შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა (თავი 3)


4-07-2022, 10:29
ავტორი სესილია
ნანახია 1 500

ციხე... უამრავი დრო იმისთვის, რომ იფიქრო, გაანალიზო და შეაჯამო შენი განვლილი ცხოვრების გზა, იფიქრო მომავალზე თუ რა იქნება მერე, როცა ციხიდან გახვალ... ფიქრები ხშირად გაბოროტებს, გაძულებს ადამიანს, მის არსს, გსურს ყველას გადაუხადო სამაგიერო და კითხვებს სვამ: რატომ? რის გამო? რისთვის ისჯები?
მაქსიმესაც უამრავი დრო აქვს, რათა იფიქროს, ჩაწვდეს მის მიერ ჩადენილი ქმედება მორალურად მართლზომიერია, მაგრამ კანონით აკრძალული თუ მორალურადაც და კანონითაც მისი ქმედება - არამართლზომიერია.
„ - რატომ არის არამართლზომიერი? აბა რა უნდა მექნა? ზუსტადაც, რომ შეიძლებოდეს კიდევ მოვკლავდი მაგ ძუკნას! - მუშტები ბრაზისგან მომუჭა.
- შეგეძლო არ მოგეკლა და ახლა აქ არ იქნებოდი.
- შენ ვინ ხარ?
- მე? შენი სინდისი.
- ჩემი სინდისი?
- ხო, შენი სინდისი, რომელსაც ცდილობ ყური არ დაუგდო და ჩაახშო, მაგრამ მე ვერ გამაჩერებ!
- შენ გინდა მითხრა, რომ მე ის მოღალატე უნდა გამეშვა ცოცხალი? ქალმა, რომელმაც ყველას წინაშე დამამცირა, რქები დამადგა, ხალხის სასაცილო გამხადა... გინდა მითხრა, რომ ცოცხალი უნდა გამეშვა? არა, არა და არა !!! საშუალება, რომ მქონდეს ისევ მოვკლავდი ხალხის წინაშე ! - ნესტოები აუთრთოლდა.
- გასაგებია შენი პოზიცია, დამოკიდებულება, მაგრამ მოდი მედალს მეორე კუთხიდან შევხედოთ. შენ რომ ის ცოცხალი გაგეშვა, უფრო მოგებული არ დარჩებოდი?
- რა კუთხით?
- რა კუთხით და ახლა აქ ციხეში არ იჯდებოდი, არ გაბოროტდებოდი, ასე არ შეგძულდებოდა ქალთა მოდგმა და არ დაკარგავდი ნდობას ადამიანების მიმართ... შენ შეგეძლო ორივესთვის მიგეცა თავისუფლება, გამოგეჩინა სიყვარული მოყვასის მიმართ ...
- მან, მან რომ არ გამოიჩინა ჩემს მიმართ სიყვარული? მან, რომელმაც მიღალატა? მი-ღა-ლა-ტა გესმის? მი-ღა-ლა-ტა!!! ეს, ეს... - სუნთქვა გაუხშირდა, - და შენ მეუბნები, რომ სიცოცხლე მეჩუქებინა ქალისთვის, რომელმაც ამხელა შეურაცყოფა მომაყენა, და-მა-მცი-რა !!! შენ გესმის ეს? არა, არ გესმის და რაღაც მორალს მიკითხავ მოყვასის სიყვარულზე და ა.შ.
- ჯობდა მათთვის სიცოცხლე გეჩუქებინა... - თავისას განაგრძობდა შინაგანი ხმა, - ვინ გაიგებდა, რომ გიღალატა? არ მოგეკლა, გაგეშვა და ვერ ვერავინ გაიგებდა გიღალატა თუ გადმოგიღალატა!
- გაჩუმდი!!! „ - კბილები გააღრჭიალა მაქსიმემ, წამოდგა და ბოლთის ცემას შეუდგა საკანში, თან თავზე იჭერდა ხელებს, თითქოს სურდა რაღაც გაედევნა.
- რა გჭირს?
- არა, არაფერი. - დამფრთხალმა უპასუხა. - არა, უბრალოდ დავიღალე...
- ადრე მოგწყენია, ჩემი ძმა. - გაეცინა „ჩორნას“, - ჯერ წლები გველოდება წინ, წლები... კარტი ვითამაშოთ და ცოტა დროც გავა.
- მართალიხარ, მართალი. - მაქსიმემ ხმა ჩაწყევტით ჩაილაპარაკა, - ვითამაშოთ. - სევდანარევი ღიმილი გამოეხატა სახეზე.
- ბიჭებო, მე და მაქსიმე წყვილში ვართ. - კარტი ხელში მოიმარჯვა „ჩორნამ“ და მაგიდას მიუჯდა.


***
- საღამო მშვიდობისა თუ ღამე მშვიდობისა უნდა ვთქვა? - მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცი ქალს.
- აჰ, დემნა? - სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო დეამ. - რადგან უკვე ღამის 11 საათია, უფრო ღამე მშვიდობისა ითქმის.
- ასე გვიან აქ რატომ ხართ?
- სამუშაო მაქვს, მაგრამ თქვენ?
- მე აქ ვცხოვრობ, - ბინას ახედა.
- მართლა? ანუ მეზობლები გამოვდივართ?
- მოიცა, თქვენც აქ ცხოვრობთ?
- არა, მაგრამ უმეტესად სამკერვალოში ვარ, როცა შეკვეთები მაქვს. ჩათვალეთ, რომ აქ ვცხოვრობ. - შესცინა. - გარეთ ცივა და ცხელ ყავაზე ან შოკოლადზე ხომ არ დამეწვეოდი?
- დიდი სიამოვნებით.
- მაქსიმე როგორ არის? - დეამ ცხელი შოკოლდით სავსე ჭიქები მაგიდაზე დააწყო.
- ... - სიჩუმე ჩამოვარდა, დემნამ თვალი ჭიქიდან ამომავალ ორთქლს გაუშტერა, მერე თითქოს გონს მოვიდაო და ხმაჩაწყვეტით ამოილაპარაკა, - კარგად არისთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება... ძალიან რთული მდგომარეობაა ჩვენს თავს... სუნთქვა მიჭირს ხოლმე... ნორმალურად არც მძინებია ეს ბოლო პერიოდია... ორი ადამიანის სიცოცხლე წამის მეასედებში გაქრა... ჩემი ძმა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა... როცა ამბობდნენ, რომ ცა ჩამომექცა, ქვეყანა დამემხო, ვერ ვგებულობდი რას გულისხმობდნენ და ახლა ისე მწარედ გავიაზრე ამ სიტყვების მნიშვნელობა... ცა, მიწა ყველაფერი ჩამომექცა და ჩამომემხო... ფეხზე კი მყარად უნდა ვიდგე, მინდა თუ არა...
- ნამდვილად რთულია რასაც განიცდით, რაც მოხდა... როგორც იცი მაქსიმესთან ვახლობლობდი, ნანუ ჩვენი სალონის მუდმივი კლიენტი იყო... ეს მთელს ქალაქში მეხის გავარდნას ჰგავდა, წყვილი რომელიც ერთმანეთს აღმერთებდნენ, ასეთ სკანდალში გაეხვა...
- თუმცა ჩემი ძმის საქციელს ვერასოდეს გავამართლებ...
- ხო, არც ღალატს აქვს გამართლება, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია...
- ძალიან მრცხვენია, მინდა ისევ იქ დავბრუნდე, სადაც ბოლო 10 წელი ვცხოვრობდი... მაგრამ ჯერ აქ უნდა ვიყო, მანამდე მაინც სანამ საბოლოო განაჩენი არ გამოვა...
- მაქსიმე არ გინახავს?
- ჯერ არა... ვიცი თუ ცოტა ბრაზი ჩემში ოდნავ არ გავანელე, ვიჩუხბებთ...
- ანუ გამოდის, რომ თქვენს ძმას მხარს არ უჭერთ?
- მხარს? ჰმ... - სიმწრის ღიმილმა გადაურბინა დემნას სახეზე და დივნის საზურგეს თავი მიაყრდნო, - მკვლელს ვერასოდეს გავამართლებ... მაგრამ ძმა არის, ერთადერთი წევრი ჩემი ოჯახიდან. მშობლები ჩვენ აღარ გვყავს და როგორ შემიძლია ზურგი ვაქციო?
- ხო, მკვლელობას ვერ გავამართლებთ, მაგრამ ალბათ მისთვის რაოდენ რთული იყო, არ გაცოფებულიყო, თავი შეეკავებინა მაშინ როდესაც ხედავ შენი საყვარელი მეუღლე, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდი და დედოფალივით აცხოვრებდი, აღმოაჩენ შენს საკუთარ სახლში, საწოლში გღალატობს ვიღაც კაცთან! ალბათ მაგ დროს ძალიან ძნელია ნერვების მოთოკვა და იმ საშინელების თავიდან აცილება, რასაც მკვლელობა ჰქვია... ხომ იცი, ყველა ადამიანში ცხოვრობს „ბოროტი მე“ და არავინ იცის რა დროს და როგორ გაიღვიძებს! - თვალი ჩაუკრა დევდარიანს.
- არ ვამბობ, რომ მარტივი და მისაღებია ის რაც იყო... უბრალოდ, მგონია როცა სიყვარული მთავრდება, უნდა თქვა და წახვიდე...
- ნამდვილად, როცა მთავრდება უნდა თქვა და წახვიდე... რადგან ძნელია იმ ფაქტთან შეგუება, თითქოს ერთად ხართ, მაგრამ ამავდროულად ცალ-ცალკე!
- ეგ რას ნიშნავს? - გვერდულად გახედა.
- რას უნდა ნიშნავდეს? ერთად ხართ, მაგრამ ცალ-ცალკე! ანუ თითქოს ცხოვრების ერთ გზას ადგხართ, მაგრამ ორივე თავ-თავისი გზით მიდის, მიერეკება. - გაეცინა, დემნა თვალს არ აშორებდა დეას, რაღაც იზიდავდა მასში, თითქოს მისი მაგნიტური ველის დაკარგული ნაწილი იყო და მიზიდულობის კავშირს ვერა და ვერ ერეოდა... ძალიან უნდოდა მივარდნოდა, გულში ჩაეკრა და მის ტუჩებს დაწაფებოდა... - ერთმანეთს ხელები გაუშვეს და ერთმანეთს აღარ ელოდებიან! ცუდი შეგრძნებაა, არავის ვუსურვებ ამის გამოცდას საკუთარ თავზე... - დევიძე ვერ ამჩნევდა დევდარიანის ცხელ მზერას.
- ნუ, ხანდახან როცა სიყვარული მთავრდება. ასეც ხდება... - დემნამ ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და წავლება დაუწყო.
- ვისურვებდი, რომ სიყვარული ორივე მხარისთვის ერთდროულად სრულდებოდეს! ხანდახან ერთის მთავრდება პირველად, შემდეგ კი მეორე იტანჯება. როცა რამეს წერტილი უნდა დაესვას, კარგი იქნებოდა თუ გრძნობა ორივეს გულში ერთდროულად გაქრება!
- ოჰ, მოინდომე რა... - დემნას დეას ოცნებაზე გაეცინა.
- ხო მოვინდომე... იმიტომ, რომ რთულია, ძალიან რთული, როცა აღმოაჩენ, რომ ის ვინც გიყვარდა, ის ვინც შენი ცხოვრების თანამგზავრად აირჩიე, ის ვინც გეგონა მთელი ცხოვრების გზა შენთან ერთად იქნებოდა... უცებ ქრება, გეუბნება, რომ აღარ უყვარხარ და მიდის... ფაქტიურად, კვდები... მე პირადად უხმოდ მოვკვდი! ვერც ვიტირე, ვერც ვიყვირე... უბრალოდ, გავქვავდი და უმეტყველო თვალებით ვუყურებდი როგორ ბარგდებოდა და როგორ წავიდა ჩემგან...
- მერეც არ გიტირია?
- კი, მერე ბევრჯერ ვიტირე... მაგრამ მივხვდი ჩემი ტირილით, დეპრესიით ჩემს შვილს უფრო ვაზიანებდი და დავიკიდე, - გაეცინა, - სხვათაშორის მაგარი გრძნობაა, როცა „იკიდებ“, მომენტალურად დიდი სიმძიმე გცილდება მთელი სხეულიდან!
- ხო, ეგ მეც გამომიცდია, როცა მეც მიმატოვეს!
- შენც? - გაოცებით გახედა.
- ხო, რა იყო? მარტო კაცებმა კი არ ვიცით მიტოვება? ქალებსაც კარგად გამოგდით! - გამომწვევი მზერით მიაჩერდა.
- ვაა, ანუ ორივეს გამოგვიცდია მიტოვების სიმწარე.
- კი... თუმცა არ ვიცოდი, შვილი თუ გყავდა...
- კი, ჩემი სამყაროს ცენტრი და აზრი... ისე საიდან გეცოდინებოდა, სულ ახლახანს გავიცანით ერთმანეთი... - თვალი ჩაუკრა.
- კი, „ცინცხალი ნაცნობები“ ვართ! - საათს დახედა და წამოდგა, - მგონი კარგი შესვენება გამოგვივიდა, მაგრამ წავალ ახლა მე, რომ მუშაობა განაგრძო.
- სასიამოვნო, გულახდილი საუბარი გამოგვივიდა ერთ ჭიქა ცხელ შოკოლადთან. - დეა სტუმრის გასაცილებლად წამოდგა.
- ნამდვილად, თან ჩემი მარტოსულობა შეავსეთ და ალბათ დღეს, რაც აქ ვარ, პირველად დამეძინება მშვიდად.
- ოჰ, შევიფერებ. - დევიძეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, დადებით მუხტს გრძნობდა დევდარიანიდან და სიამოვნებდა.
- აბა დროებით.
- დროებით.

***
- გამარჯობა, კატო, შვილო. - უსიამო სახთ დაჯდა მომხმარებელი.
- გაგიმარჯოს. აბა რა გნებავთ? - კატო წინა მხრიდან დაუდგა.
- თმების შეკოხტავება. თავი ოდნავ შემინამე, წამოსვლამდე ვიბანავე.
- კარგით, - კატომ თმები შეუსველა, სავარცხელი და მაკრატელი მოიმარჯვა, რომ:
- არა, არაა! - ისე გაბრაზებით გააქნია თავი კლიენტმა, კატოს რომ არ ემარჯვა, ძირში წააჭრიდა თმებს. - აი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე გაანადგუროს ჩემი გელათის მონასტერი? აი, რას ერჩიან ჩემს მეფეს? რატომ მინადგურებენ თამარ მეფეს?
- უკაცრავად? - ვერ მიხვდა დალაქი.
- მე, მე... - ხელები გაშალა, - რუსუდან დედოფლის პირდაპირი შთამომავალი ვარ და მაქვს უფლება პასუხი მოვთხოვო ყველას, ჩემი წინაპრების და ჩემი განადგურებისათვის!
- ვინმე გებრძვით? - ფრთხილად ჰკითხა.
- აბა არა? მთელი მსოფლიო მე მებრძვის! უნდათ ბაგრატიონები გაანადგურონ! მაგრამ არაფერი გამოუვათ! - მთელი დამაჯერებლობით ჩაილაპარაკა.
- აჰ, გასაგებია. - თმის ჭრას ფრთხილად განაგრძობდა კატო, თან ანოს თვალებით ელაპარაკებოდა „მგონი უფრენს?!“.
- „კი უფრენს“ - ისიც თვალებით ეპასუხებოდა, თან ცერა და საჩვენებელი თითებით ზომავდა სიგიჟის ზღვარს.
- გამარჯობა.
- გაგიმ... იო? შენ აქ რას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა ნიაკოს.
- რას ნიშნავს რა მინდა? თმები უნდა შევიჭრა. - თავზე ხელი გადაისვა ბიჭმა.
- მერე აქ? - გოგომ გარემოს მოავლო თვალი.
- მოიცა ეს ხომ სალონია? - ეჭვის თვალით მიმოიხედა იომ.
- კი.
- მერე მეც მოვედი.
- არ ცალია არცერთ „სტილისტს“!!!
- ქართულად დალაქს ხომ? - კალანდაძემ ტუჩები სასაცილოდ მომანჭა.
- დიახ! - გოგომ თვალები გადაუბრიალა.
- ეს ჩემთვის არ სცალიათ თუ ზოგადად?
- შენთვის!
- როგორ მიყვარხარ!
- გითხარი, მაგას ნუ მეუბნებითქო! - ბედნიერების ღიმილი ისევ შეეპარა ტუჩის კუთხეში.
- არ შემიძლია.
- რატომ?
- რადგან მიყვარს, ამ სიტყვის გაგონების შემდეგ შენს მარწყვივით ტუჩთან შეპარული ბედნიერების ღიმილი. - თვალი ჩაუკრა და ტუჩები ენით მოილოკა.
- იო, გცემ! თუმცა ასე მოქცევას თუ განაგრძობ, შეიძლება მომეწონო. - ნიაკოს ეშმაკურად აუციცმიმდა თვალები.
- მეც ეგ მინდა.
- წადი ახლა, ხომ მოხვედი თმების შესაჭრელად?
- აბა არ ცალიაო „სტილისტებსო“ შენთვისო?
- წადი, წადი. ვანო მოიცლის ჩემი ხათრით. - თვალი ჩაუკრა.
- ოჰ, როგორ მაწვალებ, მაგრამ მოვა ჩემი დროც. - საყვარელ ქალს ღიმილიანი სახით გაეცალა ბიჭი.
- ნიაკო, - მივარდა დეა, - მე გავდივარ, ბაღიდან დამირეკეს, ხოდა მოვალ მალე. თუ ვინმე მოვა დამელოდოს კარგი?
- ხომ მშვიდობაა? ვივი ხომ არის კარგად?
- კი, მაგრამ დირექტორმა სასწრაფოდ მოდიო. კარგი წავედი. - კარებში გაუჩინარდა დევიძე.
გულამოვარდნილი მივიდა დეა ბაღის შესასვლელთან. კარები პირადად დირექტორმა გაუღო და პირდაპირ კაბინეტში გაუძღვა.
- შემოდი დეა.
- გამარჯობა, - მიესალმა იქ მყოფთ და მორიდებით ჩამოჯდა მითითებულ სკამზე.
- ახლა აქ ჩვენი შეკრების მიზეზი რა არის, - თვალი მოავლო დირექტორმა მშობლებს, - დეა, თქვენთან სურთ გასაუბრება.
- ჩემთან? - გულზე ხელი მიიდო.
- დიახ, თქვენთან! - ამრეზილი სახით შეხედა ერთ-ერთმა.
- დიახ, გისმენთ. - იგრძნო ხელის გულები როგორ დაენამა.
- თქვენი შვილი ამ ბაღიდან უნდა გადაიყვანოთ!
- ჩემი შვილი? - დეას თვალები გაუფართოვდა. - და რატომ?
- აუტისტი ბავშვი ჩვენს შვილებთან ერთად ვერ იქნება.
- უკაცრავად? - ირონია და ტკივილი ერთდროულად იკითხებოდა დეას სახეზე. - ეგ არის მიზეზი? თუ მომესმა?
- არაფერიც, არ მოგესმათ! - აჰყვა მეორე, - იმიტომ არ ვიხდი კერძო ბაღში ამხელა თანხას, რომ ჩემი შვილი აუტისტთან ერთად დადიოდეს!
- ქალბატონო მალვინა, - დირექტორს მიუბრუნდა დევიძე, - ეს ყველაფერი თქვენც გესმით თუ მხოლოდ მე?
- არა, ისა... - ენა აება ქალს.
- ჰმ! უკაცრავად, აუტისტი თქვენთვის რას ნიშნავს? - ცივი სახით მიუბრუნდა დეა მშობლებს.
- არ მინდა ჩემი შვილი მას დაემგვანოს!
- რა თქვით? თქვენ გგონიათ, რომ აუტიზმი გადამდებია? ჰა, ჰა, - ირონიოულად გაეცინა, - კარგით, შეიძლება ექიმი არ იყოთ, არც ნერვოლგი, არც ფსიქოლოგი და ზუსტად არ იცოდეთ აუტიზმი რას ნიშნავს, მაგრამ არც ფილმები გინახავთ? არც სერიალები? სადაც ასეთ ბავშვებზე მოგვითხრობენ? რა აუტიზმი თქვენს წარმოდგენაში შავი ჭირია? თუ კორონა ვირუსი? ჰმ, თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ქალბატონო მალვინა, თქვენგან გამიკვირდა, რომ ჩემი დაძახება დაგჭირდათ და ისე ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემა, რომ მე არ გამეგო!
- იცით, დეა, მე არ მეგონა ასეთ რამეს თუ ითხოვდნენ.
- არ იცოდით? ჰმ , კარგით დავიჯერებ! - თავი გადაქნია.
- ანუ არ აპირებთ გადაყვანას? - ისევ არ ჩერდებოდა ერთი მშობელი.
- ღმერთო ჩემო! - შუბლი ნერვიულად მოისრისა დეამ, - კიდევ ამას იმეორებთ? იცით რა მინდა გკითხოთ? თქვენი შვილები უნარშეზღუდულები არ არიან?
- უნარშეზღუდულები? - შეურაცყოფილი სახეები მიიღეს მშობლებმა.
- დიახ, უნარშეზღუდულები? ჩვენ ყველანი , - დეამ ხელი მოავლო კაბინეტს, - უნარშეზღუდულები ვართ, ზოგი ძალიან, ზოგი კიდე მსუბუქად. მე მაგალითად დიზაინერი ვარ, თუმცა არ გამომდის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვარა, ანუ ჩემი უნარი ამ კუთხით შეზღუდულია. ასეა ჩემი შვილიც, მას უბრალოდ ჩაკეტილი სივრცე მოსწონს და არ გამოდის ყველასთან ურთიერთობა, თუმცა შესანიშნავად ხატავს, ძერწავს, თქვენ წარმოიდგინეთ მზარეულობაც გამოდის! ამიტომ, ყველამ ჩვენს უნარშეზღუდულობას მივხედოთ და აცადეთ ჩემს შვილს მშვიდად ცხოვრება. ის აგრესიული არ არის, არავის ერჩის და ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, აუცილებლად გიჩივლებდით ყველას ჩემი შვილის შეურაწყოფისთვის, თქვენი მოთხოვნისთვის და ბაღსაც დავკეტავდი! მაგრამ როგორ ამბობენ? ვირისგან წიხილი არ უნდა გეწყინოსო, ხომ? ამიტომაც ისევ მე გამოვიჩენ თქვენს მიმართ სულგრძელობას და გაპატიებთ! გამიხარდება, თუ აქედან როდესაც გახვალთ მოიძიებთ სხვადასხვა ინფორმაციებს Google-ით, რადგან სმარტფონებს გარდა Facebook - ისა და insagrami - სა სხვა დატვირთვაც აქვს! მოიძიეთ ცნობილი ადამიანები, რომლებიც აუტისტები არიან და გაოცდებით... მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ? დღეს 21-ე საუკუნეში როცა ყველა ინფორმაციის მოძიება წამებშია შესაძლებელი, მიბარებთ ერთ-ერთი პრესტიჟული ბაღის დირექტორი და მშობლები აბსურდული მოთხოვნებით! ისევ ჩემი შვილის საკეთილდღეოდ მოვითმენ თქვენს უვიცობას და ბაღიდან არ გადავიყვან, რადგან ამ გარემოს ძალიან შეეჩვია და სიხარულით მოდის... ახლა კი უნდა წავიდე, უმრავლესობასავით მოცლილი არ ვარ საბედნიეროდ, - წელში გამართულმა ირონიულად მოავლო ყველას თვალი და თავაწეულმა ამაყი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
ბაღის შენობა თვალს მოცილდა თუ არა, დეა ერთიანად აცახცახდა, ნერვიულ კანკალს ვერ იჩერებდა, ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა, ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან უჭირდა. ისე ძალიან სურდა ახლა დროებით გამქრალიყო და სადმე მიყრუებულ ადგილას გულამოსკვნილს ეტირა და ებღავლა.
- დეა? - ბარბაცით მიმავალი ქალი შეამჩნია დემნამ, მანქანა იქვე შეაჩერა და მისკენ გაიქცა. - დეა? - მხარში მოავლო ხელები.
- დემნა? - ნაცნობ სახეს გაუზრებლად შესცინა.
- რა გჭირს? შენ რა ტირი? - ცერა თითით ნაზად მოსწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლების ნარჩენები.
- ვტირი? არაა, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა და ვერაფრით ამოვიგდე.
- კარგი, - აღარ ჩაეძია დევდარიანი, მიხვდა ზედმეტი კითხვებით უფრო გააღიზიანებდა ქალს, - მაგ დროს ხომ იცი რაც უნდა თქვა? ჭია ჭია მაპოვნინე მე შენ დედას გაპოვნინებ.
- ვაიმეე, - ტირილის ნაცვლად ისტერიკული სიცილი აუვარდა დევიძეს.
- და რა გაცინებს? - ვერ მიხვდა დემნა თუ რა თქვა ასეთი სასაცილო.
- ეგ, ეგ ... - სახეზე ხელებს იფარებდა დეა, რომ სიცილი დაემალა, - ეგ რამეს რო დაკარგავ მაშინ უნდა თქვა, ხოლო როცა თვალში რამე ჩაგვარდება, ვამბობთ „მეზობელთან მივდიოდი თვალში რაღაც ჩამივარდა, ორი თითი ამოვისვი, უცებ რაღაც ამოვარდა“.
- ვაა, მე აბა სხვა ვთქვი? - ნიკაპზე საჩვენებელი თითი გაისვა და ტუჩები გაბუსხა.
- აჰამ, თუმცა ძალიან გამახალისე. - სიცილს ვერ იკავებდა გოგო.
- მიხარია თუ ეს მოვახერხე. - სევდანარევმა ღიმილმა გაუპო ბაგე.



№1  offline წევრი anex13

კარგია მაგრამ ეს "აჰ" იმდენჯერ მეორდება რომ მართლა ნერვები გამაწყვიტა კითხვისას♥️♥️იმედია გაითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent