ფარვანა ( 11 )
ჯერ კიდევ კართან იდგა იღიმოდა და საჩვენებელი და შუა თითით ქვედა ტუჩს აწვალებდა, მოსწონდა ლილიას სიმორცხვე შერეული სითამამე, მისი აწითლებული ლოყები და გაბუსხული ტუჩები სუნთქვას უკრავდა და ყველაფერს ავიწყებდა, ის იყო წასასვლელად შებრუნდა რომ ხმაური მოესმა, ისევ კართან დაბრუნდა და მიაყურადა, სამარისებური სიჩუმე ეუცნაურა, დააკაკუნა, პასუხი რომ ვერ მიიღო კარი შეაღო და იქვე იატაკზე მწოლიარე გულწასულ ლილიას მოჰკრა თვალი... - - - - - - - - - საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი აკვირდებოდა როგორ მძიმედ სუნთქავდა, დახუჭულ ქუთუთოებს მიღმა როგორ ამოძრავებდა თვალის გუგებს, როგორ იქცევდა მუჭებში ზეწარს და როგორ ვერ იმორჩილებდა დაჭიმულ სხეულს, აშკარა იყო რომ კოშმარს ხედავდა რაღაც ისეთს რაც გონებას უწამლავდა და რაზეც ლუკას წარმოდგენა არ ჰქონდა, მისი დამშვიდება სცადა, ფრთხილად შეეხო ხელზე, შემდეგ მხარზე, თავზე ფრთხილად გადაუსვა თითები, მოულოდნელად გაახილა თვალები ლილიამ, უხეშად მოიშორა მისი ხელი დაფეთებული ლურჯი თვალები მიაპყრო და განწირული ხმით იყვირა, საწოლის თავს აეკრო ზურგით და სახე ხელებში ჩარგო... - წადი, ახლავე წადი, შემეშვი, არ მომეკარო, არ შემეხო, -გაუზარებლად ლუღლუღებდა, მთელი სხეულით თრთოდა და სახიდან ხელებს არ იშორებდა თითქოს ასე გაექცეოდა კოშმარულ მოგონებებს, კრიჭაშეკრული უყურებდა ლუკა საყვარელი ქალის ტანჯვას, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა მიუახლოვდა მისი წინააღმდეგობის მიუხედავად ერთი ხელი მხარზე მოხვია, მეორით კი სახეზე აფარებული ხელები ჩამოაწევინა და აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა, ამღვრეული ჰქონდა თვალები, ცრემლით და პანიკური შიშით სავსე... - შემომხედე, მე ვარ, ლუკა ვარ, შენთან ერთად ვარ და არაფერს დაგიშავებ გესმის? დამშვიდდი, უბრალოდ კოშმარი დაგესიზმრა, -შეძლებისდაგვარად მშვიდად თბილი ხმით ელაპარაკებოდა და ცდილობდა გონზე მოეყვანა, ნელ-ნელა მოეშვა ლილია, სხეული მოუდუნდა და როგორც კი მის წინ მჯდარ აღელვებულ მამაკაცში ლუკა შეიცნო ცრემლებმაც თავისით იპოვეს გზა და ლოყებზე ჩამოიღვარნენ, უმწეოდ, ღონემიხდილი მიეყრდნო მკერდზე და აკანკალებული ხელები წელზე შემოხვია, მის სუნს გრძნობდა, მის სითბოს, თუმცა გონებით ჯერ კიდევ იქ იყო, რაჭაში, სარდაფში გამოკეტილი, საწოლზე დაბმული, ჯერ კიდევ ჩაესმოდა ყურებში იოანეს საზიზღარი სიცილი... - თავს რატომ არ მანებებს, რა უნდა, მკვდარი უნდა იყოს, მოვკალი, ორივე მოვკალი, ვუყურებდი როგორ იწვოდა სახლი, ვერ გადარჩებოდა, შეუძლებელია... გაუაზრებლად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა სიტყვებს, სლუკუნებდა და თრთოდა, როდის როდის დამშვიდდა და ისევ მილულა თვალები, ბალიშებზე გადააწვინა ლუკამ, პლედი მიაფარა, ერთხანს თვალმოუშორებლად უცქერდა და როცა მიხვდა რომ უკვე ღრმად ეძინა, წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ხელებში სახეჩარგული იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და ცდილობდა გაეანალიზებინა ლილიას სიტყვები თუმცა არაფერი გამოსდიოდა, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, რა მოხდა რაჭაში ისეთი რამაც ლილია ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო, ნუთუ მართლა მოკლა ვინმე? თავი გადააქნია და იქვე მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა. - რა ხდება რატომ მირეკავ ისევ ცუდად ხომ არ არის? -ბოხი სასიამოვნო ხმა გაისმა. - არ ვიცი დავით, რაც შენ წახვედი იმის მერე კარგად იყო, ეძინა, ცოტა ხნის წინ გამოფხიზლდა, პანიკური შეტევა ჰქონდა, იქნებ უკეთესი იყო რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. - დამშვიდდი უკვე რამდენჯერ გითხარი რომ არაფერი სჭირს, უბრალოდ გამოიძინებს, დაისვენებს და კარგად იქნება, წესით იმ დამამაშვიდებელმა რაც მივეცი დილამდე უნდა აძინოს, როცა გაიღვიძებს იმ წამლების მიცემა არ დაგავიწყდეს რაც დაგიტოვე, ყველაფერი ისე გააკეთე როგორც დაგიწერე. - კარგი დავით, მადლობა, -ჩაიბურტყუნა და ღრმად ამოიოხრა. - ცოტათი მაინც დამშვიდდი? -ხმაში სიცილი შეეპარა დავითს. - კარგი რა, არ მიცნობდე მაინც, რა დამამშვიდებს. - მოდუნდი ლუკა ყველაფერი კარგად იქნება, -პასუხს აღარ დალოდებია ისე გათიშა, ისევ მაგიდაზე მიაგდო ლუკამ ტელეფონი, საძინებელში შევიდა, გაიხადა, წყალი გადაივლო, სპორტული შარვალი ამოიცვა, ლილიას საძინებელში შევიდა რომ ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში, ტუჩებგაბუსხულს ეძინა, დროდადრო ბორგავდა და სახე შიშისგან თუ ტკივილისგან ემანჭებოდა, ფრთხილად მოეფერა სახეზე და ის იყო წასასვლელად შებრუნდა რომ ხელზე შეხება იგრძნო, ოდნავ წამოწეულიყო საწოლზე ლილია და დაბინდული თვალებით უყურებდა. - არ წახვიდე, ჩემთან დარჩი, როცა ჩემს გვერდით ხარ კოშმარების აღარ მეშინია, -ძლივსგასაგონად ჩაილუღლუღა და მორცხვად დახარა თვალები, ისევ ბალიშებზე მიეყრდნო, ნახევრად ეძინა, თუმცა აღარ უნდოდა თვალების დახუჭვა... - ცოტნე? ცოტნე სად არის? -კიდევ ერთხელ დაიჩურჩულა სანამ ისევ დაეხუჭებოდა თვალები, ცოტახანს უყურებდა ლუკა ამჯერად დამშვიდებულს და სრულიად მოთენთილს, მერე დაიხარა ხელში ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა, გულზე მიიხუტა და თავისი საძინებლისკენ წაიყვანა. - - - - - - - - - - უცნაურად სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა ნესტოებში, ფრთხილად აახამხამა წამწამები და წამოიწია, რატომღაც არ გაკვირვებია როცა მის გვერდით მშვიდად მძინარე წელსზემოთ შიშველი ლუკა დაინახა რომელსაც ცოტნე ყავდა ჩახუტებული, ოთახი მოათვალიერა, საათი დილის შვიდს აჩვენებდა, ლუკას საძინებელში იყვნენ, თვალები დახუჭა და გონება დაძაბა რომ გაეხსენებინა როგორ მოხვდა აქ, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ახსოვდა როგორ წაიკითხა შეტყობინება და როგორ გახდა ცუდად, ის ტკივილიც ახსოვდა რომელიც დაცემისას იგრძნო, ბუნდოვნად ჰქონდა ჩარჩენილი მეხსიერებაში მაღალი ჭაღარათმიანი მამაკაცის კეთილი სახე და შეშინებული ლუკა რომელიც მის ხელს წამითაც კი არ უშვებდა ხელიდან, სახეზე სიმხურვალე იგრძნო როცა როგორც უნებურად ამოუტივტივდა გონებაში როგორ სთხოვა ლუკას მასთან დარჩენილიყო, საწოლზე წამოჯდა და სახეგაბადრული მიაშტერდა მის შვილთან ჩახუტებულ მამაკაცს, ჯანდაბა, როგორი ოჯახური სიტუაცია იყო, თითები ფრთხილად გააცოცა მისი დაკუნთული მკლავისკენ და შეეხო, ლუკა როგორც კი გაინძრა მაშინვე დაფეთებული წამოხტა ფეხზე და გულაჩქარებულმა გამოიხურა კარი... ფეხშიშველი იდგა სამზარეულოში და ყავას ამზადებდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, დღესვე ახლავე მოუყვება ლუკას ყველაფერს და სთხოვს დაეხმაროს, იოანეს და ლიკას უფლებას არ მისცემს კიდევ ერთხელ დაუნგრიონ ცხოვრება ან ლუკას და ცოტნეს რამე დაუშაონ არადა დარწმუნებულია რომ მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, დაბნეული და ჩაფიქრებული შებრუნდა და მის ზურგს უკან მდგარ მამაკაცს დაეჯახა, შიშისგან შეჰკივლა და მისი მკლავები რომ არა უკან გადაქანებული ალბათ დაეცემოდა, თვალებგაფართოებული შესცქეროდა თმაგაჩეჩილს, საყვარლად მომღიმარს და სურვილს რომელსაც უკვე მთელი მისი არსება მოეცვა ვერაფერს უხერხებდა, მის სხეულს, დაკუნთულ მკერდს და მკლავებს, თეძოზე პროვოკაციულად ჩაცურებულ შარვალს მზერას ვერ აშორებდა და გაუცნობიერებლად აწვალებდა კბილებით ქვედა ტუჩს, წელზე ხელები მოხვია ლუკამ და თავისკენ მიიზიდა, არაფერი უთქვამს ერთხანს დაკვირვებით უყურებდა ლილიას თვალებში, თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო, მერე კი თითქოს სასურველი ინფორმაცია მიიღოო კმაყოფილმა ჩაიღიმა, მისკენ დაიხარა და მწყურვალივით დაეწაფა ოდნავ შეხსნილ ბაგეებზე, ვერც კი მიხვდა ლილია როდის აღმოჩნდა მისი მკლავები მამაკაცის მხრებზე, თითები კი მის თმებში ახლართული, ცდილობდა კოცნაში აყოლოდა და წამითაც კი არ შორდებოდა, როცა ლუკამ თეძოებზე მაგრად მოუჭირა ხელები, ასწია და წელზე შემოისვა სიამოვნებისგან მომსკდარი კვნესა ვერ შეიკავა, ფეხები მაგრად მოხვია და ამდენი ხნის ნაგროვებ ვნებასა და ფანტაზიებს გასაქანი მისცა... ლილიას საძინებელში იწვნენ სრულიად შიშვლები მაგრამ თავისდა გასაკვირად ლილია არანაირ უხერხულობას არ გრძნობდა, ლუკას მკერდზე მისვენებული ნაზად დაატარებდა თითებს მის შიშველ სხეულზე და ეშინოდა ამხელა ბედნიერებისგან არ გამსკდარიყო, პირველად გრძნობდა თავს სრულფასოვან ქალად... - მიყვარხარ, -ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვამ მის გონებამდე რომ მიაღწია, ტვინში უამრავ ოქროსფერ ნაწილაკად რომ აფეთქდა და მთელ სხეულში თბილ ნაპერწკლებად რომ გაიშალა, რამდენიმე წამით გაშეშდა, მოძრაობის და აზროვნების უნარი დაკარგა და ლურჯი თვალები მარილიანი სითხით აევსო... - შენ რა ტირი? როგორი გულჩვილი მყავხარ? -მის თავთან დახრილ ეშმაკურად მომღიმარ მამაკაცს დაბინდული მზერა შეავლო, მკლავები მოხვია სხეული მაღლა აზიდა და ზედ აეკრო. - ჩამეხუტე, ძალიან მაგრად ჩამეხუტე, მინდა ვიგრძნო რომ ჩემთან ხარ, რომ ნამდვილი ხარ და არ მეჩვენები, -ძლივსგასაგონად ბუტბუტებდა და მის ყელში დააცოცებდა მხურვალე ტუჩებს. - ჩემს ნამდვილობაში შენს დასარწმუნებლად ჩახუტებაზე უკეთესი მეთოდები მაქვს, -ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა ლუკამ, ლილია ბალიშებზე გადააწვინა და თავიდან შეუდგა მისი სხეულის შესწავლას... - იდეალური ხარ, -ანთებული თვალები მოატარა შიშველ სხეულზე და მისი აწითლებული ლოყების დანახვისას კიდევ უფრო გაუმძაფრდა მისი კიდევ ერთხელ დაუფლების სურვილი, გამკვრივებულ კერტებს დასწვდა ტუჩებით, თითები კი მტანჯველი სინელით ჩაუცურა ფეხებს შორის, ლილიას მოურიდებელმა კვნესამაც არ დააყოვნა, მის გვერდით დაეშვა ლუკა ბალიშებზე, თეძოებზე მოხერხებულად დაავლო ქალს ხელი და ზემოდან შემოისვა. - ლუკაა, ასე... მე... -თავდავიწყებამდე მისულმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილუღლუღა როცა ბოლომდე იგრძნო საკუთარ სხეულში მისი ასო. - მიდი პატარავ, გამაოცე, შეგიძლია, -ვნებიანი ხმით, გამაოგნებელი ღიმილით და რამდენიმე ძლიერი ბიძგით მარტივად შეძლო მისი ჭკუიდან გადაყვანა, აქამდე მილულული თვალები გაახილა ლილიამ, მზერა გაუსწორა და თვითონაც გაოცდა ისე მოეწონა ლუკას თვალებში დანახული საკუთარი თავი, გაეღიმა, მის ხელებს დაეყრდნო და მოძრაობა დაიწყო... - - - - - - - - - - ყოველთვის ასე უნდა გრცხვენოდეს ჩემი? ისე ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს ყოველ ჩემს შემოხედვაზე რომ წითლდები ხოლმე, -ლილიას მოპირდაპირე მხარეს მიუჯდა სამზარეულოს მაგიდას მხიარულად მომღიმარი და ოხშივარ ავარდნილი ყავის ფინჯანი მიიტანა ტუჩებთან. - მე უბრალოდ... ცოტა დრო მჭირდება რომ ამ ყველაფერს შევეჩვიო, -მორცხვად დახარა თავი და ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე. - შემომხედე, შემომხედე, ლილია შემომხედე, -ლუკას ხმაში სიბრაზის ნოტები რომ დაიჭირა თავი მაღლა ასწია და თვალი გაუსწორა, ერთხანს უცნაური სიმკაცრე შერეული მზერით უყურებდა მამაკაცი და ბოლოს თბილად გაეღიმა. - დრო უამრავი გვაქვს, არსად არ გვეჩქარება, უბრალოდ ვხვდები რომ შენი ასეთი საქციელი მხოლოდ სიმორცხვით არ არის გამოწვეული... - ლუკა მე... - არ მინდა იმის გამო რაც მოხდა ვინმეს ან რამის გამო თავი დამნაშავედ იგრძნო, ვიცი რომ ახლა მაგ პატარა ლამაზ თავში უამრავი არასწორი აზრი გიტრიალებს და უფლებას არ გაძლევს ბოლომდე იგრძნო ბედნიერება, მინდა რომ ჩვენს გარდა არავისზე და არაფერზე არ იფიქრო, არც იმაზე თუ რას იტყვიან ჩემი ან შენი ნაცნობები, არც იმაზე რომ ცოტნე ჩემი მეგობარი იყო, არასწორს არაფერს ვაკეთებთ, ცოტა ხნით მაინც შენს თავზე იფიქრე, იმაზე შენ რა გინდა, რა გაბედნიერებს... ალბათ სინამდვილეში სწორედ ასეთი ადამიანია მეორე ნახევარი, შენი უსიტყვოდ რომ ესმის, შენს გრძნობებს რომ საკუთარივით გრძნობს და განიცდის, შენი ბედნიერება რომ აბედნიერებს, მისი ბედნიერება რომ შენ ხარ... უყურებდა ლილია ლუკას და ფიქრობდა თუ რაოდენ იღბლიანი იყო ყველაფრის მიუხედავად რომ ასე გაუმართლა და დედამიწაზე მცხოვრებ თითქმის შვიდ მილიარდ ადამიანს შორის საკუთარი მეორე ნახევარი იპოვა... - როგორ შეგიძლია ასეთი იდეალური იყო? -გაუაზრებლად წამოსცდა მის ბაგეებს სიტყვები, წამოდგა ლუკასკენ ხელებგაშლილი ტანის ნაზი რხევით დაიძრა და კალთაში ჩაუსკუპდა, მხარზე მიაყრდნო თავი და გაირინდა. - მინდა რომ ყველაფერი მოგიყვე, ალბათ გაინტერესებს რა მოხდა გუშინ, ვიცი გაინტერესებს რა შემემთხვა თუ მცა არაფერს მეკითხები, -უჭირდა ამაზე საუბრის დაწყება თუმცა აშკარად დრო იყო რომ ყველაფერი გაერკვიათ. - გუშინ შეტყობინება წავიკითხე, მაპატიე, უბრალოდ როცა გულწასული გიპოვე ტელეფონი ხელში გეჭირა და მეც... - საბოდიშო არაფერია ლუკა, ზუსტად ამ შეტყობინებაზე და იმ ადამიანზე მინდოდა დალაპარაკება ვინც გამოგზავნა, ეს... - დედა სად ხარ? -ცოტნეს ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი და ლილია წამსვე ჩამოხტა ლუკას მუხლებიდან, სამზარეულოში ძილისგან თვალებდასიებული, ლუყებაწითლებული, ფეხშიშველი ცოტნე შემოვიდა, მიესალმათ და მაგიდას მიუჯდა. - ძალიან მშია, შიმშილით ვკვდები, -ჩაიბურტყუნა და ლილიას ისე საყვარლად ახედა ქვემოდან რომ ლუკამ ღიმილი ვერ შეიკავა. - ახლავე მოგიმზადებ რამეს, გინდა ყიყლიყოები გავაკეთოთ? -ლილია წამოდგა და მაცივარი გამოაღო. - როგორ გეძინა? -ლუკა ცოტნეს მიუბრუნდა ღიმილით. - ძალიან კარგად, ის ვისი საძინებელია სადაც მეძინა, შენი? - ჰო ჩემი საძინებელია, წუხელის მე შენ და ლილიას ერთად გვეძინა, -ლილიას რომელიც მათ უსმენდათ მოულოდნელობისგან თეფში ხელიდან გაუვარდა და მაგიდას ხმაურით დაეხეთქა, ერთდროულად ახედეს ლუკამ და ცოტნემ გაფართოებული თვალებით და ზუსტად ერთნაირად გაეღიმათ, კრიჭაშეკრული იდგა და ცოტნეს რეაქციას ელოდა. - ერთად გვეძინა? ისე როგორც ერთ ოჯახს? -როგორც ყოველთვის მოულოდნელი კითხვა დასვა, ლილიამ ლუკას შეხედა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, თვალი ჩაუკრა ლუკამ ერთ ადგილზე გაშეშებულ გოგოს და ცოტნეს მიუბრუნდა. - ჰო, ზუსტად ისე როგორც ერთ ოჯახს, -ღიმილით დაუდასტურა, ერთხანს სერიოზული სახით უყურებდათ ცოტნე მერე გაეღიმა... - კარგია, -ჩაილაპარაკა და ცარიელ თეფშს დახედა, -ყიყლიყო მალე იქნება? შვებით ამოისუნთქა ლილიამ, მოეშვა, ფეხებში ისეთი სისუსტე იგრძნო მაგიდას რომ არ დაყრდნობოდა ჩაიკეცებოდა, ლუკა წამოდგა, სკამი გამოუწია დასვა, მხრებზე დაეყრდნო და თავზე აკოცა. - დაჯექი დაისვენე და მოდუნდი, ყველაფერი კარგად არის, საუზმეს მე და ცოტნე მოვამზადებთ, იმას რაც შეეხება რაც უნდა გეთქვა შემდეგისთვის გადავდოთ, ცოტნე წამოდი ყიყლიყოები ჩვენ თვითონ გავამზადოთ და ლილიას ბლინებიც გამოვუცხოთ. გახარებული წამოხტა ცოტნე და ლუკას უკან აედევნა, ცოტა ხანში უკვე თავიდან ფეხებამდე ფქვილში ამოგანგლულები მთელი მონდომებით ცდილობდნენ ბლინების გამოცხობას. - დედა დედა მოდი ნახე რა გავაკეთეთ, -სიხარულისგან სახეგაბრწყინებულმა ცოტნემ გაზქურასთან მიიყვანა, ტაფაზე ბლინი იბრაწებოდა რომელიც ძალიან გავდა ძაღლს. - დობის გავს არა დედა? ხომ გავს? - კი ძალიან გავს, მაგრამ თუ არ ამოატრიალებთ დაიწვება, -თვითონ ამოაბრუნა ბლინი და უკან შემობრუნებული პირდაპირ ლუკას შეასკდა რომელმაც ფქვილიანი ხელი ცხვირზე მოუსვა, მერე შოკოლადის კრემით დასვრილი ლოყა ლოყაზე გაუხახუნა და მისი სახის დანახვისას გულიანად გადაიხარხარა. - მაგარი ხარ ლუკა, -ცოტნე მოთხუპნული დედის დანახვამ აშკარად ძალიან გაახალისა. - შეთქმულებას აწყობთ ჩემს წინააღმდეგ? ომი გინდათ არა? -თვალები მოჭუტა, გაბრაზებული სახე მიიღო და ფქვილით სავსე ჯამს დაავლო ხელი, ის იყო ლუკასთვის თავზე უნდა გადაევლო რომ მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი აწკრიალდა, ნინი რეკავდა. - აუცილებლად უნდა ვუპასუხო, თქვენ გააგრძელეთ ბლინების ცხობა, -მხიარულად გაიკრიჭა და ტელეფონს დაავლო ხელი და სამზარეულოდან გავიდა. - ამას ბრძოლის ველიდან გაქცევა ქვია, -ლუკამ ჩაფიქრებულმა აიჩეჩა თმები და მომღიმარ ცოტნეს გადახედა, -შური უნდა ვიძიოთ. - როგორ? -დამრგვალებული თვალებით ამოხედა ქვემოდან ბავშვმა. - შეგვიძლია დავიჭიროთ და მანამდე ვუღუტუნოთ სანამ არ აღიარებს რომ ყველაზე მაგრები ჩვენ ვართ. - დედას არ უყვარს როცა ვუღუტუნებ ხოლმე, რომ გაბრაზდეს? -ჩაფიქრებული სახე მიიღო მერე კი ცხვირი შეჭმუხნა, -რისი სუნია? - ჯანდაბა, მგონი დობი დაგვეწვა, ლუკა ტაფას ეცა და დანახშირებული ბლინი გადმოიღო, -მოდი თავიდან გამოვაცხოთ თორემ დავრჩებით მშივრები. - - - - - - - - - - როგორ ხარ? ბათუმიდან მირეკავ? -მისაღებში გავიდა თუ არა ყურებამდე გაღიმებულმა უპასუხა ტელეფონს. - ბათუმიდან კი არა ჭიშკართან ვდგავარ, შემომიშვი, -მისი ხმა ეუცნაურა, განერვიულებული ჩანდა, სირბილით მივიდა ჭიშკართან, გამოაღო და მოღუშულ ნინის ჩაეხუტა. - რა გჭირს? რა სახე გაქვს? ადრე ჩამოხვედით? ხვალ გელოდებოდით, -ერთბაშად მიაყარა. - ყველაფერს მოგიყვები ოღონდ მაცადე ჯერ ცოტა დავისვენო, -ეზოში შევიდა და ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა. - ესე იგი შენ და ცოტნე აქ გადმოხვედით საცხოვრებლად? - ცოტა ხნით, როგორც კი ყველა პრობლემას მოვაგვარებთ ისევ ჩვენს ბინაში დავბრუნდებით. - დარწმუნებული ხარ? -ნინიმ ეშმაკური ღიმილით შეხედა და პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა შესასვლელისკენ. - რას გულისხმობ? -გვერდით ამოუდგა ლილია, სახლის კარი შეაღო და მისაღებისკენ წაუძღვა. - როგორ გგონია ლუკა შეძლებს თქვენს გაშვებას? - მე... ეს რა შუაშია? -როგორც ყოველთვის ენა დაება და ღაწვები აუწითლდა. - აი რა შუაშია, ამას ვგულისხმობდი, -სამზარეულოს ღია კარზე მიუთითა ნინიმ საიდანაც მშვენივრად ჩანდა როგორ ამზადებდნენ საუზმეს შოკოლადით და ფქვილით დასვრილი ლუკა და ცოტნე. - დედა ყველაფერი მზად არის მოვრჩით, -ცოტნე სამზარეულოდან გამოვარდა და ნინის დანახვისას სიხარულისგან იყვირა, გაექანა და კისერზე ჩამოეკიდა. - როგორ მომენატრე პატარავ, -მოთხუპნული ლოყები დაუკოცნა და ღრმად შეისუნთქა მონატრებული სურნელი, კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ლუკა ღიმილით უცქერდა ამ სცენას, მერე ნინის მიუახლოვდა და გადაკოცნა. - მარტო ხარ? ნიკოლოზი სად არის? - მარტო ვარ, ლილიასთან მინდოდა საუბარი, -მხრები უხერხულად აიჩეჩა და გაღიმება სცადა. - კარგი, მაშინ ვისაუზმოთ და მერე მე და ცოტნე მარტო დაგტოვებთ, ბაღში გავალთ ძაღლებთან სათამაშოდ, -ლუკა სამზარეულოში შებრუნდა და ცოტა ხანში ბლინებით სავსე თეფშით გამოვიდა, ვერანდაზე ვჭამოთ თორემ სამზარეულო ისეთ დღეშია იქ ვერ დავჯდებით, ცოტნე ის თეფშები წამოიღე მაგიდაზე რომ დავაწყვე, -ცოტნეს გასძახა და თვითონ ვერანდისკენ წავიდა, ნინი გაოცებისგან პირდაღებული აკვირდებოდა სიტუაციას. - არ მჯერა, ეს მართლა ლუკაა თუ მისი კლონია? რა უქენი, ასე როგორ შეცვალე? - მე არაფერი გამიკეთებია, ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ არ ამჟღავნებდა, -ძლივს მოწყვიტა თვალი და სამზარეულოსკენ წავიდა, -წამოდი დამეხმარე დანარჩენი რაღაცეები გავიტანოთ. მოწნულ სავარძლებში ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ, ნინის აშკარად უჭირდა საუბრის დაწყება, ხელში ატრიალებდა ყავის ჭიქას და ლილიას თვალს არიდებდა. - არ მეტყვი რა ხდება? ნიკოლოზთან პრობლემები გაქვს? -ისევ ლილიამ ითავა საუბრის დაწყება. - მოდი ჯერ შენ მომიყევი შენსა და ლუკას შორის რა ხდება. - პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ნინი. - კარგი რა, რა არის გასაკვირი იმაში რომ თქვენი ამბები მაინტერესებს, ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს, რა ხდება თქვენს შორის? - ჯერ ზუსტად არ ვიცი რა ხდება, უბრალოდ ჩვენ... წუხელ... - თქვენ რა ერთად იწექით? -ხმამაღლა წამოიყვირა და მერე აქეთ-იქით მიმოიხედა, თუმცა ცოტნეს და ლუკას ახლა მათთვის ნამდვილად არ ეცალათ. - ჰო, -მორცხვად დახარა ლილიამ თავი. - მერე როგორი იყო? რა იგრძენი? მოგეწონა? - ნუ მაიძულებ ყველაფერი მოგიყვე, ხომ იცი რომ ასეთ თემებზე საუბარი მიჭირს. - უბრალოდ მიჩვეული არ ხარ, აქამდე არც არაფერი ყოფილა შენს ცხოვრებაში სასაუბრო. - საოცრება იყო, აქამდე ასეთი არასდროს არაფერი მიგრძვნია, მეგონა ვერ შევძლებდი, მეგონა მოგონებები ხელს შემიშლიდნენ, მაგრამ მეხება თუ არა ყველა და ყველაფერი მავიწყდება, ისეთი თბილია ისეთი კარგი, მითხრა რომ ვუყვარვარ, იცი დილით რომ გავიღვიძე ჩემს გვერდით ცოტნესთან ჩახუტებულს ეძინა, ისეთი საყვარელი იყო... უსმენდა ნინი გაუჩერებლად მოსაუბრე მეგობარს და ღიმილს ვერ იკავებდა, ასეთ ბედნიერ ლილიას პირველად ხედავდა, მითუმეტეს იმ ამბების შემდეგ... - აბა ახლა როგორც შევთანხმდით, მომიყევი რა მოხდა შენსა და ნიკოლოზსს შორის, მიდი დაიწყე, ამოღერღე ბოლოს და ბოლოს, მე ყველაფერი მოგიყევი ახლა შენი ჯერია, -პატარა ბავშვივით გაბუშტა ტუჩები და გულზე ხელები დაიკრიფა. - სერიოზულად ვიკამათეთ დედამისის და ზოგადად მისი ოჯახის გამო, -მოკლედ მოჭრა და მოღუშული საკუთარ ფეხებს დააშტერდა. - რატომ რა მოხდა? - ორსულად ვარ, -თავი ასწია და აწყლიანებული თვალებით შეხედა ლილიას, -გუშინ დილით ვუთხარი ნიკოლოზსს, ძალიან გაუხარდა და მითხრა რომ უკვე დროა საკუთარი ოჯახი გამაცნოს, უმცროსი და ძმა ჰყავს და დედა და მამა, არცერთს არ ვიცნობ, რამდენჯერმე მითხრა რომ უნდოდა ჩემი მათთვის გაცნობა მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი, ახლა კი... - არ მითხრა რომ უარი უთხარი, -ლილია გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა ბოლოს ვეღარ მოითმინა მის წინ ჩაიმუხლა და მუცელზე მიეხუტა. - გილოცავ საყვარელო, ესე იგი სულ მალე დეიდა გავხდები? - არც კი ვიცი, მე... - რას ნიშნავს არ იცი, რას აპირებ? იმედია იმას არა რაც გავიფიქრე, -ცივად მოშორდა ნინის და ისევ სავარძელში ჩაჯდა. - შენ არც კი იცი რა მოხდა ლილ, გუშინ დილით იმის მერე რაც ნიკს ეს ამბავი ვუთხარი სანაპიროზე გავისეირნე, არ ეცალა რომ გამომყოლოდა, შემთხვევით დედამისს შევხვდი თუმცა ახლა ვფიქრობ რომ სულაც არ იყო შემთხვევა და იმ ალქაჯმა სპეციალურად დაგეგმა ყველაფერი, კაფეში ვიჯექი როცა ჩემთან მოვიდა და მის დაქალთან ერთად მომიჯდა გვერდზე, გამეცნო, მითხრა რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცოდა, რომ იცოდა ვინ ვიყავი სინამდვილეში რომ ერთი უბრალო ნამუსგარეცხილი კახპა ვარ და რომ მის შვილს არანაირად არ შევეფერები, დამემუქრა, მითხრა რომ ბედნიერების უფლებას არ მოგვცემდა, რომ ყველას გააგებინებდა ჩემს შესახებ, განადგურებული დავბრუნდი უკან, ნიკოლოზსს ვთხოვე რომ თბილისში დავბრუნებულიყავით, ვუთხარი რომ მისი ოჯახის განსაკუთრებით კი დედამისის გაცნობა არ მინდოდა, გგონია გაბრაზდა? არა მაგრამ შევატყვე როგორ ეწყონა, მთხოვა მიმეზი მეთქვა და ყველაფერი ამეხსნა, მე რათქმაუნდა ვერაფრის ახსნა ვერ მოვახერხე, მერე ვიკამათეთ და... - და შენც სახლიდან გამოიქეცი და ჩემთან მოხვედი. - აღარ შემეძლო, უბრალოდ მეტის ატანა აღარ შემეძლო, -აცახცახებულ ხელებში ჩარგო სახე. - გეყოფა ნინი, შენ ხომ ასეთი სუსტი არ ხარ, იმ ქალს ყურადღებას რატომ აქცევ, -ლილიამ მისი ცრემლიანი თვალების ატანა ვეღარ შეძლო, მის წინ ჩაიმუხლა და ხელები ჩამოაწევინა და მისი ათრთოლებული თითები თითებში მოიქცია. - არ ვარ ძლიერი, სულაც არა, ყველას ჰგონია რომ ყველაფრის ატანა შემიძლია მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ასე, რომ იცოდე როგორ ვნანობ რომ ასე ვცხოვრობდი... ჩემი წარსული რომ არა ნიკოლოზსს ხომ ღირსეულ ცოლობას გავუწევდი. - გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ ნინი, არაფერი გაქვს სანანებელი და საპატიებელი, ნუ ამბობ რომ უღირსი ხარ, უღირსი შენ კი არა ის ქალია ასე რომ მოგექცა, არასდროს იფიქრო რომ ნიკოლოზს არ იმსახურებ და ასე ნუ ექცევი, მითუმეტეს ახლა როცა მისგან ბავშვს ელოდები, მიდი ჩართე ტელეფონი და დაურეკე, წარმომიდგენია როგორ ნერვიულობს, შენ რა გინდა იმ არანორმალური ქალის გამო ნიკოლოზთან ურთიერთობა გაიფუჭო? ხომ იცი როგორ უყვარხარ და შენზე რომ გიჟდება. - მეც მიყვარს, -საცოდავად ამოისლუკუნა და ხელის ზურგით მოიწმინდა ცხვირი. - ჰოდა მიდი ნუღარ აჭიანურებ დაურეკე, -ლამის ძალით წამოაგდო ფეხზე, ის იყო გაღიმებული გამობრუნდა ვერანდაზე რომ მისმა ტელეფონმა დარეკა, ეკრანისთვის არც კი დაუხედავს ისე უპასუხა. - ლილ, ლილია გესმის? -საოცრად ნაცნობი ხმის გაგონებაზე შებარბაცდა და ძველმა მტკივნეულმა მოგონებებმაც მაშინვე შეახსენეს თავი. - გისმენ, -შეეცადა რომ რაც შეიძლება მშვიდად ეპასუხა. - დაჩი ვარ შენი ძმა... - გიცანი დაჩი, რისთვის მირეკავ? - შენი ნახვა მინდა, გთხოვ უარს ნუ მეტყვი დაიკო, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე მაქვს... - დაიკო? ჰმ, გახსოვს მაინც რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც სახლიდან გამომაგდეთ? თხუთმეტი წლის ვიყავი, ორსული, პიჟამოებით და სახლის ჩუსტებით გამაგდეთ ქუჩაში, ბედის ანაბარა მიმატოვეთ... - მაშინ მეც პატარა ვიყავი, მშობლებს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ძალიან გთხოვ მაპატიე, -სინანული იგრძნო ლილიამ მის ხმაში თუმცა წარსულის მოგონებებს ვერაფერს უხერხებდა, მისი გაბრაზებული სახე და ზიზღნარევი მზერა ედგა თვალწინ... - პატარა? ცხრამეტი წლის იყავი დაჩი და ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს ჩემს დასაცავად, შენთვის მხოლოდ იმას ჰქონდა მნიშვნელობა რას იტყოდა ხალხი, რას იტყოდნენ შენი მეგობრები, ოჯახის შემარცხვენელი მიწოდე, ყველაფერს ავიტანდი იმასაც რომ დედამ და მამამ ჩემზე უარი თქვეს, მაგრამ შენი ასეთი საქციელი... იცი რომ ვცადე? არა მგონია იმის წარმოდგენა შეძლო რა გადავიტანე, ახლა კი ისე მირეკავ ვითომ არაფერი მომხდარიყოს, სინდისი საერთოდ დაკარგე? - გგონია არ ვნანობ? ჯანდაბა, გგონია სინდისი არ მაწუხებს იმის გამო რაც გავაკეთე? იმის მერე რაც წახვედი ერთი დღეც კი არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა, ვიცოდი სად იყავი, ვიცოდი როგორ იყავი და მიხაროდა რომ შენს ცხოვრებაში ასე თუ ისე ყველაფერი კარგად იყო, როცა გათხოვდი... - მოიცა, შენ რა... - ჰო შენს ქორწილში ვიყავი ლილია, ყველაფერს შორიდან ვუყურებდი და შენი ბედნიერი სახის ყურებით ვტკბებოდი, მერე როცა რაჭიდან ჩამოგიყვანეს, ღამით პალატაში მოგინახულე, შორიდან გიყურებდი, შენთან მოახლოება და ხელის ხლება ვერ გავბედე, შეცდომა დავუშვი და ამის საფასურს უკვე ათი წელია ვიხდი, ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი... უსმენდა ერთ დროს საყვარელი და საფიცარი ძმის ხმას და თავს ძლივს იკავებდა რომ პატარა ბავშვივით არ აღრიალებულიყო. - ახლა რა გინდა დაჩი, -შეძლებისდაგვარად მშვიდი ხმით ჰკითხა. - უნდა ვილაპარაკოთ, ასე არა, პირისპირ. - არც შენთან და არც შენს მშობლებთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, აღარ გაბედო და არ დამირეკო. - ლილია არ გამითიშო, აუცილებლად უნდა გელაპარაკო, გთხოვ, საფრთხეში ხარ... მისი ბოლო სიტყვები არ გაუგია, ტელეფონი გათიშა, ერთხანს ერთ ადგილზე ირწეოდა და ბოლოს ღონემიხდილი ჩაიკეცა... - - - - - - - - დაგვიანებისთვის ბოდიში :) სამაგიეროთ შედარებით დიდი თავია, ვეცდები შემდეგი აღარ დაგიგვიანოთ, თუ სამსახური მომცემს წერის საშუალებას :( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.