შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი( თავი 15)


10-07-2022, 16:20
ავტორი sabrina
ნანახია 5 559

თავი 15
უკვე საათზე მეტი იყო რაც დათა და დემეტრე ექიმის კაბინეტში ისხდნენ და განაჩენივით ელოდნენ ექიმის შემოსვლას, რომელიც რენდგენის სურათზე იყო გასული.
- ხომ გაგაფრთხილე ფეხი არ გადაღალოთქო- ექიმმა უკმაყოფილო ტონით ასწია რენდგენის სურათი- იცი რომ გართულების შემთხვევაში შეიძლება დაკოჭლდე?
- ყველაფერი ვიცი, უბრალოდ ეს დღეები გადატვირთული მქონდა- თავის მართლებასავით გამოუვიდა.
- ორ კვირიან მკურნალობის კურსს გინიშნავ და ვარჯიშებზეც ივლი!ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- გასაგებია - დანიშნულება გამოართვა და ექიმის კანბინეტი დატოვა.დათა მთელი ეს დრო ჩაფიქრებული უსმენდა, არ ეგონა ამდენად სერიოზულად თუ ჰქონდა ფეხის მდგომარეობა.ექიმის კაბინეტი მალევე დატოვეს , დათა კი ჩაფიქრებული მიჰყვებოდა დემეტრეს.
- რა გჭირს ბიჭო?! რა ცხვირ- პირი ჩამოგტირის?!- ისევ დემეტრემ სცადა მისი აზრზე მოყვანა.
- სოფიმ არ იცის?
- იცის რომ დაჭრილი ვიყავი, მეტის ცოდნა არაა საჭირო.
- არ იცის რომ ერთი წელი დაგჭირდა ფეხზე დასადგომად?- დემემ თავი უარყოფის ნიშნად გაუქნია- რატომ არ ეუბნები ? გგონია ვერ გაიგებს?
- არ მინდა რომ გაიგოს! არ მინდა ყოველ ფეხის ატკიებაზე ის არაკაცი გაახსენდეს ან თავი დაიდანაშაულოს.- ხმას აუწია- ამის დედაც ….მინდა დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა ვეცოდებოდე…
- როგორც გინდა , მაგრამ ვარჯიშებზე ივლი იცოდე!- მუქარა გაურია ხმაში.
- ბრძანება მიღებულია!- გაუცინა დემეტრემ - კარგი ეხლა რა ცხვირ- პირი ჩამოგტირის.ლენას თუ დაურეკე მაინც ?
- აუ სულ დამავიწყდა- ტელეფონს ინსტიქტურად დახედა.
- არ უთხრა სადაც ვართ- ლენასთან ზარი შედიოდა თუმცა არავინ პასუხობდა.
- ვიცი ხო…..ჯერ შენ მიგიყვან და მერე წავალ სახლში- მანქანისკენ აიღო გეზი.
- თვითონ დავჯდები საჭესთან, ნუ გეშინია სპაზმი აღარ გამიმეორდება.
- ცოტა ხანი იქნებ მძღოლმა გატაროს?
- არ მინდა, თვითონ ვივლი თუ რამეს შევატყობ ტაქსის გამოვიძახებ. რა დაიგრუზე ?- მხარზე ხელი მიარტყა- წამო ცოლ- შვილს ჩაგაბარო.
საჭეს მიუჯდა და დათა სამსახურთან დატოვა.მანაც თავის ნივთები აიღო და სახლისკენ წავიდა. ფეხზე დგომა უჭირდა ამიტომ გადაწყვიტა სახლში ემკურნალა და ცოტა ხნით გარე სამყაროს მოწყვეტოდა.სწორედ ამიტომ ექთანი დაიქირავა რომელიც აუზზე ვარჯიშებს სახლშიც გაუკეთებდა, თუმცა არავინ იცოდა რომ საქართველოში იყო დათას გარდა.
- ლენ მოვედი- კარებიდან გასძახა სახლში დაბრუნებულმა ცოლს.
- დათა, რატომ დაგაგვიანდა- მაშინვე მიეკრო სხეულზე
- საქმე გვქონდა მე და დემეს- ტუჩებზე დაუკოცნა- როგორ მომენატრე ….. როგორ ჩაიარა დღემ?
- სტუმარი გვყავს!- ხელით ეზოსკენ ანიშნა.
- ვინაა?
- ჩემი მეგობარია , წამო გაგაცნო- დათამ ხელი გადახვია და ეზოსკენ დაიძრა სადაც თომა და თაია თამაშობდნენ.
- გაიცანი , თაიაა ჩემი ბავშვობის მეგობარი!- დათას სახეზე გაკვირვება დაემჩნა და ლენამაც აუხსნა- კი ბავშვთა სახლიდანაა - დაუკმაყოფილა ინტერესი
- სასიამოვნოა- თბილად გაუღიმა და თაიამაც მორცხვად ჩამოართვა ხელი.
- ყავას შენც დალევ?.
- თუ გამიკეთებთ დავლევ- შუბლზე მიაწება ტუჩები ცოლს -ოღონდ ავალ ჯერ გამოვიცვლი, ესე ბავშვთანაც ვერ მივალ, თაიას მოუბოდიშა და მარტო დატოვა. მეგობრები.
თავი მოიწესრიგა და ჩამოსვლისას კარებზე ზარიც გაისმა. გაკვირვებულმა გაუღო კარები აჩის.
- მშვიდობაა?!
- რა იყო ესე ხვდები მეგობრებს?!- გაეკრიჭა აჩიც- არ შემომიშვებ? რა კარებში დამაყუდე შე* მა.
- შემო, შემო- დათასაც გაეცინა- ლენა ს მეგობარია აქ წამო გაგაცნო.მხარზე უბიძგა ხელი და წინ გააგდო- ნახე ვინ მოვიდა ?
- აჩი! - მსახიობურად გაშალა ხელები ლენამაც- მიდი თქვენ გადით , მე ყავას მოგიმზადებთ და შემოგიერთდებით.- აჩის თვალით ანიშნა აქააო და ისიც გაბადრული გავიდა ეზოში ,საიდანაც არანაკლებ გაოცებული ლურჯი თვალები უყურებდნენ.
- ეს თაიაა ლენას მეგობარი- დათამ აიღო თავის თავზე მათი გაცნობა.
- ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს- ამაყად დააბრეხვა აჩიმაც- როგორ ხარ თაი?
- კარგად, აქ არ გელოდით
- რაღა დაგიმალო და არც მე- სავარძელზე ჩამოჯდა.
- უკვე გვიანია - თომა დათას მიაწოდა- ხვალ სამუშაო მაქვს და ჯობია წავიდე.
- რა იყო ჩემი მოსვლა გეწყინა?- დათა გაკვირვებული ადევნებდა თვალს მათ კინკლაობას.
- უბრალოდ დიდი ხანია აქ ვარ!- თვალები სასაცილოდ აატრიალა.
- კარგი რა ასე მალე?- ლენაც შევიდა ყავით ხელში.
- ხო, ხვალ დილის სმენა ვარ - თბილად გაუღიმა - მიხარია რომ გნახე
- მეც მიხარია, ეხლა უკვე ხშირად გნახავ- გადაეხვია მეგობარს და კარებისკენ წაიყვანა.
- რა დაშტერებული უყურებ?- დათამ აჩის გახედა- მოიცა და საიდან იცნობ ?
- ისაა, რომ გიყვებოდით- დათამ გაოცებული გახედა- რა გჭირს ბიჭო,ჩემ დაბადებჯის დღეზე რომ ვნახე.
- აჰა , ეხლა გასაგებია- გაეციბა დათასაც- იმიტომ უყურებდი კმაყოფილი დებილის სახით?
- იცინე ხო და ნახე რა მაგარი თვალები აქვს? ეგეთი სადმე გინახავს?
- მე ლენას თვალების იქით ვერ ვხედავ , აი შენ კი მინდა გითხრა რომ დაგერხა- სიცილით გადაწვა სავარძელზე.აჩის კი ისევ კარებისკენ გაურბოდა თვალი.
- აბა არ მეტყვი რა ხდება?- ლენაც დაბრუნდა და ქმარს მიუჯდა გვერდით.
აჩიმაც დაწვრილებით მოუყვა როგორ გაიცნო- მისმინე აჩი!მე შენ გაფასებ და ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ. ამიტომ ვფიქრობ სწორედ გამიგებ რასაც ეხლა გეტყვი.ჩვენ ორივე ბავშვთა სახლში გავიზარდეთ.თაიას თავისი ისტორია აქვს, ყველასგან განსხვავებული.კონკიასავითაა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ დედა მშობიარობას გადაყვა , მამამ კი ბოროტი დედინაცვალი მოუყვანა სახლში.ათი წლის იყო ჩვენთან რომ მოიყვანა დედინაცვალმა, მამა დაეღუპა და მასზე ზრუნვა არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემზე სამი წლით პატარაა და მახსოვს როგორ უჭირდა შეგუება სხვა გარემოსთან.თუ მის მიმართ რამე შეგეშლება პასუხს მე მოგთხოვ.
- გასაგებია- ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი- მე მართლა მომეწონა თუმცა არ ვიცი რა მოხდება. დრო გვიჩვენებს- ფეხზე წამოდგა , ისეთი მხიარული აღარ ჩანდა როგორიც იქ მისვლისას- მეც წავალ , იჟღურტულეთ გვრიტებო. პატარა ბარტყი შემატეთ ბუდეს- გაიკრიჭა და დატოვა წყვილი მარტო.



მთელი კვირა არ ჩანდა დემეტრე , ყველამ ეგონა მივლინებაში იყო ,მხოლოდ დათამ იცოდა რაც ხდებოდა.დემეტრე ტკივილებს წამლებით იყუჩებდა და ვარჯიშებზე ექთანი სახლში დადიოდა. იმ სახლში რომლის აშენებაც წლების წინ დაიწყო და სადაც იმედოვნებდა რომ სრულყოფილი ოჯახით დაიწყებდა ცხოვრებას .იცოდა ძნელი იქნებოდა სოფის დაყოლიება , მაგრამ მზად იყო ბოლომდე მოეთმინა. მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა , დათაც ყოველ საღამოს მასთან ატარებდა რამაც ლენას ეჭვები გაუჩინა ღალატზე და პირველი ვისაც მიმართა რა თქმა უნდ სოფი იყო.
- სისულელეა, არ იცნობდე მაინც შენ ქმარს.
- გეუბნები გვიან მოდისთქო, უნდა დამეხმარო?
- რაში ლენ?გგონია თუ გღალატობს მე მეტყვის?
- არა რა თქმა უნდა! შენ შეგიძლია მითხრა როდის გადის სამსახურიდან და მერე მე გავყვები უკან- სოფიმ გაოცებული შეხედა კამერას.
- სერიოზულად?
- უნდა ვიცოდე- თვალები ცრემლებით აევსო- შენზე ახლობელი არავინ მყავს, უნდა დამეხმარო- სოფი ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
- კარგი დაგეხმარები და გეტყვი როდის გამოვა სამსახურუდან , მაგრამ დამპირდი რომ აღარ იტირებ და არც ინერვიულებ!
- კარგი- ცრემლები მოიწმინდა- წავედი შენც გაცდენ და მეც ბევრი საქმე მაქვს.
ტელეფონის გათიშვის მერე გაქვავებული იჯდა სოფი.ნუთუ შეეძლო დათას საყვარელი გაეჩინა?! ფაქტები დაალაგა და მიხვდა რომ დათა საეჭვოდ ადრე გადიოდა სამსახურიდან და როგორც ლენამ უთხრა საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა.ამიტომ გადაწყვიტა სანამ ლენა გაიგებდა თვითონ გაყოლოდა უკან .
იმ დღესაც ადრე წავიდა სამუშაოდან და სოფიც უკან გაყვა მანქანით.დათამ ჯერ მარკეტთან გააჩერა , მერე პროდუქტებით დატვირთული გამოვიდა და ისევ მიუჯდა საჭეს.მანქანას დიდხანს ნამდვილად არ უვლია, მალევე მაღალი გალავნით გარშემორტყმულ ჭიშკართან გაჩერდა , პროდუქტები საბარგიულიდან გადმოიღო და ჭიშკარი ისე შეაღო თითქოს საკუთარ სახლში მიდიოდა.
ცოტა ხანს ადროვა და თვითონაც უკან მიყვა, გაუმართლა რომ ხელები დათას დაკავებული ჰქონდა , რის გამოც ჭიშკარი ღია დახვდა. ეზოში შესულმა კი აუზში მყოფი დემეტრეს დანახვაზე ადგილზე გაქვავდა.იქვე კი ახალგაზრდა გოგო რაღაცას უხსნიდა და დემეტრეც მას უსმენდა.ვეღარ გაიგო რა ხდებოდა, დემეტრე წესით საქართველოში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.პირველი გაქვავებული სოფი დათამ შეამჩნია რომელიც აუზთან წვენით ხელში გამოვიდა.
- სოფი?!აქ რას აკეთებ?- დემეტრემ სოფის დანახვისას თითქოს გაშრა.
- მე თუ თქვენ რას აკეთებთ აქ? - ხან დემეტრეს უყურებდა ხან დათას
- ეს დემეტრეს სახლია- პირველი რაც მოიფიქრა ის დააბრეხვა დათამაც.
- რომელიც წესით იტალიაშია- წარბაწეულმა გახედა დემეტრეს და თან აუზთან უფრო ახლოს მივიდა- აბა არ ამიხსნით რა ხდება?- ისევ იმ გოგოსკენ გაექცა თვალი რომელიც ექიმის ფორმაში იყო გამოწყობილი- ფანტაზიამ სტრიპტიზიორ ექიმამდე მიგიყვანათ?
- უკაცრავად?- ექთანმა თვალები დაქაჩა- მგონი ჯობია მე წავიდე! - გოგომ იქვე დადებულ ჩანთას მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ დაიძრა.
- რატომ? მგონი ჯერ არ დაგიმთავრებიათ?- ბოღმის ამონთხევას აგრძელებდა სოფი და დემეტრე ამ ყველაფერს ისეთი კმაყოფილი უყურებდა გეგონება ულამაზეს სანახაობას უყურებსო.
- მოიცა ლიზი მე გაგიყვან!- უკან აედევნა დათაც- აი თქვენ ორმა კიდევ დროა ყველა კარტი გახსნათ და მეც მაცადოთ ცხოვრებით ტკბობა. - გაეკრიჭა ორეულს და ლიზისთან ერთად დატოვა სახლი.
- აბა ?! არ ამიხსნი აქ საიდან გაჩნდი?- აუზიდან ამოსვლას არ ჩქარობდა დემეტრეც.
- დათოს გამოვყევი უკან- ამაყად გამოაცხადა.
- როდის მერე შეითავსე დეტექტივობა?- დემეტრეს ჩაეცინა.
- მას მერე რაც თქვენ გართობას ჩემი დაქალის ნერვები შეეწირა.- მერე მიხვდა რომ უკვე თავს გაყიდდა, ამიტომ ძალიან მშვიდად მიუბრუნა კითხვა- შენ გეგონა შენს გამო ვიყავი აქ?
- ჩემს გამო ვერ იქნებოდი, იცოდი რომ აქ არ ვიყავი.არ გინდა ცივი წვენი დალიო? ისეთი სახე გაქვს ცოტა ხანში ბოლს აუშვებ.
- არაფერიც არ მინდა…. ბოდიში რომ გართობა ჩაგიშალე! - უკან მიტრიალდა და გასვლა დააპირა
- არ ვერთობოდით! ვერ გაიგე რა თქვა დათამ? ექიმი იყო.
- ხო ბევრი მინახავს ექიმის ფორმაში გამოწყობილი ბო*ი- მისკენ მიტრიალდა დამცინავი სახით.
- ადრეც გითხარი ბევრ ფილმებს უყურებ და ფანტაზია შორს გაგექცა- აუზის კიდეს დაეყრდნო და ამოიწია. სოფის პირველი მის გულთან ახლოს ჭრილობაზე გაექცა თვალი, იცოდა თუმცა მაინც არ იყო სასიამოვნო დასანახი თავის ბიოლოგიური მამის ნამუშევარი.- სახლი მოგწონს?თუ ესეც ცივია?- სცადა თემა გადაეტანა.
- გარედან ლამაზია.
- წამო დაგათვალიერებინო, სხვათაშორის მიას ავეჯი მოიტნეს- წინ წავიდა და სოფისაც თვალი მისი ფეხისკენ გაექცა , რომელზეც მთელ სიგრძეზე იყო ნაიარევი და ჯერ კიდევ უჭირდა გამართულად სიარული.
- ფეხზე რა გჭირს?
- არაფერია გამივლის.
- კოჭლობ!ეს როდის დაგემართა?- ეტყობოდა რომ ახალი არ იყო ამიტომაც ეჭვი ღრღნიდა.
- ადრე, არ მოდიხარ?- სოფი წინ გაატარა და სახლში შეიყვანა.
სახლი ნათელ ფერებში საკმაოდ გემოვნებიანად იყო მოწყობილი.დემეტრემ მკურნალობასთან ერთად სახლის მოწყობაც მოასწრო .მერე მიას ოთახის კარიც გააღო და მართლაც ზღაპრულ სამყაროში ამოყო თავი.
- როგორ ფიქრობ მოეწონება?- სულგანაბული ელოდა სოფის პასუხს.
- გაგიჟდება- ბადნიერმა შეხედა დემეტრეს- როდის ანახებ?
- ორ დღეში დავბრუნდები- თვითონაც გაეცინა- მინდოდა მიას პატარაობის სურათები მეთხოვა. მინდა ერთი კედელი მისი ფოტო კოლაჟი იყოს.
- მეილზე ჩაგიყრი სურათებს- მერე ისევ ფეხზე დახედა- არ მეტყვი რა დაგემართა? ან რა საჭირო იყო ამხელა სპეკტაკლის დადგმა?
- ფეხზე ოპერაცია გამიკეთეს, დაჭრილი ვიყავი- აუზთან მოწყობილ ფანჩატურის ჩრდილში დასხდნენ.
- ესეც იმან …..- უჭირდა მისთვის მამა ეწოდებინა- მაშინ მოხდა?
- ხო… საკმაოდ მძიმე მდგომარეობა მქონდა, არ ეგონათ საერთოდ თუ შევძლებდი კოჭლობის გარეშე სიარულს, მაგრამ როგორც ხედავ შევძელი.- სოფის სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული, მისი მამის არსებობამ დემეტრეს მარტო სულიერი კი არა ფიზიკური ჭრილობაც დაუტოვა და ეხლა რაც უნდოდა მარტო ყოფნა იყო- მისმინე სოფი- მის ხელი საკუთარ ხელში მოიქცია- არ მინდა რამეში დამნაშავედ იგრძნო თავი გესმის? შენ საერთოდ არაფერში ხარ დამნაშავე და მეც კარგად ვარ - თავი ააწევინა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს .
- მაშინ რომ მომიყევი… რატომ არ მითხარი?
- იმიტომ რომ ეს შენ არ გეხება…. რაც მოხდა შენ არ გეხებოდა, ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრებაა და შენ შემთხვევით აღმოჩნდი მისი ბიოლოგიური შვილი- სოფის შეხედა რომელიც გარინდული უსმენდა-მე ეს უკვე გავიაზრე და არ მინდა რამეში თავი დამნაშავედ იგრძნო.
- მე … უნდა წავიდე….
- ჯერ დაწყნარდები და მერე წახვალ- თითებით ცრემლები შეუმშრალა- აი ამიტომ არ გითხარი, ეხლა უბრალოდ გეცოდები მე კიდე მინდა გიყვარდე ისე როგორც მე მიყვარხარ.
- ლამაზი ეზოა- ცადა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.
- ხო , კარგი დიზაინერი მყავდა- დემეტრეს ჩაეცინა- აბა ?! ფანჩატური მოგწონს?
- კი ლამაზია, ოღონდ მგონი აუზს რამე უნდა მოვუხერხოთ, მიამ ცურვა არ იცის და…
- მე ვასწავლი და მანამდე დამცავ ჯებირებსაც გავუკეთებ.
- მთელი ეს დრო დათო აქ დადიოდა?- დემეტრემ თავი დაუქნია- ლენას კიდევ ეგონა საყვარელი ყავსო.
- არ ვარ საყვარელი?
- ვისთვის როგორ?!- წარბაწეულმა გადახედა
- შენთვის?
- ჩემთვის მიას მამა ხარ..
- და მეტი არაფერი? ანუ მე რომ ეხლა ვინმესთან რომანი გავაბა შენთვის საერთოდ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს?- ირონიული სახით უყურებდა
- არანაირი!- თავი ამაყად დაიჭირა.
- არა და სულ რაღაც ოცი წუთის წინ ნება რომ მიეცათ ჩემ ექიმს აუზში ჩაახრჩობდი ალბათ. არ უარყო!- თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.
- იმიტომ რომ მეგონა დათა ლენას ღალატობდა….
- შენ თვითონ თუ გჯერა მაგის?
- რა გინდა დემეტრე? ვინმე მოგწონს და ნებართვის აღებას ცდილობ ჩემგან?
- ვინმე რომ მომწონდეს ნებართვა არ დამჭირდებოდა, მითუმეტეს თუ არაფერს გრძნობ ჩემს მიმართ- ფეხზე წამოდგა- გაგაცილებ
- კარგი- სოფი დააბნია დემეტრეს ქცევამ ,კარისკენ უპარდონოდ მიუთითეს და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო- ნუ შეწუხდები კარებს ჩემით მივაგნებ!!!- გაბრაზებული წამოდგა და უკან არც მოუხედია ისე გავიდა ჭიშკრიდან.
- ესეიგი არაფერს გრძნობ ხომ, მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა გაგიჟება ნაკაშიძე- დემეტრე თავის სტიქიაში იყო, გოგო რომელიც აგიჟებდა და ვერაფრით აღიარებინა რომ მასაც ისევე უყვარდა როგორც დემეტრეს.

სოფი მანქანაში იჯდა და ხან დემეტრეზე ბრაზობდა ხან თავის თავზე.სამსახურში ესე ვერ დაბრუნდებოდა ამიტომ პირდაპირ ლენას სამსახურისკენ აიღო გეზი.კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეუვარდა ოთახში.
- რამე მოხდა? - გაკვირვებულმა ამოხედა.
- მოხდა დიახაც…. და სხვათა შორის სულ შენი ეჭვიანობის ბრალია- გიჟივით დაიწყო წინ და უკან სიარული-არა მეც კარგი სულელი ვარ, როგორ დავიჯერე რომ დათას შეიძლებოდა ვინმე ყოლოდა. კარგი მე ჯანდაბას და შენ? არ იცნობდე მაინც რა ქმარი გყავს?
- ანუ არ მღალატობს?- სახე გაებადრა ლენას.
- კი გღალატობს- ფერი რომ გადაუვიდა სახეზე მერე დაამატა- დემეტრესთან გღალატობს.
- დემეტრე ჩამოვიდა?
- არც წასულა- სკამზე დაეხეთქა და დღევანდელი თავგადასავალი მოუყვა- აბა რას იტყვი?
- ვგიჟდები დემეზე- სიცილი აუტყდა
- შენ ნორმალური ხარ? - უკვე ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან.
- მე კი და შენ არა. აი რა გინდა ამ ბიჭისგან?
- რა უნდა მინდოდეს?! არაფერიც არ მინდა.
- გეყოფა სოფი. ცოტა იტანჯეთ ცალ- ცალკე? ხომ ხედავ მასაც არ ქონია ბედნიერი წლები.ანგელოზივით შვილი გყავთ.რაც ჩამოვიდა ცდილობს ყველაფერი გამოასწოროს.გითხრა მიყვარხარო და შენ ისევ უარისტკიცე. თვითონ დაფიქრდი აბა?
- ვერ გავიგე რა მჭირს- თავი ხელებში ჩარგო- მიყვარს? მიყვარს კიარა ჭკუას ვკარგავ მასზე , მაგრამ ხომ იცი რომ ერთად ვერ ვიქნებით? მამაჩემი….
- გეყოფა იმ ადამიანზე მამის დაძახება, როდის მერე გახდა შენი მამა?
- მე მამამისის მკვლელის შვილი ვარ…
- მია კი შვილიშვილი მერე?
- რა?
- რა რა? მია ვინ გამოდის მისთვის?
- მია მისი შვილია და …. იცი რამხელა ჭრილობები აქვს ტანზე? მთელი ცხოვრება რომ ემახსოვრება, რამდენჯერაც ფეხის ტკივილი დაეწყება იმდენჯერ გაახსენდება მე ვინ ვარ და ეს არ მოგვცემს მშვიდად ცხოვრების უფლებას.
- იცოდა ეგრე რომ იფიქრებდი და იმიტომაც არ გითხრა ალბათ. ჩართე ტვინის მეორე ნახევარ სფეროც რა იქნება?!უკვე ისეთებს ამბობ სერიოზულად მაშინებ.
- არვიცი, აღარაფერი ვიცი…. შენი აზრით რამე გამოვა?
- ჩემი აზრით ჯობია ჯერ ნაბიჯი გადადგა მისკენ და მერე ნახო გამოვა თუ არა.
- რომ არ გამოვიდეს?- შეშინებული უყურებდა.
- გეცოდინება რომ სცადე მაინც!


ორ დღეში მართლაც წამოიყვანა მია თავისთან დემეტრემ, ისეთი ბედნიერი იყო თავისი ოთახის ნახვით ძლივს გაიყვანა სამზარეულოში ვახშამზე.
- არ მიყვარს ბროკოლი- აწუწუნდა ქალბატონი.
- მეც არ მიყვარს მაგრამ სასარგებლოადა თან სოფიმ რომ გაიგოს არ ჭამე გაგიჟდება
- მერე არ ვთხრათ- ჩუმად უთხრა ყურში
- კარგი- მანაც ხმადაბლა გაუმეორა-რა გინდა მითხარი ?
- დათა პიცას მყიდულობს ხოლმე… ოღონდ ეგეც არ უთხრა სოფის კარგი?- სასაცილო თვალებით შეხედა.
- ესეიგი პიცას გყიდულობს!კარგი იყოს პიცა- ტელეფონი მოიმარჯვა, პიცა გამოიძახეს და მისაღებში ტელევიზორის წინ მოკალათდნენ მოანას საყურებლად.
მალე პიცაც მოიტანეს და მამა- შვილი გემრიელად დანაყრდნენ. მიას დემეტრეს გვერდით დივანზე დაეძინა.ფრთხილად გადაიყვანა თავის საწოლში და თვითონაც დასაძინებლად წავიდა .

სოფის პირველად უწევდა დემეტრესთან მიას დატოვება და ათასი მესიჯი მაინც გაუგზავნა რა უნდა ეჭმია მისთვის, რა უნდა ჩაეცვა და ათასი დარიგებები. დემეტრე კი პასუხის ნაცვლად მხოლოდ მიას სურათებს უგზანიდა.ბოლოს დაძინებული მიას სურათი გაუგზავნა და მიახვედრა რომ აღარ იყო საჭირო მისი დარიგებები.
- მთელი დღეა ერთი სიტყვაც ვერ გაიმეტა, უჟმური - თავისთვის დუდღუნებდა.
მთელი ღამე წრიალებდა საწოლში და როგორც კი რვა საათი გახდა მაშინვე დემეტრესთან წავიდა.მიას ჯერ კიდევ ეძინა სოფიმ რომ დაურეკა კარი გამიღეო , დემეტრე გაოცებულმ გაუღო კარები.სოფოს დასიებულ თვალებს რომ შეხედა მიხვდა რაც ჭირდა.
- რა გჭირს? არ გეძინა?- სახეზე მიანიშნა.
- ვერ დავიძინე. - სახლისკენ დაიძრა
- ძინავს ჯერ ბავშვს, წამო ჩვენ ყავა დავლიოთ- სამზარეულოსკენ გავიდა და სოფიც თან გაყვა.ყავა მოიდუღეს და მიაც ფეხების ტყაპუნით შევიდა.სოფი რომ დაინახა გახარებული შეახტა.
- გაიღვიძე დედი?- მაშინვე იგრძნო საყვარელი სუნი.
- კი , იცი რა მაგარი ოთახი მაქვს, პრინცესული - ძირს ჩამოხტა სოფის ხელი მოკიდა და თავის ოთახისკენ გააქცუნა- ნახე რამდენი ვარსკვლავებია- ჭერზე აახედა- აქ ჩემი ტანსაცმელებია, აქ სათამაშოები.აი კარავი რომ მინდოდა გახსოვს, შენ რომ მითხარი ოთახში არ დაგვეტევაო აქ დაეტია დე.
- ძალიან ლამაზია- თავზე ხელი გადაუსვა.
- აქ დავრჩეთ რა დე?მამასთან ერთად ვიცხოვროთ- სოფი გაშრა- ნახე რამხელა სახლია, ყველა დავეტევით. გთხოვ რა დე- დემეტრე კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი უყურებდა საყვარელ ადამიანებს, სოფოს კი ყველა მიას სიტყვა გულზე ეკალივით ერჭობოდა.ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მიას არაფერი მოკლებოდა , მაგრამ ეხლა რომ უსმენდა როგორი აღფრთოვანებული იყო ახალი სახლით თავს უსუსურად გრძნობდა .
- მია წამო საუზმე მზადაა- დემეტრემ კარგად მიხვდა სოფოს სახეზე რაც ჭირდა, მიაც სამზარეულოსკენ გაიქცა.
- ის ბავშვია სოფი და ყველაფერი ახალი ეუცხოვება- დემეტრემ სცადა მისი დამშვიდება
- მე … ყველაფერს მის გამო ვაკეთებდი- უკვე სერიოზულად ატირდა
- დრო გავა დამიხვდება რომ ყველაფერი გააკეთე მისთვის, რაზე ნერვიულობ. ჩვენს ამბავს რომ გაიგებს შენ არა და მე შეიძლება მართლა აღარც შემომხედოს.- ახლოს მივიდა და გულში ჩაიკრა- როდის მერე გახდი ესე გულჩვილი- თავზე აკოცა- თუმცა მიას ერთ რამეში მაინც ვეთანხმები
- რაში- სლუკუნით ამოთქვა.
- აქ ყველანი დავეტევით.სოფი არ მოვიდა დრო?
- რისი? - ქვევიდან ახედა, დემეტრეს უკვე სისხლი ტვინში ასხავდა ისე უნდოდა მისი შეგრძნება
- ჩემი პატიების… მე შენ მიყვარხარ, ამას ათასჯერ გაგიმეორებდი მაგრამ ისედაც იცი.შენ და მია ყველაფერი ხართ ჩემთვის ხომ იცი?- თითებს მის თმებში დაასრიალებდა და თითქოს ტრანსში გადაჰყავდა, მერე კი დიდხანს არ უფიქრია და ის რაზეც ამდენი თვეები ოცნებობდა აიხდინა.მის ტუჩენბს მოწყურებულივით დაეწაფა და ალბათ კიდევ დიდხანს არ მოშორდებოდა რომ არა მია რომელიც ქარბორბალასავით შემოიჭრა ოთახში და დედ- მამის დანახვისას თვალებზე ხელი აიფარა.



№1  offline წევრი OKI ME

მიაზე ვგიჟდები :DD ❤️❤️ ბავშვი საოცრებაა ❤️❤️

ოჰ, გალღვა მგონი ყინული ამ ორს შორის. დავიჯერო გვეღირსა? :DD ისე ლენას ვეთანხმები თუ არ ცდის ვერაფერს გაიგებ და სათქმელი მაინც ექნება ვცადე და არ გამოვიდა.

აუუ, აჩის და თაიას ისტორია იცი როგორ მაინტერესებს?! მესაყვარლებიან ეს ორი ❤️❤️❤️

უფ, როგორ მიყვარსრამდენიმე პერსონაჟი რომ არის ისტორიაში, თან თავიანთი საოცრად საინტერესო და ერთმანეთისაგან განსხვავებული ისტორიით. ❤️❤️

ძალიან გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ის კი იცი როგორ მოუთმენლად ველი ხოლმე შემდეგ თავს. ხოდა ახლაც ასე ვარ :DD წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი ნი-კე

მემგონი ეშველათ ამათ ხო??!აჩი და თაია არ დამიტანჯო

 


№3 სტუმარი Ana-maria

მგონი გვეშველა და როგორც მივხვდი დასასრულისკენ მივდივართ.კარგი,საინტერესო და კარგად წასაკითხი ისტორია იყო. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№4 სტუმარი ნი-კე

დადე რა ახალი მალე❤️

 


№5  offline წევრი sabrina

ნი-კე
დადე რა ახალი მალე❤️

დილიდან გაგზავნილი მაქვს დაიდება ალბათ გვიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent