ - ზღვაზე ყოფნისგან, რომ დავიღალეთ სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ, თნ მართლა წვიმას იწყებდა. მოვწესრიგდით და სამზარეულოში ჩავედით, სანაც უკვე ნანო დეიდას ყველაფერი გაემზადებინა. - მოდით გოგოებო, ყველაფერი მზად არის, ჩაი გაგიკეთოთ? - სამზარეულოში ფუსფუსებდა ნანო. - აუ კიი რა - ერთხმად ვუთხარით მე და ნაკომ. წვიმა უკვე დაწყებულიყო. ვიჯექით სამივე და ნამცხვარს შევექცეოდით. - აი თქვენნაირად! - დიდი ლუკმა გადაყლაპა ნაკომ და გააგრძელა - აი თქვენნაირად მართლა ვერავინ ამზადებს. - ჩემო საყვარელო - თმა უკან გადაუწია ნაკოს - შეგერგოს შვილო. - ნელა ჭამე არავინ არ მოგსდევს - გამხიარულებულმა ვუთხარი ნაკოს, რომელიც მკვლელის თვალებით მიმზერდა. - ქეთო შვილო, მამაშენი არ გამოჩენილა? იცის რომ ჩამოხვედით? - კი იცის, თუმცა მის ცოლთან ერთად, არის დასასვენებლად წასული და რომ ჩამოვა ალბათ ვნახავთ ერთმანეც - ვთქვი აუღელვებად. - მაკო რატო არ ჩამოვიდა, ჩვენთან? - პატარა საქმეები აქვს, მაგრამ შემოგვიერთდება აუცილებლად. ასე დამაბარა ბევრი აკოცე ჩემგან ნანოსოო. - ოხხხ - სიყვარულით ამოიგმინა ნანომ. ბევრიც ვილაპარაკეთ. მოვუყევი ჩემი სწავლის ამბები ნანოს, რომელმაც ძალიან გაახარა. ,,შენით ვამაყობ ქეთო” ასეც მითხრა, ბოლოს დაგვტოვა ძილის სურვილმა, რომ შეიპყრო. დიდხანს არც ჩვენ დავრჩენილვართ. ნამგზავრმა და ემოციებით დაღლილს, ბალიშზე წამში დამეძინა. დილით სიცხემ გამაღვიძა. ავდექი მაისური გადავიცვი და მთქნარებით ფანჯარას ვუმზერდი, თვალში ანდროსნაირი სილუეტი, რომ მომხვდა. მანქანაზე მიყუდებული იდგა და სიგარეტს გემრიელად შეექცეოდა. მეგონა მომეჩენა და თალები უფრო დავაწვრილე დასანახად. მერე ნაკოც გავაღვიძე, უფრო რომ დავწმუნებულიყავი ჩემს აზრებში. ბოლოს ორივე, რომ ერთ აზრზე შევჩერდით, მალე ჩავიცვი, ჩემი ეგრეთწოდებული ფლოსტები და კიბეებთან გავედი. ბევრი ყურების მერე, რომ მივხვდი, რომ საერთოდ ვერ მამჩნევდა. ჩემთვის დაბალ, თუმცა ყველას გასაგონად დავუყვირე. - შენ აქ საიდან? - წამშივე ამომხედა, თან ნაპასებს ძლიერად ურტყამდა. მიმზერდა ნაცნობი სახით. სხეულის ყველა ნაწილი მეწვოდა, მისი დაკვირვების გამო. ისე მიყურებდა თითქოს პირველად მხედავდა. ვხვდებოდი არაფრის თქმას არ აპირებდა. ნაკოც უკან გამომყვა წამებში. - ანდროოოოო! - იმხელა იყვირა ყურის ბარაბანი გამიხთქა. თან ფეხზე იცმევდა, თან კიბეებზე ჩარბოდა. - ანდრო როგორ მომენატრეეე! - ისე გაიქცა და ჩეხუტა, გეგონებოდათ წლები არ უნახავთ ერთმანეთიო. ისიც იდგა, ნაკოზე ხელ გადახვეული და ორივე მე შემომცქეროდა. თალები სადღა წამეღო აღარ ვიცოდი. - როგორ ჩანს შენს დაქალს ჩემი ნახვა არ გაუხარდა - ცინიკურად იღიმოდა, თან ნაკოს ლოყებს უწვალებდა. მაიდანამინც ახლა ჩუვარდა ენა ჩემს მეგობარს. ნაკოს სირცხვილიდან გამოსაყვანად, კიბეებზე ჩავირბინე და მზერა პირისპირ გავუსწორე. - როდის აქეთ მიხარია შენი დანახვა ანდრუშა?- მზერას არ ვასწორებდი მე. - როდის აქეთ აღარ? - არ დამაკლო მანაც. სიტუაციის გასანეიტრალებლად ისევ ნაკომ წამოიწყო ლაპარაკი. - აქ ხომ დარჩები არა ანდრო? - არა ნაკ ერთი დღით ჩამოვედი, უკან უნდა დავბრუნდე. აქეთ საქმეები მქონდა და ნანო დეიდასაც შემოვურბინე. თვალს არ მაცილებდა. მეც უტეხად ვუყურებდი და სუთქვას ვერ ვბედავდი. - კაი რა დარჩი, დღეს ალესაც და დანარჩენებსაც დავურეკავთ და შევიკრიბებით რა! - ეგეც საკითხავია თბილის გაურბიხართ თუ მათ? - სირცხვილისგან სად წავსულიყავით მე და ნაკო არ ვიცოდით. მადლობა ღმერთს, რომ ნანო გამოვიდა სახლიდან და გამოგვიყვანა სიტუაციიდან. - შემოდი შვილო ანდრო, მანდ რას დამდგარხარ! - სამივე შევცქეროდით ნანოს. - შემოდი შემოდი, რამდენი ხანია ყველა ერთად არ მინახიხართ.- თან ბეჭზე უტყაპუნებდა ანდროს. - დანარჩენები სად არიან? არ აპირებენ ჩამოსვლას? გაიზარდეთ და აღარ მკადრულობთ ხომ! - ნაწყენი ხმა შეერია ნანოს და გული დაგვწყვიტა. - აი გოგოებს კითხეთ მათ იციან! -გამარჯვებულის მზერა გვესროლა ორივეს. მე და ნაკო ერთი მეორის მიყოლებით დაბნეულად ბურდღუნი დავიწყეთ. - ჩვენნ… ჩვენნ.. ჩვენნ ისა! - ჩვენი სიტუაციით გახალისებულმა ანდრომ შეგვაწყვეტინა საუბარი. - კარგით წავედი მე ნანო დეიდა. გამიხარდა თქვენი ნახვა! ჩამოგაკითხავთ აუცილებლად. - ანუ არ რჩები ხო? - ცხვირი აიბზუა ნაკომ და ანდროს მიეხუტა. - შეეშვი რა, ხომ ხედავ გაიზარდა ბიჭი და აღარ სცალია ჩვენთის! - ლაპარაკში ჩავერთე მე. ნაწყენმა ნაკომ ანდროს არ დარჩენა გამოიტირა, ნანო დეიდას ხელი გადახვია და სახლისკენ უბიძგა. დამტოვა ხახამშრალი ანდროსთან, რომელიც ისევ და ისევ მწველი თალებით მიყურებდა. ტუჩის კუთხეს ნელა მაგრამ შესამჩნევად იკვნეტდა, სადაც ღიმილიც ეპარებოდა. მომიახლოვდა, თითქოს ახლოს, მაგრამ ვგრძნობდი ერთ ჰაერს როგორ ვსუნთქავდით. რბილი, მაგრამ სასიამოვნო ბარიტონით დაიწყო. - უხეშიც როგორი ლამაზი ხარ ქეთო - ნაზად ეფერებოდა ჩემს თმას. თან აგრძლებედა. - ბედი შენი, რომ ახლა ცოტახით არ მცალია და ვერ ვრჩები. ხომ იცი, ვერ გამექცევი სადაც არ უნდა წახვიდე. უფრო მეტჯერ გაგიმეორებ, რომ რამდენადაც გამირბიხარ, იმდენად მიახლოვდება შენთან მოსვლის გზები. გახევებული ვუყურებდი და პირი საშინლად მიშრებოდა. მანქანისკენ შებრუნდა ჩაჯდომა დააპირა თუ არა ისევ ჩემკენ შემობრუნდა. - ისე ტუჩები უფრო გაგიმუქდა არა? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩამიკრა.წამებში გაუჩინარდა, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწარი. ვიდექი გახევებული. საერთოდ ვერ გაარჩევდით ხე ვიყავი თუ ადამიანი. და ვცდილობდი აზრები, დამეოკებინა, ასე ადვილად, რომ მაფორიაქებდა. იმ დღსვე ალეს და დანარჩნებს დავურეკეთ. ბევრი ხვეწნის და მუდარის შემდეგ დავითანხმეთ. დღესვე ჩამოდიოდნენ. მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ ყველანი ერთად შევიკრიბებოდით, მაგრამ ჩენს სამეგობროს როგორც ყოველთვის გამოაკლდებოდა ვიღაც და არც მეტი, არც ნაკლები ეს ანდრო იქნებოდა. განა ჩვენ ვრიყავდით, პირიქით ის გვარიდებდა თავს. მოუთმენლად ველოდით მათ ჩამოსვლას. ნაკო სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. მეც ბევრი არ მეკლდა ნაკოს შემხედვარე. საათებს ვითლიდით და წუთში ცხრაჯერ ვურეკავდით ,, რამდენი დაგრჩათ?”, ბოლოს ალექსანდრემ გამოგვიცხადა ,, ისე დამღალეთ დარეკვებით, უკვე აღარ მინდა თქვენი ნახვა”!. დაღლილებს და ლოდინით დაქანცულებს ჩაგვეძინა. თვალი, რომ გავახილე ნაკო ოთახში არ იყო. მოსაღამოვებულიყო და ოდნავ გრილოდა. მეგონა, ზღვაზე იყო გასული. წარმოდგენაც არ მქონდა დანარჩენები ჩამოვიდნენ თუ არა. სიჩუმე იყო ირგვლივ. კარგა ხანი გასულიყო. სამზარეულოში ჩავედი. - ნანო დეიდა ნაკო სად არის? - გაიღვიძე შვილო? ბავშვები ჩამოვიდნენ და სანაპიროზე არიან. აღარ გაგაღვიძეს.- ბოლო სიტყვებისთვის აღარც მომისმენია, ისე გავვარდი სანაპიროზე. შევჩერდი სანაპიროს შუაგულში და ვუყურებდი როგორ დაეენთოთ ცეცხლი. მის გარშემო იჯდა ყველა. ყველა ანდროც კი. მისი დანახვა ისე გამეხრდა, მეგონა პირველად ვხედავდი. იმ წამებაში ყველაზე ბედნიერი ადამიანიც ვიყავი. სიხარულის ცრემლებმა ლოყების გზები გაიკვლიეს. მივდიოდი და თანდათან ვუახლოვდებოდი ყველას. - ჩვენი ქეთოც მოსულაა!- პირველი შემომეგება თოკო და ჩემკენ წამოვიდა. მეც იმწამსვე ჩავეხუტე. ყველანი ჩვენკენ იყურებოდნენ. სათითაოდ ჩამოვუარე, ყველას გარდა ანდროსა, რომელსაც, ცეცხლზე კიდევ უფრო უღიავდებოდა მწვანე თვალები. - როგორ უნამუსოდ მომექეცით, რატომ არ გამაღვიძეთ?- ვუსაყვედურე ბავშვებს და ცხვირი ავიბზუე. - კოჩქიანი გამოვგზავნეთ გასაღვიძებლად, მაგრამ რათ გინდა?! გინდა თუ არა არ იღვიძებსო.- მითხრა ალემ ანდროზე. ყველამ ერთდროულად გავხედეთ ანდროს, რომელიც დაბნეულად გვიმზერდა. - მე… მე უბრალოდ გაღვიძებდი, მაგრამ არ გესმოდა. ალბათ ღრმად გეძინა- არადა იცის, რომ ფხიზელი ძილი მაქვს. კარგადაც კი ვერ მოიტყუა. ვიცნობ ადროს, როცა მეძინა, არ შეეძლო ჩემი გამოღვიძება. სულ იმას მეუბნებოდა ,, ლამაზი ძილი გაქვს, არ შემიძლია შენი გაღვიძება, არ შემიძლია იმ წამს არ გიყურა”. დარწმუნებული ვარ ასე მოხდა დღესაც. წამში ამომიტივტივდა მოგონებები და მის გასაფანტად, თავი ოდნავ გავაქნიე თვალებდახუჭულმა. ყველა სვამდა. არ მიყვარს დალევა.ვითენთები და მეძინება, მაგრამ დღეს გამონაკლისი დავუშვი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი ბოლოს როგორც დამთავრდებოდა. ხუთი ჭიქის შემდეგ მივხვდი უკვე აღარ უნდა დამელია. ნელ ნელა მეკიდებოდა. თოკომ გიტარაზე დაკვრა დაიწყო. ჩვენც ავყევით სიმღერაში. - ,,სიყვარული თუ გაქრებაააა, მზე იტირებს და ჩაქვრება, ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება გაჩერდებაა დროოო”- ყველა ერთ ხმაში ვმღეროდით. ვუყურებდი ანდროს. სხვანაირი იყო. თითქოს დაცლილი ემოციებისგან და უფრო ბედნიერება შეჰპარვია, მის სახის ნაკვთებს. ყურებაში ძალიან გართულს, ვერც კი შევამჩნიე, როგორ შეხვდა ჩვენი თალები ერთმანეთს. მაშინ მეორე შემიყვარდა. მაშინ მეორე ვიგრძენი როგორ მძულდა მისი თვალები და საკუთარი თავი, რომ ვერ გადავიყვარე. ვერ შევძელი. ძილი მომერია. გვიანი იყო. ემოციებისგან დაღლილიც ვიყავი. - არ დავბრუნდეთ ბავშვებო? ძალიან დავიღალე- ვთქვი მე მოჭუტული თვალებით. - აუ კი რა!- ამყვა ნინიც! - მაშ წავედით, თუ ჩვენ გოგონებს ასე უნდათ- ჯელტმენი ალექსანდრეც წამოდგა. ცეცხლიც ქრებოდა უკვე, თუმცა ეს პროცესი ჩვენ უფრო მალე დავამთავრეთ და ყველანი სახლის გზას დავადექით. ფეხები საშინლად მტკიოდა, ამას სასმლისგან გაბრუებაც ემატებოდა. მეშინოდა იქვე არ წავქეულიყავი. ერთჭიქიანიაო არ იფიქროთ უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი. ბედნიერები ჩვენ, დავიშალეთ ჩვენს, ჩვენ ოთახებში. ბიჭების ოთახი ქვემო სართულზე იყო. მე ნინის ოთახი დავუთმე, თავი მარტო, რომ არ ეგრძნო და მეორე ოთხაში დავბინავდი. დაყოფილები ვიყავით გოგოები ერთად ბიჭები ერთად. -ქეთო!- მომესმა ჩუმი ბარიტონი,თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა სასმლის გამო მჭირდაა ასე, მაგრამ ხელმეორედ, რომ გავიგონ უკან მივიხედე და ცარიელ ჰაერს დავუწყე ყურება. იქვე გვერდით, რომ გაგეხედათ ბნელ სკამზე ჩამომჯდარ ანდროს შეამჩნევდით, მაგრამ თვალებს ძლივს ვამოძრავებდი და ვერაფერს ვხედავდი. შემობრუნება, რომ გადავწყვიტე, ნათლად ვხედავდი ანდრო, რომელსაც მზერა ჩემზე გაეჩერებინა და ჩემკენ მოემართებოდა. - ქეთოო!- სიცილ ნარევი ხმით მითხრა -ოჰ ანდროოო!- გავაგრძელე მისი სახელი. - მთვრალი ხარ არა?- მის სახეს ლამპიონის შუქი ანათებდა. ლოყა ჩათეხვოდა, ღიმილისგან. სიჩუმეს ჩვენი ლაპარაკი არღვევდა. თალებს აქეთ იქით ვაცეცებდი, რომ კარგად შემემჩნია. - მე და სიმთვრალე არ ვმეგობრობთ ჩემო ანდრო!- სხვათაშორისოდ ვუთხარი. - დაგეხმარო ოთახამდე მისვლაში?- იქვე ჩამოვჯექი კიბეზე და ლაპარაკი განვაგრძე. ვუყურებდი ნაფაზებს როგორ სწრაფად და ღრმად არტყამდა. - ველოდები როდის შემომთავაზებ, ჩემს ოთახში დარჩენას, იავნანას მღერას და ჩემი ჩაძინებული სახის ყურებას!- ცინიკურად ვუპასუხე მე. - სერიოზულად გეუბნები. ერთხელ მაინც მოეშვი უხეშობას!- მშვიდი სახით მიმზერდა. - მაშ ასე იყოს ბატონო ანდრო! ჩემს ოთახამდე თავადვე გავიკვლევ გზას- ცინიკურობას არ ვეშვებოდი. ჯამოვდექი. დიდხანს ვუყურეთ ერთმანეთს. მანამ სანამ არ დავინახე, როგორ შევიდა მძიმედ მის ოთახში. სერიოზული და მძიმე სიარული იცოდა. გეგონებოდათ სიარულის დროსაც გაბრაზებულიაო. ჩემს ოთახამდე, ჩუმად და ფრთხილად გავიკვლიე გზა. არც კი გამიხდია ტანზე, წამებში გადავეშვი სიზმრების სამყაროში. იმ ღამის ყველაზე ტკბილად მეძინა, ალბათ სასმლის ბრალიც კი იყო. მეორე დღეს თოკომ აგვტეხა ჩემი მეგობრებიც აქ არიან და ყველა ერთად წავიდეთ გავერთობითო. ჯინსის მოკლე ქვედაბოლო, პატარა დეკოლტიანი მაისური და სანდლები უცბად ამოვიცვი და კიბეებზე დავეშვი. არ გაგიკვირდებათ და იქვე მანქანასთან ანდრო დამხვდა. ტელეფონზე საუბრობდა მისი დამახასიათებელი სერიოზული სახით. ,,სულ ასეთი დაბღვერილი სახე ადამიანს რატომ უნდა ქონდეს?”- ვფიქრობდი ჩემთვის და ჩემთის ძალიან ნაცნობ სხეულს თავიდან ვსწავლობდი. წამებში მორჩა საუბარს. მანქანას იდაყვი ჩამოადო და ღიმილიანი სახე მსტყორცნა. ისე მაკვირდებოდა, თვალებით მაშიშვლებდა. - მკერდი უფრო გაგზრდია პატარავ!- სიბრაზისგან სახეზე ისე წამოვხურდი, შინაგანადააც ვგრძნობდი. -უზრდელოო- კბილებს შორის გამოვცერი. წამებში სახე დაუსერიოზულდა. - მაღლა ადი გამოიცვალე, ასე არ წამოხვალ.- სათნო და დამჯერი სახე მივიღე. - კარგი ხო ახლავე- და დემონსტრაციულად უკან შევბრუნდი და ისევ მისკენ გამოვბრუნდი. ყურებამდე გავიკრიჭე. - მაგრამ აჰ ანდრო ხმები არ გესმის? მეჩურჩულებიან რომ მე და შენ აღარაფერი აღარ გვაქვს, რაც იმის ნიშნავს რომ - ხელები ფართოდ გავშალე- რამე მიბრძანო და საერთოდაც არ ვარ ვალდებული რამე ავასრულო, ის რაც შენ გინდა.- მანქანის კარი გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი. ჩემს ფანჯარას იდაყვებით დაეყრდნო და წამებში დაფარა ჩვენ შორის მანძილი. - იცოდე, ოდნავ მაინც რომ შევამჩნიო, რომ ვინმემ ზედმეტად, შემოგხედა იცოდე შენს ნამუსზე იყოს. ნუ მეთამაშები გოგო!- სიბრაზე გაერია მის ხმას, თუმცა სახე მაინც არ ეცვლებოდა- და საერთოდაც ასე რატომ გაცვია? გგონია უფლებას მოგცემ სხვასთან ურთიერთობის? გგონია ასე ადვილად დაგთმობ ქეთო?- არ გეტყვით მისი ეს ნათქვამი არ მელამუნა გულზეთქო, მაგრამ მაინც ვბრაზობდი მის ტონზე. - ავადმყოფი ხარ! ნამდვილად ავადმყოფი!- თვალებიდან ცეცხლს ყრიდა, მაგრამ არ იმჩნევდა! - თამაში გინდა? ხოდა ვითამაშოთ!- ესღა თქვა და რულთან დაიკავა ადგილი. ვეღარაფერს ვამბობდი, ან რა უნდა მეთქვა?! ვოცნებობდი, რომ არცერთ ბიჭს ჩმს მიმართ ყურადღება არ გამოეჩინა. პირველად ჩემს ცხოვრებაში ვოცნებობდი ამაზე. ვიცოდი ანდრო რისი გამკეთებელიც იყო, მე კი მეზიზღებოდა გოგოები, რომლისთვისაც ბიჭები ჩხუბობდნენ, საერთოდაც მძულდა დაძაბულობები, თუ გოგოს მიერ იყო გამოწვეული. მთელი საღამო დაძაბულად ვიჯექით. ბედი დამცინიც ალბათ, რადგან ბიჭების მეტი იქ არავინ დაგვხვედრია. ყველა სვამდა. ჯოკერს თამაშობდნენ. გოგოები აივანზე ვიჯექით. სიგარეტს გემრიელად ვეწეოდი და ჰაერით ვბრუვდებოდი. ოდნავ გრილოდა. ბავშვობის ამბებს ვიხსენებდით და ვხალისობდით. თოკოს ერთ-ერთი მეგობარი შემოგვიერთდა. უფრო გავხალისდით. გვიყვებოდა ამბებს თოკოს და მის ურთერთობებზე. მის სიგიჟეებს. სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდით. ბოლოს ყველანი მუდარის თალებით ვუყურებდი, რომ მორჩენილიყო. გოგოები ბიჭებს შეურთდნენ. კარტის თამაში დამვიწყდებოდა, ამიტომ არ ვუღალატე წყნარად დარჩენას და დავრჩით მე და თოკოს მეგობარი საბა. იმ ღამით საშინლად წყნარი საღამო იყო. ტალღების ხმაურსაც ვერ გაიგებდით. ვუყვებოდი საბას ჩვენი სამეგობროს ამბებს, ამერიკაში ცხოვრების პერიოდებს და უამრავ სახალისო ისტორიებს ჩემზე. საერთოდ აღარ გვახსოვდა დანარჩენები. ისე დავიშალეთ ხმა არცერთისთვის არ გამიცია. ანდრომ აიჩემა საქმე მაქვს, თქვენ წადით და მეც მალე მოვალო. არაფერზე მიფიქრია, რომ რამე ცუდის ჩადენას აპირებდა ან რატომ უნდა მეფიქრა ესე?! სასტიკად კარგ ხასიათზე დავბრუნდით სახლში, თუმცა დაღლილები. ჩემი და გოგოების კისკისი მთელ ურეკს ესმოდა ალბათ. გოგოები კარებამდე მივაცილე და იქვე დავემშვიდობე შემდეგ დღემდე. ყურებამდე გაკრეჭილმა და ემოციებით აღსავსებ საწოლოთახის კარი ნელა შევაღე და შუქი ავანთე. გული გამისკდა, იქვე მჯდომი ანდრო, რომ დავინახე და უცაბედად შევკივლე. წყნარი, მშვიდი ხმით იჯდა და სიგარეტს აბოლებდა. ჰაერიც კი დამძიმებულიყო მისი შემხედვარე. - გული გამისკდა აქ რას აკეთებ?- ღრმად ვსუნთქავდი და მუხლებს ვეყრდნობოდი. ხმას არ მცემდა. ისევ ჩემი ხმა ხმა არღვევდა სიჩუმეს. - აქ რას აკეთებ ანდრო?- ვკითხე ოდნავ გაღიმებულმა. ვაკვირდებოდი. იქვე რომ გაგეხედათ შეამჩნევდით, უსაწყალოდ დაგდებულ სისხლიან მაისურს და თუ ეჭვი არ შემეპვარია, საბას ეკუთვნოდა. სახე დამისერიოზულდა, დავიბენი. ცრემლებს ძლის ვიკავებდი. ხმის ამოღბა გავბედე. - სად არის? რა უქენი? არანორმალურიხარ, არანორმალური. ვიმეორებდი დაღლამდე და უკან უკან ვიწევდი. ხმას მაინც არ მცემდა, ისე მაკვირდებოდა, თავიდან სწავლობდა ჩემს ემოციებს. იქვე ჩამოვჯექი ანერვიულები და მის თალებს გავუსწორე საკუთარი. პ.ს ძალიან კი გავწელე, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ. წინ ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ. ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.