მომეცი შანსი ( თავი 13)
თავი 13 ფანჯრებიდან შემოსულმა დღის სინათლემ დემეტრეს ძილის სამყაროდან გამოსვლა აიძულა.თავი უსკდებოდა, ნელ- ნელა გონზე მოდიოდა და ახსენდებოდა წინა დღის ლაპარაკი, რომელიც სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ კრახით დამთავრდა.საკუთარი თავის გარდა ამ ამბავში ვერავის დაადანაშაულებდა,მაშინაც რომ ცივი გონებით ეფიქრა დღეს მას სხვა რელობა და შესაძლოა ოჯახიც ჰყოლოდა . ეს ყველაფერი იცოდა და ზუსტად ეს სიმართლე ანგრევდა სულიერად.პირველი რაც გააკეთა აბაზანაში თავი მოიწესრიგა და სოფის ოთახში ავიდა, კარების გაღების შემდეგ კი ის რეალობა შერჩა რაც თვითონვე შექმნა.გარეთ გიჟივით გამოვარდა, თუმცა სოფის მანქანის არ ყოფნამ ყველა მისი ეჭვი გაამართლა.თვითონაც მანქანაში ჩაჯდა და დათას დაურეკა. - ხო დემე- ნამძინარები ხმა გაისმა ტელეფონში. - ვიცი რომ ადრეა ,მაგრამ ძმურად გამიგე რა სოფი თუ ჩამოვიდა . - დაიცა , შენთან არაა? რა ხდება დემე?- უცებ გამოფხიზლდა დათაც. - ვილაპარაკეთ და- საჭეს ხელებს მთელი ძალით უჭერდა- მოკლედ რომ ვთქვა შემისრულა და დილით აღარ დამხვდა სახლში.ამის დედაც ყველაფერი ჩემი ბრალია. - ანუ ვერ მოგვარდით? - მოვგვარდით? - სიმწრით გაეცინა- მოვგვარდით კი არა კულტურულად მიმახვედრა რა ც ვარ და ჩემი მასთან ყოფნის შანსი ნულს ჩამოსცდა. - ვახ, რა ცუდია ეეე- დათამ იცოდა სოფი ამას ესე ადვილად რომ არ აპატიებდა, ამიტომ დიდად არც გაკვირვებია- დავურეკავ და გავიგებ სადაა. - ძმა ხარ, უბრალოდ გაიგე ხომ კარგადაა და გამაგებინე. - კარგი ხო!- დემეტრეს ტელეფონი გაუთიშა და მაშინვე სოფის დაურეკა - სად ხარ სოფი? - იქ არა სადაც შენ გამიშვი!- არც ისე თბილად უპასუხა. - ვიცი ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ შენც ხომ იცი რომ უნდა გელაპარაკათ- სამაგიეროდ დათას ხმა იყო თბილი-ხომ იცი როგორ მიყვარხარ სოფ. - ვიცი ხოო- თავისთვის ჩაიდუდღუნა- მაგრამ იმედები იმაზე მეტად გამიცრუვდა ვიდრე ველოდი - სახლში ხარ? გინდა ლენა გავაღვიძო? - არა , ცოტა ხანს მარტო მინდა ყოფნა. დღეს რომ სამსახურში რომ არ მოვიდე... - ნუ მოხვალ, მიასაც მე წავიყვან ბაღში. - მადლობა რომ ჩემი გესმის. - არ ინერვიულო სოფი , ყველაფერი მოგვარდება.შენ და დემ... - მე და დემეტრე ბუნებაში აღარ არსებობს უკვე დიდი ხანია.უნდა დავიძინო- მიახვედრა რომ მეტის თქმას არ აპირებდა. დათამაც დაემშვიდობა და დემეს მესიჯი მიწერა ,, სახლშია, ნუ ნერვიულობ“. მერე მის გვერდით მწოლიარე ცხოვრების საჩუქარს გახედა, ხელები ინსტიქტურად გააცოცა მისკენ , მერე ტუჩებით ჩაანაცვლა და ლენას ძილის სამყაროდან სხვა უფრო ფერად და სასიამოვნო სამყაროში გადასვლა აიძულა. - ხომ იცი რომ შენს გარეშე არავინ ვარ? - შენ ჩემი სამყარო ხარ - მიიღო პასუხი ვნებიან კოცნასთან ერთად. ვინ წარმოიდგენდა რომ ამ გიჟ წყვილს ასეთი ჰარმონიული ოჯახი ეყოლებოდა?! ესეთი ბედნიერება მხოლოდ ერთეულების ხვედრია. მათ შორის კი ლენას და დათას წყვილი საპატიო ადგილს იკავებდა. ეცადა მაგრამ დაძინება არ გამოუვიდა, ყურადღების გადასატანად მთელი სახლი დააპრიალა. გარაჟიდან ამოსულმა როკის გამაყრუებელმა ხმებმაც კი ვერ მოიყვანა გონზე.სამაგიეროდ ლენამ სადარბაზოში შემოსვლამდე ვერ გაძლო და გიჟივით ეცა როკ ვარსკვლავს, პატრულს დავურეკავ თუ არ გაჩერდებიო , მერე კი აქოთქოთებული ავიდა მის ყოფილ ბინაში. - ამას მართლა როგორ უძლებ ?- კარების გაღებისთანავე სოფის დაეტაკა- როდის გადავიდა მძიმე როკზე? - მანამდე ხო ლაითს უკრავდა- შუშის საწმენდიანი ხელი ააფრიალა სოფიმ. - მანამდე მუსიკას მაინც გავდა , არა რატომ ყვირის ეგ ვერ გავიგე? ვერ ხვდება რომ ხმა არ აქვს? - მე თუ მკითხავ მაგას სმენაც არ აქვს , მაგრამ რა გავაკეთო?- კითხვის ნიშნიანი თვალები მიანათა. - უფ რავიცი. შენ როგორ ხარ? ეხლა მითხრა დათამ რაც მოგიწყეს იმ ორმა და რამის მოვკალი. - რას ერჩოდი? მე არ ვბრაზობ დათაზე, ოდესმე ხომ უნდა გამეგო- აივანზე დასხდნენ . - ეხლა რას აპირებ. - ეხლა ვიცი რომ მე არაფერ შუაში ვიყავი... იცი რა მაინტერესებს ? რაღა მე შემხვდა ესეთი მშობლები? - არ ვიცი სოფი.. მე რა უნდა გითხრა.თომა რაც გამიჩნდა , ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობ ნეტა დედაჩემი რას გააკეთებდა, ნეტა მამაც ისე გაზრდიდა როგორც დათა? როგორი ვიქბებოდი მე? - ზოგჯერ ჯობია არ გყავდეს.... - ნუ ამბობ ეგრე .. - რას ლენ? შენ იცი მაინც რომ შენს გვერდით ვერ იქნებიან, მე???მამა რომელიც ბარიგა და მკვლელია და დედა რომელსაც ნიკის გარდა არავინ ახსოვს.იცი ბოლოს როდის ველაპარაკე?- კითხვისნიშნიანი თვალები მიაბყრო ლენას- მია რომ გაჩნდა.წარმოგიდგენია? მია უკვე ხუთის ხდება და ის ის .....- ცრემლებმა თვალის ჯებირები გადმოკვეთა- ღმერთო , რა დავაშავე. - ნუ ტირი სოფ. ალბათ ეგეც უფლის ნებაა- ახოს მიიწიასკამიანად-. აბა წარმოიდგინე შენს ცხოვრებაში რომ ყოფილიყვნენ მაშინ რა იქნებოდა?! - არ არიან მაგრამ აზრი? მაინც შეძლეს ცხოვრება დაენგრიათ ჩემთვის.კაცმა რომელმაც ალბათ არც იცის რომ საერთოდ ვარსებობ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. - ვიცი სოფ და ძალიან ვწუხვარ- სოფის ხელები მის ხელში მოიქცია- მშობლებში არ გაგვიმართლა ,მაგრამ სამაგიეროდ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ ყველაფერს შეძლებ. - ცოტა დრო მჭირდება და ....- ცრემლები მოიწმიდა- ესეც გაივლის! - ესეც გაივლის!აუცილებლად გაივლის- ლენამაც ამაყად გახედა მეგობარს- დილიდან არაფერი მიჭამია, მაჭამე რამე- საწყალი სახით შეხედა მეგობარსვ და თან დაძაბული ატმოსფერო გაანეიტრალა. - კულინარიის დედოფალი შენ ხარ , მე მარტო ბავშვის სუფის და ფაფების გაკეთებაში ვარ კარგი- გაეკრიჭა - აქაც მე უნდა ვაკეთო რა- ბუზღუნით წამოდგა- რამე მაინც თუ გაქვს - ყველაფერი მაქვს- ამაყად წარადგინა თავის მაცივარი და ლენაც ბედნიერი შეუდგა მისი მოგონილი ახალი სალათის გამზადებას.მიას გამოყვანის დროს სოფი ბაღში, ხოლო ლენა სახლში წავიდა. ბაღთან მისულმა დემეტრეს მანქანას მოკრა თვალი, საერთოდ არ უნდოდა მისი ნახვა მაგრამ ბავშვი ენატრებოდა , ამიტომ ძალა მოიკრიბა და ბაღის ეზოში შევიდა საიდანაც უკვე მამა-შვილი გამოდიოდნენ .მიას ხელი ჩაეკიდა და რაღაცას გაცხარებით უყვებოდა, უცებ დემეტრეს სახე ეცვალა და გაშტერებულმა გახედა მიას.სოფი ჯერ შორიდან უყურებდა მაგრამ მიამ რომ თავი დახარა და დემეტრეც ნაბიჯს არ დგავდა მათთან მივიდა.დედის დანახვაზე მია სოფისკენ გაიქცა, თუმცა დემეტრეს ეს საერთოდ არ შეუმჩნევია. - რა უთხარი მია? - დემეტრეზე ანიშნა სოფიმ - არაფერი .... უბრალოდ ვუთხარი რომ ლუკამ ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი- ცხვირი ასწია ზევით. - რეებს ამბობ მია- სიცილით მიუტრიალდა შვილს-ჯერ ძალიან პატარები ხართ - მამამ მითხრა უკვე დიდიხარო- ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ტუჩები გაბუტულმა გაბუშტა. - ხოდა თუ ეგრე გითხრა იყოს ეგრე გაქვავებული- დემეტრეს გახედა რომელიც ჩაფიქრებული მიუახლოვდა მათ. - შენ წაიყვანე დღეს - ისედაც მე მიმყავდა!- მკვახედ ესროლა სიტყვები, მაგრამ რომ დაინახა ბაღისკენ მიტრიალდა - მოიცა?! სად მიდიხარ? - მასწავლებელს იმ..იმ.. რა ქვია?- მიას მიუტრიალდა. - ვის? - გაოცებული სახით შეხედა მიამ - იმ ..შენს საქმროს - სოფი რამის ჩაბჟირდა, დღეს თუ ვინმე გააცინებდა და თან ეს ვინმე დემეტრე იქნებოდა ამას ვერ წარმოიდგენდა. - ლუკას არაფერი უთხრა რა?!- შეევედრა მია. - ხო ლუკა- მერე სოფის მიუტრიალდა - რას ხედავ სასაცილოს? - სერიოზულად? ბავშვს საქმე უნდა გაურჩიო? - მასწავლებელს მამამისის ნომერი უნდა გამოვართვა და კაცურად დაველაპარაკო- კბილებში გამოცრა. - ღმერთო შენ მიშველე- სიცილის მეორე შეტევის შემდეგ ცრემლები მოიწმინდა- დემეტრე 35 წლის კაცი ხარ და ხუთი წლის ბავშვების გამო მამამისს უნდა დაურეკო? სერიოზულად? - შენგან განსხვავებით არ მეცინება? იმან- ბაღისკენ გაიშვირა თითი- თან აკოცა. - ლოყაზე ალბათ ხო მია?- მია ისე გაიტრუნა სოფისაც დაბნეული სახე ჰქონდა უკვე- მია ლუკამ სად გაკოცა? - შუბლზე! - გაბრაზებულმა ამოთქვა. - ნახე? ლოყაზეც კი არ უკოცნია. - ცოლობა თხოვა... - სულ გაგიჟდა, მოდი ესე მოვიქცეთ ....მე დავურეკავ დედამისს და ვთხოვ მის შვილს აუხსნას რომ ჯერ ადრეა. - რატოა ადრე? - გააპროტესტა ქალბატონმა- შენ არ მითხარი დიდი ხარო? - დაბნეულ დემეტრეს მიუტრიალდა. - მიდი უპასუხე!-სოფიმას ნიშნისმოგებით გახედა. - მე კი გითხარი დიდი ხართქო, მაგრამ უფრო დიდი უნდა გაიზარდო!- მერე სოფიზე ანიშნა - აი ამხელა რომ იქნები ეგ მერე მოვიფიქროთ. - ოოო- უკმაყოფილოდ ადუდღუნდა მია - წამო მია წავიდეთ.- მერე დემეტრეს მიუტრიალდა- ხვალ გამოიყვანე თუ გინდა?! - სოფი , ხომ იცი რომ გუშინ საუბარი არ დაგვიმთავრებია!- სცადა წინა დღის შეცდომა გამოესწორებინა. - მე დავამთავრე დემეტრე! - გვერდი აუარა და დატოვა ბაღის ეზოში დაბნეული დემეტრე. დათას და დემეს ერთი მყუდრო კლუბი ჰქონად შერჩეული, სადაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად სტუმრობდნენ.კუთხის მაგიდასთან განიხილავდნენ მომხდარ ამბებს და ალკოჰოლის მცირე დოზით ცდილობდნენ დაღლილი დღის შემდეგ განტვირთვას. - რა იქნება ეხლა? - წარმოდგენა არ მაქვს! დღეს მიამაც გამაგიჟა- თავის ,, უბედურება“ გაანდო დათას. - მიამ? რა ქნა ესეთი?- დემეტრემაც დაწვრილებით უამბო,ამბის მოსმენის შემდეგ ცოტა ხანს ჩაფიქრდა- რაო რა თქვი რა ჰქვია სასიძოსო? - ლუკა - ხოდა ვნახოთ მამამისი!- სერიოზული სახით გააგრძელა- ქორწილია დასაგეგმი- დემეტრემ წარბი ასწია და დათამაც მთელი ხმით ახარხარდა. - იცინე , იცინე და გოგო რომ გეყოლება მერე მე გავივინებ - რა გჭირს შე* მა , კაცი დაბერდი და ბავშვების ჭკუაზე დადიხარ? მართლა ხომ არ მოიყვანს ცოლად. - მერე ბავშვმა არ უნდა იცოდეს რომ ჯერ ადრეა მასეთი რაღაცეები,მომინდომა ხელის თხოვნა ბიჭმა. - რა გასვანდი ბიჭო დაიკიდე რა პატარები არიან, ერთობიან რა. - რა დროს მაგათი გართობაა?!- რომ შეხედა დათა დასცინოდა სხვა თემაზე გადავიდა.- ხელოსნები მჭირდება , გარეთა ფასადი დამრჩა გასაკეთებელი სახლში. - მარტო გადახვალ საცხოვრებლად? - ვინმეს ხედავ ჩემს გვერდით? მიაც დარჩება ხოლმე. - რა იცი რა ხდება? - ვისკი მოსვა ჭიქიდან. - ბავშვის საწოლი სად იყიდე? - არ გიყიდია ჯერ? - ვერ მოვახერხე, არ გინდა ხვალ წამომყვე? - ჯობია მიამ თვითონ შეარჩიოს, უფრო გაუხარდება, დიდი გოგოა უკვე. - ეგ აღარ გამახსენო- დიდი გოგოს გახსენებაზე თვითონაც გაეცინა. - სოფის უნდა ველაპარაკო!- ვისკის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა . - მგონი ჯობია დრო მისცე... დაწყნარდეს ჯერ - მიაზე უნდა ველაპარაკო, ჩემს გვარზე უნდა გადმოვიყვანო.როგორ ფიქრობ დამთანხმდება? - არა მგონია წინააღმდეგი იყოს. - ვახ, ვახ ამას ვის ვხედავ - თავზე აჩი წამოადგათ, დემეტრე და დათაც მეგობრულად გადაეხვივნენ.მერე თავის მაგიდასთან მიიწვიეს . ერთმანეთი მოიკითხეს , ბავშვობა გაიხსენეს და გვიანობამდე შემორჩნენ კლუბში. - კვირას გელოდებით, იცოდეთ არ დამაღალატოთ!- აჩიმ თავის დაბადების დღის აღსანიშნავად კლუბში დაპატიჟა- დახურული ფართი იქნება ასე რომ ლენა და სოფიც წამოიყვანეთ. - მოვალთ აუცილებლად- შეთანხმდნენ და ყველამ საკუთარი სახლისკენ აიღო გეზი. ამ სახლის კარების შეღება ყველაზე მტკივნეული იყო დემესთვის, თუმცა მისი ახალი სახლი ჯერ კიდევ ცარიელი იყო. ამიტომ ისევ მამისეულ სახლს მიაშურა.თავის ოთახში ავიდა და ტუმბოდან ის ბეჭედი ამოიღო რომელი მის დაკარგულ წარსულს ახსენებდა.დრო რომ უკან დაებრუნებინა? ! რამდენჯერ უფიქრია რომ , შესძლებოდა უკან დაბრუნება რას იზავდა? თუმცა მისი უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო , ამიტომ ბეჭედი უკან ტუმბოს უჯრაში დააბრუნა და აბაზანაში დიდხანს იდგა გრილი შხაპის ქვეშ. - წავიდეთ რა , რამდენი ხანია არსად ვყოფილვართ გასართობათ. სამუშაო სახლი, სახლი სამუშაო.... - კარგი რა ლენა არც კი ვიცნობ! - იმდენს გიყვებოდი და რანაირად არ იცნობ?თან ქორწილშიც ხომ გაიცანი.- ეწუწუნებოდა გაჯიუტებულ სოფის. - ბავშვები?ბავშვებს ვინ დაიტოვებს?!- ხავსს მოჭიდებულივით გაიხსენა ბავშვები. - ნელი დეიდას ველაპარაკე და ის იქნება ბავშვებთან- გამარჯვებულის ტონით უპასუხა. - კარგი ხო, ისიც არ ვიცი რა ჩავიცვა.ბოლოს კლუბში სტუდენტობისას ვიყავი - ეგეთი კლუბი არაა, სულ თავისი წრის ხალხი ყავს დაპატიჟებული.ცოტა სექსუალური და ცოტა კლასიკური კაბები გვჭირდება. - არ გეზარება?- თავი მოისაწყლა - იცი როგორი დაღლილი ვარ? - თავიდან ვიწყებთ?!- თვალები დაუქაჩა-ადექი მივდივართ!- დივანზე მიწოლილი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წამოაგდო ფეხზე .ბევრი არ უძებნიათ ,არცერთი იყო შოპინგის მოტრფიალე.სხეულის ფორმებზე სპორტ დარბაზმა და მათმა ტრენერმა იზრუნეს ,ამიტოპმ კაბების შერჩევა დიდად არ გასჭირვებიათ.მერე სალონში მოწესრიგდნენ, საჩუქარი დათამ იყიდა და საღამოს შვიდზე უკვე მზად იყვნენ. - ჩემი საოცრება ხარ - გამოპრანჭულ ლენას ტუჩებში დაეტაკა, ისე რომ იქვე მდგომ ნელის სათვალე ჩამოუვარდა. - უი ნელი დეიდა თქვენც აქ ხართ? - კი შვილო - ნელი მორცხვი ქალი იყო და თვალს ვერ უსწორებდა დათა კი ამით ერთობოდა ხოლმე. - აბა გაბარებთ ჩვენს ონავრებს- ბავშვებზე მიანიშნა- თუ არ დავბრუნდით არ ინერვიულოთ- ჩუმად უთხრა გასვლისას . დათას თავის გეგმები ქონდა, სასტუმსოს აპარტამენტში უკვე ამზადებდნენ რომანტიულ გარემოს სადაც ღამე დათა და ლენა ესტუმრებოდნენ. სოფის კაბა საკმაოდ გამომწვევად ედგა ტანზე, თავიდან წუწუნებდა მაღლებზე მაინც გამესინჯაო მაგრამ დემეტრეს დაბნეული სახე რომ დაინახა კლუბში შესვლისას უკვე ამაყად ასწია თავი. - უფრო მოკლე ვერაფერი ნახე?- აშკარად არ იყო კმაყოფილი სოფის ჩაცმულობით. - როდის მოგეცი ჩემი ჩაცმულობის კონტროლის უფლება?!- დემეტრეს ძარღვები დაებერა. - გინდა გამაგიჟო? - შენ რაღაც არ გესმის! მოდი მე აგიხსნი. პირველი ჩვენ ერთად არ ვართ და მეორე შენ არ გაქვს უფლება რამე გამიკონტროლო. - შენ ჩემი შვილის დედა ხარ? - და რა ? ამორალურად ვიქცევი თუ რას მეუბნები? - არ მინდა კაცები შენს დანახვაზე მარტო შენს მკერდძე და ტრ* კზე ფიქრობდნენ- სოფი პასუხის დაბრუნებას აპირებდა ცეცხლზე ნავთის გადასხმასავით საბა რომ დაადგათ თავზე. - როგორც ყოველთვის ქალღმერთს გავხარ- ნაზად გადაკოცნა სოფი და დემეტრეს ხელი გაუწოდა.სოფიმაც დრო იხელთა და ირონიული ღიმილით გადახედა არც ისე კმაყოფილი სახით მჯდარ დემეტრეს. - მადლობა,არ მეგონა აქ თუ გნახავდით. - მე და აჩი უკვე წლებია ვმეგობრობთ, კურსელები ვართ. - სასიამოვნო დამთხვევაა- გაუღიმა სოფიმ. - ცეკვაზე რას იტყვი? - დემეტრეს არც იმჩნევდა. - მოგვიანებით აუცილებლად გეცეკვებით , არ მინდა ამდენი ხალხის ყურადღება ჩვენმა წყვილმა მიიქციოს- ჯერ არავინ ცეკვავდა ამიტომ მართლაც ყურადღების ცენტრში მოხვდებოდნენ. - იცოდე ვიმახსოვრებ- დემეტრეს უკვე ჭიქა ისე ჰქონდა ჩაბღაუჭებული ცოტაც და ხელში ჩაეფშვნებოდა. დაძაბული სიტუაცია ლენას და დათას წყვილმა გაანეიტრალა . მერე აჩიც მივიდა სტუმრებთან და თავიანთ მაგიდა ანახა. საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო , ნაზი ჰანგები დრო და დრო კლუბურ მუსიკას ანაცვლებდა. დემეტრე თითქმის ყველას იცნობდა, ერთი და იგივე სახეები ერთ წრეში ბევრჯერ მეორდებოდა.ლენა და დათა კარგად ერთობოდნენ, თითქმის სულ საცეკვაო მოედანზე იყვნენ. სოფი კი დროის გაყვანას და დემეტრეზე თავის ასარიდებლად ტელეფონს იყენებდა. - მგონი დანაპირების ასრულების დრო მოვიდა!- უკვე გვიანი იყო საბა მათ მაგიდათან რომ დაბრუნდა და ხელი გაუწოდა. - სიამოვნებით - ხელზე ხელი დადო და წასვლამდე დემეტრეს გაცეცხლებულ სახეს კმაყოფილმა გაუსწორა თვალი. სოფის კაბას ზურგი თითქმის არ ჰქონდა ამიტომ საბას მის ზურგზე უწევდა ხელის დადება ,რასაც დემეტრეს ნერვები ეწირებოდა. - რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს?!- შუა ცეკვის დროს წამოიწყო საბამ- თუ არ ვცდები მარტო ხარ? - არა, დათაც და ლენაც აქ არიან-კითხვის შინაარს მიხვდა, მაგრამ სცადა საუბრისთვის თავი აერიდებინა - მე პირადი ვიგულისხმე - არც საბა აპირებდა დანებებას - კი ესეა, მე და მია ვართ- მიას სახელის ხსენებისასაც კი გულში სითბოს შეგრძნება ეუფლებოდა. - რას იტყვი ხვალ ერთად რომ ვივახშმოთ, სადმე მყუდრო გარემოში. - მე- სოფი დაფიქრდა- ხვალ საღამოს შეხვედრა მაქვს სამწუხაროდ- ის თქვა რაც პირველი მოუვიდა აზრად. - მაშინ ზეგ, უარს არ მივიღებ. - იყოს ზეგ - გაუღიმა სოფიმაც ერთ ცეკვას მეორე მოყვა, როცა უეცრად წელზე ნაცნობი ხელი მოეხვია - დამითმობთ ბატონო საბა - ირონიული ხმით მიმართა. - თუ ქალბატონი თანახმაა მე წინააღმდეგი არ ვარ- სოფის პასუხს არც დალოდებია ისე შეიტრიალა თავისკენ და საბაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. - რა გააკეთე!- გაოცებული მიუბრუნდა სოფი- მე არაფერს მეკითხები? - ნუ მაგიჟებ - კბილებში გამოცრა - ისედაც გიჟი ხარ!- დაუდასტიურა სოფიმ - რა უნდა შენგან? - შენ? შენ რა გინდა ჩემგან?- კითხვა ოსტატურად მიუტრიალა. - მე ... მთლიანად შენ მინდიხარ - რა საოცარია არა ... მე საერთოდ არა - საწყალი სახით ახედა. - სოფი მიწვევ - მორჩი დემეტრე და შეიგნე რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთვრდა თანაც დიდი ხნის წინ - ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი - მართლა?- გაეცინა- მაგალითად მამაჩემი მკვლელი აღარ არის? ეხლა რომ მიყურებ ვერ ხედავ რომ მამაჩემმა მოგიკლა მამა? - სოფი - თავი გააქნია- ნუ ამბობ ესე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, საუბარი არ დაგვიმთავრებია. - მე დავამთავრე! - მე დამრჩა სათქმელი- დანებებას არ აპირებდა- ხვალ საღამოს... - შეხვედრა მაქვს. - მაშინ ზეგ! - ზეგ ! მოიცა დავფიქრდე?!- ცეკვა შეწყვიტა, თვალი თვალში გაუყარა- ზეგ პაემანი მაქვს! - რა გაქვს? - ეგონა მოესმა - პაემანი მაქვს საბასთან. უკვე დაგასწრეს თაბაგარო. - რა? ჯანდაბა .... გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? ყოჩაღ გამოგივიდა ხელები გაშალა და საბასკენ დაძრულს ძლივს მოასწრო სოფიმ წინ დადგომოდა. - რას აკეთებ?-ხელები მკერდზე მიაბჯინა- გინდა აჩის დაბადების დღე ჩაუშხამო? - მინდა მოვკლა ის გალსტუკიანი პეპელა- სოფის ინტსტიტურად სიცილი აუტყდა- სასაცილოა ხო ?! სასაცილო ვარ აბა რა! - არა უბრალოდ... რა გალსტუკიანი პეპელა,ჰალსტუხი საერთოდ არ უკეთია- რომ შეხედა სახეზე ნაკვთიც არ შერხევია გააგრძელა- სისულელეა მასზე ეჭვიანობა ვინც შენ არ გეკუთვნის- გვერდი აუარა და მაგიდასთან დაბრუნდა. - მე წავალ კარგი? - ლენას გადაეხვია. - მოიცა ჩვენც წამოვალთ! - ვერ წავალთ , ჩვენ სხვაგან მივდივართ- ეშმაკურად გაუღიმა დათამ ცოლს. - კარგი დროის ტარებას გისურვებთ.- მაგიდაზე მსხდომთ გამოემშვიდობა და კლუბიდან გავიდა. გარეთ სასიამოვნო სიგრილე იყო , სიმშვიდე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა რომანტიულ საღამოს ქმნიდა. მანქანა დაძრა ჯერ მია წამოიყვანა და მერე სახლში ავიდა. რატომ ხდება ესე ?! რატომ გვიყვარდება ქალებს ის ვინც აუცილებლად გვატკენს გულს და რატომ არ მოგვწონს ის ვინც ნამდვილად გაგვიფრთხილდება.საბა და დემეტრე მედლის ორ მხარეს გავდნენ, ასი პროცენტით განსხვავებული მანერებით და ცხოვრების სტილით. საბა მშვიდი ცხოვრების გარანტი იყო, დემეტრე.... დემეტრე კაცი რომელმაც უბრალიდ დაშალა, დაამცირა და სოფის ცხოვრებას უზაემაზარი ბზარი გაუჩინა. თუმცა მისი მადლიერიც იყო,მან აჩუქა ის ვინც ფენიქსივით ფერფლიდან ადგომა აიძულა .ის ვინც მისი ცხოვრების თითოეული ამოსუნთქვა იყო . ... და მაინც რატომ გვიყვარს ის ვინც არ გვიმსახურებს. - - - - - - - - - - - - - - - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.